ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები
ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.
სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.
ქართული გვარები
Latest | ა ბ გ ზ ლ მ ს ჩ ც ხ Ა Ბ Გ Დ Ე Ვ Ზ Თ Ი Კ Ლ Მ Ნ Ო Პ Ჟ Რ Ს Ტ Უ Ფ Ქ Ღ Ყ Შ Ჩ Ც Ძ Წ Ჭ Ხ Ჯ | Submit a name
There are currently 10 names in this directory beginning with the letter Დ.
დადიანი
ოდიშის მთავართა სამთავრო წოდება-გვარი ჩიქვანთა საგვარეულოდან, სამეგრელოს მთავართა ტიტული. ადგილობრივი გამოთქმით: დადია. ძველად მარუშიანნი (მარუშისძენი) ყოფილან. ხშირად არიან მოხსენიებულნი წყაროებში: დადიანი ცოტნე, გიორგი, ლევან, ვარდან, მამია და სხვ. შესაძლოა წარმომდგარი იყოს საკუთარი სახელისგან დადა, დადაი, დადი. ამავე ძირისაა: დადიანიძე, დადივაძე, დადვაძე. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით “დადიანობა არ არის გვარი, გარნა წესი ჴელობისა”.
Submitted by: scroll.geდავითიშვილი
დავით (ძვ. ებრ) “სიყვარული” სხვადასხვაგვარი გააზრებით “წინამძღოლი”, “შეყვარებული” და გარდა ამისა, მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდანთა სახელია, რომელსაც აღნიშნავდა ეკლესია 5 მარტს, 12 აპრილს , 2 მაისს, 25-26 ივლისს 5,6,19 ივლისს. ეს გვარი განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლში.
Submitted by: scroll.geდათუაშვილი
გავრცელებულია გურჯაანში, ქუთაისსა და თბილისში. ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან „დათუა“. დათუა, დოლმაზა შანშიაშვილის შვილი იხსენიება 1677 წ., მამულის ნასყიდობის წიგნში, გაცემული შაღუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიას შვილისადმი. დათუა, დათა, დათია, დათიკო, დათუკა, დათუნა და სხვა, დავითის კნინობით-ალერსობით ფორმებად ითვლება. ვინმე დათუაშვილი ზურაბა იხსენიება 1710 წელს.
Submitted by: scroll.geდალაქიშვილი
დალაქი - თმათ აღმპარსველი.
დალაქი, დალაქა - საკუთარი სახელი კაცისა.
გვარის სახელით "დალაქ"-ფუძისანი არიან: დალაქიები, დალაქბესუაშვილები და დალაქიშვილები. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ქართულ საისტორიო საბუთებში დალაქიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან ჩანს.
XVII საუკუნის II ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში სოფელ ნულში იხსენიება დალაქიშვილი ბეჟიტა. აღსანიშნავია, რომ ამ ბეჟიტა დალაქიშვილს ჰყოლია ბოგანო გლეხები ორი ძმა პაპუნა და თამაზ.
XVII-XVIII საუკუნეთა იმერეთის სამეფოს სოციალური შინაარსის საბუთებში იხსენიებიან თავად წულიკიძეთა აზნაური დალაქიშვილები. თავადი წულუკიძენი მამულებს ფლობდნენ ქვემო რაჭაში და ვაკე იმერეთში, აზნაური დალაქიშვილებიც ამ ადგილებში ჩანან.
XVII საუკუნის მიწურულის ერთ საბუთში დალაქიშვილი იხსენიება სოფელ დარგვისში, ხოლო 1700 წელს დალაქიშვილი ჩანს შიდა ქართლში, საამილახვროს სოფელ ტყვიავში.
1700-1719 წლების თუმანიშვილთა ყმა-მამულის სიაში იხსენიება დალაქიშვილი 34 დღიური მიწით.
1790 წელს ვაკე იმერეთის გლეხთა რაზმი დალაქიშვილის მეთაურობით დავით ბატონიშვილს მიემხრო და გამეფებაში დაეხმარა. ეს ვაკელი დალაქიშვილი, როგორც ჩანს, აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა.
1801-1802 წლების კახეთის აღწერაში სოფელ ნორიოში იხსენიებიან სახასო მემკვიდრე გლეხები გოგია და სუხია დალაქიშვილები, თიანეთიდან ახმეტას გადასული სახასო გლეხები ღვთისია და ნინია დალაქიშვილები, ახმეტას, ჭავჭავაძეთა მამულში - გლახა, ნინია და გოგია დალაქიშვილები, მატანს, ჩოლოყაშვილთა მამულში - ბერუა და თათუა დალაქიშვილები.
გადმოცემით, ქვემო ქართლში ალგეთის ხეობაში მცხოვრები დალაქიშვილების ნაწილი შიგნით კახეთიდან ყოფილა გადმოსული. ალგეთელ დალაქიშვილთა ერთი ნაწილი მიზეზთა და მიზეზთა გამო გრიგორიანთა რიგზე მონათლულა. კასპელი დალაქიშვილები ქალაქის ერთ-ერთ ძირძველ მკვიდრებად ითვლებიან.
1850 წლის იმერეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში იხსენიება აზნაურ დალაქიშვილთა ოთხი ოჯახი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის დალაქიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი - ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.
ჩვენს დროში წინაპართა მხედრული ტრადიციები გააგრძელა ავიაციის გენერალ-მაიორმა ნარიმან დალაქიშვილმა.
ამჟამად დალაქიშვილნი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: კასპის, მცხეთის, თეთრიწყაროსა და თელავის რაიონებში. დალაქიშვილები იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.
თბილისში ამერ-იმერი დალაქიშვილების დაახლოებით 230 კომლი ცხოვრობს.
საქართველოში დალაქიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2900-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი დალაქიშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ალექსანდრე ნაზღაიძემ
დარბაისელი
გავრცელებულია გორისა და საგარეჯოს რაიონში. გვარადქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა. იგი ძველად დარბაზის წევრის აღმნიშვნელი ტერმინი იყო, ხოლო შემდეგ დინჯი ადამიანის მნიშვნელობაც მიენიჭა.
Submitted by: scroll.geდევსურაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი დევსურა.
ანალოგიურადაა ნაწარმოები გვარები: დეველაშვილი, დევნოზაშვილი.
საქართველოში 163 დევსურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 82, თეთრი წყაროში – 27, გარდაბანში – 17. არიან სხვაგანაც

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
დეკანოიძე
ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდანდეკანოზი. დეკანოზიქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი. საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველადხატის მსახური.
Submitted by: scroll.geდვალი
გავრცელებულია ქუთაისში, ამბროლაურსა და თბილისში. იბერიულ- კავკასიური ტომი ძველ საქართველოში. ანტიკურ წყაროებში პირველად მოხსენიებულნი არიან ახალი წ. აღ. I-II სს-ში თალის, ვალის, უვალის სახელწოდებებით, სახლობენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში- დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის, ისტორიულ დვალეთში. ისტორიულად ცნობილია დვალები, ქართველი კალიგრაფები. დვალები ასურეთში გადმოვიდნენ 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან.
Submitted by: scroll.geდოლაბერიძე
გავრცელებულია მაღლაკში (წყალტუბოს რაიონი ) და სხვ. შეიცავს რთული შედგენილობის საკუთარ სახელს დოლაბერი.
Submitted by: scroll.geSubmit a name
გვარი ხოხიაშვილის ისტორია მაინტერესებს
მ
მეგრულ გვარები პრინციპულად არ მოიძიეთ თუ არ თვლით ქართულად???
რომელი გვარის წარმომავლობა გაინტერესებთ?