ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 37 names in this directory beginning with the letter Ო.
ოანაშვილი
(1740 წ.), საკ. სახ. ოანა (დოკ., I, 62); მირზა და ზურაბა ოანაშვილი მოიხსენებიან ენაგეთს 1740 წ. მამულისა და სანყიდობის წიგნში, რომელსაც პაპა შიოშვილი აძლევს ქაიხოსრო და სხვა ზაალიშვილებს (დოკ., I, 289).
Submitted by: scroll.ge

ობგაიძე/ოგბაიძე
(1774 წ.) საკ. სახ. ობგა (სვანეთი, 13, მესტია ალ. ღლ., 172; ობგაიძეები მოხსენებულნი არიან 1774 წ. არაგვის აღწერის მასალებში.
Submitted by: scroll.ge

ობოლაშვილი
ევფემისტური (ევფემიზმ-ი ბერძ. სიტყვა ან გამოთქმა, რომლითაც შეცვლილია სხვა, რაიმე თვალსაზრისით მიუღებელი, უხერხული სიტყვა ან გამოთქმა (მაგ., „ფეხმძიმე’’ „ორსულის’’ ნაცვლად , „საპირფარეშო’’ ფეხისადგილის ნაცვლად); საკუთარი სახელი ობოლა. ობოლა (მთიულეთი, ფასანაური; თიანეთი, ღულელები; გვარში ობოლაძე.) ამავე ძირისაა: ობოლაშვილი, ობლიაშვილი, ობლაძე, ობოლაძე.
Submitted by: scroll.ge

ოდიშვილი
ოდიშვილების ადრინდელი გვარი ცეცხლაძე გახლავთ. თავიდან ცეცხლაძეებს მეჯუდის ხეობის სოფელ არდისში უცხოვრიათ. აქ ყოფილა სამი ძმა: ბედო,ოდი და მელა, რომელთაც ნამდვილი გვარი ცეცხლაძე გადაუკეთებიათ სამ გვარად: ოდიშვილად, ბედოშვილად და მელაძედ.
Submitted by: scroll.ge

ოთანასშვილი
(1817 წ.), საკ. სახ. ოთანა. „1707-1710... ბიჭვინთისა ღვთის მშობლის ყმამა ბურჯანაძენმა, სეხნიასა და ოთანას შვილებმა, გიორგის შვილებმა...“ (ფიცის წიგნი, საქართველოს სიძველენი, I, 47) (კოდა).
Submitted by: scroll.ge

ოთარაშვილი
(1823 წ.), საკ. სახ. ოთარ ქართულში გავრცელებული სახელია, „შესაძლოა უკავშირდებოდეს ციური ცდომილის სახელს-ოტარიდს, რომელსაც შეესატყვისება ბერძნული ჰერმესი და წარმოდგენილი ჰყავდათ ულამაზესი ყმაწვილის სახით; ოთარის მოფერებითი ფორმაა, ოთო, ოთია“ (ზ. ჭუმბურიძე, 160).
Submitted by: scroll.ge

ოთიაშვილი
(1721 წ.) საკ. სახ. ოთია (საქართველოს სიძველენი, 1, 31). ამავე ძირისაა: ოთიაური, ოთონაშვილი, ოთიურაძე (ასურეთი, მირტაშენი, მონასტერი).
Submitted by: scroll.ge

ოლოდაშვილი
(1721 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ოლოდა.
Submitted by: scroll.ge

ოლქიაშვილი
(1721 წ), ოლქე, ულქე (თურქულად ქვეყანა, მხარე)
Submitted by: scroll.ge

ომანაშვილი
საკუთარი სახელი ომან (საქართველოს სიძველენი, 3, 36).
Submitted by: scroll.ge

ომანაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ომანი.

ეს სახელი გვხვდება ხევსურეთში, კერძოდ – ბარისახოში.

ომანი უძველესი სახელია და საქართველოს სიძველეების წიგნშია შეტანილი.

ამავე ძირისაა გვარები: ომიაძე, ომაიძე, ომანაძე.

საერთო ფუძის მიუხედავად, ამ გვარებს საერთო არაფერი აქვთ და დამოუკიდებლად არიან წარმოქმნილნი.

საქართველოში 234 ომანიძე ცხოვრობს: თბილისში – 93, ცაგერში – 25, ქუთაისში – 20. არიან სხვაგანაც.

447 ომანაძე: წყალტუბოში – 135, ქუთაისშიო – 86, რუსთავში – 21. არიან სხვაგანაც.

ომანიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ომანი.

ეს სახელი გვხვდება ხევსურეთში, კერძოდ – ბარისახოში.

ომანი უძველესი სახელია და საქართველოს სიძველეების წიგნშია შეტანილი.

ამავე ძირისაა გვარები: ომიაძე, ომაიძე, ომანაძე.

საერთო ფუძის მიუხედავად, ამ გვარებს საერთო არაფერი აქვთ და დამოუკიდებლად არიან წარმოქმნილნი.

საქართველოში 234 ომანიძე ცხოვრობს: თბილისში – 93, ცაგერში – 25, ქუთაისში – 20. არიან სხვაგანაც.

447 ომანაძე: წყალტუბოში – 135, ქუთაისშიო – 86, რუსთავში – 21. არიან სხვაგანაც.

ომაშვილი
საკუთარი სახელი ომა. ამავე ძირისაა: ომაძე, ომიაძე, ომაშვილი, ომანაძე, ომანაშვილი...
Submitted by: scroll.ge

ონიაშვილი
საკუთარი სახელი ონა, ონი, ონია.
Submitted by: scroll.ge

ონოფრიშვილი
გავრცელებულია კასპის რაიონში (სოფ. კავთისხევი). დაკავშირებულია საკუთარ სახელთან ონოფრე. გადმოცემით ონოფრიშვილთა გვარი მოსიძე ყოფილა, ჯავახეთიდან გადმოსულან ქართლში.
Submitted by: scroll.ge

ორალუტაშვილი
(1817 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ორალუტა. შდრ. ორგულა, ორთავა, ორკბილა, ორკოდა, ორჟანა...
Submitted by: scroll.ge

ორბელაშვილი/ორბელიშვილი/ორბელიანი
ორბელიანები (იგივე ორბელიშვილები, ყაფლანიშვილები, XIX ს. I ნახევარში ჯამბაკურ ორბელიანებადაც იხსენიებოდნენ), ფეოდალური საგვარეულო XVII-XIX სს. საქართველოში. ქაჩიბაძე-ბარათაშვილების ერთ-ერთი შტო. გვარის ფუძემდებელი იყო ორბელ ბარათაშვილი, რომელიც 1536 წ. გაეყარა თავის სახლისკაცს ორბელ ბარათაშვილს, ორბელს ერგო 59 სოფელი, 617 კომლი გლეხითურთ, ლოქის მთის ნახევარი, ფატარეთისა და დმანისის ეკლესიების ნახევარი (ეს ეკლესიები შემდეგ მთლიანად ორბელიანების საკუთრება გახდა). ორბელაშვილები იყვნენ ყმა გლეხებიც.
Submitted by: scroll.ge

ორბელები
აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულო XII-XIII სს-ში.
Submitted by: scroll.ge

ორბელი
საკ. სახელი ორბელ . ორბელ (კოხნარი, ჩოხატაურის რ.)
Submitted by: scroll.ge

ოსეხანაშვილი
(1843 წ.) სავარ. რთული შედგ. სახელი ოსე, ოსია, ოსო +ხანა . ოსე (ძვ. ებრ. ცხოვრება , შველა შემწეობა, ხან-ა ამ შემთხვევაში ჟამთ გამოვლანი (საბა).
Submitted by: scroll.ge

ოსიაშვილი
(1721წ.), საკუთარი სახელი ოსია, იოსია (შდრ., იოსება); ამავე ძირისაა: ოსაძე, ოსიაური (სამშვილდე)
Submitted by: scroll.ge

ოსიტაშვილი
ძველი ქართული საკ. სახელი, ოსიტა (საქ. სიძვ. 1, 65 ) ალ. ღლ, (ალექსანდრე ღლონტი)
Submitted by: scroll.ge

ოსიფაშვილი
ოსეფაშვილი-კაკოლაშვილი (1843 წ.) საკუთარი სახელი იოსებ (ებრ.) „გამრავლება“, „მატება“, იოსების მოფერებითი ფორმებია: ოსება, ოსეფა, ოსია, ოსიკა, ოსიკო, სოსო, სოსია, სოსიკო.
Submitted by: scroll.ge

ოსიყმაშვილი
(1721წ.), საკ. სახ. ოსიყმა, ოსიყმე (საქ. სიძვ., 1, 292); ძველი წყაროების მიხედვით: ოსეყმა, ოვსეყმა „შესაძლებელია აქ ოსიეთნონიმი იყოს თუ იოსების შემოკლებული სახე არ არის) ოსი+ყმა.
Submitted by: scroll.ge

ოსიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ოსიყმა.

სახელი რთული შემადგენლობისაა – ოსი+ყმა. აქ ოსი ან ეთნონიმია ან იოსების შემოკლებული ფორმა.

ამავე ძირისაა გვარები: ოსიძე, ოსიაშვილი, ოსაძე.

სოფელ ღოუბნიდან ჩამოსული ოსიყმეს შემდეგ, 1817 წლიდან, კოდაში ჩნდება გვარი ოსიყმაშვილი.

„ქართველების სომხურ სარწმუნოებაზე გადასვლის მთავარ მიზეზად მიჩნეულია, ბატონყმობისგან თავის დაღწევის მიზნით, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონე ყმა-გლეხობის თბილისში გაქცევა. მაგალითად, ვინმე ვარა ოგანეზოვა ამბობს: „მე ვარ ოსიყმაშვილი. ჩემი მამა-პაპა გამოქცეულა, ქალაქში ოსეთის მხრიდან ჩამოსულა. მათ ბატონის შიშით გვარი გამოუცვლიათ. ჩემი პაპის პაპა ოგანეზოვად ჩაწერილა, თუმცა, სომხური არ სცოდნია.”

საქართველოში 255 ოსიყმაშვილი ცხოვრობს
: თბილისში – 127, გარდაბანში – 93, რუსთავში – 15. არიან სხვაგანაც.

ოსტატიშვილი
ხელობის აღმნიშვნელი გვარია. ოსტატიშვილი, ძვირფასი ლითონების ოსტატს ოქრომჭედელი ეწოდება. ოსტატმა აწარმოა გვარი ოსტატიშვილი (კახეთი)ოქრომჭედელმა კი ოქრომჭედლიშვილი. შდრ. დალაქიშვილი, ზეინკლიშვილი, კალატოზიშვილი, ხარატიშვილი...
Submitted by: scroll.ge

ოქიტაშვილები
(საკ. სახ. ოქიტა) ქართული გვარი. ფიქსირდება 1721 წლის აღწერაში (გვ. 123), გარდა ამისა ქართული სამართლის ძეგლების V-VI ტომებში მოხსენიებულია ოქიტაშვილი მიქელა. აღსანიშნავია, რომ გვარის ფუძე ძირითადად ქართლშია და ადრეულ პერიოდში გავრცელებული იყო გორში, ახალგორსა და გარდაბანში. დღესდღეობით ოქიტაშვილების უმრავლესობა დასახლებულია წყნეთში
Submitted by: scroll.ge

ოქრიაშვილი
(1558 წ.) ოქრო, ოქრია, ოქრუა-ოქროპირის შემოკლებული ფორმაა. საკუთარი სახელი ოქრია. ამავე ძირისაა: ოქროპირიძე, ოქროპირაშვილი, ოქრომჭედლიშვილი,ოქრუაშვილი, ოქრუაძე... ერტისში 1558 წ. მოიხსენიება ოქრიასშვილი.
Submitted by: scroll.ge

ოქრომელაშვილი
(1886 წ.) საკუთარი სახელი ოქრომელი, მელ, მელა ნაწარმოები უნდა იყოს (შდრ. ჯარიმელაშვილი, ურჯუმელაშვილი, სარჩიმელია, დარციმელია. (ჰიდრონიმებია: ჩხერიმელა, ბორიმელა, სხვა სიტყვები: ცუგრუმელა, კორკიმელი... ი. მაისურ., 129); შდრ. ოქრობელა, ოქროენა, ოქროკვერცხა // ოქროკვერცხ-ი, გვარში: ოქროკვერცხიშვილი, ოქროპირ, ოქროპირა, ოქროცვარი... (ალ. ღლ., 174); თომა და გიორგი ოქრომელაშვილები მოიხსენებიან დიდ თონეთში 1886 წ.
Submitted by: scroll.ge

ოქროპირაშვილი/ოქროპირიშვილი
(1438 წ.), ოქროპირ-ქართული სახელია. თავდაპირველად იყო ზედწოდება მჭერმეტყველი ადამიანისა, კარგი ორატორისა (თარგმნილია ბერძნულიდან) შემდეგ დამოუკიდებელ სახელად იქცა. მისი შემოკლებული ფორმაა ოქრო.
Submitted by: scroll.ge

ოქროპირიძე
საკუთარი სახელი ოქროპირი. ზოგადი მნიშვნელობით მჭერმეტყველი, შდრ. ოქრობილაშვილი, ოქრობილა, იმავე ძირისაა: ოქროპირაშვილი (ი. მაისურაძე 129).
Submitted by: scroll.ge

ოქრუაშვილი
(1700 წ.), საკ. სახ. ოქრუა. ოქროპირის შემოკლებული ფორმაა.
Submitted by: scroll.ge

ოღობაშვილი
(1713 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ოღობა, გვარში: ოღობაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ოღულაშვილი
(1721 წ.), ოღულ (თურქულად) შვილი, ძე ვაჟი, შდრ. მეგრული ბერე. სავარაუდოდ საკუთარი სახელი ოღულა შდრ. ოღქუზა (თურქ.)-ხარი ( შდრ., ხარაძე). შდრ. ოღიაშვილი, ოღმლიშვილი, ოღუზაშვილი, ოღომაშვილი (ენაგეთი).
Submitted by: scroll.ge

ოძელაშვილი
(1721 წ.), საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვა ოძელა, სოფლის სახელისაგან ოძისი (დუშეთის, ხაშურის რაიონი) (ილ. მაის., 130); ზემო და ქვემო ოძისი იყო გარისის რაიონშიც.
Submitted by: scroll.ge

ოხანაშვილი/ოჰანაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. ოხანა, გვარში: ოხანაშვილი (ი. მაისურაძე130); შდრ; ოხია ( ისტორ. საბ., 67). ოჰანაშვილი მოგვიანებით ოგანოვი. (ზოგან ადრინდელი გვარი ნიკოლაიშვილი, გურიიდან გადმოსულნი). ამავე ძირისაა: ოხანაშვილი, ოჰანაშვილი. შდრ. ოჰანა ოხანა.
Submitted by: scroll.ge

ოჰანეზაშვილი/ოსიყმაშვილი/ბეგლარიშვილი
რუსული გაფორმებით ოგანეზოვი (1817 წ.), საკუთარი სახელი ოჰანეზა, 1781 წ.
Submitted by: scroll.ge


Submit a name

Related Articles

4 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button