ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 49 names in this directory beginning with the letter Ს.
სააკაშვილი
ისაკ. (ძვ.ებრ) ნიშნავს გაცინებას, მოცინარს ბიბლიური გადმოცემის მიხედვით პატრიარქ აბრამის ცოლს სარას, რომელსაც დიდხანს შვილი არ ჰყავდა უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარ მეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა ისაკის კნინობითი ფორმებია სააკა, სისაკა. აქედან წარმოიშვა სააკაშვილი.
Submitted by: scroll.ge

სააკაძე
ისტორიული ცნობით, ეს გვარი გავრცელებული ყოფილა ატენის ხეობაში. მე-16 საუკუნის ბოლოდან კი სააკაძეები ნოსტეში გადასახლებულან (კასპის რაიონში). გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შთამომავალნი თარხან-მოურავებად იწოდებოდნენ. დღეს კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.
Submitted by: scroll.ge

სააკაძე/თარხნიშვილი/ალიყულიშვილი
(1580 წ.), სააკაძენი ადრე ტანის ხეობაში სახლობდნენ (დღევანდელი გორის რაიონი), მე-16 საუკუნის ბოლოდან ნოსტეში გადასულან. გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შტამომავალნი თარხან-მოურავად წოდებულან,ამჟამად კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.
Submitted by: scroll.ge

საამისშვილი
საამიშვილი (1728 წ.), საკუთარი სახელი საამ. საამიშვილი ბარათაშვილთა, ფიცხელაურთა და მაყაშვილთა შტო ( განაყოფი) გვარია.
Submitted by: scroll.ge

საბაგულაშვილი
საბაშვილი (1721 წ.), რთულფუძიანი (ორშემადგენლიანი) გვარი, საკ. სახ. საბა (ბერძნული) „ქ საბის მცხოვრები“, ზოგან იგი ახსნილია როგორც ებრაული წარმოშობის სახელი,რომელიც ნიშნავს „თავისუფლებას მოკლებულს“, „ტყვეს“ არაბულად მოხუცი. პაპა, გულა საკუთარი სახელი
Submitted by: scroll.ge

საბამღვიმელისშვილი
(1819 წ.), რთულფუძიანი საკუთარი სახელი. საბა (ძვ. ებრ. თავისუფლებას მოკლებული; არაბ. მოხუცი, პაპა; საქ. სიძვ, II, 35); მღვდელი სასულიერო პირი ქრისტიანული ეკლესიის მსახური რომელიც საეკლესიო წესს ასრულებს, ხუცესი. შესაძლოა გვარი სულაც მღვდელ საბასთანაა დაკავშირებული. 1819 წელს სოფ. წინწყაროში მცხოვრები სვიმონ საბამღვდლისშვილი ნათლავს შვილს ანას.
Submitted by: scroll.ge

საბანაძე
(1873 წ.), საკ. სახ. საბანა, ქსნის ხეობა, ლარგვისი, გვარში საბანაძე ( ალ. ღლ., 183); საკუთარი სახელი საბანი. შდრ. იოანე საბანის ძე (მწერალი, VIII ს.).ამავე ძირისაა საბანიძე, საბანაშვილი.
Submitted by: scroll.ge

საგინაშვილი
გავრცელებულია სიღნაღში, მცხეთაში და სხვაგან. მომდინარეობს საკუთარი სახელადქცეული ანტიკური ეთნონიმიდან “საგინა”. ამავე ძირისაა საგინაძე.
Submitted by: scroll.ge

სადუნიშვილი
გავრცელებულია საჩხერის რაიონში. “სადუნი” ნიშნავს სხვა ენის მცოდნე ადამიანს.
Submitted by: scroll.ge

საზანდარიშვილი
(1843 წ.), საზანდარი (საზანდრისა), სპ. 1. ჩვეულებრივ მრ. საზანდარები დასი, რომელიც შედგება საზის, თარის, ჭიანურის დამკვრელთა და დაირის დამკვრელ-მომღერლისაგან. საზანდრების (დამკვრელების) დასტა 2 იგივეა რაც მესტვირე. შდრ. არუთინაშვილი, მესტვირაშვილი, მექანარისშვილი, მედოლაშვილი, ჭიანურაშვილი.
Submitted by: scroll.ge

საკაშვილი
(1699 წ), საკ. სახ. საკ-ი, საკო
Submitted by: scroll.ge

სალამაშვილი
(1721 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი სალამა (სოპელ მუხათში. კაცი რომელიც მისალმებისას ამბობს სალამი, სალამას ეძახიან), ან წარმოდგენილია საკუთარი სახელიდან სალამონ (ქარტლ. ცხ., I, 372).
Submitted by: scroll.ge

სალიქვაძე/სალუქვაძე
თავდაპირველად, გვხვდება გვარი სალიქვა, ხოლო შემდეგ ამ გვარის წარმომადგენლები ჩაეწერნენ სალუქვაძეებად. გვარი სალუქვაძე წარმომდგარია ორმაგი სიტყვისგან შედგენილი სახელებიდან - სალი+ქვა, ხელობა-საქმიანობა. ამ გვარის წევრებისთვის ჯერ მეტსახელი სალიქვა (სალიქვაძე), ხოლო მოგვიანებით ასო „ი“ „უ-ს“ შეუცვლია და სალუქვაძეები გამხდარან. ზოგიერთმა ავტორმა გვარი ბოლქვაძეს შეადარა, რაც არ არის მართებული. ამ უკანასკნელ გვარში საქმე გვაქვს ბოლქვთან. ალექსანდრე ღლონტი წერს: „სალიქვა, მეტსახელია გვარში სალიქვაძე-სალუქვაძე”. მეათე საუკუნის მეორე ნახევარში მოხსენიებულია თაყა სალაქიძე, აჭის მღველი კი სალუქაძედ იწერებოდა. როგორც ჩანს, ასო „ვ“ შემდგომ ჩაემატა. სალუქვაძეები არიან როგორც გურულები ისე აჭარლებიც. აჭარლები ცხოვრობენ ქობულეთის რაიონის ალამბარში, მუხაესტატესა და თვით ქალაქში. სალუქვაძეთა გვარიდან, კერძოდ, თაყა სალუქვაძედან მომდინარეობს გვარი თაყაიშვილი.საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის, სალუქვაძეებს 332-ე ადგილი უჭირავთ. საქართველოში 2 408 სალუქვაძე ცხოვრობს: ოზურგეთში 1 038, თბილისში 464, ბათუმში 181. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.ge

სალურყაზანაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. სალურყაზან-ი (ქრონიკა II, 244) „ქ. საკარის მსახლობელი სალურყაზანაშვილი“ (ვახუშტი 312).
Submitted by: scroll.ge

სამადაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. სამადა
Submitted by: scroll.ge

სამანდაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. სამანდი.
Submitted by: scroll.ge

სამებაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. ქცეული სამება ერთი ღმერთი სამგუამოვანი, ერთი არსება და ერთი უფლება.
Submitted by: scroll.ge

სამიშვილი
(1721 წ.), საკუთარი სახელი სამ-ი.
Submitted by: scroll.ge

სამნაშვილი
(1721 წ.), საკუთარი სახელი სამნა.
Submitted by: scroll.ge

სამნუაშვილი
(1721 წ.), საკუთარი სახელი სამნუა.
Submitted by: scroll.ge

სამხარაული
მეხინაშვილი (1843 წ.), საკუთარ სახელად ქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა სამხარი ( შუადღე ჭმადი არს სამხარი, საბა).
Submitted by: scroll.ge

სანიშვილი
(1817 წ.), საკუთარი სახელი სანა 1817 წელს სოფ. ვაშლოვანში მოიხსენიება მანჩო სანიშვილი. ამავე ძირისაა: სანაძე, სანაია, სანიაშვილი, სანოძე (ვაშლოვანი).
Submitted by: scroll.ge

სარალიძე
(1924 წ.), საკ. სახ. სარო. სარალიძე სოფელ ბოგვში გადმოვიდა ჭიათურის რაიონის სოპელ ეწერიდან (ყოფილი ჯვარი, ეწერი).
Submitted by: scroll.ge

სარდლიშვილი
როსტომაშვილი (1721 წ.), საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის სიტყვა სარდალი (სპ.) ჯარების უფროსი, მხედართმთავარი.
Submitted by: scroll.ge

სარიკაშვილი
(1721 წ.), საკ.სახ. სარიკა, სარიკო (მეგრ. საზღაპრო) (კოლხეთი ჩხოროწყუ, ალ. ღლ., 155).
Submitted by: scroll.ge

სარიშვილი
შდრ. თურქ., ყვითელი, სარი ქერა, ამავე ძირისაა: სარია, სარიაშვილი, სარუაშვილი. სარი (სპ.)აღმოსავლეთ ქვეყნებში (ინდოეთში და სხვაგან); ქალის სამოსი გრძელი (4-5 მეტრამდე). ქსოვილი, რომელსაც გარკვეული წესით იხვევენ ტანზე. სარი ვაზზე შესადგომი ხე (ჯოხი). იგივეა რაც კვიპროსი. საროს ტანი (პოეტ.) იტყვიან მოხდენილ წერწეტ ტანზე.
Submitted by: scroll.ge

სარნოშვილი
(1721 წ.), სარნო გვარში სარნოშვილი, სარსევან, გვარში: სარსევანიძე (ი. მაისურაძე, 144).
Submitted by: scroll.ge

სარქისაშვილი
(1721 წ.), საკ. სახელი სარქისა. ვახტანგაანტ სარქისა მოიხსენიება 1679 წ. ოქტომბრის 27-ს.
Submitted by: scroll.ge

საფარასშვილი
საფარაშვილი (1721 წ.), საფარა სადაურობის აღმნიშვნელი ტერმინია. საფარა იყო სახელიც.
Submitted by: scroll.ge

საქიაშვილი
სიქიაშვილი (1683 წ.), საკუთარი სახელი საქია.
Submitted by: scroll.ge

საქუაშვილი
(1712 წ.), საკ. სახ. საქუა. საქუაშვილი 1721 წ. ოქტომბრის 16-ს ყმების ნასყიდობის წიგნი, მიცემული გიორგი სოლოღაშვილის მიერ. ტაბახმელელი ბაღდასარა საქუასშვილი იხსენიება 1736 წ. 25 თებერვალს თავდახსნილობის წიგნში, რომელსაც ელიზბარ და სხვა სოლოღაშვილები აძლევენ მელქოა საქუასშვილს. დათუა საქუაშვილი, ხაბაზი, მოიხსენიება 1782 წლის 7 სექტემბერს. (ბრძანება მეფის ძის გიორგისა ზაალ გურამიშვილის ყმების შესახებ, საქ. სიძვ., III, 509). (წინწყარო, დურნუკი).
Submitted by: scroll.ge

საღათელაშვილი
(1823 წ.), საღათ (თურქ.) ინვალიდი, ხეიბარი შდრ. საღათას ძილი. ხანგრძლივი, ლეთარგიული, ავადმყოფი.
Submitted by: scroll.ge

საღირაშვილი
(1873 წ.), საკ. სახ. საღირა ( საღირა საღირაშვილი, სოფ. ვაშლოვანი, 1873 წ.) საღირი საკუთარი სახელი ხევსურეთში , საღირ კოლონკელიძე). ამავე ძირისაა საღრიშვილი // საღირიშვილი // საღრაძე, საღირაშვილი, მოიხსენიებიან სოფ. ვაშლოვანში 1872 წელს. შდრ. მთავარი საღირისძენი, დღევ. საღარაძეები.
Submitted by: scroll.ge

საყევარაშვილი
(1823 წ.), საყევარ (საყევრისა), გუთნის თავის ხარების წინა უღლეულების (ან ურემში მეორე უღელი ხარის ) მისაბმელი ჭაპანი, ჯაჭვი, ძელი და მისთ.
Submitted by: scroll.ge

საყვარელიძე
(1519 წ.), საყვარელა ქართული ს ახელია (შემოკლებით- საყვალა). აქედანაა გვარი საყვარელიძე. მნიშვნელობით მას შეესატყვისება ამბაკო, დავით, აღაპიტე. ამავე ძირისაა: საყვარელაშვილი, საყვარელია, საყვარლიშვილი (დმანისი -ჯვარა, დღევ. დუმანისი).
Submitted by: scroll.ge

საძაგლიშვილი
მისი ძველი გვარი ჯოხაძე ყოფილა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ყმასჯოხაძეს ბატონის ნების გარეშე ცოლი შეურთავს. ბატონი მასზე გაბრაზებულა და მისთვის საძაგლიშვილი შეურქმევია.
Submitted by: scroll.ge

საწირაშვილი
(1721 წ.), სავარ. მეტსახელი საწირა., შდრ. საწირავი წირვისათვის. საწირე სოფელია ტყიბულის რაიონში.
Submitted by: scroll.ge

სახლისაშვილი
(1886 წ.), ნაწარმოები სახელიდან სახლი. ადამიანთა საცხოვრებელი ( ან დაწესებულების) შენობა. შდრ. სახელაშვილი, მამაკაცის სახელია ფშავში. სახლთხუციშვილი, ძვ. თანამდებობის ტერმინი სახლთუხუცესი; სპირიდონ სახლისაშვილი მოიხსენიება სოფ. ვაშლოვანში 1886 წ. ( სცსსა ფ. 254, #3, 1611, ფურც. 29-84).
Submitted by: scroll.ge

სახულიშვილი
(1823 წ.), საკ..სახ. სახული ( არქ. 1891), სახელი ( ფარი, სვან. დედ. 2, ალ. ღლ., 186) ( ვაშლოვანი, 1823 წ. სცსსა, ფ. 254 I 802. ფურც. 99-107)
Submitted by: scroll.ge

სებისკვერიძე
ძირითადად გავრცელებულია უბისაში და ბორითში. მომდინარეობს სიტყვისგანსეფისკვერი (წმიდა კვერი ეკლესიაში საზიარებლად). გადმოცემით ამ გვარის წინაპრები უბისის ტაძრისთვის სეფისკვერს აცხობდნენ. ამავე ძირისაა სეფისკვერიძე.
Submitted by: scroll.ge

სეთური
ეს გვარი გავრცელებულია დუშეთის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისგანსეთი. სეთურნი სოფელია ამავე რაიონში. ამავე ძირისაა სეთაშვილი და სეთურიძე.
Submitted by: scroll.ge

სვიმონიშვილი/სვიმონაშვილი
(1721 წ.), სიმონ ( ებრ.) ,,შესმენილი’’, ,,გამგონე’’ ( სიტყვა-სიტყვით: ,, ღმერთმა გაიგონა“, იგულისხმება, რომ ღმერთმა შეისმინა ლოცვა-ვედრება). ძველებური ფორმაა სვიმონ, კნინობითია: სიკო, სისო, სიმონიკა, სიმონა.
Submitted by: scroll.ge

სიდონიძიშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. სიდონა ( სიდონია) ( ვახუშტი, 154). ამავე ძირისა უნდა იყოს: სიდა. ვახტანგ ბატონიშვილის ყმა, არაგველი, სიდამონ, სიდომო. ( აქედან გვარები: სიდამონიძე, სოდომოსშვილი). შდრ. დასახლებული ადგილი სიდა.
Submitted by: scroll.ge

სიკრაშვილი
(1817 წ.), სავარ. წარმომდგარია სახელიდან სიკ-ი, სიკალა, სიკო. იხ. სიკოია, სიკოლა, სიკონია. 1817 წ. აღწერაში მოიხსენიება ალიპა სიკრაშვილი (იგივე სიკიაშვილი).
Submitted by: scroll.ge

სისაური
სისვი - ლეგა, რუხი ძველქართულად.

სისა, სისო, სისუა, სისვა - ქართული საკუთარი სახელი კაცისა.

გვარისსახელით "სის" ფუძისანი არიან: სისოშვილნი, სისუაშვილნი, სისვაძენი, სისაურიშვილნი, სისვაურნი, სისოურნი და სისაურნი. ამათგან სისოშვილ-სისუაშვილებს მხოლოდ გვარსახელის ფუძე აკავშირებთ სისაურებთან და არა სისხლის ერთობა.

KARIBCHE

ძველთაგან ხევსურეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი სისაურთა.

პირიქითა ხევსურეთში არის ანატორელ სისაურთა შტო, ბუდე ხევსურეთში კი ლიქოკელ სისაურთა.

ეგრე უბნობენ, სისაურებს შატილისა და აკუშოს მიწების გამო მტრობა ჰქონდათო ხევსურ ჭინჭარაულებთან და ფშაველ უძილაურებთან. ამასაც უბნობენ, სისაურებს ძმობა ჰქონდათო ხევსურ გიგაურებთან, ხორნაულებთან, ბასხაჯაურებთან და თუშ ოჩიაურებთან. ამათგან ბასხაჯაურ-ოჩიაურნი ლიქოკის ხევის სისაურებთან ერთ გვარად შეყრილად და მასუკან ლიქოკელებად დაწერილან.

ხევსურეთიდან სისაურები გადასულან მთიულეთში, თიანეთსა და თუშეთში, მთიულეთიდან - ხევში, ქსნის ხეობასა და ქართლის ბარში, თიანეთიდან - კახეთის ბარსა და შირაქის ველზე, ხოლო თუშეთიდან ალვანის ველზე დამკვიდრებულან.

სისაურთა გვარის შტონაყარი გვარებია: არაგველი ქვიცურები, გომურები და ჭიკაიძეები; ქსნელი დორეულები, წითურაულები და მწითურები; თიანელი უშიკიშვილები, გონჯილაშვილები, სულხანიშვილები, კახოშვილები, მგელიაშვილები, მოსიაშვილები და პატურაშვილები; თუში იჭირაულები და თათრულაიძეები; კახი სამნიაშვილები და იმერი სისვაძეები.

ქართულ საისტორიო საბუთებში სისაურთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება.

ქართლსა და კახეთში ჩამოსახლებული მთიელი სისაურები ჩანან: ამილახვართა, ციციშვილთა, მაღალაშვილთა და საეკლესიო მამულებში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის სისაურთა გვარის მეომრები მთიელნი - ქუდზე კაცად და ბარელნი - კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ, მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად სისაურები ცხოვრობენ: ხევსურეთში, ფშავში, მთიულეთში, ხევში, თუშეთში, თიანეთში, ქართლსა და კახეთში. არიან ჩრდილო კავკასიაშიც.

საქართველოში სისაურთა დიდ-პატარის ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1400-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი სისაურთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

სიხარულიძე
საკ.სახ. სიხარული. სიხარული- წყარო, ობიექტის სიამოვნება, ან კმაყოფილება (მათი ერთადერთი შვილი, მათი სიამაყე და სიხარული). სიხარულიძეები — წარჩინებული ქართული გვარი. სიხარულიძეების გვარი შავშეთიდან მოდის. საგვარეულოს ფუძემდებელი ვინმე „სიხარული“ უნდა ყოფილიყო. ამ გვარის მატარებელი პირველი ადამიანი, დემეტრე სიხარულიძე, XV საუკუნის შუახანების წერილობით წყაროებში ფიქსირდება. მისი სახელი ტბეთის სულთა მატიანეში იხსენიება. XVI საუკუნეში ოსმალეთის მიერ შავშეთის დაპრყრობის შემდეგ სიხარულიძეები გიორგაძეებთან, ვარშალომიძეებთან და სხვებთან ერთად შავშეთიდან მრავალი ოსმალოს დახოცვის შემდეგ გურიაში გადავიდნენ. გურიის სამთავროს მმართველმა გურიელებმა სიხარულიძეები სოფელ შუბანსა და მის ახლო-მახლო სოფლებში (ერკეთი, ბუკისციხე) დაასახლეს. ისინი ამ მხარის ბატონებად დაადგინეს. ცნობილია XIX საუკუნის სახალხო გმირი, ივანე სიხარულიძე (1784-1884), რომელიც საქართველოს ფარეშთუხუცესი იყო და ამავე დროს, იბრძოდა სახალხო რაზმში, რომელიც გურიის საზღვრებს იცავდა ოსმალეთის იმპერიისგან.
Submitted by: scroll.ge

სოლომონიძე
ეპონიმური გვარია. „დიაკონიძეებიდან განსახლებულან" (დიაკვანი ყოფილ აქ და ამიტომ დაერქვა დიაკონიძეები.): გუდასახოში, ოქრუაშვილებში, მეხვათოღლებში.
Submitted by: scroll.ge

სუთიაშვილი
გავრცელებულია თბილისში, მცხეთასა და გორში. უკავშირდება საკუთარ სახელს სუთია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1721 წელს მოიხსენიება ვინმე ალავერდა სუთიაშვილი. ამავე ძირისაა სუთიძე.
Submitted by: scroll.ge

სულაშვილი
შედგება საკუთარი სახელისგან სულა. მოიხსენიება XII ს. ძეგლში. 1817 წელს კოდაში თავად ლუარსაბ ორბელიანის ყმებს შორის მოიხსენიება გეო სულაშვილი. სულა ამჯამად გავრცელებულია მოფერებითი ფორმითსულიკო. სულა-დან ნაწარმოებია გვარები: სულაძე, სულავა, სულაისძე, სულიაური, სულიაშვილი.
Submitted by: scroll.ge


Submit a name

Related Articles

4 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button