ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – იზანაგი

იზანაგი გენძიუცუა, რომლის მეშვეობით „პირადი რეალობის“ შეცვლაა შესაძლებელი. იგი იმ პირზე მოქმედებს, რომელიც მას იყენებს და ამ ტიპის გენძიუცუთა შორის უძლიერესია.

გამოყენება
იზანაგის გამომყენებელი მცირე დროის მანძილზე რეალობას თავის სასიკეთოდ ცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ეს ტექნიკა გააქტიურებულია, მას შეუძლია, თავისი არახელსაყრელი მდგომარეობა, მათ შორის ჭრილობები და სიკვდილიც კი, ილუზიად გარდაქმნას. მაგალითად, თუ მას ასეთ დროს სასიკვდილოდ დაჭრიან, იგი წამიერად გაუჩინარდება, როგორც ილუზია, და რეალობას საღ-სალამათი დაუბრუნდება.

იზანაგი ექვსი გზის განდეგილის ყოველი საგნის შექმნას ეფუძნება. პროცესში განდეგილმა სულიერი ენერგია, რომელიც ინ ჩაკრას ქმნის, თავისი ფანტაზიისათვის ფორმის მისაცემად გამოიყენა, ხოლო ფიზიკური ენერგიით, რომელიც იან ჩაკრას ქმნის, ამ ფორმას სიცოცხლე შთაბერა. ამდენად, იზანაგი ცნობილია, როგორც ტექნიკა, რომელიც ფანტაზიას რეალობად გარდაქმნის. იზანაგის გამოყენება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ექვსი გზის განდეგილს გენეტიკურად ენათესავება. უჩიჰას კლანის წარმომადგენლები ამ ტექნიკას შარინგანის მეშვეობით ასრულებენ, თუმცა იზანაგის გამოყენების შემდეგ ის თვალი, რომლითაც ტენიკა შესრულდა, სამუდამოდ იხუჭება, რის გამოც იზანაგი კინძიუცუდაა მიჩნეული. ამის გამო დანზო შიმურას მარჯვენა მკლავში ათი შარინგანი ჰქონდა ჩასმული.

იზანაგის ძალის სრულად გამოსაყენებლად სენჯუს, ექვსი გზის განდეგილის შთამომავალი კლანის დნმ-იცაა საჭირო. დანზოს მანჯვენა მკლავში ჰაშირამა სენჯუს ქსოვილი ჰქონდა გადანერგილი, რისი წყალობითაც მას თითოეული შარინგანის იზანაგის გამოყენება უფრო დიდხანს – ერთი წუთის განმავლობაში შეეძლო. იზანაგის ობიტო უჩიჰაც იყენებს, ვინაიდან ჰაშირამას დნმ-ს ისიც ფლობს. ობიტოს თქმით, დანზოსგან განსხვავებით მას ჰაშირამას ძალის მართვა შეუძლია და ამგვარად მისი იზანაგი სრულყოფილია.

წვრილმანები
იზანამი იზანაგის მონათესავე ტექნიკაა. იგი უჩიჰას კლანის იმ წევრთა დასასჯელად შეიქმნა, რომლებმაც იზანაგის ბოროტად გამოყენება დაიწყეს.

გამომყენებლები
დანზო შიმურა
მადარა უჩიჰა
ობიტო უჩიჰა
ნაკა უჩიჰა(მხოლოდ ანიმეში)
რაი უჩიჰა(მხოლოდ ანიმეში)
ბარუ უჩიჰა (მხოლოდ ანიმეში)

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button