პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – როგორ არ იცით, თუ რა ძალაა

ციკლიდან „ეპოქა“

როგორ არ იცით, თუ რა ძალაა
შრომაში, მარად დაუთრგუნველი,
კარგია შრომა ახალგაზრდული,
თავგანწირული და უზრუნველი.
იმედი კიდევ, ბევრი იმედი,
გზა სხივოსანი მომავალისა,
ეს სამუდამო აღტაცებაა
დაუთრგუნველი შრომის ძალისა.
მწარე წარსულო, იგრძენი – შენი
გადამტყდარია ბედითი მშვილდი,
აწმყო შრომაა და, მომავალო,
შენ მხოლოდ შრომას დაუმორჩილდი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button