ახალი ამბებიბიზნესი

Microsoft-ს უკეთესი რეპუტაცია აქვს, ვიდრე Apple-სა და Google-ს

ახალი კვლევის შედეგად ცნობილია, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ამ დროისათვის საუკეთესო რეპუტაციით Amazon-ი სარგებლობს. მასთან ახლოსვე ზედა პოზიციებზე იმყოფებიან Samsung-ი და Microsoft-ი.

კვლევა განხორციელდა ორ ეტაპად. თავდაპირველად მოხდა 6 ათასი სრულწლოვანი ამერიკელი მოქალაქის გამოკითხვა, მათ სთხოვეს დაესახელებინათ ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე ორი კომპანია. შემდეგ კი 18 ათასმა მონაწილემ შეადგინა 100 ცნობილი კომპანიისგან შემდგარი სია. კომპანიები სხვადასხვა საწარმოო სფეროების წარმომადგენლები არიან.

საბოლოო რეიტინგს სათავეში უდგას კომპანია Wegmans-ი, რომლის სახელწოდებაც ბევრს ვერაფერს ეტყვის საშუალოსტატისტიკურ მკითხველს. მას მოჰყვება Amazon-ი და Patagonia. Amazon-მა ერთი ადგილით უკან დაიხია 2017 წლის შემდეგ, თუმცა წინ უსწრებს სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს.

Samsung-ი მეშვიდე ადგილზე იმყოფება 80 ქულით, Amazon-ს კი 82,3 ქულა აქვს. 2019 წლის რეიტინგის ლიდერს, ზემოთხსენებულ Wegmans-ს 83 ქულა ერგო.

კომპანია Microsoft-ი ჩამონათვალში რიგით მეცხრეა 79,9 ქულით, რაც ორი ქულით მეტია მის წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. Apple 32-ე ადგილზე იმყოფება 76,4 ქულით, Google კი 41-ე ადგილს იკავებს 75,4 ქულით.

თუკი გავითვალისწინებთ მხოლოდ ტექნოკომპანიების რეიტინგს, მათ სათავეშია Samsung-ი, Microsoft-ი და Sony. კვლევის ავტორებმა Amazon-ი მოათავსეს კატეგორიაში – „სხვა“.

Microsoft-მა საუკეთესო შეფასებები მიიღო პროდუქტებსა და სერვისებზე, ხედვებზე, ზრდასა და კულტურაზე. სოციალურ პასუხისმგებლობაზე კი მინიმალური შედეგი დააფიქსირა. Apple-თან შედარებით Microsoft-ის შედეგები ჯამში უკეთესია. შემცირებული დადებითი შედეგები დაფიქსირდა Facebook-ზე, რაც განპირობებული იყო კონფიდენციალურობის დარღვევის შემთხვევებით. კომპანიამ დაკარგა 43-ე ადგილი და იმყოფება 94-ე ადგილზე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button