კულინარიაცხოვრების სტილიჯანმრთელობა

სუფრის მარილის უნიკალური თვისებები!

🧂 მარილი არის უნიკალური პროდუქტი, რომელსაც ყველა ადამიანი მოვიხმართ, თუმცა მას ბევრი სათანადოდ ვერ აფასებს. უფრო მეტიც! ზოგი “თეთრ სიკვდილსაც” კი უწოდებს… 🤦🏻‍♂️

ერთად ვისაუბროთ, თუ რა თვისებები გააჩნია მას!

1) 🔘 ანტიდეპრესანტი – მარილი ძალიან ძლიერი ანტიდეპრესანტია! დიეტოლოგები ამბობენ, რომ თუკი ადამიანი მარილს მისი კვების რაციონიდან სრულად ამოიღებს, მას სერიოზული დეპრესია დაემართება.

2) 🔘 ეხმარება ფარისებრ ჯირკვალს მუშოაბაში – იმისთვის, რომ ფარისებრმა ჯირკვალმა სწორად და გამართულად იმუშაოს, აუცილებელია ორგანიზმს მიეწოდებოდეს იოდის დღიური დოზა. სხვათაშორის, საქართველო ამ მხრივ ენდემური ზონაა და არაიოდიზირებული მარილის რეალიზაცია აკრძალულია! ამდენად, იოდის დღიურ დოზასაც მარილიდან ვიღებთ.

3) 🔘 ორგანიზმში წყალს აკავებს – მარილი მაღლა წევს სხეულის ტენიანობის დონეს და არეგულირებს ელექტროლიტების რაოდენობას. იმისთვის, რომ სხეულის ყველა ნაწილში სითხით მომარაგება იყოს ბალანსირებული, ამაში მარილი გვეხმარება!

4) 🔘 გვიცავს დაბალი არტერიული წნევისგან – სოდიუმის დაბალმა შემცველობამ თქვენს კვების რაციონში, შესაძლოა ხელი შეუწყოს წნევის ვარდნას, რაც იწვევს თავბრუსხვევას, დაღლილობას, გონების უეცარ დაკარგვას და თვალების დაბინდვას.

5) 🔘 ეხმარება ძვლებს, იყოს საკმარისად მტკიცე და მყარი – როდესაც ძვლების სიმტკიცეზე ვსაუბრობთ, ნუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ კალციუმია ის, რაც ამისთვის გვჭირდება. სუფრის მარილი სწორედ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

აქვე ვთქვათ, თუ მარილის რა დოზა უნდა მიიღოს ზრდასრულმა ადამიანმა დღის მანძილზე – 1 ჩაის კოვზი. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მდუღარე სითხეში გახსნილი მარილი კარგავს იოდს და მისი მიღებით მარილის სასარგებლო თვისებების მინიმუმს მიიღებთ.

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button