ახალი ამბებისპორტიფეხბურთი

სატრანსფერო ფანჯარა შესაძლოა პირველ ივლისს გაიხსნას

კორონავირუსმა საფეხბურთო დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა. ევროპული გამოცემები იუწყებიან, რომ სატრანსფერო ფანჯარა შესაძლოა 1 ივლისს გაიხსნას…

გამომდინარე იქედან, რომ კლუბებს სეზონის დასრულება 30 ივნისამდე სურთ, სატრანსფერო ფანჯრის გახსნა ამის შემდეგ იგეგმება, თუმცა რამდენად მოასწრებენ ჩემპიონატები ივნისის ბოლომდე დასრულებას საკითხავია.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელი სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს ნაცვლად 31 დეკემბერს დაიხუროს და ზამთრის ტრანსფერები საერთოდ აღარ ვიხილოთ.

პროექტი ჯერ-ჯერობით დამუშავების პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც უფრო მკვეთრი გახდება ის ეფექტები, რომელსაც გავრცელებული პანდემია იწვევს.

Source
http://halamadrid.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button