პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – სადღაც, ყინულზე ცეცხლი ანთია

სადღაც, ყინულზე ცეცხლი ანთია
და ადის ბოლი,
სადღაცა შორი სჩანს გრენლანდია –
ტიტანის ტოლი.

იმ ყინულებზე დროშა ფრიალებს
მიზანის დიდის,
ამოდის ქარი, დათვი ღრიალებს,
დრეიფი მიდის.

მაშ ამოდუღდი, სიმდიდრეების
უხვო მარაგო;
ველად ფრიალებს დროშა დრეიფის
მხნე, საარაკო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button