ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 20 names in this directory beginning with the letter Ხ.
ხაბაზი
გავრცელებულია ქობულეთის რ-ში. მომდინარეობს ხელობა-საქმიანობის გამომხატველი სიტყვიდან. ხაბაზი პურის მცხობელი, მეპურეა. ამავე ძირისაა ხაბაზიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ხანდამაშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა ხანი, რომელიც თურქულ და მონღოლურ ენებზე სახელმწიფო მთავარს ნიშნავდა.

ხანდამაშვილები იყვნენ აზნაურები. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ ჩონჩხურსა და თაგუთში. იყვნენ, ასევე, უყმო ხანდამაშვილებიც.

1721 წლის აღწერით, ალავერნა ხანდამაშვილს, ყაფლანიშვილების მემამულეს, სოფელ თაგეთში ყმები ჰყავდა.

საქართველოში 42 ხანდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, თეთრი წყაროში – 13, გურჯაანში – 6.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ხარატიშვილი
ხარატასშვილი ხარატი (არბ.) ოსტატი. მოგვიანებით ხელობა საქმიანობის სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას. ეს გვარი სწორედ ხარატიდან, იგივე ოსტატიდან მომდინარეობს.
Submitted by: scroll.ge

ხარატიშვილი / ხარატასშვილი
ხარატი (არბ.) ოსტატი. მოგვიანებით ხელობა საქმიანობის სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას. ეს გვარი სწორედ ხარატიდან, იგივე ოსტატიდან მომდინარეობს.
Submitted by: scroll.ge

ხარაძე
ნაწარმოებია ხარ-ისაგან “ა” ბოლოსართით. ამავე ძირისაა ხარაიშვილი, ხარაული, ხარაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ხარისჭირაშვილი
გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში (წარმოშობით ჯავახეთიდან, წინაპართა გვარიადუაშვილი). შედგება ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული მეტსახელისაგან ხარისჭირა. გადმოცემით, ამ სახელით ცნობილი პირი სახალხო მკურნალი ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

ხარხელაური
გავრცელებულია თიანეთში, მცხეთასა და თბილისში. შედგება სავარაუდო მეტსახელისგან ხარხელა (შდრ. ხარაბა). ხარხელაური 1860 წელს სოფ. ლასტისციხეში გადმოსულა საცხოვრებლად “ტიფლისის ოლქის” სოფ. მოხისიდან (დღევ. ქარელის რ-ნი).
Submitted by: scroll.ge

ხაშმელაშვილი
შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ხაშმელა. ხაშმი სოფელია საგარეჯოს რაიონში.
Submitted by: scroll.ge

ხეთაგური
ხეთაგურის გვარი სტეფანწმიდის მკვიდრი გვარია. XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ისინი ხეთაგიძის გვარით არიან მოხსენიებულნი. მოხევე ხეთაგურებს საერთო არაფერი აქვს ოსურ გვარ ხეთაგუროვთან.
Submitted by: scroll.ge

ხეჩიკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხეჩა.

1666 წლის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება მამასახლისი მასელა ხეჩიკაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ხეჩიაშვილი, ხეჩინაშვილი, ხეჩუაშვილი.

საქართველოში 258 ხეჩიკაშვილი ცხოვრობს: კასპში – 162, თბილისში – 78, გორში – 18.~

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ხიზამბარელი
გავრცელებულია კასპის რაიონში (კავთისხევი, ნოსტე, თვალავი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წარმომდგარი ხიზაბავრელისაგან. ხიზაბავრა სოფელია ჯავახეთში (ასპინძის რ).
Submitted by: scroll.ge

ხიზანიშვილი
გავრცელებულია გორის რაიონში. წარმომდგარია საკუთარი სახელისაგან ხიზანი, ზოგადი მნიშვნელობით დროებით სხვას შეკედლებული პირი; მამულის მიწაზე მოსახლე თავისუფალი გლეხი, რომელიც გადასახადს ყმის თანაბრად იხდიდა.
Submitted by: scroll.ge

ხიმშიაშვილი
ხიმშიაშვილის გვარი აჭარაში მეტად გავლენიანი იყო და მთელი მხaრის ბატონ-პატრონად ითვლებოდა. ეს გვარი მონათესავეა დუშეთის რ-ში მცხოვრებ ხიმშიაშვილებისა. მათ წინაპარს XVIII საუკუნეში კაცი შემოკვდომია არაგვის ხეობაში, მეფის რისხვას გაქცევია და აჭარაში შეხიზნულა.
Submitted by: scroll.ge

ხოსრუაშვილი
გავრცელებულია ქარელში, გორში და თბილისში. ხოსრო სპარსულად ნიშნავს “სახელგანთქმულს”, “დიდებულს”. დაკაშირებულია საკუთარ სახელთან “ხოსრო” (ხვასრო). ამავე ძირისაა: ხოსრიაშვილი, ხოსროშვილი.
Submitted by: scroll.ge

ხოჯივანიშვილი
გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპარი სახელად იოვანე მასწავლებელი ყოფილა. მესხეთში თურქთა ბატონობის დროს ხოჯას ეძახდნენ, რაც გვარის წარმოშობას დაედო საფუძვლად.
Submitted by: scroll.ge

ხუტურიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუტა. შალვა ხუტურიძე მეფე ლაშა-გიორგისთან დაახლოებული პირი ყოფილა. ის მეფის ვაზირის მანდატურთუხუცესის მეორე მოადგილე, მესტუმრე იყო. თანამდებობა მესტუმრე დიდ და საპატიო პოსტად მიიჩნეოდა. მესტუმრე შალვა, როგორც ისტორიულ წყაროებში ჩანს, წარგზავნილი იყო იერუსალიმში, შეწირულობათა ჩასატანად. როგორც ირკვევა, მას ლაშა-გიორგის აღაპები განუნუსხებია. საქართველოში 30 ხუტურიძე ცხოვრობს: ახმეტაში 21, თბილისში 5, თელავში 4.
Submitted by: scroll.ge

ხუციშვილი
გავრცელებულია გორში, ასპინძის რაიონში და სხვა. ხუცძირი უძველესია, იგი დადასტურებულია საყოველთაოდ გავრცელებულ ხუცეს-ში და საკუთარ სახელებში: ხუცა, ხუცია, ხუცუნა, ხუციკა, ხუცო, ხუცინა, ხუცურა, ხუცაური. მღვდლის მნიშვნელობა ხუცესმა და ხუცმა შემდეგში მიიღო თავდაპირველად კი, უფროსს, მთავარს, მოთავეს ნიშნავდა. ხუციშვილთა გვართან დაკავშირებით ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე წიგნში “ქართველი გრიგორიანები” წერს: “ხუციშვილები, ქათველები არიან და ცხოვრობენ საქართველოს მრავალ კუთხეში. გვარის ძირია ქართული სიტყვა ხუცი. ძველად ამ გვარის რამდენიმე წევრმა ჯავახეთში კათოლიკობა მიიღო, ახალქალაქს რამდენიმე მცხოვრებმა გრიგორიანობა მიიღო”. ხუციშვილების ერთი ნაწილი აზნაურები იყვნენ.
Submitted by: scroll.ge

ხუხაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუხა.

1832 წლის აღწერაში მოიხსენიება კიკოლა ხუხაძე, იგივე შიოშვილი, ოჯახითურთ.

ამავე ძირისაა გვარები: ხუხიაშვილი, ხუხუა.

საქართველოში – 712 ხუხაძე ცხოვრობს: მარტვილში – 178, ზუგდიდში – 172, თბილისში – 125. არიან სხვაგანაც. 88 – ხუხიაშვილი

ხუხიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუხა.

1832 წლის აღწერაში მოიხსენიება კიკოლა ხუხაძე, იგივე შიოშვილი, ოჯახითურთ.

ამავე ძირისაა გვარები: ხუხიაშვილი, ხუხუა.

საქართველოში – 712 ხუხაძე ცხოვრობს: მარტვილში – 178, ზუგდიდში – 172, თბილისში – 125. არიან სხვაგანაც. 88 – ხუხიაშვილი

ხუხუა
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუხა.

1832 წლის აღწერაში მოიხსენიება კიკოლა ხუხაძე, იგივე შიოშვილი, ოჯახითურთ.

ამავე ძირისაა გვარები: ხუხიაშვილი, ხუხუა.

საქართველოში – 712 ხუხაძე ცხოვრობს: მარტვილში – 178, ზუგდიდში – 172, თბილისში – 125. არიან სხვაგანაც. 88 – ხუხიაშვილი


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დამატება

Back to top button