ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მზის ენერგიის გაყიდვა, ვაქცინაციის მონაცემების შენახვა და სხვა ახალი ბლოკჩეინ-ინიციატივები

ინდოეთის სახელმწიფო ბანკი ნერგავს JPMorgan-ის გადაწყვეტილებას ტრანსსასაზღვრო გადახდებში 

ინდოეთის უდიდესი სახელმწიფო ბანკი SBI დანერგავს ამერიკულ გიგანტ JPMorgan-ის მიერ შექმნილ გადაწყვეტილება Liink-ს. 

Liink – ეს არის ბანკებს შორის მონაცემთა გაცვლის ახალი ქსელი. SBI-ს ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია აამაღლებს ტრანსსასაზღვრო გადახდების ეფექტურობას და შეამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს. 

JPMorgan-ის მმართველმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ფინანსური ჰოლდინგისა და SBI-ს პარტნიორობის მიზანია ქვეყანაში ბლოკჩეინის უფრო აქტიური დანერგვა. 

Liink-ს იყენებს მსოფლიოს 78 ქვეყნის ოთხასზე მეტი ფინანსური დაწესებულება და კორპორაცია, მათ შორისაა 27 მსხვილი ბანკი. 

ნიუ-იორკში გაიტესტა ბლოკჩეინ-აპლიკაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ არსებული მონაცემების შენახვისთვის 

ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ დაიწყო მობილური აპლიკაცია Excelsior Pass-ის საპილოტე პროგრამის რეალიზაცია, რომელიც განკუთვნილია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციებსა და დადასტურებული ტესტების შესახებ მონაცემთა შენახვისთვის. 

აპლიკაციაში გამოიყენება დაშიფვრისა და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიები, რაც ხალხს საშუალებას აძლევს უსაფრთხონ გააზიარონ თავიანთი სამედიცინო მონაცემები.  

ინდური Tata Power DDL გამოიყენებს ბლოკჩეინს მზის ენერგიის გაყიდვისთვის 

წამყვანმა ინდურმა ენერგეტიკულმა კომპანია Tata Power DDL-მა, India Smart Grid Forum-მა (ISGF) და ავსტრალიურმა კომპანია Power Ledger-მა დაიწყეს ბლოკჩეინ-პლატფორმის ტესტირება მზის ენერგიის გაყიდვისთვის. 

პროექტის მიზანია დაჩქარდეს განახლებადი ენერგეტიკის, აგრეთვე რესურსებით ელექტრონული ვაჭრობის საშუალებების განვითარება და პოპულარიზაცია. 

Power Ledger-ის ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებები შექმნილია იმისათვის, რომ გამოთვლები უფრო გამჭვირვალე გახდეს. კომპანიები შეამოწმებენ სხვადასხვა სავაჭრო ალგორითმებს და შექმნიან “ენერგეტიკულ ჯგუფს”, რომელიც გააერთიანებს მწარმოებლებსა და მომხმარებლებს. ელექტრომობილების დამტენი სადგურები და ენერგიის შენახვის სისტემები დატენვის ელემენტების გამოყენებით დაუკავშირდება P2P ბაზარს. 

პლატფორმა საცალო მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ელექტროენერგია შეიძინონ ნებისმიერი მომწოდებლისგან განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა. 

ვაიომინგის შტატში წარადგინეს კანონპროექტი ბლოკჩეინზე აღრიცხვის სისტემის შესაქმნელად 

აშშ-ის ვაიომინგის შტატის კანონმდებლები განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიზანია “უზრუნველყოს ბლოკჩეინის, როგორც ტექნოლოგიური ფრეიმვორქის გამოყენება” 2021 წლის ბოლოსთვის. 

მიიჩნევა, რომ სისტემას კომპანიები გამოიყენებენ ანგარიშების, ასევე სხვა საჭირო სახელმწიფოებრივი ინფორმაციის ფორმირებისა და წარდგენისთვის. 

სისტემაში გათვალისწინებულია ციფრული იდენტიფიკაცია და უსაფრთხოების მოწინავე სტანდარტები. 

ბლოკჩეინ-პროექტ LazyLedger-მა მოიზიდა 1.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია „კონსენსუსის დაკავშირებადი ფენის“ შექმნისთვის  

განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიაში სპეციალიზებულმა პროექტ LazyLedger-მა მოიპოვა 1.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. დაფინანსების რაუნდში მონაწილეობდნენ Interchain Foundation, Binance Labs, Maven 11, KR1, Signature Ventures, P2P Capital და სხვა ვენჩურული კომპანიები.  

მოზიდულ თანას სტარტაპი მიმართავს დეველოპერების გუნდის გაფართოებისკენ. მიმდინარე წლის ბოლოს LazyLedger გეგმავს სატესტო ქსელის, 2022 წლის ბოლოს კი – ძირითადი ქსელის გაშვებას. აგრეთვე, სამომავლოდ პროექტი ბაზარზე წარადგენს საკუთარ ტოკენს. 

LazyLedger ქმნის „კონსენსუსის დაკავშირებად ფენას“, რომლის მიზანია დაეხმაროს კომპანიებს – სწრაფად და მარტივად გამოუშვან საკუთარი ბლოკჩეინები. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button