კეკკეი ტოტა (血継淘汰, ქართ. “სისხლით მემკვიდრეობის შერჩევა”) კეკკეი გენკაის გაუმჯობესებულ და მეტად იშვიათ ფორმას წარმოადგენს. მას სამი განსხვავებული ელემენტის ურთიერთმოქმედება წარმოქმნის. ერთადერთი ცნობილი კეკკეი ტოტაა მტვრის გამოშვება, რაც მიწის, ქარისა და ცეცხლის გამოშვებების კომბინაციის შედეგია.
კეკკეი ტოტას მხოლოდ მეორე ცუჩიკაგე მუ და მესამე ცუჩიკაგე ონოკი ფლობდნენ. ონოკის თქმით მტვრის გამოშვების საიდუმლოებები მას თავისმა მასწავლებელმა, მუმ გაანდო