ახალი ამბებირობოტები

ჩინელებმა შექმნეს Boston Dynamics-ის რობოტი Spot-ის იაფი ანალოგი

რობოტიზებული „შინაური ცხოველები“, რომლებიც აგებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით და შეუძლიათ გარკვეული ამოცანების შესრულება, მომავალში მეტად პოპულარული გახდება. ამგვარად ფიქრობენ ჩინური კომპანია Welian-ის დეველოპერები, რომელთაც შექმნეს რობოტი-ძაღლი, სახელად AlphaDog. იგი ვიზუალურად ჰგავს ამერიკული კომპანია Boston Dynamics-ის რობოტ Spot-ს.

არსებული ცნობების თანახმად, AlphaDog-ის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მუშაობისთვის აუცილებელი სენსორები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან ერთად მას სხვადასხვა ამოცანის შესრულების შესაძლებლობას ანიჭებს. Welian-ის განცხადებით, სამომავლო განახლებების შედეგად AlphaDog სასარგებლო გახდება მხედველობადაქვეითებული პირებისთვის, იგი ასევე შეძლებს ყეფას და პატრონის ხმოვანი ბრძანებების შესრულებას. 

image.jpeg

დეველოპერები აღნიშნავენ, რომ AlphaDog-ს შეუძლია 15 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, რის შედეგად იგი გახლავთ ყველაზე სწრაფი იმ რობოტებს შორის, რომლებიც დღესდღეობით არსებობენ. იგი წონასწორობას ინარჩუნებს დარტყმისას, აგრეთვე შეუძლია დამოუკიდებლად შეაფასოს გრუნტის მდგომარეობა, რათა გადაადგილებისთვის ოპტიმალური მარშრუტი აირჩიოს. 5G ქსელთან დაკავშირების შემთხვევაში რობოტი-ძაღლი შეძლებს ავტონომიურად ფუნქციონირებას. 

ამჟამად AlphaDog მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე იყიდება, თანაც Boston Dynamics-ის ანალოგთან შედარებით ბევრად იაფი ღირს: Spot-ის ფლობის მსურველს უწევს გადაიხადოს დაახლოებით 74500 აშშ დოლარი, Welian-ის შინაური რობოტი კი მხოლოდ 2400 აშშ დოლარი ღირს. არსებული ინფორმაციით პირველ თვეში გაიყიდა AlphaDog-ის 1800 ეგზემპლარი. კომპანიის მონაცემებით, ყველაზე ხშირად რობოტ-ძაღლს ყიდულობენ სხვადასხვა მოწყობილობის შემქმნელები და ენთუზიასტები, აგრეთვე ბევრი ყიდულობს რობოტ-ძაღლს ბავშვებისთვის სასაჩუქრედ. 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button