ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – კინძიუცუ

კინძიუცუ (禁術; ქართ. „აკრძალული ტექნიკები“) ისეთი ტექნიკებია, რომელთა სწავლება და გამოყენება აკრძალულია, რაც გამოწვეულია მთელი რიგი მიზეზებით. ზოგადად, კინძიუცუ შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად:

ტექნიკები, რომლებიც გამომყენებელსაც აყენებს ზიანს. მაგალითად, რვა კარიბჭის გახსნის ფორმირება.
ტექნიკები, რომლებიც არღვევს ბუნების კანონებს. მაგალითად, გარეთა გზა: ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკა და ვიძახებ: უწმინდურ მსოფლიო რეინკარნაციას, რომელიც მკვდრეთით აღადგენს მიცვალებულს სხვისი სიცოცხლის ხარჯზე.
გარკვეული ტექნიკები, რომლებიც იწვევენ მასიურ ზარალს, როგორიცაა მთელი სოფლის განადგურება. მაგალითად, ტექნიკა მრისხანება, რაც მხოლოდ ანიმეში გამოჩნდა.
​მიუხედავად აკრძალვისა, კინძიუცუს გამოყენება სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ იწვევს, თუმცა მას მკაცრად გმობენ, განსაკუთრებით ისეთ ტექნიკებს, რომლებიც ბუნების კანონებს არღვევს.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button