ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 8 names in this directory beginning with the letter Ქ.
ქავთარაძე
ქავთარაძეების გვარი მომდინარეობს მამაკაცის სახელიდანქავთარა. ეს სახელი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. XVIII ს-ში ქავთარაძეები მოსახლეობდნენ სოფლებში: ძმიანთკარში, ჩადისციხეში და ბატატიანთკარში. დღესაც ქავთარაძეები მთიულეთში ერთ-ერთი დიდი გვარია.
Submitted by: scroll.ge

ქათამაძე
ქათამაძე (1884 წ.), მეტსახელი ქათამა // ქათამაშვილი შდრ. საკ. სახ. ქათამა (ქართლ. ცხოვრება I, 32, 3344) (-ქათამაძე- ი. მაისურაძე, 170) სვიმონ პეტრეს ძე ქათამაძე შვილს უნათლავს სოფ. გოლეთში მცხოვრებ პავლე გიორგის ძე ადუაშვილს.
Submitted by: scroll.ge

ქამადაძე
საკ.სახ. ქამი, ქამა (ძვ.ებრ. სახელი). პატარა ფოთი, ფოთი
Submitted by: scroll.ge

ქართველიშვილი
ეს გვარი ეროვნების გამომხატველი სიტყვაა ქართველიდან მომდინარეობს. ქართველიშვილი გავრცელებულია საქართველოში, უდრის “ქართველის შვილს”.
Submitted by: scroll.ge

ქარჩახაძე
გვარის ფუძეა ქარჩხა. არსებობს ვარაუდი, რომ ის მეტსახელიც იყო.

ამ გვარის შესახებ არსებობს ასეთი გადმოცემა: ვინმე ფირანა ჩხეიძე ცოლითა და მოსამსახურე ქალით თავისი საცხოვრებლიდან აყრილა და წამოსულა ვანის რაიონის ტერიტორიაზე. იქ დასახლებულა და გვარი შეუცვლია. წინ პრეფიქსი ქარ წაუმძღვარებია, ფუძე ჩხა, (ჩხე) შემოუნახავს და ამ გზით ქარჩახაძე გამხდარა. ბაგინეთში, ბაბოთში და უხუთში – ამ სამ სოფელში მცხოვრები ქარჩხიძეები ძმათა განაყოფები და ნათესავები არიან.

ჩხეიძის გადასვლასა და ახალი გვარის გაჩენაზე მიგვანიშნებს ხონის საყდრის საბუთებში დაცული სიგელი, რომელიც 1761 წლითაა დათარიღებული. იქ ნახსენებია „ქარჩხავის ბატონი ჩხეიძე”. სწორედ ეს ბატონი გადადის სხვაგან და თან მიაქვს მამულის სახელი – ქარჩახავი. ქარჩხავიდან ქარჩხაძემდე ერთი ნაბიჯია.

გვარში ვარაუდობენ, რომ ქარჩხაძე გაჩნდა მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.

საქართველოში 599 ქარჩახაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 223, ვანში – 207, ბაღდათში – 71. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ქირია
ქირია (ქირი, ქორი), ისევე, როგორც ქორიძე, კაკაბაძე, გნოლიძე და სხვა, შედის იმ გვარებში, რომლებშიც ფუძედ ფრინველის სახელები ჩანს.

ქირიების ძირითადი და მრავალრიცხოვანი დასახლებები მდებარეობს ურეთის მთის გარშემო და მის სიახლოვეს მდებარე სოფლებში.

გვხვდება ტოპონიმი საქირიო – სოფელი ხამისკურსა და ხეტას შუა. ერქვა მეორე საქირიო. უწინდელი პირველი საქირიო ამჟამად უბანია ამ სოფლის გაგრძელებაზე, ხეთაში. საქირიო – უბნების სახით გვხვდება დიდი ნეძისის ტერიტორიაზე, ასევე, კახათში, ცაითში, ურთაში, დვანეთში, აბასთუმანში, ევში, ნაქრუაში, ლაზარგეთში, სადაც გადმოცემის მიხედვით, ქირიებს უცხოვრიათ.

სამეგრელოს რაიონშიც ერთ-ერთი გავრცელებული გვარია. ხობის რაიონში მეხუთე ადგილი უჭირავს, ზუგდიდის რაიონში კი – მეცხრამეტე.

საქართველოში 3 857 ქირია ცხოვრობს: ზუგდიდში – 2 070, ხობში – 698, თბილისში – 400. არიან სხვაგანაც.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ქოსაშვილი
ქოსაშვილთა გვარი
ქოსა - სხვათა ენაა. უწვერულვაშო

ქოსი - სხვათა ენაა. სპილენძ-ჭური, სპილენძის დოლი

ქოსა, ქოსირა, ქოსიკა - მეტსახელებია კაცისა

XII საუკუნეში საქართველოში არსებობდა გვარი ქოსაისძე. 1195 წლის თამარ მეფის შეწირულობის სიგელში შიომღვიმის მონასტრისადმი იხსენიებიან სოფელ სხალტბას მცხოვრები სვიმონ, გიორგი და იაბერ ქოსაისძენი, რომლებიც ორ ოჯახად ცხოვრობდნენ წყაროს სათავესთან. ისინი, როგორც სიგელიდან ირკვევა, დასავლეთ საქართველოდან ყოფილან შიდა ქართლში გადმოსულნი. "სახელით აფხაზთანი" - წერია მათზე. თამარ მეფემ ქოსაისძენი შიომღვიმის მონასტერს შესწირა და წყაროთ მკაზმავობა დაავალა.

შემდგომ საუკუნეებში ქოსაისძეთა გვარი აღარსად ჩანს. ამ გვარმა დღემდე ვერ მოაღწია. ყოველ შემთხვევაში, დღეს საქართველოში ქოსაისძის, ქოსაიძის ან ქოსაძის გვარს არავინ ატარებს.

XVII საუკუნის II ნახევრიდან ქართულ საისტორიო საბუთებში ჩნდება ქოსაშვილთა გვარის ხსენება, მაგრამ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისა, რომ ეს ორი მსგავსფუძიანი გვარი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. მხოლოდ ფუძეთა მსგავსება ასეთი მსჯელობისთვის საკმარისი არ არის. ჩვენს ხელთ არსებული საბუთების მიხედვით, ქოსაშვილები ჩანან შიდა ქართლში ერთ ადგილზე და ქვემო ქართლში სამ ადგილზე. სავსებით შესაძლებელია, მათ სხვადასხვა წარმოშობა ჰქონდეთ ანუ სხვადასხვა ქოსას შთამომავლები იყვნენ. ხოლო თუ მათ შორის ნათესაობა იყო, უფრო საფიქრებელია ქოსაშვილთა ქვემო ქართლიდან შიდა ქართლში გადასვლა, ვიდრე პირიქით.

1688 წელს გლეხმა გიორგი ქოსაშვილმა აზნაურ ოთარ ყორღანაშვილს სადღაც ბოგისხევში მიწა მიჰყიდა. ნასყიდობის წიგნიდან ირკვევა, რომ გოგია ქოსაშვილს ძმა ჰყოლია, სახელად ნასყიდა, და ძმისწულები გუგა და სეხნია. ნასყიდა ქოსაშვილი მოწმედ იხსენიება ამავე პერიოდის ყორღანაშვილთა ნასყიდობის წიგნებში. თუ ეს "ბოგისხევი" დღევანდელი სოფელი ბოგვია, მაშინ ქოსაშვილთა ეს სახლი ახლო ნათესაურ კავშირში უნდა იყოს 1721 წლის მოწინავე სადროშოს აღწერის დავთარში სოფელ ფარცხისში მოხსენიებულ შერმაზან და ბერუა ქოსაშვილების სახლთან. ეს ორივე სოფელი ალგეთის ხეობაში მდებარეობს ერთმანეთის მახლობლად. როგორც ცნობილია, ალგეთის ხეობის ქართული მოსახლეობა განსაკუთრებით დაზარალდა მტრის ხშირი შემოსევებისგან, ხოლო გადარჩენილი ნაწილი შიდა ქართლში გაიხიზნა.

1690 წლის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, ქოსაშვილთა ერთი შტო ჩანს ქვემო ქართლის სოფელ ურწაშენის რომელიღაც მოსაზღვრე სოფელში. ჩვენთვის ურწაშენის მდებარეობა გაურკვეველია. ასეთი სახელწოდების სოფელი დღეს აღარ არსებობს. სავარაუდოდ, ეს იყო აზნაურ შანშიაშვილთა მამული. უნდა აღინიშნოს, რომ, თუ აქაური ქოსაშვილების საკუთარი სახელების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი გრიგორიანთა სარწმუნოების მიმდევრები ყოფილან. მონოფიზიტები ყოფილან ტაშირის მხარეში, ყაფლანიშვილთა მამულის სოფელ წითელ ეკლესიაში მცხოვრები ქოსაშვილებიც. ამჟამად ქვემო ქართლში ქოსაშვილთა გვარი აღარ გვხვდება. XVII საუკუნის ბოლოს ქოსაშვილთა კიდევ ერთი შტო ჩანს შიდა ქართლში, სავარაუდოდ, სოფელ კავთისხევში.

ხელნაწერთა ინსტიტუტის საეკლესიო საბუთების ფონდში ინახება მეფე ერეკლე I-ის (1688-1703) წერილი თარხან-მოურავისადმი, საიდანაც ვიგებთ, რომ მეფეს გლეხი ქოსაშვილი აზნაურ მაღალაშვილისთვის უბოძებია. მაღალაშვილები საეკლესიო აზნაურები იყვნენ. ისინი მამულებს ფლობდნენ შიდა ქართლის სოფლებში კავთისხევსა და მეტეხში (დღევანდელი კასპის რაიონი).

XVII საუკუნის ბოლო მეოთხედის საბუთებში იხსენიებიან ძმები გოგია და ოქრუა ქოსაშვილები, რომლებსაც თავიანთი მამულები გაუყიდიათ სადღაც არწივის ბეგის მახლობლად. სად იყო ეს "არწივის ბეგი", ნასყიდობის წიგნებიდან არ ჩანს, მაგრამ ერთ შეთხვევაში მამულის მყიდველად დასახელებულია კავთისხეველი აზნაური ჩივაძე.

XVIII საუკუნეში უნდა მომხდარიყო ქოსაშვილთა გადასვლა კავთისხევიდან მეტეხში. შემდეგ მეტეხში დამკვიდრებული ქოსაშვილების ერთი შტო მეზობელ საეკლესიო სოფელ ქვემო გომში გადასულა. ქვემოგომელ ქოსაშვილებს ახსოვთ მათი მეტეხელ ქოსაშვილებთან ერთსისხლობა. ეს ამბავი უფრო გვიან, XIX საუკუნეში უნდა მომხდარიყო.

1805 წელს ანტონ II კათალიკოსმა საეკლესიო აზნაურს ნიკოლოზ ელიოზიშვილს და მის ბიძაშვილს, გომის მოურავს იოსებს, გომში მარან-საწნახელი და ყმა-მამული უბოძა. გავიდა თითქმის 100 წელი და უმემკვიდროდ დარჩენილმა უკანასკნელმა გომელმა ელიოზიშვილმა გომელი გლეხი ქოსაშვილი იშვილა და მთელი თავისი ქონება დაუტოვა. კათალიკოსისეული მარანი ახლაც დგას კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში და დღესაც ქოსაშვილებს ეკუთვნით. ასეთი რამეებიც ხდებოდა საქართველოში ბატონისა და ყმის ურთიერთობაში.

ქვემო გომში შემორჩენილია მიკროტოპონიმი "ქოსახევი" - მდინარე მტკვრის მცირე შენაკადი.

ქოსაშვილებს უცხოვრიათ მესხეთში, ასპინძის რაიონის სოფელ ინდუსაში. ისინი თავს თურქებად თვლიდნენ, თუნცა ქართულად ლაპარაკობდნენ. ინდუსელი ქოსაშვილები ქართველი მაჰმადიანები იყვნენ და 1944 წლის მასობრივ გადასახლებაში მოჰყვნენ.

ქოსაშვილები ცხოვრობენ ზემო რაჭაში, ონში. ისინი ქართველი ებრაელები არიან და, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა წარმომავლობა აქვთ. მათი დიდი ნაწილი ისტორიულ სამშობლოში გადასახლდა. აღსანიშნავია, რომ ქართველებსა და ქართველ ებრაელებს 600-ზე მეტი საზიარო გვარსახელი გვაქვს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა გვარის ძლიერებისათვის ქოსაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში ბარათიან-ორბელიანთა მეთაურობით და შუაგულ სადროშოში საეკლესიო ჯარების სარდალ გედევანიშვილთა მეთაურობით.

ამჟამად ქოსაშვილები ცხოვრობენ კასპსა და კასპის რაიონის სოფლებში მეტეხში, ქვემო გომსა და კავთისხევში (სულ დაახლოებით 15 კომლი), თბილისში (დაახლოებით 45 კომლი), ონში (5 კომლი) და მცირე რაოდენობით (ორ-ორი კომლი) - ქუთაისსა და ქობულეთში. ქოსაშვილები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ ისრაელში და მცირე რაოდენობით რუსეთში. ქოსაშვილები არიან ჩრდილო კავკასიაში, კრასნოდარის მხარეში, ეგრეთ წოდებულ "თურქ მესხთა" შორის, რაც თავისთავად არასწორი ეთნიკური სახელწოდებაა - ისინი მესხები, ესე იგი ქართველები არიან.

ქოსაშვილი საშუალო რიცხოვნობის გვარია.

საქართველოში ქოსაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 250 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ქოსაშვილთა!

ქოჩორაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ქოჩორა. ქოჩორა მოიხსენიება მეთვრამეტე საუკუნის ყმების ნუსხაში.

„ქვეშ მცხოვრებ სოლომონ ქოჩორაშვილს, მართლმადიდებლური სარწმუნოების მქონეს, დაებადა ვაჟი; სახელი განათლა და მონათლა მღვდელმა ბესარიონ ღუღუმიძემ. სახელად ეწოდა თომა. მიმრქმელად იყო ქვეშ მცხოვრები ანა ბოშიშვილი. სოლომონ ქოჩორაშვილს მოუკვდა შვილი თომა, აზიარა იმავე მღვდელმა“.

ენაგეთის ახალშენში 1873 წელს გიორგი ყორღანაშვილის დროებით ვალდებულ გლეხად მოიხსენიება გალო ქოჩორაშვილი.

კონა ქოჩორაშვილი მოიხსენიება 1906 წელს, დაბა მანგლისში.

კუმისისა და თბილისის მახლობელი ზოგიერთი სოფლის მცხოვრები ქოჩორაშვილები სომხებად არიან მოხსენიებულნი და ჩაწერილნი. მაგალითად, ქოჩოროვი. არადა, ისინი ქართველები არიან.

საქართველოში 511 ქოჩორაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 117, თეთრი წყაროში – 82, გარდაბანში – 31. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დამატება

Back to top button