პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ტალახში

ქალაქებიდან სოფლებისკენ დაიძრა ჩარჩი
ყალბი ფულებით, დატვირთული როგორც აქლემი,
ფულს გაანაღდებს ჭირნახულში, სოფელს აჩეჩებს
თვითმპყრობელობის დროინდელი ქაღალდის ქისას.
გზებია სოფლის ოღრო-ჩოღრო და დანგრეული,
ურმის ბორბლები ორმოებში მძიმედ ეფლობა,
კამეჩებს უჭირთ ტალახიდან მათი ათრევა.

  • მომეგებენით, – მხიარული ფიქრობდა ჩარჩი, –
    მომეგებენით! მოალაგეთ აქ ჭირნახული,
    თორემ გავიდა შემოდგომა! აჰანდე შენა.
    თანაც იგონებს სხვა სოფელში შენამთხვევ ამბავს:
    ღრიანცელითა და ყვირილით მას გზაში დახვდა
    სოფლის ქალების მთელი გროვა, დაუწყეს ცემა.
    უცხო მგზავრები ჩაერივნენ მაშინ საქმეში,
    ჩარჩს დაანება ყველამ თავი – და იერიში
    მათზე მიაწყდა, ვინც მოვიდა გასაშველებლად.
    იყო ყვირილი, მუქარა და ლანძღვა-გინება…
    ჩარჩი ეხლა სხვა სოფლებისკენ მიედინება.
    ყალბი ფულებით დატვირთული და მოღიმარი,
    შემოდგომაზე ტალახებში მავალი ჩარჩი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button