პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ჩამავალი მზის ფერადო კიდევ ..

ჩამავალი მზის ფერადო კიდევ,
ჩემს ხსოვნაში არ დაშლილხარ კიდევ.

თითქო იქ, შორს, სამი დღეა იწვის
მშვენიერი მწვერვალები წიწვის.

ვეკითხები ხეთა შენთა ფოთოლს:
რამემ ასე უნდა შეგაშფოთოს?

ეს უბადლო საღამოა მთაში,
მართლა ცეცხლი რომ დაინთოს, მაშინ?

ჩამავალ მზის ფერადების მორევს
იგი ცეცხლი შორით უამბორებს!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button