ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები
ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.
სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.
ქართული გვარები
Latest | ა ბ გ ზ ლ მ ს ჩ ც ხ Ა Ბ Გ Დ Ე Ვ Ზ Თ Ი Კ Ლ Მ Ნ Ო Პ Ჟ Რ Ს Ტ Უ Ფ Ქ Ღ Ყ Შ Ჩ Ც Ძ Წ Ჭ Ხ Ჯ | Submit a name
There are currently 25 names in this directory beginning with the letter Გ.
გაგაძე
გაგაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი გაგა.
გაგაძე ერთძირიანი გვარმოდენილობაა - ყველა გაგაძე ერთმანეთის ნათესავია, ერთი წინაპრის შთამომავალია. ერთძირიანი გვარი ერთი ბუდიდან არის გამრავლებული და განსახლებული.
გაგაძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ნასოფლარი გაგაძენია თეთრი არაგვის ხეობაში, სოფელ ზემო მლეთის მახლობლად. ამ ნასოფლარში გაგაძეები XX საუკუნის 50-იან წლებამდე ცხოვრობდნენ, სანამ ზემო მლეთაში ჩასახლდებოდნენ. სოციალური მდგომარეობით გაგაძეები თავისუფალი მეთემე მთიელები იყვნენ.
ეთნოგრაფიული მონაცემებით, გაგაძეთა საგვარეულო სალოცავია "გაგაძეთ კვირაცხოველი" ნასოფლარ გაგაძენში. გაგაძეები წილს - საკლავის მარჯვენა ბეჭსა და ტყავს არ ტოვებდნენ მთიულეთის სათემო სალოცავში, ღუდას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატობაში; პირიქით, მათ ამ სალოცავში სადეკანოზო წილი ეკუთვნოდათ.
გაგაძეების გვარი საკმაოდ ძველია. ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, ეს გვარი XIV საუკუნიდან იხსენიება. პირველი წყარო, რომელშიც გაგაძე იხსენიება, არის ცნობილი საისტორიო თხზულება "ძეგლი ერისთავთა" (1348-1400 წლები). თხზულების იმ მონაკვეთში, რომელშიც სოფელი გაგაძენი იხსენიება, საუბარია XIII საუკუნის მოვლენებზე: "მაშინ წარვიდა ყოველი სპაი სპარსთაი. მაშინ მეფემან მიუბოძა შალვას თრუსოი, ღუდაი, გაგაძენი, მლეთა, არახვეთი, ხანდოი, ყანჩაეთი..." ეს შალვა, რომელსაც მეფემ სოფელი გაგაძენი უბოძა, ქსნის ერისთავი იყო. ჩვენთვის უცნობია, როდის უნდა მომხდარიყო გაგაძეთა გვარის ნაწილის გადასახლება არაგვის ხეობიდან ქსნის ხეობაში, მაგრამ XVII საუკუნის შუა ხანებში ეს გვარი უკვე იხსენიება ქსნის საერისთავოს სოფელ ყანჩავეთში.
1666 წელს ვინმე შანშე სეფედავლეშვილმა მამული მიჰყიდა თავად ქაიხოსრო რატიშვილს. მოწმე ყოფილა ლაზარე გაგაძე. რატიშვილთა გვარი ქსნის ერისთავთაგან განშტოვდა. ერისთავთა მამულის ნაწილი რატიშვილებს ერგოთ, მათ შორის სოფელი ყანჩავეთი. მოწმედ დასახელებული ლაზარე გაგაძე ყანჩაველი გლეხია.
1701 წლის რატიშვილთა ერთ ნასყიდობის წიგნში რატიშვილთა ყმად იხსენიება კიდევ ერთი ყანჩაველი გლეხი გამიხარდი გაგაძე. მთიულ გაგაძეთაგან ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო ბერი გაგაძე, რომელმაც თავი ისახელა 1727 წლის დიდველის ბრძოლაში, როდესაც ოსთა ლაშქარმა მთიულეთის წასახდენად გამოილაშქრა, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. ხალხური ლექსის მიხედვით, "შვიდი ათასი ოსისგან შვიდი გაუშვეს შინაო". ბერი გაგაძეს გმირობა ასახულია მთიელთა ხალხურ პოეზიაში.
1774 წლის არაგვის ხეობის აღწერაში გაგაძეთა ერთი ოჯახი იხსენიება ზემო მლეთაში, საიდანაც მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში ორი მეომარი გამოდიოდა - შიო და ოქროპირ გაგაძენი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი მლეთაში კი არა, სოფელ გაგაძენში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ერთკომლიანი, აღმწერებმა მლეთას მიაწერეს. აგრეთვე უნდა ვივარაუდოთ, რომ იმხანად გაგაძეთა რამდენიმე კომლი ქსნის ხეობის სოფელ ყანჩავეთშიც იცხოვრებდა.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გაგაძეთა გვარის მეომრები არაგველები - ქუდზე კაცად, ქსნელები კი კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.
1860 წლის აღწერით, ქსნელი გაგაძეები 6 კომლად ცხოვრობდნენ, არაგველები კი 4 კომლად.
1873 წლის მონაცემებით, ქსნელი გაგაძეები 10 კომლად ქცეულან, ხოლო არაგველები ისევ 4 კომლად დარჩენილან. როგორც ჩანს, მთიული გაგაძეების ნაწილი XIX საუკუნეში არაგვის ხეობის ჭართალის თემში ჩასახლდა. დღეს შირაქის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები გაგაძეები, რომლებიც იქ XX საუკუნის 30-იან წლებში გადასახლებულან, თავიანთ ძველ საცხოვრისად არა მლეთასა და გაგაძენს, არამედ ქართლის თემის სოფელ მუგუდას ასახელებენ.
ბოლო ოცი წელია გაგაძეებმა გვარის ერთობა აღადგინეს. ყოველი წლის აგვისტოს პირველი კვირადღე გაგაძეების დღეა. ამ დღეს მლეთაში იკრიბებიან არაგველი, ქსნელი, კასპელი, მცხეთელი, თბილისელი და შირაქელი გაგაძეები, ერთმანეთს ეცნობიან, საგვარეულო სალოცავს სანთლებს უნთებენ და წინაპრებს შენდობას ეუბნებიან.
საქართველოში გაგაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა დაახლოებით 350 სულია. შვიდსაუკუნოვანი გვარისთვის საკმაოდ მცირე რიცხვია.
ღმერთმა ამრავლოს გვარი გაგაძეთა!
გაგაძეთა გვარი

გაგელიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაგელა.
ჩხიკვთელმა ივანა გაგელიძემ 1871 წელს შვილი მართა ღოუბანში გაათხოვა პავლე აბულაშვილზე.
საქართველოში 240 გაგელიძე ცხოვრობს: თბილისში – 94, დუშეთში – 93, მცხეთაში – 23. არიან სხვაგანაც.

გაგნიძე
გავრცელებულია თბილისში, ხაშურსა და თელავში. სავარაუდოდ, მომდინარეობს მეტსახელიდან გაგანა. გაგნიძეები ასურეთში ჩამოსახლდნენ ქლუხორიდან 1957 წელს.
Submitted by: scroll.geგამრეკელი
უძველესი ფეოდალური საგვარეული მესხეთში. “ძველთა მთავართა გვარი”. გამრეკელ-თორელები XII ს-ში ფლობდნენ თმოგვის ციხეს, მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელ-თორელი ჯავახეთის მმართველი იყო. საკუთარ სახელადაც გვევლინება: გამრეკელი კახასძე, გამრეკელი ჯავახიშვილი. სამხედრო თანამდებობის ტერმინიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ამავე ძირისა: გამრეკელაშვილი, გამრეკელიძე -> გამრეკლიძე.
Submitted by: scroll.geგანძიელი
შუა საუკუნეების ქართველ დიდებულთა გვარია, განძიელები ამ წოდებითაა მოხსენიებული გეორგიევსკის ტრაქტატში, რომელიც 1783 წელს გაფორმდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ განძიელები სულ მცირე 1783 წლამდე აღმოსავლეთ საქართველოს გვერდის ძირის აზნაურნი იყვნენ. შემდგომად ამისა, განძიელების გვარი (ან გვარის ერთი გარკვეული ნაწილი) გადავიდა იმერეთში, სადაც ეს გვარი „იმერეთ შესცვალეს ენის თვისებისა გამო გეგელიათ.“განძიელების გვარის ასეთი გეოგრაფიული გადაადგილება ხსნის იმას თუ რატომ არიან დღესდღეობით იმერელი და მეგრელი გეგელიები.
Submitted by: scroll.geგეგეჭკორი
გეგეშ ჭკორი - წმინდა გიორგის ყმა კოლხთა ენაზე.
ეგრე უბნობენ, ოდესღაც მარტვილის წმინდა გიორგის ეკლესიას შემოეფარაო ოდიშში სვანთაგან დევნილი ერთი ვინმე დადეშქელიანი, სახელი მისი - გეგეშ. წმინდა გიორგის ჰყმობია თურმე, ამადაც გაუგვარდაო იმ სვანს გეგეჭკორობა. ამასაც უბნობენ, მამა-პაპით მოუდითო ეკლესიის სამსახური გეგეჭკორებს.
ქართულ საისტორიო საბუთებში გეგეჭკორთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. 1690-იანი წლების შეწირულობის წიგნში, რომლითაც ოდიშარი თავადი ხახუ ჩიჩუა ყმა გლეხს სწირავს ბიჭვინთის ტაძარს, მოწმედ დასახელებულია "დადიანის მაგიერი კაცი მაგუ გეგეჭკორი".
1779 წლის რუხის ბრძოლა ლექსად აღუწერავს დადიანის კარზე მოღვაწე ახალგაზრდა პოეტს ივანე გეგეჭკორს.
1818 წლის განჩინებაში თავზარაშვილსა და ბერიძეს შორის სადავო საქმეზე ნახსენებია გეგეჭკორის ყმა გლეხი, რომელიც დავის მიზეზი გამხდარა.
1844 წლის პირობის წიგნში, ოდიშელ თავადებთან ჩიქოვანთან და დგებუაძესთან ერთად, მოფიცრად დასახელებულია ანტონ გეგეჭკორი.
ივანე ბატონიშვილი გეგეჭკორთა გვარს ოდიშის აზნაურთა შორის იხსენიებს.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გეგეჭკორთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.
ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ გეგეჭკორთა გვარისშვილნი: პოეტი გივი გეგეჭკორი, მწერალი ლადო გეგეჭკორი, ლოტბარი ივანე გეგეჭკორი, ქართული სცენის დიდოსტატი გოგი გეგეჭკორი... გეგეჭკორთა გვარის წარმომადგენლები ჩანან პოლიტიკის, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში.
ამჟამად გეგეჭკორები ცხოვრობენ ძირითადად ოდიშ-სამურზაყანოში, მრავლად იყვნენ აბაზგეთსა და აფშილეთში, არიან მცირე რაოდენობით ვაკე იმერეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და შიგნით კახეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან მარტვილის, აბაშის, ზუგდიდისა და გალის რაიონებში. გეგეჭკორები იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.
საქართველოში გეგეჭკორთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ათას რვაასს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი გეგეჭკორთა!

გელაშვილი
გავრცელებულია იმერეთში, ქართლში, კახეთში და სხვ. შედგება საკუთარი სახელისგან გელა. ამავე ძირისაა: გელავა, გელაძე, გელეიშვილი, გელეხავა, გელიკაშვილი, გელოვანი… წარმოქმნის თვალსაზრისით გელა ძირის პროდუქტიულობა აყენებს საკითხს მის ეთნონიმურ წარმომავლობაზე. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული სკვითური ტომის სახელწოდება გელა, გელონი, გელონოი, გელონოსი, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი, მათი მეზობელი ტომთაგანი უნდა ყოფილიყო. გელაშვილების ბუდე-ადგილად სოფ. ნადაბური ითვლება; გადმოცემით გელაშვილების სალოცავი ტაძარი გელათი ყოფილა.
Submitted by: scroll.geგელდიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გელდია, რომელიც თურქული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „წყალობა მოვიდა“. ბერი გელდიაშვილი მოიხსენიება სოფელ მოხისში, 1707 წლის პირობის წიგნში, რომელიც მისთვის არდაშელ ზებულისძეს მიუცია.
საქართველოში 494 გელდიაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 152, თბილისში – 107, ახმეტაში – 72. არიან სხვაგანაც

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
გელიაშვილი
"გელიაშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე - "გელია" და სუფიქსაცია - "შვილი".
"გელია", იგივე "მგელა", "მგელადან" ნაწარმოები ქართული სახელია. გელია, გელუა, გელიკა, გელიტა და სხვა გელას კნინობითი ფორმებია და კაცის საკუთარი სახელებია. ამრიგად, გელიაშვილების გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი - "გელია".
გელიაშვილის გარდა "გელ", "მგელ" ფუძიდან ნაწარმოებია ქართული გვარები: გელავა, გელაძე, მგელაძე, გელეიშვილი, გელიაშვილი, გელიკაშვილი, გელიტაშვილი, გელხაური, გელოვანი და სხვა. საუბარია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე.
თვითონ გელიაშვილთა გვარსახელი რამდენიმე სხვადასხვა წარმოშობის გვარმოდენილობას აერთიანებს. არიან წინაფშაველი, შიდაქართლელი, გარეკახელი და ზემოიმერელი გელიაშვილები. ისინი ყველანი ერთი წინაპრის, ერთი გელიას შთამომავლებად არ უნდა მივიჩნიოთ. გელია ხომ მრავალს შეიძლება რქმეოდა სხვადასხვა მხარესა და სხვადასხვა საუკუნეში. სოციალური წარმომავლობით, გელიაშვილები ყველგან გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.
ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, გელიაშვილთა გვარი XVII საუკუნიდან ჩანს.
XVII საუკუნის დამდეგს ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში იხსენიება გელიაშვილი ათანასე. 1672 წლის წინამძღვრიშვილ-ბუნიათიშვილთა ვენახის ნასყიდობის წიგნში მოწმედ იხსენიება გელიაშვილი ნასყიდა.
ზემოქართლელი გელიაშვილი კაკონა იხსენიება 1688-1703 წლების ციციშვილთა გაყრის წიგნში და გელიაშვილი პაპიაი ჩანს საციციანოს აზნაურ ბუნიათიშვილთა 1689 წლის ნასყიდობის წიგნში.
ქვემოქართლელი გელიაშვილი ლევანა დასახელებულია ბარათაშვილთა 1680-იანი წლების ერთ ნასყიდობის წიგნში.
1692 წელს მეფე ერეკლე I-მა ზურაბ ჯავახიშვილის გლეხი გელიაშვილები ფარსადან ჯავახიშვილს უწყალობა.
საისტორიო საბუთებში არ იხსენიებიან გოგოლაურთა თემის ფშაველი გელიაშვილები, რომლებიც მოგვიანებით წინა ფშავში, თიანეთისა და ახმეტის მხარეში მგელიაშვილებად დაეწერნენ. ასევე დუმილს იცავენ წყაროები იმერეთისა და იმერეთიდან ჰერეთში გადასული გელიაშვილების შესახებ.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გელიაშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ: ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე ("წინამბრძოლთა") და შუაგულ ("მეფისა ალმის მპყრობელთა") სადროშოებში, ცალკერძ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.
ამჟამად გელიაშვილები ცხოვრობენ: ფშავში და არაგვზე, გაღმა, სახიმშიაშვილო მამულებში; გარე კახეთში - გარდაბნის რაიონში; შიდა ქართლში - მცხეთის, კასპისა და გორის რაიონებში; იმერეთში - თერჯოლის რაიონში და ჰერეთში - ლაგოდეხის რაიონში. განსაკუთრებით მრავლად არიან დუშეთის, მცხეთისა და გორის რაიონებში. თბილისში გელიაშვილების 80-85 კომლი ცხოვრობს.
1995 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში გელიაშვილთა გვარის დიდ-პატარა, ქუდოსან-მანდილოსანი ერთად 1141 სულს ითვლიდა.
ღმერთმა ამრავლოს გვარი გელიაშვილთა!

გეორგაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიორგი და მისი სახეშეცვლილი ფორმა – გეორგა. 1817 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოში, თავად ნინია სოლოღაშვილის ყმად მოიხსენიება ივანე გეორგაძე. ამავე ძირისაა გვარი გიორგაძე.
საქართველოში 14 582 გიორგაძე ცხოვრობს: თბილისში – 2 798, ქუთაისში – 2 256, ვანში – 1 112. არიან სხვაგანაც
საქართველოში 14 582 გიორგაძე ცხოვრობს: თბილისში – 2 798, ქუთაისში – 2 256, ვანში – 1 112. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
გზირიშვილი
გავრცელებულია: კასპი, საგარეჯო, თბილისი. სამოხელეო ტერმინი გზირი. სულხან-საბას განმარტებით გზირი სხვათა ენაა, ქართულად შულტა ჰქვია. გიორგი გზირიშვილი მოიხსენიება ნასყიდობის წიგნში 1746 წელს.
Submitted by: scroll.geგიგაური
ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს “გიგა”, “გიგი”, “გიგო”. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი “გიგაური” სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.
Submitted by: scroll.geგიორგაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიორგი და მისი სახეშეცვლილი ფორმა – გეორგა. 1817 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოში, თავად ნინია სოლოღაშვილის ყმად მოიხსენიება ივანე გეორგაძე. ამავე ძირისაა გვარი გიორგაძე.
საქართველოში 14 582 გიორგაძე ცხოვრობს: თბილისში – 2 798, ქუთაისში – 2 256, ვანში – 1 112. არიან სხვაგანაც
საქართველოში 14 582 გიორგაძე ცხოვრობს: თბილისში – 2 798, ქუთაისში – 2 256, ვანში – 1 112. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
გიუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიუა. ქუბა გიუაშვილი 1699 წელს მოიხსენიება მიწის ნასყიდობის წიგნში, როგორც ერთ-ერთი მოწმე. 1721 წელს, კრწანისში მიხსენიება გოგია გიუაშვილი
საქართველოში 156 გიუაშვილი ცხოვრობს: გორში – 74, თხილნარში – 35, ბორჯომში – 20 არიან სხვაგანაც.

გიქორაშვილი
საკუთარი სახელი გიქორადან. ბადიაური, გურჯაანი, ველისციხე, კაკაბეთი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყანდაურა
Submitted by: scroll.geგოგალაძე
გოგალაძეთა გვარი
გოგა - საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო გოგოლა იგივე სახელია კნინობით თქმული. გოგოლაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის სახელი. ქართველურ ანთროპონიმიკაში გოგა-გოგალა ფუძის დერივატული გვარსახელებია: გოგაძე, გოგაშვილი, გოგავა, გოგაია, გოგალაშვილი და გოგალაძე. ეს გვარები მხოლოდ ფუძით ემსგავსებიან ერთმანეთს და მათ შორის არავითარი ნათესაობა არ არსებობს.
გვარსახელის ფორმა "გოგალაძე", ძველი ფორმით - "გოგალასძე", ქართულ გვართა შორის ერთ-ერთი უძველესია. ტბეთის სულთა მატიანეში იხსენიებიან გიორგი და მიქაელ გოგალასძენი: "სულსა გოგალასძისა გიორგისა და მისსა მეუღლესა ნათელისა შეუნდვენ ღმერთმან"; "სულისა გოგალაძისა მიქაელისა შეუნდვენ ღმერთმან". მეცნიერები ტბეთის სულთა მატიანის ცალკეულ მოსახსენიებლებს პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ათარიღებენ. მიჩნეულია, რომ გიორგი გოგალასძისა და მისი მეუღლის ნათელის სულთა მოსახსენებელი XIII საუკუნის ჩანაწერია, ხოლო მიქაელ გოგალასძის სულის მოსახსენებელი უფრო გვიან - XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე შეუტანიათ სულთა მატიანეში.
ძნელი სათქმელია, უკავშირდებიან თუ არა აქ მოხსენიებული გოგალასძენი დღეს იმერეთ-რაჭაში მცხოვრებ გოგალაძეებს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ XIII და XV საუკუნეებში საკუთარი სახელი გოგალა შავშეთ-კლარჯეთშიც ყოფილა გავრცელებული და რომელიმე გოგალას შვილებსა და შთამომავლებს გოგალასძეობით იხსენიებდნენ.
XVI საუკუნის შუა ხანებში გოგალასძეები შიდა ქართლში ჩანან.
1569 წელს გოგალაძე ზაქარია, ლიპარიტაი, მამისაი და მახარებელი მოწმეებად იხსენიებიან ნასყიდობის წიგნში, რომლის მიხედვითაც მინიაშვილმა ქურდევანიძეს მამული მიჰყიდა. გაყიდული მამული შიდა ქართლში, საციციანოს სოფელ ყრისისხევში მდებარეობდა. ქურდევანიძეები ციციშვილთა აზნაურები იყვნენ. როგორც ჩანს, იმ დროს გოგალაძეები უკვე შიდა ქართლში ცხოვრობდნენ. ქართლის გოგალაძეებს კარგად ახსოვთ თავიანთ წინაპართა იმერული წარმომავლობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიხთიმერეთში გოგალაძეთა გვარი XVI საუკუნეზე უფრო ადრე ხანებში მკვიდრობდა.
1628 წლის წყალობის სიგელით, იმერეთში, წაქვას და ვერტყვილას ჭალას მცხოვრები გოგალაძენი მეფე თეიმურაზმა ბატონს ლევანს (გვარი გაურკვეველია) უბოძა. ეს გოგალაძენი, როგორც ჩანს, მანამდე სახასო გლეხები ყოფილან და მას უკან საბატონო გლეხები გამხდარან.
1689 წელს ვინმე სულხან გოგალაძემ არდაშელ ბუნიათიშვილს 27 დღიური სამკალი მიწა მიჰყიდა მაზმიშვილების მიწის მიჯნამდე. ირკვევა, რომ ეს სულხან გოგალაძე თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახით (მას შვიდი ძმა ჰყავდა გაუყრელი) შიდა ქართლში, საციციანოში მცხოვრები გლეხია. მიწის მყიდველი ბუნიათიშვილი საციციანოელი აზნაური იყო. აზნაურ ბუნიათიშვილებს თავად ციციშვილთა სახლთუხუცესობა მოუდიოდათ. მამულის მომიჯნავე მაზმიშვილების გვარიც შიდაქართლელთა გვარია.
1721 წლის მოწინავე სადროშოს აღწერაში იხსენიება ქვემო ქართლის სოფელ აბანოში მცხოვრები აზნაური დათუნა გოგალაძე: "აბანოს მსახლობელი აზნაურიშვილი გოგალაძე დათუნა".
XVIII საუკუნის ერთი საინტერესო საბუთიდან ირკვევა, რომ ზემო იმერეთში, საწერეთლოში, გლეხი კაპანაძე დაკარგულა. ოსმალობა-ლეკიანობის დროს ასეთი რამ ჩვეულებრივი ამბავი იყო. უბედურებაში ჩავარდნილ გლეხს მხსნელად თავისივე ბატონი გამოუჩნდებოდა ხოლმე. ქართული სიტყვა "ბატონი" "პატრონიდან" არის ნაწარმოები. ჩვენში ხომ თავიდან პატრონყმობა ყოფილა და არა ბატონყმობა. გლეხი კაპანაძე ტყვეობიდან თავადმა წერეთელმა დაიხსნა. სამშობლოში დაბრუნებული გიორგი კაპანაძე თავად პაპუნა წერეთელს ხელწერილს აძლევს: თეთრი არ მქონდა და ტყვეობიდან დახსნის სანაცვლოდ ჩემს მამულს გაძლევთო. "კაცთაგან ამისი მოწამე ქავთარაძე გიორგი, გოდაბრელიძე ოთია, კურცხალია ფირან, მაჭავარიანი ფირან; მე მდივანს გვარჯასპის დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი. სარდალი მაჭავარიანი გოგალაძე ხელოსანი, შათირიშვილი შიო". ხელწერილი 1722-1738 წლებით თარიღდება. როგორც ჩანს, ამ დროისთვის ვინმე გოგალაძე მოხელედ მსახურობდა საწერეთლოში. "ხელოსანი" ხელის ანუ უფლების მქონეს ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს გოგალაძე საწერეთლოელ აზნაურთა გვერდით იხსენიება.
1722-1738 წლების სხვა საბუთის მიხედვით, საწერეთლოს სოფელ მერჯევში მცხოვრები გლეხი გოგალაძე თავისი მამულით თავადმა დავით წერეთელმა თავად პაპუნა წერეთელს დაუთმო. ისინი გაყრილი ძმები იყვნენ.
ზემო იმერეთში გოგალაძეები თავად აბაშიძეთა ყმებიც ყოფილან.
1727 წელს წერეთელი თავისი კაცებით მიხდომია აბაშიძეთა მამულში მცხოვრებ გოგალაძეებს. გაურკვეველია, რას ერჩოდა ან რა ხელი ჰქონდა, მაგრამ გოგალაძეებიდან ორი კაცი დაუჭრიათ და შვიდი კაცი ტყვედ წაუყვანიათ. აბაშიძეებს მეფის სამართალში უჩივლიათ. სამართალმა წერეთელი გაამტყუნა და თეთრის გადახდა დააკისრა. წერეთელმა თეთრი ვერ გადაიხადა და იძულებული გახდა, თავისი გლეხები - კორბოულელი მაჭარაშვილების ორი კომლი აბაშიძისთვის დაეთმო გოგალაძეთა ერთი კომლის აკლების სანაცვლოდ.
1779 წელს შიდაქართლელმა აზნაურმა ზენონ უთნელიშვილმა ყმის ნასყიდობის წიგნი დაუწერა დავითგარეჯის მონასტერს: "ნებითა და შეწევნითა დაუსაბამოისა ღვთისათა ესე ნასყიდობის წიგნი მოგართვით მრავალმთის უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტრის არხიმანდრიტს ევთიმის მე უთნელისშვილმან ზენონმან. ასე რომ, მოგყიდე ჩემი ყმა ფლაველი გოგალაძე გიორგი თავისი ცოლ-შვილით. ავიღე ფასი სრული, რითაც ჩემი გული შეგჯერდა. ეს კაცი ჩემი ბიძაშვილის ყმა არის რევაზის წილი. ამ კაცმა ჩემი მემკვიდრე კაცი მოკლა და გადმოვარდა და იმ ჩემის კაცის სისხლში ავიღე ეს კაცი და წინამძღვარს მივყიდე. მოგახმაროს ღმერთმან წმინდის ნათლისმცემლის მონასტრის სამსახურსა და ერთგულებაში. არავინ იყოს თქვენი მოცილე. თუ ვინმე გედაოს ამ ჩემს მოცემულს კაცს, პასუხის მიმცემი მე ზენონ ვიყო. და თუ ჩემს მოდავეს პასუხი ვერ მივცე, ამის მაგიერ სხვა ამგვარი ცოლშვილიანი კაცი მოგართვა. თუ კაციც ვერ მოგართვა, თორმეტი თუმანი თეთრი მოგართვა. არის ამის მოწამე: ფავლენიშვილი გლახა, ფავლენიშვილი ივანე, ზარდიაშვილი გოგია, იასე მღვდელი თავხელიძე, გიუნაშვილი პეტრე, მარკოზაშვილი ივანე და მე, მეფის კარის ხუცესს იოანე ხირსელს, დამიწერია ამ ზენონის სიტყვით და მოწამეცა ვარ.
ჩვენ, მეფე სრულიად საქართველოისა მეორე ირაკლი, ვამტკიცებ ნასყიდობის სიგელსა ამას. თუ მაზედ ჭეშმარიტი სიტყვა არავის რა ჰქონდეს, ნურავინ ილაპარაკებს, თორემ ჩვენად შეცოდებად მოვკითხავთ.
ჩვენ, ციციშვილი სარდალ-ქალაქის მოურავი დავით, სიგელის მოწამე ვარ ზენონის სიტყვით.
მე, ხერხეულიძე ლაშქარნივისი ომან, ამ ნასყიდობის სიგელის მოწამე ვარ ზენონის სიტყვით.
ამირეჯიბი ხუთასისთავი ზაზა ამ ნასყიდობის წიგნისა ზენონის სიტყვით მოწამე ვარ".
მეფე ერეკლე და ქვეყნის ხალხი ჩარეულა ამ ერთი გაქცეული გლეხი გოგალაძის საქმეში. ფრიად საინტერესო საბუთია. საბატონო გლეხს საბატონო გლეხი მოუკლავს. ქართული სამართალი მკვლელობის შემთხვევაში სისხლის საზღაურს ითვალისწინებდა და არა პატიმრობას. გლეხის სისხლი 12 თუმანი იყო. მკვლელს ეს თანხა მოკლულის ბატონისთვის უნდა გადაეხადა, ხოლო თუ ვერ იხდიდა, თვითონ უნდა გამხდარიყო მისი ყმა. გოგალაძე გიორგი სოფელ ფლავში (დღევანდელი გორის რაიონი) ცხოვრობდა. ვერც სისხლის საზღაურს იხდიდა და არც ახალი ბატონის ყმობა ინდომა, აყრილა ცოლ-შვილით და შიდა ქართლიდან გარე კახეთში გადავარდნილა. როგორც ჩანს, გარეჯის მონასტერს შეაფარა თავი. ახალმა ბატონმა ზენონ უნთელიშვილმაც თავისთვის უმჯობესად მიიჩნია, გაქცეული დამნაშავე, ცოდვიანი და ურჩი გლეხი, სადაც იყო, იქ დაეტოვებინა. რახან მონასტერი გლეხს სისხლის ფასს უხდიდა, დაკმაყოფილებულიყო და თავი გაენებებინა. ამის შემდეგ საბატონო გლეხი გოგალაძე საეკლესიო გლეხი გახდა. დამნაშავეს პასუხი არ მოეკითხა, პირიქით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. დაზარალებული გამოვიდა მოკლულის ოჯახი, რომელიც მომჩივნად არ ჩანს, და მკვლელის ყოფილი ბატონი, რომელსაც ყმა ჩამოერთვა.
XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, გოგალაძეებს უცხოვრიათ რაჭის სოფელ კვაცხუთში. აქ საბატონო გლეხები ყოფილან. აგრეთვე უცხოვრიათ იმერეთის რამდენიმე სოფელში: არგვეთში ყოფილან სასულიერო წოდებისანი და საბატონო გლეხები, სოფელ კორბოულში - აქაც სასულიერო წოდებისანი და საბატონო გლეხები, მოძვში - საბატონო გლეხები, რგანში - საბატონო გლეხები, რხერში - საბატონო გლეხები, მანდაეთში - სასულიერო წოდებისანი და საბატონო გლეხები, ნერგეეთში - საბატონო გლეხები და ხარაგაულის მხარის სოფელ ხონში - საბატონო გლეხები.
XIX საუკუნეში უმოღვაწიათ: არგვეთის წმინდა გიოგის ეკლესიის მღვდელს გრიგოლ გოგალაძეს (1809-1859 წ.წ.), კორბოულის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელს ბესარიონ გოგალაძეს (გარდაიცვალა 1822 წელს) და ამავე ეკლესიის მღვდელს გიორგი გოგალაძეს (1810-1842 წ.წ.).
უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნეში დაიწყო გოგალაძეთა მასობრივი გადაწერა გოგოლაძეებად. გოგოლაძეების გვარი ისედაც არსებობდა გურიაში და ისინი იმერელ გოგალაძეებს სულაც არ ენათესავებოდნენ. გვარსახელში "ო" და "ა" ასონიშნების მონაცვლეობის შედეგად დღეს გოგოლაძეთა მრავალათასიან გვარში ნამდვილი გოგოლაძეები მცირედნი არიან, უმრავლესობა კი გვარგადაკეთებული გოგალაძეა. თუმცა არის იშვიათი შემთხვევებიც, როცა პირიქით - ნამდვილმა გოგოლაძემ გადაიკეთა გვარი გოგალაძედ.
გოგალაძეთა გვარისანი ყოფილან სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებულ მაჰმადიან მესხთა შორისაც. მათ მესხეთის სოფელ ქილდაში უცხოვრიათ.
ეთნოგრაფიული მონაცემებით, შიდა ქართლის სოფელ ხოვლეში ამჟამად მცხოვრები ლაბარიშვილები ძირად გოგალაძეები ყოფილან. ისინი ზოგ საბუთში ლაბარებად იხსენიებოდნენ.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგალაძეთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში. უფრო ადრე, "ჟამსა ერთობისასა", შავშეთ-კლარჯეთელი გოგალასძენი ალბათ ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე დროშის ქვეშ იდგნენ.
ადგილს და ადგილს საქართველოში სახელად შემორჩა გოგალაძეთა გვარის სახელი. საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში დგას ეკლესია, რომელსაც ხალხში "გოგალაძეების ძლევის ეკლესიას" უწოდებენ; ამავე კორბოულის საკრებულოში შედის სოფელი სახელწოდებით "გოგალაძეები", საჩხერის რაიონის სოფელ ჯვარში არის "გოგალაძეების უბანი" და "გოგალაძეების წყარო"; "გოგალაძეების წყაროა ქარელის რაიონის სოფელ კოდაშიც, ამავე რაიონის სოფელ ახალსოფელში კი მოედინება "გოგალაძეების რუ".
ამჟამად გოგალაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, რაჭაში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ხაშურის, ქარელის, საჩხერის, ხარაგაულისა და ლაგოდეხის რაიონებში.
საქართველოში გოგალაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3000 სულს აჭარბებს. თუ ამას დავუმატებთ თითქმის სამ ამდენ გოგოლაძედ დაწერილ გოგალაძეს, გოგალაძეთა გვარი მრავალრიცხოვან ქართულ გვართა პირველ ათეულში მოექცევა, რაც, გვარის სიძველის გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია.
ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგალაძეთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ალექსანდრე ნაზღაიძემ
http://karibche.ambebi.ge
გოგბერაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგიბერი. ამავე ძირისაა გვარები: გოგიბერაშვილი, გოგიბერიშვილი.
1843 წლის აღწერაში, სოფელ დიდ თონეთში მოიხსენიება მოსე გოგბერაშვილი.
საქართველოში 900 გოგბერაშვილი ცხოვრობს: თერჯოლაში – 329, ზესტაფონში – 236, თბილისში – 114. არიან სხვაგანაც
1843 წლის აღწერაში, სოფელ დიდ თონეთში მოიხსენიება მოსე გოგბერაშვილი.
საქართველოში 900 გოგბერაშვილი ცხოვრობს: თერჯოლაში – 329, ზესტაფონში – 236, თბილისში – 114. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
გოგიძე
გოგიძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი. გოგი გიორგის შეკვეცილი ფორმაა. ორივე ერთობ გავრცელებული სახელებია საქართველოში. ქართველურ ანთროპონიმიკაში "გოგი" ფუძეზე შექმნილი რამდენიმე დერივატული გვარსახელი გვხვდება: გოგიშვილი, გოგიაშვილი, გოგავა, გოგია, გოგინაშვილი, გოგიძე და სხვა. ლაპარაკია გვარსახელის ფუძის მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე. შესაძლოა, ასეთი ნათესაობა თვით ერთი გვარის შიგნითაც არ იყოს. თუ შიდა ქართლის, იმერეთის, ლეჩხუმისა და აფშილეთის გოგიძეებს ეთნოგრაფიული მონაცემებით საერთო ბუდე ეძებნებათ ლეჩხუმში, ჩვენთვის უცნობია კახეთის, სამცხისა და აჭარის გოგიძეთა წარმომავლობა. შესაძლოა, გოგიძეთა გვარი მრავალბუდიანი და, შესაბამისად, მრავალძირიანი იყოს.
სოციალური მდგომარეობით გოგიძეები გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. აზნაურთა არც ერთ ჩვენთვის ცნობილ სიაში გოგიძეთა გვარი არ იხსენიება.
ქართულ საისტორიო საბუთებში გოგიძეთა გვარი პირველად XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში გვხვდება.
1700 წელს ვინმე ბეჟიტა გოგიბაშვილმა ვინმე მახარა ლომსაძეს წისქვილი მიჰყიდა. ნასყიდობის წიგნში ადგილის მომიჯნავედ იხსენიება ნინია გოგიძე: "გოგიძე ნინია ერთის კარის მონასყიდე არის". საბუთიდან არ ჩანს, სად მდებარეობდა ეს წისქვილი, რომ ნინია გოგიძის სადაურობა გავარკვიოთ, მაგრამ თუ აქ დასახელებული გვარების განსახლების არეალის მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ეს საბუთი სამცხეში იწერებოდა - გოგიბაშვილიც და ლომსაძეც მესხური წარმოშობის გვარებია.
შემდეგი საბუთი, რომელშიც გოგიძეთა გვარი იხსენიება, ასევე 1700 წლით თარიღდება. ეს გახლავთ შიდაქართლელი თავადის ქაიხოსრო ციციშვილის ყმა გლეხთა სია. ამ სიაში იხსენიება შიდა ქართლის სოფელ კარალეთში მცხოვრები მეკოდისპურე გლეხი გიორგი გოგიძე. კოდისპური გადასახადის ერთ-ერთი სახეობა იყო იმდროინდელ საქართველოში.
XVIII საუკუნის I მეოთხედის "კახეთის ხალხთა აღწერის" დავთარში იხსენიება გლეხი "გოგიძის შვილი რამაზა". კახეთის რომელ სოფელში ცხოვრობდა გლეხი რამაზა გოგიძე, გაურკვეველია - გრაგნილს თავი მოხეული აქვს, მაგრამ სიაში დასახელებული წინა და შემდეგი სოფლების (ართანა, ფშაველი, ფიჩხოვანი, მაღრანი) მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოფელი, რომელშიც ეს გოგიძე ცხოვრობდა, სადღაც ალაზანს გაღმა ანუ გაღმამხარის კახეთში მდებარეობდა. დღეს ყვარელში მცხოვრები გოგიძეების ერთ-ერთი წინაპარი სამი საუკუნის წინაც იმავე მხარეშია დოკუმენტურად ფიქსირებული.
1715 წლის ზემო ქართლის აღწერის დავთარში იხსენიება სოფელ ფცაში მცხოვრები გლეხი ოსიყმა გოგიძე.
XVIII საუკუნის 20-30-იან წლებში უნდა იყოს დაწერილი თავად მაჩაბელთა ერთი საბუთი, რომელშიც სამაჩაბლოს სოფელ ძარწემში მცხოვრები გოგიძე იხსენიება: "ესე წიგნი მოგეც მე, იასე მაჩაბელმა, ბიძაჩემმა ვახტანგ და ძმამან ჩემმა გოგიამ და ბარძიმ შენ, ჩემს ბიძაშვილს დავითს მაჩაბელს, შვილსა შენსა ალხაზს, ასე რომე შენს ძმას ლევანს ოსმალოს ვალი აეღო და ვეღარ მიეცა და გაქცეულიყო. მოვიდა იმისი მოვალე ბიძაჩემს თეიმურაზთან, ფაშის ბუირუთი მოუტანა და ის ვალი თეიმურაზს მიეცა. შენ რუსეთს იყავ და მოხველ და ლაპარაკი დაგვიწყე. ბედნიერის ხანის ბრძანებითა, ამილახვარმა გივმა ასე გაგვარიგა, რომ ძარწემს გოგიძე ჩვენ დაგვანება, სხვა რაც შენი და ფარსადანის კერძი მამული არის: ქურთას - ბასიშვილები და ხაბარელი, აბოწმინდას - მელაძე, მოურავი ოთარა და იმისი განაყოფები, ერთ პირათ სომეხი ზაქარა, შალუღასშვილები, ძლევისჯვარს ან გცხილვანს ან ნასყიდი საცა შენი რამ იყოს მთასა ან ბარში - სრული დამინებებია. შენთან ხელი არავის ქონდეს. თუ ის ურუმების თამასუქი გამოჩნდეს, ბათილ იყოს. არის ამისი მოწამე მოურავისშვილი ზაზა, ფავლენისშვილი იორამ, თაქთაქისშვილი ელისბარ, ფალავანდიშვილი უზბაში იასე. მე, ბოქაულს ლუარსაბს, დამიწერია და მოწამეც ვარ ამისი..."
ძარწემელი გოგიძე იხსენიება 1795 წლის მაჩაბლის ერთ საჩივრის წიგნშიც: "ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი დათუა მაჩაბელს მოსცეს.
მოწყალევ ხელმწიფევ, უწინდელს დროს ვისაც უსამართლო დაემართებოდა, თქვენს ხელმწიფობაში ყველას სამართალი მიეცა და მე ჩემის უბედურებით უსამართლოდ ვრჩები. ჩემის სახლის კაცისაგან ყმითა და მამულით აკლებული ვარ. თქვენს სიმაღლეს მრავალჯერ თავი ვაწყინე. მაგრამ ჩემმა უბედურობამ სისრულე არ მისცა. ახლა ამ უსამართლობასაც არ მაჯერებენ, თქვენგან ღვთიურის მოწყალებით რომ ცოცხალი ვარ და იმ ქვეყანაში ვარ, იქიდამაც ჩემს გამოძებასა ცდილობენ, ასეთს მიზეზებს მაძლევენ.
ღმერთი გაგიმარჯვებს, ერთის ოქმის წყალობა მიყავით, რომ ოსებს თავდებათ არავინ მიმცეს და იმ ქვეყნიდამ სრულებით არ დავიკარგო.
და ჩემის ყმის და მამულის სამართალიც დამემართოს, რომ მიმძლავრებით უჭირამთ ჩემის სახლის კაცებს და სხვათაცა: სვერი მთლად, ძარწემას გოგიძე, ხეთაში საბანაძე, საბაწმინდას, დიცს კაპარჭაძის მამული, კიდევ ჩემი ბარათის კაცნი..."
ძარწემელი გოგიძეები მაჩაბელთა საბატონო გლეხები ყოფილან. საბატონო გლეხები ყოფილან იმერეთის გოგიძეებიც.
1817 წლის ერთი ნასყიდობის წიგნიდან ირკვევა, რომ იმერელი გლეხი კაციელა გოგიძე ნემსაძის ყმა ყოფილა, მაგრამ ძველ ბატონს წასვლია და ახალ ბატონთან გადასულა: "ესე ნასყიდობის წიგნი აღგიწერე და მივართვით თქუენ თავადს ბეჟან წერეთელს ჩვენ ორმა ძმანმა კეთილშობილმა ნემსაძემ მღვდელმა პავლემ და ძმამან მისმან ბიჭიამ, ესრეთ და ესევითარად, რომელ ჩემმა კაცმა გოგიძემ კაციელმა თქუენი ყმობა ინება და თქუენ დამევაჭრეთ და მეც ნება დაგრთეთ და როგორც გული შემიჯერდებოდა, ისე სრული ფასი ავიღე თქვენგან და მოგყიდე ის ჩემი სამკუიდრო კაცი ზემოხსენებული კაციელა გოგიძე მკუიდრად, საშვილიშვილოდ, ყოვლის კაცისაგან ხელშეუვალად და მიუდევრად... მოწმე ქუთაისის მღთისმშობლის ეკლესიის დეკანოზი ნიკოლოზ გაბაონი და კუალად შუამდგომელი მღვდელმონაზონი პეტრე ასათიანი და კეთილშობილი თომა ავალიანი და გოგოლაშვილი პეტრე, მღვდელი ვასილ გორგაძე. მე, თავადი დავით წულუკიძე, ვსწერ თავადის ბეჟან წერეთლის და კეთილშობილის ბიჭია ნემსაძის მოთხოვნით და თანამოწამეც ვარ. აღიწერა სეკდემბრის კდ. წელსა ჩყიზ".
XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, გოგიძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: გუმბრაში (საბატონო გლეხები), ქვილიშორში (საბატონო გლეხები და სასულიერონი), ყუმისთავში (საბატონო გლეხები) და ძეძილეთში (ასევე საბატონო გლეხები). სიები არასრულია.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და შუაგულ სადროშოებში და ცალკე კახეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.
საქართველოში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა გოგიძეთა გვარის სახელი: გოგიძიანთი - ასე ჰქვია სამაჩაბლოს სოფელ თამარაშენის ერთ უბანს; გოგიძეების ქუჩა - გოგიძეებით დასახლებული უბანი იმერეთის სოფელ ქვილიშორში.
გოგიძეთა თავდაპირველი და უმთავრესი სალოცავი ლეჩხუმში, ცაგერში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაა.
გოგიძეთა გვარიდან ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ: იმერეთის სოფელ ქვილიშორის მღვდელი მათე გოგიძე (1810-1850), თელავის ფერისცვალების დედათა მონასტრის მონაზონი მართა გოგიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი შალვა გოგიძე, მესხეთის თეატრის რეჟისორი კახა გოგიძე და სხვანი.
ამჟამად გოგიძეები ცხოვრობენ: ცაგერსა და ცაგერის რაიონის სოფლებში: ქვედა ცაგერში, ზარაგულაში და ლაილაშში; გორსა და გორის რაიონის სოფლებში: კვარხითში, ტინისხიდში, ზეღდულეთსა და შინდისში; მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამოში, გლდანში, დიღომში; იმერეთში - წყალტუბოსა და წყალტუბოს რიონის სოფლებში: ყუმისთავში, გვიშტიბში, ხომულში, ქვილიშორში, გუმბრასა და ქვიტირში; აჭარაში - ქედის რაიონის სოფლებში: უჩხითში, ჭინკაძეებში, ჭალახმელაში; ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში: ურეხში, ქვედა სამებაში, ინჯალოში და ძაბლავეთში. იყვნენ აფხაზეთში: გულრიფშსა და ოჩამჩირის რაიონის სოფლებში ჯგერდასა და ილორში, აგრეთვე სამაჩაბლოს სოფლებში: აჩაბეთში, კეხვში, ხეითში, ძარწემში, ქემერტში, ქურთასა და თამარაშენში. გოგიძეები ცხოვრობენ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ხონში, ტყიბულში, ხაშურში, ყვარელსა და თელავში.
საქართველოში გოგიძეთა დიდი-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო ოდენობა 1800 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგიძეთა!
წყარო; karibche.ambebi.ge

გოგორიშვილი
"გოგრიშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი ნაწილებია: ფუძე - "გოგორ" და დაბოლოება - "შვილი".
"გოგორა" - ძველი ქართული სიტყვაა. სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში ამ სიტყვას შემდეგნაირად განმარტავს: "გოგორა - ერქვანთ თვალი საბრუნავი". სიტყვა გოგორადან არის ნაწარმოები მამაკაცის საკუთარი სახელი "გოგორი". ამრიგად, გოგორიშვილთა გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის სახელი, ეპონიმი - "გოგორი".
გვარსახელ გოგორიშვილის გარდა "გოგორ" ფუძიდან არის მიღებული: რაჭაში გავრცელებული გვარი - გოგორელიანი, შიდა ქართლში - გოგორიძე და გურიაში - გოგორიკიძე. ლაპარაკია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე.
გოგორიშვილთა გვარის პირველსაცხოვრისი მესხეთში ყოფილა. სოციალური მდგომარეობით, ისინი მესხეთის ერთ-ერთი ცნობილი და ძლიერი ფეოდალები იყვნენ, რომლებიც მესხეთში ყმა-მამულსა და ციხესიმაგრეებს ფლობდნენ.
ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, გოგორიშვილთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.
1578 წელს ოსმალთა უზარმაზარი მხედრობა, მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით, ირანის კავკასიური სამფლობელოებისკენ დაიძრა. გზად სამცხე-საათაბაგო გაიარეს. ერთიმეორეს მიყოლებით ეცემოდა ქართული ციხეები. ამ წლის 7 აგვისტოს ოსმალები მგელციხეს შემოადგნენ (ციხის ნანგრევები ამჟამად თურქეთ-საქართველოს საზღვართან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თურქეთის მხარეს მდებარეობს), ციხეს როინ და ბერი გოგორიშვილები იცავდნენ მეციხოვნეთა მცირერიცხოვან რაზმთან ერთად. "ამასვე ქორონიკონსა, მარიამობისა თვეს ზ(7), ხუთშაბათს დღესა, ხვანთქრის ლაშქარი და ლალა-ფაშა მგელციხეს მოადგეს, შეიბნეს. სამშაბათამდის ყოველ დღეს ომში იყვნეს ციხოვანნი. გოგორიშვილი როინ და მისი ძმა ბერი ერუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყუნეს მათის ყმითა და ღთის შეწევნითა უკუყარეს და ციხე ჩვენვე დაგვრჩა და ჩვენს ჯარს გაემარჯვა", - მოგვითხრობს მესხური მატიანე.
ხელნაწერთა ინსტიტუტის კოლექციაში დაცულია XVI საუკუნის ერთი მესხური დავითნი, რომლის ვრცელ მინაწერში იკითხება: "და გოგორიშვილმა ბეჟან ციხისჯვარი უკუიჭირა და მისცა ფაშასა". როგორც ვხედავთ, XVI საუკუნეში გოგორიშვილები ტიპური ფეოდალები იყვნენ. ისინი ციხეებს ფლობდნენ და დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
XVII საუკუნიდან მესხი გოგორიშვილების ნაწილი იძულებულია გამაჰმადიანდეს, ხოლო ნაწილი ტოვებს მამულს და გურიას, იმერეთსა და ქართლს შეაფარებს თავს.
1626 წლის ბრძოლაში ბაზალეთის ტბასთან დაიღუპა დიდი მოურავის გიორგი სააკაძის საშველად მესხეთიდან ჩამოსული დავით ბეგ გოგორიშვილი. "არჩილიანის" მიხედვით, ეს დავით ბეგ გოგორიშვილი ბრძოლის ველზე გასულა, როგორც გიორგი სააკაძე - მისი ჯაჭვ-მუზარადით და მისივე ცხენზე ამხედრებული.
საბუთების მიხედვით, მესხეთიდან ქართლში გადმოხვეწილი გოგორიშვილები საბარათიანო, საამილახვრო და საეკლესიო მამულებში ჩანან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი აზნაურები იყვნენ.
1659 წლის ზედგინიძეთა და ამილახვართა ერთ-ერთ ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია ხუცია გოგორიშვილი. 1690 წლის ბარათაშვილთა და ლარაძეთა ნასყიდობის წიგნი ბერი გოგორიშვილს დაუმოწმებია. ეს ხუცია და ბერი გოგორიშვილები გლეხებს არ ჰგვანან, თუმცა წოდების გარეშე იხსენიებიან.
XVII საუკუნეში მესხი გოგორიშვილების ერთი შტო გურიაში გადასულა. მათი შთამომავალნი ამჟამად გურიაში ცხოვრობენ და ზოგი ისევ გოგორიშვილია, ზოგი კი გოგოლიშვილად იწერება. ისინი აზნაურის ხარისხით იყვნენ მიღებულნი და გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში იხსენიებიან.
გურულ გოგოლიშვილთა უწინდელ გოგორიშვილობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გურიაში, ლანჩხუთის რაიონში სოფელ წყალწმინდას მახლობლად, არსებობს ადგილის სახელი - "გოგორიშვილების გორი", ხოლო ეს გორი ამავსოფლელ გოგოლიშვილებს ეკუთვნოდათ.
იმერეთის სამეფოშიც დაახლოებით ამავე პერიოდიდან ჩანან აზნაური გოგორიშვილები. იმერეთის საისტორიო საბუთებში ისინი თავად ჩიჯავაძეთა და ჩხეიძეთა საბატონო აზნაურებად იხსენიებიან.
1812 წლის თავად ლორთქიფანიძეთა "ერთობის წიგნში" იხსენიება მოძღვარ-მღვდელი ლაზარე გოგორიშვილი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგორიშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ: "ჟამსა ერთობისასა" - ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე ("წინამბრძოლთა") სადროშოში, ხოლო "შემდგომად განყოფისა" ცალკერძ - მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ, ცალკერძ - იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში და ცალკერძ - ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.
ამჟამად გოგორიშვილები ცხოვრობენ იმერეთში: ქუთაისში (12-14 კომლი) და ვანის რაიონის სოფლებში (18-20 კომლი). მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ბაღდათის, ჭიათურისა და წყალტუბოს რაიონებშიც. მცირერიცხოვანნი არიან გურიაში - ლანჩხუთის რაიონში და ქართლში - კასპის რაიონში. თბილისში გოგორიშვილთა დაახლოებით 50 კომლი ცხოვრობს.
საქართველოში გოგორიშვილთა საერთო რაოდენობა 350 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგორიშვილთა!

გოზალიშვილი
გოზალ - ლამაზი თურქთა ენაზე. აქედან ნაწარმოებია საკუთარი სახელი გოზალა.
გვარსახელი გოზალიშვილი საქართველოს სხვადასხვა მხარეშია გავრცელებული: ქართლში, კახეთში, ქიზიყში, ჰერეთში, მესხეთში. გოზალიშვილთა გვარი მრავალძირიანია. ისინი სხვადასხვა წინაპრის შთამომავალნი არიან და ერთმანეთს არ ენათესავებიან.
სოციალური მდგომარეობით გოზალიშვილები გლეხები იყვნენ.
არსებობს ზეპირი გადმოცემები გოზალიშვილთა ცალკეული სანათესავო ჯგუფების წინარე გვარების შესახებ. ასეთ გვარებად ასახელებენ: წერეთელაშვილს, ბროლაძეს, კოჭიაშვილს, კოჭიბროლაშვილს, ქოჩიბროლაძეს. წარმომავლობის შესახებ ზეპირი გადმოცემების სხვადასხვაობა გოზალიშვილთა გვარის მრავალძირიანობას ადასტურებს.
ქართულ საისტორიო საბუთებში გოზალიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. უნდა აღინიშნოს, რომ გვარსახელი გოზალაშვილი უფრო ძველი დროიდან და უფრო ხშირად იხსენიება საბუთებში, ვიდრე გოზალიშვილი. ისინი უფრო ქვემო ქართლში ჩანან.
1691 წელს ქვემო ქართლში ვინმე ალიბეგა დემურიშვილმა ვინმე ალავერდა იაგულაშვილს მიწა მიჰყიდა, რომლის ერთი მიჯნა გოზალიშვილის ვენახი ყოფილა.
მესხი გოზალიშვილების ერთ-ერთ წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ XIV-XV საუკუნეების ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებული ვინმე გოგიბი გოზალიძე, რომელსაც ახალციხეში უცხოვრია.
მესხეთში გოზალიძის გვარი ოსმალთა გაბატონებამდე ყოფილა. ოსმალობის დროს მესხეთში უკვე გოზალიშვილები ჩანან. ისინიც ისევე იყვნენ ეროვნულ-რელიგიური დევნის ქვეშ, როგორც მესხეთის მთელი მოსახლეობა.
XVIII საუკუნის შუა ხანებში ვალელი გოზალიშვილების სამი ძმიდან ორი გამაჰმადიანებულა. ერთი ქრისტიანად დარჩენილა. გამაჰმადიანებულ ძმებს პეტრე და იოვანე ერქვათ. პეტრეს შთამომავალნი XVIII საუკუნის 80-იან წლებში ერზერუმის მხარეში გადასახლებულან და ახლა ალბათ თურქეთში ცხოვრობენ. იოვანეს (რომელსაც მუჰამედი დაარქვეს) შთამომავალნი ვალეში დარჩენილან, მაგრამ 1944 წელს, სტალინის ბრძანებით, სხვა მაჰმადიან მესხებთან ერთად შუა აზიაში გადაუსახლებიათ. ახლა მათი შთამომავალნი შუა აზიასა და ყაბარდოში ცხოვრობენ. მესამე ძმის, თომას, შთამომავალნი ქრისტიანებად დარჩნენ, მაგრამ შემდეგში ზოგი გრიგორიანი გახდა, ზოგიც - კათოლიკე (საქართველოში კი გრიგორიანებს სომხებად მიიჩნევდნენ, კათოლიკეებს - ფრანგებად, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა). ისევ ვალეში ცხოვრობენ, ნაწილი კი შიდა ქართლში გადმოვიდა. მათი ძირითადი საქმიანობა ვაჭრობა-ხელოსნობა გახდა.
XIX საუკუნეში გასომხებული და გაფრანგებული გოზალიშვილების ნაწილი რუსულის გავლენით გოზალოვებად ჩაწერეს.
ზაქარია ჭიჭინაძის გამოკვლევებში "ქართველი კათოლიკე მოღვაწენი" და "ქართველი გრიგორიანები" გაფრანგებული და გასომხებული გოზალიშვილ-გოზალოვებიც იხსენიებიან.
ალექსანდრე ფრონელი წიგნში "დიდებული მეხეთი" ახალციხის კათოლიკურ ეკლესიას ახსენებს რაბათის უბანში: "არის კიდევ რაბათის რომის კათოლიკეთა ეკლესია, რომელსაც განაგებდნენ პატრები და დღესაც ამ ეკლესიას განაგებს ქართველი პატრი, მამა ლაზარე გოზალიშვილი". გოზალიშვილთა გვარიდან სასულიერო და საერო მოღვაწენი სხვანიც ყოფილან: კათოლიკე პატრი გაბრიელ გოზალოვი, მონაზონი აგათა გოზალოვა, მონაზონი ფილიმონე გოზალოვა, სტამბოლის ქართული სტამბის ხელმძღვანელი ანტონ გოზალიშვილი, ისტორიკოსი გიორგი გოზალიშვილი, მაჰმადიან მესხთა ქართული ფრთის ლიდერი, ისტორიკოსი ხალილ უმაროვ-გოზალიშვილი და სხვანი.
ერთი სანათესავოს შიგნით ასეთი ეროვნულ-რელიგიური მრავალფეროვნება სამხრეთ საქართველოს სხვა გვარებისთვისაც არ არის უცხო.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოზალიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის წინამბრძოლთა და შუაგულ სადროშოებში, ხოლო "შემდგომად განყოფისა" - ქართლ-კახეთის ლაშქრის მოწინავე სადროშოებში.
ამჟამად სხვადასხვა წარმომავლობის გოზალიშვილები ცხოვრობენ: თბილისში, ახალციხეში და ახალციხის რაიონის დაბა ვალეში; თელავში, გურჯაანში და გურჯაანის სოფელ ველისციხეში; სიღნაღში და სიღნაღის სოფელ ჯუგაანში, ნუკრიანში, მაღაროში, ვაქირში, ბოდბეში, წნორში; ლაგოდეხში და ლაგოდეხის სოფელ ნინიგორში, ხიზაბავრაში, თამარიანში, ჩადუნიანში, ნაწისქვილარში; გორში და გორის სოფელ ქვახვრელში; კასპში და კასპის სოფელ ახალქალაქში, აღაიანში, ოკამში და სხვაგან.
საქართველოში გოზალიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 950 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გოზალიშვილთა გვარი!

გორგოძე
საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) გვარების დიდი უმრავლესობა კაცის სახელისაგან არის წარმოებული. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა: გორგოძის გვარის წარმოშობა კაცის ძველ ქართულ სახელს - გორგას უკავშირდება, ხოლო კოხოძე, ასევე ძველ ქართულ სახელს - კოხას.
გორგოძეებისა და კოხოძეების გვარის დიდი ნაწილი დროთა მანძილზე სოფელ ბერიეთის აღმოსავლეთით, მდინარე საკრაულის ხეობაში გადასახლებულან, რისი მიზეზიც შეიძლება ერთის მხრივ ყოფილიყო სრულიად ბუნებრივი რამ - მოსახლეობის გამრავლება და ახალი საცხოვრისის მოძიება. ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლოა ბერიეთის მოსახლეობისათვის გაუსაძლისი გამხდარიყო ახალციხის საფაშოდან თურქების გამუდმებული თავდასხმები (შეიძლება ამ სოფლიდან მოსახლეობის დიდი ნაწილის ახალ საცხოვრებელ ადგილებში მასიურად გადასვლა, ,,ჟამიანობის" გამოც ვივარაუდოთ,რომელმაც მე-17- ე საუკუნეში მდინარეების ხანისწყლისა და წაბლარასწყლის ხეობის ბევრი სოფელი დააცარიელა და გააუკაცრიელა,მაგრამ სოფელ ბერიეთის მაგალითზე ეს ნაკლებად სავარაუდოა,რადგან ბერიეთის ნასახლარების ზედაპირული დათვალიერების დროსაც კი,აქ ჩანს ადამიანთა ცხოვრების უწყვეტი ჯაჭვი და არ იკითხება ამ ნასახლართა უეცრად მიტოვების დიდი ხნის კვალი.1944 წლის ნოემბერ-დეკემბერში,ისევე როგორც ბაღდათის მხარის სხვა სოფლებიდან,ბერიეთში მცხოვრები ოჯახებიც გადაასახლეს მესხეთში,ადიგენისა და ახალციხის რაიონებში.ამის შემდეგ აქ ცხოვრებას კვლავ აგრძელებდა რამდენიმე ოჯახი,რომლებმაც გასული საუკუნის 50 იან წლებში მიატოვეს ეს ადგილები და ახლა ფაქტიურად ,,ბერიეთი" გატყევებულია).
გორგოძეების გვარი დღევანდელ სოფელ ზედა ზეგანში დასახლებულა, ხოლო კოხოძეები - ქვედა ზეგანში.
ამ ორი გვარის ნათესაობას რამდენიმე ხალხური გადმოცემა ამტკიცებს: ერთ-ერთის თანახმად, რასაც ალბათ ამ გვარების მატარებელი ბევრი ხანდაზმული ადამიანი დაადასტურებს, არ შეიძლებოდა და მკაცრად იყო აკრძალული, რომ კოხოძეს ცოლად მოეყვანა გორგოძე და გორგოძეს - კოხოძე. არის კიდევ ერთი ძველი ხალხური გამოთქმაც: „ეივალა გორგოძემ და გადიხადა კოხოძემ.“ მთავარი არგუმენტი კი ამ ორი გვარის საერთო წარმოშობისა არის ის, რომ ყოველი წლის 2 აგვისტოს გორგოძეები და კოხოძეები ნასოფლარ ბერიეთში ერთად დღესასწაულობენ ,,ბერიეთობას".
გრძელიშვილი
გრძელი - აღმა აზიდულს უწოდენ მაღალსა, ხოლო სწორედ წარზიდულსა - გრძელი (საბა).
გრძელი, გრძელა - მეტსახელი კაცისა.
გვარის სახელით "გრძელ"-ფუძისანი არიან: გრძელიანნი, გრძელიძენი, გრძელაურნი, გრძელიურნი, გრძელაშვილნი და გრძელიშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან ზემო რაჭას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი გრძელიშვილთა.
ეგრე უბნობენ, გრძელიშვილთა მოძმენი არიანო შიდაქართლელი კუჭუაშვილნი.
ქართულ საისტორიო საბუთებში გრძელიშვილები XVIII საუკუნიდან ჩანან.
XVIII საუკუნის ხუცურით შესრულებული ხელნაწერი წიგნის, სახარებათა საკითხავების, ერთ მინაწერში იკითხება: "ღმერთო და ამ წმიდის სახარების მადლო, დაიცევით ორთა შინა ცხოვრებასა მოსავი თქუენი ამ წმიდის სახარების გამაახლებელი ცოდვილი მღვდელი გრძელიშვილი სიმონ, ამინ, უფალო. ვინ შენდობა მიბრძანო, ღმერთმან შენც შეგიწყალოს".
ამავ XVIII საუკუნეში გრძელიშვილთა გვარი ზემო იმერეთშიც იხსენიება. ეს არის 1720-1738 წლების წერეთელთა გაყრის წიგნი, სადაც დასახელებულია საწერეთლოში მცხოვრები გლეხი ნინიკი გრძელიშვილი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გრძელიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და მემარჯვენე მიმსვლელ-მცემელთა სადროშოებში.
ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ გრძელიშვილთა გვარისშვილნი: რეჟისორი კონსტანტინე გრძელიშვილი, ისტორიკოსი ლავრენტი გრძელიშვილი, ლიტერატურათმცოდნე სპირიდონ გრძელიშვილი...
ამჟამად გრძელიშვილები ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ონის, საჩხერისა და ლაგოდეხის რაიონებში.
თბილისში გრძელიშვილების 180-მდე კომლი ცხოვრობს.
საქართველოში გრძელიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2100-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი გრძელიშვილთა!
ჭეიშვილთა გვარი
ჭეი - ძველქართული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ჭელა, ჭერა და ჭეხა იგივე სახელია კნინობით თქმული, სხვადასხვარიგად.
გვარის სახელით "ჭე"-ფუძისანი არიან: ჭელიძენი, ჭელაძენი, ჭელიშვილნი, ჭელიანი, ჭერაშვილნი, ჭეხაშვილნი, ჭეხანნი, ჭეიძენი და ჭეიშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან ლიხთიმერეთს, გურიის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ჭეიშვილთა.
ეგრე უბნობენ, ჭეისშვილობა იგივე ჭელის შვილობა ანდა ბჭეის შვილობა არისო თითქოს.
ქართულ საისტორიო საბუთებში ჭეიშვილთა გვარი გვიანი ფეოდალიზმის დროიდან იხსენიება.
XVII-XVIII საუკუნეთა სოციალურ ურთიერთობათა ამსახველ საბუთებში გურიის სამთავროში ჭეიშვილები ჩანან თავად თავდგირიძეთა მამულებში.
1894 წლის ერთი საბუთის მიხედვით, გურიაში, ასკანის საზოგადოებაში მცხოვრები ჯაბულია ათას ძე ჭეიშვილი პირობის ხელწერილს აძლევს ხიდისთაველ თალაკვაძეს.
"ჭეიშვილის წისქვილი" - ადგილის სახელად შემორჩენილა ჭეიშვილთა გვარის სახელი გურიის სოფელ გურიანთაში.
ადრევე დაწყებულა ჭეიშვილთა გადასვლა გურიიდან ვაკე იმერეთსა და ოკრიბაში. იმერეთის ამ ხარეებში ჭეიშვილთა დამკვიდრების სიძველეს მათივე სიმრავლე ადასტურებს.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჭეიშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.
ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ჭეიშვილთა გვარისშვილნი: ისტორიკოსი იოსებ ჭეიშვილი, მწერალი რეზო ჭეიშვილი, სამხედრო მოღვაწე ნიკოლოზ ჭეიშვილი... ჭეიშვილები ჩანან მედიცინისა და ტექნიკის მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში.
ამჟამად ჭეიშვილები ცხოვრობენ: გურიაში, იმერეთში, ოდიშსა და აჭარაში, არიან მცირედნი რაჭაში და დუშეთ-თიანეთის მხარეშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან: წყალტუბოს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მხარეებში. ჭეიშვილები ყოფილან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.
ქუთაისში ამ გვარის - 300-მდე კომლი, ხოლო თბილისში 130-მდე კომლი ცხოვრობს.
საქართველოში ჭეიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 3100 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ჭეიშვილთა!

გულდამაშვილი
გვარი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან გულდამანა. ეს სახელი კი მომდინარეობს სპარსულიდან, რაც ვარდისტანას (ვარდი + სხეული), ნიშნავს. საამისა და ედიშერ აბაშიშვილების მამულში, სოფელ დვალეთში, 1621 წელს მოიხსენიება ადუა გულდამაშვილი.
გულდამაშვილები მარაბდაში დვალეთიდან უნდა იყვნენ გადმოსულები.
საქართველოში 115 გულდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 52, თეთრი წყაროში – 25, გარდაბანში – 12.
გულდამაშვილები მარაბდაში დვალეთიდან უნდა იყვნენ გადმოსულები.
საქართველოში 115 გულდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 52, თეთრი წყაროში – 25, გარდაბანში – 12.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
გურამიშვილი
ქართლის სათავადო საგვარეულო, ზედგინიძეთა ერთ-ერთი შტო. ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს წარჩინებულ მთავართა შორის, მიუთითებს წარმოშობას კახეთიდან. საგურამო გურამიშვილთა სამკვიდრო იყო; შეიცავს საკუთარ სახელს გურამი, ძველი სახით იგივე გუარამ : გურამ კურაპალატი, გუარამ მამფალი, გუარამ ერისთავი.
Submitted by: scroll.geგურგენიძე
გავრცელებულია ამბროლაურისა და ჩოხატაურის რიონებში. ეს გვარი ცნობილია XII ს-იდან, გვხვდება იჩქით გურგენიძე, წუნდის ეკლესიის აღმშენებელი. მომდინერეობს საკუთარი სახელიდან “გურგრნი”. ისტორიაში ცნობილია გურგენ I კურაპალატი, გურგენ დიდი ერისთავთერისთავი. ამავე ძირისაა გურგენიშვილი.
Submitted by: scroll.geSubmit a name
გვარი ხოხიაშვილის ისტორია მაინტერესებს
მ
მეგრულ გვარები პრინციპულად არ მოიძიეთ თუ არ თვლით ქართულად???
რომელი გვარის წარმომავლობა გაინტერესებთ?