პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე პირველი ფოთლით იმოსება ტყე ..

პირველი ფოთლით იმოსება ტყე
და სტირის ვაზი… სტირის ბალახი,
ისმის ყვავილის ოხვრა ათასი
და სხივ-მოსილი გაზაფხულის დღე.
წარსულზე კი არ აფრქვევს ცრემლს ვარდი,
და მოლივლივე სუნთქვა ზეფირის,
არა, აწმყოზე ოცნებობს ველი
და არე-მარეც აწმყოზე სტირის!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button