ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები
ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.
სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.
ქართული გვარები
Latest | ა ბ გ ზ ლ მ ს ჩ ც ხ Ა Ბ Გ Დ Ე Ვ Ზ Თ Ი Კ Ლ Მ Ნ Ო Პ Ჟ Რ Ს Ტ Უ Ფ Ქ Ღ Ყ Შ Ჩ Ც Ძ Წ Ჭ Ხ Ჯ | Submit a name
There are currently 4 names in this directory beginning with the letter Ტ.
ტაბაღუა
გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. სავარაუდოდ დაკავშირებულია სახელთან ტაბაღი. შედარებითი ფორმა ტაბახიუძველესი ეთნონიმი ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან. ამავე ძირისაა ტაბახია.
Submitted by: scroll.geტარიელაშვილები
ქართული გვარი. ქართული გვარი, რომელიც პირველად გვხვდება XVIII საუკუნის აღწერებში. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტარიელი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირის სახელი, როგორც ფიქრობენ, მომდინარეობს ირანული დარიელისაგან, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: დარ, დარა- „მეუფე“, „მეფე“ და იელ - „გმირი“. ამრიგად, ტარიელი ნიშნავს „მეფე გმირს“. აქედანაა ნაწარმოები გვარი ტარიელაშვილი. გვარი მოხსენიებულია 1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც დაერთო გეორგიევსკის ტრაქტატს და გაუთანასწორდა რუსეთის „დვორიანსტვოს“. ტარიელაშვილი - თბილისი, გორი, ზერტი, მჭადიჯვარი, სურამი, ხაშური, ხცისი.
Submitted by: scroll.geტყებუჩავა
ტყებუჩა შავკანიანს ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს გვარი შავკანიანი კაცის მეტსახელიდან მოდის. გვარის მოკლე ისტორია აღწერილი აქვს გვარების მკვლევარს, პაატა ცხადაიას. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ამ გვარს 350-ე ადგილი უჭირავს, სენაკის რაიონშიმეორე, ხოლო ხობის რაიონში30-ე. ტყებუჩავათა ძირითადი სამკვიდროა ზანა, სადაც ამ გვარის 240 ოჯახი ცხოვრობს. ეს გვარი, ასევე, გვხვდება სოფლებში: ფოცხო32, ახალსოფელი (სენაკის რაიონი)24, საჯიჯაო17, ძველი აბაშა14, ხობი11, გურიკული8, უშაფათი5, აბაშა4 და ასე შემდეგ. გვარის ადგილობრივი ვარიანტია ტებჩა. სატყებუჩავო სოფელი ზანაძგის ორივე ნაპირას გვხვდება. სატყებუჩავო-სატყებუჩო უბანია შუა სოფელში, ძველ აბაშაში. 1995 წელს ვაუჩერი აიღო 2 310-მა ტყებუჩავამ: სენაკში903-მა, თბილისში395-მა, ხობში276-მა. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.geტყეშელაშვილი
ძირითადად ონისა და ამბროლაურის რაიონებშია გავრცელებული. გადმოცემით ამ გვარის წინაპრები კოზოლიები ყოფილან, აფხაზეთიდან გადმოსულან იმერეთში და კოზოლაძეებად ქცეულან, შემდეგ ხატისკაცებად. ტყეშელაშვილების პირველი საცხოვრებელი იმერეთში ბზვანი და მაღლაკი ყოფილა. ამავე ძირისაა ტყეშელაძე, ტყეშელიაძე.
Submitted by: scroll.geSubmit a name
გვარი ხოხიაშვილის ისტორია მაინტერესებს
მ
მეგრულ გვარები პრინციპულად არ მოიძიეთ თუ არ თვლით ქართულად???
რომელი გვარის წარმომავლობა გაინტერესებთ?