ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 26 names in this directory beginning with the letter Ჯ.
ჯაბადარი
ერთ-ერთი წარჩინებული გვართაგანია ძველ საქართველოში. გვარადქცეული სამეფო თანამდებობის ტერმინია. თურქულ-სპარსული სიტყვა “ჯაბადარ” ჯავშან-საჭურვლის მცველს ნიშნავს.
Submitted by: scroll.ge

ჯავახი
გვარადქცეული ეთნონიმი. როგორც ჩანს, XIII საუკუნის დამდეგს სამძივართა საგვარეულოში (უკეთ, ამ საგვარეულოს იმ შტოში, რომელიც დამკვიდრებულია თეძმის ხეობაში) შემოდის სახელი ჯავახი და შეიძლება უკვე XIV ს. პირველ ნახევარში ისინი იწოდებოდნენ ჯავახიშვილებად; სახელი “ჯავახი” XIV საუკუნეზე უფრო ძველია: ჯავახ აფაქის ძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში. ამავე ძირისაა ჯავახია.
Submitted by: scroll.ge

ჯავახიშვილი
ერთ-ერთი წარჩინებული გვარეულთაგანი ძველ საქართველოში. ქართლელი ჯავახიშვილების წინაპარნი გამრეკელ-თორელნი ყოფილან, XII საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფ. ხოვლეში. XVII-მდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი წინანდელი ადგილსამყოფელის მიხედვით ჯავახიშვილებად წოდებულან.
Submitted by: scroll.ge

ჯალალაშვილი
ჯალალი-გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯალალი, რომელიც არაბული წარმოშობისაა და ქართულად სახელს, დიდებას, ძლიერებას ნიშნავს. 1843 წლიდან ჯალალაშვილები კოდაში ცხოვრობენ. ამავე ძირისაა გვარები: ჯალადიშვილი, ჯალალი, ჯამარიშვილი. საქართველოში 110 ჯალალაშვილი ცხოვრობს.100 ჯალადიშვილი; 89 ჯალალი; 26 ჯამარიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ჯანგირაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანგირა. ჯაჰანგირ სპარსული სიტყვაა და ქვეყნის მპყრობელს ნიშნავს.

1871 წელს დუშეთის ოლქის სოფელ დიხჩოდან სოფელ ლასტისციხეში საცხოვრებლად გადასულა პაპია ჯანგირაშვილი.

საქართველოში 882 ჯანგირაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 375, დუშეთში – 228, თიანეთში – 78. არიან სხვაგანაც

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ჯანელიძე
გვხვდება ამბროლაურის, სამტრედიის რაიონებში. უკავშირდება საკუთარ სახელს “ჯანელი”. (ჯანა + ბოლოსართიელ). ამავე ძირისაა ჯანველიძე.
Submitted by: scroll.ge

ჯარიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯარია.

ტაბახმელაში მცხოვრები გიორგი პაპაშვილი 1875 წელს ცოლად ირთავს დიდ ენაგეთში მცხოვრებ სიმონ ჯარიაშვილის ასულს – სოფიოს. თავდებნი ყოფილან ქალის მხრიდან დიდენაგეთელები.

საქართველოში 721 ჯარიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 277, გარდაბანში – 160, დუშეთში – 144. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


ჯაფარიძე
გავრცელებულია რაჭაში, სვანეთში, იმერეთში და ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს რაჭის მთავართა შორის. მომდინარეობს არაბული საკუთარი სახელიდან “ჯაფარ”. სახელი “ჯაფარა” საქართველოში შემოიტანა ლიპარიტის (ბაღუაშის ძის) მტერმა, არაბმა ამირა(ემირმა) ჯაფარმა 1047წ. ქართულად “ჯაფარა”იგივეა, რაც ჩხიკვი. ჯაფარის ძე, იხსენიება ხუნამისის წარწერაში (Xს. დასასრული). თავდაპირველად, იწერებოდნენ მჯა+ფარ=მჯაფარიძე.
Submitted by: scroll.ge

ჯაყელი
საპატიო და საგამგეო წოდება-გვარია, მიღებულია სადაურობის სიტყვისაგან. ჯაყი ისტორიული სოფელია სამცხეში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. სამცხის ათაბაგთა დინასტიური გვარია. ამავე ძირისაა ჯაყელიძე.
Submitted by: scroll.ge

ჯაჭვლიანი
ბეჩო, ეცერი, კიჩხულდაში, მესტია, მულახი, ნაკრა, ფარი, ცხუმარი, ჭუბერი [კოდორის ხეობა აჟარა, გენწვიში, ომარიშარა]
Submitted by: scroll.ge

ჯაჯანიძე
გავრცელებულია ჭიათურაში, ასევე ოზურგეთის რაიონში. შედგება საკუთარი სახელისგან “ჯაჯანი”. ფრინველთა სახელისაგან წარმოქმნილი გვარია, უკავშირებენ სიტყვა “ჯაჯა”-ს, რაც ქორს ნიშნავს სამეგრელოსა და გურიაში.
Submitted by: scroll.ge

ჯებირაშვილი
გორი
Submitted by: scroll.ge

ჯებისაშვილი
გორი, დიდი ატენი, დიდი მეჯვრისხევი, ქარელი, ყელქცეული, ხიდისთავი
Submitted by: scroll.ge

ჯეირანაშვილი
ატენი, გორი, სკრა, ცხეთიჯვარი, ჭვრინისი, ხაშური, ხეობა, ხიდისთავი
Submitted by: scroll.ge

ჯერანაშვილი
საკ. სახ. ჯერან; ჯერანა. შდრ. ჯეირანაშვილი, ჯერენაშვილი, ჯეირანი/ქურციკი (კლდეისი).
Submitted by: scroll.ge

ჯერვალიძე
დუშეთი,. ჟინვალი, შალიკიანთკარი, წითელიკლდე
Submitted by: scroll.ge

ჯერიაშვილი
გორი, ხიდისთავი
Submitted by: scroll.ge

ჯერმიზაშვილი
წკერე, ხანდო
Submitted by: scroll.ge

ჯეჯელაშვილი
კასპი
Submitted by: scroll.ge

ჯეჯილაშვილი
მარნეული
Submitted by: scroll.ge

ჯვარელია
შესაძლებელია მომდინარეობდეს სადაურობის სიტყვისაგან. ჯვარი დაბაა წალენჯიხის რაიონში.
Submitted by: scroll.ge

ჯილავდრიშვილი
(1823 წ.,) სავარ. საკ, სახ. ჯილვარდი; მათე ჯილავდრიშვილი, მეუღლე ანა, შვილები მელიქა, აბელა, სიმონა, დავითა, ყაზარია. ქალიშვილები ნინო, მარიამი, მაია, მათე ჯილავდრიშვილი, მეუღლე დარეჯანი, შვილები ვართანა, გეუა, სარქისა, ქალიშვილები მაია, მიფაკა, დისშვილები გიქორა, მოსე და მარტა. დისშვილი სტეფანე,მეუღლე ქეთევანი მოიხსენიებიან სოფელ კოდაში 1823 წელს 9კოდა). შდრ. გვარი ჯილავდარი 88 სული.
Submitted by: scroll.ge

ჯიმშერაშვილი
(1721 წ.), ჯიმშერ (სპ.0 პარალელური ფორმაა ჯიმშედ სახელისა. აქედანაა გვარი ჯიმშელეიშვილი (ზ. ჭუმბ., დედაენა ქართ., 379). "ქ. სოლოღაშვილის ავთანდილის ყმა ქ. დრეს, 1721 წ. ზურაბა ჯიმშერაშვილი, "აქ ბოცოეთს მსხლობელი სიყმაია ჯიმშერაშვილი 1721 წ.".1721 წ. აღწ. სოფ. დრეში გამომღებ ყმათა შორის მოიხსენიება ელიზბარა და მამუკა ჯიმშერაშვილები. ჯიმშერ, იგივე ჯავანშერ, ახლაგაზრდა ლომი, ბოკვერი იხ. ჯიმშიაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ჯიმშიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიმშიტა.

ჩხიკვთაში მოიხსენიება უყმო აზნაური ვინმე ჯიმშიტაშვილი.

საქართველოში 610 ჯიმშიტაშვილი ცხოვრობს: თიანეთში – 281, თელავში – 134, თბილისში – 81. არიან სხვაგანაც

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

წყარო: tbiliselebi.ge

ჯინიუზაშვილი
გავრცელებულია ახალციხესა და თბილისში. ხელოვნურად არის მიღებული ჭილიმუზაშვილ-ისაგან, რომელიც სომხური ორიენტაციის სასულიერო მოღვაწის, არქიმანდრიტ პავლე შაჰყულიანის, იმავე შაჰყულაშვილის, წინაპართა გვარი ყოფილა. ამ გვარმა დღემდე მოაღწია.
Submitted by: scroll.ge

ჯუღაშვილი
იგივე ჯუგაშვილი; გავრცელებულია ქ.გორში, წინაპრებს ლილოში უცხოვრიათ; შედგება საკუთარი სახელისგან ჯუღა. ჯუგაშვილები ცხოვრობენ სოფელ მატაანში, მათი თავდაპირველი სამშობლო სოფელი ჯუგაანი უნდა ყოფილიყო (სიღნაღის რ.), ეს გვარი ჯუღაშვილად იქცა ძველ ქართულ დოკუმენტებში რუსულიდან გადმოქართულების შედეგად (რუსული გ ქართულში ღ-დ გადმოიღეს).
Submitted by: scroll.ge


Submit a name

Related Articles

4 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button