ახალი ამბებისმარტფონები

დასაკეცი სმარტფონი Microsoft Surface Duo 200 აშშ დოლარით გაიაფდა რელიზიდან ერთ თვეში

კომპანია Microsoft-ის მიერ გამოშვებული ჰიბრიდული დასაკეცი ორეკრანიანი Android-სმარტფონი, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა ის მოწყობილობა, რომელსაც ფანატები ელოდნენ. გაყიდვის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ კომპანიამ უკვე შეამცირა მისი ფასი 200 აშშ დოლარით.

გაჯეტი წარმოდგენილია არც ისეთი მოწინავე ტექნიკური მახასიათებლებით, როგორც მოსალოდნელი იყო. მის საფუძლად გამოყენებულია გასული წლის ჩიპსეტი Snapdragon 855 და 6 გბ ოპერატიული მეხსიერება. 5G სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. ხელმისაწვდომია ორი ბატარეა ჯამური 3577 მა/სთ მოცულობით.

მოწყობილობის ერთადერთი განსაკუთრებული მახასიათებელია ორი AMOLED-დისპლეი, თითოეულის ზომა 5.6 დუიმია, გაფართოება – 1800 × 1350 პიქსელი. ერთად ისინი ქმნიან 8.1-დუიმიან დისპლეის – Dual PixelSense Fusion, რომლის გაფართოებაა 2700 × 1800 პიქსელი (3:2). დამატებით შესაძლებელია აღინიშნოს 128 გბ მუდმივი მეხსიერება საბაზისო კონფიგურაციაში. ამგვარი ვერსია მწარმოებელი კომპანიის მიერ შეფასებული იყო 1400 აშშ დოლარად.

რესურს Neowin-ის მონაცემებით, ამჟამად Surface Duo 128 გბ მეხსიერებით ოფიციალურ Microsoft Store-ზე იყიდება 1199 აშშ დოლარად. 256-გიგაბაიტიანი ვარიანტიც 200 აშშ დოლარით გაიაფდა და ამჟამად 1399 აშშ დოლარი ღირს. დასავლურმა რითეილერებმაც შეამცირეს ფასი მოწყობილობაზე. მაგალითად, სავაჭრო ქსელ Best Buy-ზეც გაჯეტი საწყის ფასთან შედარებით 200 აშშ დოლარით ნაკლებად იყიდება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button