ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 3 names in this directory beginning with the letter Ფ.
ფარტაძე
VI ჩნდება ახალი გვარი ფარტაძე. ფარტაზი კოლხეთში ერისმთავარი იყო, ისტორიული პიროვნება. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, სწორედ მისგან იწარმოა გვარი ფარტაძე. ძე-არის შობილი, მოვლენილი პიროვნება, რომელიც ოჯახის შვილია და მისი გამგრძელებელი. სუფიქსი -ძე უფრო ადრე გაჩნდა ჩვენს სინამდილეში, ვიდრე -შვილი. -შვილზე დაბოლებული ერთ-ერთი პირველი გვარი იყო არსლანიშვილი, დღევანდელი-ასლანიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ფიფია
ფიფი – ქართული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო ფიფა, ფიფულა, ფიფხა და ფიფინა – იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით “ფიფ”-ფუძისანი არიან: ფიფაიშვილები, ფიფიაშვილები, ფიფაშვილები, ფიფინაშვილები, ფიფინავები და ფიფიები, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ეგრე უბნობენ, ერთნი არიანო სვანი ფილფანები და ოდიშარი ფიფიები. ამასაც უბნობენ, სვანეთიდან ჩამოსულაო ზემო სამეგრელოში ფიფიათა წინაპარი, ჯერ ფილფანი ყოფილა და მერმე – ფიფია. ეს მხოლოდ ზეპირი გადმოცემაა და წერილობით არ დასტურდება.

ქართულ საისტორიო საბუთებში ფიფიათა გვარი გვიანი შუა საუკუნეებიდან ჩანს.

XVII-XVIII საუკუნეთა ოდიშის სამთავროს სოციალური შინაარსის საბუთებში ფიფიები იხსენიებიან თავად აფაქიძეთა მამულებში ზემო სამეგრელოს მკვიდრ გლეხებად.

სამეგრელოდან აფხაზეთში მოსახლეობის ინტენსიური მიგრაცია ცნობილი ფაქტია. ეს მიგრაცია შეეხო ფიფიების რიცხვმრავალ გვარსაც.

XIX საუკუნეში აფხაზეთში ფიფიები ფინფიების გვარით ჩაუწერიათ. როგორც ჩანს, აფხაზეთში ოსმალთა მომძლავრების შემდეგ ფიფიები გამაჰმადიანებულან და გარკვეული სოციალური მდგომარეობა მოუპოვებიათ.

1834 წლის ერთ რუსულ საბუთში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის სოფელ კვიტოულში მცხოვრები ფინფიები გაქრისტიანდნენ. ისინი ჩაწერილნი არიან როგორც კეთილშობილნი. ფიფიების გვარი დასტურდება აფხაზეთის სოფელ ლიხნში და ტამიშშიც.

საქართველოში ადგილს და ადგილს შემორჩა ფიფიათა გვარის სახელი: ლეფიფიე – უბანი წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალურში; ფიფულა – უბანი ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხასკარში; ფიფიასნასახლევი – ადგილი ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ფიფიათა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ფიფიათა გვარისშვილნი: რუსთა ბატონობის წინააღმდეგ 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური, პოეტი დანიელ ფიფია, აკადემიკოსი ეგნატე ფიფია, პროფესორი ვახტანგ ფიფია…

ამჟამად ფიფიები ცხოვრობენ ოდიშ-სამურზაყანოში, მცირე რაოდენობით – იმერეთსა და გურიაში, მრავლად იყვნენ აფშილეთსა და აბაზგეთში, განსაკუთრებით მრავლად არიან წალენჯიხისა და ზუგდიდის რაიონებში. ფიფიები არიან მესხეთიდან გასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა შორისაც.

თბილისში ფიფიების დაახლოებით ორასი კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ფიფიათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 7200-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ფიფიათა!

ფუტკარაძე
უძველესი გვარია. ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, ამ გვარს სათავე დაუდო ვინმე ფუტკარამ. ჩვენი აზრით, ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან გვარის წინარე ფორმაა მეფუტკრისძე, რაც მიგვანიშნებს, რომ ხელობა-საქმიანობიდან გამომდინარე გვარ-სახელია და ამ გვარის წარმომადგენლები ფუტკრის მოვლა-მოშენებას მისდევდნენ.

გვარი ფუტკარაძე მოიხსენიება მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების გვარების ნუსხაში.

ფუტკარაძეების ძირითადი საცხოვრისია აჭარა, თუმცა, ამ გვარის წარმომადგენლები ასევე ცხოვრობენ იმერეთში, სამეგრელოსა და თბილისში.

სამეგრელოში ფუტკარაძეები აჭარიდან გადავიდნენ. ბევრმა გვარი შეინარჩუნა, ნაწილი კი ფუტკარაიად ჩაეწერა.

იმერეთში ფუტკარაძეები ცხოვრობენ: საქარაში, ინაშაურში, სიმონეთში, ტყემლოვანში, ჩუნეთში, ჩხარში, ცხრაწყაროსა და ჯიხაიშში.

საქართველოში 7 003 ფუტკარაძე ცხოვრობს: შუახევში – 1 824, ხელვაჩაურში – 1 108, ბათუმში – 664. არიან სხვაგანაც.


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button