ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – მთვარის თვალის გეგმა

მთვარის თვალის გეგმა (月の眼計画, ცუკი ნო მე კეიკაკუ) იდეალური მსოფლიოს შექმნის შესახებ მადარა უჩიჰას გეგმას ჰქვია. შინობთა გაერთიანებული ძალების აზრით, იგი კაცობრიობის თავისუფალი ნების წინააღმდეგაა მიმართული, ამიტომ მისი განხორციელება დაუშვებელია. მათ შეხედულებებს შორის კონფლიქტი მეოთხე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდება.

გეგმა
გარეთა გზის დემონური ქანდაკებისა და კუდიანი ურჩხულების შერწყმით მადარა ათკუდიანის გაცოცხლებას გადაწყვეტს. გეგმის თანახმად, მადარა უჩიჰა ათკუდიანის ჯინჩურიკი უნდა გახდეს და მთვარეზე თავისი მანგეკიო შარინგანი გამოსახოს, რაც მთელ მსოფლიოს “დაუსრულებელი ცუკუიომის” (無限月読, მუგენ ცუკუიომი) ზემოქმედების ქვეშ მოაქცევს. შედეგად, მადარა ყველა ცოცხალი არსების მანიპულაციას შეძლებს და რეალობის ერთპიროვნული მმართველი გახდება.

სიბერის გამო, მთვარის თვალის გეგმის განხორციელებას მადარა ობიტო უჩიჰას მიანდობს, თავის რინნეგანს კი იგი ამეგაკურეს მკვიდრ ნაგატოს გადაუნერგავს. ობიტოს ფუნქცია კუდიანი ურჩხულების შეგროვებასა და ნაგატოს მართვაში მდგომარეობდა. ამ ამოცანების შესრულების მიზნის იგი იაჰიკოს აკაცუკის “შეაქმნევინებს”, როგორც ამას კონანთან საუბარში განაცხადებს, ნაგატოს კი დაარწმუნებს, რომ მას მშვიდობითა და სიყვარულით სავსე მსოფლიოს შექმნა შეუძლია. მანამადე კი ობიტო სახეზე ნიღაბს აიფარებს. საზოგადოდ იგი ტობის სახელით მოქმედებს მაშინ, როცა ნაგატოსა და კიდევ რამდენიმე პირს თავს მადარა უჩიჰად გააცნობს. იგი ნაგატოს მრჩევლად გადაიქცევა და თანდათანობით მასზე სრულ გავლენას მოიპოვებს. კუდიანი ურჩხულების დაჭერით ნაგატო ყველაზე ძლევამოსილი იარაღის შექმნას გადაწყვეტს, რისი მეშვეობითაც, მისი აზრით, დაუსრულებელ ომიანობას მოეღება ბოლო და მსოფლიოში დროებითი მშვიდობა დაისადგურებს. კისამე ჰოშიგაკის ტობი “ტყუილების მსოფლიოსაგან” გათავისუფლებას დაჰპირდება და ისიც სიამოვნებით დასთანხმდება მას თანამშრომლობაზე. მადარას გეგმის შესახებ სრული სიმართლე მხოლოდ ტობიმ და ზეცუმ იციან. ამასთან, ტობის პირად ინტერესს ილუზიურ მსოფლიოში რინთან ერთად ყოფნა წარმოადგენს. თავად მადარას გაცოცხლება თავიდანვე ნაგატოს ღვთაებრივი სიცოცხლის სამსარას ტექნიკის მეშვეობით დაიგეგმა.

გეგმის განხორციელების პროცესი
თანდათანობით ტობი შვიდ ცალ კუდიან ურჩხულს დაიჭერს. რვაკუდიანის ხელში ჩაგდებას, მისი დავალებით, ტაკა შეეცდება, თუმცა ისინი ურჩხულის მხოლოდ ერთ საცეცს მოიპოვებენ. მოგვიანებით, საკე უჩიჰას ტობი კაგეების შეპყრობას უბრძანებს, რათა მათ სანაცვლოდ დარჩენილი კუდიანი ურჩხულების ჯინჩურიკები მოითხოვოს, თუმცა გაერთიანებული ძალებით კაგეები და მიფუნე მის დამარცხებას შეძლებენ. გარდაუვალ სიკვდილს სასკეს ტობი აარიდებს და, კარინთან ერთად, მას სხვა განზომილებაში გაგზავნის. კაგეების წინაშე იგი მადარა უჩიჰას სახელით წარდგება და მათ მადარას გეგმას გააცნობს. კაგეები მისთვის ჯინჩურიკების – კილერ ბისა და ნარუტო უზუმაკის გადაცემაზე უარს იტყვიან და მტრის წინააღმდეგ შინობთა გაერთიანებული ძალების შექმნას გადაწყვეტენ.

მეოთხე მსოფლიო ომის პირველსავე დღეს ტობი ბენიჰისაგოსა და კოჰაკუ ნო ჯოჰეის ჩაიგდებს ხელში, სადაც ოქროსა და ვერცხლის ძმები არიან ჩაბეჭდილები. მომდევნო დღეს კი მათ და გიუკის საცეცის ჩაკრას დემონური ქანდაკებაში გადაიტანს, რაც, მისი თქმით, გეგმის განსახორციელებლად საკმარისია, და ათკუდიანის გაცოცხლებას წამოიწყებს. ამასობაში კაბუტო იაკუში უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციით მადარა უჩიჰას გააცოცხლებს, რაც შინობთა გაერთიანებულ ძალებს მიახვედრებს, რომ ნიღბიანი ტობი და მადარა ერთი და იგივე პიროვნება არ ყოფილან. კაგეების დამარცხების შემდეგ მადარა ტობის ბრძოლის ველზე გადაინაცვლებს და დარჩენილი კუდიანი ურჩხულების შეპყრობას საკუთარი ხელებით გადაწყვეტს.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button