ესე

დავარის დახასიათება

– „„ვეფხისტყაოსანში“ დიდოსტატურად არიან დახატულნი არა მარტო მთავარი გმირები, არამედ ეპიზოდური პერსონაჟებიც. ამასთან ერთად, არცერთი მათგანი არ არის დახატული აბსოლუტურად უარყოფითი რაკურსით. თვით ბოროტების განმასახიერებელ დავარ-ქაჯს, რომელმაც ინდოეთს (ქვეყნიერებას, სამყაროს) მზე-ნესტანი დაუკარგა, გააჩნია დადებითი თვისებები, ის ბრძენია:
„დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.“
ამასთან ერთად, დავარი თავმოყვარე, ამაყი, უშიშარი ქალიც იყო, შეეძლო დანაშაულისთვის პასუხი ეგო. მან თავი მოიკლა, როცა გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე:
„დავარ თქვა: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-!
ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა.“
დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.“
როგორც ვხედავთ, დავარი საინტერესო მხატვრული სახეა: ბრძენი, თუმცა უაღრესად იმპულსური, ამასთან, ბოროტების განმასახიერებელი. მისი მოქმედებიდან ჩანს, რომ მისთვის უცხოა სიყვარულისა და თანალმობის გრძნობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ასე იოლად არ გასწირავდა თავის გაზრდილ უმშვენიერეს ასულს, შეეცდებოდა მაინც ნესტანისა და ტარიელის საქციელის მოტივებში გარკვევას.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button