ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 7 names in this directory beginning with the letter Ე.
ედილაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ედილა.

„მისრი ედილაშვილი – სახლიკაცი მამისა ბერსინაშვილისა... კათალიკოს შიოსა და მცხეთაშვილთა თანხმობით, მან იშვილა სიძე-მღვდელი იოანე ჭარმაული, შეიყვანა მემამულედ და ჩააბარა თავისი განუყოფელი სახლი და მამული, 1442 წელს.”

ედილაშვილები დღეს ცხოვრობენ ბორჯომის ხეობასა და შიდა ქართლის სოფელ ბრეთში.

საქართველოში 452 ედილაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 240, თბილისში – 145, გორში – 17. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


ედიშერაშვილი
გავრცელებულია ხოვლეში (კასპის რ.), ქარელისა და გორის რაიონებში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდანედიშერა. “ედიშერაშვილნი არიან ედისიდგან მოსულნი ხეობასა შინა ძველადვე აზნაურნი”. დავით ედიშერაშვილი (1935წ.), ზესიძედ ჩასახლდა მუხათში არტემ მურადაშვილთან. გადმოვიდა გომარეთიდან (დმანისის რ-ნი). შედარებითი გვარებია: ედიშერიძე, ედიშეროვი (იგივე ედიშერაშვილი).
Submitted by: scroll.ge

ელიზბარაშვილი
საკუთარი სახელი “ელიზბარ”. ელიზბარის ეტიმოლოგია არაა დადგენილი. ცნობილია, 1659 წელს ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და წმინდანად იქნა შერაცხული. ელიზბარაშვილები არიან რამდენიმე დიდებული საგვარეულოს შტო-გვარებიც, მათ შორის ბაგრატიონ-დავითაშვილებისა.
Submitted by: scroll.ge

ელიოზაშვილი
გავრცელებულია ქართლში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “ელიოზი”. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს ეს გვარი წარჩინებულ მთავართა შორის.
Submitted by: scroll.ge

ელისაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელისა. გვხვდება, ასევე, სახელი ელისე, რომელიც ძველი ბერძნული სიტყვისაგანაა ნაწარმოები და ღვთისგან ხსნილს ნიშნავს.

1708 წელს მამუკა აბელაძისა და დათუნა კოსაძის მიერ არდაშელ ზუბულიძისადმი გაცემული დახსნილობის წიგნში მოხსენიებულია ელიოზ ელისაშვილი.

1721 წელს მოხსენიებულია ხოსროვანიშვილის ყმა, დათუა ელისაშვილი.

საქართველოში 706 ელისაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 278, გურჯაანში – 73, ბორჯომში 44. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ერთგულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ერთგულა.

1721 წელს მოიხსენიება ნოდარ სუფსაჯიას ყმა – გიორგი ერთგულაშვილი.

საქართველოში 53 ერთგულაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 46, თბილისში – 5, თელავში – 2.

ერისთავი
გავრცელებულია ახმეტის რაიონში( ქისტაური). გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი. მეფის მიერ დანიშნული გარკვეული კუთხის გამგებელი ფეოდალურ საქართველოში (ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, რაჭის ერისთავი და სხვ.)
Submitted by: scroll.ge


Submit a name

Related Articles

4 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button