ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – რვა კარიბჭე

რვა კარიბჭე რვა სპეციფიკური ტენკეცუა, რაც შინობის ჩაკრას მიმოქცევას აკონტროლებს. ისინი ორგანიზმს ჩაკრას ზომაზე მეტად მოხმარებისგან და ამით გამოწვეული გადახურებისგან იცავენ. ინტენსიური ვარჯიშების წყალობით პირს შეუძლია ისწავლოს, თუ როგორ გახსნას ეს კარიბჭეები, რაც მას საშუალებას მისცემს, დროის მცირე მონაკვეთში, ორგანიზმისათვის დიდი ზიანის მიყენების ხარჯზე, გადააბიჯოს საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობათა ზღვარს და თითქმის ასჯერ უფრო ძლიერი გახდეს. ტექნიკის გვერდით ეფექტებს შორისაა ძლიერი ტკივილი, სხეულის გადაღლა, კუნთების დაზიანება და სიკვდილი.

გამოყენება
როკ ლიმ პირველი ექვსი კარიბჭის გახსნა 17 წლის ასაკში შეძლო. მაიტო გაის, რომელმაც ეს ტექნიკა როკ ლის შეასწავლა, რვავე კარის გახსნა შეუძლია, კაკაში ჰატაკეს კი მხოლოდ პირველის, რაც მან მანგაში კლდეზე ცალი ხელით აცოცებისას გააკეთა, ანიმეში კი მან წინა ლოტუსი გამოიყენა. კარიბჭეთა გაღება საკმაოდ რთული საქმეა ისეთი ნიჭიერი ნინძასთვისაც კი, როგორიც კაკაშია. მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც დაინახა, თუ როგორ გახსნა 13 წლის როკ ლიმ ხუთი კარიბჭე.

ერთბაშად დიდი რაოდენობის ჩაკრას სხეულში მოძრაობა მკვეთრად ცვლის ტექნიკის გამომყენებლის გარეგნობას. ყველაზე ხშირად იცვლება კანის ფერი, საფეთქლებთან ვენები იბერება და თვალები სრულიად თეთრდება. აღსანიშნავია, რომ სხეულის გარშემო მწვანე აურას ქმნის არა ჩაკრა (როგორც ეს კისამეს ეგონა), არამედ სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ზრდის შედეგად აორთქლებული ოფლი.

რვავე კარიბჭის გახსნის მდგომარეობა ცნობილია, როგორც რვა კარიბჭის გახსნის ფორმირება. ნებისმიერი შინობი, რომელიც ამ ტექნიკას შეასრულებს, დროებით 100-ჯერ უფრო ძლიერი გახდება, თუმცა აუცილებლად დაიღუპება ორგანიზმისათვის მიყენებული ზიანის გამო.

კარიბჭეები

  1. გახსნის კარიბჭე (開門, კაიმონ) მდებარეობს ტვინში და ხსნის ტვინში არსებულ შეზღუდვებს კუნთებზე, რის გამოც შესაძლებელია კუნთების ძალის 100%-ით გამოყენება. ჩვეულებრივ, ადამიანი კუნთების ძალის მხოლოდ 20%-ს იყენებს, რათა ისინი არ დაიშალოს. ამ კარიბჭის გახსნის შემდგომ შინობს შეუძლია წინა ლოტუსის გამოყენება.
  2. განკურნების კარიბჭე  (休門, კიუმონ) მდებარეობს ტვინში, იძულებით ზრდის გამომყენებლის ფიზიკურ ძალას და დროებით სხეულს ახალი ენერგიით მუხტავს.
  3. სიცოცხლის კარიბჭე (生門, სეიმონ) მდებარეობს ზურგის ტვინში. მისი გახსნით პირს საპირისპირო ლოტუსის გამოყენება შეუძლია. სისხლის მიმოქცევის აჩქარების შედეგად კანი წითელი ხდება.რვა კარიბჭე
  4. ტკივილის კარიბჭე (傷門, შომონ) მდებარეობს ზურგის ტვინში, ზრდის გამომყენებლის სიჩქარესა და ძალას. შეიძლება გამოიწვიოს კუნთოვანი ქსოვილების განადგურება.
  5. ზღვრის კარიბჭე (杜門, ტომონ) მდებარეობს მუცლის ღრუში, ზრდის პირის ძალასა და სიჩქარეს.
  6. ხედის კარიბჭე (景門, კეიმონ) მდებარეობს კუჭში, ზრდის გამომყენებლის ძალასა და სიჩქარეს. ამ კარიბჭის გახსნის შედეგად გამოთავისუფლდება უზარმაზარი რაოდენობის ენერგია, რაც წყლის მასებთან ურთიერთმოქმედებისას იწვევს მორევის ფორმირებას ტექნიკის გამომყენებლის ირგვლივ. მისი გახსნის შედეგად პირს შეუძლია დილის ფარშავანგის გამოყენება.
  7. გაოცების კარიბჭე (驚門, კიუმონ) მდებარეობს კუჭის ქვემოთ. ის კიდევ უფრო მეტად ზრდის გამომყენებლის სიჩქარესა და ძალას. მხოლოდ მისი გახსნითაა შესაძლებელი დღის ვეფხვის გამოყენება. ის, ვინც ამ კარიბჭეს გააღებს, გამოყოფს ლურჯ ოფლს (მანგაში – მწვანეს), რომელიც დაუყოვნებლივ ორთქლდება სხეულის სითბური ენერგიის მიერ, თუმცა მის გახსნას თან სდევს გვერდითი ეფექტები, რაც გამოიხატება კუნთოვანი ბოჭკოების დაფლეთაში, რის გამოც გამომყენებელი დიდ ტკივილს განიცდის, თუ ვინმე ან რამე შეეხება მათ.
  8. სიკვდილის კარიბჭე (死門, შიმონ) მდებარეობს გულთან. მისი გახსნისათვის აუცილებელია გამომყენებლის მიერ გულის ზემოთ მკერდის გახვრეტა. ამ კარიბჭის გახსნა იწვევს სისხლის მიერ წითელი, ცეცხლოვანი აურის გამოსხივებას სხეულის ყველა ნახვრეტიდან, თმიდან და წარბებიდან. მისი გახსნის შემდეგ პირი იყენებს თავისი სხეულის მთელ ენერგიას, რა დროსაც მისი გული მთელი ძალით ფეთქავს. საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე გამომყენებელი დროის მცირე ინტერვალში ხუთივე კაგეზე ძლიერი ხდება. ამ დროს (თუ იგი უნარიანია) მას შეუძლია გამოიყენოს საღამოს სპილო და ღამის გაი, თუმცა სხეულიდან უდიდესი სითბური ენერგიის გამოყოფის შედეგად პირი ფაქტობრივად იფერფლება.

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%94

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button