ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 10 names in this directory beginning with the letter Ლ.
ლაბაძე
წარმოიშვა სახელიდან “ლაბა” ეს გვარი იმერული წარმოშობისაა და გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რეგიონში. ლაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში. ბუნებრივია, ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.
Submitted by: scroll.ge

ლალიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლალი.

ძველად ეს იყო როგორც ქალის, ასევე, მამაკაცის საკუთარი სახელი. ისტორიულ დოკუმენტებში კი უმეტესად, ქალის სახელადაა მოხსენიებული.

მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში ლალა-ამირიდო შველიძემ თიხლის მონასტერს სააღაპო შესწირა ყანისა და ქარიზანიძის მიწის შუამდებარე ყანა.

1688 წელს, ტინისხიდში მცხოვრებმა ზაალ ლალიაშვილმა მამული მიჰყიდა ვინმე ჭუკაშვილს.

საქართველოში 206 ლალიაშვილი ცხოვრობს: გორში – 75, თბილისში – 56, ბორჯომში – 34. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ლაღიძე
ქართული გვარების წარმომავლობა სათავეს ადრეულ საუკუნეებში იღებს, რომლის შესახებ გამოთქმულია არაერთი საინტერესო მოსაზრება და ვარაუდი.ამ საკითხზე მეცნიერთა შორის მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები არსებობს, რომელთა განხილვა ჩვენი კვლევის საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ წინამდებარე ნაშრომის თემატიკიდან გამომდინარე და მცირე წინასიტყვაობის მიზნით, მას მხოლოდ მოკლედ შევეხებით.

 

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, საქართველოში გვარი ადრინდელი ფეოდალიზმის ეპოქაში გაჩენილა და VI-VIII საუკუნეებში იგი უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულა [ალ. ღლონტი, ქართველური საკუთარი სახელები, გვ.1986, გვ. 48]. ცდილობენ აგრეთვე ამ პროცესის დოკუმენტურად დადასტურებას VIII-IX საუკუნიდან [რ. თოფჩიშვილი, როდის წარმოიქმნა ქართული გვარსახელები, თბილისი 1997, გვ. 100; და სხვ.].

ლებანიძე
ლებანი - ნიგვზის გულის ნახევარი (საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული).

ლებანი - ქართული საკუთარი სახელი კაცისა.

შესაძლოა, ლებანი, ლებანა - კნინობითი ფორმა იყოს საკუთარი სახელისა "ლება" (შემორჩენილია ტოპონიმში "ლებაისკარი").

KARIBCHE

ლებანიძე - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. ოდესღაც ვინმე ლებანის, ლებანას შთამომავალთა ლებანიძეობა გაუგვარდათ. ძველთაგან ზემო რაჭას ბუდობდა გვარი ლებანიძეთა.

ქართულ საისტორიო საბუთებში ლებანიძენი XVI საუკუნიდან ჩანან. მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ტყავის გრაგნილი XVI საუკუნის კონდაკი, რომელსაც მინაწერი აქვს ტექსტისავე ხელით: "ლებანიძესა შიოს და მეუღლეს მის მარგალიტს შეუნდნენ ღმერთმან ცოდვანი მათნი ამინ უკუნისამდი".

ამავე XVI საუკუნის გონიერ ლებანიძის ხელით გადაწერილი ჟამნის ანდერძში იკითხება: "დედასა ამისგან მეტი არა ეწერა. მამაო ღმერთო, შეიწყალე სული გონიერი ლებანიძისა და მისისა დედა-მამისა, ამინ".

1809 წელს აზნაურ გიორგი ბაქრაძეს უდეობის წიგნი მიუცია გელათელი მიტროპოლიტ ეფთვიმესთვის, სადაც მოხსენიებულია გელათელი კაცი სიმონა ლებანიძე. ეს სიმონა ლებანიძე საეკლესიო გლეხი ყოფილა.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ლებანიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნე იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და შუაგულ სადროშოებში.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ლებანიძეთა გვარისშვილნი: პოეტი მურმან ლებანიძე, მსახიობი ნიკოლოზ ლებანიძე, მხატვარი ქრისტესია ლებანიძე, მწერალი გიორგი ლებანიძე, პროფესორი ვლადიმერ ლებანიძე...

ამჟამად ლებანიძენი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. თბილისში ლებანიძეთა დაახლოებით ას ორმოცდაათი კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ლებანიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი რვაას სამოცდაათს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ლებანიძეთა!

ლეკიშვილი
გავრცელებულია: გარდაბნის (მარტყოფი), ასპინძისა (ვარგავი) და კასპის რაიონში (წინარეხი). ამავე ძირისაა ლეკიაშვილი. გადმოცემით, წინარეხელი ლეკიშვილები წინათ მამისაშვილები ყოფილან, ერთი მათგანი ლეკებს გაუტაციათ, 3 წლის შემდეგ უკან დაბრუნებულა.
Submitted by: scroll.ge

ლიქოკელი
გავრცელებულია ხევსურეთში: აკუშო, აჭე. მომდინარეობს გვარადქცეული სადაურობის სიტყვიდან. ლიქოკი სოფელია ხევსურეთში, ლიქოკელების ძირითადი საცხოვრისი.
Submitted by: scroll.ge

ლოლაძე
გავრცელებულია საგარეჯოში, ჭიათურასა და თბილისში. შეიცავს ქალის საკუთარ სახელსლოლა. “ლოლაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან გადმოსულნი და ესენი ჩანდნენ ერეკლე მეფის დროს 1695 წელს და ტრაქტატსა შინა არიან მოხსენიებულ როგორც აზნაურნი და რომელნიც სახლობენ აწ იმერეთს და რომელიმე ქართლს”.
Submitted by: scroll.ge

ლომთაძე
ლომი - ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: ლომა, ლომუა, ლომინ, ლომერ, ლომიტა, ლომნია, ლომსა, ლომთა - იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად. არის შედგენილი სახელები: ლომგული, ლომგმირი, ლომკაცი, ლომდარი, ლომთათი.

გვარის სახელით "ლომ"-ფუძისანი არიან: ლომიძენი, ლომაშვილნი, ლომიანი, ლომინაძენი, ლომინეიშვილნი, ლომსაძენი, ლომსიანიძენი, ლომუაშვილნი, ლომოურნი, ლომკაციშვილნი, ლომდარიძენი, ლომთათიძენი, ლომთაძენი და სხვანი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდინელობით ერთსისხლნი.

KARIBCHE

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ლომთაძეთა.

ეგრე უბნობენ, ძმობა აქვთო იმერ ლომთაძეებს, იმერ ნებიერიძეებსა და კახელ მეხაშიშვილებს. ეს არის ზეპირი გადმოცემა და არა უმეტეს.

ქართულ საისტორიო საბუთებში ლომთაძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1583-1590 წლებით თარიღდება ლეონ იმერთა მეფის ნიკორწმინდისადმი შეწირულობის სიგელი, რომლის მიხედვითაც იმერეთის სოფელ კისურეთში მცხოვრები ლომთაძენი საეკლესიო გლეხები გახდნენ.

1644 წელს გაენთელმა მთავარეპისკოპოსმა ზაქარია ქვარიანმა იმერეთის სოფელ ნოღას გაბადიძისეულ ნასყიდ პარტახზე მცხოვრები გლეხი გოჩია ლომთაძე და მისი შვილი დათუნა გელათს ხახულის ღმრთისმშობელს შესწირა.

1793 წლის მანუჩარ ყიფიანის ნიკორწმინდისადმი შეწირულობის წიგნში მოწმეთა და განმრიგეთა შორის იხსენიებიან რაჭის სოფელ ტოლას მცხოვრები გლეხები შოშინიკი და გოგიტა ლომთაძენი.

XVII საუკუნის სოციალური შინაარის საბუთებში სოფელ დერჩსა და სოფელ დღნორისაში მცხოვრები ლომთაძეები თავად ასათიანთა გლეხებად იხსენიებიან.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ლომთაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში.

ერის სამსახურში მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ლომთაძეთა გვარისშვილნი: საზოგადო მოღვაწე, ექვთიმე თაყაიშვილის თანამებრძოლი მიხეილ ლომთაძე; გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი ლომთაძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურმან ლომთაძე; ენათმეცნიერები ამირან, ლილი და ელიზბარ ლომთაძეები; დიალექტოლოგი თამარ ლომთაძე; არქეოლოგი გოჩა ლომთაძე; არქიტექტორები თეიმურაზ და შოთა ლომთაძეები; მხატვარი ლალი ლომთაძე; მსახიობი გურამ ლომთაძე; ქორეოგრაფი მურმან ლომთაძე და სხვანი.

ამჟამად ლომთაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, ლეხუმში, რაჭაში, ოდიშში, გურიასა და ქართლში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ტყიბულის (დაახლ. 120 კომლი) და ამბროლაურის (დაახლ. 80 კომლი) რაიონებში; ქალაქებში: ქუთაისსა (დაახლ. 350 კომლი) და თბილისში (დაახლ. 150 კომლი). მცირე რაოდენობით არიან: ონის, სამტრედიის, მარტვილის, ზუგდიდის, ლანხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთისა და სხვა რაიონებში. იყვნენ აფხაზეთშიც.

საქართველოში ლომთაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3800-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ლომთაძეთა!

ლომიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლომიტა.

ნადირა ლომიტაშვილი მოიხსენიება 1605 წლის ობოლაშვილის ნასყიდობის წიგნში, რომელიც რევაზ ნამურაძისთვის მიუციათ.

საქართველოში 433 ლომიტაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 175, თბილისში – 111, გორში – 34. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


ლურსმანაშვილი
გავრცელებულია: ჩხერში, სხლითში, ვერტყვიჭალაში. გადმოცემით ძველად ფურცელაძეები ყოფილან. ჩხეთში მოსახლე ლურსმანაშვილთა შტოგვარებია: ქაქიჩაშვილი, ბაშტაშვილი, მიქელაშვილი, ბეკიაშვილი, კიჟინაშვილი.
Submitted by: scroll.ge


Submit a name

Related Articles

4 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button