ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 5 names in this directory beginning with the letter Რ.
რაზმაძე
რაზმი – მწყობრი ჯართა (საბა).

რაზმა – ქართული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო რაზმია, რაზმაზა და რაზმანა – იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით “რაზმ”-ფუძისანი არიან: რაზმაზიშვილნი, რაზმიაშვილნი, რაზმანაშვილნი, რაზმაშვილნი და რაზმაძენი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან რაჭას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი რაზმაძეთა. რაჭიდან დაწყებულა რაზმაძეთა განსახლება მთელ იმერ-ამერში.
KARIBCHE

ქართულ საისტორიო საბუთებში რაზმაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1578 წლის ქუთაისის საყდრის მებეგრეთა გამოსაღების დავთარში იხსენიებიან იმერეთის სოფელ ფერსათს მცხოვრები გლეხები: სიხარულა, არღუნა, მახარა, კიდევ მახარა, გოგნია და როსტევან რაზმაძენი.

1621 წლის მაჩაბელთა და გაგნიძეთა ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია რაზმაძე პაატა.

1644 წლის როსტომ-ხანის სიგელში იხსენიება თავად მაჩაბელთა მამულში, სოფელ ლელში მცხოვრები გლეხი ზაქარია რაზმაძე.

1648 წლის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, გლეხ შალვა რაზმაძეს მამული უყიდია შიდა ქართლის სოფელ რუისში.

1661 წლის ვამეყ დადიანის შეწირულობის სიგელით, სეხნია და მამისთვალა რაზმაძეები მთის წმინდა გიორგის ეკლესიის მსახურნი გამხდარან.

1664 წელს შიდა ქართლიდან შიგნით კახეთში გადასულ მჭედელს პაატა რაზმაძეს ძველმა ბატონებმა გიორგი და ზაქარია თუმანიშვილებმა აზატობის წიგნი დაუწერეს: “ღმერთია თავდები, ჩვენ არას მოგედავებით და აზატიც გვიქნიაო”.

1781 წელს ქვემო ქართლში, სოფელ მარაბდის მცხოვრები რაზმაძე იხსენიება თავად გემანოზიშვილთა მამულში.

1819-1820 წლების აჯანყებაში რუსთა წინააღმდეგ იბრძოდნენ რაჭველი გლეხები: მიქელა რაზმაძე (სომიწოელი) და მიქელა რაზმაძე (შავრელი).

ზეპირი გადმოცემით, რაზმაძეთა გვარს ენათესავება შიდაქართლელი აწკარუნაშვილების და გარეკახელი შავლიაშვილების გვარები.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის რაზმაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარცხენე სადროშოებში, კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.

ერის სამსახურში მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ რაზმაძეთა გვარისშვილნი: ერთ-ერთი პირველი ქართველი მესტამბე რომანოზ რაზმაძე; 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, პოეტი და მთარგმნელი სოლომონ რაზმაზე (აზნაურობის მაძიებელი); თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დაამარსებელი, ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებელი პროფესორი ანდრია რაზმაძე; სამხედრო მოღვაწე, გენერალი ილია რაზმაძე…

ამჟამად რაზმაძენი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, გურიაში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: გორის, ბორჯომის, მცხეთისა და თელავის რაიონებში.

რაჭაში რაზმაძეთა გვარის ორმოცამდე კომლი დარჩა. თბილისში ამ გვარის ხუთასზე მეტი კომლია.

საქართველოში რაზმაძეთა დიდ-პატარის, ქუდსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5600-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი რაზმაძეთა!

რამინაშვილი
რამინ (ინდურ-ირანულია) ეს სახელი ჰქვია "ვისრამიანის" მთავარ მოქმედ ვაჟს. ამ ძირითადიდანაა გვარი რამინაშვილი. რამა ინდური ღვთაების სახელია და ავესტის ენაზე ეწოდება მესაქონლეობის ღმერთს. სპარსულში რამინ მზის წლის მეშვიდე თვის 21-ე დღის სახელია. ეს ფრიდონის ზოჰაქზე გამარჯვების დღესასწაულია და ბედნიერ დღედ ითვლება. ასე, რომ რამინ შეიძლება ნიშნავდესამ დღეს დაბადებულს. სპარსულში მას მირებული აქვს :მორჩილის", "მშვიდის", დამჯერის მნიშვნელობა.

რამინიშვილი
რამინ (ინდურ-ირანულია) ეს სახელი ჰქვია "ვისრამიანის" მთავარ მოქმედ ვაჟს. ამ ძირითადიდანაა გვარი რამინაშვილი. რამა ინდური ღვთაების სახელია და ავესტის ენაზე ეწოდება მესაქონლეობის ღმერთს. სპარსულში რამინ მზის წლის მეშვიდე თვის 21-ე დღის სახელია. ეს ფრიდონის ზოჰაქზე გამარჯვების დღესასწაულია და ბედნიერ დღედ ითვლება. ასე, რომ რამინ შეიძლება ნიშნავდესამ დღეს დაბადებულს. სპარსულში მას მირებული აქვს :მორჩილის", "მშვიდის", დამჯერის მნიშვნელობა.

როინიშვილი
გვარი წარმოშობილია სპარსული სახელისგან როინ რაც ქართულად ნიშნავს " რვალისა ", " სპილენძისა ".

რუსიაშვილი
ერთ შემთხვევაში რუსიშვილების გვარს ეროვნებით რუსმა ჩაუყარა საფუძველი, მეორე შემთხვევაში კი გვარსახელს საფუძვლად უდევს მამაკაცის სახელი "რუსა" (XVIII ს-ის დასაწყისის აღწერაში კახეთის სოფელ მაღრანს დასახელებულია "რუსი ნაცვლიშვილი", 1801 წლის აღწერაში ყვარელში ფიქსირებულია "იმერლიშვილი რუსი"). შეიძლება დავასახელოთ ერთი მაგალითი, 1886 წელს აღწერით კახეთის სოფელ საბუეში ცხოვრობდნენ რუსიაშვილები. საარქივო დოკუმენტში მითითებულია მათი ადრინდელი გვარი – ბეჟიტაშვილი.


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დამატება

Back to top button