ავტომობილიახალი ამბები

Tesla-ს გაყიდვების მასშტაბი გაოცებას იწვევს ვირუსის გავრცელების ფონზე

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში საავტომობილო კრიზისი გამწვავდა კორონავირუსის გავრცელების გამო, კომპანია Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა თებერვალში საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში Tesla-ს რეალიზაცია მკვეთრად დაეცა მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო ელექტრომობილების წარმოება შანხაის ქარხანაში.

როგორც ჩინეთის მსუბუქი ავტომობილების ასოციაცია (China Passenger Car Association, CPCA) აცხადებს, ამერიკულმა კომპანიამ გასულ თვეში განახორციელა ჩინეთში 3958 ავტომობილის მიწოდება, რაც 400 ელექტრომობილით მეტია მის წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. ასოციაციის მონაცემების თანახმად თებერვალში Tesla-ს წილი ენერგიის ახალი წყაროს მქონე ავტომობილების ბაზარზე ჩინეთში დაახლოებით 30%-ს შეადგენდა.

Tesla-მ დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ შანხაიში არსებულ ქარხანაში წარმოების პროცესი შეენარჩუნებინა კორონავირუსის გავრცელების ფონზე. ხსენებული ქარხანა ექსპლუატაციაში გასული წლის დეკემბერში შევიდა. ამჟამად კომპანია ეძებს საშუალებებს, რათა მოახდინოს ქვეყანაში გაყიდვების სტიმულირება მიუხედავად მზარდი კრიზისისა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button