ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 44 names in this directory beginning with the letter Ნ.
ნადირაშვილი/ნადირიშვილი
მომდინარეობს ძირიდან ნადირ-ი (1616 წ) ამავე ძირიდან ნადარაია, ნადირიძე, ნადირაძე, ნადირალაშვილი, ნადარეიშვილი (ანდრია, ახალშენი, ასურეთი, გოლთეთი, თონეთი, საღირაშენი, ფუტრევი);
Submitted by: scroll.ge

ნადირაძე
ნადირი - გარეული მტაცებელი ცხოველი.

ნადირ - "რჩეული" სპარსთა ენაზე.

ნადირ, ნადირა - საკუთარი სახელი კაცისა, გავრცელებული კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.

გვარის სახელით "ნადირ"-ფუძისანი არიან: ნადირაშვილნი, ნადირიძენი და ნადირაძენი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ნადირაძეთა.

ეგრე უბნობენ: ოდესღაც აჭარიდან მოსულაო ნადირაძეთა წინაპარი ზემო იმერეთში. ამასაც უბნობენ, იმერნი ასანიძენი და მესხნი მათოშვილნი ნადირაძეთა მოძმენი არიანო.

ქართულ საისტორიო საბუთებში ნადირაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1568 წელს იმერთა მეფემ გიორგი II-მ თავად ბეჟან ნემსაძეს განდგომილებისათვის ყმა-მამული ჩამოართვა და გელათის ღვთისმშობელს შესწირა. შეწირულობის სიგელში იხსენიებიან ოკრიბას სოფელ ცხუკურში და ჩუნეშში მცხოვრები ნადირაძენი.

XVII საუკუნის I მეოთხედის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, პაატა ნადირაძე შიდა ქართლში მამულს ყიდულობს.

1631 წელს ქვემო ქართლში სამნა ნადირაძემ ერთი დღის ნაფუძარი მიჰყიდა უმეკა ბარათაშვილს.

1660-1681 წლების იმერთა მეფის ბაგრატ IV-ის წყალობის სიგელში ქაიხოსრო წერეთლისადმი იხსენიებიან სოფელ გორისას მცხოვრები ნადირაძენი.

XVII საუკუნის ჩხერელ გლეხთა საჩივრის წიგნში ნადირაძე ჩხერის ციხის მეციხოვნედ იხსენიება. 1722-1733 წლების სვიმონ აბაშიძის თავდებობის წიგნში პაპუნა წერეთლისადმი მოწმეებად დასახელებულნი არიან თამაზა, ზურაბა და ღონენა ნადირაძეები.

1766 წლის განჩინებაში იხსენიება საამილახვროს სოფელ ფხვენისს მცხოვრები ნასყიდა ნადირაზე. 1777 წლის ბასილაშვილის არზიდან ირკვევა, რომ საამილახვროში მცხოვრები ნადირაძენი ქსნის საერისთავოსა და კახეთში გადასულან.

XVIII საუკუნის პირობის წიგნში ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოზისადმი იხსენიება მღვდელი გაბრიელ ნადირაძე.

გვიანი ფეოდალიზმის სოციალური შინაარსის საბუთებში ნადირაძენი ჩანან იმერეთის სამეფოში სახასო, სააბაშიო, საწერეთლო და საეკლესიო მამულებში.

ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ნადირაძეთა გვარის სახელი: ნადირაძნები - უბანი სოფელ გომმუხაყრუაში და მტერჩვეულში; ნადირაძისწყარო - წყარო სოფელ ბუღნარაში; ნადირაძეების ეკლესია - სალოცავი ადგილი სოფელ გომმუხაყრუაში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ნადირაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ნადირაძეთა გვარისშვილნი: პოეტი კოლაუ ნადირაძე, პოეტი და მწერალი დიმიტრი ნადირაძე (მაჩხანელი), მწერალი და მთარგმნელი ალექსანდრე ნადირაძე, მხატვარი გოგი ნადირაძე, აღმოსავლეთმცოდნე ლევან ნადირაძე, არქეოლოგი ჯურხა ნადირაძე, ისტორიკოსი გიორგი ნადირაძე...

ამჟამად ნადირაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: საჩხერის, ჭიათურის, სამტრედიის, ხაშურის, ადიგენისა და ასპინძის რაიონებში. ნადირაძენი არიან მესხეთიდან გასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა შორისაც.

საქართველოში ნადირაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5200-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ნადირაძეთა!

ნავსიაშვილი
ნავსია (1721) კარალეთი- გორის რაიონი;
Submitted by: scroll.ge

ნაზარაშვილი
( 1913) ნაზარ არაბულად ყვავილს ნიშნავს; ნაზარ (ებრ.) ნიშნავს ,,მან თავი ღმერთს შესწირა’’. ამავე ფუძისაგანაა ნაწარმოები იუდეველთა ქალაქის სახელწოდება ნაზარეთი. ამ სახელისგანა ჩანს წარმომდგარი ქართული გვარები: ნასარაია, ნასარიძე, ნაზარიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ნათაძე
გავრცელებულია ქართლში, იმერეთში და სხვ. უნდა მომდინარეობდეს საკუთარი სახელიდან “ნათა”; ამავე ძირისაა ნათური, ნათიშვილი, ნათიძე.
Submitted by: scroll.ge

ნათობა(ი)ძე
(1873 წ.) -სავარაუდოდ ქალის საკუთარი სახელიდან არის ნაწარმოები: ნათელა, ნათუა, ნათია, ნათო, შდრ. მნათობი ( ორბეთი).
Submitted by: scroll.ge

ნამაზაშვილი
(1832 წ.), მეტსახელი ნამაზა (სოფელი მუხათი);
Submitted by: scroll.ge

ნამორაძე
(საკუთარი სახელიდან ნამორა, გვარში ნამორაძე), შესაძლოა წარმომდგარი იყოს ცხოველის სახელისგან ნიამორი ,,კლდის თხა’’ ანუ ქურციკი. ამავე ძირისაა- ნამურაძე ( აბელია, გუდარეხი, მარაბდა).
Submitted by: scroll.ge

ნანაშვილი
( 1721 წ.), მომდინარეობს ქალის სახელიდან ,,ნანა’’, რომელიც უძველესი ქართული სახელია (ქალის). მეცნიერთა ვარაუდით, უნდა უკავშირდებოდეს ძველი ხეთური ღვთაების სახელწოდებას. მასთან კავშირშია სახელები: ნანამზე, ნანი, ნანული. შდრ. ნანაძე, ნანავა.
Submitted by: scroll.ge

ნანუაშვილი
( 1721წ.) წარმომდგარია ქალის საკუთარი სახელიდან ნანუა, (კოლხეთი, თეკლათი, ხევსურეთი- შატილი).
Submitted by: scroll.ge

ნაოსრიშვილი
(1818 წ.) საკუთარი სახელიდან ოსი ნაწარმოები გვარია. შდრ. ოსიყმაშვილი, საპარსიაშვილი, ჭანიშვილი....(სოფ. ერტისი)...
Submitted by: scroll.ge

ნარაკიძე
– იხ. ნორაკიძე

ნორაკიძე ძველთაძველი მეგრული ფეოდალური საგვარეულოა. ამ გვარსახელის მეგრული სამეტყველო ფორმაა ნორაკია, რაც შეეხება მის ქართულ ფორმას ნორაკიძე მის, მსგავსად ყველა სხვა მეგრული, სვანური თუ აფხაზური ფეოდალური გვარებისაა (მაგ, დგებია, ხეცია,აფაქია, გარდაფხიანი, შარაშია...)


ნარეკრისშვილი/ნარეკლიშვილი
(1829 წ.), ნარეკალი, მეტსახელი გვარში. ნაწილაკი ნარ როგორც პირველი კომპონენტი გვხვდება ბევრ გვარში: ნარ-აი-ძე, ნარ-იმანი-ძე, ნარ-იმან-ია, ნარ-ოზა-შვილი, ნარ-სა-ძე, ნარ-ინდო-შვილი.....
Submitted by: scroll.ge

ნარიმანასშვილი
(1721 წ.) ნარიმან (ირან.) ,,გულადი’’, ,,ვაჟკაცი’’ იგივეა, რაც ბერძნულად ,,მხნე’’, ,,მამაცი’’. კარლო (ძვ. გერმანულად) ,,მამაცი’’, ,,ვაჟკაცი’’. ამავე ძირისაა: ნარიმანია, ნარიმანიძე.
Submitted by: scroll.ge

ნარიმანიძე/ნარიმანაიძე
(1714წ.) საკუთრი სახელიდან ნარიმანი. ამავე ძირისაა: ნარიმანიძე, ნარიმანიშვილი. ნარიმანიძეთა შტო-გვარისაა: ღარიბაშვილი ( დიდი თონეთი მოხისი, თეთრი წყარო).
Submitted by: scroll.ge

ნარუასშვილი
წარმომდგარია საკუთარი სახელიდან ,,ნარო’’
Submitted by: scroll.ge

ნარჩომაშვილი
(1843წ.) საკუთარი სახელიდან ნარჩომა, გვარში ნარჩომაშვილი, შდრ. ნარჩემაშვილი (სოფ. საღირაშენი).
Submitted by: scroll.ge

ნასყიდაშვილი
ევფემისტური საკუთარი სახელიდან ნასყიდა, ნაყიდა....ცრურწმენის შედეგია ისეთი სახელების დარქმევა-ნასყიდა , წყალობა...
Submitted by: scroll.ge

ნატრაძე
შდრ. ნატრია (მშობლიური საკუთარი სახელი), ამავე ძირისაა: ნატრიაშვილი
Submitted by: scroll.ge

ნაჩხატაშვილი
(1826წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ნაჩხატა. ნაჩხატაშვილი მოიხსენიება მე-18 საუკუნის ყმების ნუსხაში.
Submitted by: scroll.ge

ნაცვლიშვილი/ნაცვალაშვილი
(1705წ.) საკუთარი სახელიდან ნაცვალა არის წარმომდგარი. ნაცვალი, სოფლის მოხელე, მამასახლისის მოადგილე, თანაშემწეს ნიშნავს.
Submitted by: scroll.ge

ნაჭყებია
მომდინარეობს სოფლის სახელიდან “სანაჭყებიო”. “ნაჭყი” მეგრულად “დაწყევლილს” ნიშნავს. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპრები სვანეთიდან ყოფილან. ერთ-ერთ მათგანს ბატონი შემოკვდომია და გაქცეულა. იქ მისთვის ეს სახელი დაურქმევიათ.
Submitted by: scroll.ge

ნებულაშვილი/მეგულაშვილი
(1705 წ.) მოხსენიებულნი არიან აბაშ და დავით აბაშაშვილების მსახურებად ( ბარათაშვილთა შტო-გვარია).
Submitted by: scroll.ge

ნებულიშვილი/ნებურიშვილი
( საკუთარი სახელიდან ნებული). ნებულიშვილი 1941 წელს ამბროლაურის რაიონიდან სოფელ ნიკორწმინდიდან გადმოვიდნენ ასურეთში. ამავე ძირისაა ნებურიძე.
Submitted by: scroll.ge

ნევერაშვილი
(1829 წ.), საკუთარი სახელიდან ნევერა, ნევერო.
Submitted by: scroll.ge

ნეკარაშვილი/ნეკერაშვილი
საკუთარი სახელი ნეკა, გვარში ნეკაძე.
Submitted by: scroll.ge

ნერსე(სა)შვილი
(1721წ.) საკუთარი სახელიდან ნერსე. ნერსე, ერისთავი კახეთისა, ნერსე, ერისთავი ქართლისა.
Submitted by: scroll.ge

ნეფისაშვილი
(1721წ.), ნეფე (ნეფისა ) (ძვ. და საუბ.) იგივეა რაც ნეფე-პატარძალი.
Submitted by: scroll.ge

ნიაზაშვილი
ნიაზ (სპ.) ,,წადილი’’, ,,სურვილი’’, ,,საზრუნავი’’, ,,სათხოვარი“, საკუთარი სახელიდან ნიაზა. ნიაზაშვილი თავდაპირველად გვარი ლომინაძე ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

ნიკოლაიშვილი
ნიკოლაიშვილთა გვარი
"ნიკე ლაოს" - ხალხის გამარჯვებას ნიშნავს ბერძენთა ენაზე.

ნიკოლოზ, ნიკოლოოზ - საქართველოში ძველთაგან გავრცელებული ქრისტიანული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ნიკო, ნიკა, ნიკოა, ნიკალა, ნიკოლა იგივე სახელია, კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით ერთი ფუძისანი არიან: ნიკოლოზიშვილნი, ნიკოლავანი, ნიკოლაძენი, ნიკუაშვილნი და ნიკოლაიშვილნი - გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

KARIBCHE


ძველთაგან გურიაში ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ნიკოლაიშვილთა.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, გურიიდან იმერეთში - საჩიჯავაძოში და საჭილაო-საჯავახოში გადასახლებულ ნიოლაიშვილთა გვარი ნიკოლეიშვილად შეიცვალა, ხოლო გურიიდან გარე კახეთში - ნორიოსა და მარტყოფში - გადმოსული ნიკოლაიშვილების ნაწილი ნიკოლიშვილებად და ნიკოლაშვილებად დაწერილან.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, გურულ ნიკოლაიშვილთა ერთი შტო XVI საუკუნეში უკვე იმერეთში მკვიდრობდა.

1578 წლის ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარში იხსენიება სოფელ როკითს მცხოვრები საეკლესიო გლეხი ნიკოლაიშვილი ნასყიდა.

XVII-XVIII საუკუნეთა სოციალური შინაარსის საბუთებში ნიკოლაიშვილები ჩანან გურიაში თავად მაჭუტაძეთა აზნაურებად.

აზნაური ნიკოლაიშვილი იხსენიება 1865 წლის გურიის თავად-აზნაურთა საერთო წერილის ხელმომწერთა შორისაც.

იმერეთში ნიკოლეიშვილნი (იგივე ნიკოლაიშვილნი) მოხელეებად ჩანან ჩიჯავაძეთა სათავადოში, მათ აზნაურობის მაძიებლებს უწოდებდნენ.

1852 წელს გადაწერილი ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის ერთ ანდერძ-მინაწერში იკითხება: "...ღვთისა სძალო, შეიწყალე ნიკო ამისი მწერალი! და პატრონი სპირდონ ნიკოლეისშვილი, ამინ".

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ნიკოლაიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ნიკოლაიშვილთა გვარიშვილნი: ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი, არქიტექტორი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, მწერალი და ენათმეცნიერი იასონ ნიკოლაიშვილი, ხელოვნებათმცოდნე ბარბარე ნიკოლაიშვილი...

ამჟამად ნიკოლაიშვილ-ნიკოლეიშვილნი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, იმერეთში, ოდიშში, ქართლსა და კახეთში. არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

საქართველოში ნიკოლაიშვილთა (და ნიკოლეიშვილთა) დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ოთხი ათას ოთხასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ნიკოლაიშვილთა!

წყარო: http://karibche.ambebi.ge/

ნიკოლაშვილი
(1886 წ.), საკუთარი სახელი ნიკოლა (გ. ლეონ. სახელები); ნიკოლოზ-ი (ბერძ.) გამარჯვებული, ხალხის მძლეველი).
Submitted by: scroll.ge

ნიკოლოზიშვილი/ნიკოლოზაშვილი
(1721 წ.), ნიკოლოზ ნიშნავს ბერძნულად -გამარჯვებულს ხალხის მრჩეველს ნიშნავს. ნ. ნიკოლაშვილი (კოდა, კრეფა) აბაშიძეთა განაყოფი გვარიცაა.
Submitted by: scroll.ge

ნიკურაძე
(1882 წ.), საკუთარი სახელი ნიკურა; ამავე ძირისაა ნიკურიანი // ნიგურიანი. თომა ნიკოლოზის ძე ნიკურაძე მოიხსენიება დიდ ენაგეთში 1882 წელს ( თეთრი წყარო); ნიკურაძეებიდან იღებს სათავეს კანდელაკების ერთ-ერთი შტო.
Submitted by: scroll.ge

ნინიაშვილი
(1685წ.) საკუთარი სახელიდან ნინია. ამავე ძირისაა: ნინიძე, ნინიკაშვილი, ნინიკელაშვილი, ნინიკური, ნინუა, ნინუაშვილი; (დრე, კოდა, ღვევი, ღოუბანი).
Submitted by: scroll.ge

ნინიკაშვილი
( 1832წ.) საკუთარი სახელიდან ნინია. ამ სახელის ძირია ნინი, საიდანაც გამომდინარებს რამდენიმე სახელი: ნინია, ნინიკი, ნინიკო, ნინიტა, ნინუა.
Submitted by: scroll.ge

ნიქაზაშვილი
( 1832 წ.), საკუთარი სახელიდან ნიქაზა; გვარში ნიქაბაძე, ნიქატა.
Submitted by: scroll.ge

ნოზაძე
გავრცელებულია ხაშურში, საჩხერესა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისაგან ნოზა. ნოზაძეთა განშტოების გვარად ითვლება ალელიშვილი და ცაცუნაშვილი. ალელიშვილი გავრცელებულია ჯავახეთში. შედგება გვარადქცეული სადაურობის სიტყვისგან ალელი. ალი სოფელია ხაშურის რ-ში. გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს ადგილობრივი გამოთქმით არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო საფიქრებელია, მათი წარმომავლობა სოფელ არლიდან (არალი ადიგენის რაიონშია).
Submitted by: scroll.ge

ნონაშვილი
(1721 წ.), საკუთარი სახელიდან ნონა.ამავე ძირისაა: ნონიაშვილი, ნონიკაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ნონეიშვილი/ნონიაშვილი
(1961) საკუთარი სახელიდან ნონე. ამავე ძირისაა: ნონიაშვილი, ნონიკაშვილი, ნონეშვილი, ნონაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ნონიაშვილი
(1713); საკუთარი სახელი ნონი ( სოფ. მუხათი); ნონია (ტბეთის მატიანე, 570); შდრ. ნონაშვილი, ნონეიშვილი, ნონიაძე ( ახოთი, დიდი ენაგეთი, კოდა, საღირაშენი).
Submitted by: scroll.ge

ნონიაძე
( 1873წ.) საკუთარი სახელიდან ნონია ( ტბეთის მატიანე);
Submitted by: scroll.ge

ნორაკიძე 
ძველთაძველი მეგრული ფეოდალური საგვარეულოა. ამ გვარსახელის მეგრული სამეტყველო ფორმაა ნორაკია, რაც შეეხება მის ქართულ ფორმას ნორაკიძე მის, მსგავსად ყველა სხვა მეგრული, სვანური თუ აფხაზური ფეოდალური გვარებისაა (მაგ, დგებია, ხეცია,აფაქია, გარდაფხიანი, შარაშია...)

ნურალაშვილი
(1721), საკუთარი სახელიდან ნური, ნურა, აქედან კნინობითი სახელი ნურალა, ნაზარა.
Submitted by: scroll.ge

ნურიკაშვილი/არზრუმელაშვილი
(1843 წ), საკუთარი სახელი ნური ( კოლხ., 94, ორქა ალ. ღლ . 172); შდრ. ნურადი, ნურალი, ნურალა, ნურო, ნურუა; ,, თომა ნურიკაშვილი, იგივე არზრუმელაშვილი, იხსენიება პატარა თონეთში 1843’’ შდრ. არზუმელაშვილი ( დიდი თონეთი, პატარა თონეთი);
Submitted by: scroll.ge


Submit a name

Related Articles

4 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button