ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები
ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.
სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.
ქართული გვარები
Latest | ა ბ გ ზ ლ მ ს ჩ ც ხ Ა Ბ Გ Დ Ე Ვ Ზ Თ Ი Კ Ლ Მ Ნ Ო Პ Ჟ Რ Ს Ტ Უ Ფ Ქ Ღ Ყ Შ Ჩ Ც Ძ Წ Ჭ Ხ Ჯ | Submit a name
There are currently 32 names in this directory beginning with the letter Ბ.
ბაადურაშვილი
(1721 წ.), ბაადურ (სპ.) „გოლიათი“, „მამაცი“, „რაინდი. სიტყვა წარმოშობით მონღოლურია. თურქულმა ბაჰადურმა ქართულში მოგვცა ბაადურ (აქედანაა ნაწარმოები გვარი ბაადურაშვილი, ბადურაშვილი) და ბაღათურ (შედრ. ბაღათურია). პირველი ფორმისაგან უნდა იყოს მიღებული სახელი ბადურიც, მეორისგან-ბაღათურია (გვაქვს გვარი ბაღათრიშვილი). ამავე ძირისგან მომდინარეობს ოსური ბაყათარ (შეადარეთ რუსული „Богатыръ’’ )
Submitted by: scroll.geბაბა
ლაგაშელთა ნაყოფიერების ქალღმერთი, ნინგურსუს ცოლი შუმერულ მითოლოგიაში. ტაძარი ლაგაშში ჰქონდა. არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართული ქალღმერთი ბაბალე, ბარბალეს უძველესი სახეა.
Submitted by: scroll.geბაბადიში
თავადი ბაბადიშიშვილი, ბაგრატიონთა შთამომავლობა ერეკლე პირველის ძის იმამ ყული ხანისაგან (იმამ ყული ხანი მეფე დავით მე-2).
Submitted by: scroll.geბაბაშვილი
(1721 წ), საკ.სახ. ბაბა. აჭარული დიალექტით ბაბა,მამაა, იმერხეული ბაბა, იგივე მამაა. შდრ. (თურქ.) ბაბა /მამა.
Submitted by: scroll.geბაბაჯანაშვილი
(1721 წ.), სავარაუდოდ საკუთარი სახელი ბაბაჯანა, ან რთული შედგენილი სახელისგან ბაბა + ჯანა.
Submitted by: scroll.geბაბურაშვილი
(1843 წ.) საკუთარი სახელი ბაბურ-ი, ბაბურა გვარებში: ბაბურაშვილი, ბაბურაული.
Submitted by: scroll.geბაგრატაშვილი/ბაგრატიშვილი/ციციშვილი
(1721 წ.), ბაგრატ ქართველ მეფეთა საგვარეულო სახელია, ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელ ბაგრატ დიდისაგან მოყოლებული, ერქვა რამოდენიმე მეფეს. ბაგრატ - სომეხ მეფეთა საგვარეულო სახელიც იყო... წარმოშობით ამ სახელს უკავშირებენ ძვ. სპარსულს: ბაგადატა - „ღვთის ბოძებული“, „ღვთის წყალობა“ (ასეთი შინაარსის საკუთარი სახელები ხშირად გვხვდება სხვადასხვა ენაში: მაგალითად: ბერძნული თეოდორე, „ღვთის საჩუქარი“, დოროთ „საჩუქარი ღვთისა“, სლავური ბოგდან, თურქული ალაჰვერი, სომხური ასტვაწატური, სპარსული ხოდედან „ღვთის ბოძებული“. ბაგრატაშვილები იყვნენ ყმა გლეხები, ბაგრატიშვილი კი აზნაურები (თეთრი წყარო, კოდა).
Submitted by: scroll.geბადალაშვილი
გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და „ტოლფასს” ნიშნავს. ბადალი ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად ბეგარის მომხდელს ნიშნავდა, კერძოდ, ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ, მეთოთხმეტე საუკუნეში, ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ ლაშქარში ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ჯარისკაცის მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. მორიგი ლაშქრის განაჩენი, 1774 წელს, ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგიერთ სხვა ხელობის მუშაკს.
გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია. ამ სოფელში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით, გაჩნდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია და მისი წინამძღოლი – ტერტერა. სწორედ ამ წლებიდან გაჩნდა მარჯანიშვილიდან – მარჯანოვი, მინაშვილიდან – მინაროვი, საღათაშვილიდან – საღათოვი და ასე შემდეგ. გვარი ბადალოვი, რომელიც ბადალაშვილიდანაა გაჩენილ-გადაკეთებული, გვხვდება 1886 წლიდან.
ბადალაშვილი ქართველებიდან გაჩენილი გვარია. სომხები და რუსები კი დაინტერესებულები იყვნენ ქართული გვარების გადაკეთებით. ასე გაფორმდა 1863 წელს ბევრი გვარი და ეს პროცესი 1919 წლამდე გაგრძელდა.
ასე რომ, ბადალაშვილებიც, ბადალოვებიც და ბადალიანებიც ქართველები არიან.
საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს. თბილისში 242, თეთრიწყაროში – 145, რუსთავში – 53 არიან სხვაგანაც.
519 ბადალიანი. თბილისში – 269, მარნეულში – 81, ნინოწმინდაში – 77 არიან სხვაგანაც.
901 ბადალოვი: თბილისში – 299, მარნეულში 208, ბოლნისში – 141. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
ბადალიანი

ბადალოვი

ბადაშვილი
"ბადა" - საკუთარი სახელია კაცისა. ბადაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია ანუ წინაპრის სახელისგან არის ნაწარმოები.
ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ბადაშვილი მრავალძირიანი გვარია. მას რამდენიმე ბუდე-პირველსაცხოვრისი აქვს. სამი ან ოთხი ძირის ანუ სხვადასხვა წარმომავლობის ხალხს საერთო გვარსახელი აერთიანებს. ბადაშვილთა ერთი ძველი ბუდე შიდა ქართლში, გორის რაიონში იძებნება, ერთიც - ხევში, ყაზბეგის რაიონის ნასოფლარ მნაში, კიდევ ერთი ბუდე - უკანა ფშავის სოფელ გოგოლაურთაში. შესაძლოა, კახეთის ბადაშვილებსაც თავიანთი ბუდე გააჩნიათ, თუ ისინი ფშავის სალოცავებში არ დაიარებიან.
"ბადა" გავრცელებული სახელი იყო. ქართლელი, მოხევე, ფშაველი და შეიძლება კახელი ბადაშვილები სხვადასხვა ბადას შთამომავალნი არიან. მათ მხოლოდ გვარსახელის ერთობა აქვთ, ხოლო ძირად ანუ გვარმოდენილობით სხვადასხვანი არიან.
სოციალური მდგომარეობის მიხედვით, ქართლელი ბადაშვილები საეკლესიო აზნაურები ყოფილან, მოხევე და ფშაველი ბადაშვილები - თავისუფალი მთიელი მეთემენი, ხოლო კახელი ბადაშვილები - გლეხები.
ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ბადაშვილთა გვარი XV საუკუნიდან ჩანს.
1431 წლის მეფეთ მეფის ალექსანდრე დიდის სიგელში მცხეთისა და კათოლიკოს თეოდორესადმი ვკითხულობთ: "...ვხედავ, რომელ წუთ განქარვებადსა ამას სოფელსა დაუტეობთ და ყოველივე ცხოვრება ჩუენი სიზმარ და აჩრდილებ უჩინო იქმნების, ამადა ჩუენცა ვსცნათ და ვისაცნაურეთ, რომელი კეთილი და უცვალებელი ცხოვრება ისე არს, რათა მე ცოდვილმან ვიდრე არა სრულიად წარწყმედად და ამიერ განსვლად ჩვენამდე საწყალობელისა სულისა ჩუენისა სალხინებლად ქუელის საქმეთა მქნე და მბაძებელ ვიქმნე... და აღვაშენე და განსრულდა ნებითა თქუენითა ყოვლადვე უნაკლულოდ თავი ცათა მობაძავი საყდარი და მას შიგან ღვთივ აღმართებული სუეტი ცხოველი... და შევამკევ... და მოვახსენე ძუელითგან მეფეთაგან შემკობილი და აღშენებული და გადიდებული მთა ვირშისა მონასტერი და მისნი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი და მას აქათ ანუ მთას ანუ ბარს რაცა მამულები ანუ გლეხები და ანუ პარტახტი... ჰქონებიან... მოგვიხსენიებია..."
სიგელში ნახსენები ბადაშვილები შიდაქართლელი საეკლესიო აზნაურები არიან. ისინი XV საუკუნის I ნახევარში უკვე შიდა ქართლში, სადღაც ვირშის მონასტრისა და სოფელ ქორდის მიდამოებში მკვიდრობდნენ. სოფელი ქორდი ამჟამად გორის რაიონშია. ამ სოფელში ბადაშვილები დღესაც ცხოვრობენ.
1459 წლის ფავნელთა სიგელში ვირშის მონასტერი და ბადაშვილების გვარი ისევ ერთად ხსენდება: "...ესე სიგელი მოგახსენეთ თქვენ ვირშისა წმინდათა მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისა, და ქართლისა პატრიარქისა დავითისა და თქუენდა მკუიდრთა მეგანზურთა სახლისა თქუენისა უხუცესთა ჯინჯიხის ძეთა ბადაშვილთა გრიგოლს და შენთა შვილთა ბადასა და ბევროზს და შენთა ძმის წულთა შალვას და ივანეს..." როგორც სიგელიდან ჩანს, საეკლესიო აზნაური გრიგოლ ჯინჯიხის ძე ბადაშვილი კათოლიკოსის სახლთუხუცესი იყო, ხოლო ბადაშვილთა გვარს ვირშის მონასტრის მკვიდრობა და მოგანძურობა მოუდიოდა.
1638 წელს საქართველოს კათოლიკოსმა ევდემონ დიასამიძემ საეკლესიო აზნაურს შოშიტა ბადაშვილს სოფელ ქორდში უბოძა აფხაზაშვილის მამული და ბექნიაშვილის ნაქონი ვენახი.
XVII საუკუნის 70-იან წლებში ჩანს კიდევ ერთი შიდაქართლელი ალბათ აზნაური ბადაშვილი. ეს არის თავადების ზაზა და ალხაზ მაჩაბლების ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნში მოწმედ დასახელებული დათული ბადაშვილი.
1694 წელს საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზ ამილახვარმა გაქცეული საეკლესიო აზნაურის ბახუტი ბადაშვილის ყმა და მამული სვეტიცხოვლის ერთგულს და ნამსახურს, საეკლესიო ჯარების სარდალს აზნაურ გიორგი გედევანიშვილს უბოძა: "ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და მოგეცით ქორდას ბადასშვილის ბახუტის მამული, რისაც მქონებელი იყო... ბადაშვილის მამული ამ წესით გიბოძეთ, რომ საყდრის ყმა იყო და... და ჩვენგანაც საწყენო იყო და საყდრის შემცოდეც იყო. აწე წავიდა ისი და დაიკარგა და იმისი მამული, რისაც მქონებელი ყოფილიყო, სულ უკლებლად თქვენ გიბოძეთ... გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა და სვეტიცხოვლის ერთგულად სამსახურსა შინა..."
1706 წელს საეკლესიო აზნაურებს პირობის წიგნი მიუციათ კათოლიკოს დომენტისთვის: "ესე წიგნი და პირი მოგართვით ჩვენ ერთობილთ მცხეთელთა, სვეტის ცხოვლის ყმათ დიდმა და ცოტამა: (აქ ჩამოთვლილია ყველა საეკლესიო აზნაური, მათ შორის ბადაშვილი გაბრიელი და მისი შვილები: ზედგინ, იესე, მჭლე და ელიზბარ), თქვენ, ჩუენის ხელმწიფის შვილს ბატონს კათალიკოზს დომენტის, ასრე რომე ღვთის ნებითა და სულ ქართველთ ეპისკოპოზთა და დარბაისელთ გამორჩევითა დიდის კათოლიკე ეკლესიის მწყემსი და საჭეთმპყრობელი იქმენით. გასინჯეთ ჩუენი საქმე, რომ ღიად ეშმაკი მოგვრეოდა ჩვენის ცოდვისაგან. ერთმანეთის დიდი შური და მტრობა გვქონდა, რომ რასაც დღეს ერთმანეთს დავახელებდით, არც საჩხუბრად დავერიდებოდით, არც საბეზღრად. ახლა თქვენ ის ვერ მოგვითმინეთ. ხედევდით, რომ ჩვენი წარსაწყმედელი საქმე იყო და ჩვენის მონასტრის დიდი საზიანო. ჩვენ არ ვღირსვიყავით, რომ თქუენ ჩუენ გვწვართეთ და მშვიდობა და ერთობა გვიბრძანეთ, როგორც თქუენს კეთილ მწყემსობას და მამათმთავრობას ფერობდა. თქუენც გვიბრძანეთ და ჩუენც ეს პირი და სიტყუა მოგვირთმევია, რაიმე დღეს და დღეს იქით ჩუენ თქუენის ბრძანებით ერთმანეთთან ძმობისა და სიყუარულის მეტი ხელი არა გვქონდეს რა. თუ რომ ერთმანეთთან სალაპარაკო გვქონდეს, თქუენ მოგახსენოთ და თქუენის პირით გავრიგდეთ და ისრევ ძმანი და მოყუარენი ვიყუნეთ. და თუ ეს ასრე არ გაგითაოთ, თქუენიც შემცოდე ვიყუნეთ და თქუენის სვეტის ცხოველისაცა..." პირობის წიგნს ხელს აწერენ საეკლესიო აზნაურები, იგივე მცხეთისშვილები, მათ შორის - ბადაშვილთა სახლიდან ძმები მჭლე და ელიზბარ ბადაშვილები.
ვახტანგ VI-ის დროინდელ ერთ დავთარში, რომელიც 1798 წელს გადაუწერიათ, ლაშქარში გამომსვლელთა შორის იხსენიება სოფელ ფლევის მცხოვრები ბადაშვილი უსაბა, რომელიც თავად ქაიხოსრო რამაზიშვილის ყმა ყოფილა. სოფელი ფლევი ამჟამად შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში მდებარეობს. თავად რამაზიშვილთა გვარი თავად დავითიშვილ-ბაგრატიონთა ერთი შტონაყარი გვარია.
1850 წლის საქართველოს თავადთა და აზნაურთა ოჯახების რუსულ სიაში შეტანილია აზნაურ ბადაშვილთა 3 ოჯახი: #700 - ლუარსაბ სოლომონის ძე ბადაშვილი, რომელსაც ჰყავს ძმა დავითი და შვილები ალექსანდრე და ნიკოლოზი, #701 - გიორგი ქაიხოსროს ძე ბადაშვილი და #702 - ზურაბ გაბრიელის ძე ბადაშვილი, რომელსაც ჰყავს ძმა ქაიხოსრო. უნდა ითქვას, რომ ამ რუსულ სიაში ვერ მოხვდა ქართველ თავადთა და აზნაურთა მრავალი ოჯახი, რომლებმაც კომისიას ვერ წარუდგინეს წოდების დამადასტურებელი რაიმე საბუთი. სიის გარეთ დარჩნენ არათუ ოჯახები, არამედ მთელი გვარები, რომელთა აზნაურობა ქვეყანამ იცოდა და რუსთა მოსვლამდე ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. მრავალი სიგელ-გუჯარი დაიწვა და განადგურდა შემოსევებისას, მაგრამ აზნაურს საქართველოში თავისი წოდების მტკიცება არ სჭირდებოდა. მეფე, ხელისუფალნი და დარბაისელნი ყველა აზნაურს იცნობდნენ, იცნობდნენ მათ მამებსაც და პაპებიც ახსოვდათ. მოვიდა რუსი და საბუთი მოითხოვა, წოდების ხელმეორედ დამტკიცება მოიგონა, თითქოს მანამდე ჩვენში არც აზნაური ყოფილიყო და არც თავადი. ვისაც საბუთი არ აღმოაჩნდა, რუსთ ხელმწიფემ წოდება აღარ დაუმტკიცა და ქართველი თავადაზნაურობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.
როგორც უკვე ითქვა, საქართველოში აზნაურ ბადაშვილების გარდა არიან სხვა ბუდის, სხვა სოციალური სტატუსისა და წარმოშობის ბადაშვილებიც.
საკმაოდ ძველი ბუდე აქვთ ძირად მოხევე ბადაშვილებს. მათი წინაპარი ბადაისძის გვარით იხსენიება 1439 წლის გერგეტის სამებისადმი მძევალთა და ფიცის მიცემის წიგნში. მოხევე ბადაშვილების ძველი და ნამდვილი გვარი ბადაისძეა. იმხანად ბადაისძეს ხევის სოფელ მნაში უცხოვრია: "თრუსოველთაიცა ხურთელყანობელთა მოიკიდეს მნით ბადაისძე და ადოით ცისკარაშვილი. ესე მძევლები ამათ საყდრის შვილობისათვის მივეცით, რაიმე მეფესა შეეწყალნეს და ებრძანა ჩუენთან და ვინცა მძევალი გაუტყუთეს, რისხავსმცა წმიდაი სამებაი ერთარსებაი. ვინცა მაგრად და მართლად დაუდვეს, სული მისი ღირსთა და მართალთა თანამცა იხარებს, ამინ".
1774 წლის არაგვის საერისთავოს აღწერის სიაში ხევის სოფელ მნაში, აზნაურ ზანდუკელის სამოურავოში, იხსენიება ბადაძეთა ორი კომლი: ბადაძე კაცოს შვილი კოზმან და გივი და ბადაძე ზალაგის შვილი ნაცვალი დოლა, შავხალ და იოსებ. მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში მოხევე ბადაძეთაგან ხუთი მეომარი მოდიოდა. ამათგან ერთ-ერთი დოლა ბადაძე მნის ნაცვალი ყოფილა. უნდა ვივარაუდოთ, რომ 1774 წლის სიაში ნახსენები მნელი ბადაძენი 1439 წლის ფიცის წიგნში ნახსენები მნელი ბადაისძის შთამომავლები არიან. მათი ძველი გვარსახელი ბადაისძე (XVს.) ჯერ - ბადაძე (XVIIIს.), ხოლო შემდეგ ბადაშვილი (XIXს.) გამხდარა.
ამჟამად ყაზბეგის რაიონში სოფელი მნა აღარ არსებობს, მნის ხევი და ნასოფლარი მნა კი ყველამ იცის. მნიდან წამოსული ბადაშვილები სოფელ ხურთისში ცხოვრობენ. მოხევე ბადაშვილების ნაწილი თბილისში ჩამოსახლებულა. ზოგი შირაქში წასულა. ფშავში ბადაშვილთა გვარი XIX საუკუნის აღწერის სიებში გვხვდება. 1873 წლის აღწერის მონაცემებით, მათ უცხოვრიათ უკანაფშავის სოფელ გოგოლაურთაში. ისინი გოგოლაურთა თემის ფშავლები არიან. ფშაველი ბადაშვილების ერთი შტო ერწო-თანეთის მხარეში ჩასახლებულა. ამას უნდა ადასტურებდეს სოფელ ბადაანების არსებობა ერწოში და მიკროტოპონიმები იქვე: "ბადაანთ ცხრაკარა" და "ბადაანთკაკლიანი".
ვერაფერს ვიტყვით კახეთის ბადაშვილებზე. ისინი ველისციხესა და შილდაში ცხოვრობენ. ქართული საისტორიო საბუთებში მათი ხსენება არ შეგვხვედრია.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბადაშვილთა გვარის მეომრები, აზნაურნი და მთიელნი, ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის შუაგულ, "მეფისა ალმის მპყრობელთა" სადროშოში, ხოლო "ჟამსა განყოფისასა" ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.
ამჟამად ბადაშვილები ცხოვრობენ შიდა ქართლში: ქორდში, ერედვში, გორში, კასპსა და ხაშურში; ხევში: ხურთისში, გორისციხეში, სიონში, აჩხოტსა და სტეფანწმინდაში; ერწოს სოფელ საყდრიონში; შიგნით კახეთში - ველისციხეში; გაღმამხარში - შილდაში; შირაქის - სოფელ ზემო ქედში; აგრეთვე ქალაქებში რუსთავსა და თბილისში.
საქართველოში ბადაშვილთა საერთო რაოდენობა 350 სულს აჭარბებს. ეს არის ქართულ გვართა შორის საშუალოზე ოდნავ მეტი რიცხოვნების გვარი.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ბადაშვილთა!

ბარაბაძე
ბარაბა (მათე 27, 16), (უცხ.) განვრცობა (საბა). შდრ. ბარნაბა.
XVIIს-ში მათხოჯის დავთარში მოხსენიებული არიან: ბარაბაძე გიორგი, გონიერი, ივანე, კაცობელა, მათე, მამისთვალი და ა.შ.
ბარაბაძე სოფ. კოდაში გადმოსულა 1932 წელს.

ბარათაშვილი
წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ძველ საქართველოში, ქვემო ქართლის მფლობელნი. მომდინარეობს XVI ს.-დან საკუთარი სახელისაგან ბარათა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ბარათა ქაჩიბაძე, რომლის შვილიშვილმა ქავთარმა სათავე დაუდო ბარათაშვილობას (1523წ.). მისგან წარმოქმნილი შტოებია: აბაშიშვილი, გერმანოზიშვილი, გოსტაშაბიშვილი, ყაფლანიშვილი, ორბელიანი. ბარათაშვილთა სამფლობელო ტერიტორიას საბარათიანო ეწოდებოდა. თვით გვარსახელი კი ზოგჯერ მოიხსენიებოდა როგორც ბარათიანი.
Submitted by: scroll.geბარბაქაძე
ბარბაქაძეთა გვარი
ბარბა - საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო: ბარბალა, ბარბატა, ბარბანა და ბარაბაქა იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.
გვარის სახელით "ბარბ"-ფუძისანი არიან: ბარბაიები, ბარბანიძეები, ბარბატები, ბარბაშები, ბარბალაძეები და ბარბაქაძეები - გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბარბაქაძეთა.
ეგრე უბნობენ, ტყიბულის მხარის სოფელ მუხურიდან დაწყებულაო ბარბაქაძეთა განსახლება მთელ საქართველოში.
ქართულ საისტორიო საბუთებში ბარბაქაძეთა გვარი გვიანი შუა საუკუნეებიდან იხსენიება.
XVIII საუკუნის II ნახევრის ერთ თამასუქში ვკითხულობთ: "ევიღე შენ, მუსტაფა ბარბაქაძისაგან, მე, ხოსია მესხიშვილმა და შიო მწყერაშვილმა, შუა ენკენისთვეს ოცი მარჩილი..." ეს მუსტაფა ბარბაქაძე - იმერელი ბარბაქაძეა, რადგან საბუთში იხსენიება ქუთათელი ეპისკოპოსი და იმერთა მეფე სოლომონი.
ამავე XVIII საუკუნის უცნობი პირის მიერ შედგენილ დავთარში იკითხება, რომ ვინმე იესემ "გირაო კაცებს ბარბაქაძეებს გამოართვა მარჩილი ცხრა". ეს ბარბაქაძეები უკვე შიდა ქართლში გადმოსული ბარბაქაძეები უნდა იყვნენ. საბუთში ნახსენებია ქართლური გვარი თოფჩიაშვილი და ხაშურის მხარის სოფელი ოსიაური.
1787 წლის აზნაურ ზაალ მახვილაძის ქვრივის არზაში მეფე ერეკლესადმი ვკითხულობთ: "ორი კვამლი ხიზანი კაცი მყვანდა - ხარასზიშვილი დათუა და ბარბაქაძე ბერი; რაც ჩემგან შეიძლებოდა, დიდი ამაგი უყავით და დიდი ხანიც არის, ჩემთანა არიან, ვეხვეწები და აღარ მოდიან..." სხვა საბუთებიდან ირკვევა, რომ აზნაურ ზაალ მახვილაძეს მამულები ჰქონდა შიდა ქართლის სოფელ აბისში.
შიდა ქართლში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ბარბაქაძეთა გვარის სახელი: ბარბაქაძეებისგვერდი - ადგილი სოფელ ზემო ბროლოსანში, ბარბაქაძეების წყარო - წყარო სოფელ რბონაში, ბარბაქაძის მიწები - სახნავები სოფელ ცხრამუხაში...
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბარბაქაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.
ამჟამად ბარბაქაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, ოდიშში, გურიაში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. მრავლად იყვნენ აფხაზეთშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან: ხაშურის, ლაგოდეხის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის, გარდაბნისა და ბორჯომის რაიონებში.
თბილისში ამერ-იმერ ბარბაქაძეთა დაახლოებით 350 კომლი ცხოვრობს. საქართველოში ბარბაქაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი შვიდი ათასს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ბარბაქაძეთა!

ბარდაველიძე
გავრცელებულია თერჯოლის რაიონსა (სოფ. ბარდუბანი) და თბილისში. საფიქრებელია, წარმომდგარი იყოს სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვისაგან- ბარდაველი. ბარდავი ქალაქი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, “რეზიდენცია რან-მოვაკნის მმართველისა”. თვით სოფლის სახელს ბარდუბანს შესაძლებელია კავშირი ჰქონდეს გვარსახელთან, იყოს შემოკლებული ფორმა “ბარდათ უბნისა”.
Submitted by: scroll.geბაქრაძე
ბაქარ - საკუთარი სახელია კაცისა, არაბთა და სპარსთაგან გავრცელებული მთელ აღმოსავლეთსა და საქართველოშიც.
გვარის სახელით "ბაქარ"-ფუძისანი არიან: ბაქარაშვილნი - გარე კახეთს, ბაქრაშვილნი - იმერეთს, ბაქარაძენი - აფხაზეთს, ბაქრიანნი - შიგნით კახეთს, ბარქავანი და ბარქაიანი - ოდიშს და ბაქრაძენი - რაჭას.
ძველთაგან რაჭას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბაქრაძეთა.
ჯერ კიდევ XV საუკუნეში აზნაურ ბაქრაძეთ ზემო რაჭას ჰბოძებიათ სახასო კაცნი: ჯვარისუბანს, შქმერს, ბაჯისხევს და ცხმორს, ეგრეთვე სოფელი ჩორდი და იქავ ჩორდის ციხე.
1501 წელს აზნაურ ბაქრაძეთ სისხლის ფასი - ცხრაასი ათასი კირმანეული თეთრი გაუჩინა ალექსანდრე იმერთა მეფემ.
1591 წელს ნიკორწმინდელ ეპისკოპოსს ამბროსი ბაქრაძეს ლეონ იმერთა მეფემ უბოძა რაჭის სოფლები: ხონჭიორი და ჭელიში, აგრეთვე ყმები ნამარხევსა და კისურეთს.
XVI-XVII საუკუნეთა საბუთებში აზნაური ბაქრაძენი ჩანან, ვითარცა მოწმენი და მისანდონი რაჭის ერისთავთა.
ადრევე გადასულან ბაქრაძენი კახეთს. მეფე ალექსანდრეს კარის ბოქაულნი ძმანი ხარება და გოჩია ბაქრაძენი, "რაჭიდან კახეთს შეხიზნულნი აზნაურიშვილნი", თავიანთი ყმა-მამულით ალავერდის ტაძარს ემსახურებოდნენ 1592 წლიდან.
XVII საუკუნიდან ბაქრაძენი შიდა ქართლშიც გამოჩნდნენ.
მშვილდით მოლაშქრე ბაქრაძე იხსენიება XVII საუკუნის საამილახვროს დავთარში.
ბაქრაძენი ჩანან საამირეჯიბოსა და სამუხრანბატონოს აზნაურთა შორის XVII-XVIII საუკუნეთა საბუთებში.
XVIII საუკუნის საბუთებით, აზნაური ბაქრაძენი ზემო იმერეთში, საწერეთლოშიც ჩანან.
ადრევე დამკვიდრებულან ბაქრაძენი გურიას. იქ წიფნარს, ერთ ქედს "ბაქრაძის ქედი" ჰქვია ახლაც.
რაჭველ ბაქრაძეთა მოძმენი არიან: იმერნი ფერაძენი, შიდაქართლელნი ყურელნი და შიგნითკახნი შარმიაშვილნი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბაქრაძენი გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში ერისთავთა და წერეთელთა დროშების ქვეშ, ქართლის სამეფო ლაშქარში ამილახვართა და მუხრანბატონთა დროშების ქვეშ და კახეთის სამეფო ლაშქარში ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშის ქვეშ.
ამჟამად ბაქრაძენი ცხოვრობენ: რაჭა-ლეჩხუმს, ოკრიბას, ზემო იმერეთს, ოდიშს, გურიას, ქვემო და შიდა ქართლს, შიგნით კახეთსა და ჰერეთს. განსაკუთრებით მრავლად არიან: ონის, ამბროლაურის, წყალტუბოს, ჭიათურის, ზესტაფონის, ბაღდათისა და ლაგოდეხის მხარეებში.
საქართველოში ბაქრაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3100-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ბაქრაძეთა!

ბახტაძე
“ბაჰტ” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ბედს. ბახტა (ბახთა)მეტსახელი გვარში ბახტაძე. შედარებითი ფორმაა ბახტარ. ამავე ძირისაა: ბახტარიშვილი, ბახტრიშვილი, ბახტურიძე, ბახტუაშვილი. ბერუა ბახტაძე იხსენიება 1776 წლის 3 აგვისტოს, ხოლო ბახუტა ბახტაძე მიწის გაცვლილობის წიგნში 1816 წლის იანვარში. სოფელ ჩხიკვათში 1721 წ. დურმიშხან საგინაშვილის მამულში მოიხსენიება ხოსიტა ბახტაძე.
Submitted by: scroll.geბეგიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეგია.
ბეგიაშვილები, ისტორიული წყაროების მიხედვით, თავდაპირველად ტბისში ცხოვრობდნენ. იქ ისინი აზნაურებად მოიხსენიებიან. 1843 წელს ერთი ოჯახი სოფელ დიდ ენაგეთში გადასულა, ხოლო მოგვიანებით სოფელ ბოგვსა და ვარცხისში დასახლებულა.
გიორგი და იასე ბეგიაშვილები მოიხსენიებიან გიორგი მეცამეტის მიერ 1773 წელს იასე ბეგიაშვილისთვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში.
საქართველოში 2 341 ბეგიაშვილი ცხოვრობს: თბილისში 765, სიღნაღში – 609, გორში – 187.
არიან სხვაგნაც

ბედენაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარის ახელი ბედენა, ბედანა.
„ერტისში მცხოვრებ გიორგი ბედენას ძე ბედენაშვილს და რჯულიერსა ცოლსა მისსა ელენე თევდორეს ასულს, 1831 წელს ეყოლათ ვაჟი – ივანე. სახელი გაუნათლა და ნათლისცემა სრულყო მღვდელმა გრიგოლ ნატროშვილმა. მიმრქმელი იყო თავად გრიგოლ ყაფლანიშვილის ყმა, ღოუბანში მცხოვრები დიმიტრი კენკებაშვილი“.
საქართველოში 424 ბედენაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, გურჯაანში – 88, ამბროლაურში – 67. არიან სხვაგანაც.
„ერტისში მცხოვრებ გიორგი ბედენას ძე ბედენაშვილს და რჯულიერსა ცოლსა მისსა ელენე თევდორეს ასულს, 1831 წელს ეყოლათ ვაჟი – ივანე. სახელი გაუნათლა და ნათლისცემა სრულყო მღვდელმა გრიგოლ ნატროშვილმა. მიმრქმელი იყო თავად გრიგოლ ყაფლანიშვილის ყმა, ღოუბანში მცხოვრები დიმიტრი კენკებაშვილი“.
საქართველოში 424 ბედენაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, გურჯაანში – 88, ამბროლაურში – 67. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
ბედიანიძე
გავრცელებულია ძირითადად გარდაბნის რაიონში. გვხვდება სხვაგანაც. სავარაუდოდ, გვარი წარმოქმნილია საკუთარი სახელისგანბედიანა, რაც ბედის მქონეს ნიშნავს. ამავე ძირისაა გვარები: ბედიანიშვილი, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედანაშვილი, ბედინეიშვილი.
Submitted by: scroll.geბენედიქტე
(ლათინური) " კურთხეული ", " დალოცვილი " ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ სინა-რაითელ მამას, წმინდა მოწამეს (VI ს.). გვიანდელი პარალელური ფორმაა ვენედიქტე. შემოკლებული ფორმებია: ბენე, ბენა. ამ უკანასკნელისაგან ჩანს მიღებული ბენაშვილის გვარი.
Submitted by: scroll.geბეჟანიშვილი
გავრცელებულია გარდაბნის რიონში (მარტყოფი), სიღნაღის რაიონში (პრასიანი), მცხეთაში და სხვა. შეიცავს საკუთარ სახელს ბეჟან, რაც სპარსულად “მამაცს” ნიშნავს, მომდინარეობს ძველი ირანულიდან (ვეჟან- “ვეჯილი” ანუ “ირანელი”). თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი: ვეჟან- ბეჟან. ბეჟანი ფირდოუსის პოემის “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთი გმირია. ქართულში ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბეჟია, ბეჟუა, ბეჟიკო, ბეჟიტა, საიდანაც მიღებულია გვარები: ბეჟანიშვილი, ბეჟუაშვილი, ბეჟუკაშვილი, ბეჟიტაშვილი. ბეჟან სახელი, ამ ფორმით ქართულიდან არის შესული სომხურში. ისტორიულად ბეჟანიშვილები თავად ამილახვართა შთამომავლებიც არიან.
Submitted by: scroll.geბერიკაციშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა ბერიკაცი.
ბერიკაცის პირველი კომპონენტია ბერა, ბერი. ბერიკაცი მოხუცს ნიშნავს. ბერიკაციშვილი ასაკის მიმანიშნებელი გვარია.
ამავე წარმოშობისაა გვარები: ბებერაშვილი, ბერბერაშვილი.
ნინიკა ბერიკაციშვილი მოიხსენიება 1873 წელს, სოფელ თხინვალში.
საქართველოში 193 ბერიკაციშვილი ცხოვრობს: გორში – 177, თბილისში – 15, მცხეთაში – 1.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
წყარო: tbiliselebi.ge

ბერიძე
გავრცელებული გვარია მთელ საქართველოში. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია მრავალი საკუთარი სახელი, რომლებიც შესულია გვარ-სახელებში: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე და სხვ. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, ეს სიტყვა ძველად ზოგად ქართულში ყოფილა. ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვლი. მესხეთში (ახალციხის რ-ნი) ბერიძეზე ასეთი თქმულება არსებობს: „სოფელ ერკოტის უმრავლესობა გვარად არიან ბერიძეები, რომლებიც ერთი ბერისაგან მოშენებულან. თათრების შემოსევის დროს ეს ბერი გამოქცეულა ზარზმიდან, თათრებს ეჭვი რომ არ მიეტანათ, ამიტომ სოფელ ერკოტში უთხოვია ცოლი, მიუყვია ხელი გლეხობისათვის და ჩუმად დარბაზებში მაინც სწირავდა ხოლმეო. გვარად კი დაწერილა ბერიძე. დღეს ამ გვარეულობას ეძახიან ზანდარიენთს, უფრო უწინ კი ეძახდნენ ზარზგიენთს“. სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, აქ გადმოსულან ასპინძის რაიონიდან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით იწერებოდნენ ბერიძესშვილებად, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. აქ მცხოვრები ბერიძეები ყოფილან ორ შტოდ დაყოფილი: საკუთრივ ბერიძიანები და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფ. ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები. ვახუშტი ბაგრატიონი ბერიძეთა გვარს ადრინდელ მთავრებში მოიხსენიებს (XII –XIVსს).
Submitted by: scroll.geბერუაშვილი
გავრცელებულია გორში, ქარელში, თბილისში. საკუთარი სახელი ბერუაერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია XVIII ს. ქვემო ქართლში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, წალასყურსა და თელეთში მამასახლისია ბერუა. კოდელმა დავით ბერუაშვილმა 1826 წელს, ამავე სოფლის ალექსანდრე ნეველის წმ. გიორგის ეკლესიაში მონათლა შვილი პეტრე. ივანე ბესარიონის ძე ბერუაშვილი მოიხსენიება 1882 წ. სოფელ ფარცხისში.
Submitted by: scroll.geბექაური
ბექა - საკუთარი სახელი კაცისა.
გვარის სახელით "ბექ"-ფუძისანი არიან: ბექაიანი - კოლხნი, ბექაძენი - გურულნი, ბექურაიძენი - თუშნი, ბექიშვილნი - მთიულნი და ბექაურნი - გუდამაყრელნი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან გუდამაყარში ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბექაურთა. ეგრე უბნობენ: ძმანი ყოფილანო ბექა - ბექაურთ წინაპარი და წიკვაი - წიკლაურთ წინაპარი. გუდამაყარში ბუდე ხევსურეთის სოფელ უკანახოდან გადმოსულანო ძმები. ამასაც უბნობენ, ერთურთს ვერ ხდებოდნენო, ძმობა გაყარესო, ძაღლი გაკვეთესო...
მასუკან გამრავლებულა ბექაურთ გვარი. ბექაურთა ძლიერი სალოცავის, პირიმზის მფარველობა მიიღეს და ბექაურთ გვარზე შემოდგნენ ძველი გუდამაყრელნი: ხეთათიშაურნი, ცუცქუნაურნი და კახნი გორზამაშვილნი.
ქართულ საისტორიო საბუთებში ბექაურთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება. 1500-იანი წლების I ნახევრის ბაგრატ მუხრანბატონის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის სიგელში იხსენიება სამუხრანბატონოს მცხოვრები ბექაური, რომელიც საეკლესიო გლეხი გამხდარა.
ბარად ჩამოსახლებული თავისუფალი მთიელები ადგილობრივი ფეოდალების მამულებში სახლდებოდნენ და მათზე დამოკიდებულნი ხდებოდნენ. ამას ადასტურებს კიდევ ერთი, შედარებით გვიანდელი საბუთი.
1877 წელს თავადი თარხნიშვილები პირობის ხელწერილს აძლევენ ჩამოსახლებულ მთიელებს და მათ შორის ბარძიმ ბექაურს თრიალეთის სოფელ ნამტვრიანაში მიწის იჯარით გაცემის შესახებ.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბექაურთა გვარის მეომრები მთიელნი - ქუდზე კაცად და ბარელნი - კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში, თავად ბაგრატიონ მუხრანბატონთა დროშის ქვეშ.
ბექაურთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, აწყურის, ასპინძისა და კრწანისის ველებზე.
მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში მარტო არაგველ ბექაურთაგან ორმოცდათორმეტი მეომარი გამოდიოდა. 1924 წლის აჯანყებაში ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში იბრძოდა თომა ბექაური.
ამჟამად ბექაურები ცხოვრებენ: გუდამაყარში, წინაფშავში, ერწო-თიანეთში, შიდა ქართლში, ალგეთ-თრიალეთში, სამცხესა და იმერეთში. არიან ჩრდილო კავკასიაშიც: ვლადიკავკაზში, სტავროპოლის მხარეში და დიდი ნოღაის ველზე. იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში.
საქართველოში ბექაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3500-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ბექაურთა!

ბოგველიშვილი
გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ბოგველი; ბოგვი სოფელია თეთრიწყაროს რაიონში.
Submitted by: scroll.geბოლქვაძე
ბოლქვი - "რომ ყვავილს და ბალახს ძირი ჰქონდეს". აქედან ბოლქვა - მეტსახელი და საკუთარი სახელია კაცისა. რომელსამე ბოლქვას შვილთ ბოლქვაძეობა გაუგვარდათ ოდესღაც.
პირველითგანვე გურია-აჭარის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბოლქვაძეთა.
ქართულ საისტორიო საბუთებში ბოლქვაძენი XVII საუკუნიდან ჩანან, ვიეთნი - გლეხნი და ვიეთნი - აზნაურნი.
1601-1627 წლების გურიის მთავრის შეწირულობის წიგნით, ჩეხედენას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეთ.
1761 წლის მამია გურიელის წყალობის წიგნით, გადასახადებისგან გათავისუფლებულან ჩეხედენელნი აზნაურნი ბოლქვაძენი, ვითარცა საჯვარისმამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი.
აზნაურებად ჩანან ბოლქვაძენი ქვემო გურიაშიც, ქობულეთის თემში.
საქართველოში რუსთა ბატონობის ჟამს ბოლქვაძენი გურიის აჯანყებაში აქტიურობდნენ.
1819-1820 წლების აჯანყებაში იოთამ ბოლქვაძემ პირადად მოკლა გურიის დასაწყნარებლად ჩასული იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პუზირევსკი.
1841 წლის აჯანყებაში გურულებმა აბესა ბოლქვაძის მეთაურობით სასტიკად დაამარცხეს რუსთა ჯარი პოლკოვნიკ ბრუსილოვისა.
ღმრეთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბოლქვაძენი გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი - ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.
ამჟამად ბოლქვაძენი ცხოვრობენ: გურია-აჭარას, ოდიშს, ვაკე იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, ქვემო და შიდა ქართლს, ქიზიყს და შირაქს. განსაკუთრებით მრავლად არიან: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის, ხულოს, ადიგენის, ვანისა და სამტრედიის მხარეებში, ეგრეთვე საზღვარსმიღმა მესხეთში.
საქართველოში ბოლქვაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი თერთმეტი ათასს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ბოლქვაძეთა!

ბოტკოველი
გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია თელავის რაიონში. ბოტკო სოფელია საგარეჯოს რაიონში; მოხსენიებულია თამარ მეფის 1202წ. სიგელში შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში მდებარე სოფლად, სხალტბის ახლოს.
Submitted by: scroll.geბუზიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარის ახელი ბუზია. ბუზიაშვილი პავლე მოიხსენიება სოფელ ბორბალოში 1873 წლის აღწერის მასალებში.
საქართველოში 623 ბუზიაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 260, თბილისში – 150, საგარეჯოში – 68. არიან სხვაგანაც.
საქართველოში 623 ბუზიაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 260, თბილისში – 150, საგარეჯოში – 68. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
ბურჯანაძე
"ბურჯანაძე" ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში, ისევე როგორც ქართულ გვარსახელთა უმრავლესობაში, ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი.
როგორც ჩანს, სიტყვა ბურჯიდან, რაც, სულხან-საბას განმარტებით, "ზღუდეთა ციხისათა სიზრქედ სიმაგრისათვის მგრგვლად შედგმულ საყრდენს" ნიშნავს, არის ნაწარმოები ქართული საკუთარი სახელები: ბურჯა, ბურჯალა, ბურჯანა.
გვარის სახელით "ბურჯ"-ფუძისანი არიან: ბურჯულები, ბურჯანიანები, ბურჯალიანები, ბურჯაძეები და ბურჯანაძეები. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი. ბურჯანაძეთა გვარი ერთძირიანია. მისი ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთში, ბაღდათის მხარეში ჩანს.
სოციალური მდგომარეობით, ბურჯანაძეები გლეხკაცთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.
ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ბურჯანაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.
1557-1578 წლების ბიჭვინთის იადგარში იხსენიება იმერეთში სოფელ ოფჩას მცხოვრები 8 კომლი ბურჯანაძე. ისინი საეკლესიო გლეხები იყვნენ.
XVII-XVIII საუკუნეების სოციალური შინაარსის საბუთებში ბურჯანაძეები იხსენიებიან თავად აგიაშვილთა მამულებში. ცნობილია, რომ სხვა სამსახურთან ერტად აგიაშვილებს იმერეთში ცუცხვატის ციხისთავობა მოუდიოდათ. XVIII საუკუნის ცუცხვატის წმინდა გიორგის ხატის ასომთავრულ წარწერაში იხსენიება დეკანოზი ზოსიმე ბურჯანაძე: "...მოიჭედა დეკანოზობასა შინა ზოსიმესსა ბურჯანაზისასა".
1750-იანი წლების იმერთა მეფის სოლომონ I-ის ერთ ბრძანებაში ვკითხულობთ: "მეფე სოლომონ გიბრძანებ... ეს ბურჯანაძე შემომეხვეწა: თეთრი გისესხებია ამისგან და უთხოვნია და არ მიგიცია. ახლავე მიეცი ამისი თეთრი, მთავნი და სარგებელი, თვარემ ბოქაულს გამოგიგზავნი..."
როგორც ჩანს, ვინმე ბურჯანაძეს ფული სარგებლით გაუსესხებია, თუმცა ასეთ რამეს ქართველები უკადრებელ საქმედ მიიჩნევდნენ და ერიდებოდნენ. ასეთი რამ ჩვენს ებრაელებში იყო დაშვებული დ ამიტომაც არსებობდა გამოთქმა "ურიის ვალი". ქართველი გლეხის ეს მევახშეობა უცნაური გამონაკლისია.
1889 წლის მაცაბერიძეთა და ჩხეიძეთა პირობის ხელწერილი დაუმოწმებია სოფელ დიმის საზოგადოების მამასახლისს დიმიტრი ბურჯანაძეს. ზეპირი გადმოცემით, იმერეთის სოფელ ობჩაში ხობის წმინდა გიორგის ეკლესიის სამწირველო მიუშენებია ადგილობრივ მღვდელს ბურჯანაძეს XIX საუკუნეში.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბურჯანაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში.
ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ბურჯანაძეთა გვარისშვილნი: ისტორიკოსი შოთა ბურჯანაძე, აღმოსავლეთმცოდნე გია ბურჯანაძე, რეჟისორი მორის ბურჯანაძე, მსახიობი გია ბურჯანაძე. ამჟამად ბურჯანაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში.
საქართველოში ბურჯანაძეთა საერთო რაოდენობა 2300 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ბურჯანაძეთა!

Submit a name
გვარი ხოხიაშვილის ისტორია მაინტერესებს
მ
მეგრულ გვარები პრინციპულად არ მოიძიეთ თუ არ თვლით ქართულად???
რომელი გვარის წარმომავლობა გაინტერესებთ?