ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 8 names in this directory beginning with the letter Ყ.
ყაზარაშვილი
გახდა კაზარაშვილი (ყაზაროვი-კაზაროვი). თვით სომხებთანაც ყარახანიანი გახდა კარახანიანი.
Submitted by: scroll.ge

ყაზბეგი
შედგება ორი სიტყვისგან“ყაზი”-საგან (საკუთარი სახელი) და “ბეგი”-საგან (თურქული სიტყვაა და ნიშნავს ბატონს, ხელისუფალს). ყაზბეგები ხევის მმართველები იყვნენ. მათი წინა გვარი ჩოფიკაშვილი გახლავთ.
Submitted by: scroll.ge

ყარაშვილი
თურქ. ყარა ნიშნავს შავს, სპარსულ წყაროებში გვხვდება, როგორც ყარაბაღი; მათ დროშაზე გამოსახული შავი ცხვრის მიხედვით) ქართულად იგივეა რაც გვარი შავიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ყარახანაშვილი
კარახანოვი კარახანოვის გვარის ადრინდელი ფორმა იყო ყარახანაშვილი. რთულფუძიანი, ორკომპონენტიანი გვარ-სახელია. ყარა თურქთა ენაა და ნიშნავს შავს; ხანი, ხნისა კი იგივეა თურქულად, რაც მებატონე. ყარა, როგორც კი მოხვდა რუსული კალმის ქვეშ, გახდა კარა (ანუ ასო ყ შეცვალა ასო კ-მ).
Submitted by: scroll.ge

ყაუხჩიშვილი
გავრცებულია ახალციხეში, ქუთაისში,თბილისSi. ეს გვარი მომდინარეობს თურქული ტერმინიდან “ყაუხჩი”, რაც ქართულად მექუდეს ნიშნავს.ზოგიერთი გადმოცემით, მათი წინაპართა გვარი დარდგანიძე ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

ყიფიანი
სვანურია წარმომავლობით და "ყიფი"ამაყს ნიშნავს. დაახლოებით 11-12-ე საუკუნეში ყიფიანები გვხვდებიან თაკვერის(რაჭა-ლეჭხუმის)და იმერეთის ტერიტორიაზეც.14-ე საუკუნეში რაჭველმა ყიფიანებმა მოიპოვეს თავადების ტიტული ხოლო დანარჩენი ყიფიანები კი აზნაურებად დარჩნენ (იბრალებენ თავადობას).ყიფიანები ასევე იხსენიებიან ერეკლე მეფის დროსაც.
Submitted by: scroll.ge

ყიფშიძე
ყიფშიძეთა გვარის შესახებ ყველაზე ადრეულ ცნიბას იძლევა იოანე ბაგრატიონ ბატონიშვილი (1768-1830): “ყიფშიძეები, ესენი არიან იმერეთიდამ მოსული ძველნი აზნაურნი, მეფის კარის ხუცესის შვილნი, რომელთაც მსახურებისათვის მეფისა მიიღეს აზნაურობა.”

გვარის საფუძველია ძველქართული სიტყვა “ყიფ” რაც “ამაყს” ნიშნავს. ყიფშიძეებსა და ყიფიანებს საერთო ძირი აქვთ. ცნობები და დოკუმენტები ყოფშიძეების შესახებ ვრცლად XIX საუკუნიდაჯ გვხვდება, საიდანაც შეიძლება მათი გენეალოგიური ნუსხის შედგენა.

ყურაშვილი
არსებობს მოსაზრება, რომ ყურაშვილებსა და ყრუაშვილებს საერთო წარმომავლობა ჰქონიათ, ოღონდ, სხვაობა იმაშია, რომ ყრუაშვილებიაზნაურები ყოფილან. გვარის ფუძეა მეტსახელი ყურა.ყურაშვილთა გვარის გამოკვლევა მოცემული აქვს ბატონ პაატა ცხადაიას, წიგნში „გვარები და გვართა დასახლებანი სამეგრელოში”. ასევე, გვხვდება ტოპონიმები: ეყურუე-ეყურას ქუა-უბანი ემესხესა და ედიხამინჯიეს შუაში. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ყურაშვილებს 79-ე ადგილი უჭირავთ. საქართველოში 4 971 ყურაშვილი ცხოვრობს: თბილისში 1 167, ქუთაისში 755, ცაგერში 497. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.ge


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დამატება

Back to top button