პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – სადღეგრძელო
ციკლიდან „ეპოქა“
შრომით ისევ აღდგენილი
თვალუწვდენი მინდორ-ველი,
შენი დიდი სიხარული
და შვენება შეუცვლელი,
შენი ხევი და გორები,
შენი მთა და შენი სერი –
იყოს მრავალ, მუდამ მრავალ,
კიდევ მრავალჟამიერი.
ციკლიდან „ეპოქა“
შრომით ისევ აღდგენილი
თვალუწვდენი მინდორ-ველი,
შენი დიდი სიხარული
და შვენება შეუცვლელი,
შენი ხევი და გორები,
შენი მთა და შენი სერი –
იყოს მრავალ, მუდამ მრავალ,
კიდევ მრავალჟამიერი.