პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე სილაში ვარდი

ხედავ ამ ყვავილს? გაზაფხულის მზე
რაღაც უცნაურ გრძნებას ახვევდა…
მან არ იცოდა ყოფნა მშფოთარე,
მან არ იცოდა მწუხრი და სევდა.
ის ქარიშხალს არ მოუწყვეტია,
რადგან ხალისით უცქერდა ზეცა,
არა, ის მშობელ ბუჩქს თავისთავად
მოსწყდა და მტვრიან გზაზე დაეცა.
აღარ უღიმის ეხლა მზე ყვავილს,
და არც ყვავილი ამშვენებს მდელოს,
ნება აქვს ზეცას – სულ დააჭკნოს ის,
ბრბოსაც ნება აქვს – ფეხით გასთელოს!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button