ბუნება & სამყაროსაინტერესოჩვენი მსოფლიო

ახალი ზელანდიის ზღვისიქითა ტერიტორიები

ნიუე – კუნძულოვანი სახელმფიწო წყანრ ოკეანეში ის მდებარეობს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით და მართავს ეს უკანასკნელი ნიუეს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ალოფი. ნიუემ 2003 წელს პირველად მიიღო უკაბელო ინტერნეტი WI-FI და გახდა პირველი ერი ვისაც ამ სერვისით სარგებლობა შეეძლო. ქვეყანაში 1500 ადამიანზე მეტი ცხოვრობს და სახელმწიფოში ოფიციალურ ენას ნიუეური და ინგლისური წარმოადგენს მთავრობის მართვის სტილი კი კონსტიტუციური მონარქიაა. ნიუეს მართავს დედოფალი ელისაბედ II მაგრამ ქვეყანა შედის ახალი ზელანდიის შემადგენლობაში. კუნძულის ნაპირებზე თევზი შეზღუდული რაოდენობითაა შესაბამისად თევჭერა არაა ისეთი განვითარებული როგორიც წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებზე რაც შეეხება ტურიზმს აქ ტრანსპორტის პრობლემაა რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს კონტაქტს ოკეანეთის სხვა ქვეყნებთან და მსოფლიოსთან აქედან გამომდინარე ტურიზმი ნაკლებად განვითარებულია. კუნძული ნიუე 1774 წელს აღმოჩენილი იქნა ჩეიმზ კუკის მიერ.

5f49a28b1706

ტოკელაუ – ახალი ზელანდიის მმართველობის ქვეშ არსებული ტერიტორია რომლის უდიდესი ქალაქია ფაკაოფო ისევე როგორც ნიუე-ს ამ ტერიტორიასაც ბრიტანეთის მონარქი ელისაბედ II მართავს. ქვეყნის ოფიციალური ენებია ტოკელაური და ინგლისური. კუნძულის მოსხლეობა ძირითადად ნათესავების მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხით ირჩენს თავს სახელწიფოს ფინანსურად მნიშვნელოვნად ეხმარება ახალი ზელანდიის მთავრობა. სოფლის მეურნეობა განვითარებულია ოკეანეთის დონეზე და აქ მოჰყავთ ქოქოსის პალმა, ნესვის ხე, პურის ხე და ბანანი. ქვეყანა მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს ინტერნეტ დომენით .tk-რომელიც მსოფლიოს მაშტაბით ძალიან პოპულარულია მათ შორის თქვენ შეხვდებით ძალიან ბევრ ქართულ საიტს რომელიც ამ დომენს იყენებს ზოგადად მსოფლიოში ოკეანეთის ქვეყნების დომენები დიდი პოპულარობით სარგებლობს. კუნძულს გარკვეული შემოსავალი აქვს საფოსტო მარკების და მონეტების გამოშვებით.

dfff50d35bfa

კუკის კუნძულები – ტერიტორია რომელიც შედის ახალი ზელანდიის შემადგენლობაში და მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთულ ნაწილში. ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მთლიანად ახალი ზელანდია უძღვება აქ მეტად განვითარებულია ტურზიმი 2006 წელს კუნძული მოინახულა 90 000-ზე მეტმა ადამიანმა რამაც ქვეყანა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მეტი ფულის გამოყოფამდე მიიყვანა შემდგომში კი შემოსავლები უფრო გაიზარდა ამ სფეროდან სწორედ ტურიზმია ყველაზე წამყვანი დარგი კუკის კუნძულებზე. თევზი კუკის კუნძულების სიმდიდრეა შესაბამისად განვითარებულია თევზჭერა ოკეანეში ჭარბობს თევზი სკუმბრია და ხშირად ხდება მისი დაჭერა კუნძულზე დაჭერილი თევზი გასაყიდად გადის სხვადასხვა ქვეყნებში. ტერიტორიის დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი ქალაქია ავარუა. კუკის კუნძულების მოსახლეობა 2011 წელს ჩატარებული ბოლო კვლევებით 14 000 კაცს აღემატება. ქვეყანაში ოფიციალური ენაა ინგლისური ხოლო ვალუტა ახალ ზელანდიური დოლარი.

86fd73dbbc6c

როსის ტერიტორია – პრეტენზიას აცხადებს ახალი ზელანდიის მთავრობა და არის კიდეც ახალი ზელანდიის სამეფოს ნაწილი აქ დასახლებულია 100-დან 1000-მდე ადამიანი მონაცემები არაა დაზუსტებული და შეიძლება აღემატებოდეს 1000 კაცსაც. დღეს-დღეისობით როსის ტერიტორია ხელმძღვანელობს ახალი ზელანდიის ოფიციალური დროშით მაგრამ არსებობს არაოფიციალური დროშა რომელსაც ასე თუ ისე მაინც იყენებენ აქ ოფიციალური ენა ინგლისურია. როსის ტერიტორია მდებარეობს ანტარქტიდის სექტორში შესაბამისად აქ ტემპერატურა ყოველთვის დაბალია და მოსახლეებიც ნაკლებად სახლობენ.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button