ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – იაჰიკო

იაჰიკო (弥彦) ამეგაკურელი შინობი იყო, რომელმაც ნაგატოსთან და კონანთან ერთად აკაცუკი შექმნა და მისი პირველი ლიდერი გახდა. მოგვიანებით, იაჰიკოს ცხედრისგან ნაგატომ დევას გზა შექმნა და იგი საკუთარ ალტერ ეგოდ აქცია.

ისტორია
იაჰიკო მეორე მსოფლიო ომის დროს დაობლდება და კონანთან ერთ ჭერ ქვეშ დაიწყებს ცხოვრებას. მოგვიანებით, მათ ნაგატო და მისი ძაღლი, ჩიბი შეუერთდებიან. ისინი ერთად დაიწყებენ საჭმლის ქურდობას და გადარჩენისთვის ბრძოლას.

მოგვიანებით, იაჰიკო, კონანი და ნაგატო ჰანზოსა და კონოჰას სანნინის ბრძოლის თვითმხილველნი გახდებიან. ისინი შემთხვევით აღმოჩნდებიან ბრძოლის ველზე. მოულოდნელად მათ წინ კუნაი აფეთქდება, რაც ჩიბის სიცოხლეს იმსხვერპლებს. ნაგატოსა და კონანის ცრემლების შემხედვარე იაჰიკო განაცხადებს, რომ ომიანობისთვის ბოლოს მოღების მიზნით იგი ღმერთი გახდება და მსოფლიოში წესრიგს დაამყარებს. მოგვიანებით, პეინად გარდაქმნილი ნაგატო მეგობრის ამ სიტყვებს არაერთხელ გაიმეორებს.

ნინძიუცუს შესწავლის მიზნით ობლები იმ სამეულთან შეხვედრას გადაწყვეტენ, რომლებიც ჰანზოსთან ბრძოლას ცოცხლები გადაურჩნენ, რის გამოც მათი ძებნა ბრძოლის ველზე მოუხდებათ. მანმადე იაჰიკო ყველა მოპარულ პროდუქტს დააბრუნებს და მესაკუთრეს განუცხადებს, რომ ისინი მის წინაშე ვალში არიან.

მოგზაურობისას, ნაგატო მიწაზე დავარდნილ მომაკვდავ შინობს შენიშნავს და მის დახმარებას დააპირებს. მტრის ხაფანგს იაჰიკო უმალვე ამოიცნობს. იგი ნაგატოს შეაჩერებს და შინობს ქვას ესვრის, რაც ბომბს გაააქტიურებს და მის აფეთქებას გამოიწვევს. მოგვიანებით, ობლები ორ ცეცხლს შუა მოყვებიან. ნაგატო დამცავ ველს წარმოქმნის და მეგობრებს აფეთქებისგან იხსნის.

საბოლოოდ, ობლები იპოვნიან სანნინს. იაჰიკო პირველი მიუახლოვდება მათ და საჭმელს სთხოვს. ოროჩიმარუს ომის მსხვერპლები შეებრალება და თანაგუნდელებს მათ დახოცვას შესთავაზებს. ჯირაია სამეულთან დარჩენას გადაწყვეტს. ისინი ამეგაკურეში, ხის პატარა ქოხში დასახლდებიან. ჯირაია თავიდანვე შენიშნავს იაჰიკოს ძლიერ პიროვნებას. ერთ დღეს იაჰიკო განაცხადებს, რომ ომის დამთავრება საკმარისი არაა. სამართლიანობის აღდგენის მიზნით საჭიროა მტერმაც იგივე განიცადოს, რაც მისმა ქვეყანამ განიცადა. იგი განაცხადებს, რომ თავადვე გადაარჩენს თავის ქვეყანასა და ყველას დაცვას შეძლებს.

მოგვიანებით, იაჰიკოს მოკვლას იუაგაკურეს ერთ-ერთი შინობი შეეცდება. ნაგატო მას გაუცნობიერებლად მოკლავს, რასაც მწარედ ინანებს.

სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯირაია ობლებს დატოვებს და თანაგუნდელებს დაუბრუნდება. მოგვიანებით, ნაგატოსთან დაახლოებას ობიტო უჩიჰა შეეცდება, რომელიც თავს მადარა უჩიჰად გაასაღებს. იაჰიკო უმალვე გაშიფრავს მის ზრახვებს და მას თავის მეგობრებთან მიახლოებას აუკრძალავს.

იაჰიკო, კონანი და ნაგატო, მშვიდობისთვის ბრძოლის მიზნით, აკაცუკის შექმნიან. იაჰიკო მისი ლიდერი გახდება. ერთ დღეს იგი კონანს განუცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის განძი ნაგატოა, რადგან იგი მშვიდობისკენ მიმავალ ხიდს წარმოადგენს. ამის გამო, იგი დასუსტებულ მეგობარს საბრძოლველად წასვლას აუკრძალავს და ბრძოლის ველისკენ თავად, ასევე დასუსტებული, გაემართება.

აკაცუკი მალევე მოიპოვებს რეპუტაციას, რაც ამეგაკურეს მმართველ ჰანზოს შეაშფოთებს. იგი მათ თავიდან მოშორებას გადაწყვეტს და კონოჰას ანბუს ლიდერ დანზოს დახმარებით კონანს გაიტაცებს. მანამდე კი აკაცუკის თანამშრომლობას შესთავაზებს. ჰანზო ნაგატოს კუნაის გადაუგდებს და იაჰიკოს მოკვლას უბრძანებს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ნაგატოს იგი კონანის მოკვლით დაემუქრება. მეგობრის ნაცვლად არჩევანს იაჰიკო გააკეთებს და ნაგატოს კუნაის თავადვე წამოეგება.

დევას გზა იაჰიკოს სიკვდილი ნაგატოს მთლიანად შეცვლის. იგი გარეთა გზის დემონურ ქანდაკებას გამოიძახებს და ჰანზოსა და ანბუს შინობებს ხელის ერთი მოსმით გაანადგურებს. მოგვიანებით, ნაგატო პეინის ექვს გზას შექმნის. დევას გზად იგი იაჰიკოს სხეულს გამოიყენებს და მისი ხელებით შეუდგება მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებას.

მემკვიდრეობა
იაჰიკოს იდეოლოგია ნაგატოზე დიდ ზეგავლენას მოახდენს. ნაგატო არაერთხელ განაცხადებს, რომ იგი ღმერთია, რომელიც მსოფლიოში სამართლიანობას აღადგენს. ანიმეში კონოჰას განადგურების წინ პეინი ამბობს, რომ იგი არასდროს დაივიწყებს იაჰიკოს ტკივილს. მოგვიანებით, იგი ნარუტოს ეტყვის, რომ რაც მან გააკეთა, სამართლიანია, რადგან კონოჰამ იგივე მიიღო, რაც უწინ ამეგაკურეს გაუკეთა. გარდა ამისა, იგი განაცხადებს, რომ ნამდვილი ტკივილის შეცნობის გარეშე მშვიდობის დაფასება შეუძლებელია.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button