ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 11 names in this directory beginning with the letter Ჩ.
ჩარკვიანი
აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. სვანური წარმოშობის გვარი. 1860 წელს დიმიტრი ბაქრაძე თავისუფალი სვანეთის აზნაურთა ძველ საგვარეულოებს შორის აღნიშნავს  აზნაურ ჩარკვიანებსაც.

როცა თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას მრავალი გვარის წარმომადგენლები და მათ შორის ჩარკვიანების ნაწილი გადმოვიდნენ ლეჩხუმში. ჩარკვიანების გვარი დასახლდა სოფ. წიფერჩში, საიდანაც შემდეგ სხვადასხვა სოფლებში გადასულან.

1766 წლის საბუთში გვხვდება მოწმე, აზნაური ჩარკვიანი სულა.

ლევან ბერაია

ჩიბუხაშვილი
გავრცელებულია ზემო მაჩხაანში. შერქმეული გვარი უნდა იყოს, აღნიშნავდა ჩიბუხის მკეთებელს (მეჩიბუხეს), ანდა, როგორც გადმოცემა გვაუწყებს მიუთითებდა ყმა გლეხზე, რომელიც ბატონს ჩიბუხს უკიდებდა.
Submitted by: scroll.ge

ჩიქოვანი
წარჩინებული საგვარეულოა ძველ საქართველოში. “ოვან” ბოლოსართით წარმოქმნილი გვარსახელია. ამ გვარის ძირი არის საკუთარი სახელი “ჩიქა”. ამავე ძირისაა ჩიქავა, ჩიქვანია, ჩიქვილაძე, ჩიქვინიძე.
Submitted by: scroll.ge

ჩიხრაძე
ჩიხრაძეების გვარის ისტორია მე-16 საუკუნიდან იწყება. გადმოცემის მიხედვით, ჭიათურის რაიონში მდინარე ჩიხურას ხეობაში ორი ძმა ბატონს გაუნაწყენდა და სოფლიდან წასვლა გადაწყვიტა. გახიზვნის შემდეგ მათი სამყოფელი ახლანდელი გომის ტერიტორიაზე მოუნახავთ. მთისთვის, სადაც იმყოფებოდნენ, ჩიხორა დაურქმევიათ, ხოლო გვარად ჩიხრაძეზე დაწერილან. ჩიხრაძეები ძირითადად ხის ხელოსნობით ირჩენდნენ თავს.
Submitted by: scroll.ge

ჩოლოყაშვილი
წარჩინებული საგვარეულოთაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო; გავრცელებულია თელავისა და ახმეტის რაიონებში.
Submitted by: scroll.ge

ჩომახაშვილი - Chomaxashvili
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩომახი.

ამავე ძირისაა გვარები ჩომახიძე, ჩომახია, ჩომახიშვილი.

„ღოუბნელი ნინია ჩომახაშვილი, 1818 წელს ნათლავს შიოს ვაჟს, მიმრქმელია პეტრე გოგოლაშვილი”.

ჩომახაშვილები ქვემო ქართლში მემამულე აზნაურები იყვნენ და ორბელიანთა შტო-გვარად მიიჩნევიან.

საქართველოში 455 ჩომახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 172, გურჯაანში – 111, თეთრი წყაროში –105. არიან სხვაგანაც.

ჩომახიშვილი – 69. ჩომახიძე – 689. ჩომახია – 60.

ჩომახია

ჩომახიძე

ჩოხელი
გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. ჩოხი სოფელია მთიულეთში. ქალის მითხოვებაზე ჩოხელთა გვარს უარს ვერ ეუბნებოდნენ. ამას რელიგიური წარმოდგენა ედო საფუძვლად.
Submitted by: scroll.ge

ჩუბინიძე
ქუთაისში, ჭიათურასა და თბილისშია გავრცელებული. ჩუბინი (ძვ.)მარჯვე, აუცდენლად მსროლელი. გიორგი გიორგის ძე ჩუბინიძე მოიხსენიება სოფ. ბოგვში 1871 წელს. ჩუბინიძე და ჩუბინაშვილი ერთი და იგივე გვარადაა მიჩნეული.
Submitted by: scroll.ge

ჩხვიმიანი
ზემო სვანური გვარი. მესტიაში გვხვდება საკუთარ სახელადაც“ჩხვიმიან”.
Submitted by: scroll.ge

Submit a name

Related Articles

4 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button