ზღაპარისაბავშვო

ვაშლა და ნათალა – იტალიური ზღაპარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ცოლ-ქმარი, ორივენი წარჩინებული გვარიშ-ვილები იყვნენ. ცოლ-ქმარს ბედი არ სწყალობდა, ვაჟი არ უჩნდებოდა და ძა-ლიან ნაღვლობდნენ. ერთხელ ქმარი ქუჩაში ჯადოქარს შეხვდა და შესჩივლა:
— ასე და ასეა, ბატონო ჯადოქარო, ჩვენი საქმე, ვაჟი გვინდა და არ გვიჩნდე-ბა. რა ვქნათო?
ჯადოქარმა იმ კაცს ვაშლი მისცა და უთხრა:
— ეს ვაშლი შეაჭამე ცოლს და ცხრა თვის თავზე ბიჭი გაუჩნდებაო.
გახარებული კაცი შინ მივიდა, ცოლს ვაშლი მისცა და უთხრა, რაც ჯადო-ქარმა დააბარა.
ქალი ცას ეწია სიხარულით, იხმო მოახლე, ვაშლი გამითალეო. გაუთალა მო-ახლემ ვაშლი და ნათალი თვითონ შეჭამა, გათლილი ვაშლი კი — ქალბატონმა.
ერთ დღეს ილოგინეს ქალბატონმა და მოახლემ. ორივეს ბიჭი შეეძინა. ქალ-ბატონის ბიჭი გათლილი ვაშლივით თეთრი იყო, მოახლის ბიჭს კი — ვაშლის ნათალივით წითლად უღაჟღაჟებდა ლოყები. ბატონი ერთმანეთში ვერ არჩევ-და ბიჭებს, ისე უყვარდა ორივე. ბიჭები ერთად იზრდებოდნენ, სკოლაში ერ-თად დადიოდნენ და მართლა ღვიძლი ძმებივით უყვარდათ ერთიმეორე.
გამოხდა ხანი, წამოიზარდნენ ვაშლა და ნათალა, შეღერდნენ. ერთხელ საი-დანღაც გაიგეს, აქა და აქ ერთ ჯადოქარს ისეთი ქალი ჰყავს, მზეს ეჯიბრება სი-
ლამაზეში, მაგრამ იმ ქალის ნახვა შეუძლებელია, შინიდან გარეთ არ გამოდის, სარკმელშიც კი არ იხედებაო.
ვაშლამ და ნათალამ ბრინჯაოს დიდი ცხენი ჩამოასხმევინეს. ცხენს მუცელი და გვერდები ამოვსებული არა ჰქონდა, ორივე თავისუფლად ეტეოდა შიგ. აი-ღეს ჭაბუკებმა ბუკი და ვიოლინო და ცხენის მუცელში შეძვრნენ.
ცხენს ფეხებზე ბორბლები ჰქონდა გაკეთებული, იმ ბორბლების საბრუნავი კი მუცელში იყო მოქცეული. დაატრიალეს ჭაბუკებმა საბრუნავი და ცხენი ჯა-დოქრის სასახლისკენ წაიყვანეს. რომ მიუახლოვდნენ სასახლეს, მაშინვე აახმი-ანეს საკრავები.
დაინახა ჯადოქარმა საკვირველი ცხენი, მოეწონა, ჩემს ქალს გავამხიარუ-ლებო, გაიფიქრა და ცხენი სასახლეში შეაყვანინა. ჯადოქრის ქალს მართლა ძა-ლიან მოეწონა ცხენი.
როცა ვაჟებმა ქალი დაიმარტოხელეს, ცხენის მუცლიდან გამოხტნენ. ქალს ელდა ეცა, მაგრამ ვაშლამ და ნათალამ უთხრეს:
— ნუ გეშინიათ, თქვენი სილამაზის ამბავმა ჩვენს ყურამდე მოაღწია, ძალი-ან გვინდოდა თქვენი ნახვა და ამიტომ მოვედით. თუ გვიბრძანებთ, ახლავე უკან წავალთ, მაგრამ თუკი ჩვენი დაკვრა გულს გიტკბობთ, დავრჩებით და დავუკრავთ. მერე ისევ ჩვენი ცხენის მუცელში შევიმალებით. აბა, ვინ რას გაი-გებსო.
კარგა ხანს უკრავდნენ და ართობდნენ ქალს. ქალს ისე მოეწონა ვაჟები, რომ ენანებოდა მათი გაშვება.
— ცოლად წამომყევითო, — უნებლიეთ წამოსცდა ვაშლას.
ქალი დაეთანხმა, შეიმალა სამივე ცხენის მუცელში და მშვიდობით, ჯადოქ-რის სასახლევ!
ცოტა ხნის შემდეგ ბებერმა ჯადოქარმა შვილს დაუძახა. პასუხი არავინ გას-ცა. დაუწყო ძებნა, აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ ვერსად ნახა. არავინ იცოდა, სად გაქრა ქალი. კარისკაცმაც ასე უთხრა, თვალი არ მომიკრავს თქვენი ქალისთვი-სო. მაშინ კი მიხვდა ჯადოქარი, რომ მოატყუეს. გაბრაზდა, მაგრამ რა გაბრაზ-და, გავარდა აივანზე, გაჰხედა გზას და გამწარებულმა სამჯერ დასწყევლა შვი-ლი:
— სამი ცხენი შემოგეყაროს: სისვი, ქურანი, და შავრა. სისვი ცხენი მოგეწო-ნოს, ზურგზე მოევლო და მისი მსხვერპლი გახდეო.
— სამი ლეკვი შემოგხვდეს: თეთრი, ჟღალი და შავი. შავი ლეკვი მოგეწონოს, ხელში აიყვანო და იქვე სული დალიოო.
ქორწილის ღამეს შენს საწოლში დიდი გველი შემოსრიალდეს, დაგკბინოს და სული გაგაფრთხობინოსო.
ასე რომ წყევლიდა შვილს, აივნის ქვეშ სამმა დედაბერმა გაიარა. თურმე უბ-რალო დედაბრები კი არა, ფერიები იყვნენ, გაიგონეს, როგორ დაწყევლა ჯადო-ქარმა შვილი და თავისი გზით წავიდნენ.
იარეს ფერიებმა, იარეს, დაიღალნენ და ერთ ფუნდუკში შევიდნენ დასასვე-ნებლად. ჯადოქრის ქალიც, ვაშლასა და ნათალასთან ერთად, სწორედ იმ ფუნ-დუკში გაჩერებულიყო.
— ხედავთ, სად ყოფილა ჯადოქრის ქალი! რომ იცოდეს, როგორ დასწყევლა მამამ, ასე ტკბილად რა დააძინებდაო, — თქვა ერთმა ფერიამ.
მართლაც, ჯადოქრის ქალს და ვაშლას ტკბილად ეძინათ. ნათალა კი ძილ-ღვიძილად იყო, იქნებ იცოდა, რომ ასეთ დროს სიფხიზლეა საჭირო. ნათალამ ფერიას ნათქვამი გაიგონა და მათ საუბარს ყური მიუგდო.
— სამი ცხენი შემოგხვდეს, სისვი, ქურანა და შავრა. სისვი ცხენი მოგეწონოს, მოახტე და დაიღუპოო. ასე დასწყევლა ჯადოქარმა შვილი, — თქვა პირველმა ფერიამ.
— თუ ვინმე მოასწრებს და იმ სისვ ცხენს თავს წააცლის, ქალი გადარჩებაო, — სიტყვა ჩამოართვა მეორე ფერიამ.
მესამე ფერიამ კი დაურთო:
— თუ ვინმემ ჯადოქრის წინასწარმეტყველება გაიგონა და სადმე გაამხილა, გაქვავდებაო.
— ჯადოქარმა შვილს მიაძახა: სამი ლეკვი შემოგხვდეს, თეთრი, ჟღალი და შავიო, — განაგრძო პირველმა ფერიამ. — ქალი შავ ლეკვს ხელში აიყვანს და იქვე სულს დალევსო.
— იმ შავ ლეკვს თუ ვინმე თავს წააგდებინებს, ქალი გადარჩებაო, — სიტყვა ჩამოართვა მეორე ფერიამ.
— თუ ვინმემ ჯადოქრის წინასწარმეტყველება გაიგონა და სადმე გაამხილა, გაქვავდებაო, — დაურთო მესამე ფერიამ.
— ქორწილის ღამესო, — დასწყევლა ჯადოქარმა ქალი, — შენს საწოლში დი-დი გველი შემოსრიალდეს, დაგკბინოს და სული გაგაფრთხობინოსო, — თქვა პირველმა ფერიამ.
— იმ გველს თუ ვინმე თავს წააგდებინებს, ქალი გადარჩებაო, — სიტყვა ჩა-მოართვა მეორე ფერიამ.
— ვინც ჯადოქრის ნათქვამი გაიგონა და სხვას გაუმხილა, გაქვავდებაო, — დაურთო მესამე ფერიამ.
ნათალამ ყველაფერი გაიგონა, მაგრამ უბედურება ის იყო, ვერავის გაუმ-ხელდა ამ ამბავს.
მეორე დღეს ჭაბუკები და ჯადოქრის ქალი ფოსტის სადგურში მივიდნენ. იქ სამი ცხენი დაახვედრეს. სისვი, ქურანა და შავრა. ცხენები ვაშლას მამას გამო-ეგზავნა. ჯადოქრის ქალი სისვ ცხენს ზურგზე მოევლო. ამ დროს იძრო ნათა-ლამ ხმალი და ცხენს თავი წააგდებინა.
— რამ გადაგრია, ეს რა ჰქენიო? — შესძახა ქალმა.
— მაპატიეთ, მაგრამ ვერ გეტყვით, რად გავაკეთე ესო, — მიუგო ნათალამ ჯადოქრის ქალს.
— ვაშლავ, ნათალას ბოროტი გული ჰქონია. მაგასთან ერთად არსად წამ-სვლელი არა ვარო, — შესჩივლა ქალმა ვაშლას.
— თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა, რად წავაგდებინე ამ ცხენს თავიო, — უთხრა ნათალამ ქალს. ქალმა დანაშაული აპატია და გზას გაუდგნენ.
იარეს, იარეს. ვაშლას სახლს რომ მიუახლოვდნენ, ეზოდან სამი ლეკვი გამო-პარტყუნდა. ერთი თეთრი იყო, მეორე ჟღალი, მესამე კი — შავი. მოეწონა ჯა-დოქრის ქალს შავი ლეკვი, დაიხარა, უნდოდა ხელში აეყვანა. უცებ იშიშვლა ნათალამ ხმალი და ლეკვს თავი წააგდებინა.
— აი შე, ავგულო, ახლავე აქედან დაიკარგე, თვალით აღარ დამენახოო, — იყვირა ჯადოქრის ქალმა.
ამ დროს ვაშლას დედ-მამა შვილსა და სარძლოს გამოეგება. გადაეხვივნენ ერთმანეთს. ჯადოქრის ქალმა შესჩივლა მათ, ნათალამ ჯერ ცხენი მომიკლა, ახლა კი ლეკვიო.
ვაშლას დედ-მამა შეეხვეწა ქალს, აპატიე, შვილო, შეურიგდიო. ქალმაც ისევ აპატია და შეურიგდა ნათალას.
ხელად საქორწილო სუფრა გაშალეს. ყველა მხიარულობდა, ჭამდა და სვამ-და, მარტო ნათალა იჯდა განზე დაღვრემილი. რამ დაგაღონა, რას ჩამოგტირის ცხვირ-პირიო, ეკითხებოდნენ ნათალას, მაგრამ ვერავინ გაიგო, რად იყო ასე მოწყენილი.
— არაფერი, რა უნდა მომსვლოდაო, — ეუბნებოდა ნა- თალა.
ნათალა ყველაზე ადრე წამოდგა სუფრიდან და დასაძინებლად წავიდა. მაგ-რამ თავისი ოთახის ნაცვლად, ნეფე-პატარძლის ოთახში შეიპარა და საწოლ-ქვეშ შეძვრა.
მალე ნეფე-აპატარძალიც დაწვა და დაიძინეს. ნათალა ფხიზლად დარაჯობ-და ძმასა და რძალს. უცებ შუშის ჩახანი შეესმა და დაინახა, ფანჯრიდან ოთახ-ში როგორ შემოსრიალდა ვეება გველი. იშიშვლა ნათალამ ხმალი, წააგდებინა გველს თავი. გველი მაშინვე მიიმალა. ხმაურზე პატარძალს გაეღვიძა და მათ საწოლთან მდგარი, ხმალშემართული ნათალა რომ დაინახა, იკივლა:
— კაცის მკვლელო! დაიჭირეთ, ნათალას ჩვენი მოკვლა უნდოდა. ორჯერ ვა-პატიე ამ კაცს ბოროტება, ამას კი ვეღარ ვაპატიებო.
მოცვივდნენ მსახურები, სტაცეს ხელი ნათალას, ბნელ საპყრობილეში უკრეს თავი. გამართეს სახრჩობელა და სამი დღის შემდეგ ამოიყვანეს ჩამოსახრჩო-ბად.
‘მაინც ვკვდები», — გაიფიქრა ნათალამ და ითხოვა, უკანასკნელი სურვილი შემისრულეთო. ვაშლას ცოლისათვის უნდოდა რაღაცის თქმა.
— გახსოვს, — დაიწყო ნათალამ, — ფუნდუკში რომ გავჩერდით?
— მახსოვს, როგორ არაო, — მიუგო ჯადოქრის ქალმა.
— თქვენ, ორივეს მაგრად გეძინათ, ფუნდუკში სამი ფერია რომ შემოვიდა და მე გავიგონე, როგორ თქვა ერთმა: ჯადოქარმა თავისი ქალი ასე დასწყევ-ლაო: სამი ცხენი შემოგხვდეს, სისვი, ქურანა და შავრა. სისვი ცხენი მოგეწო-ნოს, ზურგზე მოაფრინდე და მისი მსხვერპლი გახედო. ამ დროს მეორე ფერიამ დაურთო: თუ ვინმე მოასწრებს და იმ ცხენს თავს წააგდებინებს, ქალი გადარ-
ჩებაო. მესამე ფერიამ კი წამოიძახა: თუ ვინმემ ჯადოქრის წინასწარმეტყველე-ბა გაიგონა და სხვას გაუმხილა, გაქვავდებაო.
ამას რომ ამბობდა ნათალა, ფეხები გაუქვავდა.
— კარგი, ნათალ, კარგი, — დაუყვირა ჯადოქრის ქალმა, — უკვე ყველაფერს მივხვდი, ნუღარას მეტყვიო.
— არა, მაინც ვკვდები და ბოლომდე უნდა გითხრა, — განაგრძო ნათალამ. — ფერიებმა თქვეს, რომ სამი ლეკვი შემოგვხვდებოდა… — და ნათალამ თქვა, მე-ორედ როგორ დასწყევლა ჯადოქარმა ქალი.
— საცოდავო ნათალა, მაპატიე, ყველაფერი ვიცი, ნუღარ ლაპარაკობო, — ეხ-ვეწებოდა ჯადოქრის ქალი.
ნათალას უკვე ყელიც გაუქვავდა და მისუსტებული ხმით უთხრა, მესამედ როგორ დასწყევლა მამამ.
— მაგრამ… ვინც ამ ამბავს სადმე გაამხელს… გაქვავდებაო, — დაამთავრა ნა-თალამ და თავით ფეხამდე გაქვავდა.
— ვაი, ეს რა დამემართა, ვაი, ეს რა ჩავიდინე, — იმდუღრებოდა ჯადოქრის ქალი, — რა ერთგული მეგობარი დაგვეღუპა… თუმცა, იქნებ?.. დიახ, მამაჩემის მეტი ვერავინ უშველის ნათალასო, — თქვა, აიღო ქაღალდი, საწერ-კალამი, დაჯდა და ჯადოქარს წერილი მისწერა. ევედრებოდა, საჩქაროდ ჩამოდი და მნახეო.
ჯადოქარს ქვეყანას ერჩივნა შვილი. როგორც კი წერილი მიიღო, ჩაჯდა ეტ-ლში და მისკენ გასწია.
გადაეხვია ქალი ჯადოქარს და შეევედრა:
— მამი, კარგო, საყვარელო, შეწყალებას გთხოვ. ხომ ხედავ ამ გაქვავებულ ვაჟს. მაგან მიხსნა შენი წყევლისაგან, სიცოცხლე შემინარჩუნა, თვითონ კი ქვად იქცა. გევედრები, გააცოცხლეო.
— რა გაეწყობა, შვილო, შენი ხათრით მიპატიებია, — ამოიოხრა ჯადოქარმა, ჯიბიდან ბალზამის ბოთლი ამოიღო, მიაშხეფა გაქვავებულ ვაჟს და უმალ ფეხ-ზე წამოხტა ნათალა, ისეთივე საღსალამათი, ისეთივე ლოყებღაჟღაჟა, როგო-რიც გაქვავებამდე იყო.
ზარ-ზეიმითა და ყიჟინით წაიყვანა ხალხმა შინ ნათალა. უკრავდნენ, მღე-როდნენ.
— გაუმარჯოს ნათალას! გაუმარჯოს ნათალას! — ყვიროდა დიდი და პატა-რა, ქალი თუ კაცი.
ვენეცია

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button