„ხატაელი ძმები ეპიზოდური, თუმცა სიუჟეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პერსონაჟები არიან. სწორედ მათგან იგებს ავთანდილი ტარიელის ადგილსამყოფელს: „ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვსციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.“ ხატაელი ძმები კარგი მშვილდოსნები და მონადირეები არიან. თავიანთ მხლებელთაგან ყველას აჯობეს, შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: „მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზედ გარდაგვფრენია.“ შემდეგ დაინახეს საუცხოო შავ ცხენზე ამხედრებული უმშვენიერესი უცხო მოყმე, მოეწონათ მოყმეც, მისი ცხენიც, იარაღიც და მოინდომეს მისი შეპყრობა და ამ ყველაფრის ხელში ჩაგდება. შემთხვევით არ ადარებს მათ ავთანდილი ყაჩაღებსა და მეკობრეებს. რა თქმა უნდა, ტარიელს მათ მოსაგერიებლად მხოლოდ მათრახიც ეყო: „მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!“ ამ ერთ ეპიზოდში რუსთაველმა მისთვის ჩვეული დიდოსტატობით დახატა თავის თავში დარწმუნებული, გაკადნიერებული ხატაელი ძმების საინტერესო სახეები.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - ჯონი ველში – გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო სიტყვააგვისტო 22, 2020