Mythbusterრჩევებისილამაზეცხოვრების სტილიჯანმრთელობა

ის, რაც ამ დრომდე სიმართლე გეგონათ… 5 რამ, რაც თქვენს კანს არ უნდა გააკაროთ!

💁🏻‍♂️💁🏻 დღეს, ყველა ადამიანი რჩევას ინტერნეტში ეძებს. განსაკუთრებით, თუ საქმე კანის მოვლას ან კანის პრობლემებს ეხება… ამასობაში, დაგროვდა ბევრი მარკეტინგული აბსურდი, რასაც ერთად დავუსვამთ წერტილს! 😁

1) ❗️სახის როლერი – რეალურად, ეს პროდუქტი კანს არაფერში ადგება, გარდა იმისა, რომ სასიამოვნო მასაჟორია! ასე რომ, ნუ გექნებათ როლერის შეძენის შემდეგ იმედგაცრუება, თუ რატომ არ გადაგიჭიმათ კანი, ან რატომ არ გააქრო ლაქები.

2) ❗️ცხვირზე საკანცელარიო წებოს წასმა – გარდა იმისა, რომ წებო სავსეა ათასგვარი ქიმიური საშუალებებით და დააზიანებს კანის ეპიდერმისს, ამავე დროს, ეს დროის ფუჭად ფლანგვაა! 😁 თუნდაც საბავშვო წებო წაისვათ, რომელიც, ასე თუ ისე, ქიმიურად სუფთაა, მაინც არაფერს შეცვლის თქვენს ცხვირზე… 🤷🏻‍♂️

3) ❗️კბილის პასტა გამონაყარზე – ეს პროდუქტი გამონაყარს დროებით აპატარავებს და თითქოს, ანთებით პროცესს შველის, მაგრამ არ გეგონოთ, რომ სულ ეს არის! კბილის პასტის ამის მოშორების შემდეგ, კანქვეშა გამონაყარი გარანტირებული გაქვთ. ზოგადად, კანის გამომშრობი ნივთიერებები გამონაყარს კანის შიდა ფენებში ავითარებს! 😑

4) ❗️აკნეს დროს დერმატო-კოსმეტოლოგთან წასვლა და კანის გაწმენდა – სამწუხაროდ, ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი სპეციალისტი, რომელმაც კარგად იცის, რომ როდესაც კანზე თუნდაც ერთი ანთებითი ელემენტია, ხელი არ უნდა ახლონ, ატყუებს პაციენტს და მათ კანს დროებით აშორებენ ჩირქსა თუ ჩამჯდარ ცხიმს, თუმცა ამ პროცედურის შემდეგ ელოდეთ: ნაწიბურებს, ჰიპერპიგმენტაციას, ღრმა პოსტაკნეს და კიდევ უფრო გამწვავებულ აკნეს!

5) ❗️სპირტი – სპირტის ან ნებისმიერი სპირტის შემცველი პროდუქტის ცხიმიან, აკნესკენ მიდრეკილ კანზე მიკარება იწვევს კანის სასტიკ გამოშრობას, გაღიზიანებას, რომლის შედეგებიცაა: ზედმეტად გამოყოფილი ცხიმი, კანქვეშა გამონაყარი, დროებით გამქრალი გამონაყარი, ლაქები, ნაწიბურები და ა.შ. არ წაისვათ სპირტიანი ხსნარები კანზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ანტიბაქტერიულია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტაფილოკოკის მოკვლაც შეუძლია!

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button