ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? კენწელაშვილთა გვარი

კენწელაშვილთა მცირერიცხოვანი გვარი კახეთის გაღმამხარში სოფელ გავაზში ბუდობს. გადმოცემით ისინი თუშეთიდან ჩამოსულან. მაგრამ თუშეთში გავრცელებულ გვარტა შორის კენწელაშვილი არ გვხვდება. როგორც ჩანს კენწელაშვილთა წინაპარი სანამ თუშეთში ცხოვრობდა სხვა გვარს ატარებდა და ბარად ჩამოსახლების შემდეგ დაერქვა კენწელაშვილი. ასეთი შემთხვევა ხშირია. ქართლსა და კახეთი მრავალი გვარი მთიდან ჩამოსახლებულად მიიჩნევა ისე, რომ მთაში არც მათი გვარისანი ცხოვრობენ და არც საგვარეულო სოფლები და ნასოფლარები გააჩნიათ. საქმე გვაქვს გვარსახელის შეცვლასთან არა ყოველთვის, მაგრამ საკმაოდ ხშირად თავის თემს, საბიძაშვუილის მოშორებული, ბარად ჩამოსახლებული მთიელი გვარის სახელსაც იცვლიდა ან ეცვლებოდა.

კენწელაშვილთა წინაპარი თუშეთში თუ თავისუფალი მთელი მეთემე იყო, კახეთში ყმა-გლეხი გამხდარა. ამას ადასტურებს ჩვენს ხელთ არსებული ჯერჯერობით ერთადერთი ისტორიული საბუთი რომელშიც კენწელაშვილთა გვარიიხსენიება.

1781 წლის უცნობი პირის ყმათა გამოსაღების ნუსხაში სხვებს შორის იხსენიება გლეხი ჭელო კენწელაშვილი, ორი სტილი უნდა გადაიხადოსო, კვერცხი მართებსო “საწყალი იყო”-ო იქვე მიუწერიათ ანუ “შეუძლებელი”. ნუსხაში არ არის მითითებული სოფლები, მაგრამ ჩამოთვლილი გვარების უმრავლესობა კახურია: თოხარიკაშვილი, ელიბოშვილი, გოგილაშვილი, ერდულიშვილი, ალადოშვილი, წყალობაშვილი და სხვა. მათი შთამომავალნი დღეს კახეთში: ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის რაიონებში ცხოვრობენ. მიგვაჩნია, რომ ამ გვარების გვერდით მოხსენიებული გლეხი ჭელო კენწლაშვილი 1781 წლისთვის უკვე კახეთის მკვიდრია, თანაც მართალია ჯერ კიდევ “შეუძლებელი”, მაგრამ ხიზნობის პერიოდი უკვე გავლილი აქვს რახან “გამოსაღების ნუსხაში” შეუყვანიათ.

ვერაფერს ვიტყვით რა დამსახურებისთვის ებოძათ კეწელაშვილებს მამული გავაზში. ჩვენთვის ეს ფაქტი უცნობია. თუშები რომ ლეკთა თარეშს ებრძოდნენ და ხშირად წარმატებასაც აღწევდნენ. საყოველთაოდ ცნობილია ისიც ხშირად ხდებოდა, რომ კახტა მეფეები თუშ-ფსავ-ხევსურთა გამორჩეულ მეომრებს კახეთში მამულებს ურიგებდნენ.

ღმერთისა და საქართველოსთვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისთვის, კენწელაშვილთა გვარის წინაპრები თუშეთში ქუდზე კაცად და კახეთში კომლზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.

ამჟამად კენწელაშვილები ცხოვრობენ ყვარლის რაიონის სოფელ გვაზში. დაახლოებით 18 კომლი, თბილისში 3-4 კომლი, 1 სული გურჯაანში და 1 სული ზესტაფონში. საქართველოში კენწელაშვილთა გვარი 80 სულს აღწევს. ისევე როგორც თუშური წარმომავლობის გვარების უმრავლესობა ისინიც მცირერიცხოვანნი არიან.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კენწელაშვილთა.

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/qarthuli-gvarebi/2937-visi-gorisa-khar.html

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button