სმარტფონები

Carbon 1 Mark II: მსოფლიოში პირველი სმარტფონი ნახშირბადის ბოჭკოვანას კორპუსით

კომპანია Carbon Mobile-მა დააანონსა საინტერესო მოწყობილობა – სმარტფონი Carbon 1 Mark II. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ფიჭური აპარატი, რომლის კორპუსი დამზადებულია განსაკუთრებული ტექნოლოგიით – ნახშირბადის ბოჭკოების გამოყენებით. 

გამოყენებულია მეთოდი, სახელად HyRECM (Hybrid Radio Enabled Composite Materials). მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ნახშირბადის ბოჭკოები ერთმანეთში გადაწნულია სპეციალური კომპოზიტით, რომელიც რადიოტალღების გამტარია. შედეგად მიღებულია სულ რაღაც 6.3 მმ სისქის კორპუსი. 

სმარტფონში გამოყენებულია 6.01-დუიმიანი AMOLED დისპლეი Corning Gorilla Glass 6 დამცავი მინით. გვერდით ნაწილში განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, უკან კი ორი მოდულის მქონე კამერა, რომელთა გაფართოება უცნობია. 

მოწყობილობაში მოცემულია პროცესორი MediaTek Helio P90, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ტაქტის სიხშირით – 2.2 გჰც-მდე და გრაფიკული ამაჩქარებელი IMG PowerVR GM 9446. 

image.jpeg

სმარტფონს აქვს 128 გბ მოცულობის მეხსიერება, 3050 მა/სთ მოცულობის ბატარეა და სიმეტრიული USB Type-C პორტი. მოწყობილობის ზომა 153,5 × 74 × 6,3 მილიმეტრია. 

Carbon 1 Mark II-ის ფასი 800 ევროა. მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის ივნისიდან.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button