პოეზია

გოგი ნარეკლიშვილი მთვარეულის სიმღერები

ზღვის ჯურღმულებში ოქროს კუბოთი

შორს ჩაიძირა სევდის ქალწული

ქვეყნად ვერაფერს ვეღარ გუობდა

მარტოდენ გრძნობდა ვნებებს საძულველს

შემდეგ მივენდე ზღვათა წრწოლაში

ნატვრად ამოდქმნილ ძებნას სურვილთა

სხვა ვარსკვლავებთან ნეტარ ბრძოლაში

მე გარდავსახე ჟამი წყურვილად

მაგრამ დავმარცხდი საკუთარ თავთან

ქვესკნელის მრუმე სანთლად აღვენთე

ვერ ავედევნე შავთესლა ქარის

აღმოცენებულ უძველეს მითებს

სულ გაიყინა ჩემი ფრინველი

ვით მზეთა ჩასვლას დაღვრილი სისხლი

მე უკვდავების წყაროს მხილველი

მგლოვარე ჰანგებს მდუმარი მივსდევ

ურჩხულმა მოსპო თვალი დიდების

რომ მომევლინა ოდესღაც ბავშვად

ღრუბლებში მცურავს ჯვარცმა მინდება

ცრემლები ჩემი უმიზნოდ დაშრა

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button