ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 20 names in this directory beginning with the letter Მ.
მაისურაძე
მაისურაძეთა გვარი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია საქართველოში. ამჟამად მაისურაძეები სახლობენ თბილისში, რუსთავში, ონის რაიონში, გორში, კახეთში, მესხეთში ყაზბეგსა და ბორჯომში. მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, მაისურაძეთა ფუძე იყო სამხრეთ საქართველო. სიტყვა “მაისური” არაბულად წყლის მძებნელ ადამიანს ჰქვია. უხსოვარი დროიდან არაბეთში წყლის მძებნელის პროფესია არსებობდა.
Submitted by: scroll.ge

მაკარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაკარი.

დიდი საყდრის წინამძღოლი მაკარი მოხსენიებულია ბაგრატ მეფის მიერ იოსებ ფაჩულიძისთვის მიცემული მთავარანგელოზის ეკლესიის წყალობის წიგნის მტკიცებით ნაწილში.

თაყა ბარათაშვილის ყმა, ივანე მაკარაშვილი, მოწმეა ნარაუთის მამასახლისის მარქარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა.

ნოჯიკეთში მცხოვრები მაკარაშვილი, ვამეყ და სარო შებურიძეებმა საკანონოდ შესწირეს მცხეთის საყდარს, მარკოზის კათალიკოსობის დროს.

საქართველოში 428 მაკარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 201, მცხეთაში – 93, გარდაბანში – 73. არიან სხვაგანაც.

მარტოლეკი
გავრცელებულია მცხეთაში. შერქმეული გვარსახელი, სოფ. პატარძეულში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ერთი ლეკი ჩამოსახლებულა და ცოლად ქართველი ქალი შეურთავს, სოფელს არ მოსწონებია ქრისტიანისა და მაჰმადიანის შეუღლება. ცოლ-ქმარი სოფელს გასცილებია და ცალკე დასახლებულა. მათი შვილებისათვის მარტოლეკი უწოდებიათ.
Submitted by: scroll.ge

მაღალაძე
წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში. მაღალაძეები დაწინაურდნენ მე-15 საუკუნიდან. მაღალაძეთა გვარს ეჭირა საპატიო ადგილისვეტიცხოვლის ქადაგის თანამდებობა და ერთგული სამსახურისათვის მიუღიათ ამ თანამდებობისათვის მიკუთვნილი მამულები წინარეხში, რომელიც მათი რეზიდენცია გამხდარა. წინარეხიდან სამიოდე კმ-ის დაშორებით შემონახულია ე.წ. მაღალაანთ ეკლესია და კოშკები.
Submitted by: scroll.ge

მაღრაძე
გვარისსახელით “მაღრ”-ფუძისანი არიან: მაღრაშვილნი და მაღრანელნი – შიდაქართლელნი, მაღრიანნი – ლეჩხუმელნი და მაღრაძენი – ძირად მესხნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან მესხეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი მაღრაძეთა.

XV საუკუნეში სამცხიდან შიდა ქართლში გადმოსულ ფანასკერტელ-ციციშვილებს მესხი აზნაურნიც გადმოჰყვნენ. იმ დროს დამკვიდრებულან ქართლში საციციანოს აზნაური მაღრაძენიც.

1486-1488 წლებში ქართლის მეფემ დავით X-მ ივანე მაღრაძეს სასისხლო სიგელი უბოძა. სიგელში დავითი მეფედ წერია, სინამდვილეში კი იმხანად ქართლში კონსტანტინე II მეფობდა, ხოლო მისი ძე დავითი ბატონიშვილი იყო.

მაწიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაწია.

1721 წლის აღწერით, მოიხსენიებიან გოგია და დავით მაწიაშვილები.

საქართველოში 167 მაწიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 56, ახალგორში – 37, გურჯაანში – 26. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მახარაშვილი
გავრცელებულია გორის, მცხეთის, სიღნაღისა და სხვა რაიონებში. ამ გვარის ძირია “მახარა”, “მახარე”, რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს. ამავე ძირისაა გვარები: მახარაძე, მახარობლიშვილი, მახარობლიძე.
Submitted by: scroll.ge

მგალობლიშვილი
გავრცელებულია დირბში(გორის რ.), ერკეთში (ჩოხატაურის რ.) და ზუგდიდის რაიონში. სამეგრელოში გამოთქვამენ როგორც გალობერი, გელებერი. გადმოცემით, ერკეთელი მგალობლიშვილები ბალაძეები ყოფილან და გურიაში მესხეთიდან გადმოსახლებულან ლტოლვილობის დროს, თან წამოუღიათ ზარზმის ხატები და საეკლესიო ნივთები. ბალაძის ოჯახი მგალობელი ყოფილა, გურიის მთავარს გადაუყვანია შემოქმედს, სადაც მგალობლად უმოღვაწიათ.
Submitted by: scroll.ge

მეგრელიშვილი
გავრცელებულია ამბროლაურის რაიონშისოფელ აბანოეთსა და ორბელში (ცაგერის რაიონი).
Submitted by: scroll.ge

მელაშვილი
მომდინარეობს საკუთარი სახელიდანმელა, მგელი. აქედანვეა მიღებული სოფლის სახელი მელაანი (გურჯაანის რ.), ამავე ძირისაა: მელაია, მელაიძე, მელაძე. გავრცელებულია კვაცხუთში (ამბროლაურის რაიონი) და სხვა.
Submitted by: scroll.ge

მელიქიძე
გვხვდება ასპინძასა და ახლციხეში. საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის ტერმინი “მელიქი” (არაბ. მალიქ)- კუთხის, სოფლის, ქალაქის მმართველი, გამგებელი.
Submitted by: scroll.ge

მერაბიშვილი
გავრცელებულია ადიგენის რაიონში (უდე), კასპის რიონში (კავთისხევი) და სხვ. დაკავშირებულია საკუთარ სახელთან მერაბი. მერაბ სპარსულად “მზესავით ელვარეს” ნიშნავს. მერაბი ერქვა “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთ პერსონაჟს, როსტომის პაპას, რომელიც ზაბულისტანში მეფობდა. მერაბიშვილები 1688 წელს ენაგეთში მოხსენიებულნი არიან როგორც სახასო აზნაურები. გადმოცემით, უდელი მერაბიშვილების წინაპართა გვარი ხურციძე ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

მეტრეველი
(1766-1823) გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, მეტრევი ნასოფლარია ონის რაიონში, უწერასთან; მეტრეველი გავრცელებული გვარია. რაჭიდან (უწერა, ღარი, ონის რ-ნი და სხვა) ჯერ კიდევ ადრე დაუწყიათ ბარად ჩამოსვლა. იასე თაქთაქიშვილის მიერ შედგენილი მოწმობის წიგნი (1776წ. 17 ნოემბერი) გვაუწყებს: "აქ მე, იასე თაქთაქიშვილის ღ[მერ]თს წინაშე ასე ვმოწმობ, რომ ღ[ვ]თის წინაშე მამის და ბიძის ჩემისგან გამიგონია: რაჭიდან მეტრეველები ჩვენ მოგვსლია და ამ ერთს მეტრეველისათვის მამული ვერ უშოვნეთ. აზატობის წიგნი მოგვიცია, ვისაც უდნა ყმობოდა. წასულა და ქსნის ერისთავს ყმობია. მას დღეს აქეთ იმის ყმად ყოფილა...". დათუნა მეტრეველი, მოიხსენიებდა 1766 წ. სითარხნის განახლების წიგნში, მიცემული მდივან ჯავახიშვილის, ნაცვალ დავით გედევანიშვილის, ნაცვალ რევაზ მეტრეველისა და სხვ. მიერ გიორგი ჩიხოშვილ-კახნიაშვილისადმი. მეტრეველები ასურეთში ამბროლაურის რაიონის სოფ. სადმელიდან არიან გადმოსულები (1941წ.).
Submitted by: scroll.ge

მეფარიშვილი
გავრცელებულია ვანის და ჩოხატაურის რაიონში. შედგება ხელობის სახელისაგან მეფარეფარის მკეთებელი, მოხელე. ამავე ძირისაა: მეფარიძე.
Submitted by: scroll.ge

მიქაუტიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიქუტა.

ამავე ძირისაა გვარები: მიქაძე, მიქავა, მიქაია, მიქაისძე, მიქანაძე, მიქიანი.

მიქაუტიძეები სოფელ ასურეთში გადასულან საცხოვრებლად ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვადან, 1943 წელს.

საქართველოში 1 246 მიქაუტაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 383, თბილისში – 268, წყალტუბოში – 154. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მუმლაძე
მუმლა - მეტსახელი პატარა, ტანდაბალი კაცისა, ნაწარმოები წვრილი მწერის მუმლის, ქინქლას საზოგადო სახელიდან.

მუმლაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია, რადგან მის ფუძეში დევს გვარის წინაპრის მეტსახელი.

მუმლაძე ერთძირიანი გვარმოდენილობაა. მუმლაძეებს ერთი წინაპარი ჰყავდათ. გვარში არ შეიმჩნევა განსხვავებული წარმომავლობის განშტოებანი.

სოციალური მდგომარეობით მუმლაძეები ყოველთვის გლეხები იყვნენ: სამეფო, საბატონო და საეკლესიო ყმები.

ზეპირი გადმოცემით, მუმლაძეთა გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთის სოფელი რკვია ყოფილა. თუმცა მუმლაძეთა ნაწილი გვარის პირველსაცხოვრისად ზემო იმერეთის სოფელ მანდაეთსაც მიიჩნევს. მაგრამ ერთძირიან გვარს ერთი ბუდე უნდა ჰქონდეს. ჩვენს ხელთ არსებული მუმლაძეთა გვართან დაკავშირებული ყველაზე ძველი წერილობითი წყაროები სოფელ რკვიას სასარგებლოდ მეტყველებს.

1605-1639 წლებით თარიღდება იმერთა მეფის გიორგი III-ის კაცხის მონასტრისადმი შეწირულობის სიგელი, რომლის მიხედვითაც, იმერეთის სოფელ რკვიაში მცხოვრები გლეხი იმედა მუმლაძე და მისი სახლიკაცი ნასყიდა ერთ კომლად მეფემ მონასტერს შესწირა.

1610-1630 წლების შეწირულობის სიგელიდან ირკვევა, რომ თავადის ქალს გულბუდან ჩხეტიძეს სოფელ რკვიაში მცხოვრები გლეხი ბეჟუა მუმლაძე თავის შვილებიანად კაცხის მონასტრისთვის შეუწირავს. გარდაცვლილი მეუღლის პაატა აბაშიძის მეაღაპედ შეწირულ გლეხ მუმლაძეს, საბუთის მიხედვით, მონასტრისთვის უნდა ეხადა: 1 ცხვარი, 5 კოკა ღვინო, 4 კოდი პური, ნახევარი ლიტრი სანთელი და ორი თეთრის საკმეველი.

ამ ორივე საბუთით, რკვიელი სამეფო და საბატონო გლეხები: იმედა, ნასყიდა და ბეჟუა მუმლაძენი საეკლესიო გლეხები გამხდარან.

გლეხკაცს კი ბატონის ყმობას ეკლესიის ყმობა ერჩივნა ყოველთვის.

1697 წლის წყალობის სიგელში, რომლითაც მეღვინეთუხუცესი და ატენის მოურავი, თავადი ქაიხოსრო ამირეჯიბი თავის აზნაურს გამცემრიშვილს ყმასა და მამულს უმტკიცებს, იხსენიებიან ქართლელი გლეხი მუმლაძეები: "...ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გიბოძეთ თქვენი მემკვიდრე გლეხი მუმლაძე დათუნა და მახარა და მისი ძმები, მისის მამულითა დღეს რისაც მქონებელი იყოს..." როგორც ჩანს, ზემო იმერეთიდან მუმლაძეთა შიდა ქართლში გადმოსვლის პროცესი ამ დროისთვის უკვე დაწყებულია.

1715 წლის რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით, მუმლაძეებს უცხოვრიათ შიდა ქართლში, ფრონეს ხეობის სოფელ თიღვაშიც.

1730 წელს იმერეთში თავადი ზურაბ აბაშიძე კაცხის მონასტერს სწირავს თავის ნაყმევ გლეხს სეხნია მუმლაძეს, ვაჭარ სომეხს მამუკა საფარაშვილს და ვაჭარ ურიას ბერი ჩლიქიშვილს. "...საჩვენო გამოსაღები არა ეთხოვებოდესთ რა... ერთი ლიტრა სანთელი მუმლაძემ უნდა მიიტანოს, როგორც სხუა საყდრის ყმანი მსახურებდენ, ესენიც ისრე მართებულად ემსახურნენ საყდარსა და საყდრის წინამძღუარსო", - ვკითხულობთ შეწირულობის სიგელში.

1819 წლის კაცხის მონასტრის მებეგრეთა სიაში იხსენიებიან სოფელ რკვიაში მცხოვრები საეკლესიო გლეხები: სიმონიკა, გოგიტა, ივანე, გოგია და ბეჟიკა მუმლაძენი. მათი ბეგარა იყო: 1 კოდი პური, 1 კოდი სიმინდი, 10 ჩაფი ღვინო, 1 ჩარექი სანთელი და მუშაობა მონასტრის მამულში.

აქვე იხსენიებიან სოფელ გაღმა რკვიაში მცხოვრები საეკლესიო გლეხები: სიმონიკა, ივანიკა, კვირია, გლახუა და გოგილა მუმლაძენი. მათ სხვადასხვა ოდენობის ბეგარა სდებიათ კაცხის მონასტრისა: სიმონიკა და ივანიკა მუმლაძეებს ემართათ 12-12 ჩაფი ღვინო, თითო ჩარექი სანთელი და მუშაობა, ხოლო დანარჩენებს - 6-6 ჩაფი ღვინო, თითო ჩარექი სანთელი და მუშაობა.

1840-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, მუმლაძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: ბაჯითში, ბოსლევში, დილიკაურში, კვალითში, მანდაეთში, მერჯევში, ნავარძეთში, საქარაში, ტაბაკინში, ფუთში, ღორეშაში, შროშაში, წევაში და ჭორვილაში. აქედან ტაბაკინელი მუმლაძეები, რკვიელების მსგავსად, საეკლესიო გლეხები იყვნენ, წეველები - სახელმწიფო გლეხები, ხოლო ყველა დანარჩენი სოფლის მუმლაძეები საბატონო გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. ისინი იყვნენ აბაშიძეთა, ცქიტიშვილთა, ზუბალაშვილთა, ლეჟავათა, კორძაიათა და სხვათა ყმა გლეხები.

1881 წლის კამერალური აღწერით, ქუთაისის გუბერნიის ყვირილას მაზრის სოფელ რკვიაში, მდინარე ყვირილას მარცხენა ნაპირზე ჩაწერილნი იყვნენ გლეხები: მალხაზ, გახუნა, ბესუკი, იოსებ, ივანე, მამუკა, იოსებ, სახიერ, კიკო, გოგია, სიმონ, ოქრუა, დათია, კაკუჩა, სვიმონ, ივანე, გიორგი მუმლაძეები. იმავე აღწერის მიხედვით, სოფელ რკვიაში, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირზე ცხოვრობდნენ: როსტომ, ქრისტესია, მერაბ, გიორგი, თევდორე, ეგნატე, იოსებ, ივანე, გიგო, სპირიდონ, პავლე, ბეჟან, ბეჟიკა და გიორგი მუმლაძეები - სულ 14 კომლი.

1888 წლის ცუცქირიძეთა ნასყიდობის ერთ ხელწერილს ამოწმებს ჩხირაულის სასოფლო საზოგადოების "სუდია" ფრიდონა მუმლაძე. 1894 წლის ცუცქირიძეთა პირობის კიდევ ერთ ხელწერილს ამოწმებს ჩხირაულის სასოფლო საზოგადოების "სუდია" ივანე მუმლაძე. როგორც ჩანს, ეს ფრიდონა და ივანე მუმლაძეები სოფელში კითხული კაცები იყვნენ. სოფლის "სუდიებს" ანუ მსაჯულებს სოფლის ყრილობა ირჩევდა.

1901 წლის ცუცქირიძეთა უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხის ბოლოში იხსენიება ამავე სოფლის მამასახლისი მუმლაძე (სახელი უცნობია). XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მუმლაძეებს ჩხირაული ხელში სჭერიათ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მუმლაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში.

იმერეთში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა მუმლაძეთა გვარის სახელი: "მუმლაძეების უბანი" - უბანი სოფელ გაღმა ბოსლევში, ვერტყვიჭალაში, კვალითში, სვირსა და ტაბაკინში; "მუმლაძეები" - უბანი სოფელ დიდწიფელაში; "მუმლაძეების ვაკე" - სახნავი სოფელ დილიკაურში; "მუმლაძეებისოული" - ტყე სოფელ ვერტყვიჭალასთან; "მუმლაძისოული" - სახნავი სოფელ ფუთში; "მუმლაძეების წყარო" - წყარო სოფელ ბოსლევში; "მუმლაძის კარი" - სახნავი სოფელ ზედა საქარაში; "მუმლაძის კლდე" - სახნავი სოფელ ღორეშაში; "მუმლაძისოული" - ვენახი სოფელ ლახუნდარაში; "მუმლაძის ყანა" - სახნავი სოფელ ნავარძეთში; "მუმლაძის ყანა" და "მუმლაძის წყარო" - სოფელ ტყემლოვანაში და სხვა.

ამჟამად მუმლაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში - თითქმის ყველგან, საქართველოს მთიანი რეგიონების გარდა. განსაკუთრებით მრავლად არიან: ზესტაფონის (250-ოდე კომლი), ჭიათურის (280-ოდე კომლი), ლაგოდეხის (140-ოდე კომლი) რაიონებში; ქალაქებში: ქუთაისში (70-ოდე კომლი), რუსთავში (90-ოდე კომლი) და თბილისში (250-ოდე კომლი). მარტო იმერეთში მუმლაძეთა გვარის დაახლოებით 700 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში მუმლაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5800 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი მუმლაძეთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

მუსერიძე
მუსა - სუფთა რამ ტაბლათ მოსაგველი ძველქართულად.

მუსია - ქართული წარმართული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: მუსავ, მუსაყ, მუსიგ, მუსარ და მუსერ - იგივე სახელია.

მუსერ - ვინძლო ძველი გამოთქმით - მუშერ.

მუშერ - კაცის სახელი, იხსენიება XII საუკუნის მღვიმის მონასტრის ერთ საბუთში, ხოლო მისი შვილიშვილები იმავ მონასტრის სხვა საბუთში უკვე მუშერისძეებად წერიან.

გვარის სახელით "მუს"-ფუძისანი არიან: მუსაშვილნი - კახნი, მუსელიანნი - სვანნი და მუსერიძენი - რაჭველნი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ქვემო რაჭას ბუდობდა მუსერიძეთა გვარი, რომელნიმე - გლეხნი და რომელნიმე - აზნაურნი.

XVIII საუკუნის I ნახევრის იაშვილ-ქუთათელაძეთა ერთ ნასყიდობის წიგნში წერია: "...აწ არის ამის მოწმე იაშვილი მამუკა, მუსერიძე გიორგი".

1828 წლის მუსერიძეთა გარიგების ხელწერილიდან: "ათას რვაას ოცდამერვესა წელსა, მაისის ოცდა ორსა, ჩვენ ქვემორე ამის ხელისმომწერი, რაჭის მაზრის სოფელსა შინა სადმელს მცხოვრები აზნაური ანდრია მუსერიძე დავითის ძე, ამას ნანდვილსა და ჭეშმარიტსა წერილს გაძლევ ჩემს მკვიდრს ძმის წულს, ედიშერს და ძმასა შენსა ბეჟანს..." ლაპარაკია საოჯახო ქონების განაწილებაზე.

1905 წლის კერესელიძეთა ტყის ნასყიდობის ხელწერილი დაუმოწმებია ამბროლაურის მამასახლისს მუსერიძეს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მუსერიძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში.

ამჟამად მუსერიძენი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში და მცირედნი - შიდა ქართლში.

თბილისში მუსერიძეთა გვარის 80-ოდე კომლი ცხოვრობს. საქართველოში მუსერიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 540-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი მუსერიძეთა!

მუჯირი
(1921 წ) გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა, მუჯირი “ხვარბლის მნე” (საბა), ამავე ძირისაა : მუჯირიშვილი.
Submitted by: scroll.ge

მჭედლიძე
გავრცელებულია გორში, ზესტაფონსა და თბილისში. შედგება ხელობა-მოსაქმეობის სიტყვისაგან მჭედელი. ამავე ძირისაა: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: გვარი ჭელიძე მიღებული ჩანს მჭედლიძე-საგან. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად შეიძლება მოვიხმოთ ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წლისა), სადაც გურიაში სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, სოფელ ბახვაში მჭედლიძე არავინაა, მაშინ როცა ჭელიძეები მრავლად სახლობენ. ცხადია, ისინი ძველი მჭედლიძეების ჩამომავალნი არიან, თორემ ძნელად წარმოსადგენია, ამ მხარეში მჭედლიძეები ყველა ამოწყვეტილიყო და საიდანღაც ჭელიძეთა მრავალრიცხოვანი გვარი გაჩენილიყო. ამრიგად, თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი -მ და დ დაკარგულა), ჭელიძედ ქცეულა.
Submitted by: scroll.ge

მხეიძე
ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და სამეგრელოში. ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. პირველად არგვეთის მფლობელნი ყოფილან, შემდეგ თრიალეთსა და ალგეთის ხეობის ნაწილსაც დაჰპატრონებიან. ბაღვაში, ლიპარტიანი და მხეიძე საერთო წარმომავლობის უნდა იყოს. ძველ ძეგლებში მოიხსენიება მხეციძედ. ამავე ძირისაა: მხეცაძე, ხეცია, ფხეიძე.
Submitted by: scroll.ge


Submit a name

Related Articles

3 Comments

კომენტარის დამატება

Back to top button