ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 566 names in this directory
ასათიანი
სვანეთიდან მოსულებად ითვლებიან ა ს ა თ ი ა ნ ე ბ ის  წინაპრები. გადმოცემით ასათიანები ერთი კაცისაგან არ მომდინარეობენ. ეთნოგრაფიული მასალა: ,,ასათიანი არ ყოფილა ადრე გვარად. ასათიანის ჭალაზედ ასი კაცი რომ გავიდა მესხის წინააღმდეგ საბრძოლველად, ვინც გადარჩა ამ მებრძოლებს დაერქვათ გვარი ასათიანი. ვინც ძლიერად იბრძოდა, ის ასათიანი აზნაური გახდა, ზოგი გლეხად დარჩა. ასათიანები ერთმანეთზე ქორწინდებიან, ყველა ერთმანეთის ნათესავი არარის. ის ას ათი კაცი სვანეთიდან ყოფილა ჩამოსული. ლეჩხუმში ასათიანების ძირითადი სამკვიდრო სოფლებია დერჩი და ბარდნალა. ასათიანები რომ ერთმანეთზე ქორწინდებიან ეს გვარის გატეხვად არ ითვლება, იმიტომ რომ სხვადასხვა ძირისანი არიან,, (ამბროსი ჩიქოვანი) . აღნიშნულ გადმოცემაში სიმართლეს შეესაბამება ასათიანთა სვანეთიდან მიგრაცია, ოღონდ გვარსახელი ას ათი მებრძოლიდან კი არ უნდა მომდინარეობდეს, არამედ მამაკაცის სახელიდან - ა ს ა თ ი , რომელიც გავრცელებული იყო საქართველოში.

ბახსოლიანი
ბ ა ხ ს ო ლ ი ა ნ ე ბ ი  სოფელ ორბელში ზემო სვანეთიდან მოსული არიან. ისევე როგორც უმეტეს შემთხვევაში, აქაც გადმოსახლებულებს გვარსახელი შეუცვლიათ. უმჯობესია მთხრობელს მოვუსმინოთ: ,,ჩვენი გვარი არის ძირითადად წამოსული ზემო სვანეთიდან, მულახიდან. მხოლოდ ჩვენი გვარი ყოფილა არა ბახსოლიანი,არამედ იოსელიანი. ისინი სვანეთიდან წამოსულან დადეშქელიანთან მომხდარი მკვლელობის გამო. სამი ძმა გადასახლებულა წყალტუბოში. იქ მოსწონებიათ ადგილი. ისინი ჯიხვის ტყავებში ჩაცმული ჩამოსულან. წყალტუბოში უფროსი ძმა დაქორწინებულა. იქ იოსელიანები ეხლაც არიან, ჩვენი გვარის ხალხი. ბატონს მოუნდომებია პირველი ღამის უფლების გამოყენება. უმცროს ძმას ეს ამბავი დიდ შეურაცხყოფად მიუღია და როცა იმ ღამეს იმერეთის ბატონისშვილი ოთახში უნდა შესულიყო, კარებში სატევარი დაუცია და მოუკლავს. მას შემდეგ მკვლელს, რომელსაც ბახულია რქმევია სახელად, იქ აღარ დაედგომებოდა. იგი გამოქცეულა ლეჩხუმში და გვარიც გამოუცვლია. ბახუ იოსელიანი რომ იყო, დაწერილა ბახსოლიანად,, (შალვა ბახსოლიანი 70 წლის). სხვათაშორის, 1904 წლის მონაცემებით ბახსოლიანების ერთ ოჯახში 39 სული ცხოვრობდა. ასეთი დიდი ოჯახი ლეჩხუმისათვის გამონაკლისი როდი იყო. სახელად, იქ აღარ დაედგომებოდა. იგი გამოქცეულა ლეჩხუმში და გვარიც გამოუცვლია. ბახუ იოსელიანი რომ იყო, დაწერილა ბახსოლიანად,, (შალვა ბახსოლიანი 70 წლის). სხვათაშორის, 1904 წლის მონაცემებით ბახსოლიანების ერთ ოჯახში 39 სული ცხოვრობდა. ასეთი დიდი ოჯახი ლეჩხუმისათვის გამონაკლისი როდი იყო.

ბენდელიანი
ბ ე ნ დ ე ლ ი ა ნ ე ბ ი სოფ.ქულბაქში მოსახლეობენ. მთხრობელის გადმოცემით ქულბაქში მოსახლე გვარებიდან ყველაზე უწინ ბენდელიანები დასახლებულან. მათი წინაპრები ქვემო სვანეთის სოფ. ხელედიდან გადმოსახლებულან. 1904 წ. ლეჩხუმში 50 კომლზე მეტი ბენდელიანი მკვიდრობდა. ,,ბენდელიანების ძველებს რაღაც დაუშავებიათ,უჩხუბიათ და გადმოსახლებულან,,.

გასვიანი
სოფელ ქულბაქშივე სვანეთიდან მოსულან გ ა ს ვ ი ა ნ ე ბ ი   და ლ ი პ ა რ ტ ე ლ ი ა ნ ე ბ ი. გასვიანათა ნაწილი ლეჩხუმში სოციალურად დაწინაურებულა. ისინი აზნაურები იყვნენ. რაც შეეხება ლიპარტელიანებს, ისინი ბოლო დრომდე ქვემო სვანეთის ჩოლურის თემში დადიოდნენ სალოცავად.

გელოვანი
სვანეთიდან გადმოსახლებულად მიიჩნევიან სოფელ ლაჯანაში მცხოვრები გ ე ლ ო ვ ა ნ ე ბ ი,  რომლებიც ქვემო სვანეთის სოფ. შკედიდან ჩამოსულან. დანარჩენები, სპათაგორელი და ჟოშხელი გელოვანები, ლეჩხუმის ერთ-ერთ თავდაპირველ მოსახლეებად მიიჩნევიან. ჩანს, ამ უკანასკნელთა მიგრაცია სვანეთიდან საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა. ეს გვარი თავის დროზე ხომ სვანეთში ერისთავობდა. სპათაგორელი გელოვანები აზნაურთა წრეს მუეკუთვნებოდნენ. ისინი არაერთხელ არიან ნახსენები ძველ საისტორიო საბუთებშიც. 1656 წ საბუთში ,,შეწირულობის წიგნი გაბრიელ ცაგარიელისა ცაგერის ტაძრისადმი,, ვკითხულობთ: ,,აწ ეს დასახელებული სამი კვამლი კაცი და სამი აყრილი ნაძალადევად გელოვანს ჰქონდა, ცაგერის ღმრთისმშობლის გამონართმევი. აწე გელოვანს მეფის ღალატად შეაჩნდა, გაუწყრა მეფე, გამოართვა და ისევ საყდარს შესწირა მისდა სადღეგრძელოდ და სულისა მისისა საოხად…,, 1766 წ. საბუთი : ,,… ესე ნასყიდობის წიგნი და სიგელი დაგიწერე და მოგართვი ბაკურაძემ გაბრიელმან და ჩემმან შვილმან გოტამ და კაცინიკმან და სხვა ჩემმან. ძმამ მამუკამ და ჩვენმა მომავალმა სახლისა ჩვენისამ თქუენ, ჩვენს მოურავს გელოვანს ქაიხოსროს და თქვენს შვილს ბერუკას და მანუჩარს და სხვათა თქვენთა შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა ასე და ამა პირსა ზედა, რომ დამჭირდა და მოგყიდე ჟოშხას გელოვანის მონაყიდი მამული…,, ლეჩხუმის ღვთისმშობლის ხატის ერთ-ერთ წარწერაში ე.თაყაიშვილმა ამოიკითხა ,,ხატის მომჭედელი გელუანი სულა და თანამეცხედრე მისი დეუდარიანის ქალი ყაზმი,,…

გვიდიანი
გ ვ ი დ ი ა ნ ე ბ ი სვანეთიდან მიგრირებული გვარია. მთხრობელის სიტყვით ,,ვერ იმრავლეს. ხატზე გადაცემული ყოფილან და იმიტომ ვერ იმრავლეს. ასე ყოფილა უწინ. მისი პაპა სვანეთიდან ყოფილა გამოქცეული და იქ გადაუციათ ხატზე. რა დანაშაული ჰქონდა არ ვიცი,,

გუგავა
გ უ გ ა ვ ე ბ ი   სოფ.ჩხუტელსა და უსახელოში მოსახლეობენ. ჩხუტელელი გუგავების გადმოცემით, მათი გვარი ქვემო სვანეთიდან, სოფ.ლასკადურადანაა მოსული ლეჩხუმში. სვანეთშიც იგივე გვარი უტარებიათ. დღეს ეს გვარი ქვემო სვანეთში (ლასკადურა, გვიმრალი) კვლავ მოსახლეობს. საყურადღებოა,რომ ხალხურ მეტყველებაში სულ უსახელოში ეს გვარი რამდენჯერმე იხმარეს ,,გუგავანი,,-ს ფორმით. ჩანს გუგავები სვანეთიდან ლეჩხუმში საკმაოდ დიდი ხნის წინ გადმოსახლებულან. მე-16 საუკუნის საბუთში ,,ცაგერის საყდრის გამოსავლის დავთარი,, მოხსენიებულია გუგავების ორი კომლი,ოღონდ ,,გუგუვას,, ფორმით: ,,მართებს გუგუვას სუსულასა…,, ,,მართებს გუგუვას ოქროპირსა…,,. მთხრობლის ა.ჭ. გუგავას სიტყვით, ,,ჩვენა ვართ წარმოშობით ზემო სვანეთიდან.ყოფილან იქინე სამი ძმანი.მერე ამ სამ ძმას ფიცი გაუტეხიათ და დაუწყიათ დევნა. გამოქცეულან. სისხლის აღების შეეშინდათ. ერთი ძმა დარჩენილა ქვემო სვანეთში, მეორე ძმა დარჩენილა აქანე ლეჩხუმში. ზემო სვანეთიდან გუგავას გვარით წამოვიდნენ. მე-13 საუკუნის მეორე ნახევრის ძეგლში ,,მატიანე სუანეთის კრებისაი,, გვხვდება გვარსახელი ,,გოგანი,, . შესაძლოა გუგავები ამ გოგანების შთამომავალნი იყვნენ.

გურგუჩიანი
გ უ რ გ უ ჩ ი ა ნ ე ბ ი სოფელ ორბელში ცხოვრობენ. მათი წინაპარი ლეჩხუმში სვანეთის სოფელ ეცერიდან მოსულა. გადმოსახლებულებმა გვარსახელს ფონეტიკური ფორმა უცვალეს. სვანეთში გურგუჩიანების წინაპარი გურჩიანის გვარსახელს ატარებდა. გურჩიანის წინაპარს ,ეთნოგრაფიული მასალებით, დანაშაული ჩაუდენია და ორბელის ზედა კუთხეში-ჩერაში დასახლებულა. სვანები რომ ჩამოსულან სისხლის ასაღებად, ეს კაცი დამალულა. შემდეგ ამ კაცის ცოლისთვის მოსისხლე სვანებს ძუძუები მოუჭრიათ. სამ მოსისხლე სვანს ,,აკავანით,, (ე.ი აკვანით) ბავშვი გაუტაციათ (ორბელში ამ ადგილს ეხლაც ,,აკავანი,, ქვია) გურგუჩიანების წინაპარი გზაში ჩასაფრებია მესისხლეებს და ერთი გასროლით სამივე მოუკლავს, რადგან ისინი ბილიკზე მიდიოდნენ. ,, ამის შემდეგ აქ გამრავლებულან გურგუჩიანები და ჩვენ და მაგათ ეხლა განსხვავება აღარა გვაქვს, ისე ვართ,, (მთხრობელი ს.მეგრელი).

ზალკანიანი
ზ ა ლ კ ა ლ ი ა ნ ე ბ ი სოფელ ცაგერას მოსახლეობენ. ისინი ზემო სვანეთის სოფ. კალადან გადმოსახლებულან. მთხრობელის სიტყვით, ,,იქ ყოფილა გვარი ,,ზანკალი,,. აქანე შეიცვალეს გვარი, ერთი კაცის შთამომავლები ვართ და იმაზე მოვდივართ ზალკანიანები,,. დღეს სვანეთში გვარსახელი ზალკანიანი საერთოდ არ გვხვდება.

ლიპარტელიანი
სოფელ ქულბაქშივე სვანეთიდან მოსულან გ ა ს ვ ი ა ნ ე ბ ი   და ლ ი პ ა რ ტ ე ლ ი ა ნ ე ბ ი. გასვიანათა ნაწილი ლეჩხუმში სოციალურად დაწინაურებულა. ისინი აზნაურები იყვნენ. რაც შეეხება ლიპარტელიანებს, ისინი ბოლო დრომდე ქვემო სვანეთის ჩოლურის თემში დადიოდნენ სალოცავად.

მამარდაშვილები
იმერეთიდან მოსულობას ამბობენ მ ა მ ა რ დ ა შ ვ ი ლ ე ბ ი (სოფ.ოყურეში) . 1904 წ. ოყურეშში მამარდაშვილების 36 ოჯახი მკვიდრობდა. მამარდაშვილები თავიანთ ძირ-გვარად ლორთქიფანიძეს ასახელებენ. ისინი ლეჩხუმში საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩანან დასახლებულნი. მე-16 საუკუნის საბუთში სოფ. ოყურეშში მოხსენიებულია ,,მამარდაშვილი კახნია,, . ეს გვარი 1656 წლის საბუთშიც გვხვდება: ,,აგრეთვე კიდევ ბატონმა გიორგიმ გვიბოძა ოყურეშს: მეთევზე ერთი გლეხი მამარდაშვილი ხუცესი შიო და მისი ძმა მათვალა. ერთი გლეხი მამარდაშვილი ლომინა ბატონის მეფის წყალობა,,.

მაღრიანი
მ ე ი ფ ა რ ი ა ნ ე ბ ი  და  მ ა ღ რ ი ა ნ ე ბ ი  სვანეთიდან მიგრირებული გვარია. ისინი შესაბამისად სოფელ დეხვირსა და ლაცორიაში მოსახლეობენ. მეიფარიანებსა და მაღრიანებზე არსებობს ასეთი გადმოცემა: ორბელს ზევით მთაზე არის სალოცავი, რომელსაც ,,ფარელს,, ეძახიან. ორბელის მკვიდრნი აქ ლოცულობდნენ. იქვე უცხოვრიათ მეიფარიანებს და მაღრიანებს. აღდგომის დღეს მღვდელი მეიფარიანი წირავდა,როდესაც უთხრეს, რომ მაღრიანის შვილმა თქვენი შვილი მოკლაო, მღვდელ მეიფარიანს ვითომ არც გაუგია ეს ამბავი რიტუალი ჩაატარა. შემდეგ გაუხდია ანაფორა და ბრძოლა გამოუცხადებია მკვლელისა და მისი გვარისათვის. ურთიერთშემოხლაში ბევრნი დახოცილან. ეხლაც შემორჩენილია ტოპონიმები ,,სამაღრიანო გორა,, და ,,სამეიფარიანო გორა,, მათ შორის მდებარე გორას კი ,,სამძივარა გორას,, უწოდებენ. ,,სამძივარა გორას,, იმიტომ უწოდებენ რომ ხანის გასვლის შემდეგ მტრად გადაკიდებული მხარეები აქ შერიგებულან, სამძიმარი უთქვამთ ერთმანეთისთვის. მაღრიანები და მეიფარიანები სვანეთიდან ყოფილან მიგრირებულნი. გვარი მაღრიანი ლეჩხუმში გვხვდება სოფელ უსახელოში მე-16 საუკუნეში (მართებს მაღრიანსა მიქელსა და მის შვილს გაბრიელს,,) ხაზგასასმელია, რომ დღეს ეს ორი გვარი სვანეთში აღარ მოსახლეობს.

მეიფარიანი
მ ე ი ფ ა რ ი ა ნ ე ბ ი  და  მ ა ღ რ ი ა ნ ე ბ ი  სვანეთიდან მიგრირებული გვარია. ისინი შესაბამისად სოფელ დეხვირსა და ლაცორიაში მოსახლეობენ. მეიფარიანებსა და მაღრიანებზე არსებობს ასეთი გადმოცემა: ორბელს ზევით მთაზე არის სალოცავი, რომელსაც ,,ფარელს,, ეძახიან. ორბელის მკვიდრნი აქ ლოცულობდნენ. იქვე უცხოვრიათ მეიფარიანებს და მაღრიანებს. აღდგომის დღეს მღვდელი მეიფარიანი წირავდა,როდესაც უთხრეს, რომ მაღრიანის შვილმა თქვენი შვილი მოკლაო, მღვდელ მეიფარიანს ვითომ არც გაუგია ეს ამბავი რიტუალი ჩაატარა. შემდეგ გაუხდია ანაფორა და ბრძოლა გამოუცხადებია მკვლელისა და მისი გვარისათვის. ურთიერთშემოხლაში ბევრნი დახოცილან. ეხლაც შემორჩენილია ტოპონიმები ,,სამაღრიანო გორა,, და ,,სამეიფარიანო გორა,, მათ შორის მდებარე გორას კი ,,სამძივარა გორას,, უწოდებენ. ,,სამძივარა გორას,, იმიტომ უწოდებენ რომ ხანის გასვლის შემდეგ მტრად გადაკიდებული მხარეები აქ შერიგებულან, სამძიმარი უთქვამთ ერთმანეთისთვის. მაღრიანები და მეიფარიანები სვანეთიდან ყოფილან მიგრირებულნი. გვარი მაღრიანი ლეჩხუმში გვხვდება სოფელ უსახელოში მე-16 საუკუნეში (მართებს მაღრიანსა მიქელსა და მის შვილს გაბრიელს,,) ხაზგასასმელია, რომ დღეს ეს ორი გვარი სვანეთში აღარ მოსახლეობს.

მიქავა
მიქავა და მიქაია - აღნიშნული ორი გვარი წარმომდგარია მიქია ქინასწარმეტყველის სახელიდან;

მიქაია
მიქავა და მიქაია - აღნიშნული ორი გვარი წარმომდგარია მიქია ქინასწარმეტყველის სახელიდან;

მუშკუდიანი
მ უ შ კ უ დ ი ა ნ ე ბ ი  სვანეთიდან მიგრირებული გვარია. მთხრობელის თქმით: ,,მუშკუდიანები არიან ოყურეშში, ლასურიაშში და ოფიტარას. ჩვენი გვარი სვანური წარმოშობისაა. მოსულან უშგულიდან. მესისხლეობის გამო სამი ძმა გამოხიზნულა,,. მე-13 ს-ის მეორე ნახევარში მუშკუდიანები არაერთგზის არიან დასახელებული სვანეთის მცხოვრებლებად. დღეს ლეჩხუმში მუშკუდიანი საკმაოდ დიდი გვარია. 1904 წლის მონაცემებით ლეჩხუმში 60 კომლი მუშკუდიანი მკვიდრობდა. მე-16 ს-ის ბოლო პერიოდის საბუთში სო.ოყურეშს შვიდი კომლი მუშკუდიანია მოხსენიებული: ,,მუშკუდიანი მახარობელი, მუშკუდიანი გოგინა, მუშკუდიანი ნეფისა, ნასხიდა მუშკუდიანი, მიქაელ მუშკუდიანი, ჯაფარა მუშკუდიანი, ლომინა მუშკუდიანი,,. ზუსტი დროის დადგენა, თუ როდის გადმოსახლდნენ მუშკუდიანთა წინაპრები სვანეთიდან, ერთობ ძნელია, რადგან ამისი წერილობითი წყაროები არ გაგვაჩნია, ხოლო ეთნოგრაფიული მასალებით მიგრაციის მიახლოებითი დროის დადგენა შეუძლებელია, რადგან მიგრაცია საკმაოდ დიდი ხნის წინ არის მომხდარი. მე-17 საუკუნის საბუთში მუშკუდიანების დიდი რაოდენობით მოხსენიება გვავარაუდებინებს,რომ მათი აქ გადმოსახლება მე-13 - მე-14 სს. უნდა მომხდარიყო.

საღინაძე
ს ა ღ ი ნ ა ძ ე ე ბ ი ძირად სვანები არიან. ლეჩხუმში საღინაძეების სამკვიდროა ლუხვანო. საღინაძეების წინაპარი ლეჩხუმში ზემო სვანეთიდან , სოფელ ცხუმარიდან მოსულა. მათი ადრინდელი გვარია ს ა ღ ლ ი ა ნ ი. აღსანიშნავია,რომ საღინაძეების გვარს ლეჩხუმში ცალკე საგვარო სალოცავი ჰქონდა, რაც ლეჩხუმისათვის იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს. საღინაძეების სალოცავია შ ტ უ რ ო მთავარანგელოზი. ეს დღეობა აგვისტოს პირველ კვირას მოდის. ხალხის რწმენით, საღინაძეების სალოცავი და ქვემო სვანეთის უდიდესი სალოცავი ფაყის ორკარიანი, ერთნაირი ძალიასაა. ეთნოგრაფიული მასალა: ,,ანგელოზები სამი ძმანი ყოფილან. აფრენილან. ერთი ფაყში დამჯდარა, მეორე შტუროზე და მესამე ჩქუმში და დაარსდა სალოცავები,,. საყურადღებოა რომ შტუროზე საღინაძეები ერთ სუფრაზე სხდებოდნენ, მაგრამ იმ პირობით რომ სადღესასწაულო სუფრას ცოლები (ე.ი. სხვა გვარისანი) ვერ გაეკარებოდნენ. საღინაძეების გვარის ქალიშვილებს სუფრაზე დასხდომა არ ეკრძალებოდათ. შტუროს დღეობის სუფრაზე მსხდომთაგან ყველა საღინაძის გვარის უნდა ყოფილიყო. ხაზგასასმელია, რომ მსგავსი მასალა ლეჩხუმში სხვაგან ვერსად დავადასტურეთ. ვფიქრობთ, რელიგიური დღესასწაულის აღნიშნული სოციალური მხარე, საღინაძებისა და მათი ხატისათვის სვანეთიდან თან გადმოტანილი მოვლენა უნდა იყოს. ამავე დროს, საღინაძეების დღეობისათის დამახასიათებელი რელიგიურ-სოცილაური მოვლენა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მსგავსი მოვლენისაგან განსხვავდებოდა. ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ოჯახსა და გვარში მოყვანილი რძალი ქმრის გვარისა და თემის სრულუფლებიანი წევრი ხდებოდა.

სვანიძე
ს ვ ა ნ ი ძ ე ე ბ ი სოფ.ცხუკუშერის ძირითადი მკვიდრნი არიან. 1904 წლის მონაცემებით ლეჩხუმში 80-ზე მეტი კომლი იყო,,რომლებიც სვანიძეების გვარსახელს ატარებდნენ. სვანიძეების წინაპარი სვანეთიდან მიგრირებულა და რაჭის სოფ.ბაჯში დამკვიდრებულა, რაჭიდან კი ლეჩხუმში გადმოსულან. ეთნოგრაფიული მასალებით, მათი ადრინდელი გვარი ხ ა რ ძ ი ა ნ ი ყოფილა. სვანეძეებში მეორე შტოსაც გამოყოფენ, რომლებიც ძირად მ უ ს ე ლ ი ა ნ ე ბ ი არიან და ისინიც სვანეთიდან მიგრირებულან. სვანეთიდან მიგრირებული მუსელიანები დღესაც ცხოვრობენ სოფელ ჭყვიშში. გვარსახელი მუსელიანი დღესაც გვხვდება მე-16 საუკუნის საეკლესიო საბუთში, აგრეთვე 1643-1661 წლების საბუთში(მუსელიანი კაცია). რაც შეეხებასვანიძეებს, ეს გვარსახელი გვხვდება 1673-1690 წწ. საბუთში რომელშიც მოწმედ დასახელებულია ,,გიორგი სვანიძე,,. მე-16 საბუთში სვანიძე სოფ.ჩხუტელის მკვიდრად გვხვდება: ,,მართებს სვანიძესა ციცუნასა…,, 1636-1659 წლების საბუთით იმერეთის მეფე ალექსანდრე მე-3 ხოსია ახვლედიანს უბოძებს გლეხს ნასხიდა სვანიძეს. 1736-1737 წლის საბუთით კი სვანიძეებს ოტია დადიანი უბოძებს აზნაურ ხახუტა ასათიანს: ,,… შეგიწყალე და გიბოძე ცხუკვუშერის ძაღლუა სვანიძე და დათუნა მათი ცოლშვილით, სახლ-კარით; ნაისტულა სვანიძე მისი ცოლ-შვილით,,… (დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან 1, ნ.ბერძენიშვილის რედაქციით თბ. 1940 წელი)

ჩხეტიანი
ზემო სვანეთიდან მოსულან ჩ ხ ე ტ ი ა ნ ე ბ ი,  რომლებიც ძირითადად ღვირიშში,აღვში და კენაშში ცხოვრობენ.

ცქიტიშვილი
აზნაურთა გვარი იმერეთში. „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, გაიხსენა ზემო აღნიშნული შემთხვევა და შევიდა მისას. ცქიტიშვილი მიეგება მხიარულად, დალოცა მისი მობრძანება და უნდოდა მუხლზედ ეკოცა, ამ დროს ბერმა ჰკრა თოფი და მოკლა...“

სოლომონ I–მა დავით წერეთელსა და ბეჟიკი ცქიტიშვილს სასიხლო საქმის გარჩევა დაავალა თავად ნიკოლოზ წერეთელსა და მოურავ გიორგი აბდუშელიშვილს.

ცხვედიანი
ც ხ ვ ე დ ი ა ნ ე ბ ი   სოფელ საირმეში მკვიდრობენ. მათი წინაპრები სვანეთიდან მიგრირებულად. ეთნოგრაფიული მასალით, ,,დანაშაულის გამო ოთხი ძმა გამოქცეულა. განშტოებანი არიან ლაჯანაში, ლაილაშში, მახაშში და ქვიშარში (ჭრებალოს საბჭო). გადაკეთებულია გვარი,,. ცხვედიანები საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩანან გადმოსახლებულნი. მე-16 საუკუნის საბუთით ცხვედიანები ლეჩხუმის სოფ. აღვის მკვიდრად გვევლინებიან: ,,მართებს აღუს: ცხვედიანს გიორგის,,…

ხვადაგიანი
ხ ვ ა დ ა გ ი ა ნ ე ბ ი  სოფელ ზოგიშში მოსახლეობენ. აქედან ეს გვარი ნ ასპერსა და მახაშში არის გადასული. გადმოცემით ხვადაგიანები ზემო სვანეთიდან გადმოსახლებულან. მესისხლეობის გამო გამოქცეულებს, გვარი შეუცვლიათ. მეორე გადმოცემის მიხედვით, ხვადაგიანების წინაპარი დღევანდელი საჩხერის რაიონიდან გადმოსახლებულა. მათი ადრინდელი გვარი ხვედელიძე ყოფილა. ნიკორწმინდის იადიგარში (1071-1080) შხროს ნახსენებია გვარი ჴჳდილიანი. ოკრიბელი და ტყიბულელი ხვადაგიანები ლეჩხუმიდან არიან გადასახლებულნი. ხვადაგიანებს თავიანთ განშტოებად მიაჩნიათ გურაბანიძეები. ერთი გვარის სხვადასხვა წარმოშობის შესახებ ორი გადმოცემა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში ცოტა არაა ისეთი შემთხვევები დაფიქსირებული,როდესაც მოსული დამხვდურის გვარს იღებს.

აბადიაშვილი
მოიხსენება 1721 წ. საკუთარი სახელი აბადა. ზაალ ციციშვილის-ბაადურაშვილის ყმად ყმად დიდ დაღეთს მოიხსენიება დათუნა აბადიაშვილი (ვახუშტი32)
Submitted by: scroll.ge

აბაზაძე
გავრცელებულია ხაშურის რაიონში, თბილისში და სხვ. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი აბაზა. გვარი მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანს ვარაუდობენ (ადიგენის რაიონი). გიორგი ახვლედიანის მითითებით, აბასთუმანი აბაზაძეთა უბანს აღნიშნავდა.
Submitted by: scroll.ge

აბაშიშვილი
საკ.სახ. აბაშ (ტბეთის მატიანე.. 239.355); აბაში დაცულია გვარებში აბაშიძე, აბაშიშვილი, აბაშმაძე. აბაში 1.ექიმი, მკურნალი 2. შინაური წამლებით მკურნალი. თავადი ბაშის შვილნი ესენი იყვნენ ძველად ყიფიანნი ეგვიპტის ნაწილითგან; როცა მეფესა დიმიტრის ცხენი მოუკლეს ბრძოლაშა შინა ეგვიპტელთასა; მაშინა აბაშმან ცხენი თვისი მიართო და განარინა მით წელსა ქრისტეს აქეთ 1285 სა და შემდგომად ბრძოლისა შემდგომად მოსვლისა ქართლსა შინა თან მოჰყვა აბაში იგი და მეფემან ჯილდოდ უბოძა თავადობა აბაშადვე წოდებით
Submitted by: scroll.ge

აბაშიძე
ერთ-ერთი პოპულარული ისტორიული გვარსახელი. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელთაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში. ეთნონიმადაც არის ცნობილი: აბაში. შედარებითი ტოპონიმები: აბაშა (ქალაქი, რაიონული ცენტრი), აბაშეთი (ქვეყანა). ამავე ძირისაა: აბაშია, აბაშიშვილი (წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში, ბარათაშვილთა შტო).
Submitted by: scroll.ge

აბიათარი/აბეთარაშვილი
ეს გვარი მოიხსენიება სოფ. ენაგეთში. აბიათარ (უცხ) მამა ამაღლებული; საკუთარი სახ. აბიათარ. აბიათარი მოიხსენიება 1616 წ. იმავე ძირისაა აბიათარაშვილი აბიათარიშვილი,
Submitted by: scroll.ge

აბილაშვილი
საკუთარი სახელი ძაბილა (სტატ. ცნ., XVIII ს.,172)
Submitted by: scroll.ge

აბირმურაშვილი
(1523) კომპოზიტია საკ. სახ. აბირო; მურა. აბირ (სპარს.) სირცხვილი, ნამუსი, პირისწყალი მურა რუხწითელი შავ წითელი ძაღლი. საკუთარი სახელია აბირმურა. ძაბელა აბირმურაშვილი მოხსენებულია 1523 წ ბარათაშვილთა გაყრის სიგელში.
Submitted by: scroll.ge

აბრამაშვილი
აბრამ ძველი ებრაული „ მამა სიმაღლისა“, ან „ამაღლებული“ ქართული მნიშვნელობით ემთხვევა აგრეთვე მეორე ებრაული სახელი აბრაჰამ (-აბრაამაბრამ) „მამა მრავალთა“.
Submitted by: scroll.ge

აბრამიშვილი
გვარის სახელი ერთი აქვთ, ხოლო ძირად სხვანი და სხვანი არიან აბრამიშვილნი. რამეთუ აბრამ - საკუთარი სახელია კაცისა და სხვათა და სხვათა აბრამთა შთამომავალთ აბრამიშვილობა გვარის სახელად გადაქცევიათ ჟამითი ჟამად და ადგილ-ადგილ.

ჯერ XV საუკუნის ვარძიის შეწირულობის სიგელში იხსენიება ერთი ვინმე გლეხი აბრამიშვილი.

მერე XVI საუკუნეში ქვემო ქართლში ჩანან აზნაურნი აბრამიშვილნი, ალგეთზე, სოფელ ტბისში მცხოვრებნი, თავად ბარათაშვილთა ყმანი.

ამავ XVI საუკუნის დასაწყისში ქართლის მეფე კონსტანტინემ მამული უბოძა აბრამიშვილთა შიდა ქართლში, ჩიქუნურში, შიომღვიმის მონასტრის მახლობლად. მერე ეს მამული სადავოდ შექმნილა ათანასე აბრამიშვილსა და ბაგრატ მუხრანბატონს შორის.

XVII-XVIII საუკუნეთა სიგელ-გუჯრებით, აბრამიშვილთ უცხოვრიათ: საამილახვროში - კასპში, საჯავახოში - სიონეში, სათუმანიშვილოში - დარბაზში, საციციანოში - ატენში. საციციანოს აბრამიშვილთ საბარათიანოს აბრამიშვილთა დარად აზნაურობა მოუდიოდათ.

ყიზილბაშობის ჟამს ღალატით გატყდა საციციანოს ძამის ციხე. 1747 წელს შედგენილ ძამის ციხის ამოწყვეტის დავთარში აზნაური აბრამიშვილნიც იხსენიებიან.

ზემო იმერეთში, საფალავანდიშვილოსა და საწერეთლოში, სახლობდნენ აბრამიშვილნი, ვიეთნი გლეხნი და ვიეთნი აზნაურნი.

ბატონიშვილი იოვანე გვამცნობს, ვითარმედ ზემო ქართლის აზნაური აბრამიშვილნი იმერეთიდან გადმოსული ზნაური აბრამაშვილნი ყოფილან.

XVII საუკუნის ერთი საბუთით, მამასახლისის ძმისწული ესაია აბრამაშვილიც იყო და აბრამისშვილიც. XVIII საუკუნის სხვა საბუთით, ხუცესი ლაზარე აბრამიშვილიც იყო და აბრამაშვილიც.

ქართული სიგელ-გუჯარი აბრამიშვილთ და აბრამაშვილთ არ განასხვავებს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აბრამიშვილნი გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.

ამჟამად აბრამიშვილნი ცხოვრობენ ისევ ზემო იმერეთში, ქვემო და შიდა ქართლში და კიდევ ოდიშში, გურიაში, სამცხეში, ეწრო-თიანეთში, შიგნით კახეთში, გაღმამხარსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ხაშურის, ზესტაფონის, საჩხერისა და ჭიათურის მხარეში.

საქართველოში აბრამიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5500-ს ბევრად აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი აბრამიშვილთა!

აბრამიძე
(1886წ.) საკ.სახელი აბრამა, აბრამ; ამავე ძირისაა აბრამია. სახელი აბრამი ძირითადად ებრაელებშია გავრცელებული, გვარი კი ქართველების კუთვნილებაა. სოფ. წინწყაროში მცხოვრები აბრამიშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილი და ავრამოვ-ად იწოდებიან ამავე ძირისაააბრამია. აბრამიშვილი, აბრამიძე
Submitted by: scroll.ge

აბუაშვილი
(1721წ) აბუ შუმერთა ნაყოფიერების ღმერთიძვ. დინასტიისა. ეშნუნაში ჰქონდა დიდი ტაძარი, რომლის იატაკის სიღრმეში ნაპოვნი60 თიხის ფიგურა ბაღდადის მუზეუმის საგანძურშია (ნაწილი გადაეცა ჰილდესჰაიმის მუზეუმს) მათ შორისაა ხელოვნების უნიკალური ძეგლი 72 სმ, სიმაღლის მარმარილოს ღმერთთან მლოცველი მამაკაცი (მასთან აღმოჩნდა ქალღმერთი ყრმით) ქვის წვეროსანი ბნელფორებიანი აბუ ძვ. წ. 2700-2500 წლებისაა(თვალები მძარცველებმა ამოუგდეს). საკ.სახელი. აბუა; ქ.ფარცხისი იხსენება აბუა ჯანიაშვილი აბუა სახელიდან აბო უნდა მომდინარეობდეს (აბოს გაქრისტიანებუილ არაბის სახელი იყო, წამებული აბო საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.) აბოს საალერსო ფორმებია: აბონ, აბრო, აბუა.
Submitted by: scroll.ge

აბულაშვილი
(1703წ) საკ.სახელი აბულა; აბულა მკერვალთუფროსი იხსენება 1635 წ. მოიხსენიება სოფელ ენაგეთში, აბულაშვილები 1721 წ. მასალებში არიან ყმებიც და აზნაურებიც.
Submitted by: scroll.ge

აბულაძე
(1708წ.) აბულაძე, აბულაძეშვილი. აბული, მთების დიდი და პატარა აბულის სახელწოდება. იმავე ძირისაა: აბულაშვილი, აბულაძეშვილი, აბულფათიშვილი, აბულვედიშვილი, აბულიძე (ბოგვი, პატარა ენაგეთი, ჯორჯიაშვილი).
Submitted by: scroll.ge

აბულფათიშვილი
(1673 წ.) აბულფათი შედგება ორი ნაწილისაგან: აბულ, აბულა საკ. სახ. და სიტყვა ფათ-ისაგან (იმერ.) გაფათება, გასწორება, გათანაბრება ანგარიშისა. ფათა (ქიზიყ.) ყაიმი. ფათი არის ასევე საკუთარი სახელიც.
Submitted by: scroll.ge

აბუსერიძე
გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. ეს არის წარჩინებული სამთავრო გვარი აჭარაში.ცნობილია მეთერთმეტე საუკუნიდან. იგივე ძირისაა აბუსელიძე.
Submitted by: scroll.ge

აბშილავა
გვარი მომდინარეობს გამოთქმიდან აბშილა. ძველი ეთნონიმი “აფშილი” ნიშნავს აფხაზს.
Submitted by: scroll.ge

ადამაშვილი
(1489 წ.) ადამ (ძვ. ებრ.) „თიხა“ (წითელი მიწა) ღმერთმა პირველი კაცი შექმნა თიხისაგან და სწორედ ამიტომ ადამი ეწოდა. აქედანაა ნაწარმოები სიტყვა ადამ-იან-ი . თურქულ ენოვან ხალხებში „ადამ“ ნიშნავს კაცს. (ბორბალო, თონეთი, მაწევანი, ღოუბანი)
Submitted by: scroll.ge

ადოლაშვილი
(1871 წ.) საკ. სახ. ადოლა. (ღორისთავი)
Submitted by: scroll.ge

ადუაშვილი
(1706-07) საკ. სახ. ადუა.
Submitted by: scroll.ge

ავაზნელი
გავრცელებულია გორის რაიონში და სხვ. გვარადქცეული სადაურობის სიტყვა; ჯავახეთში ყოფილა სოფელი ავაზანა, ზოგადი მნიშვნელობითსაქონლისათვის წყლის სასმელად წყაროსთან დადგმული ერთიანი ხისაგან გამოთლილი დიდი გობი.
Submitted by: scroll.ge

ავალიანი
საკ. სახ. ავალ(ა), ავალ-ი. ავალიანები და ავალიშვილები ერთი ძირისანი არიან. ისტორიულად სამცხის სათავადო გვარეულობაა.
Submitted by: scroll.ge

ავალიშვილები
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში ,დაწინაურდა 15-16 სს.ძველი თორის მხარეში ( ახლანდ. ბორჯომის ხეობა), აქ ჩამოყალიბდა ა-ის სათავადო (საავალიშვილო). ავალიშვილები ძველად ციციშვილთა გვარს ენათესავებოდნენ და წინაპარს სახელად ავალა ერქვა.
Submitted by: scroll.ge

ავალიშვილი
გავრცელებულია ხარაგაულში, გარდაბანსა და თბილისში. ავალიშვილების ფეოდალური საგვარეულო საქართველოში დაწინაურდა XV- XVI სს.-ში ძველი თორის მხარეში (ახლანდ. ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). საავალიშვილო (1535- 45წწ.) იმერეთის სამეფოში, 1545 წლიდან კი სამცხე- საათაბაგოში შედიოდა. XVI ს-ის 70- 80 წლებში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII ს-ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილნი გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლ-კახეთის ავალიშვილები იყვნენ ეპისკოპოსები, ეკავათ მოურავთა, ეშიკაღაბაშთა, მეითართა და სხვა თანამდებობები. ავალიშვილები ძველად ციციშვილთა გვარს ენათესავებოდნენ და წინაპარს სახელად ავალა ერქვა.
Submitted by: scroll.ge

ავატამაშვილი
(1523 წ.) სავარაუდოდ მეტსახელი ავადამა. (ენაგეთი)
Submitted by: scroll.ge

ავაქაშვილი
(1721 წ.) საკ.სახ. ავაქა, ავაგა იხსენიება 1744 წ. თუმანაანთ პაპუას მიერ ჩარჩიანთ ქრისტესიას სახელზე გაცემულ ყმის ყმის ნასყიდობის წიგნში (დოკ. 1, 319); ავაგ (ქართლ. ცხ. 2, 17).
Submitted by: scroll.ge

ავგაროზიშვილი
ავგაროზიშვილს წინ უსწრებდა გვარი ავგაროზისძე. 1400 წელს, თემურ-ბეგის ლაშქრობასთან დაკავშირებით, გრიგოლ შანდაძე-ავგაროზიშვილი წერს: „მას ჟამსა შინა დამიცვა ღმერთმა ხელთაგან მათთა და შემდგომ მცირედისა ჟამისაი, დავრჩი ობოლი ხუთთა ძმათაგან და ვტიროდი თავსა ჩემსა მე, გრიგოლ შანდაძე-ავგაროზიშვილი... და დავხსენ წიგნი, პარაკლიტონი, სამოციქულო, ავგაროზი... წმინდაო მამანო, მეფეთა და პატიოსანთა პატრონთა სამსახურისგან ესოდენ შევძელი და შენდობით მომიხსენიეთ“.
ავგაროზიშვილები სოფელ წიფორიდან სოფელ კოდაში გადასულან.
კოდელმა თევდორე ავგაროზიშვილმა 1829 წელს იქორწინა ნადარბაზევში მცხოვრებ მათეს ქალზე, ტასიაზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა აბრამა ხუროშვილმა. თავდებნი იყვნენ: სარბაქა მეკოკისშვილი, არუთინა დალაქიშვილი, პავლე თათარაშვილი.

საქართველოში 37 ავგაროზიშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 28, რუსთავში – 5, თბილისში – 4.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ავსაჯანიშვილი


"ავსაჯან" - საკუთარი სახელია კაცისა.



გვარსახელი "ავსაჯანიშვილი" წინაპრის სახელიდან მომდინარეობს. გვარსახელითა და გვარმოდენილობით ერთფუძენი და ერთსისხლნი არიან ავსაჯანაშვილები და ავსაჯანიშვილები. ავსაჯანაშვილები სულ 10-12 კომლად ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, გორში, ყაზბეგსა და მარნეულში. მათი ძველი და ნამდვილი გვარი ავსაჯანიშვილია.


KARIBCHE



ავსაჯანიშვილთა გვარი ერთძირიანია. მისი ბუდე-პირველსაცხოვრისი ყაზბეგის რაიონია.



სოციალური მდგომარეობით ავსაჯანიშვილები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.



ავსაჯანიშვილთა წინაპარი ხევში ფშავიდან მოსულა, ძირად გოგოლაური ყოფილა. უკანა ფშავის გოგოლაურთ თემიდან გადმოხვეწილა ავსაჯან გოგოლაური და ხევში, სოფელ გორისციხეში, დასახლებულა. მისი შთამომავალნი 1774 წლის არაგვის საერისთავოს აღწერაში ავშაჯანიაურის გვარით იხსენიებიან. 6 კომლი ავშაჯანიაური გორისციხეში მდგარა იმხანად და 1 კომლი - ტყარშეთში. ტყარშეთიდან გამრავლებული ავსაჯანიშვილები არშაში გადასულან.



1886 წლის აღწერის მიხედვით, ხევის სოფელ გორისციხეში უკვე 31 კომლი ავსაჯანიშვილი სახლობდა. მათი განაყრები მეზობელ სოფლებში სიონსა და ვარდისუბანში დამკვიდრებულან.



მოხევე ავსაჯანიშვილებს ენათესავება გუდამაყრელი აფციაურების ავსაჯანიანთ კომობა. ზეპირი გადმოცემით, ავსაჯანიანთ კომობის აფციაურთა წინაპარი ხევიდან, გორისციხიდან, მოსისხლეებს გამორიდებია გუდამაყრის სოფელ ათნოხში და იქ დამხვდურ აფციაურებს შეჰყრია, აფციაურთა გვარზე შემომდგარა. ათნოხში ერთ წყაროს "ავსაჯანის წყალი" ჰქვია დღესაც.



ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ავსაჯანიშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში.



მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში მოხევე ავსაჯანიაურთაგან 20 ხმლიანი მსახურობდა.



ამჟამად ავსაჯანიშვილები ცხოვრობენ: ხევში, შიდა ქართლში, შიგნით კახეთში, ჰერეთში, ქიზიყში და შირაქის ველზე. არიან ჩრდილო კავკასიაშიც: ვლადიკავკაზში, სტავროპოლის მხარეში და ნოღაის ველზე. თბილისში ავსაჯანიშვილების დაახლოებით 100 კომლი ცხოვრობს. საქართველოში ავსაჯანიშვილთა საერთო რაოდენობა 900 სულს აჭარბებს.



ღმერთმა ამრავლოს გვარი ავსაჯანიშვილთა!



მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ


ავქაფაშვილი და ავქოფაშვილი
(ავ-ავი ქოფა-სახელი იყო ადრე) იაკობაშვილთა შტო-გვარადაა მიჩნეული.
Submitted by: scroll.ge

ავქოფაშვილი
ბაზაქლო, ბალიჭი, ბოლნისი, კაზრეთი, რატევანი
Submitted by: scroll.ge

აზიბეგაშვილი
(1721 წ.)- რთულიშედგენილობის (ორფუძიანი) გვარია (შდრ. ადიბეგა, ალიაბეგა, ასანბეგა და მისტ.); „საერთო დაბალში სოფელ წრაურთაში 1721 წ. ყაფლანიშვილის მამულში მოსახლეთა შორის იხსენება მირზუა აზიბეგაშვილი“ (ვახუშტი 159).
Submitted by: scroll.ge

აზნაურიშვილი
აზნაურაშვილი (1721წ) აზნაური თავისუფალი. აზნაური ძველი პრივილეგირებული წოდების წარმომადგენელი, თავადზე დაბლა მდგომი; აზნაური (აზნაურიშვილი) თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინიდანაა წარმოებული. სიტყვა „აზნაური“ ფორმით ქართულია, ამ სახით სომხურშიც დასტურდება. მომდინარეობს ძირიდან „აზნ“, რაც „გამოჩენილს“ „გოლიათს“ ნიშნავს. აზნაურის საპირისპირო ფორმა უაზნოც ამ ძირიდან მომდინარეობს. აღნიშნული ტერმინი ქართულიდან შევიდა რუსულში აზნაგურის სახელწოდებით. ეს სიტყვა გვხვდება სპარსულ ლიტერატურაშიც. წინწყაროს მცხოვრები აზნაურიშვილები ბერძნებად ჩაწერეს და რუსული გაფორმებით კნიაზევად არიან ცნობილი. შდრ. (სომხ) აზნაურიანი. (დიდი დაღეთი, მარაბდა, ირაგა, წინწყარო.)
Submitted by: scroll.ge

აზოშვილი
. (1721წ.) საკ. სახ. აზო. იხსენება ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში. წინწყაროში მცხოვრები აზოშვილები ბერძნებად აღიარეს და აზოევ-ად ჩაწერეს. (საღორისი, წინწყარო).
Submitted by: scroll.ge

აზრაკაძე/აზრაკაძეშვილი
(1823წ.) საკ.სახ. აზრაკაძე, მემამულე ზურაბ საგინოვის (საგინაშვილი) გლეხად მოიხსენიება სოფ ბოგვში 1823 წელს.
Submitted by: scroll.ge

აზრუმელაშვილი / ნურიკაშვილი
(1843წ.) სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა არზრუმი, იგივე ერზრუმი, ქალაქი ჩრდილო აღმოსავლეთ თურქეთში. არზერუმ (სპარს) „რომის მიწა“ აქედან სახელი არუმელა. თომა და გიორგი არძუმელაშვილები მოიხსენებიან 1873 წ. დიდ თონეთში 1843 წელს პატარა თონეთში მოიხსენიება ნურიკაშვილი, თომა არზუმელაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ათუაშვილი
(18 ს.) საკ.სახ. ათუა. ათოა მოიხსენიება 1781 წლის 18 თებერვალს ზურაბ თუმანიშვილის მიერ გიორგი ბატონიშვილის სახელზე გაცემულ არზაში.
Submitted by: scroll.ge

აივაზიშვილი
(1851 წ.) საკ.სახ. აივაზა. აივაზ (არაბ), ავაზ (ნაცვალი) წინწყაროელი ქართველი აივაზაშვილები ბერძნებად ჩაწერეს და აივაზოვ-ად მონათლეს (პატარა თონეთი, მუხათი, კოდა, წინწყარო).
Submitted by: scroll.ge

აკოასშვილი
(1733 წ.), საკ. სახ. აკო ( კოლხ. 41 თამაკონი;) აკო იაკობის კნინობითი ფორმაა. (დიდი ენაგეთი, ასურეთის ხევი).
Submitted by: scroll.ge

აკოფაშვილი
(1697), აკოფა (გასომხებული საკ. სახ.) მოგვიანებით ტერტერები ქართველებს გრიგორიანულ სარწმუნოებაზე აქცევდნენ, აქედანაა გვარიც იაკობ (ძვ. ებრ.) „მიმყოლი“, მიმდევარი ( სიტყვასიტყვით: „მისდევს“, „მიჰყვება“), თავდაპირველად ნიშნავდა ტყუპთაგან მეორედ დაბადებულს, შემდეგ კი მიეცა მნიშვნელობა ღვთის მიმყოლისა ანუ ღვთის კვალზე მავალსა.აკოფა ერქვათ დაჰქვიათ როგორც სომხებს, ისე ქართველებს. ორი საუკუნის წინათ ტრადიციულ სახელს იაკობ, მე 19 ს. მეორე ნახევარში ხშირად ცვლის აკკოფ (აკოფა) აკოფა ქვემო ქართლში მოიხსენიება 1791 წ.
Submitted by: scroll.ge

ალადაშვილი
საკ.სახ. ალადა (გ. ლეონ სახელები), ამავე ძირისაა ალადაური (კოდა)
Submitted by: scroll.ge

ალავერანაშვილი
(1558) ალავერანა მეტსახელი, გვარში ალავერანაშვილი ( ვერანა, ოხერი, ტიალი, იტყვიან უპატრონოდ დარჩენილ სახლ-კარზე, მიწის ნაკვეთზე). ალავერნა, მამასასხლისი, აზნაური, 1721წ აღწ. დედოფლის მემამულე, ცოვრობდა და ყმები ყავდა სომხეთში.
Submitted by: scroll.ge

ალავერდაშვილი/ალავერდიშვილი
(1537წ.), საკ. სახ. ალავერდა (1677წ. დოკ. 1, 55). ალავერდა (ალავერდასი), კუთხ. (კახ. ქართლი), იგივეა რაც იონჯა, აცე ვირო, ნუ მოკვდები, ალავერდი ამოვაო (ანდაზა). ზოგჯერ ალავერდ-ი (ალავერდისა) არაბ. თურქ. ალლაჰ ვერდი „ღმერთმა მომცა“, „მოგცა“.
Submitted by: scroll.ge

ალელაშვილი/ალელიშვილი
(1721-1873წწ.) ალელი მეტსახელი გვარში: ალელიშვილი ...გვარადქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა ალელი. (ივ.ჯავახიშვილი, სეიძ., 1, 259) მანუჩარა ალელი; გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. სოფელი ალიდან მესხეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებსარდელიანთს უწოდებენ, ამის გამო საფიქრებელია მათი წარმომავლობა არალ-დან (არალი ადიგენის რაიონშია)
Submitted by: scroll.ge

ალელი
(1721 7წ), სავარ. საკ. სახ. ალე ან გეოგრაფიული სახელიდან ალი (ხაშურის რაიონი). ალელ-ი მეტსახელი, გვარში: ალელიშვილი. სამღერეთი.
Submitted by: scroll.ge

ალექსიშვილი
(1851 წ.) ალექსი (ბერძ.) „მცველი“ (საკ.სახელი ალექსი).
Submitted by: scroll.ge

ალთუნაშვილი/მინასაშვილი
(1873 წ.) ალთუნ (მონღოლურ თურქული,- ოქროს ნიშნავს) ნაწარმოებია საკუთარი სახელი ალთუნასგან.
Submitted by: scroll.ge

ალიასშვილი
(1721)საკ.სახელი ალი. (ალი, ამირა, მაჰმადიანური წარმოშობისაა)
Submitted by: scroll.ge

ალიბეგაშვილი/ალიბეგისშვილი/ალიაბეგიგიშვილი
(1699 წ.)საკ.სახელი ალიბეგა შედგება ორი ნაწილისაგან: ალი მშობიერს მაცდურს ნიშნავს, ასევე ალი ცეცხლი ან დენი. ბეგი, ბეგა-თურქული სიტყვაა გვიანდელი გამოთქმით ბეი „ბატონს“, „ფეოდალს“, „მემამულეს“ ნიშნავს. აქედანაა წარმოებული გვარი ალიბეგაშვილი. შინაარსობრივად მკაცრ ფიცხ ბატონს უნდა უკავშირდებოდეს. საპიროსპირო გვარია უჩუმბეგაშვილი (თურქ) უჩუმ ნიშნავს წყნარს, მშვიდს. აქედან წყნარი, მშვიდი „ბატონი“. ტერმინი „ბეგ“-ი 50-მდე ქართულ გვარში გვხვდება. (საკ. სახ. ალიბეგ) ალიბეგაშვილები ჯაყელების შტო გვარია.
Submitted by: scroll.ge

ალიხანასშვილი/ალიხანაშვილი
ალიხან (თურქ.). ალი უმაღლესი ხანი (ისტ.). მეფე მთავარი ზოგიერთი თურქი და მონღოლი ხალხისა.
Submitted by: scroll.ge

ალუაშვილი
(1721 წ.) საკ სახ. ალუა.
Submitted by: scroll.ge

ალხაზიშვილი
ალხაზაშვილი (1873 წ), ალხაზ არაბულად რჩეული საკ სახელი ალხაზი.
Submitted by: scroll.ge

ამაღლობლი
გვარი ქრისტინობასთან ასოცირდება. სხვათა შორის რუს პოეტს, ვოზნესენსკის არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი ქართული წარმოშობა ამ გვარის საფუძველზე. არის ვერსია, რომ XVI საუკუნეში აჭარის გამაჰმადიანების დროს შუახეველი ამაღლობლების ნაწილმა თავი დააღწია გამაჰმადიანებას და დასახლდა სოფელ დაფნარში.
Submitted by: scroll.ge

ამბარასშვილი/ამბრისშვილი
(1477 წ.) ამბარ-ი (ამბრისა) სპარსულად ამბარა იგივეა, რაც ბეღელი თურქ атваг-ბეღელი, საწყობი, საცავი, კიდობანი,სკივრი,ზანდუკი.
Submitted by: scroll.ge

ამბრიაშვილი
(1721 წ) , საკ. ამბრია, ამბრი, ამბრო. ამბროსი (ბერძ.) „უკვდავთა (ღმერთთა) წილხვედრი.
Submitted by: scroll.ge

ამბროსაშვილი
ამბროსი (ბერძ.) „უკვდავთა (ღმერთთა) წილხვედრი. საკ. სახელი ამბროსი ამბროსაშვილი შერმაზანა მოიხსენიება მე-15-ის პირველ ნახევარში.
Submitted by: scroll.ge

ამზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამზა.

თავად გენერალ-მაიორ ორბელიანის შთამომავალთა სოფელ ვაშლოვანში მოიხსენიება მოსია ამზაშვილი თავისი ოჯახითურთ.

საქართველოში 20 ამზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 13, თელავში – 4, ყვარელში – 3.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ამილახვარი
დიდი სათავადო საგვარეულოა ქართლში. გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი (“ამირ ახურ”არაბული სიტყვა და საჯინიბოს უფროსს ნიშნავს). დიდმოხელეთაგანი ფეოდალურ საქართველოში, სამეფო საჯინიბოებისა და აბჯარ-საჭურვლის გამგე, სათანადო მოხელეების უფროსი.
Submitted by: scroll.ge

ამილბარასშვილი/ამილბარაანი
( 1682 წ) ამილბარ იგივეა რაც ამირბარი. არაბ. ამირ-ალ-ბაჰრ „ზღვის ამირა“, ისტ.საზღვაო ფლოტის უფროსი-ადმირალი. თვით ამილბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა (რუსთაველი), აქედან საკუთარი სახელი ამილბარ. ამილბარაშვილი იყო აგრეთვე ციციშვილების შტო - გვარი (შიდა ქართლში) (გარისი, მანგლისი, მონასტერი).
Submitted by: scroll.ge

ამინაშვილი
(1692 წ.), ამენ/ამინ (ლათ. amen<ბერძ.<ებრ. ნიშნავს ნამდვილად, ჭეშმარიტად) (ბოგვი, დიდი ენაგეთი, დიდი თონეთი, მარაბდა, საღირაშენი.)
Submitted by: scroll.ge

ამირაზაშვილი
(1873 წ) // ამირაიზაშვილი (1721 წ), ამირ (ამირასი) [არაბ. ამირ] ისტ. მბრძანებელი, უფროსი, ემირი. აქედანაა ნაწარმოები საკ.სახ. ამირ+აზა. შდრ. ამირ+ზალა, ამირ+ანა, ამირ+აღა, ამირ-ბოქა, ამირ-ეჯიბი, ამირ-ჯანა, ამირ-ზა, ამირ-ღა, ამირ,ხანა... აქედან მომდინარეობს გვარები: ამირაზაშვილი, ამირზალაშვილი,ამირაღაშვილი, ამირბოქაშვილი, ამირეჯიბი (ამირეჯიბაშვილი), ამირჯანაშვილი, ამირხანაშვილი...
Submitted by: scroll.ge

ამირანასშვილი/ამირანაშვილი
(1537 წ.), ნაწარმოებია საკ.სახ. ამირანისაგან. ამირანი, ქართული ხალხური ეპოსის გმირი, „ ამირანიანის“ მთავარი პერსონაჟი, ნადირობის ქალღმერთის დალისა და უცნობი მონადირის შვილი. ამირანი (სვანური ამირმ, მირიმ) უძველესი წარმალთული ქართული ეპოსის „ამირანიანის“ მთავარი გმირი, კოლხური მითოლოგიის ღერძი, ბერძნული პრომეთეს ორეული, დალისა და დარჯელანის შვილი (ეს ვერსია ამაგრებს ვარაუდს, რომ ლიტ. ამირანდარეჯანიანის წყაროც ხალხურია), დაახლოებით 3500 წლის წინ შექმნილი საკაცობრიო მაშვრალის ტიპი, სიკეთის სიმბოლო, ბაადურის, კოპალას, დარიელის, ავთანდილის, პრიდონის, აბესალომის, ასფურცელას და სხვა ეროვნულ გმირთა გვერდით ამირანს ერთ-ერთი პირველთაგანი ადგილი უჭირავს (აკ.გელოვანი).
Submitted by: scroll.ge

ამირასშვილი/ამირაღაანი
(1629წ.) ამირა(ამირასი) (არაბ. ამირ.) ისტ.მბრძანებელი, უფროსი, ემირი.შდრ. ამირბარი [არაბ.] (ისტ.) სახელმწიფო საზღვაო ფლოტის უფროსი,ადმირალი; ამირეჯიბი[არაბ.] (ისტ.) ერთ ერთი დიდი მოხელე საქართველოს მეფის კარზე, წესრიგის მეთვალყურე პურობისა და დარბაზობის დროს. საკ. სახ. ამირა. ამავე ძირისაა: ამირზალაშვილი, ამირახორი, ამირბეგაშვილი. ამირეჯიბი, ამირაზაშვილი, ამირაღასშვილი, ამირეძაშვილი, ამირეჯიბიშვილი, ამირიძე, ამირხანაშვილი, ამირჯანაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ამირჯანაშვილი
(1721წ.) საკ. სახ. ამირჯანა, პატრიარქის ყმა. ამირ (არაბ.) „მბრძანენბელი ,მპყრობელი“, ჯან (ინდ. სპარს.) „ სული, სულთამპყრობელი, სულთამბრძანებელი“.
Submitted by: scroll.ge

ამნათაშვილი/ამანათაშვილი/მძევლიშვილი
(1843წ), საკ.სახ.. ამნათი. ამან-ათ-ი [არაბ.] 1. შეკრულ-შეფუთული ნივთი, რომელიც სადმე იგზავნება. (ძვ.) იგივეა რაც მძევალი. ამანათაშვილების (დღევ. ამნათაშვილების) მეორე გვარია მძევლიშვილი. ამავე ძირისაა ამანათაძე.
Submitted by: scroll.ge

ამრუაშვილი
(1721წ.) საკ სახ. ამრო,ამრი, ამრილ.
Submitted by: scroll.ge

ამრუმელაშვილი
(18 საუკუნის 1 ნახევარი) საკ სახელი ამრუმელა.
Submitted by: scroll.ge

ამურველაშვილი/ოქროასშვილი/ერწველაშვილი/ერწოელი
(1721წ.) საკ.სახ.ამურველა. ამურველა მეტსახელი გვარში: ამურველაშვილის თავდაპირველი ფორმაა ამრუმელაშვილი. ამურველაშვილები სოფ.ერწოდან არიან.
Submitted by: scroll.ge

ანანიაშვილი
(1751წ ; ანანია(ძვ. ბერძ.) „მადლი უფლისა, შემწეობა უფლისა“. წინწყაროში მცხოვრები ანანიაშვილები 1866 წ. აღწერით, ბერძნებად ჩაწერეს და გვარიც ანანიევად მოუნათლეს. მართლმადიდებლურიეკლესიის მიერ იდღესასწაულებოდა 2-4 იანვარს, 17 აპრილს, 1 ოქტომბერსა და1, 17 დეკემბერს. საკ.სახელი ანანია.
Submitted by: scroll.ge

ანდერმანისშვილი
(1736წ.), საკ.სახ.ანდერმან.
Submitted by: scroll.ge

ანდრიაშვილი
(1721.წ), ანდრია, ანდრო (ბერძ.) „მამაცი, ვაჟკაცი, მხნე“. ანდრია წმინდან მამაკაცთა სახელია, რომელსაც ზეიმობდა მართლმადიდებლური ეკლესია 18 მაისს, 12 ივნისს, 30 ივლისს, 4 აგვისტოს, 19 სექტემბერს, 21,23 ოქტომბერს, 2,17, 27 ნოემბერს და 30 დეკემბერს. ანდრი, ანდრია, ანდრო (ბერძნული) " მამაცი ", " ვაჟკაცი ", " მხნე " (იხ. აგრეთვე ალექსანდრე, ანდრონიკე). ანდრე (ანდრეა, ანდრია) ერქვა რამდენიმე მოწამეს. ამ სახელიდან ნაწარმოებია გვარები: ანდრიაძე, ანდრიაშვილი. ანდრია ქართულში პიროვნულ სახელად გვხვდება XV ს-დან. ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა ანდრო.
Submitted by: scroll.ge

ანეზაშვილი/ოჰანეზაშვილი
(1721წ.), საკ. სახ. ანეზა. შდრ. ქალის საკუთარი სახელი ანესა, აქედანაა ნაწარმოები გვარი ანესაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ანთაძე
გავრცელებულია ვარძიაში (ორჯონიკიძის რაიონი). შეიცავს საკუთარ სახელს ანთა, ანთაი. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად ქცეულა. “ანთებს” ძველად (VI- VII ს.) ეძახდნენ აღმოსავლეთ სლავიანებს, ასე რომ, “ანთაძის” დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიძე ან რუსიშვილი, რუსაძე (აკ. შანიძე). ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამაზე მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები, როგორიცაა: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა. ამავე ძირისაა: ანთაიძე, ანთაური, ანთელავა.
Submitted by: scroll.ge

ანტონაშვილი
(1873წ), ანტონ (ბერძ.) თრგმნიან როგორჩ „მეომარს, ომში ჩაბმულს, წინამძღოლს, მეთაურს“, შდრ. ანტონიუსი, ანტონოვი, ანტონოვიჩი, ანტონიანი...(ვაშლოვანი)
Submitted by: scroll.ge

ანუაშვილი
(1829 წ.) მეტსახელი ანუა ანუანი სოფ კოდაში...) „ ბოგვში მცხოვრებმა გლეხმა, 23 წლისამ, გიორგი ანუაშვილმა 1823 წ. იქორწინა წალასყურში მცხოვრებ გლეხ ივანე შიუაშვილის ქალ 14 წლის მარიამთან. გვირგვინი აკურთხა მღვდელმა იაკობ ხუროშვილმა. თავსდებნი იყვნენ აზნაური დიმიტრი ჯორაევი, ნასყიდა ჟოჟიასშვილი, მიხეილ ბუდახაშვილი, საბა წერეთლისაშვილი“ (489, აღწ, N76 ფურც4).
Submitted by: scroll.ge

ანჩაბაძე
აფსარულ-აფხაზური წარმომავლობის მეგრული გვარია.მისი აფხაზური შესატყვისია აჩბა, რომლის თავდაპირველი ფორმაა აჩ-იპა,რაც აჩისძეს ნიშნავს ამ ენაზე. ამ გვარ-სახელის მეგრული ფორმაა ანჩბაია, ანჩბეია,სადაც ნ - ბგერა განვითარებულია(აფრიკატების წინ ნ ბგერის განვითარება მეგრულისთის დამახასიათებელი ფონეტიკური პროცესია). ეს გვარსახელი ქართული ძე ფორმატით გვხვდება, როგორც ანჩაბაძის, ასევე ამძაბაძის სახითაც.
Submitted by: scroll.ge

ანჯიყაფაშვილი
(1873წ.) რთული აგებულების სახელიდან - ანჯახ (ანჯახისა), თურქ. ანჯაქ -„ძლივს“, „გაჭირვებით“ კუთ. (ქიზიყურად) ძნელად ასათანი, უხასიათო ადამიანი. ყაფა (ყაფნი, ყაფნისა) ძვ. ფულადი გამოსაღები - გადასახადი.
Submitted by: scroll.ge

არაბული
არაბი, არაბები (საკ. სახელწ. ალარაბ), დასავლეთ აზიისა და ჩრდილო აფრიკის ვეყნებში მცხოვრები ხალხთა ჯგუფი. არაბი (ბერძ.- არაბოს), ჰერმესის ძე, კასიიჰეას მამა, არაბთა ტომის მამამთავარი. (არაბულიდან მრავალი ნაყარი გვარია გამოყოფილი).
Submitted by: scroll.ge

არაზაშვილი
(1828 წ), საკ.სახ. არაზა.
Submitted by: scroll.ge

არაქელაშვილი
(1537 წ.), არაქელა (იმერ.) ზარმაცი, უქნარა, მოუხერხებელი (დიალექტ). არაქელი, სოფელი ბოლნისის რაიონში.
Submitted by: scroll.ge

არდიშვილი
(1873 წ.), საკ.სახ. არდი. საკ სახ. არდი, მზის ღვთაების სახელი ურარტუს ქვეყანაში. „მზეს ქართულად ოდესღაც არდი უნდა რქმეოდა“. სიტყვა „არდადეგი“-მზის დგომის დღე. სოფ წინწყაროში 1886 წლიდან არდიშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილი და არუდოვის გვარს ატარებენ (წინწყარო). არდიშვილები იმერეთში აზნაურები იყვნენ.
Submitted by: scroll.ge

არემაზაშვილი
(1817 წ.), რთული შედგენილი სახელია საკ.სახ. არე (კოლხეთი, სალხინო), მაზა (კარალეთი გორის რ.).
Submitted by: scroll.ge

არეშიძე
(1858 წ), საკ სახ არეში. არეში, მდინარე ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონებში, მდინარე კაბალას მარჯვენა შენაკადი. არეშიძეები იმერეთში აზნაურები იყვნენ. ამავე ძირისაა: არეშიშვილი, აროშიძე (ბორბალო).
Submitted by: scroll.ge

არსენიძე
(1886 წ.), არსენ (ბერძ.) „მამაკაცი“, „ ვაჟკაცი“. მისგან ნაწარმოებია არსენიძე, არსენიშვილი. (1886 წ.)აღწერით სოფ. ბორბალოში მოიხსენიება გიორგი არსენაზე.
Submitted by: scroll.ge

არჩუაძე/არჩვაძე
(1559 წ.), არჩვი, ოთხფეხა ცხოველი.
Submitted by: scroll.ge

არჯევანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არჯევანი, რაც ღირსეულს ნიშნავს.

ამავე ძირისაა გვარი არჯევანიშვილი.

საქართველოში 1 499 არჯევანიძე ცხოვრობს: თბილისში – 414, ხაშურში – 150, ხელვაჩაურში – 107. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

არჯევანიძე
(1873 წ.), საკ. სახ. არჯევანი; ამავე ძირისაა არჯევანიშვილი. არჯევან (ზენდური) „ „ღირსი“ „ღირსეული“ (ეტიმოლოგია საეჭვოა). აქედანაა გვარი არჯევანიძე.
Submitted by: scroll.ge

ასაბაშვილი
(1873 წ.), საკ.სახ. ასაბა, გვარში; ასაბაშვილი ასაბაშვილი მოიხსენიება დიდ ენაგეთს 1873 წ. რუსული გაფორმებით-ასაბოვი.
Submitted by: scroll.ge

ასათაშვილი
(1523 წ.), ასათ (არაბ.) „ლომი“, აქედანაა ნაწარმოები გვარებიასათაშვილი, ასათიანი (1881 წ.).
Submitted by: scroll.ge

ასატურაშვილი
(1536 წ.), საკ.სახ. ასატურა.
Submitted by: scroll.ge

ასიმაშვილი
(1873 წ.), საკ.სახ. ასიმა (თეთრი წყარო, ენაგეთი ახალშენი).
Submitted by: scroll.ge

ასიტაშვილი
(1721 წ), საკ. სახ. ასიტა
Submitted by: scroll.ge

ასლამაზაშვილი
(1615 წ.), საკ.სახ. ასლამაზა, ისტორიულ დოკუმენტში გვარი ასლამაზიშვილი გვხვდება 1615წ., 1689წ., 1782წ. და შემდგომ წლებში. ასლამაზიშვილების მეორე გვარი ყოფილა ზურაბაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ასლამაზიშვილი
გავრცელებულია გარდაბანში, მცხეთასა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ასლამაზა. ასლამაზიშვილების გვარის წინაპრები ლამაზიშვილები ყოფილან (XV ს). მოგვიანებით (XVIIIს.) ზედმეტმა სახელმა ასლამაზ აწარმოა გვარი ასლამაზიშვილი. იოანე ბატონიშვილი წერს: ”ამათნი წინაპარნი ესახლნენ კახეთსა შინა, ლაბიანად წოდებულსა ივრის ხეობაზედ, რომელთაცა უწოდენ ლამიანის ძეებად, დროსა გიორგი მეფისასა 1587წ., ხოლო ამათ შთამომავალთაგანი იყო ვინმე ყრმა ფრიად მშვენიერი, რომელსა სახელად უწოდენ ლამაზსა და მის გამო გაუგვარდათ შვილთა მათთა ლამაზისშვილობა და არიან ესენიცა მოხსენიებული ტრაქტატსა შინა”. როგორც ცხოვრებაში ხდება, მჯობზე მჯობი არ დაილია და ლამაზის შვილთა ერთ-ერთ ასულს ასლამაზა შეარქვეს. მეტსახელიდან ასლამაზა გაჩნდა გვარი ასლამაზიშვილი. მე-19 საუკუნეში ქ. თბილისში მუდმივად ცხოვრობდა 23 სხვადასხვა გვარის 70-ზე მეტი მამრობითი სქესის თავადი. ამას გარდა, იყო 68 სხვადასხვა გვარის აზნაური. მათ შორის იყვნენ ასლამაზიშვილები. ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ასლამაზიშვილი გვხვდება 1615წ., 1689წ., 1782წ. და შემდგომ წლებში. გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი სომხურ ეთნოსს მიაკუთვნეს, მაგრამ დაივიწყეს, რომ კუდი დაემალათ. საქმე ისაა, რომ ამ გვარს აქვს შტო-გვარებიც: ზურაბიშვილი, რამაზაშვილი, ფეიქრიშვილი. ასლამაზიშვილების მეორე გვარი ყოფილა ზურაბაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ასლანიშვილი
// ასლას ძე // ასლანის ძე // არსლანიშვილი (1439 წ.), ასლან-ი (თურქ.) „ლომი“, ჰოლანდიური „ოქროს მონეტა“, გვიანდელი მნიშვნელობაა „გმირი“, „გოლიათი“, „დიდი“. ასლანლუ-ასლანუ სპარსეთში შემნახველი და დამკვრელი ბეჭდისა, ანუ შტამპელისა, რომელზედაც გამოსახული იყო ლომი. სახელი ასლან-ი ჩნდება მე-12 საუკუნეში. მის პოპულარობას ხელი შეუწყო თურქ-სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანის შემოსევებმა, დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში.
Submitted by: scroll.ge

ასპანიძე
ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულო სახელი. XII ს-ში ასპანიძენი ტაოს მფლობელნი იყვნენ და ფანასკერტელად იწოდებოდნენ. მათი ერთი შტო XV ს-ში გადმოსახლდა ქართლში და ფანასკერტელ-ციციშვილად იქცა.
Submitted by: scroll.ge

ასრათაშვილი
(1886 წ.) გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასრათა, ასრათ (არაბ.) „ნატვრა“.
Submitted by: scroll.ge

ასრაკაძე/არსაკიძე/კიკოლაშვილი
(1873 წ.), საკ.სახელი ასრაკა.
Submitted by: scroll.ge

ასტურაშვილი/ავთანდილასშვილი
(1721 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ასტურა. „ქ. საკარის იაგანის ყმა ასტურაშვილი გრიგოლა, განაყოფი ზავორიდა ავთანდილასშვილი (ვახუშტი 352).
Submitted by: scroll.ge

ასურელი/ასურლიშვილი
(1826 წ), სავარაუდოდ სადაურობის აღმნიშვნელი ტერმინი ასურელი. ასურელები (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი). სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ასური (აშური) 1. ღმერთის ზოგადი სახელიძველ სანსკრიტულ ენაზე; 2. ასურები, ღმერთების მოწინააღმდეგე დემონებიუფრო გვიანდელ მითოლოგიაში, როცა ღმერთებს სურებს უწოდებენ; 3. ბიბლიის მიხედვით: სემის ერთ ერთი შვილი, ასირიელთა მამამთავარი, მეფე.
Submitted by: scroll.ge

ატილაშვილი/ათილაშვილი
(1866 წ.), საკ.სახელი ატილ.
Submitted by: scroll.ge

აფრიამაშვილი
(1851 წ), საკ.სახ. აფრიამა.
Submitted by: scroll.ge

აფციაური
(1774 წ.), საკ.სახ. აფსა. გადმოცემით ორი ძმა გადმოცემის თანახმად ორი ძმა თაგაურს აფსა და ჩაღს (ქისტებს) კაცი მოუკლავთ, მესისხლეობას გამოქცევიან და გუდამაყარში შეხიზნულან, აქ აფისაგან აფციაურები წარმოშობილან, ჩაღისაგან კი ჩოხელები (ს. მაკალ., მთიულეთი); აფციაურებს უცხოვრიათ: ათნობს, დუმაცხოს, ლუთხუბს, ცხვედიანს, წინამხარს, ჯუღისს (ფასანაურის თემი). აფციაურთა განაყარი გვარებია: გიორგის შვილი, ნადირას შვილი, ლომის შვილი, პაპუნას შვილი, ფოცხვერის შვილი, მირიანას შვილი, გვიანის შვილი, გელის შვილი, ელისბარის შვილი, ავთანდილის შვილი, ზაქარიას შვილი, ათილას შვილი, და სხვები.
Submitted by: scroll.ge

აფხაზიშვილი
(1721 წ.) აფხაზური კუთხის აღმნიშვნელი სიტყვაა. აქედან მომდინარეობს გვარი აბხაზი, აბხაზავა, აფხაზიშვილი. ესენი არიან აფხაზეთიდან მოსული, ოდეს იწყეს აბხაზთა გამაჰმადიანება მოვიდნენ კახეთსა და მეფემან თეიმურაზმან მიიღო მიანიჭა მათ თავადობა, რომელნიც იწოდებიან აბხაზიშვილებად და უბოძა კარდანეხს სახასო მამულნი დაყმანი 1636 წ.
Submitted by: scroll.ge

აქაურაშვილი
(1721 წ.), აქაურა, მეტსახელი, ვარაზიშვილის გვარის სახინჯარშიმოიხსენიება დიდდაღეთს 1721 წლის აღწერაში (დიდი დაღეთი).
Submitted by: scroll.ge

აქელაშვილი
(1721 წ.) საკ.სახელი აქელა, შუაბოლნელი, დასახელებულია მოწმედ 1746 წ. ბოლნისის მამასახლისის ზალიას მიერ ბოლნისის მამასახლისის ზალიას მიერ ქაიხოსრო ყორღანაშვილისასმი გაცემულ ყმაზე სულადობის წიგნში. (ვაშლოვანი, მარაბდა, მცხოვრეთი).
Submitted by: scroll.ge

აქემურაშვილი
(1721 წ.), მეტსახელი აქემურა გვარში: აქემურაშვილი. შედგენილი უნდა იყოს ორი სიტყვისაგან: აქე (აქო-ადიდა, უქი-უდიდებია), მურა მეტსახელი დამოწმებული დამოწმებული სოპელ კოდაში.
Submitted by: scroll.ge

აღათონაშვიილი
(1818 წ.), საკ.სახ. აღათანგ-ი //აღათანგელ (ბერძ. კეთილმახარობელი).აღათონაშვილი აზზარია მოიხსენიება 1818 წელს სოფელ წინწყაროში.
Submitted by: scroll.ge

აღაჯანაშვილი
(1670 წ.), შედგენილი სახელია. აღა [ სპარს.] ბატონი, ჯან- (ინდური სპარსული) სული. კონკრეტულ შემთხვევაში ჯან მიმაღტვის საალერსო ფორმაა. საკ.სახ. აღაჯანან.
Submitted by: scroll.ge

აღდგომელაშვილი
(1688 წ.), საკ. სახ. აღდგომელი მოწმედ მოიხსენიება 1601 წელს.სახელს აღდგომელა აღდგომა დღეს დაბადებულს არქმევდნენ. ( თეთრი წყარო ასურეთი, ერტისი, ზა, მუხათი, ნახიდური
Submitted by: scroll.ge

აღნიაშვილი
(1721 წ.), საკ.სახელი აღნია, მოიხსენიება 1513 წ. სამთავისის N 68 სიგელში.
Submitted by: scroll.ge

აშკარელი
გვარადქცეული სადურობის სიტყვა. სოფლის სახელწოდება აშკარა დადასტურებულია ხალხურ ლექსში: “თავფარავნელი ჭაბუკი აშკარეთს ქალსა ყვარობდა”.
Submitted by: scroll.ge

აჩუაშვილი
(1721 წ.), აჩუა (აჩუასი) [ხევსურულად, გურ. ცხენი ბავშვის ენაზე (ქართ. კილო -თქმა-თა სიტყ. კონა, 1, 48).
Submitted by: scroll.ge

ახალაური/ახლოურა/ახლაური
(1818 წ.) დიდ თონეთში 1818 მოიხსენიება ახლოური გლახა (სცსსა ფ. 489, აღწ. 6, 1 ბ).
Submitted by: scroll.ge

ახალბედაშვილი
გავრცელებულია გორის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისაგანახალბედა; ამ გვარის წინაპარი, გადმოცემის თანახმად, მესხეთიდან გადმოსახლებულა. გვარად მაისურაძე, როგორც ახლად მოსულისათვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.
Submitted by: scroll.ge

ახალკაცი
გავრცელებულია ქარელის, ბორჯომისა და სხვა რაიონებში. გადმოცემის მიხედვით, ყმა გამოქცევია ბატონს და სხვა სოფელში შეხიზნულა. იგი გვარს ვერ ამჟღავნებდა და ახალკაცს უწოდებდა თავს. სწორედ აქედან მოდის გვარის სახელწოდება. ამავე ძირისაა გვარი ახალკაციშვილი, ახალმოსულიშვილი და ახალშენიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ახალკაციშვილი
იხილეთ ახალკაცი.
Submitted by: scroll.ge

ახამოსულიშვილი
(1873 წ.), ახალმოსული მნიშვნელობით იგივეა რაც ახალკაცი. ანალოგიურია ახალბედაშვილი (ამ გვარის წინაპარი, გადმოცემით, მესხეთიდან გადმოსახლებულა ვინმე მაისურაძე, როგორც ახალმოსახლისათვის, ახალბედაშვილი უწოდებიათ (ი. მაისურ., 25). შდრ. ახალშენიშვილი, კონდოლი (თელავის რაიონი).
Submitted by: scroll.ge

ახატაშვილი
(1828 წ.), სავარაუდოდ საკუთარი სახელი ახატა. სოფელ კოდაში მცხოვრებ ახატასშვილმა 1828 წ. შვილი მოუნათლა თანასოფლელ ქიტესა ირემაშვილს.
Submitted by: scroll.ge

ახვერდაშვილი/ღვთისიაშვილი
(1781 წ), საკ. სახელი ახვერდა (ტურქ.) ღვთის ნაბოძები
Submitted by: scroll.ge

ახვლედიანი
გავრცელებულია ცაგერის რაიონში, წყალტუბოს რაიონში და სხვ. სვანური წარმოშობისაა. სავარაუდოა, საფუძვლად ედოს საკუთარი სახელი ახვილდ (ახავილდ), სადაც ილდ სვანური კნინობითობის მაწარმოებელი ფორმატია და ერთვის საკუთარ სახელს ახავ-ს. (შედარებითი გვარებია: ახავიტაშვილი, ახოშვილი, ახაბიძე).
Submitted by: scroll.ge

ახიაშვილი
(1721 წ.), საკ სახ. ახია (შდრ. ახო, ახოა, ახუა).
Submitted by: scroll.ge

ახიჯანაშვილი
(1750 წ.), სინონიმ. ახტაჯანა (ახტაჯანასი), საუბ. მეტისმეტად თამამი, შეუპოვარი ქალი (ა. ჭუმბურიძე) მამადა და ნაბია ახიჯანაშვილები მოიხსენებიან 1750 წ. დეკემბრის 4_ს ოქმში დიმიტრი ეშიკაღაბაშისა მამადა ახიჯანაშვილის სულზე შედგენილ ოქმში.
Submitted by: scroll.ge

ახრახაძე
მეტსახელი ახრახა (დიდი თონეთი).
Submitted by: scroll.ge

ახსიაშვილი/ახვსიაშვილი/აღსიაშვილი
(1721 წ.) საკ. სახ. ახსია(ახსიაშვილი ახსია დასახელებულია მოწმედ 1721წ.)
Submitted by: scroll.ge

ახუაშვილი
(1817 წ.), საკ.სახ. ახუა, ...ყაითმაზიშვილის ყმა,
Submitted by: scroll.ge

ბაადურაშვილი
(1721 წ.), ბაადურ (სპ.) „გოლიათი“, „მამაცი“, „რაინდი. სიტყვა წარმოშობით მონღოლურია. თურქულმა ბაჰადურმა ქართულში მოგვცა ბაადურ (აქედანაა ნაწარმოები გვარი ბაადურაშვილი, ბადურაშვილი) და ბაღათურ (შედრ. ბაღათურია). პირველი ფორმისაგან უნდა იყოს მიღებული სახელი ბადურიც, მეორისგან-ბაღათურია (გვაქვს გვარი ბაღათრიშვილი). ამავე ძირისგან მომდინარეობს ოსური ბაყათარ (შეადარეთ რუსული „Богатыръ’’ )
Submitted by: scroll.ge

ბაბა
ლაგაშელთა ნაყოფიერების ქალღმერთი, ნინგურსუს ცოლი შუმერულ მითოლოგიაში. ტაძარი ლაგაშში ჰქონდა. არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართული ქალღმერთი ბაბალე, ბარბალეს უძველესი სახეა.
Submitted by: scroll.ge

ბაბადიში
თავადი ბაბადიშიშვილი, ბაგრატიონთა შთამომავლობა ერეკლე პირველის ძის იმამ ყული ხანისაგან (იმამ ყული ხანი მეფე დავით მე-2).
Submitted by: scroll.ge

ბაბაშვილი
(1721 წ), საკ.სახ. ბაბა. აჭარული დიალექტით ბაბა,მამაა, იმერხეული ბაბა, იგივე მამაა. შდრ. (თურქ.) ბაბა /მამა.
Submitted by: scroll.ge

ბაბაჯანაშვილი
(1721 წ.), სავარაუდოდ საკუთარი სახელი ბაბაჯანა, ან რთული შედგენილი სახელისგან ბაბა + ჯანა.
Submitted by: scroll.ge

ბაბურაშვილი
(1843 წ.) საკუთარი სახელი ბაბურ-ი, ბაბურა გვარებში: ბაბურაშვილი, ბაბურაული.
Submitted by: scroll.ge

ბაგრატაშვილი/ბაგრატიშვილი/ციციშვილი
(1721 წ.), ბაგრატ ქართველ მეფეთა საგვარეულო სახელია, ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელ ბაგრატ დიდისაგან მოყოლებული, ერქვა რამოდენიმე მეფეს. ბაგრატ - სომეხ მეფეთა საგვარეულო სახელიც იყო... წარმოშობით ამ სახელს უკავშირებენ ძვ. სპარსულს: ბაგადატა - „ღვთის ბოძებული“, „ღვთის წყალობა“ (ასეთი შინაარსის საკუთარი სახელები ხშირად გვხვდება სხვადასხვა ენაში: მაგალითად: ბერძნული თეოდორე, „ღვთის საჩუქარი“, დოროთ „საჩუქარი ღვთისა“, სლავური ბოგდან, თურქული ალაჰვერი, სომხური ასტვაწატური, სპარსული ხოდედან „ღვთის ბოძებული“. ბაგრატაშვილები იყვნენ ყმა გლეხები, ბაგრატიშვილი კი აზნაურები (თეთრი წყარო, კოდა).
Submitted by: scroll.ge

ბადალაშვილი
გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და „ტოლფასს” ნიშნავს. ბადალი ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად ბეგარის მომხდელს ნიშნავდა, კერძოდ, ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ, მეთოთხმეტე საუკუნეში, ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ ლაშქარში ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ჯარისკაცის მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. მორიგი ლაშქრის განაჩენი, 1774 წელს, ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგიერთ სხვა ხელობის მუშაკს.

გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია. ამ სოფელში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით, გაჩნდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია და მისი წინამძღოლი – ტერტერა. სწორედ ამ წლებიდან გაჩნდა მარჯანიშვილიდან – მარჯანოვი, მინაშვილიდან – მინაროვი, საღათაშვილიდან – საღათოვი და ასე შემდეგ. გვარი ბადალოვი, რომელიც ბადალაშვილიდანაა გაჩენილ-გადაკეთებული, გვხვდება 1886 წლიდან.

ბადალაშვილი ქართველებიდან გაჩენილი გვარია. სომხები და რუსები კი დაინტერესებულები იყვნენ ქართული გვარების გადაკეთებით. ასე გაფორმდა 1863 წელს ბევრი გვარი და ეს პროცესი 1919 წლამდე გაგრძელდა.

ასე რომ, ბადალაშვილებიც, ბადალოვებიც და ბადალიანებიც ქართველები არიან.

საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს. თბილისში 242, თეთრიწყაროში – 145, რუსთავში – 53 არიან სხვაგანაც.

519 ბადალიანი. თბილისში – 269, მარნეულში – 81, ნინოწმინდაში – 77 არიან სხვაგანაც.

901 ბადალოვი: თბილისში – 299, მარნეულში 208, ბოლნისში – 141. არიან სხვაგანაც.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ბადალიანი
გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და „ტოლფასს” ნიშნავს. ბადალი ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად ბეგარის მომხდელს ნიშნავდა, კერძოდ, ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ, მეთოთხმეტე საუკუნეში, ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ ლაშქარში ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ჯარისკაცის მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. მორიგი ლაშქრის განაჩენი, 1774 წელს, ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგიერთ სხვა ხელობის მუშაკს.

გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია. ამ სოფელში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით, გაჩნდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია და მისი წინამძღოლი – ტერტერა. სწორედ ამ წლებიდან გაჩნდა მარჯანიშვილიდან – მარჯანოვი, მინაშვილიდან – მინაროვი, საღათაშვილიდან – საღათოვი და ასე შემდეგ. გვარი ბადალოვი, რომელიც ბადალაშვილიდანაა გაჩენილ-გადაკეთებული, გვხვდება 1886 წლიდან.

ბადალაშვილი ქართველებიდან გაჩენილი გვარია. სომხები და რუსები კი დაინტერესებულები იყვნენ ქართული გვარების გადაკეთებით. ასე გაფორმდა 1863 წელს ბევრი გვარი და ეს პროცესი 1919 წლამდე გაგრძელდა.

ასე რომ, ბადალაშვილებიც, ბადალოვებიც და ბადალიანებიც ქართველები არიან.

საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს. თბილისში 242, თეთრიწყაროში – 145, რუსთავში – 53 არიან სხვაგანაც.

519 ბადალიანი. თბილისში – 269, მარნეულში – 81, ნინოწმინდაში – 77 არიან სხვაგანაც.

901 ბადალოვი: თბილისში – 299, მარნეულში 208, ბოლნისში – 141. არიან სხვაგანაც.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ბადალოვი
გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და „ტოლფასს” ნიშნავს. ბადალი ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად ბეგარის მომხდელს ნიშნავდა, კერძოდ, ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ, მეთოთხმეტე საუკუნეში, ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ ლაშქარში ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ჯარისკაცის მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. მორიგი ლაშქრის განაჩენი, 1774 წელს, ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგიერთ სხვა ხელობის მუშაკს.

გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია. ამ სოფელში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით, გაჩნდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია და მისი წინამძღოლი – ტერტერა. სწორედ ამ წლებიდან გაჩნდა მარჯანიშვილიდან – მარჯანოვი, მინაშვილიდან – მინაროვი, საღათაშვილიდან – საღათოვი და ასე შემდეგ. გვარი ბადალოვი, რომელიც ბადალაშვილიდანაა გაჩენილ-გადაკეთებული, გვხვდება 1886 წლიდან.

ბადალაშვილი ქართველებიდან გაჩენილი გვარია. სომხები და რუსები კი დაინტერესებულები იყვნენ ქართული გვარების გადაკეთებით. ასე გაფორმდა 1863 წელს ბევრი გვარი და ეს პროცესი 1919 წლამდე გაგრძელდა.

ასე რომ, ბადალაშვილებიც, ბადალოვებიც და ბადალიანებიც ქართველები არიან.

საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს. თბილისში 242, თეთრიწყაროში – 145, რუსთავში – 53 არიან სხვაგანაც.

519 ბადალიანი. თბილისში – 269, მარნეულში – 81, ნინოწმინდაში – 77 არიან სხვაგანაც.

901 ბადალოვი: თბილისში – 299, მარნეულში 208, ბოლნისში – 141. არიან სხვაგანაც.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ბადაშვილი
"ბადა" - საკუთარი სახელია კაცისა. ბადაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია ანუ წინაპრის სახელისგან არის ნაწარმოები.

ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ბადაშვილი მრავალძირიანი გვარია. მას რამდენიმე ბუდე-პირველსაცხოვრისი აქვს. სამი ან ოთხი ძირის ანუ სხვადასხვა წარმომავლობის ხალხს საერთო გვარსახელი აერთიანებს. ბადაშვილთა ერთი ძველი ბუდე შიდა ქართლში, გორის რაიონში იძებნება, ერთიც - ხევში, ყაზბეგის რაიონის ნასოფლარ მნაში, კიდევ ერთი ბუდე - უკანა ფშავის სოფელ გოგოლაურთაში. შესაძლოა, კახეთის ბადაშვილებსაც თავიანთი ბუდე გააჩნიათ, თუ ისინი ფშავის სალოცავებში არ დაიარებიან.

"ბადა" გავრცელებული სახელი იყო. ქართლელი, მოხევე, ფშაველი და შეიძლება კახელი ბადაშვილები სხვადასხვა ბადას შთამომავალნი არიან. მათ მხოლოდ გვარსახელის ერთობა აქვთ, ხოლო ძირად ანუ გვარმოდენილობით სხვადასხვანი არიან.

სოციალური მდგომარეობის მიხედვით, ქართლელი ბადაშვილები საეკლესიო აზნაურები ყოფილან, მოხევე და ფშაველი ბადაშვილები - თავისუფალი მთიელი მეთემენი, ხოლო კახელი ბადაშვილები - გლეხები.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ბადაშვილთა გვარი XV საუკუნიდან ჩანს.

1431 წლის მეფეთ მეფის ალექსანდრე დიდის სიგელში მცხეთისა და კათოლიკოს თეოდორესადმი ვკითხულობთ: "...ვხედავ, რომელ წუთ განქარვებადსა ამას სოფელსა დაუტეობთ და ყოველივე ცხოვრება ჩუენი სიზმარ და აჩრდილებ უჩინო იქმნების, ამადა ჩუენცა ვსცნათ და ვისაცნაურეთ, რომელი კეთილი და უცვალებელი ცხოვრება ისე არს, რათა მე ცოდვილმან ვიდრე არა სრულიად წარწყმედად და ამიერ განსვლად ჩვენამდე საწყალობელისა სულისა ჩუენისა სალხინებლად ქუელის საქმეთა მქნე და მბაძებელ ვიქმნე... და აღვაშენე და განსრულდა ნებითა თქუენითა ყოვლადვე უნაკლულოდ თავი ცათა მობაძავი საყდარი და მას შიგან ღვთივ აღმართებული სუეტი ცხოველი... და შევამკევ... და მოვახსენე ძუელითგან მეფეთაგან შემკობილი და აღშენებული და გადიდებული მთა ვირშისა მონასტერი და მისნი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი და მას აქათ ანუ მთას ანუ ბარს რაცა მამულები ანუ გლეხები და ანუ პარტახტი... ჰქონებიან... მოგვიხსენიებია..."

სიგელში ნახსენები ბადაშვილები შიდაქართლელი საეკლესიო აზნაურები არიან. ისინი XV საუკუნის I ნახევარში უკვე შიდა ქართლში, სადღაც ვირშის მონასტრისა და სოფელ ქორდის მიდამოებში მკვიდრობდნენ. სოფელი ქორდი ამჟამად გორის რაიონშია. ამ სოფელში ბადაშვილები დღესაც ცხოვრობენ.

1459 წლის ფავნელთა სიგელში ვირშის მონასტერი და ბადაშვილების გვარი ისევ ერთად ხსენდება: "...ესე სიგელი მოგახსენეთ თქვენ ვირშისა წმინდათა მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისა, და ქართლისა პატრიარქისა დავითისა და თქუენდა მკუიდრთა მეგანზურთა სახლისა თქუენისა უხუცესთა ჯინჯიხის ძეთა ბადაშვილთა გრიგოლს და შენთა შვილთა ბადასა და ბევროზს და შენთა ძმის წულთა შალვას და ივანეს..." როგორც სიგელიდან ჩანს, საეკლესიო აზნაური გრიგოლ ჯინჯიხის ძე ბადაშვილი კათოლიკოსის სახლთუხუცესი იყო, ხოლო ბადაშვილთა გვარს ვირშის მონასტრის მკვიდრობა და მოგანძურობა მოუდიოდა.

1638 წელს საქართველოს კათოლიკოსმა ევდემონ დიასამიძემ საეკლესიო აზნაურს შოშიტა ბადაშვილს სოფელ ქორდში უბოძა აფხაზაშვილის მამული და ბექნიაშვილის ნაქონი ვენახი.

XVII საუკუნის 70-იან წლებში ჩანს კიდევ ერთი შიდაქართლელი ალბათ აზნაური ბადაშვილი. ეს არის თავადების ზაზა და ალხაზ მაჩაბლების ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნში მოწმედ დასახელებული დათული ბადაშვილი.

1694 წელს საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზ ამილახვარმა გაქცეული საეკლესიო აზნაურის ბახუტი ბადაშვილის ყმა და მამული სვეტიცხოვლის ერთგულს და ნამსახურს, საეკლესიო ჯარების სარდალს აზნაურ გიორგი გედევანიშვილს უბოძა: "ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და მოგეცით ქორდას ბადასშვილის ბახუტის მამული, რისაც მქონებელი იყო... ბადაშვილის მამული ამ წესით გიბოძეთ, რომ საყდრის ყმა იყო და... და ჩვენგანაც საწყენო იყო და საყდრის შემცოდეც იყო. აწე წავიდა ისი და დაიკარგა და იმისი მამული, რისაც მქონებელი ყოფილიყო, სულ უკლებლად თქვენ გიბოძეთ... გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა და სვეტიცხოვლის ერთგულად სამსახურსა შინა..."

1706 წელს საეკლესიო აზნაურებს პირობის წიგნი მიუციათ კათოლიკოს დომენტისთვის: "ესე წიგნი და პირი მოგართვით ჩვენ ერთობილთ მცხეთელთა, სვეტის ცხოვლის ყმათ დიდმა და ცოტამა: (აქ ჩამოთვლილია ყველა საეკლესიო აზნაური, მათ შორის ბადაშვილი გაბრიელი და მისი შვილები: ზედგინ, იესე, მჭლე და ელიზბარ), თქვენ, ჩუენის ხელმწიფის შვილს ბატონს კათალიკოზს დომენტის, ასრე რომე ღვთის ნებითა და სულ ქართველთ ეპისკოპოზთა და დარბაისელთ გამორჩევითა დიდის კათოლიკე ეკლესიის მწყემსი და საჭეთმპყრობელი იქმენით. გასინჯეთ ჩუენი საქმე, რომ ღიად ეშმაკი მოგვრეოდა ჩვენის ცოდვისაგან. ერთმანეთის დიდი შური და მტრობა გვქონდა, რომ რასაც დღეს ერთმანეთს დავახელებდით, არც საჩხუბრად დავერიდებოდით, არც საბეზღრად. ახლა თქვენ ის ვერ მოგვითმინეთ. ხედევდით, რომ ჩვენი წარსაწყმედელი საქმე იყო და ჩვენის მონასტრის დიდი საზიანო. ჩვენ არ ვღირსვიყავით, რომ თქუენ ჩუენ გვწვართეთ და მშვიდობა და ერთობა გვიბრძანეთ, როგორც თქუენს კეთილ მწყემსობას და მამათმთავრობას ფერობდა. თქუენც გვიბრძანეთ და ჩუენც ეს პირი და სიტყუა მოგვირთმევია, რაიმე დღეს და დღეს იქით ჩუენ თქუენის ბრძანებით ერთმანეთთან ძმობისა და სიყუარულის მეტი ხელი არა გვქონდეს რა. თუ რომ ერთმანეთთან სალაპარაკო გვქონდეს, თქუენ მოგახსენოთ და თქუენის პირით გავრიგდეთ და ისრევ ძმანი და მოყუარენი ვიყუნეთ. და თუ ეს ასრე არ გაგითაოთ, თქუენიც შემცოდე ვიყუნეთ და თქუენის სვეტის ცხოველისაცა..." პირობის წიგნს ხელს აწერენ საეკლესიო აზნაურები, იგივე მცხეთისშვილები, მათ შორის - ბადაშვილთა სახლიდან ძმები მჭლე და ელიზბარ ბადაშვილები.

ვახტანგ VI-ის დროინდელ ერთ დავთარში, რომელიც 1798 წელს გადაუწერიათ, ლაშქარში გამომსვლელთა შორის იხსენიება სოფელ ფლევის მცხოვრები ბადაშვილი უსაბა, რომელიც თავად ქაიხოსრო რამაზიშვილის ყმა ყოფილა. სოფელი ფლევი ამჟამად შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში მდებარეობს. თავად რამაზიშვილთა გვარი თავად დავითიშვილ-ბაგრატიონთა ერთი შტონაყარი გვარია.

1850 წლის საქართველოს თავადთა და აზნაურთა ოჯახების რუსულ სიაში შეტანილია აზნაურ ბადაშვილთა 3 ოჯახი: #700 - ლუარსაბ სოლომონის ძე ბადაშვილი, რომელსაც ჰყავს ძმა დავითი და შვილები ალექსანდრე და ნიკოლოზი, #701 - გიორგი ქაიხოსროს ძე ბადაშვილი და #702 - ზურაბ გაბრიელის ძე ბადაშვილი, რომელსაც ჰყავს ძმა ქაიხოსრო. უნდა ითქვას, რომ ამ რუსულ სიაში ვერ მოხვდა ქართველ თავადთა და აზნაურთა მრავალი ოჯახი, რომლებმაც კომისიას ვერ წარუდგინეს წოდების დამადასტურებელი რაიმე საბუთი. სიის გარეთ დარჩნენ არათუ ოჯახები, არამედ მთელი გვარები, რომელთა აზნაურობა ქვეყანამ იცოდა და რუსთა მოსვლამდე ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. მრავალი სიგელ-გუჯარი დაიწვა და განადგურდა შემოსევებისას, მაგრამ აზნაურს საქართველოში თავისი წოდების მტკიცება არ სჭირდებოდა. მეფე, ხელისუფალნი და დარბაისელნი ყველა აზნაურს იცნობდნენ, იცნობდნენ მათ მამებსაც და პაპებიც ახსოვდათ. მოვიდა რუსი და საბუთი მოითხოვა, წოდების ხელმეორედ დამტკიცება მოიგონა, თითქოს მანამდე ჩვენში არც აზნაური ყოფილიყო და არც თავადი. ვისაც საბუთი არ აღმოაჩნდა, რუსთ ხელმწიფემ წოდება აღარ დაუმტკიცა და ქართველი თავადაზნაურობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

როგორც უკვე ითქვა, საქართველოში აზნაურ ბადაშვილების გარდა არიან სხვა ბუდის, სხვა სოციალური სტატუსისა და წარმოშობის ბადაშვილებიც.

საკმაოდ ძველი ბუდე აქვთ ძირად მოხევე ბადაშვილებს. მათი წინაპარი ბადაისძის გვარით იხსენიება 1439 წლის გერგეტის სამებისადმი მძევალთა და ფიცის მიცემის წიგნში. მოხევე ბადაშვილების ძველი და ნამდვილი გვარი ბადაისძეა. იმხანად ბადაისძეს ხევის სოფელ მნაში უცხოვრია: "თრუსოველთაიცა ხურთელყანობელთა მოიკიდეს მნით ბადაისძე და ადოით ცისკარაშვილი. ესე მძევლები ამათ საყდრის შვილობისათვის მივეცით, რაიმე მეფესა შეეწყალნეს და ებრძანა ჩუენთან და ვინცა მძევალი გაუტყუთეს, რისხავსმცა წმიდაი სამებაი ერთარსებაი. ვინცა მაგრად და მართლად დაუდვეს, სული მისი ღირსთა და მართალთა თანამცა იხარებს, ამინ".

1774 წლის არაგვის საერისთავოს აღწერის სიაში ხევის სოფელ მნაში, აზნაურ ზანდუკელის სამოურავოში, იხსენიება ბადაძეთა ორი კომლი: ბადაძე კაცოს შვილი კოზმან და გივი და ბადაძე ზალაგის შვილი ნაცვალი დოლა, შავხალ და იოსებ. მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში მოხევე ბადაძეთაგან ხუთი მეომარი მოდიოდა. ამათგან ერთ-ერთი დოლა ბადაძე მნის ნაცვალი ყოფილა. უნდა ვივარაუდოთ, რომ 1774 წლის სიაში ნახსენები მნელი ბადაძენი 1439 წლის ფიცის წიგნში ნახსენები მნელი ბადაისძის შთამომავლები არიან. მათი ძველი გვარსახელი ბადაისძე (XVს.) ჯერ - ბადაძე (XVIIIს.), ხოლო შემდეგ ბადაშვილი (XIXს.) გამხდარა.

ამჟამად ყაზბეგის რაიონში სოფელი მნა აღარ არსებობს, მნის ხევი და ნასოფლარი მნა კი ყველამ იცის. მნიდან წამოსული ბადაშვილები სოფელ ხურთისში ცხოვრობენ. მოხევე ბადაშვილების ნაწილი თბილისში ჩამოსახლებულა. ზოგი შირაქში წასულა. ფშავში ბადაშვილთა გვარი XIX საუკუნის აღწერის სიებში გვხვდება. 1873 წლის აღწერის მონაცემებით, მათ უცხოვრიათ უკანაფშავის სოფელ გოგოლაურთაში. ისინი გოგოლაურთა თემის ფშავლები არიან. ფშაველი ბადაშვილების ერთი შტო ერწო-თანეთის მხარეში ჩასახლებულა. ამას უნდა ადასტურებდეს სოფელ ბადაანების არსებობა ერწოში და მიკროტოპონიმები იქვე: "ბადაანთ ცხრაკარა" და "ბადაანთკაკლიანი".

ვერაფერს ვიტყვით კახეთის ბადაშვილებზე. ისინი ველისციხესა და შილდაში ცხოვრობენ. ქართული საისტორიო საბუთებში მათი ხსენება არ შეგვხვედრია.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბადაშვილთა გვარის მეომრები, აზნაურნი და მთიელნი, ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის შუაგულ, "მეფისა ალმის მპყრობელთა" სადროშოში, ხოლო "ჟამსა განყოფისასა" ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად ბადაშვილები ცხოვრობენ შიდა ქართლში: ქორდში, ერედვში, გორში, კასპსა და ხაშურში; ხევში: ხურთისში, გორისციხეში, სიონში, აჩხოტსა და სტეფანწმინდაში; ერწოს სოფელ საყდრიონში; შიგნით კახეთში - ველისციხეში; გაღმამხარში - შილდაში; შირაქის - სოფელ ზემო ქედში; აგრეთვე ქალაქებში რუსთავსა და თბილისში.

საქართველოში ბადაშვილთა საერთო რაოდენობა 350 სულს აჭარბებს. ეს არის ქართულ გვართა შორის საშუალოზე ოდნავ მეტი რიცხოვნების გვარი.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბადაშვილთა!

ბადიაშვილი
(საკუთარი სახელი ბადია, ხევსურ; ბარისახო, (დიდი დაღეთი)
Submitted by: scroll.ge

ბარაბაძე
ბარაბა (მათე 27, 16), (უცხ.) განვრცობა (საბა). შდრ. ბარნაბა.
XVIIს-ში მათხოჯის დავთარში მოხსენიებული არიან: ბარაბაძე გიორგი, გონიერი, ივანე, კაცობელა, მათე, მამისთვალი და ა.შ.
ბარაბაძე სოფ. კოდაში გადმოსულა 1932 წელს.

ბარათაშვილი
წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ძველ საქართველოში, ქვემო ქართლის მფლობელნი. მომდინარეობს XVI ს.-დან საკუთარი სახელისაგან ბარათა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ბარათა ქაჩიბაძე, რომლის შვილიშვილმა ქავთარმა სათავე დაუდო ბარათაშვილობას (1523წ.). მისგან წარმოქმნილი შტოებია: აბაშიშვილი, გერმანოზიშვილი, გოსტაშაბიშვილი, ყაფლანიშვილი, ორბელიანი. ბარათაშვილთა სამფლობელო ტერიტორიას საბარათიანო ეწოდებოდა. თვით გვარსახელი კი ზოგჯერ მოიხსენიებოდა როგორც ბარათიანი.
Submitted by: scroll.ge

ბარბაქაძე
ბარბაქაძეთა გვარი
ბარბა - საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო: ბარბალა, ბარბატა, ბარბანა და ბარაბაქა იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით "ბარბ"-ფუძისანი არიან: ბარბაიები, ბარბანიძეები, ბარბატები, ბარბაშები, ბარბალაძეები და ბარბაქაძეები - გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბარბაქაძეთა.

KARIBCHE


ეგრე უბნობენ, ტყიბულის მხარის სოფელ მუხურიდან დაწყებულაო ბარბაქაძეთა განსახლება მთელ საქართველოში.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბარბაქაძეთა გვარი გვიანი შუა საუკუნეებიდან იხსენიება.

XVIII საუკუნის II ნახევრის ერთ თამასუქში ვკითხულობთ: "ევიღე შენ, მუსტაფა ბარბაქაძისაგან, მე, ხოსია მესხიშვილმა და შიო მწყერაშვილმა, შუა ენკენისთვეს ოცი მარჩილი..." ეს მუსტაფა ბარბაქაძე - იმერელი ბარბაქაძეა, რადგან საბუთში იხსენიება ქუთათელი ეპისკოპოსი და იმერთა მეფე სოლომონი.

ამავე XVIII საუკუნის უცნობი პირის მიერ შედგენილ დავთარში იკითხება, რომ ვინმე იესემ "გირაო კაცებს ბარბაქაძეებს გამოართვა მარჩილი ცხრა". ეს ბარბაქაძეები უკვე შიდა ქართლში გადმოსული ბარბაქაძეები უნდა იყვნენ. საბუთში ნახსენებია ქართლური გვარი თოფჩიაშვილი და ხაშურის მხარის სოფელი ოსიაური.

1787 წლის აზნაურ ზაალ მახვილაძის ქვრივის არზაში მეფე ერეკლესადმი ვკითხულობთ: "ორი კვამლი ხიზანი კაცი მყვანდა - ხარასზიშვილი დათუა და ბარბაქაძე ბერი; რაც ჩემგან შეიძლებოდა, დიდი ამაგი უყავით და დიდი ხანიც არის, ჩემთანა არიან, ვეხვეწები და აღარ მოდიან..." სხვა საბუთებიდან ირკვევა, რომ აზნაურ ზაალ მახვილაძეს მამულები ჰქონდა შიდა ქართლის სოფელ აბისში.

შიდა ქართლში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ბარბაქაძეთა გვარის სახელი: ბარბაქაძეებისგვერდი - ადგილი სოფელ ზემო ბროლოსანში, ბარბაქაძეების წყარო - წყარო სოფელ რბონაში, ბარბაქაძის მიწები - სახნავები სოფელ ცხრამუხაში...

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბარბაქაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

ამჟამად ბარბაქაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, ოდიშში, გურიაში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. მრავლად იყვნენ აფხაზეთშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან: ხაშურის, ლაგოდეხის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის, გარდაბნისა და ბორჯომის რაიონებში.

თბილისში ამერ-იმერ ბარბაქაძეთა დაახლოებით 350 კომლი ცხოვრობს. საქართველოში ბარბაქაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი შვიდი ათასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბარბაქაძეთა!

ბარდაველიძე
გავრცელებულია თერჯოლის რაიონსა (სოფ. ბარდუბანი) და თბილისში. საფიქრებელია, წარმომდგარი იყოს სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვისაგან- ბარდაველი. ბარდავი ქალაქი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, “რეზიდენცია რან-მოვაკნის მმართველისა”. თვით სოფლის სახელს ბარდუბანს შესაძლებელია კავშირი ჰქონდეს გვარსახელთან, იყოს შემოკლებული ფორმა “ბარდათ უბნისა”.
Submitted by: scroll.ge

ბაქრაძე
ბაქარ - საკუთარი სახელია კაცისა, არაბთა და სპარსთაგან გავრცელებული მთელ აღმოსავლეთსა და საქართველოშიც.

გვარის სახელით "ბაქარ"-ფუძისანი არიან: ბაქარაშვილნი - გარე კახეთს, ბაქრაშვილნი - იმერეთს, ბაქარაძენი - აფხაზეთს, ბაქრიანნი - შიგნით კახეთს, ბარქავანი და ბარქაიანი - ოდიშს და ბაქრაძენი - რაჭას.

ძველთაგან რაჭას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბაქრაძეთა.

ჯერ კიდევ XV საუკუნეში აზნაურ ბაქრაძეთ ზემო რაჭას ჰბოძებიათ სახასო კაცნი: ჯვარისუბანს, შქმერს, ბაჯისხევს და ცხმორს, ეგრეთვე სოფელი ჩორდი და იქავ ჩორდის ციხე.

KARIBCHE

1501 წელს აზნაურ ბაქრაძეთ სისხლის ფასი - ცხრაასი ათასი კირმანეული თეთრი გაუჩინა ალექსანდრე იმერთა მეფემ.

1591 წელს ნიკორწმინდელ ეპისკოპოსს ამბროსი ბაქრაძეს ლეონ იმერთა მეფემ უბოძა რაჭის სოფლები: ხონჭიორი და ჭელიში, აგრეთვე ყმები ნამარხევსა და კისურეთს.

XVI-XVII საუკუნეთა საბუთებში აზნაური ბაქრაძენი ჩანან, ვითარცა მოწმენი და მისანდონი რაჭის ერისთავთა.

ადრევე გადასულან ბაქრაძენი კახეთს. მეფე ალექსანდრეს კარის ბოქაულნი ძმანი ხარება და გოჩია ბაქრაძენი, "რაჭიდან კახეთს შეხიზნულნი აზნაურიშვილნი", თავიანთი ყმა-მამულით ალავერდის ტაძარს ემსახურებოდნენ 1592 წლიდან.

XVII საუკუნიდან ბაქრაძენი შიდა ქართლშიც გამოჩნდნენ.

მშვილდით მოლაშქრე ბაქრაძე იხსენიება XVII საუკუნის საამილახვროს დავთარში.

ბაქრაძენი ჩანან საამირეჯიბოსა და სამუხრანბატონოს აზნაურთა შორის XVII-XVIII საუკუნეთა საბუთებში.

XVIII საუკუნის საბუთებით, აზნაური ბაქრაძენი ზემო იმერეთში, საწერეთლოშიც ჩანან.

ადრევე დამკვიდრებულან ბაქრაძენი გურიას. იქ წიფნარს, ერთ ქედს "ბაქრაძის ქედი" ჰქვია ახლაც.

რაჭველ ბაქრაძეთა მოძმენი არიან: იმერნი ფერაძენი, შიდაქართლელნი ყურელნი და შიგნითკახნი შარმიაშვილნი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბაქრაძენი გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში ერისთავთა და წერეთელთა დროშების ქვეშ, ქართლის სამეფო ლაშქარში ამილახვართა და მუხრანბატონთა დროშების ქვეშ და კახეთის სამეფო ლაშქარში ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშის ქვეშ.

ამჟამად ბაქრაძენი ცხოვრობენ: რაჭა-ლეჩხუმს, ოკრიბას, ზემო იმერეთს, ოდიშს, გურიას, ქვემო და შიდა ქართლს, შიგნით კახეთსა და ჰერეთს. განსაკუთრებით მრავლად არიან: ონის, ამბროლაურის, წყალტუბოს, ჭიათურის, ზესტაფონის, ბაღდათისა და ლაგოდეხის მხარეებში.

საქართველოში ბაქრაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3100-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბაქრაძეთა!

ბახტაძე
“ბაჰტ” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ბედს. ბახტა (ბახთა)მეტსახელი გვარში ბახტაძე. შედარებითი ფორმაა ბახტარ. ამავე ძირისაა: ბახტარიშვილი, ბახტრიშვილი, ბახტურიძე, ბახტუაშვილი. ბერუა ბახტაძე იხსენიება 1776 წლის 3 აგვისტოს, ხოლო ბახუტა ბახტაძე მიწის გაცვლილობის წიგნში 1816 წლის იანვარში. სოფელ ჩხიკვათში 1721 წ. დურმიშხან საგინაშვილის მამულში მოიხსენიება ხოსიტა ბახტაძე.
Submitted by: scroll.ge

ბეგიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეგია.

ბეგიაშვილები, ისტორიული წყაროების მიხედვით, თავდაპირველად ტბისში ცხოვრობდნენ. იქ ისინი აზნაურებად მოიხსენიებიან. 1843 წელს ერთი ოჯახი სოფელ დიდ ენაგეთში გადასულა, ხოლო მოგვიანებით სოფელ ბოგვსა და ვარცხისში დასახლებულა.

გიორგი და იასე ბეგიაშვილები მოიხსენიებიან გიორგი მეცამეტის მიერ 1773 წელს იასე ბეგიაშვილისთვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში.

საქართველოში 2 341 ბეგიაშვილი ცხოვრობს: თბილისში 765, სიღნაღში – 609, გორში – 187.

არიან სხვაგნაც

ბედენაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარის ახელი ბედენა, ბედანა.

„ერტისში მცხოვრებ გიორგი ბედენას ძე ბედენაშვილს და რჯულიერსა ცოლსა მისსა ელენე თევდორეს ასულს, 1831 წელს ეყოლათ ვაჟი – ივანე. სახელი გაუნათლა და ნათლისცემა სრულყო მღვდელმა გრიგოლ ნატროშვილმა. მიმრქმელი იყო თავად გრიგოლ ყაფლანიშვილის ყმა, ღოუბანში მცხოვრები დიმიტრი კენკებაშვილი“.

საქართველოში 424 ბედენაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, გურჯაანში – 88, ამბროლაურში – 67. არიან სხვაგანაც.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ბედიანიძე
გავრცელებულია ძირითადად გარდაბნის რაიონში. გვხვდება სხვაგანაც. სავარაუდოდ, გვარი წარმოქმნილია საკუთარი სახელისგანბედიანა, რაც ბედის მქონეს ნიშნავს. ამავე ძირისაა გვარები: ბედიანიშვილი, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედანაშვილი, ბედინეიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ბენედიქტე
(ლათინური) " კურთხეული ", " დალოცვილი " ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ სინა-რაითელ მამას, წმინდა მოწამეს (VI ს.). გვიანდელი პარალელური ფორმაა ვენედიქტე. შემოკლებული ფორმებია: ბენე, ბენა. ამ უკანასკნელისაგან ჩანს მიღებული ბენაშვილის გვარი.
Submitted by: scroll.ge

ბეჟანიშვილი
გავრცელებულია გარდაბნის რიონში (მარტყოფი), სიღნაღის რაიონში (პრასიანი), მცხეთაში და სხვა. შეიცავს საკუთარ სახელს ბეჟან, რაც სპარსულად “მამაცს” ნიშნავს, მომდინარეობს ძველი ირანულიდან (ვეჟან- “ვეჯილი” ანუ “ირანელი”). თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი: ვეჟან- ბეჟან. ბეჟანი ფირდოუსის პოემის “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთი გმირია. ქართულში ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბეჟია, ბეჟუა, ბეჟიკო, ბეჟიტა, საიდანაც მიღებულია გვარები: ბეჟანიშვილი, ბეჟუაშვილი, ბეჟუკაშვილი, ბეჟიტაშვილი. ბეჟან სახელი, ამ ფორმით ქართულიდან არის შესული სომხურში. ისტორიულად ბეჟანიშვილები თავად ამილახვართა შთამომავლებიც არიან.
Submitted by: scroll.ge

ბერიკაციშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა ბერიკაცი.

ბერიკაცის პირველი კომპონენტია ბერა, ბერი. ბერიკაცი მოხუცს ნიშნავს. ბერიკაციშვილი ასაკის მიმანიშნებელი გვარია.

ამავე წარმოშობისაა გვარები: ბებერაშვილი, ბერბერაშვილი.

ნინიკა ბერიკაციშვილი მოიხსენიება 1873 წელს, სოფელ თხინვალში.

საქართველოში 193 ბერიკაციშვილი ცხოვრობს: გორში – 177, თბილისში – 15, მცხეთაში – 1.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

წყარო: tbiliselebi.ge

ბერიძე
გავრცელებული გვარია მთელ საქართველოში. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია მრავალი საკუთარი სახელი, რომლებიც შესულია გვარ-სახელებში: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე და სხვ. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, ეს სიტყვა ძველად ზოგად ქართულში ყოფილა. ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვლი. მესხეთში (ახალციხის რ-ნი) ბერიძეზე ასეთი თქმულება არსებობს: „სოფელ ერკოტის უმრავლესობა გვარად არიან ბერიძეები, რომლებიც ერთი ბერისაგან მოშენებულან. თათრების შემოსევის დროს ეს ბერი გამოქცეულა ზარზმიდან, თათრებს ეჭვი რომ არ მიეტანათ, ამიტომ სოფელ ერკოტში უთხოვია ცოლი, მიუყვია ხელი გლეხობისათვის და ჩუმად დარბაზებში მაინც სწირავდა ხოლმეო. გვარად კი დაწერილა ბერიძე. დღეს ამ გვარეულობას ეძახიან ზანდარიენთს, უფრო უწინ კი ეძახდნენ ზარზგიენთს“. სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, აქ გადმოსულან ასპინძის რაიონიდან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით იწერებოდნენ ბერიძესშვილებად, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. აქ მცხოვრები ბერიძეები ყოფილან ორ შტოდ დაყოფილი: საკუთრივ ბერიძიანები და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფ. ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები. ვახუშტი ბაგრატიონი ბერიძეთა გვარს ადრინდელ მთავრებში მოიხსენიებს (XII –XIVსს).
Submitted by: scroll.ge

ბერუაშვილი
გავრცელებულია გორში, ქარელში, თბილისში. საკუთარი სახელი ბერუაერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია XVIII ს. ქვემო ქართლში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, წალასყურსა და თელეთში მამასახლისია ბერუა. კოდელმა დავით ბერუაშვილმა 1826 წელს, ამავე სოფლის ალექსანდრე ნეველის წმ. გიორგის ეკლესიაში მონათლა შვილი პეტრე. ივანე ბესარიონის ძე ბერუაშვილი მოიხსენიება 1882 წ. სოფელ ფარცხისში.
Submitted by: scroll.ge

ბექაური
ბექა - საკუთარი სახელი კაცისა.

გვარის სახელით "ბექ"-ფუძისანი არიან: ბექაიანი - კოლხნი, ბექაძენი - გურულნი, ბექურაიძენი - თუშნი, ბექიშვილნი - მთიულნი და ბექაურნი - გუდამაყრელნი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან გუდამაყარში ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბექაურთა. ეგრე უბნობენ: ძმანი ყოფილანო ბექა - ბექაურთ წინაპარი და წიკვაი - წიკლაურთ წინაპარი. გუდამაყარში ბუდე ხევსურეთის სოფელ უკანახოდან გადმოსულანო ძმები. ამასაც უბნობენ, ერთურთს ვერ ხდებოდნენო, ძმობა გაყარესო, ძაღლი გაკვეთესო...

მასუკან გამრავლებულა ბექაურთ გვარი. ბექაურთა ძლიერი სალოცავის, პირიმზის მფარველობა მიიღეს და ბექაურთ გვარზე შემოდგნენ ძველი გუდამაყრელნი: ხეთათიშაურნი, ცუცქუნაურნი და კახნი გორზამაშვილნი.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბექაურთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება. 1500-იანი წლების I ნახევრის ბაგრატ მუხრანბატონის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის სიგელში იხსენიება სამუხრანბატონოს მცხოვრები ბექაური, რომელიც საეკლესიო გლეხი გამხდარა.

ბარად ჩამოსახლებული თავისუფალი მთიელები ადგილობრივი ფეოდალების მამულებში სახლდებოდნენ და მათზე დამოკიდებულნი ხდებოდნენ. ამას ადასტურებს კიდევ ერთი, შედარებით გვიანდელი საბუთი.

1877 წელს თავადი თარხნიშვილები პირობის ხელწერილს აძლევენ ჩამოსახლებულ მთიელებს და მათ შორის ბარძიმ ბექაურს თრიალეთის სოფელ ნამტვრიანაში მიწის იჯარით გაცემის შესახებ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბექაურთა გვარის მეომრები მთიელნი - ქუდზე კაცად და ბარელნი - კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში, თავად ბაგრატიონ მუხრანბატონთა დროშის ქვეშ.

ბექაურთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, აწყურის, ასპინძისა და კრწანისის ველებზე.

მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში მარტო არაგველ ბექაურთაგან ორმოცდათორმეტი მეომარი გამოდიოდა. 1924 წლის აჯანყებაში ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში იბრძოდა თომა ბექაური.

ამჟამად ბექაურები ცხოვრებენ: გუდამაყარში, წინაფშავში, ერწო-თიანეთში, შიდა ქართლში, ალგეთ-თრიალეთში, სამცხესა და იმერეთში. არიან ჩრდილო კავკასიაშიც: ვლადიკავკაზში, სტავროპოლის მხარეში და დიდი ნოღაის ველზე. იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში.

საქართველოში ბექაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3500-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბექაურთა!

ბოგველიშვილი
გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ბოგველი; ბოგვი სოფელია თეთრიწყაროს რაიონში.
Submitted by: scroll.ge

ბოლქვაძე
ბოლქვი - "რომ ყვავილს და ბალახს ძირი ჰქონდეს". აქედან ბოლქვა - მეტსახელი და საკუთარი სახელია კაცისა. რომელსამე ბოლქვას შვილთ ბოლქვაძეობა გაუგვარდათ ოდესღაც.

პირველითგანვე გურია-აჭარის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბოლქვაძეთა.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბოლქვაძენი XVII საუკუნიდან ჩანან, ვიეთნი - გლეხნი და ვიეთნი - აზნაურნი.

1601-1627 წლების გურიის მთავრის შეწირულობის წიგნით, ჩეხედენას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეთ.

1761 წლის მამია გურიელის წყალობის წიგნით, გადასახადებისგან გათავისუფლებულან ჩეხედენელნი აზნაურნი ბოლქვაძენი, ვითარცა საჯვარისმამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი.

აზნაურებად ჩანან ბოლქვაძენი ქვემო გურიაშიც, ქობულეთის თემში.

საქართველოში რუსთა ბატონობის ჟამს ბოლქვაძენი გურიის აჯანყებაში აქტიურობდნენ.

1819-1820 წლების აჯანყებაში იოთამ ბოლქვაძემ პირადად მოკლა გურიის დასაწყნარებლად ჩასული იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პუზირევსკი.

1841 წლის აჯანყებაში გურულებმა აბესა ბოლქვაძის მეთაურობით სასტიკად დაამარცხეს რუსთა ჯარი პოლკოვნიკ ბრუსილოვისა.

ღმრეთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბოლქვაძენი გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი - ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

ამჟამად ბოლქვაძენი ცხოვრობენ: გურია-აჭარას, ოდიშს, ვაკე იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, ქვემო და შიდა ქართლს, ქიზიყს და შირაქს. განსაკუთრებით მრავლად არიან: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის, ხულოს, ადიგენის, ვანისა და სამტრედიის მხარეებში, ეგრეთვე საზღვარსმიღმა მესხეთში.

საქართველოში ბოლქვაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი თერთმეტი ათასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბოლქვაძეთა!

ბოტკოველი
გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია თელავის რაიონში. ბოტკო სოფელია საგარეჯოს რაიონში; მოხსენიებულია თამარ მეფის 1202წ. სიგელში შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში მდებარე სოფლად, სხალტბის ახლოს.
Submitted by: scroll.ge

ბუზიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარის ახელი ბუზია. ბუზიაშვილი პავლე მოიხსენიება სოფელ ბორბალოში 1873 წლის აღწერის მასალებში.

საქართველოში 623 ბუზიაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 260, თბილისში – 150, საგარეჯოში – 68. არიან სხვაგანაც.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ბურჯანაძე
"ბურჯანაძე" ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში, ისევე როგორც ქართულ გვარსახელთა უმრავლესობაში, ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი.

KARIBCHE

როგორც ჩანს, სიტყვა ბურჯიდან, რაც, სულხან-საბას განმარტებით, "ზღუდეთა ციხისათა სიზრქედ სიმაგრისათვის მგრგვლად შედგმულ საყრდენს" ნიშნავს, არის ნაწარმოები ქართული საკუთარი სახელები: ბურჯა, ბურჯალა, ბურჯანა.

გვარის სახელით "ბურჯ"-ფუძისანი არიან: ბურჯულები, ბურჯანიანები, ბურჯალიანები, ბურჯაძეები და ბურჯანაძეები. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი. ბურჯანაძეთა გვარი ერთძირიანია. მისი ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთში, ბაღდათის მხარეში ჩანს.

სოციალური მდგომარეობით, ბურჯანაძეები გლეხკაცთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ბურჯანაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1557-1578 წლების ბიჭვინთის იადგარში იხსენიება იმერეთში სოფელ ოფჩას მცხოვრები 8 კომლი ბურჯანაძე. ისინი საეკლესიო გლეხები იყვნენ.

XVII-XVIII საუკუნეების სოციალური შინაარსის საბუთებში ბურჯანაძეები იხსენიებიან თავად აგიაშვილთა მამულებში. ცნობილია, რომ სხვა სამსახურთან ერტად აგიაშვილებს იმერეთში ცუცხვატის ციხისთავობა მოუდიოდათ. XVIII საუკუნის ცუცხვატის წმინდა გიორგის ხატის ასომთავრულ წარწერაში იხსენიება დეკანოზი ზოსიმე ბურჯანაძე: "...მოიჭედა დეკანოზობასა შინა ზოსიმესსა ბურჯანაზისასა".

1750-იანი წლების იმერთა მეფის სოლომონ I-ის ერთ ბრძანებაში ვკითხულობთ: "მეფე სოლომონ გიბრძანებ... ეს ბურჯანაძე შემომეხვეწა: თეთრი გისესხებია ამისგან და უთხოვნია და არ მიგიცია. ახლავე მიეცი ამისი თეთრი, მთავნი და სარგებელი, თვარემ ბოქაულს გამოგიგზავნი..."

როგორც ჩანს, ვინმე ბურჯანაძეს ფული სარგებლით გაუსესხებია, თუმცა ასეთ რამეს ქართველები უკადრებელ საქმედ მიიჩნევდნენ და ერიდებოდნენ. ასეთი რამ ჩვენს ებრაელებში იყო დაშვებული დ ამიტომაც არსებობდა გამოთქმა "ურიის ვალი". ქართველი გლეხის ეს მევახშეობა უცნაური გამონაკლისია.

1889 წლის მაცაბერიძეთა და ჩხეიძეთა პირობის ხელწერილი დაუმოწმებია სოფელ დიმის საზოგადოების მამასახლისს დიმიტრი ბურჯანაძეს. ზეპირი გადმოცემით, იმერეთის სოფელ ობჩაში ხობის წმინდა გიორგის ეკლესიის სამწირველო მიუშენებია ადგილობრივ მღვდელს ბურჯანაძეს XIX საუკუნეში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბურჯანაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ბურჯანაძეთა გვარისშვილნი: ისტორიკოსი შოთა ბურჯანაძე, აღმოსავლეთმცოდნე გია ბურჯანაძე, რეჟისორი მორის ბურჯანაძე, მსახიობი გია ბურჯანაძე. ამჟამად ბურჯანაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში.

საქართველოში ბურჯანაძეთა საერთო რაოდენობა 2300 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბურჯანაძეთა!

გაგაძე
გაგაძეთა გვარი

გაგაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი გაგა.

გაგაძე ერთძირიანი გვარმოდენილობაა - ყველა გაგაძე ერთმანეთის ნათესავია, ერთი წინაპრის შთამომავალია. ერთძირიანი გვარი ერთი ბუდიდან არის გამრავლებული და განსახლებული.

გაგაძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ნასოფლარი გაგაძენია თეთრი არაგვის ხეობაში, სოფელ ზემო მლეთის მახლობლად. ამ ნასოფლარში გაგაძეები XX საუკუნის 50-იან წლებამდე ცხოვრობდნენ, სანამ ზემო მლეთაში ჩასახლდებოდნენ. სოციალური მდგომარეობით გაგაძეები თავისუფალი მეთემე მთიელები იყვნენ.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, გაგაძეთა საგვარეულო სალოცავია "გაგაძეთ კვირაცხოველი" ნასოფლარ გაგაძენში. გაგაძეები წილს - საკლავის მარჯვენა ბეჭსა და ტყავს არ ტოვებდნენ მთიულეთის სათემო სალოცავში, ღუდას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატობაში; პირიქით, მათ ამ სალოცავში სადეკანოზო წილი ეკუთვნოდათ.

გაგაძეების გვარი საკმაოდ ძველია. ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, ეს გვარი XIV საუკუნიდან იხსენიება. პირველი წყარო, რომელშიც გაგაძე იხსენიება, არის ცნობილი საისტორიო თხზულება "ძეგლი ერისთავთა" (1348-1400 წლები). თხზულების იმ მონაკვეთში, რომელშიც სოფელი გაგაძენი იხსენიება, საუბარია XIII საუკუნის მოვლენებზე: "მაშინ წარვიდა ყოველი სპაი სპარსთაი. მაშინ მეფემან მიუბოძა შალვას თრუსოი, ღუდაი, გაგაძენი, მლეთა, არახვეთი, ხანდოი, ყანჩაეთი..." ეს შალვა, რომელსაც მეფემ სოფელი გაგაძენი უბოძა, ქსნის ერისთავი იყო. ჩვენთვის უცნობია, როდის უნდა მომხდარიყო გაგაძეთა გვარის ნაწილის გადასახლება არაგვის ხეობიდან ქსნის ხეობაში, მაგრამ XVII საუკუნის შუა ხანებში ეს გვარი უკვე იხსენიება ქსნის საერისთავოს სოფელ ყანჩავეთში.

1666 წელს ვინმე შანშე სეფედავლეშვილმა მამული მიჰყიდა თავად ქაიხოსრო რატიშვილს. მოწმე ყოფილა ლაზარე გაგაძე. რატიშვილთა გვარი ქსნის ერისთავთაგან განშტოვდა. ერისთავთა მამულის ნაწილი რატიშვილებს ერგოთ, მათ შორის სოფელი ყანჩავეთი. მოწმედ დასახელებული ლაზარე გაგაძე ყანჩაველი გლეხია.

1701 წლის რატიშვილთა ერთ ნასყიდობის წიგნში რატიშვილთა ყმად იხსენიება კიდევ ერთი ყანჩაველი გლეხი გამიხარდი გაგაძე. მთიულ გაგაძეთაგან ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო ბერი გაგაძე, რომელმაც თავი ისახელა 1727 წლის დიდველის ბრძოლაში, როდესაც ოსთა ლაშქარმა მთიულეთის წასახდენად გამოილაშქრა, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. ხალხური ლექსის მიხედვით, "შვიდი ათასი ოსისგან შვიდი გაუშვეს შინაო". ბერი გაგაძეს გმირობა ასახულია მთიელთა ხალხურ პოეზიაში.

1774 წლის არაგვის ხეობის აღწერაში გაგაძეთა ერთი ოჯახი იხსენიება ზემო მლეთაში, საიდანაც მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში ორი მეომარი გამოდიოდა - შიო და ოქროპირ გაგაძენი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი მლეთაში კი არა, სოფელ გაგაძენში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ერთკომლიანი, აღმწერებმა მლეთას მიაწერეს. აგრეთვე უნდა ვივარაუდოთ, რომ იმხანად გაგაძეთა რამდენიმე კომლი ქსნის ხეობის სოფელ ყანჩავეთშიც იცხოვრებდა.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გაგაძეთა გვარის მეომრები არაგველები - ქუდზე კაცად, ქსნელები კი კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.

1860 წლის აღწერით, ქსნელი გაგაძეები 6 კომლად ცხოვრობდნენ, არაგველები კი 4 კომლად.

1873 წლის მონაცემებით, ქსნელი გაგაძეები 10 კომლად ქცეულან, ხოლო არაგველები ისევ 4 კომლად დარჩენილან. როგორც ჩანს, მთიული გაგაძეების ნაწილი XIX საუკუნეში არაგვის ხეობის ჭართალის თემში ჩასახლდა. დღეს შირაქის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები გაგაძეები, რომლებიც იქ XX საუკუნის 30-იან წლებში გადასახლებულან, თავიანთ ძველ საცხოვრისად არა მლეთასა და გაგაძენს, არამედ ქართლის თემის სოფელ მუგუდას ასახელებენ.

ბოლო ოცი წელია გაგაძეებმა გვარის ერთობა აღადგინეს. ყოველი წლის აგვისტოს პირველი კვირადღე გაგაძეების დღეა. ამ დღეს მლეთაში იკრიბებიან არაგველი, ქსნელი, კასპელი, მცხეთელი, თბილისელი და შირაქელი გაგაძეები, ერთმანეთს ეცნობიან, საგვარეულო სალოცავს სანთლებს უნთებენ და წინაპრებს შენდობას ეუბნებიან.

საქართველოში გაგაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა დაახლოებით 350 სულია. შვიდსაუკუნოვანი გვარისთვის საკმაოდ მცირე რიცხვია.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გაგაძეთა!

გაგელიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაგელა.

ჩხიკვთელმა ივანა გაგელიძემ 1871 წელს შვილი მართა ღოუბანში გაათხოვა პავლე აბულაშვილზე.

საქართველოში 240 გაგელიძე ცხოვრობს: თბილისში – 94, დუშეთში – 93, მცხეთაში – 23. არიან სხვაგანაც.

გაგნიძე
გავრცელებულია თბილისში, ხაშურსა და თელავში. სავარაუდოდ, მომდინარეობს მეტსახელიდან გაგანა. გაგნიძეები ასურეთში ჩამოსახლდნენ ქლუხორიდან 1957 წელს.
Submitted by: scroll.ge

გამრეკელი
უძველესი ფეოდალური საგვარეული მესხეთში. “ძველთა მთავართა გვარი”. გამრეკელ-თორელები XII ს-ში ფლობდნენ თმოგვის ციხეს, მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელ-თორელი ჯავახეთის მმართველი იყო. საკუთარ სახელადაც გვევლინება: გამრეკელი კახასძე, გამრეკელი ჯავახიშვილი. სამხედრო თანამდებობის ტერმინიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ამავე ძირისა: გამრეკელაშვილი, გამრეკელიძე -> გამრეკლიძე.
Submitted by: scroll.ge

განძიელი
შუა საუკუნეების ქართველ დიდებულთა გვარია, განძიელები ამ წოდებითაა მოხსენიებული გეორგიევსკის ტრაქტატში, რომელიც 1783 წელს გაფორმდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ განძიელები სულ მცირე 1783 წლამდე აღმოსავლეთ საქართველოს გვერდის ძირის აზნაურნი იყვნენ. შემდგომად ამისა, განძიელების გვარი (ან გვარის ერთი გარკვეული ნაწილი) გადავიდა იმერეთში, სადაც ეს გვარი „იმერეთ შესცვალეს ენის თვისებისა გამო გეგელიათ.“განძიელების გვარის ასეთი გეოგრაფიული გადაადგილება ხსნის იმას თუ რატომ არიან დღესდღეობით იმერელი და მეგრელი გეგელიები.
Submitted by: scroll.ge

გეგეჭკორი
გეგეშ ჭკორი - წმინდა გიორგის ყმა კოლხთა ენაზე.

ეგრე უბნობენ, ოდესღაც მარტვილის წმინდა გიორგის ეკლესიას შემოეფარაო ოდიშში სვანთაგან დევნილი ერთი ვინმე დადეშქელიანი, სახელი მისი - გეგეშ. წმინდა გიორგის ჰყმობია თურმე, ამადაც გაუგვარდაო იმ სვანს გეგეჭკორობა. ამასაც უბნობენ, მამა-პაპით მოუდითო ეკლესიის სამსახური გეგეჭკორებს.

ქართულ საისტორიო საბუთებში გეგეჭკორთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. 1690-იანი წლების შეწირულობის წიგნში, რომლითაც ოდიშარი თავადი ხახუ ჩიჩუა ყმა გლეხს სწირავს ბიჭვინთის ტაძარს, მოწმედ დასახელებულია "დადიანის მაგიერი კაცი მაგუ გეგეჭკორი".

1779 წლის რუხის ბრძოლა ლექსად აღუწერავს დადიანის კარზე მოღვაწე ახალგაზრდა პოეტს ივანე გეგეჭკორს.

1818 წლის განჩინებაში თავზარაშვილსა და ბერიძეს შორის სადავო საქმეზე ნახსენებია გეგეჭკორის ყმა გლეხი, რომელიც დავის მიზეზი გამხდარა.

1844 წლის პირობის წიგნში, ოდიშელ თავადებთან ჩიქოვანთან და დგებუაძესთან ერთად, მოფიცრად დასახელებულია ანტონ გეგეჭკორი.

ივანე ბატონიშვილი გეგეჭკორთა გვარს ოდიშის აზნაურთა შორის იხსენიებს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გეგეჭკორთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ გეგეჭკორთა გვარისშვილნი: პოეტი გივი გეგეჭკორი, მწერალი ლადო გეგეჭკორი, ლოტბარი ივანე გეგეჭკორი, ქართული სცენის დიდოსტატი გოგი გეგეჭკორი... გეგეჭკორთა გვარის წარმომადგენლები ჩანან პოლიტიკის, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში.

ამჟამად გეგეჭკორები ცხოვრობენ ძირითადად ოდიშ-სამურზაყანოში, მრავლად იყვნენ აბაზგეთსა და აფშილეთში, არიან მცირე რაოდენობით ვაკე იმერეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და შიგნით კახეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან მარტვილის, აბაშის, ზუგდიდისა და გალის რაიონებში. გეგეჭკორები იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

საქართველოში გეგეჭკორთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ათას რვაასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გეგეჭკორთა!

გელაშვილი
გავრცელებულია იმერეთში, ქართლში, კახეთში და სხვ. შედგება საკუთარი სახელისგან გელა. ამავე ძირისაა: გელავა, გელაძე, გელეიშვილი, გელეხავა, გელიკაშვილი, გელოვანი… წარმოქმნის თვალსაზრისით გელა ძირის პროდუქტიულობა აყენებს საკითხს მის ეთნონიმურ წარმომავლობაზე. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული სკვითური ტომის სახელწოდება გელა, გელონი, გელონოი, გელონოსი, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი, მათი მეზობელი ტომთაგანი უნდა ყოფილიყო. გელაშვილების ბუდე-ადგილად სოფ. ნადაბური ითვლება; გადმოცემით გელაშვილების სალოცავი ტაძარი გელათი ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

გელდიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გელდია, რომელიც თურქული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „წყალობა მოვიდა“. ბერი გელდიაშვილი მოიხსენიება სოფელ მოხისში, 1707 წლის პირობის წიგნში, რომელიც მისთვის არდაშელ ზებულისძეს მიუცია.

საქართველოში 494 გელდიაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 152, თბილისში – 107, ახმეტაში – 72. არიან სხვაგანაც

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

გელიაშვილი
"გელიაშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე - "გელია" და სუფიქსაცია - "შვილი".

"გელია", იგივე "მგელა", "მგელადან" ნაწარმოები ქართული სახელია. გელია, გელუა, გელიკა, გელიტა და სხვა გელას კნინობითი ფორმებია და კაცის საკუთარი სახელებია. ამრიგად, გელიაშვილების გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი - "გელია".

გელიაშვილის გარდა "გელ", "მგელ" ფუძიდან ნაწარმოებია ქართული გვარები: გელავა, გელაძე, მგელაძე, გელეიშვილი, გელიაშვილი, გელიკაშვილი, გელიტაშვილი, გელხაური, გელოვანი და სხვა. საუბარია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე.

თვითონ გელიაშვილთა გვარსახელი რამდენიმე სხვადასხვა წარმოშობის გვარმოდენილობას აერთიანებს. არიან წინაფშაველი, შიდაქართლელი, გარეკახელი და ზემოიმერელი გელიაშვილები. ისინი ყველანი ერთი წინაპრის, ერთი გელიას შთამომავლებად არ უნდა მივიჩნიოთ. გელია ხომ მრავალს შეიძლება რქმეოდა სხვადასხვა მხარესა და სხვადასხვა საუკუნეში. სოციალური წარმომავლობით, გელიაშვილები ყველგან გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, გელიაშვილთა გვარი XVII საუკუნიდან ჩანს.

XVII საუკუნის დამდეგს ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში იხსენიება გელიაშვილი ათანასე. 1672 წლის წინამძღვრიშვილ-ბუნიათიშვილთა ვენახის ნასყიდობის წიგნში მოწმედ იხსენიება გელიაშვილი ნასყიდა.

ზემოქართლელი გელიაშვილი კაკონა იხსენიება 1688-1703 წლების ციციშვილთა გაყრის წიგნში და გელიაშვილი პაპიაი ჩანს საციციანოს აზნაურ ბუნიათიშვილთა 1689 წლის ნასყიდობის წიგნში.

ქვემოქართლელი გელიაშვილი ლევანა დასახელებულია ბარათაშვილთა 1680-იანი წლების ერთ ნასყიდობის წიგნში.

1692 წელს მეფე ერეკლე I-მა ზურაბ ჯავახიშვილის გლეხი გელიაშვილები ფარსადან ჯავახიშვილს უწყალობა.

საისტორიო საბუთებში არ იხსენიებიან გოგოლაურთა თემის ფშაველი გელიაშვილები, რომლებიც მოგვიანებით წინა ფშავში, თიანეთისა და ახმეტის მხარეში მგელიაშვილებად დაეწერნენ. ასევე დუმილს იცავენ წყაროები იმერეთისა და იმერეთიდან ჰერეთში გადასული გელიაშვილების შესახებ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გელიაშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ: ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე ("წინამბრძოლთა") და შუაგულ ("მეფისა ალმის მპყრობელთა") სადროშოებში, ცალკერძ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად გელიაშვილები ცხოვრობენ: ფშავში და არაგვზე, გაღმა, სახიმშიაშვილო მამულებში; გარე კახეთში - გარდაბნის რაიონში; შიდა ქართლში - მცხეთის, კასპისა და გორის რაიონებში; იმერეთში - თერჯოლის რაიონში და ჰერეთში - ლაგოდეხის რაიონში. განსაკუთრებით მრავლად არიან დუშეთის, მცხეთისა და გორის რაიონებში. თბილისში გელიაშვილების 80-85 კომლი ცხოვრობს.

1995 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში გელიაშვილთა გვარის დიდ-პატარა, ქუდოსან-მანდილოსანი ერთად 1141 სულს ითვლიდა.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გელიაშვილთა!

გეორგაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიორგი და მისი სახეშეცვლილი ფორმა – გეორგა. 1817 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოში, თავად ნინია სოლოღაშვილის ყმად მოიხსენიება ივანე გეორგაძე. ამავე ძირისაა გვარი გიორგაძე.

საქართველოში 14 582 გიორგაძე ცხოვრობს: თბილისში – 2 798, ქუთაისში – 2 256, ვანში – 1 112. არიან სხვაგანაც

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

გზირიშვილი
გავრცელებულია: კასპი, საგარეჯო, თბილისი. სამოხელეო ტერმინი გზირი. სულხან-საბას განმარტებით გზირი სხვათა ენაა, ქართულად შულტა ჰქვია. გიორგი გზირიშვილი მოიხსენიება ნასყიდობის წიგნში 1746 წელს.
Submitted by: scroll.ge

გიგაური
ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს “გიგა”, “გიგი”, “გიგო”. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი “გიგაური” სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.
Submitted by: scroll.ge

გიორგაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიორგი და მისი სახეშეცვლილი ფორმა – გეორგა. 1817 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოში, თავად ნინია სოლოღაშვილის ყმად მოიხსენიება ივანე გეორგაძე. ამავე ძირისაა გვარი გიორგაძე.

საქართველოში 14 582 გიორგაძე ცხოვრობს: თბილისში – 2 798, ქუთაისში – 2 256, ვანში – 1 112. არიან სხვაგანაც

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

გიუაშვილი


გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიუა. ქუბა გიუაშვილი 1699 წელს მოიხსენიება მიწის ნასყიდობის წიგნში, როგორც ერთ-ერთი მოწმე. 1721 წელს, კრწანისში მიხსენიება გოგია გიუაშვილი



საქართველოში 156 გიუაშვილი ცხოვრობს: გორში – 74, თხილნარში – 35, ბორჯომში – 20 არიან სხვაგანაც.



აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


გიქორაშვილი
საკუთარი სახელი გიქორადან. ბადიაური, გურჯაანი, ველისციხე, კაკაბეთი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყანდაურა
Submitted by: scroll.ge

გოგალაძე
გოგალაძეთა გვარი
გოგა - საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო გოგოლა იგივე სახელია კნინობით თქმული. გოგოლაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის სახელი. ქართველურ ანთროპონიმიკაში გოგა-გოგალა ფუძის დერივატული გვარსახელებია: გოგაძე, გოგაშვილი, გოგავა, გოგაია, გოგალაშვილი და გოგალაძე. ეს გვარები მხოლოდ ფუძით ემსგავსებიან ერთმანეთს და მათ შორის არავითარი ნათესაობა არ არსებობს.

გვარსახელის ფორმა "გოგალაძე", ძველი ფორმით - "გოგალასძე", ქართულ გვართა შორის ერთ-ერთი უძველესია. ტბეთის სულთა მატიანეში იხსენიებიან გიორგი და მიქაელ გოგალასძენი: "სულსა გოგალასძისა გიორგისა და მისსა მეუღლესა ნათელისა შეუნდვენ ღმერთმან"; "სულისა გოგალაძისა მიქაელისა შეუნდვენ ღმერთმან". მეცნიერები ტბეთის სულთა მატიანის ცალკეულ მოსახსენიებლებს პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ათარიღებენ. მიჩნეულია, რომ გიორგი გოგალასძისა და მისი მეუღლის ნათელის სულთა მოსახსენებელი XIII საუკუნის ჩანაწერია, ხოლო მიქაელ გოგალასძის სულის მოსახსენებელი უფრო გვიან - XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე შეუტანიათ სულთა მატიანეში.

ძნელი სათქმელია, უკავშირდებიან თუ არა აქ მოხსენიებული გოგალასძენი დღეს იმერეთ-რაჭაში მცხოვრებ გოგალაძეებს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ XIII და XV საუკუნეებში საკუთარი სახელი გოგალა შავშეთ-კლარჯეთშიც ყოფილა გავრცელებული და რომელიმე გოგალას შვილებსა და შთამომავლებს გოგალასძეობით იხსენიებდნენ.

XVI საუკუნის შუა ხანებში გოგალასძეები შიდა ქართლში ჩანან.

1569 წელს გოგალაძე ზაქარია, ლიპარიტაი, მამისაი და მახარებელი მოწმეებად იხსენიებიან ნასყიდობის წიგნში, რომლის მიხედვითაც მინიაშვილმა ქურდევანიძეს მამული მიჰყიდა. გაყიდული მამული შიდა ქართლში, საციციანოს სოფელ ყრისისხევში მდებარეობდა. ქურდევანიძეები ციციშვილთა აზნაურები იყვნენ. როგორც ჩანს, იმ დროს გოგალაძეები უკვე შიდა ქართლში ცხოვრობდნენ. ქართლის გოგალაძეებს კარგად ახსოვთ თავიანთ წინაპართა იმერული წარმომავლობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიხთიმერეთში გოგალაძეთა გვარი XVI საუკუნეზე უფრო ადრე ხანებში მკვიდრობდა.

1628 წლის წყალობის სიგელით, იმერეთში, წაქვას და ვერტყვილას ჭალას მცხოვრები გოგალაძენი მეფე თეიმურაზმა ბატონს ლევანს (გვარი გაურკვეველია) უბოძა. ეს გოგალაძენი, როგორც ჩანს, მანამდე სახასო გლეხები ყოფილან და მას უკან საბატონო გლეხები გამხდარან.

1689 წელს ვინმე სულხან გოგალაძემ არდაშელ ბუნიათიშვილს 27 დღიური სამკალი მიწა მიჰყიდა მაზმიშვილების მიწის მიჯნამდე. ირკვევა, რომ ეს სულხან გოგალაძე თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახით (მას შვიდი ძმა ჰყავდა გაუყრელი) შიდა ქართლში, საციციანოში მცხოვრები გლეხია. მიწის მყიდველი ბუნიათიშვილი საციციანოელი აზნაური იყო. აზნაურ ბუნიათიშვილებს თავად ციციშვილთა სახლთუხუცესობა მოუდიოდათ. მამულის მომიჯნავე მაზმიშვილების გვარიც შიდაქართლელთა გვარია.

1721 წლის მოწინავე სადროშოს აღწერაში იხსენიება ქვემო ქართლის სოფელ აბანოში მცხოვრები აზნაური დათუნა გოგალაძე: "აბანოს მსახლობელი აზნაურიშვილი გოგალაძე დათუნა".

XVIII საუკუნის ერთი საინტერესო საბუთიდან ირკვევა, რომ ზემო იმერეთში, საწერეთლოში, გლეხი კაპანაძე დაკარგულა. ოსმალობა-ლეკიანობის დროს ასეთი რამ ჩვეულებრივი ამბავი იყო. უბედურებაში ჩავარდნილ გლეხს მხსნელად თავისივე ბატონი გამოუჩნდებოდა ხოლმე. ქართული სიტყვა "ბატონი" "პატრონიდან" არის ნაწარმოები. ჩვენში ხომ თავიდან პატრონყმობა ყოფილა და არა ბატონყმობა. გლეხი კაპანაძე ტყვეობიდან თავადმა წერეთელმა დაიხსნა. სამშობლოში დაბრუნებული გიორგი კაპანაძე თავად პაპუნა წერეთელს ხელწერილს აძლევს: თეთრი არ მქონდა და ტყვეობიდან დახსნის სანაცვლოდ ჩემს მამულს გაძლევთო. "კაცთაგან ამისი მოწამე ქავთარაძე გიორგი, გოდაბრელიძე ოთია, კურცხალია ფირან, მაჭავარიანი ფირან; მე მდივანს გვარჯასპის დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი. სარდალი მაჭავარიანი გოგალაძე ხელოსანი, შათირიშვილი შიო". ხელწერილი 1722-1738 წლებით თარიღდება. როგორც ჩანს, ამ დროისთვის ვინმე გოგალაძე მოხელედ მსახურობდა საწერეთლოში. "ხელოსანი" ხელის ანუ უფლების მქონეს ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს გოგალაძე საწერეთლოელ აზნაურთა გვერდით იხსენიება.

1722-1738 წლების სხვა საბუთის მიხედვით, საწერეთლოს სოფელ მერჯევში მცხოვრები გლეხი გოგალაძე თავისი მამულით თავადმა დავით წერეთელმა თავად პაპუნა წერეთელს დაუთმო. ისინი გაყრილი ძმები იყვნენ.

ზემო იმერეთში გოგალაძეები თავად აბაშიძეთა ყმებიც ყოფილან.

1727 წელს წერეთელი თავისი კაცებით მიხდომია აბაშიძეთა მამულში მცხოვრებ გოგალაძეებს. გაურკვეველია, რას ერჩოდა ან რა ხელი ჰქონდა, მაგრამ გოგალაძეებიდან ორი კაცი დაუჭრიათ და შვიდი კაცი ტყვედ წაუყვანიათ. აბაშიძეებს მეფის სამართალში უჩივლიათ. სამართალმა წერეთელი გაამტყუნა და თეთრის გადახდა დააკისრა. წერეთელმა თეთრი ვერ გადაიხადა და იძულებული გახდა, თავისი გლეხები - კორბოულელი მაჭარაშვილების ორი კომლი აბაშიძისთვის დაეთმო გოგალაძეთა ერთი კომლის აკლების სანაცვლოდ.

1779 წელს შიდაქართლელმა აზნაურმა ზენონ უთნელიშვილმა ყმის ნასყიდობის წიგნი დაუწერა დავითგარეჯის მონასტერს: "ნებითა და შეწევნითა დაუსაბამოისა ღვთისათა ესე ნასყიდობის წიგნი მოგართვით მრავალმთის უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტრის არხიმანდრიტს ევთიმის მე უთნელისშვილმან ზენონმან. ასე რომ, მოგყიდე ჩემი ყმა ფლაველი გოგალაძე გიორგი თავისი ცოლ-შვილით. ავიღე ფასი სრული, რითაც ჩემი გული შეგჯერდა. ეს კაცი ჩემი ბიძაშვილის ყმა არის რევაზის წილი. ამ კაცმა ჩემი მემკვიდრე კაცი მოკლა და გადმოვარდა და იმ ჩემის კაცის სისხლში ავიღე ეს კაცი და წინამძღვარს მივყიდე. მოგახმაროს ღმერთმან წმინდის ნათლისმცემლის მონასტრის სამსახურსა და ერთგულებაში. არავინ იყოს თქვენი მოცილე. თუ ვინმე გედაოს ამ ჩემს მოცემულს კაცს, პასუხის მიმცემი მე ზენონ ვიყო. და თუ ჩემს მოდავეს პასუხი ვერ მივცე, ამის მაგიერ სხვა ამგვარი ცოლშვილიანი კაცი მოგართვა. თუ კაციც ვერ მოგართვა, თორმეტი თუმანი თეთრი მოგართვა. არის ამის მოწამე: ფავლენიშვილი გლახა, ფავლენიშვილი ივანე, ზარდიაშვილი გოგია, იასე მღვდელი თავხელიძე, გიუნაშვილი პეტრე, მარკოზაშვილი ივანე და მე, მეფის კარის ხუცესს იოანე ხირსელს, დამიწერია ამ ზენონის სიტყვით და მოწამეცა ვარ.

ჩვენ, მეფე სრულიად საქართველოისა მეორე ირაკლი, ვამტკიცებ ნასყიდობის სიგელსა ამას. თუ მაზედ ჭეშმარიტი სიტყვა არავის რა ჰქონდეს, ნურავინ ილაპარაკებს, თორემ ჩვენად შეცოდებად მოვკითხავთ.

ჩვენ, ციციშვილი სარდალ-ქალაქის მოურავი დავით, სიგელის მოწამე ვარ ზენონის სიტყვით.

მე, ხერხეულიძე ლაშქარნივისი ომან, ამ ნასყიდობის სიგელის მოწამე ვარ ზენონის სიტყვით.

ამირეჯიბი ხუთასისთავი ზაზა ამ ნასყიდობის წიგნისა ზენონის სიტყვით მოწამე ვარ".

მეფე ერეკლე და ქვეყნის ხალხი ჩარეულა ამ ერთი გაქცეული გლეხი გოგალაძის საქმეში. ფრიად საინტერესო საბუთია. საბატონო გლეხს საბატონო გლეხი მოუკლავს. ქართული სამართალი მკვლელობის შემთხვევაში სისხლის საზღაურს ითვალისწინებდა და არა პატიმრობას. გლეხის სისხლი 12 თუმანი იყო. მკვლელს ეს თანხა მოკლულის ბატონისთვის უნდა გადაეხადა, ხოლო თუ ვერ იხდიდა, თვითონ უნდა გამხდარიყო მისი ყმა. გოგალაძე გიორგი სოფელ ფლავში (დღევანდელი გორის რაიონი) ცხოვრობდა. ვერც სისხლის საზღაურს იხდიდა და არც ახალი ბატონის ყმობა ინდომა, აყრილა ცოლ-შვილით და შიდა ქართლიდან გარე კახეთში გადავარდნილა. როგორც ჩანს, გარეჯის მონასტერს შეაფარა თავი. ახალმა ბატონმა ზენონ უნთელიშვილმაც თავისთვის უმჯობესად მიიჩნია, გაქცეული დამნაშავე, ცოდვიანი და ურჩი გლეხი, სადაც იყო, იქ დაეტოვებინა. რახან მონასტერი გლეხს სისხლის ფასს უხდიდა, დაკმაყოფილებულიყო და თავი გაენებებინა. ამის შემდეგ საბატონო გლეხი გოგალაძე საეკლესიო გლეხი გახდა. დამნაშავეს პასუხი არ მოეკითხა, პირიქით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. დაზარალებული გამოვიდა მოკლულის ოჯახი, რომელიც მომჩივნად არ ჩანს, და მკვლელის ყოფილი ბატონი, რომელსაც ყმა ჩამოერთვა.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, გოგალაძეებს უცხოვრიათ რაჭის სოფელ კვაცხუთში. აქ საბატონო გლეხები ყოფილან. აგრეთვე უცხოვრიათ იმერეთის რამდენიმე სოფელში: არგვეთში ყოფილან სასულიერო წოდებისანი და საბატონო გლეხები, სოფელ კორბოულში - აქაც სასულიერო წოდებისანი და საბატონო გლეხები, მოძვში - საბატონო გლეხები, რგანში - საბატონო გლეხები, რხერში - საბატონო გლეხები, მანდაეთში - სასულიერო წოდებისანი და საბატონო გლეხები, ნერგეეთში - საბატონო გლეხები და ხარაგაულის მხარის სოფელ ხონში - საბატონო გლეხები.

XIX საუკუნეში უმოღვაწიათ: არგვეთის წმინდა გიოგის ეკლესიის მღვდელს გრიგოლ გოგალაძეს (1809-1859 წ.წ.), კორბოულის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელს ბესარიონ გოგალაძეს (გარდაიცვალა 1822 წელს) და ამავე ეკლესიის მღვდელს გიორგი გოგალაძეს (1810-1842 წ.წ.).

უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნეში დაიწყო გოგალაძეთა მასობრივი გადაწერა გოგოლაძეებად. გოგოლაძეების გვარი ისედაც არსებობდა გურიაში და ისინი იმერელ გოგალაძეებს სულაც არ ენათესავებოდნენ. გვარსახელში "ო" და "ა" ასონიშნების მონაცვლეობის შედეგად დღეს გოგოლაძეთა მრავალათასიან გვარში ნამდვილი გოგოლაძეები მცირედნი არიან, უმრავლესობა კი გვარგადაკეთებული გოგალაძეა. თუმცა არის იშვიათი შემთხვევებიც, როცა პირიქით - ნამდვილმა გოგოლაძემ გადაიკეთა გვარი გოგალაძედ.

გოგალაძეთა გვარისანი ყოფილან სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებულ მაჰმადიან მესხთა შორისაც. მათ მესხეთის სოფელ ქილდაში უცხოვრიათ.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, შიდა ქართლის სოფელ ხოვლეში ამჟამად მცხოვრები ლაბარიშვილები ძირად გოგალაძეები ყოფილან. ისინი ზოგ საბუთში ლაბარებად იხსენიებოდნენ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგალაძეთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში. უფრო ადრე, "ჟამსა ერთობისასა", შავშეთ-კლარჯეთელი გოგალასძენი ალბათ ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე დროშის ქვეშ იდგნენ.

ადგილს და ადგილს საქართველოში სახელად შემორჩა გოგალაძეთა გვარის სახელი. საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში დგას ეკლესია, რომელსაც ხალხში "გოგალაძეების ძლევის ეკლესიას" უწოდებენ; ამავე კორბოულის საკრებულოში შედის სოფელი სახელწოდებით "გოგალაძეები", საჩხერის რაიონის სოფელ ჯვარში არის "გოგალაძეების უბანი" და "გოგალაძეების წყარო"; "გოგალაძეების წყაროა ქარელის რაიონის სოფელ კოდაშიც, ამავე რაიონის სოფელ ახალსოფელში კი მოედინება "გოგალაძეების რუ".

ამჟამად გოგალაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, რაჭაში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ხაშურის, ქარელის, საჩხერის, ხარაგაულისა და ლაგოდეხის რაიონებში.

საქართველოში გოგალაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3000 სულს აჭარბებს. თუ ამას დავუმატებთ თითქმის სამ ამდენ გოგოლაძედ დაწერილ გოგალაძეს, გოგალაძეთა გვარი მრავალრიცხოვან ქართულ გვართა პირველ ათეულში მოექცევა, რაც, გვარის სიძველის გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგალაძეთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

http://karibche.ambebi.ge

გოგბერაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგიბერი. ამავე ძირისაა გვარები: გოგიბერაშვილი, გოგიბერიშვილი.

1843 წლის აღწერაში, სოფელ დიდ თონეთში მოიხსენიება მოსე გოგბერაშვილი.

საქართველოში 900 გოგბერაშვილი ცხოვრობს: თერჯოლაში – 329, ზესტაფონში – 236, თბილისში – 114. არიან სხვაგანაც

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

გოგიძე
გოგიძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი. გოგი გიორგის შეკვეცილი ფორმაა. ორივე ერთობ გავრცელებული სახელებია საქართველოში. ქართველურ ანთროპონიმიკაში "გოგი" ფუძეზე შექმნილი რამდენიმე დერივატული გვარსახელი გვხვდება: გოგიშვილი, გოგიაშვილი, გოგავა, გოგია, გოგინაშვილი, გოგიძე და სხვა. ლაპარაკია გვარსახელის ფუძის მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე. შესაძლოა, ასეთი ნათესაობა თვით ერთი გვარის შიგნითაც არ იყოს. თუ შიდა ქართლის, იმერეთის, ლეჩხუმისა და აფშილეთის გოგიძეებს ეთნოგრაფიული მონაცემებით საერთო ბუდე ეძებნებათ ლეჩხუმში, ჩვენთვის უცნობია კახეთის, სამცხისა და აჭარის გოგიძეთა წარმომავლობა. შესაძლოა, გოგიძეთა გვარი მრავალბუდიანი და, შესაბამისად, მრავალძირიანი იყოს.

სოციალური მდგომარეობით გოგიძეები გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. აზნაურთა არც ერთ ჩვენთვის ცნობილ სიაში გოგიძეთა გვარი არ იხსენიება.

ქართულ საისტორიო საბუთებში გოგიძეთა გვარი პირველად XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში გვხვდება.

1700 წელს ვინმე ბეჟიტა გოგიბაშვილმა ვინმე მახარა ლომსაძეს წისქვილი მიჰყიდა. ნასყიდობის წიგნში ადგილის მომიჯნავედ იხსენიება ნინია გოგიძე: "გოგიძე ნინია ერთის კარის მონასყიდე არის". საბუთიდან არ ჩანს, სად მდებარეობდა ეს წისქვილი, რომ ნინია გოგიძის სადაურობა გავარკვიოთ, მაგრამ თუ აქ დასახელებული გვარების განსახლების არეალის მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ეს საბუთი სამცხეში იწერებოდა - გოგიბაშვილიც და ლომსაძეც მესხური წარმოშობის გვარებია.

შემდეგი საბუთი, რომელშიც გოგიძეთა გვარი იხსენიება, ასევე 1700 წლით თარიღდება. ეს გახლავთ შიდაქართლელი თავადის ქაიხოსრო ციციშვილის ყმა გლეხთა სია. ამ სიაში იხსენიება შიდა ქართლის სოფელ კარალეთში მცხოვრები მეკოდისპურე გლეხი გიორგი გოგიძე. კოდისპური გადასახადის ერთ-ერთი სახეობა იყო იმდროინდელ საქართველოში.

XVIII საუკუნის I მეოთხედის "კახეთის ხალხთა აღწერის" დავთარში იხსენიება გლეხი "გოგიძის შვილი რამაზა". კახეთის რომელ სოფელში ცხოვრობდა გლეხი რამაზა გოგიძე, გაურკვეველია - გრაგნილს თავი მოხეული აქვს, მაგრამ სიაში დასახელებული წინა და შემდეგი სოფლების (ართანა, ფშაველი, ფიჩხოვანი, მაღრანი) მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოფელი, რომელშიც ეს გოგიძე ცხოვრობდა, სადღაც ალაზანს გაღმა ანუ გაღმამხარის კახეთში მდებარეობდა. დღეს ყვარელში მცხოვრები გოგიძეების ერთ-ერთი წინაპარი სამი საუკუნის წინაც იმავე მხარეშია დოკუმენტურად ფიქსირებული.

1715 წლის ზემო ქართლის აღწერის დავთარში იხსენიება სოფელ ფცაში მცხოვრები გლეხი ოსიყმა გოგიძე.

XVIII საუკუნის 20-30-იან წლებში უნდა იყოს დაწერილი თავად მაჩაბელთა ერთი საბუთი, რომელშიც სამაჩაბლოს სოფელ ძარწემში მცხოვრები გოგიძე იხსენიება: "ესე წიგნი მოგეც მე, იასე მაჩაბელმა, ბიძაჩემმა ვახტანგ და ძმამან ჩემმა გოგიამ და ბარძიმ შენ, ჩემს ბიძაშვილს დავითს მაჩაბელს, შვილსა შენსა ალხაზს, ასე რომე შენს ძმას ლევანს ოსმალოს ვალი აეღო და ვეღარ მიეცა და გაქცეულიყო. მოვიდა იმისი მოვალე ბიძაჩემს თეიმურაზთან, ფაშის ბუირუთი მოუტანა და ის ვალი თეიმურაზს მიეცა. შენ რუსეთს იყავ და მოხველ და ლაპარაკი დაგვიწყე. ბედნიერის ხანის ბრძანებითა, ამილახვარმა გივმა ასე გაგვარიგა, რომ ძარწემს გოგიძე ჩვენ დაგვანება, სხვა რაც შენი და ფარსადანის კერძი მამული არის: ქურთას - ბასიშვილები და ხაბარელი, აბოწმინდას - მელაძე, მოურავი ოთარა და იმისი განაყოფები, ერთ პირათ სომეხი ზაქარა, შალუღასშვილები, ძლევისჯვარს ან გცხილვანს ან ნასყიდი საცა შენი რამ იყოს მთასა ან ბარში - სრული დამინებებია. შენთან ხელი არავის ქონდეს. თუ ის ურუმების თამასუქი გამოჩნდეს, ბათილ იყოს. არის ამისი მოწამე მოურავისშვილი ზაზა, ფავლენისშვილი იორამ, თაქთაქისშვილი ელისბარ, ფალავანდიშვილი უზბაში იასე. მე, ბოქაულს ლუარსაბს, დამიწერია და მოწამეც ვარ ამისი..."

ძარწემელი გოგიძე იხსენიება 1795 წლის მაჩაბლის ერთ საჩივრის წიგნშიც: "ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი დათუა მაჩაბელს მოსცეს.

მოწყალევ ხელმწიფევ, უწინდელს დროს ვისაც უსამართლო დაემართებოდა, თქვენს ხელმწიფობაში ყველას სამართალი მიეცა და მე ჩემის უბედურებით უსამართლოდ ვრჩები. ჩემის სახლის კაცისაგან ყმითა და მამულით აკლებული ვარ. თქვენს სიმაღლეს მრავალჯერ თავი ვაწყინე. მაგრამ ჩემმა უბედურობამ სისრულე არ მისცა. ახლა ამ უსამართლობასაც არ მაჯერებენ, თქვენგან ღვთიურის მოწყალებით რომ ცოცხალი ვარ და იმ ქვეყანაში ვარ, იქიდამაც ჩემს გამოძებასა ცდილობენ, ასეთს მიზეზებს მაძლევენ.

ღმერთი გაგიმარჯვებს, ერთის ოქმის წყალობა მიყავით, რომ ოსებს თავდებათ არავინ მიმცეს და იმ ქვეყნიდამ სრულებით არ დავიკარგო.

და ჩემის ყმის და მამულის სამართალიც დამემართოს, რომ მიმძლავრებით უჭირამთ ჩემის სახლის კაცებს და სხვათაცა: სვერი მთლად, ძარწემას გოგიძე, ხეთაში საბანაძე, საბაწმინდას, დიცს კაპარჭაძის მამული, კიდევ ჩემი ბარათის კაცნი..."

ძარწემელი გოგიძეები მაჩაბელთა საბატონო გლეხები ყოფილან. საბატონო გლეხები ყოფილან იმერეთის გოგიძეებიც.

1817 წლის ერთი ნასყიდობის წიგნიდან ირკვევა, რომ იმერელი გლეხი კაციელა გოგიძე ნემსაძის ყმა ყოფილა, მაგრამ ძველ ბატონს წასვლია და ახალ ბატონთან გადასულა: "ესე ნასყიდობის წიგნი აღგიწერე და მივართვით თქუენ თავადს ბეჟან წერეთელს ჩვენ ორმა ძმანმა კეთილშობილმა ნემსაძემ მღვდელმა პავლემ და ძმამან მისმან ბიჭიამ, ესრეთ და ესევითარად, რომელ ჩემმა კაცმა გოგიძემ კაციელმა თქუენი ყმობა ინება და თქუენ დამევაჭრეთ და მეც ნება დაგრთეთ და როგორც გული შემიჯერდებოდა, ისე სრული ფასი ავიღე თქვენგან და მოგყიდე ის ჩემი სამკუიდრო კაცი ზემოხსენებული კაციელა გოგიძე მკუიდრად, საშვილიშვილოდ, ყოვლის კაცისაგან ხელშეუვალად და მიუდევრად... მოწმე ქუთაისის მღთისმშობლის ეკლესიის დეკანოზი ნიკოლოზ გაბაონი და კუალად შუამდგომელი მღვდელმონაზონი პეტრე ასათიანი და კეთილშობილი თომა ავალიანი და გოგოლაშვილი პეტრე, მღვდელი ვასილ გორგაძე. მე, თავადი დავით წულუკიძე, ვსწერ თავადის ბეჟან წერეთლის და კეთილშობილის ბიჭია ნემსაძის მოთხოვნით და თანამოწამეც ვარ. აღიწერა სეკდემბრის კდ. წელსა ჩყიზ".

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, გოგიძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: გუმბრაში (საბატონო გლეხები), ქვილიშორში (საბატონო გლეხები და სასულიერონი), ყუმისთავში (საბატონო გლეხები) და ძეძილეთში (ასევე საბატონო გლეხები). სიები არასრულია.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და შუაგულ სადროშოებში და ცალკე კახეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

საქართველოში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა გოგიძეთა გვარის სახელი: გოგიძიანთი - ასე ჰქვია სამაჩაბლოს სოფელ თამარაშენის ერთ უბანს; გოგიძეების ქუჩა - გოგიძეებით დასახლებული უბანი იმერეთის სოფელ ქვილიშორში.

გოგიძეთა თავდაპირველი და უმთავრესი სალოცავი ლეჩხუმში, ცაგერში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაა.

გოგიძეთა გვარიდან ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ: იმერეთის სოფელ ქვილიშორის მღვდელი მათე გოგიძე (1810-1850), თელავის ფერისცვალების დედათა მონასტრის მონაზონი მართა გოგიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი შალვა გოგიძე, მესხეთის თეატრის რეჟისორი კახა გოგიძე და სხვანი.

ამჟამად გოგიძეები ცხოვრობენ: ცაგერსა და ცაგერის რაიონის სოფლებში: ქვედა ცაგერში, ზარაგულაში და ლაილაშში; გორსა და გორის რაიონის სოფლებში: კვარხითში, ტინისხიდში, ზეღდულეთსა და შინდისში; მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამოში, გლდანში, დიღომში; იმერეთში - წყალტუბოსა და წყალტუბოს რიონის სოფლებში: ყუმისთავში, გვიშტიბში, ხომულში, ქვილიშორში, გუმბრასა და ქვიტირში; აჭარაში - ქედის რაიონის სოფლებში: უჩხითში, ჭინკაძეებში, ჭალახმელაში; ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში: ურეხში, ქვედა სამებაში, ინჯალოში და ძაბლავეთში. იყვნენ აფხაზეთში: გულრიფშსა და ოჩამჩირის რაიონის სოფლებში ჯგერდასა და ილორში, აგრეთვე სამაჩაბლოს სოფლებში: აჩაბეთში, კეხვში, ხეითში, ძარწემში, ქემერტში, ქურთასა და თამარაშენში. გოგიძეები ცხოვრობენ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ხონში, ტყიბულში, ხაშურში, ყვარელსა და თელავში.

საქართველოში გოგიძეთა დიდი-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო ოდენობა 1800 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგიძეთა!

წყარო; karibche.ambebi.ge

გოგორიშვილი
"გოგრიშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი ნაწილებია: ფუძე - "გოგორ" და დაბოლოება - "შვილი".

"გოგორა" - ძველი ქართული სიტყვაა. სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში ამ სიტყვას შემდეგნაირად განმარტავს: "გოგორა - ერქვანთ თვალი საბრუნავი". სიტყვა გოგორადან არის ნაწარმოები მამაკაცის საკუთარი სახელი "გოგორი". ამრიგად, გოგორიშვილთა გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის სახელი, ეპონიმი - "გოგორი".

გვარსახელ გოგორიშვილის გარდა "გოგორ" ფუძიდან არის მიღებული: რაჭაში გავრცელებული გვარი - გოგორელიანი, შიდა ქართლში - გოგორიძე და გურიაში - გოგორიკიძე. ლაპარაკია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე.

გოგორიშვილთა გვარის პირველსაცხოვრისი მესხეთში ყოფილა. სოციალური მდგომარეობით, ისინი მესხეთის ერთ-ერთი ცნობილი და ძლიერი ფეოდალები იყვნენ, რომლებიც მესხეთში ყმა-მამულსა და ციხესიმაგრეებს ფლობდნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, გოგორიშვილთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1578 წელს ოსმალთა უზარმაზარი მხედრობა, მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით, ირანის კავკასიური სამფლობელოებისკენ დაიძრა. გზად სამცხე-საათაბაგო გაიარეს. ერთიმეორეს მიყოლებით ეცემოდა ქართული ციხეები. ამ წლის 7 აგვისტოს ოსმალები მგელციხეს შემოადგნენ (ციხის ნანგრევები ამჟამად თურქეთ-საქართველოს საზღვართან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თურქეთის მხარეს მდებარეობს), ციხეს როინ და ბერი გოგორიშვილები იცავდნენ მეციხოვნეთა მცირერიცხოვან რაზმთან ერთად. "ამასვე ქორონიკონსა, მარიამობისა თვეს ზ(7), ხუთშაბათს დღესა, ხვანთქრის ლაშქარი და ლალა-ფაშა მგელციხეს მოადგეს, შეიბნეს. სამშაბათამდის ყოველ დღეს ომში იყვნეს ციხოვანნი. გოგორიშვილი როინ და მისი ძმა ბერი ერუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყუნეს მათის ყმითა და ღთის შეწევნითა უკუყარეს და ციხე ჩვენვე დაგვრჩა და ჩვენს ჯარს გაემარჯვა", - მოგვითხრობს მესხური მატიანე.

ხელნაწერთა ინსტიტუტის კოლექციაში დაცულია XVI საუკუნის ერთი მესხური დავითნი, რომლის ვრცელ მინაწერში იკითხება: "და გოგორიშვილმა ბეჟან ციხისჯვარი უკუიჭირა და მისცა ფაშასა". როგორც ვხედავთ, XVI საუკუნეში გოგორიშვილები ტიპური ფეოდალები იყვნენ. ისინი ციხეებს ფლობდნენ და დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

XVII საუკუნიდან მესხი გოგორიშვილების ნაწილი იძულებულია გამაჰმადიანდეს, ხოლო ნაწილი ტოვებს მამულს და გურიას, იმერეთსა და ქართლს შეაფარებს თავს.

1626 წლის ბრძოლაში ბაზალეთის ტბასთან დაიღუპა დიდი მოურავის გიორგი სააკაძის საშველად მესხეთიდან ჩამოსული დავით ბეგ გოგორიშვილი. "არჩილიანის" მიხედვით, ეს დავით ბეგ გოგორიშვილი ბრძოლის ველზე გასულა, როგორც გიორგი სააკაძე - მისი ჯაჭვ-მუზარადით და მისივე ცხენზე ამხედრებული.

საბუთების მიხედვით, მესხეთიდან ქართლში გადმოხვეწილი გოგორიშვილები საბარათიანო, საამილახვრო და საეკლესიო მამულებში ჩანან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი აზნაურები იყვნენ.

1659 წლის ზედგინიძეთა და ამილახვართა ერთ-ერთ ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია ხუცია გოგორიშვილი. 1690 წლის ბარათაშვილთა და ლარაძეთა ნასყიდობის წიგნი ბერი გოგორიშვილს დაუმოწმებია. ეს ხუცია და ბერი გოგორიშვილები გლეხებს არ ჰგვანან, თუმცა წოდების გარეშე იხსენიებიან.

XVII საუკუნეში მესხი გოგორიშვილების ერთი შტო გურიაში გადასულა. მათი შთამომავალნი ამჟამად გურიაში ცხოვრობენ და ზოგი ისევ გოგორიშვილია, ზოგი კი გოგოლიშვილად იწერება. ისინი აზნაურის ხარისხით იყვნენ მიღებულნი და გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში იხსენიებიან.

გურულ გოგოლიშვილთა უწინდელ გოგორიშვილობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გურიაში, ლანჩხუთის რაიონში სოფელ წყალწმინდას მახლობლად, არსებობს ადგილის სახელი - "გოგორიშვილების გორი", ხოლო ეს გორი ამავსოფლელ გოგოლიშვილებს ეკუთვნოდათ.

იმერეთის სამეფოშიც დაახლოებით ამავე პერიოდიდან ჩანან აზნაური გოგორიშვილები. იმერეთის საისტორიო საბუთებში ისინი თავად ჩიჯავაძეთა და ჩხეიძეთა საბატონო აზნაურებად იხსენიებიან.

1812 წლის თავად ლორთქიფანიძეთა "ერთობის წიგნში" იხსენიება მოძღვარ-მღვდელი ლაზარე გოგორიშვილი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგორიშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ: "ჟამსა ერთობისასა" - ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე ("წინამბრძოლთა") სადროშოში, ხოლო "შემდგომად განყოფისა" ცალკერძ - მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ, ცალკერძ - იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში და ცალკერძ - ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.

ამჟამად გოგორიშვილები ცხოვრობენ იმერეთში: ქუთაისში (12-14 კომლი) და ვანის რაიონის სოფლებში (18-20 კომლი). მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ბაღდათის, ჭიათურისა და წყალტუბოს რაიონებშიც. მცირერიცხოვანნი არიან გურიაში - ლანჩხუთის რაიონში და ქართლში - კასპის რაიონში. თბილისში გოგორიშვილთა დაახლოებით 50 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში გოგორიშვილთა საერთო რაოდენობა 350 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგორიშვილთა!

გოზალიშვილი
გოზალ - ლამაზი თურქთა ენაზე. აქედან ნაწარმოებია საკუთარი სახელი გოზალა.

გვარსახელი გოზალიშვილი საქართველოს სხვადასხვა მხარეშია გავრცელებული: ქართლში, კახეთში, ქიზიყში, ჰერეთში, მესხეთში. გოზალიშვილთა გვარი მრავალძირიანია. ისინი სხვადასხვა წინაპრის შთამომავალნი არიან და ერთმანეთს არ ენათესავებიან.

სოციალური მდგომარეობით გოზალიშვილები გლეხები იყვნენ.

არსებობს ზეპირი გადმოცემები გოზალიშვილთა ცალკეული სანათესავო ჯგუფების წინარე გვარების შესახებ. ასეთ გვარებად ასახელებენ: წერეთელაშვილს, ბროლაძეს, კოჭიაშვილს, კოჭიბროლაშვილს, ქოჩიბროლაძეს. წარმომავლობის შესახებ ზეპირი გადმოცემების სხვადასხვაობა გოზალიშვილთა გვარის მრავალძირიანობას ადასტურებს.

ქართულ საისტორიო საბუთებში გოზალიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. უნდა აღინიშნოს, რომ გვარსახელი გოზალაშვილი უფრო ძველი დროიდან და უფრო ხშირად იხსენიება საბუთებში, ვიდრე გოზალიშვილი. ისინი უფრო ქვემო ქართლში ჩანან.

1691 წელს ქვემო ქართლში ვინმე ალიბეგა დემურიშვილმა ვინმე ალავერდა იაგულაშვილს მიწა მიჰყიდა, რომლის ერთი მიჯნა გოზალიშვილის ვენახი ყოფილა.

მესხი გოზალიშვილების ერთ-ერთ წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ XIV-XV საუკუნეების ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებული ვინმე გოგიბი გოზალიძე, რომელსაც ახალციხეში უცხოვრია.

მესხეთში გოზალიძის გვარი ოსმალთა გაბატონებამდე ყოფილა. ოსმალობის დროს მესხეთში უკვე გოზალიშვილები ჩანან. ისინიც ისევე იყვნენ ეროვნულ-რელიგიური დევნის ქვეშ, როგორც მესხეთის მთელი მოსახლეობა.

XVIII საუკუნის შუა ხანებში ვალელი გოზალიშვილების სამი ძმიდან ორი გამაჰმადიანებულა. ერთი ქრისტიანად დარჩენილა. გამაჰმადიანებულ ძმებს პეტრე და იოვანე ერქვათ. პეტრეს შთამომავალნი XVIII საუკუნის 80-იან წლებში ერზერუმის მხარეში გადასახლებულან და ახლა ალბათ თურქეთში ცხოვრობენ. იოვანეს (რომელსაც მუჰამედი დაარქვეს) შთამომავალნი ვალეში დარჩენილან, მაგრამ 1944 წელს, სტალინის ბრძანებით, სხვა მაჰმადიან მესხებთან ერთად შუა აზიაში გადაუსახლებიათ. ახლა მათი შთამომავალნი შუა აზიასა და ყაბარდოში ცხოვრობენ. მესამე ძმის, თომას, შთამომავალნი ქრისტიანებად დარჩნენ, მაგრამ შემდეგში ზოგი გრიგორიანი გახდა, ზოგიც - კათოლიკე (საქართველოში კი გრიგორიანებს სომხებად მიიჩნევდნენ, კათოლიკეებს - ფრანგებად, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა). ისევ ვალეში ცხოვრობენ, ნაწილი კი შიდა ქართლში გადმოვიდა. მათი ძირითადი საქმიანობა ვაჭრობა-ხელოსნობა გახდა.

XIX საუკუნეში გასომხებული და გაფრანგებული გოზალიშვილების ნაწილი რუსულის გავლენით გოზალოვებად ჩაწერეს.

ზაქარია ჭიჭინაძის გამოკვლევებში "ქართველი კათოლიკე მოღვაწენი" და "ქართველი გრიგორიანები" გაფრანგებული და გასომხებული გოზალიშვილ-გოზალოვებიც იხსენიებიან.

ალექსანდრე ფრონელი წიგნში "დიდებული მეხეთი" ახალციხის კათოლიკურ ეკლესიას ახსენებს რაბათის უბანში: "არის კიდევ რაბათის რომის კათოლიკეთა ეკლესია, რომელსაც განაგებდნენ პატრები და დღესაც ამ ეკლესიას განაგებს ქართველი პატრი, მამა ლაზარე გოზალიშვილი". გოზალიშვილთა გვარიდან სასულიერო და საერო მოღვაწენი სხვანიც ყოფილან: კათოლიკე პატრი გაბრიელ გოზალოვი, მონაზონი აგათა გოზალოვა, მონაზონი ფილიმონე გოზალოვა, სტამბოლის ქართული სტამბის ხელმძღვანელი ანტონ გოზალიშვილი, ისტორიკოსი გიორგი გოზალიშვილი, მაჰმადიან მესხთა ქართული ფრთის ლიდერი, ისტორიკოსი ხალილ უმაროვ-გოზალიშვილი და სხვანი.

ერთი სანათესავოს შიგნით ასეთი ეროვნულ-რელიგიური მრავალფეროვნება სამხრეთ საქართველოს სხვა გვარებისთვისაც არ არის უცხო.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოზალიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის წინამბრძოლთა და შუაგულ სადროშოებში, ხოლო "შემდგომად განყოფისა" - ქართლ-კახეთის ლაშქრის მოწინავე სადროშოებში.

ამჟამად სხვადასხვა წარმომავლობის გოზალიშვილები ცხოვრობენ: თბილისში, ახალციხეში და ახალციხის რაიონის დაბა ვალეში; თელავში, გურჯაანში და გურჯაანის სოფელ ველისციხეში; სიღნაღში და სიღნაღის სოფელ ჯუგაანში, ნუკრიანში, მაღაროში, ვაქირში, ბოდბეში, წნორში; ლაგოდეხში და ლაგოდეხის სოფელ ნინიგორში, ხიზაბავრაში, თამარიანში, ჩადუნიანში, ნაწისქვილარში; გორში და გორის სოფელ ქვახვრელში; კასპში და კასპის სოფელ ახალქალაქში, აღაიანში, ოკამში და სხვაგან.

საქართველოში გოზალიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 950 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გოზალიშვილთა გვარი!


მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

გორგოძე
საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) გვარების დიდი უმრავლესობა კაცის სახელისაგან არის წარმოებული. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა: გორგოძის გვარის წარმოშობა კაცის ძველ ქართულ სახელს - გორგას უკავშირდება, ხოლო კოხოძე, ასევე ძველ ქართულ სახელს - კოხას.

გორგოძეებისა და კოხოძეების გვარის დიდი ნაწილი დროთა მანძილზე სოფელ ბერიეთის აღმოსავლეთით, მდინარე საკრაულის ხეობაში გადასახლებულან, რისი მიზეზიც შეიძლება ერთის მხრივ ყოფილიყო სრულიად ბუნებრივი რამ - მოსახლეობის გამრავლება და ახალი საცხოვრისის მოძიება. ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლოა ბერიეთის მოსახლეობისათვის გაუსაძლისი გამხდარიყო ახალციხის საფაშოდან თურქების გამუდმებული თავდასხმები (შეიძლება ამ სოფლიდან მოსახლეობის დიდი ნაწილის ახალ საცხოვრებელ ადგილებში მასიურად გადასვლა, ,,ჟამიანობის" გამოც ვივარაუდოთ,რომელმაც მე-17- ე საუკუნეში მდინარეების ხანისწყლისა და წაბლარასწყლის ხეობის ბევრი სოფელი დააცარიელა და გააუკაცრიელა,მაგრამ სოფელ ბერიეთის მაგალითზე ეს ნაკლებად სავარაუდოა,რადგან ბერიეთის ნასახლარების ზედაპირული დათვალიერების დროსაც კი,აქ ჩანს ადამიანთა ცხოვრების უწყვეტი ჯაჭვი და არ იკითხება ამ ნასახლართა უეცრად მიტოვების დიდი ხნის კვალი.1944 წლის ნოემბერ-დეკემბერში,ისევე როგორც ბაღდათის მხარის სხვა სოფლებიდან,ბერიეთში მცხოვრები ოჯახებიც გადაასახლეს მესხეთში,ადიგენისა და ახალციხის რაიონებში.ამის შემდეგ აქ ცხოვრებას კვლავ აგრძელებდა რამდენიმე ოჯახი,რომლებმაც გასული საუკუნის 50 იან წლებში მიატოვეს ეს ადგილები და ახლა ფაქტიურად ,,ბერიეთი" გატყევებულია).

გორგოძეების გვარი დღევანდელ სოფელ ზედა ზეგანში დასახლებულა, ხოლო კოხოძეები - ქვედა ზეგანში.

ამ ორი გვარის ნათესაობას რამდენიმე ხალხური გადმოცემა ამტკიცებს: ერთ-ერთის თანახმად, რასაც ალბათ ამ გვარების მატარებელი ბევრი ხანდაზმული ადამიანი დაადასტურებს, არ შეიძლებოდა და მკაცრად იყო აკრძალული, რომ კოხოძეს ცოლად მოეყვანა გორგოძე და გორგოძეს - კოხოძე. არის კიდევ ერთი ძველი ხალხური გამოთქმაც: „ეივალა გორგოძემ და გადიხადა კოხოძემ.“ მთავარი არგუმენტი კი ამ ორი გვარის საერთო წარმოშობისა არის ის, რომ ყოველი წლის 2 აგვისტოს გორგოძეები და კოხოძეები ნასოფლარ ბერიეთში ერთად დღესასწაულობენ ,,ბერიეთობას".

გრძელიშვილი
გრძელი - აღმა აზიდულს უწოდენ მაღალსა, ხოლო სწორედ წარზიდულსა - გრძელი (საბა).

გრძელი, გრძელა - მეტსახელი კაცისა.

გვარის სახელით "გრძელ"-ფუძისანი არიან: გრძელიანნი, გრძელიძენი, გრძელაურნი, გრძელიურნი, გრძელაშვილნი და გრძელიშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ზემო რაჭას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი გრძელიშვილთა.

ეგრე უბნობენ, გრძელიშვილთა მოძმენი არიანო შიდაქართლელი კუჭუაშვილნი.

ქართულ საისტორიო საბუთებში გრძელიშვილები XVIII საუკუნიდან ჩანან.

XVIII საუკუნის ხუცურით შესრულებული ხელნაწერი წიგნის, სახარებათა საკითხავების, ერთ მინაწერში იკითხება: "ღმერთო და ამ წმიდის სახარების მადლო, დაიცევით ორთა შინა ცხოვრებასა მოსავი თქუენი ამ წმიდის სახარების გამაახლებელი ცოდვილი მღვდელი გრძელიშვილი სიმონ, ამინ, უფალო. ვინ შენდობა მიბრძანო, ღმერთმან შენც შეგიწყალოს".

ამავ XVIII საუკუნეში გრძელიშვილთა გვარი ზემო იმერეთშიც იხსენიება. ეს არის 1720-1738 წლების წერეთელთა გაყრის წიგნი, სადაც დასახელებულია საწერეთლოში მცხოვრები გლეხი ნინიკი გრძელიშვილი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გრძელიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და მემარჯვენე მიმსვლელ-მცემელთა სადროშოებში.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ გრძელიშვილთა გვარისშვილნი: რეჟისორი კონსტანტინე გრძელიშვილი, ისტორიკოსი ლავრენტი გრძელიშვილი, ლიტერატურათმცოდნე სპირიდონ გრძელიშვილი...

ამჟამად გრძელიშვილები ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ონის, საჩხერისა და ლაგოდეხის რაიონებში.

თბილისში გრძელიშვილების 180-მდე კომლი ცხოვრობს.

საქართველოში გრძელიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2100-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გრძელიშვილთა!


ჭეიშვილთა გვარი
ჭეი - ძველქართული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ჭელა, ჭერა და ჭეხა იგივე სახელია კნინობით თქმული, სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით "ჭე"-ფუძისანი არიან: ჭელიძენი, ჭელაძენი, ჭელიშვილნი, ჭელიანი, ჭერაშვილნი, ჭეხაშვილნი, ჭეხანნი, ჭეიძენი და ჭეიშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

KARIBCHE

ძველთაგან ლიხთიმერეთს, გურიის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ჭეიშვილთა.

ეგრე უბნობენ, ჭეისშვილობა იგივე ჭელის შვილობა ანდა ბჭეის შვილობა არისო თითქოს.

ქართულ საისტორიო საბუთებში ჭეიშვილთა გვარი გვიანი ფეოდალიზმის დროიდან იხსენიება.

XVII-XVIII საუკუნეთა სოციალურ ურთიერთობათა ამსახველ საბუთებში გურიის სამთავროში ჭეიშვილები ჩანან თავად თავდგირიძეთა მამულებში.

1894 წლის ერთი საბუთის მიხედვით, გურიაში, ასკანის საზოგადოებაში მცხოვრები ჯაბულია ათას ძე ჭეიშვილი პირობის ხელწერილს აძლევს ხიდისთაველ თალაკვაძეს.

"ჭეიშვილის წისქვილი" - ადგილის სახელად შემორჩენილა ჭეიშვილთა გვარის სახელი გურიის სოფელ გურიანთაში.

ადრევე დაწყებულა ჭეიშვილთა გადასვლა გურიიდან ვაკე იმერეთსა და ოკრიბაში. იმერეთის ამ ხარეებში ჭეიშვილთა დამკვიდრების სიძველეს მათივე სიმრავლე ადასტურებს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჭეიშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ჭეიშვილთა გვარისშვილნი: ისტორიკოსი იოსებ ჭეიშვილი, მწერალი რეზო ჭეიშვილი, სამხედრო მოღვაწე ნიკოლოზ ჭეიშვილი... ჭეიშვილები ჩანან მედიცინისა და ტექნიკის მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში.

ამჟამად ჭეიშვილები ცხოვრობენ: გურიაში, იმერეთში, ოდიშსა და აჭარაში, არიან მცირედნი რაჭაში და დუშეთ-თიანეთის მხარეშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან: წყალტუბოს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მხარეებში. ჭეიშვილები ყოფილან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

ქუთაისში ამ გვარის - 300-მდე კომლი, ხოლო თბილისში 130-მდე კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ჭეიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 3100 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ჭეიშვილთა!


მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

გულდამაშვილი
გვარი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან გულდამანა. ეს სახელი კი მომდინარეობს სპარსულიდან, რაც ვარდისტანას (ვარდი + სხეული), ნიშნავს. საამისა და ედიშერ აბაშიშვილების მამულში, სოფელ დვალეთში, 1621 წელს მოიხსენიება ადუა გულდამაშვილი.

გულდამაშვილები მარაბდაში დვალეთიდან უნდა იყვნენ გადმოსულები.

საქართველოში 115 გულდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 52, თეთრი წყაროში – 25, გარდაბანში – 12.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

გურამიშვილი
ქართლის სათავადო საგვარეულო, ზედგინიძეთა ერთ-ერთი შტო. ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს წარჩინებულ მთავართა შორის, მიუთითებს წარმოშობას კახეთიდან. საგურამო გურამიშვილთა სამკვიდრო იყო; შეიცავს საკუთარ სახელს გურამი, ძველი სახით იგივე გუარამ : გურამ კურაპალატი, გუარამ მამფალი, გუარამ ერისთავი.
Submitted by: scroll.ge

გურგენიძე
გავრცელებულია ამბროლაურისა და ჩოხატაურის რიონებში. ეს გვარი ცნობილია XII ს-იდან, გვხვდება იჩქით გურგენიძე, წუნდის ეკლესიის აღმშენებელი. მომდინერეობს საკუთარი სახელიდან “გურგრნი”. ისტორიაში ცნობილია გურგენ I კურაპალატი, გურგენ დიდი ერისთავთერისთავი. ამავე ძირისაა გურგენიშვილი.
Submitted by: scroll.ge

დადიანი
ოდიშის მთავართა სამთავრო წოდება-გვარი ჩიქვანთა საგვარეულოდან, სამეგრელოს მთავართა ტიტული. ადგილობრივი გამოთქმით: დადია. ძველად მარუშიანნი (მარუშისძენი) ყოფილან. ხშირად არიან მოხსენიებულნი წყაროებში: დადიანი ცოტნე, გიორგი, ლევან, ვარდან, მამია და სხვ. შესაძლოა წარმომდგარი იყოს საკუთარი სახელისგან დადა, დადაი, დადი. ამავე ძირისაა: დადიანიძე, დადივაძე, დადვაძე. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით “დადიანობა არ არის გვარი, გარნა წესი ჴელობისა”.
Submitted by: scroll.ge

დავითიშვილი
დავით (ძვ. ებრ) “სიყვარული” სხვადასხვაგვარი გააზრებით “წინამძღოლი”, “შეყვარებული” და გარდა ამისა, მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდანთა სახელია, რომელსაც აღნიშნავდა ეკლესია 5 მარტს, 12 აპრილს , 2 მაისს, 25-26 ივლისს 5,6,19 ივლისს. ეს გვარი განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლში.
Submitted by: scroll.ge

დათუაშვილი
გავრცელებულია გურჯაანში, ქუთაისსა და თბილისში. ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან „დათუა“. დათუა, დოლმაზა შანშიაშვილის შვილი იხსენიება 1677 წ., მამულის ნასყიდობის წიგნში, გაცემული შაღუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიას შვილისადმი. დათუა, დათა, დათია, დათიკო, დათუკა, დათუნა და სხვა, დავითის კნინობით-ალერსობით ფორმებად ითვლება. ვინმე დათუაშვილი ზურაბა იხსენიება 1710 წელს.
Submitted by: scroll.ge

დალაქიშვილი
დალაქი - თმათ აღმპარსველი.

დალაქი, დალაქა - საკუთარი სახელი კაცისა.

გვარის სახელით "დალაქ"-ფუძისანი არიან: დალაქიები, დალაქბესუაშვილები და დალაქიშვილები. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ქართულ საისტორიო საბუთებში დალაქიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან ჩანს.

XVII საუკუნის II ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში სოფელ ნულში იხსენიება დალაქიშვილი ბეჟიტა. აღსანიშნავია, რომ ამ ბეჟიტა დალაქიშვილს ჰყოლია ბოგანო გლეხები ორი ძმა პაპუნა და თამაზ.

XVII-XVIII საუკუნეთა იმერეთის სამეფოს სოციალური შინაარსის საბუთებში იხსენიებიან თავად წულიკიძეთა აზნაური დალაქიშვილები. თავადი წულუკიძენი მამულებს ფლობდნენ ქვემო რაჭაში და ვაკე იმერეთში, აზნაური დალაქიშვილებიც ამ ადგილებში ჩანან.

XVII საუკუნის მიწურულის ერთ საბუთში დალაქიშვილი იხსენიება სოფელ დარგვისში, ხოლო 1700 წელს დალაქიშვილი ჩანს შიდა ქართლში, საამილახვროს სოფელ ტყვიავში.

1700-1719 წლების თუმანიშვილთა ყმა-მამულის სიაში იხსენიება დალაქიშვილი 34 დღიური მიწით.

1790 წელს ვაკე იმერეთის გლეხთა რაზმი დალაქიშვილის მეთაურობით დავით ბატონიშვილს მიემხრო და გამეფებაში დაეხმარა. ეს ვაკელი დალაქიშვილი, როგორც ჩანს, აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა.

1801-1802 წლების კახეთის აღწერაში სოფელ ნორიოში იხსენიებიან სახასო მემკვიდრე გლეხები გოგია და სუხია დალაქიშვილები, თიანეთიდან ახმეტას გადასული სახასო გლეხები ღვთისია და ნინია დალაქიშვილები, ახმეტას, ჭავჭავაძეთა მამულში - გლახა, ნინია და გოგია დალაქიშვილები, მატანს, ჩოლოყაშვილთა მამულში - ბერუა და თათუა დალაქიშვილები.

გადმოცემით, ქვემო ქართლში ალგეთის ხეობაში მცხოვრები დალაქიშვილების ნაწილი შიგნით კახეთიდან ყოფილა გადმოსული. ალგეთელ დალაქიშვილთა ერთი ნაწილი მიზეზთა და მიზეზთა გამო გრიგორიანთა რიგზე მონათლულა. კასპელი დალაქიშვილები ქალაქის ერთ-ერთ ძირძველ მკვიდრებად ითვლებიან.

1850 წლის იმერეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში იხსენიება აზნაურ დალაქიშვილთა ოთხი ოჯახი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის დალაქიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი - ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.

ჩვენს დროში წინაპართა მხედრული ტრადიციები გააგრძელა ავიაციის გენერალ-მაიორმა ნარიმან დალაქიშვილმა.

ამჟამად დალაქიშვილნი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: კასპის, მცხეთის, თეთრიწყაროსა და თელავის რაიონებში. დალაქიშვილები იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

თბილისში ამერ-იმერი დალაქიშვილების დაახლოებით 230 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში დალაქიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2900-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი დალაქიშვილთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

დარბაისელი
გავრცელებულია გორისა და საგარეჯოს რაიონში. გვარადქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა. იგი ძველად დარბაზის წევრის აღმნიშვნელი ტერმინი იყო, ხოლო შემდეგ დინჯი ადამიანის მნიშვნელობაც მიენიჭა.
Submitted by: scroll.ge

დევსურაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი დევსურა.

ანალოგიურადაა ნაწარმოები გვარები: დეველაშვილი, დევნოზაშვილი.

საქართველოში 163 დევსურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 82, თეთრი წყაროში – 27, გარდაბანში – 17. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

დეკანოიძე
ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდანდეკანოზი. დეკანოზიქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი. საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველადხატის მსახური.
Submitted by: scroll.ge

დვალი
გავრცელებულია ქუთაისში, ამბროლაურსა და თბილისში. იბერიულ- კავკასიური ტომი ძველ საქართველოში. ანტიკურ წყაროებში პირველად მოხსენიებულნი არიან ახალი წ. აღ. I-II სს-ში თალის, ვალის, უვალის სახელწოდებებით, სახლობენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში- დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის, ისტორიულ დვალეთში. ისტორიულად ცნობილია დვალები, ქართველი კალიგრაფები. დვალები ასურეთში გადმოვიდნენ 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან.
Submitted by: scroll.ge

დოლაბერიძე
გავრცელებულია მაღლაკში (წყალტუბოს რაიონი ) და სხვ. შეიცავს რთული შედგენილობის საკუთარ სახელს დოლაბერი.
Submitted by: scroll.ge

დღეს ეს გვარი გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
Submitted by: scroll.ge

ედილაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ედილა.

„მისრი ედილაშვილი – სახლიკაცი მამისა ბერსინაშვილისა... კათალიკოს შიოსა და მცხეთაშვილთა თანხმობით, მან იშვილა სიძე-მღვდელი იოანე ჭარმაული, შეიყვანა მემამულედ და ჩააბარა თავისი განუყოფელი სახლი და მამული, 1442 წელს.”

ედილაშვილები დღეს ცხოვრობენ ბორჯომის ხეობასა და შიდა ქართლის სოფელ ბრეთში.

საქართველოში 452 ედილაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 240, თბილისში – 145, გორში – 17. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


ედიშერაშვილი
გავრცელებულია ხოვლეში (კასპის რ.), ქარელისა და გორის რაიონებში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდანედიშერა. “ედიშერაშვილნი არიან ედისიდგან მოსულნი ხეობასა შინა ძველადვე აზნაურნი”. დავით ედიშერაშვილი (1935წ.), ზესიძედ ჩასახლდა მუხათში არტემ მურადაშვილთან. გადმოვიდა გომარეთიდან (დმანისის რ-ნი). შედარებითი გვარებია: ედიშერიძე, ედიშეროვი (იგივე ედიშერაშვილი).
Submitted by: scroll.ge

ელიზბარაშვილი
საკუთარი სახელი “ელიზბარ”. ელიზბარის ეტიმოლოგია არაა დადგენილი. ცნობილია, 1659 წელს ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და წმინდანად იქნა შერაცხული. ელიზბარაშვილები არიან რამდენიმე დიდებული საგვარეულოს შტო-გვარებიც, მათ შორის ბაგრატიონ-დავითაშვილებისა.
Submitted by: scroll.ge

ელიოზაშვილი
გავრცელებულია ქართლში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “ელიოზი”. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს ეს გვარი წარჩინებულ მთავართა შორის.
Submitted by: scroll.ge

ელისაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელისა. გვხვდება, ასევე, სახელი ელისე, რომელიც ძველი ბერძნული სიტყვისაგანაა ნაწარმოები და ღვთისგან ხსნილს ნიშნავს.

1708 წელს მამუკა აბელაძისა და დათუნა კოსაძის მიერ არდაშელ ზუბულიძისადმი გაცემული დახსნილობის წიგნში მოხსენიებულია ელიოზ ელისაშვილი.

1721 წელს მოხსენიებულია ხოსროვანიშვილის ყმა, დათუა ელისაშვილი.

საქართველოში 706 ელისაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 278, გურჯაანში – 73, ბორჯომში 44. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ერთგულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ერთგულა.

1721 წელს მოიხსენიება ნოდარ სუფსაჯიას ყმა – გიორგი ერთგულაშვილი.

საქართველოში 53 ერთგულაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 46, თბილისში – 5, თელავში – 2.

ერისთავი
გავრცელებულია ახმეტის რაიონში( ქისტაური). გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი. მეფის მიერ დანიშნული გარკვეული კუთხის გამგებელი ფეოდალურ საქართველოში (ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, რაჭის ერისთავი და სხვ.)
Submitted by: scroll.ge

ვალიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვალა, რომლისგანაც მომდინარეობს ფორმები: ვალე, ვალერი, ვალო. ამ გვარის ფუძე სიტყვა ვალს უკავშირდება. ვალიშვილი მამუკა მოხსენიებულია ჯავახიშვილების 1607 წლის ნასყიდობის წიგნში.

საქართველოში 1 180 ვალიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 310, გორში – 274, მცხეთაში – 238. არიან სხვაგანაც.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ვეფხიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვეფხია.

1721 წელს კრწანისში მოიხსენიება მამულა ვეფხიაშვილი.

ამავე ძირის გვარებია: ვეფხვაძე, ვეფხაშვილი.

საქართველოში 20 ვეფხიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 7, თბილისში – 3, რუსთავში – 2. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ზარანდია
გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. ზარანდ -ირანული საკუთარი სახელი. ეს მეგრული გვარი ნაწარმოები ჩანს სკვითური ზარანდ სახელისაგან, რომელიც “მოხუცს” ნიშნავს.
Submitted by: scroll.ge

ზარიძე
გავრცელებულია ფშავში. სავარაუდოდ, დაკავშირებულია მეტსახელთან “ზარი”. ზარი, სამგლოვიარო გუნდური სიმღერატირილი. ზარიძეები სოფელია თიანეთის რაიონში. ამავე ძირისაა: ზარია, ზარიაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ზედგინიძე
გავრცელებულია ასპინძის რაიონში. ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს წარჩინებულთა შორის. ამ გვარეულობამ მიიღო ამილახვრობა. შედგება საკუთარი სახელისგან ზედგინი, ზევდგინ. მესხეთიდან იმერეთშიც არიან გადმოსახლებულნი.
Submitted by: scroll.ge

ზუბიაშვილი
გავრცელებულია გორში, კასპსა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ზუბია. შედარებითი გვარებია : ზუბაშვილი, ზუბულაშვილი, ზუბალაშვილი. ლეჩხუმში არის ზუბის ციხე. იქვეა სოფელი ზუბი. ზუბიაშვილი არის აგრეთვე თუმანიშვილების შტო-გვარი.
Submitted by: scroll.ge

ზუმბაძე – სუმბაძე
ზუმბაძე და სუმბაძე ერთი და იგივე გვარია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სუმბატი. ამ სახელისგან ნაწარმოებია, ასევე, გვარები: სუმბათაშვილი, სუმბაძე, ზუმბაიძე.

საქართველოში 546 ზუმბაძე ცხოვრობს: თბილისში – 96, ახალციხეში – 87, ხარაგაულში – 79. არიან სხვაგანაც.

442 სუმბაძე: თელავში – 342, თბილისში – 67, ახმეტაში – 10.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ზუმბულაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუმბულა, ზუმბული.

1871 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო ალექსანდრე ზუმბულაძე.

საქართველოში 299 ზუმბულიძე ცხოვრობს: გორში – 168, თბილისში – 104, ხარაგაულში – 7. არიან სხვაგანაც.

ზუმბულიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუმბულა, ზუმბული. 1871 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო ალექსანდრე ზუმბულაძე. საქართველოში 299 ზუმბულიძე ცხოვრობს: გორში - 168, თბილისში 104, ხარაგაულში 7. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.ge

თაბაგარი
გავრცელებულია ძირითადად თერჯოლის რაიონში. გვარადქცეული სადაურების სიტყვა უნდა იყოს. თაბაგრები სოფელია ჭიათურაში. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს გვარი.
Submitted by: scroll.ge

თაბუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თაბუ, თაბუა. 1721 წლის აღწერით, ივანე თაბუაშვილი მოიხსენიება სოფელ დიდ ენაგეთში. საქართველოში 603 თაბუაშვილი ცხოვრობს: კასპში – 313, თბილისში – 161, გორში – 61.


 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

თავდგირიძე
გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს მთავართა შორის, უწარჩინებულეს და შემძლებელთა შორის. გურიაში გადასულნი არიან სამცხიდან. ძველი ფორმაა თადგირიძე. შეიცავს საკუთარ სახელს თავდგირი.
Submitted by: scroll.ge

თათარაშვილები
თათარაშვილების ადრინდელი გვარი გადმოცემით ქავთარაძე ყოფილა. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაციათ. დიდი ხნის შემდეგ თავი დაუხსნია და მცხეთაში დასახლებულა. მის შთამომავლობას ამის გამო თათარაშვილობა მიუღია.
Submitted by: scroll.ge

თათარაშვილი
თათარაშვილების ადრინდელი გვარი გადმოცემით ქავთარაძე ყოფილა. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაციათ. დიდი ხნის შემდეგ თავი დაუხსნია და მცხეთაში დასახლებულა. მის შთამომავლობას ამის გამო თათარაშვილობა მიუღია.
Submitted by: scroll.ge

თათარიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თათრა, თათარა. თათარა მომდინარეობს სხვა ტომის, თათრის სახელწოდებიდან. ამგვარად ნაწარმოები გვარებია: არაბიძე, ოსაძე, ჩერქეზია. გადმოცემის მიხედვით, თათარაშვილების ადრინდელი გვარი ქავთარაძე იყო. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაცებიათ. დიდი ხნის შემდეგ მას ტყვეობიდან დაუღწევია თავი და მცხეთაში დასახლებულა. ამის გამო მის შთამომავლებს გვარად თათრიშვილი, მოგვიანებით კი თათარაშვილი მიუღიათ. ისინი სოფელ დიდ დაღეთში ცხოვრობდნენ. კუმისიდან დიდ ენაგეთში საცხოვრებლად გადასულა მიხეილ ჯაშიაშვილის სიძე, პაშა თათარაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: თათარაძე, თათარაიძე.

საქართველოში 858 თათრიშვილი ცხოვრობს. 1537 – თათარაშვილი. 200 – თათარიშვილი.

თათრიშვილები
ქართული გვარი.

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თათრა, თათარა. თათარა მომდინარეობს სხვა ტომის, თათრის სახელწოდებიდან. ამგვარად ნაწარმოები გვარებია: არაბიძე, ოსაძე, ჩერქეზია. გადმოცემის მიხედვით, თათარაშვილების ადრინდელი გვარი ქავთარაძე იყო. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაცებიათ. დიდი ხნის შემდეგ მას ტყვეობიდან დაუღწევია თავი და მცხეთაში დასახლებულა. ამის გამო მის შთამომავლებს გვარად თათრიშვილი, მოგვიანებით კი თათარაშვილი მიუღიათ. ისინი სოფელ დიდ დაღეთში ცხოვრობდნენ. კუმისიდან დიდ ენაგეთში საცხოვრებლად გადასულა მიხეილ ჯაშიაშვილის სიძე, პაშა თათარაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: თათარაძე, თათარაიძე.

საქართველოში 858 თათრიშვილი ცხოვრობს. 1537 – თათარაშვილი. 200 – თათარიშვილი.

თამაზაშვილი
ეს გვარი გავრცელებულია საგარეჯოს რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდანთამაზი. ხაშმელი თამაზაშვილები, გადმოცემით, რაჭიდან არიან გადმოსულები. მათი ადრინდელი გვარი ლაშხი ყოფილა. შემდეგ მამის სახელი უქცევიათ გვარად.
Submitted by: scroll.ge

თამარაშვილი
ეს გვარი ძირითადად გავრცელებულია თბილისსა და ახალციხეში. ცნობილი ისტორიკოსი მიხეილ თამარაშვილი თავის გვარს ამ წესით ამოკლებდა და ევროპულ ენებზე წერდა: Michel Tamarati. ამავე ძირისაა თამარაძე.
Submitted by: scroll.ge

თაქთაქიშვილი
გავრცელებულია ქართლში და ძველი ფეოდალური საგვარეულო ყოფილა სამცხეში. სამცხიდან ჩამოსულან და დასახლებულან ქართლში. ამავე ძირისაა თაქთაქიძე.
Submitted by: scroll.ge

თაყაიშვილი
მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თაყა. ეს სიტყვა შემონახულია ანდაზაში: “ეგრე არ უნდა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო”. ამავე ძირისაა: თაყაძე (ჯავახეთში); თაყაიშვილი, თაყნიაშვილი(დმანისის რ-ნი).
Submitted by: scroll.ge

თბილელი
გავრცელებულია თბილისში. გვრადქცეული სადაურობის სიტყვაა. გამოყენებული ფსევდონიმადაც: იოსებ თბილელი და სხვა. ამავე ძირისაა თბილელაშვილი.
Submitted by: scroll.ge

თეგეთაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტეგა, თეგო, თეგათა.

სოფელ წვერში დროებით ვალდებულ გლეხად აღნიშნულნი არიან ელიზბარ, გაბრიელ, გიორგი, საბა და ვანო თეგეთაშვილები.

1817 წელს გვარი თეგეთაშვილი მოიხსენიება ზირბითში.

კოდაში მცხოვრები პაპუნა თეგეთაშვილი 1826 წელს ნათლავს შვილს.

საქართველოში 130 თეგეთაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 53, გარდაბანში – 33, თეთრი წყაროში – 20. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


თოროზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თოროზა. არუთინა თოროზაშვილი შვილებთან ერთად მოიხსენიება 1843 წელს, დიდ თონეთში. 1843 წელს, პატარა თონეთის აღწერაში, მოიხსენიება ვახტანგ დემურაშვილი, იგივე თოროზაშვილი.
მოგვიანებით, თოროზაშვილები რუსული გაფორმებით, თოროზოვებად ჩაუწერიათ.

საქართველოში 86 თოროზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, გორში – 10, ბოლნისში – 8 არიან სხვაგანაც. 57 თოროზოვი.

თუხარელი
გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია ცხინვალისა და კასპის რ-ში; თუხარისი ციხე-ქალაქი იყო შავშეთში.
Submitted by: scroll.ge

იაშვილი
გავრცელებულია ამბროლაურის, საჩხერის რაიონებში და სხვა. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა რაჭასა და იმერეთში. იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდებელია XVს. მიწურულს. პირველად იგი მოიცავდა სოფლებს: სადმელს, ძირაგეულს, კლდისუბანსა და ბეთლევს (ამბრ.რ.). ადრინდელი ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ დაცულია 1432 წლის სიგელში. შემდგარია საკუთარი სახელისგან “ია”. ასურეთში იაშვილები გადმოვიდნენ ამბროლაურის რაიონის, სოფ. სხვავადან 1951 წელს. ამავე ძირისაა იაძე.
Submitted by: scroll.ge

იგითხანიშვილი
გავრცელებულია ახალციხეში. შედგება რთულფუძიანი საკუთარი სახელისგან იგითხანი. “იგიდ-ხან” თურქული სიტყვაა და ნიშნავს გმირს, მამაც ბატონს. თურქთა ბატონობის დროს შერქმეული გვარსახელია. ძველი გვარი ჩუტკერაშვილი ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

ინასარიძე
წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში. გავრცელებულია ასპინძის, ამბროლაურისა და ონის რაიონში.
Submitted by: scroll.ge

ირემაშვილი
ირემაშვილთა გვარი
ირემაშვილი, ირემაძე, ირემაული, ირმისაშვილი ერთფუძიანი გვარსახელებია. მათ საერთო ფუძე აქვთ - ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი "ირემა". ეს გვარები ერთმანეთს მხოლოდ ფუძით ემსგავსებიან და არავითარი ნათესაური კავშირი მათ შორის არ არსებობს.

ნათესაობა ვერ დგინდება ირემაშვილთა გვარის შიგნითაც. ჩვენ ვერ ვადასტურებთ, ვთქვათ, ქვემოქართლელ და შიდაქართლელ ირემაშვილთა საერთო წარმომავლობას. ირემაშვილი მრავალძირიანი გვარი ჩანს. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ირემას შთამომავალთ ირემაშვილობა გაუგვარდათ.

სოციალური მდგომარეობით ირემაშვილები საბატონო და საეკლესიო გლეხები ყოფილან. ქართულ საისტორიო საბუთებში ირემაშვილთა გვარი XV საუკუნიდან იხსენიება.

KARIBCHE

1412-1442 წლების მეფეთ მეფის ალექსანდრე I-ის შიომღვიმისადმი შეწირულობის სიგელში მეფის მიერ მონასტრისთვის შეწირული მამულის მომიჯნავედ დასახელებულია ძალისელი გლეხი ირემაშვილი. სოფელი ძალისი მცხეთის რაიონში მდებარეობს.

1665 წელს ქვემო ქართლიდან, აზნაურ თურქესტანიშვილის მამულიდან თბილისში გადმოსახლებული გლეხი მამუკა ირემაშვილი, თბილელი ეპისკოპოსის დახმარებით და მეფის დასტურით, თავს აღწევს აზნაურის ყმობას და თბილისის სიონის ეკლესიის ყმა ხდება. საერთოდ, საბატონო გლეხებში დიდი იყო სურვილი იმისა, რომ სამეფო ან საეკლესიო გლეხთა კატეგორიაში გადასულიყვნენ.

1685-1703 წლების საბუთებში ქვემო ქართლის სოფელ ახალდაბაში იხსენიებიან საბატონო გლეხები: გოდერძი, მახარა, სეფია და სვიმონ ირემაშვილები. ისინი აზნაურ თურქესტანიშვილთა ყმები იყვნენ.

1688 წლის წყალობის სიგელში გლეხი ირემაშვილი ჩანს ქვემო ქართლის სოფელ ერტისში. ის თურქესტანიშვილის ყმა ყოფილა, მაგრამ გიორგი მეფეს მამულით აზნაურ მიქელაძისთვის გადაუცია.

1694 და 1697 წლებში შიდაქართლელი მასია და ბერუკა ირემაშვილები მოწმეებად არიან დასახელებულნი თავად ჯავახიშვილთა და აზნაურ მამაცაშვილთა ნასყიდობის წიგნებში. როგორც ჩანს, ეს ირემაშვილები მტკვრის გაღმა-გამოღმა ცხოვრობდნენ დღევანდელი კასპისა და ქარელის რაიონების ტერიტორიაზე.

1707 წლის ერთ განჩინებაში ხუცესი ირემაშვილის საკვამლო იხსენიება ქვემო ქართლში, საგერმანოზიშვილო მამულში, სოფელ მცოვრეთში.

1722-1740 წლებში შედგენილი მცხეთის საკათალიკოსო ყმათა ნუსხაში დასახელებულია შიდა ქართლის სოფელ სასხორში მცხოვრები გლეხი ბერუა ირემაშვილი.

1785 წლის შანშე მილახორის არზაში იხსენიება მოხელე, ღალის ამკრეფი ირემაშვილი ადამა.

ზეპირი გადმოცემით, კავთისხეველი ირემაშვილები ჩასახლებულან ქვემო ხანდაკში (კასპის რაიონი) და გოროვანში (მცხეთის რაიონი) მცხეთის რაიონის სოფელ წეროვნიდან, სადაც ამჟამად ირემაშვილები საკმაოდ მრავლად არიან. სამი ძმა წასულა შიგნით კახეთის სოფლებში ვაქირში, ვაზისუბანსა და შილდაში. თუმცა დღეს ქართლისა და კახეთის ირემაშვილები ერთმანეთში აღარ ნათესაობენ. შესაძლოა, ეს ფაქტი გარდასულ თაობათა სიმრავლით აიხსნას.

ქართლში ირემაშვილთა ნაწილი მიზეზთა და მიზეზთა გამო გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადასულა, ხოლო სარწმუნოების შეცვლა ეროვნების შეცვლასაც ნიშნავდა საქართველოში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ირემაშვილთა გვარის მეომრები (ვინაც რჯული არ შეიცვალა) "ჟამსა ერთობისასა" კომლზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის შუაგულ - "მეფისა ალმის მპყრობელთა" სადროშოში, ხოლო "შემდგომად განყოფისა" ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში.

ამჟამად ირემაშვილები ცხოვრობენ: ქართლის გაღმამხარში და მუხრანის ველზე, ქვემო ქართლში - ალგეთის ხეობაში, გარე და შიგნით კახეთში, კახეთის გაღმამხარში და ჰერეთში, განსაკუთრებით მრავლად არიან: კასპის, მცხეთის, თეთრიწყაროს, გურჯაანის, ყვარლისა და საგარეჯოს რაიონებში.

თბილისში ქართლ-კახეთის ირემაშვილთაგან დაახლოებით 250 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ირემაშვილთა საერთო რაოდენობა 2200 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ირემაშვილთა!

წყარო: karibche.ambebi.ge

იქოჯანაშვილი
(1721წ.), საკ. სახ. ოქია (საქ. სიძვ., II, 196); ოქინა (საამილახვრ. დავთ., 17; ალ. ღლ., 174) // ჯანა. შდრ. ველიჯანა, მამაჯანა, ბეგიჯანა და მისტ.
Submitted by: scroll.ge

იშხნელი
გავრცელებულია თერჯოლის რაიონში. თერჯოლაში არის იშხნელების უბანი; გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა; იშხანი სოფლისა და მონასტრის სახელწოდებაა ძველ ტაო-კლარჯეთში. ამავე ძირისაა: იშხანაშვილი (მუხრანი), იშხნელიძე (აჭარა).
Submitted by: scroll.ge

კაიშაური


აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თეთრი არაგვის სათავეებში მდებარეობს მთიულეთის თემთა შორის ყველაზე მაღალმთიანი თემი - ხადა. ხადას თემში ჯვრის უღელტეხილის მახლობლად ვრცელი, ვულკანური წარმოშობის ზეგანია, რომელსაც მთიულები დიდველს ეძახიან. დიდველზე რამდენიმე სოფელი და ნასოფლარია. ერთ-ერთ სოფელს კაიშაურნი ან კაიშაურთკარი ჰქვია და სოფლის გამო ზოგჯერ დიდველსაც კაიშაურთველს უწოდებენ.



კაიშაურთკარში ამჟამად ძირითადად ჯაღმაიძეები ცხოვრობენ, რომლებიც იქვე ხევს გაღმა მდებარე ნასოფლარ ჯაღმიანთკარიდან გადმოსულან რამდენიმე ათეული წლის წინ. თითო-თითო ოჯახი სეთურიძეთა და ზაქაიძეთა მეზობელი სოფლებიდან - სეთურთკარიდან და ზაქათკარიდან შემომატებულან, მაგრამ კაიშაურთა გვარისა სოფელ კაიშაურთკარში აღარავინ დარჩენილა.



ხალხში შემორჩენილი გადმოცემები, სოფლის ეკლესიისა და საფლავის ქვების წარწერები და თვითონ სოფლის სახელწოდება გვიდასტურებს ამ სოფელში კაიშაურთა ცხოვრების კვალს. ეს ადგილი კაიშაურთა გვარის ბუდეა. აქ გაჩენილა გვარსახელი "კაიშაური" ანუ კაიშაურთა წინაპრებს აქ დარქმევიათ კაიშაურები. თვითონ წინაპრები კი უფრო შორიდან მოდიან. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა მოგვეჩვენოს, გადმოცემა ასე მოგვითხრობს: კაიშაურთა წინაპრები აფხაზეთიდან ყოფილან გადმოსულნი, თანაც მათი თავდაპირველი გვარი, არც მეტი, არც ნაკლები, შერვაშიძე ყოფილა.



სერგი მაკალათიას 1930 წელს გამოცემულ წიგნში "მთიულეთი" პირდაპირ აქვს მითითებული: "კაიშაურის წინაპარი გვარად შერვაშიძე ყოფილა, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსულა". რა თქმა უნდა, ბატონი სერგი ამ ცნობას ადგილობრივი მთხრობელების ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიტანდა თავის წიგნში. მსგავსი გადმოცემა ჩაიწერა ეთნოგრაფმა ვახტანგ ითონიშვილმა 1982 წლის მთიულეთის ექსპედიციაში მუშაობის დროს, დაბა ფასანაურში მცხოვრები 82 წლის ალექსანდრე ნიკოლოზის ძე კაიშაურისგან: "შერვაშიძეები ყოფილან გვარად აფხაზეთში, იქიდან წამოსულან. იქ მოხვდომია მკვლელობა, ვიღაც ახლობელი მოუკლავს. იმ კაცს ჰყოლია სამი ვაჟი. იქაც იცოდნენ სისხლის აღება. აყრილა ის კაცი და წამოსულა, წამოუყვანია შვილებიც. აქ მოსულან: ერთი შვილი დაუსახლებია გვიდაქეში, ერთი კაიშაურში და ერთიც ყაზბეგში. გვიდაქეში ვინც დასახლებულა, ადრევე უცოლოდ მომკვდარა, კაიშაური გამრავლებულა, ყაზბეგში რო ღუდუშაურია, იმ კაიშაურის ერთ ძმაზე მოდიან. აფხაზურად ღუდუ - კარგია, აქედან - ღუდუშაური. ეს ღუდუშაურები გვებიძაშვილებიან".



ხალხური გადმოცემის მეორე ვერსიით, თითქოს აფხაზეთიდან ლტოლვილ შერვაშიძეს მთიულეთში, დიდველზე ერთი შაურიანი უპოვია. "კაი შაურიაო", უთქვამს და გვარის სახელადაც კაიშაური შერქმევია.



ცოტა არ იყოს, საეჭვოდ გვეჩვენება ამგვარი ეტიმოლოგია. ჩვენს წინაპრებს, ვისაც სადმე რა სიტყვა უთქვამს, გვარსახელები იმის იხედვით არ დარქმევიათ. არც სიტყვა "ღუდუ" ითარგმნება აფხაზურად (კარგი აფხაზურად "აბზია"). და საერთოდ, ხალხურ ეტიმოლოგიასთან სიფრთხილე გვმართებს. თუმცა თავად ფაქტს, რომ ასეთი გადმოცემები ხალხში მართლაც არსებობს და სამეცნიერო ლიტერატურაშიც არის ფიქსირებული, ვერსად გავექცევით.



ვინ იცის, იქნებ იმ მოსულმა შერვაშიძემ მართლაც იპოვა ერთი კაი შაური დიდველზე, მაგრამ ეს არ უნდა გამხდარიყო მისთვის ახალი გვარსახელის შერქმევის მიზეზი.



მაინც რას უნდა ნიშნავდეს გვარსახელი კაიშაური?



სავსებით შესაძლებელია, ქართული გვარსახელების უმრავლესობის მსგავსად, ესეც ეპონიმური ტიპის გვარსახელი იყოს, ესე იგი, მომდინარეობდეს წინაპრის საკუთარი სახელიდან. ძველ საქართველოში გავრცელებული იყო მამაკაცის საკუთარი სახელები: კაიოს, კაისა, კაიშა. სამივე შემთხვევაში სახელის ფუძეა სიტყვა "კაი". "შა" - კნინობითი სუფიქსია. ამ სუფიქსით არის გაფორმებული სხვა საკუთარი სახელებიც: გიგა - გიგუშა, ლეგა - ლეგუშა, ღუდუ - ღუდუშა და სხვა. გვარსახელის დაბოლოება "ური" აღმოსავლეთ საქართველოს მთებში შემორჩენილი ძველი ქართული გვარის მაწარმოებელია და კუთვნილებას, მოდენილობას, ჩამომავლობას ნიშნავს.



ამრიგად, "კაიშაური" - კაიშას შთამომავალს ნიშნავს და არა კარგ შაურს. რაც შეეხება კაიშაურებში შემორჩენილ ხსოვნას, "ეს ღუდუშაურები გვებიძაშვილებიანო", შესაძლოა, აქ საქმე გვქონდეს მთაში ფართოდ გავრცელებულ შეფიცულობის ჩვეულებასთან, მით უმეტეს, რომ ერთ ხალხურ ლექსში პირდაპირ არის მითითებული ბარელი ფეოდალების ძალმომრეობასთან ბრძოლაში ღუდუშაურის მიერ კაიშაურის გვერდით დგომისა და მხარის გამაგრების შესახებ:



"შე ლომო კაიშაურო,
გაგიეთისა მჭირეო,
შვიდჯერ მოგიხდა ხელმწიფე,
ციხე შენ დაიჭირეო.
აზნაურობა მიიღე,
მამული დაიმკვიდრეო,
იქა გყავ ღუდუშაური,
მხარიც მან დაგიჭირაო".

მთიულეთის სინამდვილეში დადასტურებულია შემთხვევები, როდესაც "ხმალზე ნაფიცი" გვარები ერთმანეთს ბიძაშვილებად მიიჩნევდნენ და ქალსაც არ ათხოვებდნენ ერთმანეთში.



საინტერესოა, რომ ხალხურ ლექსში კაიშაური აზნაურად იხსენიება. კაიშაურის გვარის მთხრობელიც ადასტურებს გადმოცემას, რომ მეფემ მათ წინაპარს აზნაურობა უბოძა, მაგრამ დასძენს: "ხალხთან კაიშაურები აზნაურებივით კი არ იყვნენ. არც დიდი მამულები ჰქონდათო".



როგორც ცნობილია, მთიულეთის მოსახლეობის აღწერის დავთრებში არც ერთი თავადი და აზნაური არ იხსენიება. იქ თავადაზნაურობას არასოდეს უცხოვრია. მთიულეთის მოსახლეობა შედგებოდა თავისუფალი მეთემეებისგან. არც კაიშაურები იყვნენ აზნაურები. ხალხურ ლექსსა და გადმოცემაში ასახვა პოვა იმ გარემოებამ, რომ კაიშაურთა გვარი, სხვებთან შედარებით, ეკონომიურად და სოციალურად მართლაც აღზევებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთი კაიშაური, სახელად ლაზარე, ქსნელ-არაგველთა მთავარი სალოცავის, დიდი ლომისის წმინდა გიორგის რკინის კარზე ამოკვეთილ ხუცურ წარწერაში იხსენიება კარის შემჭედელ-შემომწირველთა შორის. მეორე წარმომადგენელი კაიშაურთა გვარისა, სახელად პაპი, დიდველის მთავარი სალოცავის, წმინდა სამების, ხევისბერად შემორჩა ხალხის ხსოვნას.



1774 წლის არაგვის ხეობის აღწერაში ხადას კაიშაურთკარს შვიდი კომლი იხსენიება:



"კაიშაური ზარიბეგის შვილი ნიკოლა, ზარიბეგ, გივი და ბერი. აქავ კაიშაური გამახარას შვილი ელისბარ. აქავ კაიშაური გამახარას შვილი ბალა და ნადირა. აქავ კაიშაური ქიტის შვილი ბეჟან და იასე. აქავ კაიშაური ჯაიგისას შვილი ფისან. აქავ კაიშაური პაპას შვილი გიორგი და ბერი. აქავ კაიშაური ჯანას შვილი ბისლან".



1781 წლის ქსნის ხეობის აღწერაში სოფელ საძეგურში კაიშაურთა ორი ოჯახი ჩანს: "აქავ კაიშაური ზაქარია, შალვა, მგელია და კაიშაური (საკუთარი სახელია). აქავ კაიშაური ხადო".



ეს აღწერები მეფე ერეკლეს ბრძანებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქვეყნის ბრძოლისუნარიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენას. როგორც ამ მასალებიდან ირკვევა, მხოლოდ ქსნელი და არაგველი კაიშაურებიდან მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში გამოდიოდა 18 მეომარი.



ამ აღწერებამდე ცოტა უფრო ადრე, XVIII საუკუნის I მესამედის კახეთის აღწერის დავთარში კაიშაურების ერთი ოჯახი იხსენიება შიგნით კახეთის სოფელ კისისხევში. ეს კაიშაურები კახეთში ალბათ ახალი ჩამოსახლებულები იყვნენ. აღწერის დავთარში ისინი ბოგანოებად ჩაუწერიათ. 1801 წელს არაგვის საერისთავოს მფლობელმა ვახტანგ ბატონიშვილმა თარხნობის სიგელი უბოძა ზარიბეგ, გივი და გამახარე კაიშაურებს:



"წყალობითა ღვთისაითა, ჩვენ იესიან-დავითიან-პანკრატოანმან, ძემან საქართველოისა მეფის ირაკლი მეორისამან, მპყრობელმან სრულიად არაგვისამან, ბატონიშვილმან, პატრონმან ვახტანგ ესე წყალობის წიგნი და სიგელი გიბოძეთ შენ, ჩვენსა ერთგულად მოსამსახურესა ყმასა ჩვენსა მთიულს კაიშაურს ზარიბეგსა და ძმათა შენთა გივსა და გამახარეს, ასე რომ მისი უწმინდესობა აოსიანთ, კათალიკოს-პატრიარქი თავადი მხარგრძელი იოსებ, რუსეთიდამ მობრძანდა, და თქვენ იმისთვის თქვენის შეძლებისაებრ ჯეროვნად გემსახურათ და მათი სამსახური ჩვენთვის დიდი სასიამოვნო იყო, მათი უწმინდესობა შუა შემოვიდა და თქვენი სითარხნე გვთხოვა, ჩვენც ვისმინეთ მოხსენება თქვენი და იმათის პატივისცემისთვის გიბოძეთ სითარხნე და აზატობა, ასე რომ არა გეთხოვებოდეს რა საჩვენო სათხოვარი და გამოსაღები, არა ყალანი, არა სამასპინძლო, არა პური და არა საკლავი, ერთი ლაშქარ-ნადირის მეტი, და ხატის მამული რომ გიჭირავთ, ისიც თქვენ უნდა გეჭიროთ და რაც იმ მამულს ხატის დებულება აძეს, ის კი უკლებრად უნდა აძლიოთ, რომ ხატს თავისი სამსახური არ მოეშალოს. გიბრძანებ, კარისა ჩვენისა მოხელენო და მთიულეთის მოურაო, ბრძანება ესე ჩვენი თქვენცა ასე დაუმტკიცეთ და ნუ ვინ მოუშლით თვინიერ შეწევნისა კიდე. აღიწერა ხელითა კარისა ჩვენისა მღვდლის ჭონქაძისა, თუესა მარტსა დ. ქორონიკონსა უპთ".



სიგელი ინახება საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში.



კიდევ ერთი ცნობილი კაიშაურის სახელი ახსოვთ დიდველის სოფლებში. ეს იყო საკმაოდ შეძლებული კაცი, მთაში ცხვრისა და ბარად ვენახების პატრონი, განათლებული, "შვიდი ენის მცოდნე" და "მთის არწივად" წოდებული, ალექსანდრე ყაზბეგის მეგობარი შიო კაიშაური.



მის პიროვნებაზე მეტყველებს ერთი შემთხვევა, რომელსაც მთიული მთხრობელები დღესაც იგონებენ. ერთხელ მუხრან-ბატონის ცხვარი ამოურეკავთ ხადას მთებში საზაფხულოდ. იმხანად მთიულეთის საძოვრები მთიულეთის ცხვარს ვეღარ იტევდა. შიო კაიშაურის მოჯამაგირეებმა არ დააყენეს მუხრან-ბატონის მოჯამაგირეები და ცხვარი უკან გაარეკინეს. მუხრან-ბატონს სასამართლოში უჩივლია. შიოს სამართალშიც თავისი გაუტანია და მერე მუხრან-ბატონისთვის შეუთვლია: "მანდ შენა ხარ ბატონი, აქ - მეო".



XIX საუკუნეში უმოღვაწია მღვდელ შიო კაიშაურს. ეს სხვა შიო კაიშაურია. "განათლებულმა შიო მღვდელმა გახსნა აქ შკოლაო", - იგონებენ ღრმად მოხუცი მთიულები, რომლებსაც იმ "შკოლაში" უსწავლიათ წერა-კითხვა. 100 წელზე მეტია, რაც კაიშაურთკარში სკოლა არსებობს. მისივე გარჯით აშენებულა სოფელ კაიშაურთკარის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის სამრეკლოზე შემდეგი სამშენებლო წარწერა იკითხება: "1899წ. შეწევნითა ღვთისითა აშენდა ესე ტაძარი მეფობასა შინა იმპერატორ ნიკოლოზ II და ფლავიანე ეგზარხოსის დროს. ამა ტაძრის აღშენებაში დიდი შრომა მიუძღვით ადგილობრივ მღ. შ. კაიშაურსა და სოფ. კაიშაურს, ჯაღუმიანთ, ზაქათ, სეთურთ, სოყურიანთ და ქუმლისციხლებს. მათი შრომისთვის იყავი შემწე წმ. დიდო მთავარმოწამეო გიორგი ამიერითგან უკუნისამდე აქა მოხსენებულთათვის".



ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის კაიშაურთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა და კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ - მეფისა ალმის მპყრობელთა სადროშოებში, თავად ბაგრატიონ მუხრან-ბატონთა და ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშების ქვეშ.



კაიშაურთა სალოცავებია: ქსნის ხეობაში სოფელ საძეგურში "კაიშაურთხატი" და მთიულეთში სოფელ კაიშაურთკარში კვირაცხოველი.



ამჟამად, როგორც უკვე ითქვა, სოფელ კაიშაურში კაიშაური აღარავინ ცხოვრობს. "კაიშაურები, მენ მოვესწარ, ოცი კომი მეტი იყო ათას ცხრაას პირველებში, ეხლა ერთიც არაა", - უთხრა მთიულეთში სტუმრად მისულ ენათმეცნიერს ლია კაიშაურს მოხუცმა მთიულმა ზაქათკარელმა გიორგი ზაქაიძემ.



კაიშაურები ამ საუკუნის 20-იან წლებში აყრილან და სხვადასხვა მხარეს გაფანტულან. მდიდრები ყოფილან და კოლექტივიზაციას ვერ შეჰგუებიან. ზოგი ბარად წასულა, ზოგიც - ჩრდილოეთ კავკასიაში და კიდევ უფრო მოშორებით. მათი შთამომავლები ახლა ვლადიკავკაზში, არმავირში, დონეცკში, მოსკოვში, სტოკჰოლმში, რომსა და პარიზში ცხოვრობენ. საქართველოში კაიშაურები ცხოვრობენ ფასანაურში, დუშეთში, კასპში, მცხეთაში, ახმეტასა და თბილისში.



სხვადასხვა დროს კაიშაურთკარიდან წასულან და გვარი შეუცვლიათ ახმეტელ ჯაღუმიშვილებს და ოკმელ და ავჭალელ შამანაურებს. ესენი ერთი სისხლის ხალხია. ამჟამად საქართველოში კაიშაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 490-ს აჭარბებს.



ღმერთმა ამრავლოს გვარი კაიშაურთა!


კანდელაკი
გავრცელებულია იმერეთში, რაჭაში და სხვაგან. ეს გვარი მომდინარეობს სასულიერო ტერმინიდან“მესანთლე”, “მნათე”(ბერძ). ამავე ძირისაა გვარი კანდელაკიშვილი. საჯავახოს კანდელაკები ადრე ქორიძეები ყოფილან, სამტრედიისა კინიკურაძეები.
Submitted by: scroll.ge

კარახანოვები
იყვნენ ყარახანოვები (ყარახანაშვილები). იგივე შავხანიშვილები, შავკანიშვილი, შავხელურები. ყარაშვილი რეალურად, იგივე შავიშვილია. საქართველოში 243 კარახანოვი, ანუ იგივე ყარახანაშვილი ცხოვრობს: თბილისში 149, გარეუბანში 33, ბოლნისში 15. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.ge

კაცია
მეგრული წარმომავლობის გვარია. ფიქსირდება ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. კაცია ქართულ საეკლესიო კალენდარში მიჩნეულია ადამ-ის შესატყვისად.
Submitted by: scroll.ge

კახნიაშვილი
კახნიაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მომდინარეობს წინაპრის საკუთარი სახელიდან. სახელი კახნია კახის კნინობითი ფორმაა.

როგორც გვარმოდენილობა, კახნიაშვილი ერთძირიანი და, შესაბამისად, ერთბუდიანი გვარია. ეთნოგრაფიული მონაცემებით, კახნიაშვილთა ბუდე-პირველსაცხოვრისი დიდი ლიახვის ხეობა, სოფელი კეხვი უნდა იყოს. კახნიაშვილებს თითქოს კეხვის ციხის მეციხოვნეობა მოუდიოდათ. სოციალური მდგომარეობით გლეხები იყვნენ. ნაწილი თარხანი გლეხი ყოფილა.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, კახნიაშვილების გვარი XVIII საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება.

1725 წლის 7 ივლისს თავადმა ლევან მაჩაბელმა თავად გივი ამილახვარს ნასყიდობის წიგნი მისცა, რომელშიც მოწმეებად იხსენიებიან სამაჩაბლოელი ბერი, თევდორე და სეხნია კახნიაშვილები: "ესე უთუო და უთუმცო, დრო-დაუდებელი, მიზეზ-შემოუღებელი და ყოვლის ჩხუბისა და ილათისაგან გამოსული ნასყიდობის წიგნი და სიგელი დაგიწერეთ და მოგეცით ჩვენ, მაჩაბელმა ალხაზის-შვილმან ლევან და ძმამან ჩემმან დავით და შვილმან ჩემმან ალხაზ და მომავალთა სახლისა ჩვენისათა ყოველთავე თქვენ - ამილახორს ბატონს გივსა, ძმასა თქვენსა ეშიკაღას-ბაშს ბატონს იოთამს, შვილთა თქვენსა ანდუყაფარს, ბიძაშვილთა თქვენთა იესეს, დემეტრეს, ბარძიმს და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე. ასე რაიმე დაგვეჭირა და სათათროს სათხოვარისაგან დიაღ ძალი დაგვადგა და მოგყიდეთ ჩვენი მკვიდრი ყმა, ჩემს ბარათში ნარგები, და ბარათიც თქვენ მოგართვით, წაკულთას ოვსი ნარიკაშვილი ვეფხიას საკვამლო, მთასა და ბარს რაც ალაგი ჰქონდეს და დიცას რაც მამული აქვს, დღეს რისაც მქონებელი იყოს; კიდევ შავლახაშვილი შერმაზან თავის სახლის კაცით და დღეს რისაც მამულის მქონებელი იყოს, დღეს თავისის წილის მამულით და ალაგითა. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან, რაგვარადაც სხვას ალალს მონასყიდესა. აღარა დარჩომილა-რა ჩვენი თქვენ-ზედა არც ერთი იოტის ფასი. თუ ვინმე ამისი მოდავე გამოჩნდეს, პირისა და პასუხის გამცემი ჩვენ ვიყვნეთ. არიან ამისი მოწამე თავად ღმერთი და ყოველნი მისნი ანგელოზნი... კაცთაგან მაჩაბელი ვახტანგ (ბეჭედი), მაჩაბელი პაატა (ბეჭედი), ოტიაშვილი ოტია და იესე (ბეჭდის ადგილი), ფხეიძე რევაზ (ბეჭდის ადგილი), ჩოლაყაშვილი ქაიხოსრო (ბეჭდის ადგილი), ფალავანდიშვილი ფეშანგი (ბეჭდის ადგილი), მუსადაშვილი ფარსადანა (ბეჭედი), ურიაყოფილი მამასახლისი როსტომ (ბეჭდის ადგილი), უზნაძე პაატა (ბეჭდის ადგილი), ბაბუციძე ბერი (ბეჭდის ადგილი), საღირაშვილი რამაზა (ბეჭდის ადგილი), კახნიაშვილი ბერი (ბეჭდის ადგილი), ზანგალაძე ოთარი (ბეჭდის ადგილი), კახნიაშვილი თევდორე (ბეჭდის ადგილი), კახნიაშვილი სეხნია (ბეჭდის ადგილი), კიდევ ამისი მოწამე ხვწეს ფირი და ჯაბო, ჯავს თოთი, ქოჩორა და გასი და ბორა, გუბთას დავითა და ბირთველა, სხლებს ჯაჭი. და მე ამილახორის დეკანოზს ბიძინას დამიწერია და მოწამეცა ვარ. დაიწერა მკათათვის შვიდსა, ქორონიკონს უიგ (ბეჭდის ადგილი). ამისი მოწამე ხერხეულიძე რევაზ (ბეჭდის ადგილი)".

ქართული წელთაღრიცხვის მეთოთხმეტე მოქცევის ქორონიკონის "უიგ" ანუ 413 წელი ქრისტინული წელთაღრიცხვის 1725 წელს შეესაბამება. ეს ის დროა, როდესაც უმეფოდ დარჩენილ ქართლში ოსმალთა ბატონობა იწყება. თავადებსაც კი გაუჭირდათ ახალი გადასახადების გადახდა. "დაგვეჭირა და სათათროს სათხოვარისაგან დიაღ ძალი დაგვადგაო", - წერს თვადი მაჩაბელი.

ამ საბუთში ჩვენთვის საინტერესოა მოწმეთა შორის რამდენიმე თავადის, აზნაურისა და მამასახლისის გვერდით სამი კახნიაშვილის მოხსენიება. თანაც საბუთში მათი სახელებისა და გვარების შემდეგ ბეჭდის დასასმელი ადგილებია დატოვებული. მიგვაჩნია, რომ საბუთში დასახელებული ბერი, თევდორე და სეხნია კახნიაშვილები სამაჩაბლოს ცალკეული სოფლების მამასახლისები, მოხელეები ან, უკიდურეს შემთხვევაში, სოფლის თავკაცები, სოფელში კითხული კაცები მაინც იყვნენ.

1725 წლისთვის კახნიაშვილების გვარი უკვე ცხოვრობს სამაჩაბლოში.

შემდეგი საისტორიო საბუთი, რომელშიც კახნიაშვილის გვარი იხსენიება, 1766 წლით თარიღდება. მასში საუბარია კახნიაშვილთა თარხნობის შესახებ: "მოკითხული ვქენით ჩვენ, მდივანმან ჯავახიშვილმან ნაცვალმან დავით, გედევანიშვილმან ნაცვალმან რევაზ, მეტრეველმა ჯანიშინმა დათუნამ და კაჭკაჭიშვილმა ჯანიშინმა გიორგიმ, კახნიაშვილის ჩიხოშვილის გიორგის და იმის ძმას სეხნიას სამოურაო არ სდებოდა, დავთარშიაც ვეძებეთ, მეზობლებსაც ვკითხეთ, მაგრამ არცა სდებოდა სამოურაო და არც ჩვენც გამოვართვით. თარხანი ყოფილიყო და ისევ თარხანი იყოს. ვინც მოუშალოს, ხელმწიფემ თავის შეცოდებად მოჰკითხოს. ძველათ წიგნი ჰქონებოდა, ჟამთა შლილობისაგან დაჰკარგოდა და იმისი მაგიერი ეს წიგნი მივეცით. დაიწერა ღვინობისთვის კვ. ქორონიკონს უნდ".

XVIII საუკუნის 60-იანი წლებია. ოსმალობა-ყიზილბაშობა უკვე 20 წელია მოვიშორეთ. ქართლი და კახეთი ერთ სამეფოდ შეკრულა. ქვეყანა ქვეყანას ემსგავსება. გლეხს "ჟამთა შლილობისაგან" თარხნობის სიგელი რომ დაეკარგოს, ქვეყანაში არიან მოხელეები, რომლებიც საქმეს გამოიძიებენ, ძველ დავთრებსაც მოძებნიან, მეზობლებსაც ჰკითხავენ და თუ გლეხი ადრე მართლა თარხანი ყოფილა, ისევ თარხნობას დაუმტკიცებენ.

კახნიაშვილების ეს ერთი შტო ადრევე თარხნები ყოფილან. 1766 წელს თარხნობა აღიდგინეს, ხოლო როდიდან მოუდით ეს პრივილეგია, საბუთიდან არ ჩანს.

ქართული სამართლის დრო იდგა. ვაჟობა, თავდადება, ერთგულება ფასობდა. თუ გლეხისშვილი სადმე ივარგებდა, ხმალს კარგად მოიქნევდა, მეფესა და ქვეყანას უერთგულებდა, არც მეფე, არც თავისი ბატონი (რომელიც ასახელა) სამსახურს არ დაუკარგავდა. ომი არ გვაკლდა და ქართველ კაცს მამულიშვილობის გამოსაჩენად ბევრი საშუალება ჰქონდა. ამითაც აიხსნება, რომ ქართველ გლეხობაში აზატ-თარხანთა და მსახურ-მოლაშქრეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფენა იყო. აზნაურებიც ხომ თავის დროზე გლეხები იყვნენ, ოღონდ "ვარგი" გლეხები.

XIX საუკუნეში, საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარების შემდეგ, ქართველ გლეხთა შორის დამსახურებით მოპოვებული აზატთა, თარხანთა და მსახურთა პრივილეგიები გაუქმდა.

1834 წლის 21 ნოემბერს კეხველი გლეხი ტეტია კახნიაშვილი თამასუქს აძლევს ვინმე მევახშე ძინძიბაძეს: "უნდა მოგცე მე, კეხვში მოსახლე კახნიაშვილმა ტეტიამა, თქვენ, ძინძიბაძე იოსებს, ცხრა მინალთუნი მანათის თეთრი ფული ამ იანვრის გასულს, ულაპარაკოდ მოგცე. არის ამის მოწამე, ვინც ამაზე ხელს მოაწერენ და მე ნონია ამირაღოვს დამიწერია ტეტიას თხოვნით. დაიწერა გიორგობის თვეს კა, ჩყლდ წელსა".

ეს მევახშე ძინძიბაძე სხვა საბუთებშიც ჩანს, როგორც ფულის სარგებლით გამსესხებელი.

საბუთებიდან არ ჩანს, როდის გადასახლდა სამაჩაბლოელი კახნიაშვილების ერთი შტო ზემო იმერეთში.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, კახნიაშვილებს უცხოვრიათ იმერეთის სოფელ დილიკაურში. ისინი თავად აბაშიძეთა გლეხები ყოფილან. გადმოცემით, იმერეთში კახნიაშვილები აბაშიძეთა გლეხები ყოფილან გვიანფეოდალურ ხანაშიც, რუსთა გაბატონებამდე.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის კახნიაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში და იმერეთის სამეფო ლაშქრის ასევე მემარჯვენე სადროშოში.

იმერეთში რამდენიმე ადგილს სახელად შემორჩა კახნიაშვილების გვარის სახელი: "კახნიაშვილისოული" - სახნავი ადგილი სოფელ დილიკაურში, "კახნიაშვილის წყარო" - წყარო ამავე სოფელში, "კახნიაშვილების უბანი" - უბანი სოფელ ბოსლევსა და სოფელ დილიკაურში, "კახნიოური" - სახნავი სოფელ ზედა საქარაში.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ იმერეთის ძველ რუკაზე დაფიქსირებული ნასოფლარი კახნიაური და კახნიაურის ციხეც (თერჯოლის რაიონში) თითქოს კახნიაშვილების გვართან არის დაკავშირებული, თუმცა შესაძლოა ამ შემთხვევაში მხოლოდ პატრონიმისა და ტოპონიმის ფუძეთა მსგავსებასთან გვქონდეს საქმე და არა მათ შორის ისტორიულ კავშირთან.

კახნიაშვილებმა აღადგინეს ეკლესია ლიახვის ხეობის სოფელ კეხვსა და თბილისის შემოგარენის სოფელ ლისში.

ამჟამად კახნიაშვილები ცხოვრობენ შიდა ქართლში - გორის, ქარელის, ხაშურის, მცხეთის რაიონებში, იმერეთში - ძირითადად ზესტაფონის რაიონში, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.

საქართველოში კახნიაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1700 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კახნიაშვილთა!

წყარო: http://karibche.ambebi.ge/

კახუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კახია.

ამავე ძირისაა გვარები: კახაბრიშვილი, კახეთელიძე, კახელი, კახელაშვილი, კახელიძე, კახიანი, კახიაშვილი, კახიანიძე, კახიძე, კახნიაშვილი, კახოიძე, კახოშვილი, კახუაშვილი.

1721 წელს, პატარა მონასტერში მოიხსენიება სეხნია კახუაშვილი.

საქართველოში 135 კახუაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 60, თბილისში – 38, დუშეთში – 23. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

კენწელაშვილი
კენწელაშვილთა მცირერიცხოვანი გვარი კახეთის გაღმამხარში სოფელ გავაზში ბუდობს. გადმოცემით ისინი თუშეთიდან ჩამოსულან. მაგრამ თუშეთში გავრცელებულ გვარტა შორის კენწელაშვილი არ გვხვდება. როგორც ჩანს კენწელაშვილთა წინაპარი სანამ თუშეთში ცხოვრობდა სხვა გვარს ატარებდა და ბარად ჩამოსახლების შემდეგ დაერქვა კენწელაშვილი. ასეთი შემთხვევა ხშირია. ქართლსა და კახეთი მრავალი გვარი მთიდან ჩამოსახლებულად მიიჩნევა ისე, რომ მთაში არც მათი გვარისანი ცხოვრობენ და არც საგვარეულო სოფლები და ნასოფლარები გააჩნიათ. საქმე გვაქვს გვარსახელის შეცვლასთან არა ყოველთვის, მაგრამ საკმაოდ ხშირად თავის თემს, საბიძაშვუილის მოშორებული, ბარად ჩამოსახლებული მთიელი გვარის სახელსაც იცვლიდა ან ეცვლებოდა.

კენწელაშვილთა წინაპარი თუშეთში თუ თავისუფალი მთელი მეთემე იყო, კახეთში ყმა-გლეხი გამხდარა. ამას ადასტურებს ჩვენს ხელთ არსებული ჯერჯერობით ერთადერთი ისტორიული საბუთი რომელშიც კენწელაშვილთა გვარიიხსენიება.

1781 წლის უცნობი პირის ყმათა გამოსაღების ნუსხაში სხვებს შორის იხსენიება გლეხი ჭელო კენწელაშვილი, ორი სტილი უნდა გადაიხადოსო, კვერცხი მართებსო "საწყალი იყო"-ო იქვე მიუწერიათ ანუ "შეუძლებელი". ნუსხაში არ არის მითითებული სოფლები, მაგრამ ჩამოთვლილი გვარების უმრავლესობა კახურია: თოხარიკაშვილი, ელიბოშვილი, გოგილაშვილი, ერდულიშვილი, ალადოშვილი, წყალობაშვილი და სხვა. მათი შთამომავალნი დღეს კახეთში: ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის რაიონებში ცხოვრობენ. მიგვაჩნია, რომ ამ გვარების გვერდით მოხსენიებული გლეხი ჭელო კენწლაშვილი 1781 წლისთვის უკვე კახეთის მკვიდრია, თანაც მართალია ჯერ კიდევ "შეუძლებელი", მაგრამ ხიზნობის პერიოდი უკვე გავლილი აქვს რახან "გამოსაღების ნუსხაში" შეუყვანიათ.

ვერაფერს ვიტყვით რა დამსახურებისთვის ებოძათ კეწელაშვილებს მამული გავაზში. ჩვენთვის ეს ფაქტი უცნობია. თუშები რომ ლეკთა თარეშს ებრძოდნენ და ხშირად წარმატებასაც აღწევდნენ. საყოველთაოდ ცნობილია ისიც ხშირად ხდებოდა, რომ კახტა მეფეები თუშ-ფსავ-ხევსურთა გამორჩეულ მეომრებს კახეთში მამულებს ურიგებდნენ.

ღმერთისა და საქართველოსთვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისთვის, კენწელაშვილთა გვარის წინაპრები თუშეთში ქუდზე კაცად და კახეთში კომლზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.

ამჟამად კენწელაშვილები ცხოვრობენ ყვარლის რაიონის სოფელ გვაზში. დაახლოებით 18 კომლი, თბილისში 3-4 კომლი, 1 სული გურჯაანში და 1 სული ზესტაფონში. საქართველოში კენწელაშვილთა გვარი 80 სულს აღწევს. ისევე როგორც თუშური წარმომავლობის გვარების უმრავლესობა ისინიც მცირერიცხოვანნი არიან.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კენწელაშვილთა.


მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

კერესელიძე
გავრცელებულია ონის, თერჯოლისა და ლანჩხუთის რაიონში. უნდა მომდინარეობდეს სახელიდან კერა, კერე. სოფელ ბოგვში ალგეთისპირა ერთ-ერთ ბაღს ახლაც ეძახიან “კერესელიძეების ბაღს”. იტყვიან “კერესელიძეების წისქვილსაც”, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, რადგან შეცვალა სოფ. ჯორჯიაშვილში აგებულმა ელექტროწისქვილმა. ეს წისქვილი საუკუნეზე მეტხანს ემსახურებოდა ბოგვსა და მის ახლომახლო სოფლებს. არის კერესელიძეების სახლიც, მაგრამ ამ სახლს თავისი პირვანდელი მფლობელის სახელი ვერ შერჩა, სახლის ხსოვნამ მისი უკანასკნელი მფლობელის საგინაშვილის სახელი შემოინახა.
Submitted by: scroll.ge

კვარაცხელია
ამ გვარის წარმოშობის შესახებ საინტერესო ისტორია არსებობს. არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც: ერთხელ თამარ მეფე თავისი ამალით სვანეთიდან მოდიოდა. წინ დახვდნენ ორ მწკრივად მდგარი მეომრები, რომლებიც მეფეს გზას უნათებდნენ ანთებული კვარებით. მეფე ჩამოქვეითდა ცხენიდან, მიუახლოვდა ერთ წარმოსადეგ ვაჟკაცს და ხელი გაუწოდა. მან თავი დახარა მეფის წინაშე და კვარი გადასცა. მეფემ გამოართვა კვარი, მაგრამ ვერ გაუძლო ანთებული კვარის სიმხურვალეს და გაუვარდა – ამ ვაჟკაცმა კვარი ჰაერში დაიჭირა, მაშინ თამარმა თქვა „კვარი ცხელია“ და მისცა ვაჟკაცს კვარაცხელიას გვარი.

კვირიკაშვილი
სიტყვა კვირიკედან მომდინარეობს, კვირიკე ბერძნულად “უფლისა”-ს ნიშნავს. კვირიკე ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად მისგან წამოსული გვარებია: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკეიშვილი, კვირიკიძე, კვირკველია.
Submitted by: scroll.ge

კიკნაძე
ეს გვარი წინაპრის საკუთარ სახელს“კიკნას”- ს უკავშირდება. წარმოშობილია დასავლეთ საქართველოში. გვარის ბუდეა ზემო იმერეთი. სოციალური წარმომავლობით აზნაურული გვარია. პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის ბოლოს. დომენტი კათალიკოსის დროს, 1598-1600 წლებში კიკნაძის გვარი გვხვდება შეწირულობის სიგელში. ამ პერიოდში უკვე შიდა ქართლშია გადმოსული. რაოდენობით კიკნაძის გვარი ამჟამად 5500-ს აჭარბებს. 700-ზე მეტი ცხოვრობს ხაშურში, 600-ზე მეტიხარაგაულში, 200-ზე მეტირუსთავში, 200ბორჯომში, 100-ზე მეტიყვარელში, თბილისში კი 2000-ზე მეტი კიკნაძეა.
Submitted by: scroll.ge

კლდიაშვილი
გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან. კლდიაშვილი- გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან.
Submitted by: scroll.ge

კობაიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კობა.

მისი თიკუნებია: ბეჟანიანი, ლაბიანი, მახარიანი, მაგლიანი.

კობაიძე უძველესი გვარია. ხალხური თქმულების მიხედვით, მას ვახტანგ გორგასლის ხანას უკავშირებენ.

ამავე ძირისაა გვარები: კობალავა, კობალაძე, კობაური, კობაჩიშვილი, კობაძე, კოპაძე, კობელაშვილი, კობეშავიძე, კობიაშვილი, კობინაშვილი.

დუშეთის რაიონში არის სოფელი კობიანთკარი.

ვახუშტის მიხედვით, 1774 წელს ცხაოტში მოიხსენიება ჩირიკის არაგვის ერისთავის ყმა თათილა კობაიძე.

საქართველოში 1 831 კობაიძე ცხოვრობს: თბილისში – 686, დუშეთში – 219, დედოფლისწყაროში – 190. არიან სხვაგანაც.

146 – კობაძე.

კობახიძე
კობახიძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი "კობა". კობა იაკობის შემოკლებული ფორმაა.

გვარის სახელით "კობ"-ფუძიანი არიან: კობაიძეები, კობაურები, კობაძეები, კობიძეები, კობიაშვილები, კობალაძეები, კობალავები, კობახიანები, კობახაშვილები და კობახიძეები. რა თქმა უნდა, ამათ მხოლოდ გვარსახელის ფუძის მსგავსება აერთიანებთ და არა სისხლით ნათესაობა.

კობახიძე ერთძირიანი გვარია, ერთი წინაპრისგან მოდიან.

კობახიძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი რაჭაშია.

სოციალური მდგომარეობით იყვნენ გლეხი კობახიძეები და იყვნენ აზნაური კობახიძეებიც.

ჩვენს ხელთ არსებულ საისტორიო საბუთებში კობახიძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1544 წლის ბაგრატ იმერთა მეფის შეწირულობის წიგნის მიხედვით, რაჭის სოფელ თლუღისა და ხოტევის კობახიძენი ნიკორწმინდის ტაძრის მსახურნი გამხდარან.

1633 წლის ქართლის მეფის როსტომის ერთ საბუთში ხსენებული თამარაშენელი ხუცესი კობახიძე დიდი ლიახვის ხეობაში, თავად მაჩაბელთა მამულში ჩანს გადმოსახლებული.

ამავე XVII საუკუნის სხვა საბუთით, კობახიძეები შიგნით კახეთში ალავერდის მამულში ჩანან დამკვიდრებულნი.

ადრევე დამკვიდრებულან რაჭველი კობახიძენი ზემო იმერეთში. იოანე ბატონიშვილი შიდა ქართლში - ქსნის ერისთავის აზნაურ კობახიძეებსა და ქვემო ქართლში - თავად ჯამბაკურ-ორბელიანის აზნაურ კობახიშვილებს იმერეთიდან გადმოსულ აზნაურ კობახიძეებად მიიჩნევს. ესე იგი იმერეთში მანამდე უკვე უცხოვრიათ კობახიძეებს.

1796 წელს აზნაურმა კობახიძეებმა - მღვდელმა გაბრიელმა და მისმა ბიძამ ბასილმა არზით მიმართეს ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე II-ს. არზიდან ირკვევა, რომ აზნაურ კობახიძეთა ეს შტო შიდა ქართლში მეჯვრისხევსა და ქედისუბანში მკვიდრობდა და მამულებს ფლობდა. არზაში ისინი თავიანთ თავს ახალ სახასო აზნაურებად იხსენიებენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ მანამდე ისინი საამილახვროს აზნაურები იქნებოდნენ.

საქართველოში რუსთა ბატონობის დამკვიდრების შემდეგ რუსულ საიდუმლო მიმოწერაში იხსენიება აზნაურ ნონია კობახიძის სახელი, რომელიც რუსთა დაუძინებელ მტერს ალექსანდრე ბატონიშვილს ახლდა სპარსეთში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის კობახიძეთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ: ცალკერძ - იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, ცალკერძ - ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, ცალკერძ - კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად კობახიძეები ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ამბროლაურის, ზესტაფონის, გორისა და ლაგოდეხის რაიონებში.

საქართველოში კობახიძეთა საერთო რაოდენობა 7300 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კობახიძეთა!

წყარო:karibche.ambebi.ge

კოვზაძე
ეს გვარი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული სახელი “კოვზა”-დან მომდინარეობს. ამ გვარის წინაპრები კოვზების გამოთლით ყოფილან ცნობილნი. ეს ტრადიცია aხლაც გრძელდება. ამავე ძირისაა: კოვზანაძე, კოვზიაშვილი, კოვზიშვილი, კოვზირიძე.
Submitted by: scroll.ge

კოპაძე
გავრცელებულია მესხეთში, იმერეთსა და ქართლში. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო მესხეთში. შეიცავს საკუთარ სახელს კოპა, შედარებითი ფორმაა კოპალე. ისტორიულ დოკუმენტებში დაცულია “კოპაძეთა მოსახსენიებელნი”. ამავე ძირისაა: კოპეიშვილი, კოპელაშვილი, კოპილაშვილი, კოპლატაძე.
Submitted by: scroll.ge

კოპტონაშვილი
მომდინარეობს მეტსახელიდან “კოპტონა”. გადმოცემით, კოპტონაშვილების ძველი გვარი ხმალაძე ყოფილა. ერთ-ერთ ხმალაძეს ბატონთან უთანხმოება ჰქონია, მისთვის თივის ზვინები გადაუწვია, გაქცეულა და ჯავახეთში გადასახლებულა. აქ ბევრი სელი მოუყვანია, კოპტონი უხვად ჰქონდა, რისთვისაც კოპტონა დაურქმევიათ.
Submitted by: scroll.ge

კოშკელაშვილი
სადაურობის სიტყვიდან მომდინარეობს. სოფელი კოშკი კახეთში მდებარეობდა. გადმოცემით, კოშკელაშვილების წინაპრები კახეთიდან თბილისის მახლობლად გადმოსახლებულან. ზოგი მათგანი კოშკელოვებად იწერება.
Submitted by: scroll.ge

კოხოძე
საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) გვარების დიდი უმრავლესობა კაცის სახელისაგან არის წარმოებული. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა: გორგოძის გვარის წარმოშობა კაცის ძველ ქართულ სახელს - გორგას უკავშირდება, ხოლო კოხოძე, ასევე ძველ ქართულ სახელს - კოხას.

გორგოძეებისა და კოხოძეების გვარის დიდი ნაწილი დროთა მანძილზე სოფელ ბერიეთის აღმოსავლეთით, მდინარე საკრაულის ხეობაში გადასახლებულან, რისი მიზეზიც შეიძლება ერთის მხრივ ყოფილიყო სრულიად ბუნებრივი რამ - მოსახლეობის გამრავლება და ახალი საცხოვრისის მოძიება. ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლოა ბერიეთის მოსახლეობისათვის გაუსაძლისი გამხდარიყო ახალციხის საფაშოდან თურქების გამუდმებული თავდასხმები (შეიძლება ამ სოფლიდან მოსახლეობის დიდი ნაწილის ახალ საცხოვრებელ ადგილებში მასიურად გადასვლა, ,,ჟამიანობის" გამოც ვივარაუდოთ,რომელმაც მე-17- ე საუკუნეში მდინარეების ხანისწყლისა და წაბლარასწყლის ხეობის ბევრი სოფელი დააცარიელა და გააუკაცრიელა,მაგრამ სოფელ ბერიეთის მაგალითზე ეს ნაკლებად სავარაუდოა,რადგან ბერიეთის ნასახლარების ზედაპირული დათვალიერების დროსაც კი,აქ ჩანს ადამიანთა ცხოვრების უწყვეტი ჯაჭვი და არ იკითხება ამ ნასახლართა უეცრად მიტოვების დიდი ხნის კვალი.1944 წლის ნოემბერ-დეკემბერში,ისევე როგორც ბაღდათის მხარის სხვა სოფლებიდან,ბერიეთში მცხოვრები ოჯახებიც გადაასახლეს მესხეთში,ადიგენისა და ახალციხის რაიონებში.ამის შემდეგ აქ ცხოვრებას კვლავ აგრძელებდა რამდენიმე ოჯახი,რომლებმაც გასული საუკუნის 50 იან წლებში მიატოვეს ეს ადგილები და ახლა ფაქტიურად ,,ბერიეთი" გატყევებულია).

გორგოძეების გვარი დღევანდელ სოფელ ზედა ზეგანში დასახლებულა, ხოლო კოხოძეები - ქვედა ზეგანში.

ამ ორი გვარის ნათესაობას რამდენიმე ხალხური გადმოცემა ამტკიცებს: ერთ-ერთის თანახმად, რასაც ალბათ ამ გვარების მატარებელი ბევრი ხანდაზმული ადამიანი დაადასტურებს, არ შეიძლებოდა და მკაცრად იყო აკრძალული, რომ კოხოძეს ცოლად მოეყვანა გორგოძე და გორგოძეს - კოხოძე. არის კიდევ ერთი ძველი ხალხური გამოთქმაც: „ეივალა გორგოძემ და გადიხადა კოხოძემ.“ მთავარი არგუმენტი კი ამ ორი გვარის საერთო წარმოშობისა არის ის, რომ ყოველი წლის 2 აგვისტოს გორგოძეები და კოხოძეები ნასოფლარ ბერიეთში ერთად დღესასწაულობენ ,,ბერიეთობას".

კუმელაშვილი
გვარის ფუძეა სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა კუმისელი.

ბერიკა კუმელაშვილი მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის ყმების წიგნში აღწერილ ნუსხაში.

საქართველოში 123 კუმელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 47, რუსთავში – 9, გარდაბანში – 6. არიან სხვაგანაც

კუნჭულია
შუბანის მკვიდრები ჟვანიასათვის მზითევში მიცემულ მეორე გვარად ასახელებენ კუნჭულიას. მართალია ეთნოგრაფიული მასალები და საისტორიო მონაცემებიც კუნჭულიათა სამეგრელოს მკვიდრობას ადასტურებს, მაგრამ ამ ეპონიმური გვარსახელის სამკვიდროდ გურიაც სახელდება: კუჭული -> კუნჭულია. აქ - ნ ჩანართად ივარაუდება (პ. ცხადაია, 2000, გვ. 102)

კუპრავიშვილი
ბატონი პაატა ცხადაია წერს, რომ კუპრავიშვილები იგივე კუპრეიშვილები, თავდაპირველად გურიაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი სამეგრელოში გადასახლებულან. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კუპრა. ესაა ქართული სახელი, რომელიც ერთ დროს საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. „კუპრა“ მეგრულად „შავგვრემანს“ ნიშნავს.

საქართველოში 1 928 კუპრავიშვილი ცხოვრობს: სენაკში – 638, აბაშაში – 362, თბილისში – 301. არიან სხვაგანაც.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ლაბაძე
წარმოიშვა სახელიდან “ლაბა” ეს გვარი იმერული წარმოშობისაა და გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რეგიონში. ლაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში. ბუნებრივია, ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.
Submitted by: scroll.ge

ლალიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლალი.

ძველად ეს იყო როგორც ქალის, ასევე, მამაკაცის საკუთარი სახელი. ისტორიულ დოკუმენტებში კი უმეტესად, ქალის სახელადაა მოხსენიებული.

მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში ლალა-ამირიდო შველიძემ თიხლის მონასტერს სააღაპო შესწირა ყანისა და ქარიზანიძის მიწის შუამდებარე ყანა.

1688 წელს, ტინისხიდში მცხოვრებმა ზაალ ლალიაშვილმა მამული მიჰყიდა ვინმე ჭუკაშვილს.

საქართველოში 206 ლალიაშვილი ცხოვრობს: გორში – 75, თბილისში – 56, ბორჯომში – 34. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ლაღიძე
ქართული გვარების წარმომავლობა სათავეს ადრეულ საუკუნეებში იღებს, რომლის შესახებ გამოთქმულია არაერთი საინტერესო მოსაზრება და ვარაუდი.ამ საკითხზე მეცნიერთა შორის მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები არსებობს, რომელთა განხილვა ჩვენი კვლევის საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ წინამდებარე ნაშრომის თემატიკიდან გამომდინარე და მცირე წინასიტყვაობის მიზნით, მას მხოლოდ მოკლედ შევეხებით.

 

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, საქართველოში გვარი ადრინდელი ფეოდალიზმის ეპოქაში გაჩენილა და VI-VIII საუკუნეებში იგი უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულა [ალ. ღლონტი, ქართველური საკუთარი სახელები, გვ.1986, გვ. 48]. ცდილობენ აგრეთვე ამ პროცესის დოკუმენტურად დადასტურებას VIII-IX საუკუნიდან [რ. თოფჩიშვილი, როდის წარმოიქმნა ქართული გვარსახელები, თბილისი 1997, გვ. 100; და სხვ.].

ლებანიძე
ლებანი - ნიგვზის გულის ნახევარი (საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული).

ლებანი - ქართული საკუთარი სახელი კაცისა.

შესაძლოა, ლებანი, ლებანა - კნინობითი ფორმა იყოს საკუთარი სახელისა "ლება" (შემორჩენილია ტოპონიმში "ლებაისკარი").

KARIBCHE

ლებანიძე - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. ოდესღაც ვინმე ლებანის, ლებანას შთამომავალთა ლებანიძეობა გაუგვარდათ. ძველთაგან ზემო რაჭას ბუდობდა გვარი ლებანიძეთა.

ქართულ საისტორიო საბუთებში ლებანიძენი XVI საუკუნიდან ჩანან. მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ტყავის გრაგნილი XVI საუკუნის კონდაკი, რომელსაც მინაწერი აქვს ტექსტისავე ხელით: "ლებანიძესა შიოს და მეუღლეს მის მარგალიტს შეუნდნენ ღმერთმან ცოდვანი მათნი ამინ უკუნისამდი".

ამავე XVI საუკუნის გონიერ ლებანიძის ხელით გადაწერილი ჟამნის ანდერძში იკითხება: "დედასა ამისგან მეტი არა ეწერა. მამაო ღმერთო, შეიწყალე სული გონიერი ლებანიძისა და მისისა დედა-მამისა, ამინ".

1809 წელს აზნაურ გიორგი ბაქრაძეს უდეობის წიგნი მიუცია გელათელი მიტროპოლიტ ეფთვიმესთვის, სადაც მოხსენიებულია გელათელი კაცი სიმონა ლებანიძე. ეს სიმონა ლებანიძე საეკლესიო გლეხი ყოფილა.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ლებანიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნე იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და შუაგულ სადროშოებში.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ლებანიძეთა გვარისშვილნი: პოეტი მურმან ლებანიძე, მსახიობი ნიკოლოზ ლებანიძე, მხატვარი ქრისტესია ლებანიძე, მწერალი გიორგი ლებანიძე, პროფესორი ვლადიმერ ლებანიძე...

ამჟამად ლებანიძენი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. თბილისში ლებანიძეთა დაახლოებით ას ორმოცდაათი კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ლებანიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი რვაას სამოცდაათს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ლებანიძეთა!

ლეკიშვილი
გავრცელებულია: გარდაბნის (მარტყოფი), ასპინძისა (ვარგავი) და კასპის რაიონში (წინარეხი). ამავე ძირისაა ლეკიაშვილი. გადმოცემით, წინარეხელი ლეკიშვილები წინათ მამისაშვილები ყოფილან, ერთი მათგანი ლეკებს გაუტაციათ, 3 წლის შემდეგ უკან დაბრუნებულა.
Submitted by: scroll.ge

ლიქოკელი
გავრცელებულია ხევსურეთში: აკუშო, აჭე. მომდინარეობს გვარადქცეული სადაურობის სიტყვიდან. ლიქოკი სოფელია ხევსურეთში, ლიქოკელების ძირითადი საცხოვრისი.
Submitted by: scroll.ge

ლოლაძე
გავრცელებულია საგარეჯოში, ჭიათურასა და თბილისში. შეიცავს ქალის საკუთარ სახელსლოლა. “ლოლაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან გადმოსულნი და ესენი ჩანდნენ ერეკლე მეფის დროს 1695 წელს და ტრაქტატსა შინა არიან მოხსენიებულ როგორც აზნაურნი და რომელნიც სახლობენ აწ იმერეთს და რომელიმე ქართლს”.
Submitted by: scroll.ge

ლომთაძე
ლომი - ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: ლომა, ლომუა, ლომინ, ლომერ, ლომიტა, ლომნია, ლომსა, ლომთა - იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად. არის შედგენილი სახელები: ლომგული, ლომგმირი, ლომკაცი, ლომდარი, ლომთათი.

გვარის სახელით "ლომ"-ფუძისანი არიან: ლომიძენი, ლომაშვილნი, ლომიანი, ლომინაძენი, ლომინეიშვილნი, ლომსაძენი, ლომსიანიძენი, ლომუაშვილნი, ლომოურნი, ლომკაციშვილნი, ლომდარიძენი, ლომთათიძენი, ლომთაძენი და სხვანი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდინელობით ერთსისხლნი.

KARIBCHE

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ლომთაძეთა.

ეგრე უბნობენ, ძმობა აქვთო იმერ ლომთაძეებს, იმერ ნებიერიძეებსა და კახელ მეხაშიშვილებს. ეს არის ზეპირი გადმოცემა და არა უმეტეს.

ქართულ საისტორიო საბუთებში ლომთაძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1583-1590 წლებით თარიღდება ლეონ იმერთა მეფის ნიკორწმინდისადმი შეწირულობის სიგელი, რომლის მიხედვითაც იმერეთის სოფელ კისურეთში მცხოვრები ლომთაძენი საეკლესიო გლეხები გახდნენ.

1644 წელს გაენთელმა მთავარეპისკოპოსმა ზაქარია ქვარიანმა იმერეთის სოფელ ნოღას გაბადიძისეულ ნასყიდ პარტახზე მცხოვრები გლეხი გოჩია ლომთაძე და მისი შვილი დათუნა გელათს ხახულის ღმრთისმშობელს შესწირა.

1793 წლის მანუჩარ ყიფიანის ნიკორწმინდისადმი შეწირულობის წიგნში მოწმეთა და განმრიგეთა შორის იხსენიებიან რაჭის სოფელ ტოლას მცხოვრები გლეხები შოშინიკი და გოგიტა ლომთაძენი.

XVII საუკუნის სოციალური შინაარის საბუთებში სოფელ დერჩსა და სოფელ დღნორისაში მცხოვრები ლომთაძეები თავად ასათიანთა გლეხებად იხსენიებიან.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ლომთაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში.

ერის სამსახურში მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ლომთაძეთა გვარისშვილნი: საზოგადო მოღვაწე, ექვთიმე თაყაიშვილის თანამებრძოლი მიხეილ ლომთაძე; გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი ლომთაძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურმან ლომთაძე; ენათმეცნიერები ამირან, ლილი და ელიზბარ ლომთაძეები; დიალექტოლოგი თამარ ლომთაძე; არქეოლოგი გოჩა ლომთაძე; არქიტექტორები თეიმურაზ და შოთა ლომთაძეები; მხატვარი ლალი ლომთაძე; მსახიობი გურამ ლომთაძე; ქორეოგრაფი მურმან ლომთაძე და სხვანი.

ამჟამად ლომთაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, ლეხუმში, რაჭაში, ოდიშში, გურიასა და ქართლში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ტყიბულის (დაახლ. 120 კომლი) და ამბროლაურის (დაახლ. 80 კომლი) რაიონებში; ქალაქებში: ქუთაისსა (დაახლ. 350 კომლი) და თბილისში (დაახლ. 150 კომლი). მცირე რაოდენობით არიან: ონის, სამტრედიის, მარტვილის, ზუგდიდის, ლანხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთისა და სხვა რაიონებში. იყვნენ აფხაზეთშიც.

საქართველოში ლომთაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3800-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ლომთაძეთა!

ლომიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლომიტა.

ნადირა ლომიტაშვილი მოიხსენიება 1605 წლის ობოლაშვილის ნასყიდობის წიგნში, რომელიც რევაზ ნამურაძისთვის მიუციათ.

საქართველოში 433 ლომიტაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 175, თბილისში – 111, გორში – 34. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


ლურსმანაშვილი
გავრცელებულია: ჩხერში, სხლითში, ვერტყვიჭალაში. გადმოცემით ძველად ფურცელაძეები ყოფილან. ჩხეთში მოსახლე ლურსმანაშვილთა შტოგვარებია: ქაქიჩაშვილი, ბაშტაშვილი, მიქელაშვილი, ბეკიაშვილი, კიჟინაშვილი.
Submitted by: scroll.ge

მაისურაძე
მაისურაძეთა გვარი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია საქართველოში. ამჟამად მაისურაძეები სახლობენ თბილისში, რუსთავში, ონის რაიონში, გორში, კახეთში, მესხეთში ყაზბეგსა და ბორჯომში. მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, მაისურაძეთა ფუძე იყო სამხრეთ საქართველო. სიტყვა “მაისური” არაბულად წყლის მძებნელ ადამიანს ჰქვია. უხსოვარი დროიდან არაბეთში წყლის მძებნელის პროფესია არსებობდა.
Submitted by: scroll.ge

მაკარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაკარი.

დიდი საყდრის წინამძღოლი მაკარი მოხსენიებულია ბაგრატ მეფის მიერ იოსებ ფაჩულიძისთვის მიცემული მთავარანგელოზის ეკლესიის წყალობის წიგნის მტკიცებით ნაწილში.

თაყა ბარათაშვილის ყმა, ივანე მაკარაშვილი, მოწმეა ნარაუთის მამასახლისის მარქარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა.

ნოჯიკეთში მცხოვრები მაკარაშვილი, ვამეყ და სარო შებურიძეებმა საკანონოდ შესწირეს მცხეთის საყდარს, მარკოზის კათალიკოსობის დროს.

საქართველოში 428 მაკარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 201, მცხეთაში – 93, გარდაბანში – 73. არიან სხვაგანაც.

მარტოლეკი
გავრცელებულია მცხეთაში. შერქმეული გვარსახელი, სოფ. პატარძეულში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ერთი ლეკი ჩამოსახლებულა და ცოლად ქართველი ქალი შეურთავს, სოფელს არ მოსწონებია ქრისტიანისა და მაჰმადიანის შეუღლება. ცოლ-ქმარი სოფელს გასცილებია და ცალკე დასახლებულა. მათი შვილებისათვის მარტოლეკი უწოდებიათ.
Submitted by: scroll.ge

მაღალაძე
წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში. მაღალაძეები დაწინაურდნენ მე-15 საუკუნიდან. მაღალაძეთა გვარს ეჭირა საპატიო ადგილისვეტიცხოვლის ქადაგის თანამდებობა და ერთგული სამსახურისათვის მიუღიათ ამ თანამდებობისათვის მიკუთვნილი მამულები წინარეხში, რომელიც მათი რეზიდენცია გამხდარა. წინარეხიდან სამიოდე კმ-ის დაშორებით შემონახულია ე.წ. მაღალაანთ ეკლესია და კოშკები.
Submitted by: scroll.ge

მაღრაძე
გვარისსახელით “მაღრ”-ფუძისანი არიან: მაღრაშვილნი და მაღრანელნი – შიდაქართლელნი, მაღრიანნი – ლეჩხუმელნი და მაღრაძენი – ძირად მესხნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან მესხეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი მაღრაძეთა.

XV საუკუნეში სამცხიდან შიდა ქართლში გადმოსულ ფანასკერტელ-ციციშვილებს მესხი აზნაურნიც გადმოჰყვნენ. იმ დროს დამკვიდრებულან ქართლში საციციანოს აზნაური მაღრაძენიც.

1486-1488 წლებში ქართლის მეფემ დავით X-მ ივანე მაღრაძეს სასისხლო სიგელი უბოძა. სიგელში დავითი მეფედ წერია, სინამდვილეში კი იმხანად ქართლში კონსტანტინე II მეფობდა, ხოლო მისი ძე დავითი ბატონიშვილი იყო.

მაწიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაწია.

1721 წლის აღწერით, მოიხსენიებიან გოგია და დავით მაწიაშვილები.

საქართველოში 167 მაწიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 56, ახალგორში – 37, გურჯაანში – 26. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მახარაშვილი
გავრცელებულია გორის, მცხეთის, სიღნაღისა და სხვა რაიონებში. ამ გვარის ძირია “მახარა”, “მახარე”, რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს. ამავე ძირისაა გვარები: მახარაძე, მახარობლიშვილი, მახარობლიძე.
Submitted by: scroll.ge

მგალობლიშვილი
გავრცელებულია დირბში(გორის რ.), ერკეთში (ჩოხატაურის რ.) და ზუგდიდის რაიონში. სამეგრელოში გამოთქვამენ როგორც გალობერი, გელებერი. გადმოცემით, ერკეთელი მგალობლიშვილები ბალაძეები ყოფილან და გურიაში მესხეთიდან გადმოსახლებულან ლტოლვილობის დროს, თან წამოუღიათ ზარზმის ხატები და საეკლესიო ნივთები. ბალაძის ოჯახი მგალობელი ყოფილა, გურიის მთავარს გადაუყვანია შემოქმედს, სადაც მგალობლად უმოღვაწიათ.
Submitted by: scroll.ge

მეგრელიშვილი
გავრცელებულია ამბროლაურის რაიონშისოფელ აბანოეთსა და ორბელში (ცაგერის რაიონი).
Submitted by: scroll.ge

მელაშვილი
მომდინარეობს საკუთარი სახელიდანმელა, მგელი. აქედანვეა მიღებული სოფლის სახელი მელაანი (გურჯაანის რ.), ამავე ძირისაა: მელაია, მელაიძე, მელაძე. გავრცელებულია კვაცხუთში (ამბროლაურის რაიონი) და სხვა.
Submitted by: scroll.ge

მელიქიძე
გვხვდება ასპინძასა და ახლციხეში. საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის ტერმინი “მელიქი” (არაბ. მალიქ)- კუთხის, სოფლის, ქალაქის მმართველი, გამგებელი.
Submitted by: scroll.ge

მერაბიშვილი
გავრცელებულია ადიგენის რაიონში (უდე), კასპის რიონში (კავთისხევი) და სხვ. დაკავშირებულია საკუთარ სახელთან მერაბი. მერაბ სპარსულად “მზესავით ელვარეს” ნიშნავს. მერაბი ერქვა “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთ პერსონაჟს, როსტომის პაპას, რომელიც ზაბულისტანში მეფობდა. მერაბიშვილები 1688 წელს ენაგეთში მოხსენიებულნი არიან როგორც სახასო აზნაურები. გადმოცემით, უდელი მერაბიშვილების წინაპართა გვარი ხურციძე ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

მეტრეველი
(1766-1823) გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, მეტრევი ნასოფლარია ონის რაიონში, უწერასთან; მეტრეველი გავრცელებული გვარია. რაჭიდან (უწერა, ღარი, ონის რ-ნი და სხვა) ჯერ კიდევ ადრე დაუწყიათ ბარად ჩამოსვლა. იასე თაქთაქიშვილის მიერ შედგენილი მოწმობის წიგნი (1776წ. 17 ნოემბერი) გვაუწყებს: "აქ მე, იასე თაქთაქიშვილის ღ[მერ]თს წინაშე ასე ვმოწმობ, რომ ღ[ვ]თის წინაშე მამის და ბიძის ჩემისგან გამიგონია: რაჭიდან მეტრეველები ჩვენ მოგვსლია და ამ ერთს მეტრეველისათვის მამული ვერ უშოვნეთ. აზატობის წიგნი მოგვიცია, ვისაც უდნა ყმობოდა. წასულა და ქსნის ერისთავს ყმობია. მას დღეს აქეთ იმის ყმად ყოფილა...". დათუნა მეტრეველი, მოიხსენიებდა 1766 წ. სითარხნის განახლების წიგნში, მიცემული მდივან ჯავახიშვილის, ნაცვალ დავით გედევანიშვილის, ნაცვალ რევაზ მეტრეველისა და სხვ. მიერ გიორგი ჩიხოშვილ-კახნიაშვილისადმი. მეტრეველები ასურეთში ამბროლაურის რაიონის სოფ. სადმელიდან არიან გადმოსულები (1941წ.).
Submitted by: scroll.ge

მეფარიშვილი
გავრცელებულია ვანის და ჩოხატაურის რაიონში. შედგება ხელობის სახელისაგან მეფარეფარის მკეთებელი, მოხელე. ამავე ძირისაა: მეფარიძე.
Submitted by: scroll.ge

მიქაუტიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიქუტა.

ამავე ძირისაა გვარები: მიქაძე, მიქავა, მიქაია, მიქაისძე, მიქანაძე, მიქიანი.

მიქაუტიძეები სოფელ ასურეთში გადასულან საცხოვრებლად ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვადან, 1943 წელს.

საქართველოში 1 246 მიქაუტაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 383, თბილისში – 268, წყალტუბოში – 154. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მუმლაძე
მუმლა - მეტსახელი პატარა, ტანდაბალი კაცისა, ნაწარმოები წვრილი მწერის მუმლის, ქინქლას საზოგადო სახელიდან.

მუმლაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია, რადგან მის ფუძეში დევს გვარის წინაპრის მეტსახელი.

მუმლაძე ერთძირიანი გვარმოდენილობაა. მუმლაძეებს ერთი წინაპარი ჰყავდათ. გვარში არ შეიმჩნევა განსხვავებული წარმომავლობის განშტოებანი.

სოციალური მდგომარეობით მუმლაძეები ყოველთვის გლეხები იყვნენ: სამეფო, საბატონო და საეკლესიო ყმები.

ზეპირი გადმოცემით, მუმლაძეთა გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთის სოფელი რკვია ყოფილა. თუმცა მუმლაძეთა ნაწილი გვარის პირველსაცხოვრისად ზემო იმერეთის სოფელ მანდაეთსაც მიიჩნევს. მაგრამ ერთძირიან გვარს ერთი ბუდე უნდა ჰქონდეს. ჩვენს ხელთ არსებული მუმლაძეთა გვართან დაკავშირებული ყველაზე ძველი წერილობითი წყაროები სოფელ რკვიას სასარგებლოდ მეტყველებს.

1605-1639 წლებით თარიღდება იმერთა მეფის გიორგი III-ის კაცხის მონასტრისადმი შეწირულობის სიგელი, რომლის მიხედვითაც, იმერეთის სოფელ რკვიაში მცხოვრები გლეხი იმედა მუმლაძე და მისი სახლიკაცი ნასყიდა ერთ კომლად მეფემ მონასტერს შესწირა.

1610-1630 წლების შეწირულობის სიგელიდან ირკვევა, რომ თავადის ქალს გულბუდან ჩხეტიძეს სოფელ რკვიაში მცხოვრები გლეხი ბეჟუა მუმლაძე თავის შვილებიანად კაცხის მონასტრისთვის შეუწირავს. გარდაცვლილი მეუღლის პაატა აბაშიძის მეაღაპედ შეწირულ გლეხ მუმლაძეს, საბუთის მიხედვით, მონასტრისთვის უნდა ეხადა: 1 ცხვარი, 5 კოკა ღვინო, 4 კოდი პური, ნახევარი ლიტრი სანთელი და ორი თეთრის საკმეველი.

ამ ორივე საბუთით, რკვიელი სამეფო და საბატონო გლეხები: იმედა, ნასყიდა და ბეჟუა მუმლაძენი საეკლესიო გლეხები გამხდარან.

გლეხკაცს კი ბატონის ყმობას ეკლესიის ყმობა ერჩივნა ყოველთვის.

1697 წლის წყალობის სიგელში, რომლითაც მეღვინეთუხუცესი და ატენის მოურავი, თავადი ქაიხოსრო ამირეჯიბი თავის აზნაურს გამცემრიშვილს ყმასა და მამულს უმტკიცებს, იხსენიებიან ქართლელი გლეხი მუმლაძეები: "...ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გიბოძეთ თქვენი მემკვიდრე გლეხი მუმლაძე დათუნა და მახარა და მისი ძმები, მისის მამულითა დღეს რისაც მქონებელი იყოს..." როგორც ჩანს, ზემო იმერეთიდან მუმლაძეთა შიდა ქართლში გადმოსვლის პროცესი ამ დროისთვის უკვე დაწყებულია.

1715 წლის რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით, მუმლაძეებს უცხოვრიათ შიდა ქართლში, ფრონეს ხეობის სოფელ თიღვაშიც.

1730 წელს იმერეთში თავადი ზურაბ აბაშიძე კაცხის მონასტერს სწირავს თავის ნაყმევ გლეხს სეხნია მუმლაძეს, ვაჭარ სომეხს მამუკა საფარაშვილს და ვაჭარ ურიას ბერი ჩლიქიშვილს. "...საჩვენო გამოსაღები არა ეთხოვებოდესთ რა... ერთი ლიტრა სანთელი მუმლაძემ უნდა მიიტანოს, როგორც სხუა საყდრის ყმანი მსახურებდენ, ესენიც ისრე მართებულად ემსახურნენ საყდარსა და საყდრის წინამძღუარსო", - ვკითხულობთ შეწირულობის სიგელში.

1819 წლის კაცხის მონასტრის მებეგრეთა სიაში იხსენიებიან სოფელ რკვიაში მცხოვრები საეკლესიო გლეხები: სიმონიკა, გოგიტა, ივანე, გოგია და ბეჟიკა მუმლაძენი. მათი ბეგარა იყო: 1 კოდი პური, 1 კოდი სიმინდი, 10 ჩაფი ღვინო, 1 ჩარექი სანთელი და მუშაობა მონასტრის მამულში.

აქვე იხსენიებიან სოფელ გაღმა რკვიაში მცხოვრები საეკლესიო გლეხები: სიმონიკა, ივანიკა, კვირია, გლახუა და გოგილა მუმლაძენი. მათ სხვადასხვა ოდენობის ბეგარა სდებიათ კაცხის მონასტრისა: სიმონიკა და ივანიკა მუმლაძეებს ემართათ 12-12 ჩაფი ღვინო, თითო ჩარექი სანთელი და მუშაობა, ხოლო დანარჩენებს - 6-6 ჩაფი ღვინო, თითო ჩარექი სანთელი და მუშაობა.

1840-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, მუმლაძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: ბაჯითში, ბოსლევში, დილიკაურში, კვალითში, მანდაეთში, მერჯევში, ნავარძეთში, საქარაში, ტაბაკინში, ფუთში, ღორეშაში, შროშაში, წევაში და ჭორვილაში. აქედან ტაბაკინელი მუმლაძეები, რკვიელების მსგავსად, საეკლესიო გლეხები იყვნენ, წეველები - სახელმწიფო გლეხები, ხოლო ყველა დანარჩენი სოფლის მუმლაძეები საბატონო გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. ისინი იყვნენ აბაშიძეთა, ცქიტიშვილთა, ზუბალაშვილთა, ლეჟავათა, კორძაიათა და სხვათა ყმა გლეხები.

1881 წლის კამერალური აღწერით, ქუთაისის გუბერნიის ყვირილას მაზრის სოფელ რკვიაში, მდინარე ყვირილას მარცხენა ნაპირზე ჩაწერილნი იყვნენ გლეხები: მალხაზ, გახუნა, ბესუკი, იოსებ, ივანე, მამუკა, იოსებ, სახიერ, კიკო, გოგია, სიმონ, ოქრუა, დათია, კაკუჩა, სვიმონ, ივანე, გიორგი მუმლაძეები. იმავე აღწერის მიხედვით, სოფელ რკვიაში, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირზე ცხოვრობდნენ: როსტომ, ქრისტესია, მერაბ, გიორგი, თევდორე, ეგნატე, იოსებ, ივანე, გიგო, სპირიდონ, პავლე, ბეჟან, ბეჟიკა და გიორგი მუმლაძეები - სულ 14 კომლი.

1888 წლის ცუცქირიძეთა ნასყიდობის ერთ ხელწერილს ამოწმებს ჩხირაულის სასოფლო საზოგადოების "სუდია" ფრიდონა მუმლაძე. 1894 წლის ცუცქირიძეთა პირობის კიდევ ერთ ხელწერილს ამოწმებს ჩხირაულის სასოფლო საზოგადოების "სუდია" ივანე მუმლაძე. როგორც ჩანს, ეს ფრიდონა და ივანე მუმლაძეები სოფელში კითხული კაცები იყვნენ. სოფლის "სუდიებს" ანუ მსაჯულებს სოფლის ყრილობა ირჩევდა.

1901 წლის ცუცქირიძეთა უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხის ბოლოში იხსენიება ამავე სოფლის მამასახლისი მუმლაძე (სახელი უცნობია). XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მუმლაძეებს ჩხირაული ხელში სჭერიათ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მუმლაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში.

იმერეთში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა მუმლაძეთა გვარის სახელი: "მუმლაძეების უბანი" - უბანი სოფელ გაღმა ბოსლევში, ვერტყვიჭალაში, კვალითში, სვირსა და ტაბაკინში; "მუმლაძეები" - უბანი სოფელ დიდწიფელაში; "მუმლაძეების ვაკე" - სახნავი სოფელ დილიკაურში; "მუმლაძეებისოული" - ტყე სოფელ ვერტყვიჭალასთან; "მუმლაძისოული" - სახნავი სოფელ ფუთში; "მუმლაძეების წყარო" - წყარო სოფელ ბოსლევში; "მუმლაძის კარი" - სახნავი სოფელ ზედა საქარაში; "მუმლაძის კლდე" - სახნავი სოფელ ღორეშაში; "მუმლაძისოული" - ვენახი სოფელ ლახუნდარაში; "მუმლაძის ყანა" - სახნავი სოფელ ნავარძეთში; "მუმლაძის ყანა" და "მუმლაძის წყარო" - სოფელ ტყემლოვანაში და სხვა.

ამჟამად მუმლაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში - თითქმის ყველგან, საქართველოს მთიანი რეგიონების გარდა. განსაკუთრებით მრავლად არიან: ზესტაფონის (250-ოდე კომლი), ჭიათურის (280-ოდე კომლი), ლაგოდეხის (140-ოდე კომლი) რაიონებში; ქალაქებში: ქუთაისში (70-ოდე კომლი), რუსთავში (90-ოდე კომლი) და თბილისში (250-ოდე კომლი). მარტო იმერეთში მუმლაძეთა გვარის დაახლოებით 700 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში მუმლაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5800 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი მუმლაძეთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

მუსერიძე
მუსა - სუფთა რამ ტაბლათ მოსაგველი ძველქართულად.

მუსია - ქართული წარმართული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: მუსავ, მუსაყ, მუსიგ, მუსარ და მუსერ - იგივე სახელია.

მუსერ - ვინძლო ძველი გამოთქმით - მუშერ.

მუშერ - კაცის სახელი, იხსენიება XII საუკუნის მღვიმის მონასტრის ერთ საბუთში, ხოლო მისი შვილიშვილები იმავ მონასტრის სხვა საბუთში უკვე მუშერისძეებად წერიან.

გვარის სახელით "მუს"-ფუძისანი არიან: მუსაშვილნი - კახნი, მუსელიანნი - სვანნი და მუსერიძენი - რაჭველნი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ქვემო რაჭას ბუდობდა მუსერიძეთა გვარი, რომელნიმე - გლეხნი და რომელნიმე - აზნაურნი.

XVIII საუკუნის I ნახევრის იაშვილ-ქუთათელაძეთა ერთ ნასყიდობის წიგნში წერია: "...აწ არის ამის მოწმე იაშვილი მამუკა, მუსერიძე გიორგი".

1828 წლის მუსერიძეთა გარიგების ხელწერილიდან: "ათას რვაას ოცდამერვესა წელსა, მაისის ოცდა ორსა, ჩვენ ქვემორე ამის ხელისმომწერი, რაჭის მაზრის სოფელსა შინა სადმელს მცხოვრები აზნაური ანდრია მუსერიძე დავითის ძე, ამას ნანდვილსა და ჭეშმარიტსა წერილს გაძლევ ჩემს მკვიდრს ძმის წულს, ედიშერს და ძმასა შენსა ბეჟანს..." ლაპარაკია საოჯახო ქონების განაწილებაზე.

1905 წლის კერესელიძეთა ტყის ნასყიდობის ხელწერილი დაუმოწმებია ამბროლაურის მამასახლისს მუსერიძეს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მუსერიძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში.

ამჟამად მუსერიძენი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში და მცირედნი - შიდა ქართლში.

თბილისში მუსერიძეთა გვარის 80-ოდე კომლი ცხოვრობს. საქართველოში მუსერიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 540-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი მუსერიძეთა!

მუჯირი
(1921 წ) გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა, მუჯირი “ხვარბლის მნე” (საბა), ამავე ძირისაა : მუჯირიშვილი.
Submitted by: scroll.ge

მჭედლიძე
გავრცელებულია გორში, ზესტაფონსა და თბილისში. შედგება ხელობა-მოსაქმეობის სიტყვისაგან მჭედელი. ამავე ძირისაა: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: გვარი ჭელიძე მიღებული ჩანს მჭედლიძე-საგან. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად შეიძლება მოვიხმოთ ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წლისა), სადაც გურიაში სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, სოფელ ბახვაში მჭედლიძე არავინაა, მაშინ როცა ჭელიძეები მრავლად სახლობენ. ცხადია, ისინი ძველი მჭედლიძეების ჩამომავალნი არიან, თორემ ძნელად წარმოსადგენია, ამ მხარეში მჭედლიძეები ყველა ამოწყვეტილიყო და საიდანღაც ჭელიძეთა მრავალრიცხოვანი გვარი გაჩენილიყო. ამრიგად, თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი -მ და დ დაკარგულა), ჭელიძედ ქცეულა.
Submitted by: scroll.ge

მხეიძე
ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და სამეგრელოში. ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. პირველად არგვეთის მფლობელნი ყოფილან, შემდეგ თრიალეთსა და ალგეთის ხეობის ნაწილსაც დაჰპატრონებიან. ბაღვაში, ლიპარტიანი და მხეიძე საერთო წარმომავლობის უნდა იყოს. ძველ ძეგლებში მოიხსენიება მხეციძედ. ამავე ძირისაა: მხეცაძე, ხეცია, ფხეიძე.
Submitted by: scroll.ge

ნადირაშვილი/ნადირიშვილი
მომდინარეობს ძირიდან ნადირ-ი (1616 წ) ამავე ძირიდან ნადარაია, ნადირიძე, ნადირაძე, ნადირალაშვილი, ნადარეიშვილი (ანდრია, ახალშენი, ასურეთი, გოლთეთი, თონეთი, საღირაშენი, ფუტრევი);
Submitted by: scroll.ge

ნადირაძე
ნადირი - გარეული მტაცებელი ცხოველი.

ნადირ - "რჩეული" სპარსთა ენაზე.

ნადირ, ნადირა - საკუთარი სახელი კაცისა, გავრცელებული კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.

გვარის სახელით "ნადირ"-ფუძისანი არიან: ნადირაშვილნი, ნადირიძენი და ნადირაძენი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ნადირაძეთა.

ეგრე უბნობენ: ოდესღაც აჭარიდან მოსულაო ნადირაძეთა წინაპარი ზემო იმერეთში. ამასაც უბნობენ, იმერნი ასანიძენი და მესხნი მათოშვილნი ნადირაძეთა მოძმენი არიანო.

ქართულ საისტორიო საბუთებში ნადირაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1568 წელს იმერთა მეფემ გიორგი II-მ თავად ბეჟან ნემსაძეს განდგომილებისათვის ყმა-მამული ჩამოართვა და გელათის ღვთისმშობელს შესწირა. შეწირულობის სიგელში იხსენიებიან ოკრიბას სოფელ ცხუკურში და ჩუნეშში მცხოვრები ნადირაძენი.

XVII საუკუნის I მეოთხედის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, პაატა ნადირაძე შიდა ქართლში მამულს ყიდულობს.

1631 წელს ქვემო ქართლში სამნა ნადირაძემ ერთი დღის ნაფუძარი მიჰყიდა უმეკა ბარათაშვილს.

1660-1681 წლების იმერთა მეფის ბაგრატ IV-ის წყალობის სიგელში ქაიხოსრო წერეთლისადმი იხსენიებიან სოფელ გორისას მცხოვრები ნადირაძენი.

XVII საუკუნის ჩხერელ გლეხთა საჩივრის წიგნში ნადირაძე ჩხერის ციხის მეციხოვნედ იხსენიება. 1722-1733 წლების სვიმონ აბაშიძის თავდებობის წიგნში პაპუნა წერეთლისადმი მოწმეებად დასახელებულნი არიან თამაზა, ზურაბა და ღონენა ნადირაძეები.

1766 წლის განჩინებაში იხსენიება საამილახვროს სოფელ ფხვენისს მცხოვრები ნასყიდა ნადირაზე. 1777 წლის ბასილაშვილის არზიდან ირკვევა, რომ საამილახვროში მცხოვრები ნადირაძენი ქსნის საერისთავოსა და კახეთში გადასულან.

XVIII საუკუნის პირობის წიგნში ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოზისადმი იხსენიება მღვდელი გაბრიელ ნადირაძე.

გვიანი ფეოდალიზმის სოციალური შინაარსის საბუთებში ნადირაძენი ჩანან იმერეთის სამეფოში სახასო, სააბაშიო, საწერეთლო და საეკლესიო მამულებში.

ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ნადირაძეთა გვარის სახელი: ნადირაძნები - უბანი სოფელ გომმუხაყრუაში და მტერჩვეულში; ნადირაძისწყარო - წყარო სოფელ ბუღნარაში; ნადირაძეების ეკლესია - სალოცავი ადგილი სოფელ გომმუხაყრუაში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ნადირაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ნადირაძეთა გვარისშვილნი: პოეტი კოლაუ ნადირაძე, პოეტი და მწერალი დიმიტრი ნადირაძე (მაჩხანელი), მწერალი და მთარგმნელი ალექსანდრე ნადირაძე, მხატვარი გოგი ნადირაძე, აღმოსავლეთმცოდნე ლევან ნადირაძე, არქეოლოგი ჯურხა ნადირაძე, ისტორიკოსი გიორგი ნადირაძე...

ამჟამად ნადირაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: საჩხერის, ჭიათურის, სამტრედიის, ხაშურის, ადიგენისა და ასპინძის რაიონებში. ნადირაძენი არიან მესხეთიდან გასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა შორისაც.

საქართველოში ნადირაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5200-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ნადირაძეთა!

ნავსიაშვილი
ნავსია (1721) კარალეთი- გორის რაიონი;
Submitted by: scroll.ge

ნაზარაშვილი
( 1913) ნაზარ არაბულად ყვავილს ნიშნავს; ნაზარ (ებრ.) ნიშნავს ,,მან თავი ღმერთს შესწირა’’. ამავე ფუძისაგანაა ნაწარმოები იუდეველთა ქალაქის სახელწოდება ნაზარეთი. ამ სახელისგანა ჩანს წარმომდგარი ქართული გვარები: ნასარაია, ნასარიძე, ნაზარიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ნათაძე
გავრცელებულია ქართლში, იმერეთში და სხვ. უნდა მომდინარეობდეს საკუთარი სახელიდან “ნათა”; ამავე ძირისაა ნათური, ნათიშვილი, ნათიძე.
Submitted by: scroll.ge

ნათობა(ი)ძე
(1873 წ.) -სავარაუდოდ ქალის საკუთარი სახელიდან არის ნაწარმოები: ნათელა, ნათუა, ნათია, ნათო, შდრ. მნათობი ( ორბეთი).
Submitted by: scroll.ge

ნამაზაშვილი
(1832 წ.), მეტსახელი ნამაზა (სოფელი მუხათი);
Submitted by: scroll.ge

ნამორაძე
(საკუთარი სახელიდან ნამორა, გვარში ნამორაძე), შესაძლოა წარმომდგარი იყოს ცხოველის სახელისგან ნიამორი ,,კლდის თხა’’ ანუ ქურციკი. ამავე ძირისაა- ნამურაძე ( აბელია, გუდარეხი, მარაბდა).
Submitted by: scroll.ge

ნანაშვილი
( 1721 წ.), მომდინარეობს ქალის სახელიდან ,,ნანა’’, რომელიც უძველესი ქართული სახელია (ქალის). მეცნიერთა ვარაუდით, უნდა უკავშირდებოდეს ძველი ხეთური ღვთაების სახელწოდებას. მასთან კავშირშია სახელები: ნანამზე, ნანი, ნანული. შდრ. ნანაძე, ნანავა.
Submitted by: scroll.ge

ნანუაშვილი
( 1721წ.) წარმომდგარია ქალის საკუთარი სახელიდან ნანუა, (კოლხეთი, თეკლათი, ხევსურეთი- შატილი).
Submitted by: scroll.ge

ნაოსრიშვილი
(1818 წ.) საკუთარი სახელიდან ოსი ნაწარმოები გვარია. შდრ. ოსიყმაშვილი, საპარსიაშვილი, ჭანიშვილი....(სოფ. ერტისი)...
Submitted by: scroll.ge

ნარაკიძე
– იხ. ნორაკიძე

ნორაკიძე ძველთაძველი მეგრული ფეოდალური საგვარეულოა. ამ გვარსახელის მეგრული სამეტყველო ფორმაა ნორაკია, რაც შეეხება მის ქართულ ფორმას ნორაკიძე მის, მსგავსად ყველა სხვა მეგრული, სვანური თუ აფხაზური ფეოდალური გვარებისაა (მაგ, დგებია, ხეცია,აფაქია, გარდაფხიანი, შარაშია...)


ნარეკრისშვილი/ნარეკლიშვილი
(1829 წ.), ნარეკალი, მეტსახელი გვარში. ნაწილაკი ნარ როგორც პირველი კომპონენტი გვხვდება ბევრ გვარში: ნარ-აი-ძე, ნარ-იმანი-ძე, ნარ-იმან-ია, ნარ-ოზა-შვილი, ნარ-სა-ძე, ნარ-ინდო-შვილი.....
Submitted by: scroll.ge

ნარიმანასშვილი
(1721 წ.) ნარიმან (ირან.) ,,გულადი’’, ,,ვაჟკაცი’’ იგივეა, რაც ბერძნულად ,,მხნე’’, ,,მამაცი’’. კარლო (ძვ. გერმანულად) ,,მამაცი’’, ,,ვაჟკაცი’’. ამავე ძირისაა: ნარიმანია, ნარიმანიძე.
Submitted by: scroll.ge

ნარიმანიძე/ნარიმანაიძე
(1714წ.) საკუთრი სახელიდან ნარიმანი. ამავე ძირისაა: ნარიმანიძე, ნარიმანიშვილი. ნარიმანიძეთა შტო-გვარისაა: ღარიბაშვილი ( დიდი თონეთი მოხისი, თეთრი წყარო).
Submitted by: scroll.ge

ნარუასშვილი
წარმომდგარია საკუთარი სახელიდან ,,ნარო’’
Submitted by: scroll.ge

ნარჩომაშვილი
(1843წ.) საკუთარი სახელიდან ნარჩომა, გვარში ნარჩომაშვილი, შდრ. ნარჩემაშვილი (სოფ. საღირაშენი).
Submitted by: scroll.ge

ნასყიდაშვილი
ევფემისტური საკუთარი სახელიდან ნასყიდა, ნაყიდა....ცრურწმენის შედეგია ისეთი სახელების დარქმევა-ნასყიდა , წყალობა...
Submitted by: scroll.ge

ნატრაძე
შდრ. ნატრია (მშობლიური საკუთარი სახელი), ამავე ძირისაა: ნატრიაშვილი
Submitted by: scroll.ge

ნაჩხატაშვილი
(1826წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ნაჩხატა. ნაჩხატაშვილი მოიხსენიება მე-18 საუკუნის ყმების ნუსხაში.
Submitted by: scroll.ge

ნაცვლიშვილი/ნაცვალაშვილი
(1705წ.) საკუთარი სახელიდან ნაცვალა არის წარმომდგარი. ნაცვალი, სოფლის მოხელე, მამასახლისის მოადგილე, თანაშემწეს ნიშნავს.
Submitted by: scroll.ge

ნაჭყებია
მომდინარეობს სოფლის სახელიდან “სანაჭყებიო”. “ნაჭყი” მეგრულად “დაწყევლილს” ნიშნავს. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპრები სვანეთიდან ყოფილან. ერთ-ერთ მათგანს ბატონი შემოკვდომია და გაქცეულა. იქ მისთვის ეს სახელი დაურქმევიათ.
Submitted by: scroll.ge

ნებულაშვილი/მეგულაშვილი
(1705 წ.) მოხსენიებულნი არიან აბაშ და დავით აბაშაშვილების მსახურებად ( ბარათაშვილთა შტო-გვარია).
Submitted by: scroll.ge

ნებულიშვილი/ნებურიშვილი
( საკუთარი სახელიდან ნებული). ნებულიშვილი 1941 წელს ამბროლაურის რაიონიდან სოფელ ნიკორწმინდიდან გადმოვიდნენ ასურეთში. ამავე ძირისაა ნებურიძე.
Submitted by: scroll.ge

ნევერაშვილი
(1829 წ.), საკუთარი სახელიდან ნევერა, ნევერო.
Submitted by: scroll.ge

ნეკარაშვილი/ნეკერაშვილი
საკუთარი სახელი ნეკა, გვარში ნეკაძე.
Submitted by: scroll.ge

ნერსე(სა)შვილი
(1721წ.) საკუთარი სახელიდან ნერსე. ნერსე, ერისთავი კახეთისა, ნერსე, ერისთავი ქართლისა.
Submitted by: scroll.ge

ნეფისაშვილი
(1721წ.), ნეფე (ნეფისა ) (ძვ. და საუბ.) იგივეა რაც ნეფე-პატარძალი.
Submitted by: scroll.ge

ნიაზაშვილი
ნიაზ (სპ.) ,,წადილი’’, ,,სურვილი’’, ,,საზრუნავი’’, ,,სათხოვარი“, საკუთარი სახელიდან ნიაზა. ნიაზაშვილი თავდაპირველად გვარი ლომინაძე ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

ნიკოლაიშვილი
ნიკოლაიშვილთა გვარი
"ნიკე ლაოს" - ხალხის გამარჯვებას ნიშნავს ბერძენთა ენაზე.

ნიკოლოზ, ნიკოლოოზ - საქართველოში ძველთაგან გავრცელებული ქრისტიანული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ნიკო, ნიკა, ნიკოა, ნიკალა, ნიკოლა იგივე სახელია, კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით ერთი ფუძისანი არიან: ნიკოლოზიშვილნი, ნიკოლავანი, ნიკოლაძენი, ნიკუაშვილნი და ნიკოლაიშვილნი - გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

KARIBCHE


ძველთაგან გურიაში ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ნიკოლაიშვილთა.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, გურიიდან იმერეთში - საჩიჯავაძოში და საჭილაო-საჯავახოში გადასახლებულ ნიოლაიშვილთა გვარი ნიკოლეიშვილად შეიცვალა, ხოლო გურიიდან გარე კახეთში - ნორიოსა და მარტყოფში - გადმოსული ნიკოლაიშვილების ნაწილი ნიკოლიშვილებად და ნიკოლაშვილებად დაწერილან.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, გურულ ნიკოლაიშვილთა ერთი შტო XVI საუკუნეში უკვე იმერეთში მკვიდრობდა.

1578 წლის ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარში იხსენიება სოფელ როკითს მცხოვრები საეკლესიო გლეხი ნიკოლაიშვილი ნასყიდა.

XVII-XVIII საუკუნეთა სოციალური შინაარსის საბუთებში ნიკოლაიშვილები ჩანან გურიაში თავად მაჭუტაძეთა აზნაურებად.

აზნაური ნიკოლაიშვილი იხსენიება 1865 წლის გურიის თავად-აზნაურთა საერთო წერილის ხელმომწერთა შორისაც.

იმერეთში ნიკოლეიშვილნი (იგივე ნიკოლაიშვილნი) მოხელეებად ჩანან ჩიჯავაძეთა სათავადოში, მათ აზნაურობის მაძიებლებს უწოდებდნენ.

1852 წელს გადაწერილი ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის ერთ ანდერძ-მინაწერში იკითხება: "...ღვთისა სძალო, შეიწყალე ნიკო ამისი მწერალი! და პატრონი სპირდონ ნიკოლეისშვილი, ამინ".

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ნიკოლაიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ნიკოლაიშვილთა გვარიშვილნი: ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი, არქიტექტორი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, მწერალი და ენათმეცნიერი იასონ ნიკოლაიშვილი, ხელოვნებათმცოდნე ბარბარე ნიკოლაიშვილი...

ამჟამად ნიკოლაიშვილ-ნიკოლეიშვილნი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, იმერეთში, ოდიშში, ქართლსა და კახეთში. არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

საქართველოში ნიკოლაიშვილთა (და ნიკოლეიშვილთა) დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ოთხი ათას ოთხასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ნიკოლაიშვილთა!

წყარო: http://karibche.ambebi.ge/

ნიკოლაშვილი
(1886 წ.), საკუთარი სახელი ნიკოლა (გ. ლეონ. სახელები); ნიკოლოზ-ი (ბერძ.) გამარჯვებული, ხალხის მძლეველი).
Submitted by: scroll.ge

ნიკოლოზიშვილი/ნიკოლოზაშვილი
(1721 წ.), ნიკოლოზ ნიშნავს ბერძნულად -გამარჯვებულს ხალხის მრჩეველს ნიშნავს. ნ. ნიკოლაშვილი (კოდა, კრეფა) აბაშიძეთა განაყოფი გვარიცაა.
Submitted by: scroll.ge

ნიკურაძე
(1882 წ.), საკუთარი სახელი ნიკურა; ამავე ძირისაა ნიკურიანი // ნიგურიანი. თომა ნიკოლოზის ძე ნიკურაძე მოიხსენიება დიდ ენაგეთში 1882 წელს ( თეთრი წყარო); ნიკურაძეებიდან იღებს სათავეს კანდელაკების ერთ-ერთი შტო.
Submitted by: scroll.ge

ნინიაშვილი
(1685წ.) საკუთარი სახელიდან ნინია. ამავე ძირისაა: ნინიძე, ნინიკაშვილი, ნინიკელაშვილი, ნინიკური, ნინუა, ნინუაშვილი; (დრე, კოდა, ღვევი, ღოუბანი).
Submitted by: scroll.ge

ნინიკაშვილი
( 1832წ.) საკუთარი სახელიდან ნინია. ამ სახელის ძირია ნინი, საიდანაც გამომდინარებს რამდენიმე სახელი: ნინია, ნინიკი, ნინიკო, ნინიტა, ნინუა.
Submitted by: scroll.ge

ნიქაზაშვილი
( 1832 წ.), საკუთარი სახელიდან ნიქაზა; გვარში ნიქაბაძე, ნიქატა.
Submitted by: scroll.ge

ნოზაძე
გავრცელებულია ხაშურში, საჩხერესა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისაგან ნოზა. ნოზაძეთა განშტოების გვარად ითვლება ალელიშვილი და ცაცუნაშვილი. ალელიშვილი გავრცელებულია ჯავახეთში. შედგება გვარადქცეული სადაურობის სიტყვისგან ალელი. ალი სოფელია ხაშურის რ-ში. გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს ადგილობრივი გამოთქმით არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო საფიქრებელია, მათი წარმომავლობა სოფელ არლიდან (არალი ადიგენის რაიონშია).
Submitted by: scroll.ge

ნონაშვილი
(1721 წ.), საკუთარი სახელიდან ნონა.ამავე ძირისაა: ნონიაშვილი, ნონიკაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ნონეიშვილი/ნონიაშვილი
(1961) საკუთარი სახელიდან ნონე. ამავე ძირისაა: ნონიაშვილი, ნონიკაშვილი, ნონეშვილი, ნონაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ნონიაშვილი
(1713); საკუთარი სახელი ნონი ( სოფ. მუხათი); ნონია (ტბეთის მატიანე, 570); შდრ. ნონაშვილი, ნონეიშვილი, ნონიაძე ( ახოთი, დიდი ენაგეთი, კოდა, საღირაშენი).
Submitted by: scroll.ge

ნონიაძე
( 1873წ.) საკუთარი სახელიდან ნონია ( ტბეთის მატიანე);
Submitted by: scroll.ge

ნორაკიძე 
ძველთაძველი მეგრული ფეოდალური საგვარეულოა. ამ გვარსახელის მეგრული სამეტყველო ფორმაა ნორაკია, რაც შეეხება მის ქართულ ფორმას ნორაკიძე მის, მსგავსად ყველა სხვა მეგრული, სვანური თუ აფხაზური ფეოდალური გვარებისაა (მაგ, დგებია, ხეცია,აფაქია, გარდაფხიანი, შარაშია...)

ნურალაშვილი
(1721), საკუთარი სახელიდან ნური, ნურა, აქედან კნინობითი სახელი ნურალა, ნაზარა.
Submitted by: scroll.ge

ნურიკაშვილი/არზრუმელაშვილი
(1843 წ), საკუთარი სახელი ნური ( კოლხ., 94, ორქა ალ. ღლ . 172); შდრ. ნურადი, ნურალი, ნურალა, ნურო, ნურუა; ,, თომა ნურიკაშვილი, იგივე არზრუმელაშვილი, იხსენიება პატარა თონეთში 1843’’ შდრ. არზუმელაშვილი ( დიდი თონეთი, პატარა თონეთი);
Submitted by: scroll.ge

ოანაშვილი
(1740 წ.), საკ. სახ. ოანა (დოკ., I, 62); მირზა და ზურაბა ოანაშვილი მოიხსენებიან ენაგეთს 1740 წ. მამულისა და სანყიდობის წიგნში, რომელსაც პაპა შიოშვილი აძლევს ქაიხოსრო და სხვა ზაალიშვილებს (დოკ., I, 289).
Submitted by: scroll.ge

ობგაიძე/ოგბაიძე
(1774 წ.) საკ. სახ. ობგა (სვანეთი, 13, მესტია ალ. ღლ., 172; ობგაიძეები მოხსენებულნი არიან 1774 წ. არაგვის აღწერის მასალებში.
Submitted by: scroll.ge

ობოლაშვილი
ევფემისტური (ევფემიზმ-ი ბერძ. სიტყვა ან გამოთქმა, რომლითაც შეცვლილია სხვა, რაიმე თვალსაზრისით მიუღებელი, უხერხული სიტყვა ან გამოთქმა (მაგ., „ფეხმძიმე’’ „ორსულის’’ ნაცვლად , „საპირფარეშო’’ ფეხისადგილის ნაცვლად); საკუთარი სახელი ობოლა. ობოლა (მთიულეთი, ფასანაური; თიანეთი, ღულელები; გვარში ობოლაძე.) ამავე ძირისაა: ობოლაშვილი, ობლიაშვილი, ობლაძე, ობოლაძე.
Submitted by: scroll.ge

ოდიშვილი
ოდიშვილების ადრინდელი გვარი ცეცხლაძე გახლავთ. თავიდან ცეცხლაძეებს მეჯუდის ხეობის სოფელ არდისში უცხოვრიათ. აქ ყოფილა სამი ძმა: ბედო,ოდი და მელა, რომელთაც ნამდვილი გვარი ცეცხლაძე გადაუკეთებიათ სამ გვარად: ოდიშვილად, ბედოშვილად და მელაძედ.
Submitted by: scroll.ge

ოთანასშვილი
(1817 წ.), საკ. სახ. ოთანა. „1707-1710... ბიჭვინთისა ღვთის მშობლის ყმამა ბურჯანაძენმა, სეხნიასა და ოთანას შვილებმა, გიორგის შვილებმა...“ (ფიცის წიგნი, საქართველოს სიძველენი, I, 47) (კოდა).
Submitted by: scroll.ge

ოთარაშვილი
(1823 წ.), საკ. სახ. ოთარ ქართულში გავრცელებული სახელია, „შესაძლოა უკავშირდებოდეს ციური ცდომილის სახელს-ოტარიდს, რომელსაც შეესატყვისება ბერძნული ჰერმესი და წარმოდგენილი ჰყავდათ ულამაზესი ყმაწვილის სახით; ოთარის მოფერებითი ფორმაა, ოთო, ოთია“ (ზ. ჭუმბურიძე, 160).
Submitted by: scroll.ge

ოთიაშვილი
(1721 წ.) საკ. სახ. ოთია (საქართველოს სიძველენი, 1, 31). ამავე ძირისაა: ოთიაური, ოთონაშვილი, ოთიურაძე (ასურეთი, მირტაშენი, მონასტერი).
Submitted by: scroll.ge

ოლოდაშვილი
(1721 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ოლოდა.
Submitted by: scroll.ge

ოლქიაშვილი
(1721 წ), ოლქე, ულქე (თურქულად ქვეყანა, მხარე)
Submitted by: scroll.ge

ომანაშვილი
საკუთარი სახელი ომან (საქართველოს სიძველენი, 3, 36).
Submitted by: scroll.ge

ომანაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ომანი.

ეს სახელი გვხვდება ხევსურეთში, კერძოდ – ბარისახოში.

ომანი უძველესი სახელია და საქართველოს სიძველეების წიგნშია შეტანილი.

ამავე ძირისაა გვარები: ომიაძე, ომაიძე, ომანაძე.

საერთო ფუძის მიუხედავად, ამ გვარებს საერთო არაფერი აქვთ და დამოუკიდებლად არიან წარმოქმნილნი.

საქართველოში 234 ომანიძე ცხოვრობს: თბილისში – 93, ცაგერში – 25, ქუთაისში – 20. არიან სხვაგანაც.

447 ომანაძე: წყალტუბოში – 135, ქუთაისშიო – 86, რუსთავში – 21. არიან სხვაგანაც.

ომანიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ომანი.

ეს სახელი გვხვდება ხევსურეთში, კერძოდ – ბარისახოში.

ომანი უძველესი სახელია და საქართველოს სიძველეების წიგნშია შეტანილი.

ამავე ძირისაა გვარები: ომიაძე, ომაიძე, ომანაძე.

საერთო ფუძის მიუხედავად, ამ გვარებს საერთო არაფერი აქვთ და დამოუკიდებლად არიან წარმოქმნილნი.

საქართველოში 234 ომანიძე ცხოვრობს: თბილისში – 93, ცაგერში – 25, ქუთაისში – 20. არიან სხვაგანაც.

447 ომანაძე: წყალტუბოში – 135, ქუთაისშიო – 86, რუსთავში – 21. არიან სხვაგანაც.

ომაშვილი
საკუთარი სახელი ომა. ამავე ძირისაა: ომაძე, ომიაძე, ომაშვილი, ომანაძე, ომანაშვილი...
Submitted by: scroll.ge

ონიაშვილი
საკუთარი სახელი ონა, ონი, ონია.
Submitted by: scroll.ge

ონოფრიშვილი
გავრცელებულია კასპის რაიონში (სოფ. კავთისხევი). დაკავშირებულია საკუთარ სახელთან ონოფრე. გადმოცემით ონოფრიშვილთა გვარი მოსიძე ყოფილა, ჯავახეთიდან გადმოსულან ქართლში.
Submitted by: scroll.ge

ორალუტაშვილი
(1817 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ორალუტა. შდრ. ორგულა, ორთავა, ორკბილა, ორკოდა, ორჟანა...
Submitted by: scroll.ge

ორბელაშვილი/ორბელიშვილი/ორბელიანი
ორბელიანები (იგივე ორბელიშვილები, ყაფლანიშვილები, XIX ს. I ნახევარში ჯამბაკურ ორბელიანებადაც იხსენიებოდნენ), ფეოდალური საგვარეულო XVII-XIX სს. საქართველოში. ქაჩიბაძე-ბარათაშვილების ერთ-ერთი შტო. გვარის ფუძემდებელი იყო ორბელ ბარათაშვილი, რომელიც 1536 წ. გაეყარა თავის სახლისკაცს ორბელ ბარათაშვილს, ორბელს ერგო 59 სოფელი, 617 კომლი გლეხითურთ, ლოქის მთის ნახევარი, ფატარეთისა და დმანისის ეკლესიების ნახევარი (ეს ეკლესიები შემდეგ მთლიანად ორბელიანების საკუთრება გახდა). ორბელაშვილები იყვნენ ყმა გლეხებიც.
Submitted by: scroll.ge

ორბელები
აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულო XII-XIII სს-ში.
Submitted by: scroll.ge

ორბელი
საკ. სახელი ორბელ . ორბელ (კოხნარი, ჩოხატაურის რ.)
Submitted by: scroll.ge

ოსეხანაშვილი
(1843 წ.) სავარ. რთული შედგ. სახელი ოსე, ოსია, ოსო +ხანა . ოსე (ძვ. ებრ. ცხოვრება , შველა შემწეობა, ხან-ა ამ შემთხვევაში ჟამთ გამოვლანი (საბა).
Submitted by: scroll.ge

ოსიაშვილი
(1721წ.), საკუთარი სახელი ოსია, იოსია (შდრ., იოსება); ამავე ძირისაა: ოსაძე, ოსიაური (სამშვილდე)
Submitted by: scroll.ge

ოსიტაშვილი
ძველი ქართული საკ. სახელი, ოსიტა (საქ. სიძვ. 1, 65 ) ალ. ღლ, (ალექსანდრე ღლონტი)
Submitted by: scroll.ge

ოსიფაშვილი
ოსეფაშვილი-კაკოლაშვილი (1843 წ.) საკუთარი სახელი იოსებ (ებრ.) „გამრავლება“, „მატება“, იოსების მოფერებითი ფორმებია: ოსება, ოსეფა, ოსია, ოსიკა, ოსიკო, სოსო, სოსია, სოსიკო.
Submitted by: scroll.ge

ოსიყმაშვილი
(1721წ.), საკ. სახ. ოსიყმა, ოსიყმე (საქ. სიძვ., 1, 292); ძველი წყაროების მიხედვით: ოსეყმა, ოვსეყმა „შესაძლებელია აქ ოსიეთნონიმი იყოს თუ იოსების შემოკლებული სახე არ არის) ოსი+ყმა.
Submitted by: scroll.ge

ოსიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ოსიყმა.

სახელი რთული შემადგენლობისაა – ოსი+ყმა. აქ ოსი ან ეთნონიმია ან იოსების შემოკლებული ფორმა.

ამავე ძირისაა გვარები: ოსიძე, ოსიაშვილი, ოსაძე.

სოფელ ღოუბნიდან ჩამოსული ოსიყმეს შემდეგ, 1817 წლიდან, კოდაში ჩნდება გვარი ოსიყმაშვილი.

„ქართველების სომხურ სარწმუნოებაზე გადასვლის მთავარ მიზეზად მიჩნეულია, ბატონყმობისგან თავის დაღწევის მიზნით, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონე ყმა-გლეხობის თბილისში გაქცევა. მაგალითად, ვინმე ვარა ოგანეზოვა ამბობს: „მე ვარ ოსიყმაშვილი. ჩემი მამა-პაპა გამოქცეულა, ქალაქში ოსეთის მხრიდან ჩამოსულა. მათ ბატონის შიშით გვარი გამოუცვლიათ. ჩემი პაპის პაპა ოგანეზოვად ჩაწერილა, თუმცა, სომხური არ სცოდნია.”

საქართველოში 255 ოსიყმაშვილი ცხოვრობს
: თბილისში – 127, გარდაბანში – 93, რუსთავში – 15. არიან სხვაგანაც.

ოსტატიშვილი
ხელობის აღმნიშვნელი გვარია. ოსტატიშვილი, ძვირფასი ლითონების ოსტატს ოქრომჭედელი ეწოდება. ოსტატმა აწარმოა გვარი ოსტატიშვილი (კახეთი)ოქრომჭედელმა კი ოქრომჭედლიშვილი. შდრ. დალაქიშვილი, ზეინკლიშვილი, კალატოზიშვილი, ხარატიშვილი...
Submitted by: scroll.ge

ოქიტაშვილები
(საკ. სახ. ოქიტა) ქართული გვარი. ფიქსირდება 1721 წლის აღწერაში (გვ. 123), გარდა ამისა ქართული სამართლის ძეგლების V-VI ტომებში მოხსენიებულია ოქიტაშვილი მიქელა. აღსანიშნავია, რომ გვარის ფუძე ძირითადად ქართლშია და ადრეულ პერიოდში გავრცელებული იყო გორში, ახალგორსა და გარდაბანში. დღესდღეობით ოქიტაშვილების უმრავლესობა დასახლებულია წყნეთში
Submitted by: scroll.ge

ოქრიაშვილი
(1558 წ.) ოქრო, ოქრია, ოქრუა-ოქროპირის შემოკლებული ფორმაა. საკუთარი სახელი ოქრია. ამავე ძირისაა: ოქროპირიძე, ოქროპირაშვილი, ოქრომჭედლიშვილი,ოქრუაშვილი, ოქრუაძე... ერტისში 1558 წ. მოიხსენიება ოქრიასშვილი.
Submitted by: scroll.ge

ოქრომელაშვილი
(1886 წ.) საკუთარი სახელი ოქრომელი, მელ, მელა ნაწარმოები უნდა იყოს (შდრ. ჯარიმელაშვილი, ურჯუმელაშვილი, სარჩიმელია, დარციმელია. (ჰიდრონიმებია: ჩხერიმელა, ბორიმელა, სხვა სიტყვები: ცუგრუმელა, კორკიმელი... ი. მაისურ., 129); შდრ. ოქრობელა, ოქროენა, ოქროკვერცხა // ოქროკვერცხ-ი, გვარში: ოქროკვერცხიშვილი, ოქროპირ, ოქროპირა, ოქროცვარი... (ალ. ღლ., 174); თომა და გიორგი ოქრომელაშვილები მოიხსენებიან დიდ თონეთში 1886 წ.
Submitted by: scroll.ge

ოქროპირაშვილი/ოქროპირიშვილი
(1438 წ.), ოქროპირ-ქართული სახელია. თავდაპირველად იყო ზედწოდება მჭერმეტყველი ადამიანისა, კარგი ორატორისა (თარგმნილია ბერძნულიდან) შემდეგ დამოუკიდებელ სახელად იქცა. მისი შემოკლებული ფორმაა ოქრო.
Submitted by: scroll.ge

ოქროპირიძე
საკუთარი სახელი ოქროპირი. ზოგადი მნიშვნელობით მჭერმეტყველი, შდრ. ოქრობილაშვილი, ოქრობილა, იმავე ძირისაა: ოქროპირაშვილი (ი. მაისურაძე 129).
Submitted by: scroll.ge

ოქრუაშვილი
(1700 წ.), საკ. სახ. ოქრუა. ოქროპირის შემოკლებული ფორმაა.
Submitted by: scroll.ge

ოღობაშვილი
(1713 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ოღობა, გვარში: ოღობაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ოღულაშვილი
(1721 წ.), ოღულ (თურქულად) შვილი, ძე ვაჟი, შდრ. მეგრული ბერე. სავარაუდოდ საკუთარი სახელი ოღულა შდრ. ოღქუზა (თურქ.)-ხარი ( შდრ., ხარაძე). შდრ. ოღიაშვილი, ოღმლიშვილი, ოღუზაშვილი, ოღომაშვილი (ენაგეთი).
Submitted by: scroll.ge

ოძელაშვილი
(1721 წ.), საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვა ოძელა, სოფლის სახელისაგან ოძისი (დუშეთის, ხაშურის რაიონი) (ილ. მაის., 130); ზემო და ქვემო ოძისი იყო გარისის რაიონშიც.
Submitted by: scroll.ge

ოხანაშვილი/ოჰანაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. ოხანა, გვარში: ოხანაშვილი (ი. მაისურაძე130); შდრ; ოხია ( ისტორ. საბ., 67). ოჰანაშვილი მოგვიანებით ოგანოვი. (ზოგან ადრინდელი გვარი ნიკოლაიშვილი, გურიიდან გადმოსულნი). ამავე ძირისაა: ოხანაშვილი, ოჰანაშვილი. შდრ. ოჰანა ოხანა.
Submitted by: scroll.ge

ოჰანეზაშვილი/ოსიყმაშვილი/ბეგლარიშვილი
რუსული გაფორმებით ოგანეზოვი (1817 წ.), საკუთარი სახელი ოჰანეზა, 1781 წ.
Submitted by: scroll.ge

პარეხელაშვილი
საკუთარი სახელადქცეული სადაურობის სიტყვიდან “პარეხელი”-დან მომდინარეობს. პარეხი სოფელი და ტაძარია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ისტორიულ წყაროებში ცნობილია სასულიერო მოღვაწე მიქაელ პარეხელი.
Submitted by: scroll.ge

პეტრიაშვილი
პეტრე (ბრძ.”კლდე”, “ლოდი”) ეს გვარი მომდინარეობს სახელი პეტრედან. ეს სახელი უძველესი დროიდან ცნობილია საქართველოში, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ I საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი პეტრე იბერი. პეტრიაშვილი გავრცელებულია ძირითადად გოგაშენში, ახალქალაქის რაიონში. ამავე ძირისაა გვარი პეტრიაძე.
Submitted by: scroll.ge

ჟამიერაშვილი
(1874 წ.), საკუთარი სახელი ჟამიერა. ჟამიერაშვილი მოხსენიებულია დავით მეფის სიგელში 1710 წ. (დიდი ენაგეთი)
Submitted by: scroll.ge

ჟაჯუაშვილი
(1721 წ.), საკუთარი სახელი ჟაჟუა
Submitted by: scroll.ge

ჟურიაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. ჟურა (ჟურია) (ქ. ტაგნაგეთი) (ქ. სამღერეთი)
Submitted by: scroll.ge

ჟურიკაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. ჟურა. ჟურას კნნინობითი ფორმაა: ჟურიტა, ჟურიკა, ჟურენტი. (ქ. ენაგეთი)
Submitted by: scroll.ge

ჟღენტი
გურული წარმოშობის გვარია. ამ გვარის ხალხი ჩოხატაურში, ოზურგეთსა და თბილისში ცხოვრობს. ადრე აზნაურები იყვნენ. გადმოცემის მიხედვით, გვარი რომაული წარმოშობისაა. მეფე გუბაზმა ბიზანტიელთა დახმარებით სპარსელთა ლაშქარი მოიგერია. ზოგი რომაელი ლეგიონერი საქართველოში დაქორწინდა და საცხოვრებლად აქვე დარჩა. მათ გვარად ჯღენტი დაარქვეს. შემდეგ გვარის პირველი ასო შეიცვალა და ჟღენტი გახდა. ჯერჯერობით უცნობია, რას ნიშნავს გვარის ფუძე ჟღენტ. ზოგიერთმა რომაელმა ლეგიონერმა კი გვარად ღლონტი და ჯიბუტი აიღო. საქართველოში 3 335 ჟღენტი ცხოვრობს: თბილისში 1 154, ჩოხატაურში 480, ოზურგეთში 378. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.ge

რაზმაძე
რაზმი – მწყობრი ჯართა (საბა).

რაზმა – ქართული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო რაზმია, რაზმაზა და რაზმანა – იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით “რაზმ”-ფუძისანი არიან: რაზმაზიშვილნი, რაზმიაშვილნი, რაზმანაშვილნი, რაზმაშვილნი და რაზმაძენი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან რაჭას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი რაზმაძეთა. რაჭიდან დაწყებულა რაზმაძეთა განსახლება მთელ იმერ-ამერში.
KARIBCHE

ქართულ საისტორიო საბუთებში რაზმაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1578 წლის ქუთაისის საყდრის მებეგრეთა გამოსაღების დავთარში იხსენიებიან იმერეთის სოფელ ფერსათს მცხოვრები გლეხები: სიხარულა, არღუნა, მახარა, კიდევ მახარა, გოგნია და როსტევან რაზმაძენი.

1621 წლის მაჩაბელთა და გაგნიძეთა ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია რაზმაძე პაატა.

1644 წლის როსტომ-ხანის სიგელში იხსენიება თავად მაჩაბელთა მამულში, სოფელ ლელში მცხოვრები გლეხი ზაქარია რაზმაძე.

1648 წლის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, გლეხ შალვა რაზმაძეს მამული უყიდია შიდა ქართლის სოფელ რუისში.

1661 წლის ვამეყ დადიანის შეწირულობის სიგელით, სეხნია და მამისთვალა რაზმაძეები მთის წმინდა გიორგის ეკლესიის მსახურნი გამხდარან.

1664 წელს შიდა ქართლიდან შიგნით კახეთში გადასულ მჭედელს პაატა რაზმაძეს ძველმა ბატონებმა გიორგი და ზაქარია თუმანიშვილებმა აზატობის წიგნი დაუწერეს: “ღმერთია თავდები, ჩვენ არას მოგედავებით და აზატიც გვიქნიაო”.

1781 წელს ქვემო ქართლში, სოფელ მარაბდის მცხოვრები რაზმაძე იხსენიება თავად გემანოზიშვილთა მამულში.

1819-1820 წლების აჯანყებაში რუსთა წინააღმდეგ იბრძოდნენ რაჭველი გლეხები: მიქელა რაზმაძე (სომიწოელი) და მიქელა რაზმაძე (შავრელი).

ზეპირი გადმოცემით, რაზმაძეთა გვარს ენათესავება შიდაქართლელი აწკარუნაშვილების და გარეკახელი შავლიაშვილების გვარები.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის რაზმაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარცხენე სადროშოებში, კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.

ერის სამსახურში მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ რაზმაძეთა გვარისშვილნი: ერთ-ერთი პირველი ქართველი მესტამბე რომანოზ რაზმაძე; 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, პოეტი და მთარგმნელი სოლომონ რაზმაზე (აზნაურობის მაძიებელი); თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დაამარსებელი, ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებელი პროფესორი ანდრია რაზმაძე; სამხედრო მოღვაწე, გენერალი ილია რაზმაძე…

ამჟამად რაზმაძენი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, გურიაში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: გორის, ბორჯომის, მცხეთისა და თელავის რაიონებში.

რაჭაში რაზმაძეთა გვარის ორმოცამდე კომლი დარჩა. თბილისში ამ გვარის ხუთასზე მეტი კომლია.

საქართველოში რაზმაძეთა დიდ-პატარის, ქუდსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5600-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი რაზმაძეთა!

რამინაშვილი
რამინ (ინდურ-ირანულია) ეს სახელი ჰქვია "ვისრამიანის" მთავარ მოქმედ ვაჟს. ამ ძირითადიდანაა გვარი რამინაშვილი. რამა ინდური ღვთაების სახელია და ავესტის ენაზე ეწოდება მესაქონლეობის ღმერთს. სპარსულში რამინ მზის წლის მეშვიდე თვის 21-ე დღის სახელია. ეს ფრიდონის ზოჰაქზე გამარჯვების დღესასწაულია და ბედნიერ დღედ ითვლება. ასე, რომ რამინ შეიძლება ნიშნავდესამ დღეს დაბადებულს. სპარსულში მას მირებული აქვს :მორჩილის", "მშვიდის", დამჯერის მნიშვნელობა.

რამინიშვილი
რამინ (ინდურ-ირანულია) ეს სახელი ჰქვია "ვისრამიანის" მთავარ მოქმედ ვაჟს. ამ ძირითადიდანაა გვარი რამინაშვილი. რამა ინდური ღვთაების სახელია და ავესტის ენაზე ეწოდება მესაქონლეობის ღმერთს. სპარსულში რამინ მზის წლის მეშვიდე თვის 21-ე დღის სახელია. ეს ფრიდონის ზოჰაქზე გამარჯვების დღესასწაულია და ბედნიერ დღედ ითვლება. ასე, რომ რამინ შეიძლება ნიშნავდესამ დღეს დაბადებულს. სპარსულში მას მირებული აქვს :მორჩილის", "მშვიდის", დამჯერის მნიშვნელობა.

როინიშვილი
გვარი წარმოშობილია სპარსული სახელისგან როინ რაც ქართულად ნიშნავს " რვალისა ", " სპილენძისა ".

რუსიაშვილი
ერთ შემთხვევაში რუსიშვილების გვარს ეროვნებით რუსმა ჩაუყარა საფუძველი, მეორე შემთხვევაში კი გვარსახელს საფუძვლად უდევს მამაკაცის სახელი "რუსა" (XVIII ს-ის დასაწყისის აღწერაში კახეთის სოფელ მაღრანს დასახელებულია "რუსი ნაცვლიშვილი", 1801 წლის აღწერაში ყვარელში ფიქსირებულია "იმერლიშვილი რუსი"). შეიძლება დავასახელოთ ერთი მაგალითი, 1886 წელს აღწერით კახეთის სოფელ საბუეში ცხოვრობდნენ რუსიაშვილები. საარქივო დოკუმენტში მითითებულია მათი ადრინდელი გვარი – ბეჟიტაშვილი.

სააკაშვილი
ისაკ. (ძვ.ებრ) ნიშნავს გაცინებას, მოცინარს ბიბლიური გადმოცემის მიხედვით პატრიარქ აბრამის ცოლს სარას, რომელსაც დიდხანს შვილი არ ჰყავდა უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარ მეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა ისაკის კნინობითი ფორმებია სააკა, სისაკა. აქედან წარმოიშვა სააკაშვილი.
Submitted by: scroll.ge

სააკაძე
ისტორიული ცნობით, ეს გვარი გავრცელებული ყოფილა ატენის ხეობაში. მე-16 საუკუნის ბოლოდან კი სააკაძეები ნოსტეში გადასახლებულან (კასპის რაიონში). გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შთამომავალნი თარხან-მოურავებად იწოდებოდნენ. დღეს კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.
Submitted by: scroll.ge

სააკაძე/თარხნიშვილი/ალიყულიშვილი
(1580 წ.), სააკაძენი ადრე ტანის ხეობაში სახლობდნენ (დღევანდელი გორის რაიონი), მე-16 საუკუნის ბოლოდან ნოსტეში გადასულან. გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შტამომავალნი თარხან-მოურავად წოდებულან,ამჟამად კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.
Submitted by: scroll.ge

საამისშვილი
საამიშვილი (1728 წ.), საკუთარი სახელი საამ. საამიშვილი ბარათაშვილთა, ფიცხელაურთა და მაყაშვილთა შტო ( განაყოფი) გვარია.
Submitted by: scroll.ge

საბაგულაშვილი
საბაშვილი (1721 წ.), რთულფუძიანი (ორშემადგენლიანი) გვარი, საკ. სახ. საბა (ბერძნული) „ქ საბის მცხოვრები“, ზოგან იგი ახსნილია როგორც ებრაული წარმოშობის სახელი,რომელიც ნიშნავს „თავისუფლებას მოკლებულს“, „ტყვეს“ არაბულად მოხუცი. პაპა, გულა საკუთარი სახელი
Submitted by: scroll.ge

საბამღვიმელისშვილი
(1819 წ.), რთულფუძიანი საკუთარი სახელი. საბა (ძვ. ებრ. თავისუფლებას მოკლებული; არაბ. მოხუცი, პაპა; საქ. სიძვ, II, 35); მღვდელი სასულიერო პირი ქრისტიანული ეკლესიის მსახური რომელიც საეკლესიო წესს ასრულებს, ხუცესი. შესაძლოა გვარი სულაც მღვდელ საბასთანაა დაკავშირებული. 1819 წელს სოფ. წინწყაროში მცხოვრები სვიმონ საბამღვდლისშვილი ნათლავს შვილს ანას.
Submitted by: scroll.ge

საბანაძე
(1873 წ.), საკ. სახ. საბანა, ქსნის ხეობა, ლარგვისი, გვარში საბანაძე ( ალ. ღლ., 183); საკუთარი სახელი საბანი. შდრ. იოანე საბანის ძე (მწერალი, VIII ს.).ამავე ძირისაა საბანიძე, საბანაშვილი.
Submitted by: scroll.ge

საგინაშვილი
გავრცელებულია სიღნაღში, მცხეთაში და სხვაგან. მომდინარეობს საკუთარი სახელადქცეული ანტიკური ეთნონიმიდან “საგინა”. ამავე ძირისაა საგინაძე.
Submitted by: scroll.ge

სადუნიშვილი
გავრცელებულია საჩხერის რაიონში. “სადუნი” ნიშნავს სხვა ენის მცოდნე ადამიანს.
Submitted by: scroll.ge

საზანდარიშვილი
(1843 წ.), საზანდარი (საზანდრისა), სპ. 1. ჩვეულებრივ მრ. საზანდარები დასი, რომელიც შედგება საზის, თარის, ჭიანურის დამკვრელთა და დაირის დამკვრელ-მომღერლისაგან. საზანდრების (დამკვრელების) დასტა 2 იგივეა რაც მესტვირე. შდრ. არუთინაშვილი, მესტვირაშვილი, მექანარისშვილი, მედოლაშვილი, ჭიანურაშვილი.
Submitted by: scroll.ge

საკაშვილი
(1699 წ), საკ. სახ. საკ-ი, საკო
Submitted by: scroll.ge

სალამაშვილი
(1721 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი სალამა (სოპელ მუხათში. კაცი რომელიც მისალმებისას ამბობს სალამი, სალამას ეძახიან), ან წარმოდგენილია საკუთარი სახელიდან სალამონ (ქარტლ. ცხ., I, 372).
Submitted by: scroll.ge

სალიქვაძე/სალუქვაძე
თავდაპირველად, გვხვდება გვარი სალიქვა, ხოლო შემდეგ ამ გვარის წარმომადგენლები ჩაეწერნენ სალუქვაძეებად. გვარი სალუქვაძე წარმომდგარია ორმაგი სიტყვისგან შედგენილი სახელებიდან - სალი+ქვა, ხელობა-საქმიანობა. ამ გვარის წევრებისთვის ჯერ მეტსახელი სალიქვა (სალიქვაძე), ხოლო მოგვიანებით ასო „ი“ „უ-ს“ შეუცვლია და სალუქვაძეები გამხდარან. ზოგიერთმა ავტორმა გვარი ბოლქვაძეს შეადარა, რაც არ არის მართებული. ამ უკანასკნელ გვარში საქმე გვაქვს ბოლქვთან. ალექსანდრე ღლონტი წერს: „სალიქვა, მეტსახელია გვარში სალიქვაძე-სალუქვაძე”. მეათე საუკუნის მეორე ნახევარში მოხსენიებულია თაყა სალაქიძე, აჭის მღველი კი სალუქაძედ იწერებოდა. როგორც ჩანს, ასო „ვ“ შემდგომ ჩაემატა. სალუქვაძეები არიან როგორც გურულები ისე აჭარლებიც. აჭარლები ცხოვრობენ ქობულეთის რაიონის ალამბარში, მუხაესტატესა და თვით ქალაქში. სალუქვაძეთა გვარიდან, კერძოდ, თაყა სალუქვაძედან მომდინარეობს გვარი თაყაიშვილი.საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის, სალუქვაძეებს 332-ე ადგილი უჭირავთ. საქართველოში 2 408 სალუქვაძე ცხოვრობს: ოზურგეთში 1 038, თბილისში 464, ბათუმში 181. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.ge

სალურყაზანაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. სალურყაზან-ი (ქრონიკა II, 244) „ქ. საკარის მსახლობელი სალურყაზანაშვილი“ (ვახუშტი 312).
Submitted by: scroll.ge

სამადაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. სამადა
Submitted by: scroll.ge

სამანდაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. სამანდი.
Submitted by: scroll.ge

სამებაშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. ქცეული სამება ერთი ღმერთი სამგუამოვანი, ერთი არსება და ერთი უფლება.
Submitted by: scroll.ge

სამიშვილი
(1721 წ.), საკუთარი სახელი სამ-ი.
Submitted by: scroll.ge

სამნაშვილი
(1721 წ.), საკუთარი სახელი სამნა.
Submitted by: scroll.ge

სამნუაშვილი
(1721 წ.), საკუთარი სახელი სამნუა.
Submitted by: scroll.ge

სამხარაული
მეხინაშვილი (1843 წ.), საკუთარ სახელად ქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა სამხარი ( შუადღე ჭმადი არს სამხარი, საბა).
Submitted by: scroll.ge

სანიშვილი
(1817 წ.), საკუთარი სახელი სანა 1817 წელს სოფ. ვაშლოვანში მოიხსენიება მანჩო სანიშვილი. ამავე ძირისაა: სანაძე, სანაია, სანიაშვილი, სანოძე (ვაშლოვანი).
Submitted by: scroll.ge

სარალიძე
(1924 წ.), საკ. სახ. სარო. სარალიძე სოფელ ბოგვში გადმოვიდა ჭიათურის რაიონის სოპელ ეწერიდან (ყოფილი ჯვარი, ეწერი).
Submitted by: scroll.ge

სარდლიშვილი
როსტომაშვილი (1721 წ.), საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის სიტყვა სარდალი (სპ.) ჯარების უფროსი, მხედართმთავარი.
Submitted by: scroll.ge

სარიკაშვილი
(1721 წ.), საკ.სახ. სარიკა, სარიკო (მეგრ. საზღაპრო) (კოლხეთი ჩხოროწყუ, ალ. ღლ., 155).
Submitted by: scroll.ge

სარიშვილი
შდრ. თურქ., ყვითელი, სარი ქერა, ამავე ძირისაა: სარია, სარიაშვილი, სარუაშვილი. სარი (სპ.)აღმოსავლეთ ქვეყნებში (ინდოეთში და სხვაგან); ქალის სამოსი გრძელი (4-5 მეტრამდე). ქსოვილი, რომელსაც გარკვეული წესით იხვევენ ტანზე. სარი ვაზზე შესადგომი ხე (ჯოხი). იგივეა რაც კვიპროსი. საროს ტანი (პოეტ.) იტყვიან მოხდენილ წერწეტ ტანზე.
Submitted by: scroll.ge

სარნოშვილი
(1721 წ.), სარნო გვარში სარნოშვილი, სარსევან, გვარში: სარსევანიძე (ი. მაისურაძე, 144).
Submitted by: scroll.ge

სარქისაშვილი
(1721 წ.), საკ. სახელი სარქისა. ვახტანგაანტ სარქისა მოიხსენიება 1679 წ. ოქტომბრის 27-ს.
Submitted by: scroll.ge

საფარასშვილი
საფარაშვილი (1721 წ.), საფარა სადაურობის აღმნიშვნელი ტერმინია. საფარა იყო სახელიც.
Submitted by: scroll.ge

საქიაშვილი
სიქიაშვილი (1683 წ.), საკუთარი სახელი საქია.
Submitted by: scroll.ge

საქუაშვილი
(1712 წ.), საკ. სახ. საქუა. საქუაშვილი 1721 წ. ოქტომბრის 16-ს ყმების ნასყიდობის წიგნი, მიცემული გიორგი სოლოღაშვილის მიერ. ტაბახმელელი ბაღდასარა საქუასშვილი იხსენიება 1736 წ. 25 თებერვალს თავდახსნილობის წიგნში, რომელსაც ელიზბარ და სხვა სოლოღაშვილები აძლევენ მელქოა საქუასშვილს. დათუა საქუაშვილი, ხაბაზი, მოიხსენიება 1782 წლის 7 სექტემბერს. (ბრძანება მეფის ძის გიორგისა ზაალ გურამიშვილის ყმების შესახებ, საქ. სიძვ., III, 509). (წინწყარო, დურნუკი).
Submitted by: scroll.ge

საღათელაშვილი
(1823 წ.), საღათ (თურქ.) ინვალიდი, ხეიბარი შდრ. საღათას ძილი. ხანგრძლივი, ლეთარგიული, ავადმყოფი.
Submitted by: scroll.ge

საღირაშვილი
(1873 წ.), საკ. სახ. საღირა ( საღირა საღირაშვილი, სოფ. ვაშლოვანი, 1873 წ.) საღირი საკუთარი სახელი ხევსურეთში , საღირ კოლონკელიძე). ამავე ძირისაა საღრიშვილი // საღირიშვილი // საღრაძე, საღირაშვილი, მოიხსენიებიან სოფ. ვაშლოვანში 1872 წელს. შდრ. მთავარი საღირისძენი, დღევ. საღარაძეები.
Submitted by: scroll.ge

საყევარაშვილი
(1823 წ.), საყევარ (საყევრისა), გუთნის თავის ხარების წინა უღლეულების (ან ურემში მეორე უღელი ხარის ) მისაბმელი ჭაპანი, ჯაჭვი, ძელი და მისთ.
Submitted by: scroll.ge

საყვარელიძე
(1519 წ.), საყვარელა ქართული ს ახელია (შემოკლებით- საყვალა). აქედანაა გვარი საყვარელიძე. მნიშვნელობით მას შეესატყვისება ამბაკო, დავით, აღაპიტე. ამავე ძირისაა: საყვარელაშვილი, საყვარელია, საყვარლიშვილი (დმანისი -ჯვარა, დღევ. დუმანისი).
Submitted by: scroll.ge

საძაგლიშვილი
მისი ძველი გვარი ჯოხაძე ყოფილა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ყმასჯოხაძეს ბატონის ნების გარეშე ცოლი შეურთავს. ბატონი მასზე გაბრაზებულა და მისთვის საძაგლიშვილი შეურქმევია.
Submitted by: scroll.ge

საწირაშვილი
(1721 წ.), სავარ. მეტსახელი საწირა., შდრ. საწირავი წირვისათვის. საწირე სოფელია ტყიბულის რაიონში.
Submitted by: scroll.ge

სახლისაშვილი
(1886 წ.), ნაწარმოები სახელიდან სახლი. ადამიანთა საცხოვრებელი ( ან დაწესებულების) შენობა. შდრ. სახელაშვილი, მამაკაცის სახელია ფშავში. სახლთხუციშვილი, ძვ. თანამდებობის ტერმინი სახლთუხუცესი; სპირიდონ სახლისაშვილი მოიხსენიება სოფ. ვაშლოვანში 1886 წ. ( სცსსა ფ. 254, #3, 1611, ფურც. 29-84).
Submitted by: scroll.ge

სახულიშვილი
(1823 წ.), საკ..სახ. სახული ( არქ. 1891), სახელი ( ფარი, სვან. დედ. 2, ალ. ღლ., 186) ( ვაშლოვანი, 1823 წ. სცსსა, ფ. 254 I 802. ფურც. 99-107)
Submitted by: scroll.ge

სებისკვერიძე
ძირითადად გავრცელებულია უბისაში და ბორითში. მომდინარეობს სიტყვისგანსეფისკვერი (წმიდა კვერი ეკლესიაში საზიარებლად). გადმოცემით ამ გვარის წინაპრები უბისის ტაძრისთვის სეფისკვერს აცხობდნენ. ამავე ძირისაა სეფისკვერიძე.
Submitted by: scroll.ge

სეთური
ეს გვარი გავრცელებულია დუშეთის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისგანსეთი. სეთურნი სოფელია ამავე რაიონში. ამავე ძირისაა სეთაშვილი და სეთურიძე.
Submitted by: scroll.ge

სვიმონიშვილი/სვიმონაშვილი
(1721 წ.), სიმონ ( ებრ.) ,,შესმენილი’’, ,,გამგონე’’ ( სიტყვა-სიტყვით: ,, ღმერთმა გაიგონა“, იგულისხმება, რომ ღმერთმა შეისმინა ლოცვა-ვედრება). ძველებური ფორმაა სვიმონ, კნინობითია: სიკო, სისო, სიმონიკა, სიმონა.
Submitted by: scroll.ge

სიდონიძიშვილი
(1721 წ.), საკ. სახ. სიდონა ( სიდონია) ( ვახუშტი, 154). ამავე ძირისა უნდა იყოს: სიდა. ვახტანგ ბატონიშვილის ყმა, არაგველი, სიდამონ, სიდომო. ( აქედან გვარები: სიდამონიძე, სოდომოსშვილი). შდრ. დასახლებული ადგილი სიდა.
Submitted by: scroll.ge

სიკრაშვილი
(1817 წ.), სავარ. წარმომდგარია სახელიდან სიკ-ი, სიკალა, სიკო. იხ. სიკოია, სიკოლა, სიკონია. 1817 წ. აღწერაში მოიხსენიება ალიპა სიკრაშვილი (იგივე სიკიაშვილი).
Submitted by: scroll.ge

სისაური
სისვი - ლეგა, რუხი ძველქართულად.

სისა, სისო, სისუა, სისვა - ქართული საკუთარი სახელი კაცისა.

გვარისსახელით "სის" ფუძისანი არიან: სისოშვილნი, სისუაშვილნი, სისვაძენი, სისაურიშვილნი, სისვაურნი, სისოურნი და სისაურნი. ამათგან სისოშვილ-სისუაშვილებს მხოლოდ გვარსახელის ფუძე აკავშირებთ სისაურებთან და არა სისხლის ერთობა.

KARIBCHE

ძველთაგან ხევსურეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი სისაურთა.

პირიქითა ხევსურეთში არის ანატორელ სისაურთა შტო, ბუდე ხევსურეთში კი ლიქოკელ სისაურთა.

ეგრე უბნობენ, სისაურებს შატილისა და აკუშოს მიწების გამო მტრობა ჰქონდათო ხევსურ ჭინჭარაულებთან და ფშაველ უძილაურებთან. ამასაც უბნობენ, სისაურებს ძმობა ჰქონდათო ხევსურ გიგაურებთან, ხორნაულებთან, ბასხაჯაურებთან და თუშ ოჩიაურებთან. ამათგან ბასხაჯაურ-ოჩიაურნი ლიქოკის ხევის სისაურებთან ერთ გვარად შეყრილად და მასუკან ლიქოკელებად დაწერილან.

ხევსურეთიდან სისაურები გადასულან მთიულეთში, თიანეთსა და თუშეთში, მთიულეთიდან - ხევში, ქსნის ხეობასა და ქართლის ბარში, თიანეთიდან - კახეთის ბარსა და შირაქის ველზე, ხოლო თუშეთიდან ალვანის ველზე დამკვიდრებულან.

სისაურთა გვარის შტონაყარი გვარებია: არაგველი ქვიცურები, გომურები და ჭიკაიძეები; ქსნელი დორეულები, წითურაულები და მწითურები; თიანელი უშიკიშვილები, გონჯილაშვილები, სულხანიშვილები, კახოშვილები, მგელიაშვილები, მოსიაშვილები და პატურაშვილები; თუში იჭირაულები და თათრულაიძეები; კახი სამნიაშვილები და იმერი სისვაძეები.

ქართულ საისტორიო საბუთებში სისაურთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება.

ქართლსა და კახეთში ჩამოსახლებული მთიელი სისაურები ჩანან: ამილახვართა, ციციშვილთა, მაღალაშვილთა და საეკლესიო მამულებში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის სისაურთა გვარის მეომრები მთიელნი - ქუდზე კაცად და ბარელნი - კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ, მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად სისაურები ცხოვრობენ: ხევსურეთში, ფშავში, მთიულეთში, ხევში, თუშეთში, თიანეთში, ქართლსა და კახეთში. არიან ჩრდილო კავკასიაშიც.

საქართველოში სისაურთა დიდ-პატარის ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1400-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი სისაურთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

სიხარულიძე
საკ.სახ. სიხარული. სიხარული- წყარო, ობიექტის სიამოვნება, ან კმაყოფილება (მათი ერთადერთი შვილი, მათი სიამაყე და სიხარული). სიხარულიძეები — წარჩინებული ქართული გვარი. სიხარულიძეების გვარი შავშეთიდან მოდის. საგვარეულოს ფუძემდებელი ვინმე „სიხარული“ უნდა ყოფილიყო. ამ გვარის მატარებელი პირველი ადამიანი, დემეტრე სიხარულიძე, XV საუკუნის შუახანების წერილობით წყაროებში ფიქსირდება. მისი სახელი ტბეთის სულთა მატიანეში იხსენიება. XVI საუკუნეში ოსმალეთის მიერ შავშეთის დაპრყრობის შემდეგ სიხარულიძეები გიორგაძეებთან, ვარშალომიძეებთან და სხვებთან ერთად შავშეთიდან მრავალი ოსმალოს დახოცვის შემდეგ გურიაში გადავიდნენ. გურიის სამთავროს მმართველმა გურიელებმა სიხარულიძეები სოფელ შუბანსა და მის ახლო-მახლო სოფლებში (ერკეთი, ბუკისციხე) დაასახლეს. ისინი ამ მხარის ბატონებად დაადგინეს. ცნობილია XIX საუკუნის სახალხო გმირი, ივანე სიხარულიძე (1784-1884), რომელიც საქართველოს ფარეშთუხუცესი იყო და ამავე დროს, იბრძოდა სახალხო რაზმში, რომელიც გურიის საზღვრებს იცავდა ოსმალეთის იმპერიისგან.
Submitted by: scroll.ge

სოლომონიძე
ეპონიმური გვარია. „დიაკონიძეებიდან განსახლებულან" (დიაკვანი ყოფილ აქ და ამიტომ დაერქვა დიაკონიძეები.): გუდასახოში, ოქრუაშვილებში, მეხვათოღლებში.
Submitted by: scroll.ge

სუთიაშვილი
გავრცელებულია თბილისში, მცხეთასა და გორში. უკავშირდება საკუთარ სახელს სუთია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1721 წელს მოიხსენიება ვინმე ალავერდა სუთიაშვილი. ამავე ძირისაა სუთიძე.
Submitted by: scroll.ge

სულაშვილი
შედგება საკუთარი სახელისგან სულა. მოიხსენიება XII ს. ძეგლში. 1817 წელს კოდაში თავად ლუარსაბ ორბელიანის ყმებს შორის მოიხსენიება გეო სულაშვილი. სულა ამჯამად გავრცელებულია მოფერებითი ფორმითსულიკო. სულა-დან ნაწარმოებია გვარები: სულაძე, სულავა, სულაისძე, სულიაური, სულიაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ტაბაღუა
გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. სავარაუდოდ დაკავშირებულია სახელთან ტაბაღი. შედარებითი ფორმა ტაბახიუძველესი ეთნონიმი ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან. ამავე ძირისაა ტაბახია.
Submitted by: scroll.ge

ტარიელაშვილები
ქართული გვარი. ქართული გვარი, რომელიც პირველად გვხვდება XVIII საუკუნის აღწერებში. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტარიელი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირის სახელი, როგორც ფიქრობენ, მომდინარეობს ირანული დარიელისაგან, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: დარ, დარა- „მეუფე“, „მეფე“ და იელ - „გმირი“. ამრიგად, ტარიელი ნიშნავს „მეფე გმირს“. აქედანაა ნაწარმოები გვარი ტარიელაშვილი. გვარი მოხსენიებულია 1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც დაერთო გეორგიევსკის ტრაქტატს და გაუთანასწორდა რუსეთის „დვორიანსტვოს“. ტარიელაშვილი - თბილისი, გორი, ზერტი, მჭადიჯვარი, სურამი, ხაშური, ხცისი.
Submitted by: scroll.ge

ტყებუჩავა
ტყებუჩა შავკანიანს ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს გვარი შავკანიანი კაცის მეტსახელიდან მოდის. გვარის მოკლე ისტორია აღწერილი აქვს გვარების მკვლევარს, პაატა ცხადაიას. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ამ გვარს 350-ე ადგილი უჭირავს, სენაკის რაიონშიმეორე, ხოლო ხობის რაიონში30-ე. ტყებუჩავათა ძირითადი სამკვიდროა ზანა, სადაც ამ გვარის 240 ოჯახი ცხოვრობს. ეს გვარი, ასევე, გვხვდება სოფლებში: ფოცხო32, ახალსოფელი (სენაკის რაიონი)24, საჯიჯაო17, ძველი აბაშა14, ხობი11, გურიკული8, უშაფათი5, აბაშა4 და ასე შემდეგ. გვარის ადგილობრივი ვარიანტია ტებჩა. სატყებუჩავო სოფელი ზანაძგის ორივე ნაპირას გვხვდება. სატყებუჩავო-სატყებუჩო უბანია შუა სოფელში, ძველ აბაშაში. 1995 წელს ვაუჩერი აიღო 2 310-მა ტყებუჩავამ: სენაკში903-მა, თბილისში395-მა, ხობში276-მა. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.ge

ტყეშელაშვილი
ძირითადად ონისა და ამბროლაურის რაიონებშია გავრცელებული. გადმოცემით ამ გვარის წინაპრები კოზოლიები ყოფილან, აფხაზეთიდან გადმოსულან იმერეთში და კოზოლაძეებად ქცეულან, შემდეგ ხატისკაცებად. ტყეშელაშვილების პირველი საცხოვრებელი იმერეთში ბზვანი და მაღლაკი ყოფილა. ამავე ძირისაა ტყეშელაძე, ტყეშელიაძე.
Submitted by: scroll.ge

ულუმბელაშვილი
გადმოცემით, ულუმბელაშვილების გვარის წინაპარი ბაქრაძე იყო. სამი ძმა ბაქრაძე რაჭიდან რაღაც შემთხვევის გამო გამოიქცა. ძმებმა ულუმბოს მამათა მონასტერს შეაფარეს თავი. მდევარმა მათ 3-4 თვეში მიაგნო. იმისათვის, რომ არ დაეხოცათ, ულუმბოს ბერებმა ძმებს გვარი უბოძესულუმბელაშვილი. ულუმბოს ბერის შვილებად წოდებული ძმები ურბნისში გადავიდნენ და 1715 წელს მოხსენიებულნი არიან რუისის საეკლესიო სამწყსოს დავთარში (ნიკოლოზ მროველი ორბელაშვილის მიერ შედგენილი), შემდეგ კი უფრო დასავლეთით, ჩუმათელეთი-სურამის ტერიტორიაზე დასახლდნენ, რადგან სწორედ ამ ადგილზე ცხოვრობს ამ გვარის ყველაზე მეტი წარმომადგენელი. ასევე დაუზუსტებელი ცნობებით, ძმებიდან ერთ-ერთი სასულიერო პირად შედგა და მოწამეობრივად აღესრულა.
Submitted by: scroll.ge

უნდილაძე
გავრცელებულია დუშეთის რაიონში. შედგება მეტსახელი უნდილა-საგან, რაც მომდინარეობს ზოგადი მნიშვნელობის სიტყვისაგან უნდილი, უფხო, მოუხერხებელი ადამიანი. თეიმურაზ I -ის მიერ ერთ-ერთ თავის თხზულებაში მოხსენიებული ”შირაზის ხანი” არის გამაჰმადიანებული ქართველი იმამ-ყული-ხან უნდილაძე, ფარსის ბეგლარბეგი, ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა შაჰაბაზ I-ის დროინდელი სეფიანთა ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე, აღჭურვილი უდიდესი გავლენითა და ავტორიტეტით. ალავერდიხან უნდილაძე იყო შაჰ-აბასის პირადი მცველი, ჯარის მეთაური (ყულარაღასი) და ირანის მნიშვნელოვანი პროვინციის ფარსის ბეგლარბეგი. უნდილაძე დაუდხანი-განჯის ბეგლარბეგი. ამავე ძირისაა უნდილაშვილი.
Submitted by: scroll.ge

უშიკიშვილი
უშა, უშო - ქართველური საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო უშკია და უშიკა იგივე სახელია კნინობით თქმული.

უშიკიშვილთა გვარის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი, ამდენად, მრავალი ქართული გვარის მსგავსად ეს გვარიც ეპონიმური ტიპის გვარია.

ზეპირი გადმოცემით, უშიკიშვილი მეორეული, შტონაყარი გვარია. უშიკიშვილთა ძველი, თავდაპირველი გვარი სისაური ყოფილა. ხევსური უშიკა სისაური ხევსურეთიდან თიანეთის მხარეში ჩამოსახლებულა და მის შვილებს და შთამომავალთ მისი სახელი გაუგვარდათ. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა - პირველად ჩამოსახლებული წინაპრის სახელი ახალი გვარსახელის საფუძველი ხდებოდა ხოლმე. ხევსურები წინარე გვარს, ძველ სალოცავს და პირველსაცხოვრისს ადვილად არ ივიწყებენ. პირველი უშიკადან დღევანდელ უშიკიშვილებამდე 10-11 თაობა იქნება გამოცვლილი, მაგრამ უშიკიშვილებში დღესაც დაცულია გადმოცემა მათი ხევსურობისა და სისაურობის შესახებ.

ხევსურეთში სისაურთა გვარის ორი შტო არსებობს. არიან ანატორელი სისაურები და ლიქოკელი სისაურები. ისინი ბიძა-ძმისწულის შთამომავალნი არიან. უშიკიშვილთა გვარის ფუძემდებელი უშიკა სისაური ბუდე-ხევსურეთის ლიქოკის ხევის სისაურთგანი იყო.

სისაურთა ძველი და მრავალრიცხოვანი გვარიდან უშიკიშვილთა გვარის გარდა სხვა გვარებიც განშტოებულან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მხარეში. დღევანდელმა უშიკიშვილებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მოძმენი არიან: მთიული ქვიცურები, გომურები და ჭიკაიძეები; ქსნისხეველი: დორეულები, ჭალისურები, წითურაულები და მწითურები; თუში იჭირაულები და თათრულაიძეები; თიანელი: გონჯილაშვილები, სულხანიშვილები, თურქიაშვილები, კახოშვილები, მგელიაშვილები, მოსიაშვილები და პატურაშვილები; წვერელი სამნიაშვილები, საგარეჯოელი ქურხულები, გრემისხეველი გოძიაშვილები და ტოტიკაშვილები; ერწოელი: ზამთარაშვილები, სისოშვილები და ზაზაშვილები; ბიწმენდელი მთიულიშვილები და ზემო იმერეთში მცხოვრები სისვაძეები. მოძმე გვარებს საერთო ძირი და ჯვარისყმობა აქვთ და ერთურთში ქალს არ ათხოვებენ.

ამ შემთხვევაში 26 შტონაყარი გვარი ერთ ძირზე მოდის. საკვირველი აქ არაფერია - ქართველ მთიელთა სხვა გვარებში უფრო მეტი შტოგვარიც არსებობს. ზუსტად იგივე მდგომარეობაა ბარელთა გვარებშიც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ბარად ხსოვნა მალევე დაკარგულა.

უშიკა სისაურის წინაპართა და შთამომავალთა სალოცავი იყო ხმალა და კოპალა (კარატის წვერისა), იგივე ხმალას ჯვარი და კარატის ჯვარი. როგორც ჩანს, ხევსური უშიკა ლიქოკის ხევიდან ზემო თიანეთის სოფელ ხოფცაში ჩამოსახლდა. ხოფცაში ერთ უბანს დღესაც უშიკიანი ჰქვია. აქედან განსახლებულან უშიკას შვილები და შვილიშვილები ახმეტა-თიანეთის სხვა სოფლებში. უშიკა სისაურის თიანეთში ჩამოსახლება XVII საუკუნეში უნდა მომხდარიყო, რადგან XVIII საუკუნის I მეოთხედში "კახეთის ხალხთა აღწერის დავთარში" საეკლესიო გლეხთა შორის უკვე იხსენიება უშიკიშვილთა ორი კომლი: "არის ხარჭაშნელის ყმა თვალივს, უშიკის შვილი დათუნა, კომლი ა, თავი ა, თოფი ა; იმის განაყოფი გამახარე, კომლი ა, თავი ა, თოფი ა".

ეს დათუნა და გამახარე უშიკისშვილები განაყრები არიან, შეიძლება ძმები ან ბიძაშვილები, ყოველ შემთხვევაში, ერთი სახლის შვილები არიან, ისინი უშიკის შვილები ან შვილიშვილები არიან, ხოლო გვარად ალბათ ჯერ კიდევ სისაურებად გრძნობდნენ თავს, როგორც მეორე-მესამე თაობის ჩამოსახლებულნი.

სოფელი ხოფცა სოფელ თვალივიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრით არის დაცილებული. შესაძლოა, იმხანად ხოფცა თვალივზე მიწერილ სოფლებში ითვლებოდა. აქ იყო ხარჭაშენის მონასტერი და იჯდა ხარჭაშნელი ეპისკოპოსი. როგორც ჩანს, ჩამოსახლებული ხევსური უშიკა სისაური ხოფცაში ხარჭაშენის მიწაზე დასახლდა და მონასტრის ყმა გახდა. მისი შვილებიც და შვილიშვილებიც საეკლესიო გლეხები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ უშიკის შვილებს ორივეს თოფით ლაშქრობა ევალებოდა, ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ მათ საშუალო გლეხზე მეტი შეძლება ჰქონდათ. ღარიბი, მშვილდოსან-შუბოსანი გლეხებისგან განსხვავებით, საშუალო გლეხები ფარ-ხმლით გამოდიოდნენ ლაშქარში, ხოლო თოფით ლაშქრობა შედარებით შეძლებულ გლეხებს ევალებოდათ.

დათუნა და გამახარე უშიკისშვილებისგან 3-4 თაობით დაცილებული მათივე შთამომავალნი უნდა იყვნენ 1801 წლის კახეთის აღწერაში მოხსენიებული ძმები: გლახა, პეტრე და გიორგი უშიკიშვილები. ისინი "თიანეთს ხარჭაშნელის ყმათა" შორის ირიცხებიან. მაგრამ მათ კომლს იქვე მინაწერი აქვს: "ახმეტას მყოფი". ესე იგი ამ დროისათვის ზემოთიანელი საეკლესიო გლეხების უშიკიშვილების სულ მცირე ერთი ოჯახი უკვე ახმეტაშია გადასახლებული. მათი სახელების გასწვრივ სიაში სწერია: "კომლი ა, თავი გ, მსახური". ამ ერთი კომლიდან სამი მეომარი გამოდიოდა და ისინი სოციალური მდგომარეობით მსახურ გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. მსახური გლეხი, მოყალნე გლეხისგან განსხვავებით, გადასახადებს არ იხდიდა. მისი სამსახური ლაშქარ-ნადირობა, ხლება და მასპინძლობა იყო. მისი სისხლის ფასი, ქართული სამართლით, ორჯერ მეტი იყო ბოგანო, ხიზან და მოყალნე გლეხთა სისხლის ფასზე.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის უშიკიშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გადმოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და შუაგულ სადროშოებში.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ უშიკიშვილთა გვარისშვილნი: მღვდელი გიორგი უშიკიშვილი, მღვდელმონაზონი იაკობ უშიკიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაკრინე უშიკიშვილი, ფოლკლორისტი, ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი, მხატვარი გოგი უშიკიშვილი და სხვა.

ამჟამად უშიკიშვილები ცხოვრობენ თიანეთის რაიონის სოფლებში: ხოფცაში, ჯიჯეთში, ზარიძეებში, ჟებოტაში, ძებნიაურებში და სხვა; თიანეთში, ახმეტასა და თბილისში.

საქართველოში უშიკიშვილთა და უშიკაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო ოდენობა 350 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი უშიკიშვილთა!

ფარტაძე
VI ჩნდება ახალი გვარი ფარტაძე. ფარტაზი კოლხეთში ერისმთავარი იყო, ისტორიული პიროვნება. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, სწორედ მისგან იწარმოა გვარი ფარტაძე. ძე-არის შობილი, მოვლენილი პიროვნება, რომელიც ოჯახის შვილია და მისი გამგრძელებელი. სუფიქსი -ძე უფრო ადრე გაჩნდა ჩვენს სინამდილეში, ვიდრე -შვილი. -შვილზე დაბოლებული ერთ-ერთი პირველი გვარი იყო არსლანიშვილი, დღევანდელი-ასლანიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ფიფია
ფიფი – ქართული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო ფიფა, ფიფულა, ფიფხა და ფიფინა – იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით “ფიფ”-ფუძისანი არიან: ფიფაიშვილები, ფიფიაშვილები, ფიფაშვილები, ფიფინაშვილები, ფიფინავები და ფიფიები, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ეგრე უბნობენ, ერთნი არიანო სვანი ფილფანები და ოდიშარი ფიფიები. ამასაც უბნობენ, სვანეთიდან ჩამოსულაო ზემო სამეგრელოში ფიფიათა წინაპარი, ჯერ ფილფანი ყოფილა და მერმე – ფიფია. ეს მხოლოდ ზეპირი გადმოცემაა და წერილობით არ დასტურდება.

ქართულ საისტორიო საბუთებში ფიფიათა გვარი გვიანი შუა საუკუნეებიდან ჩანს.

XVII-XVIII საუკუნეთა ოდიშის სამთავროს სოციალური შინაარსის საბუთებში ფიფიები იხსენიებიან თავად აფაქიძეთა მამულებში ზემო სამეგრელოს მკვიდრ გლეხებად.

სამეგრელოდან აფხაზეთში მოსახლეობის ინტენსიური მიგრაცია ცნობილი ფაქტია. ეს მიგრაცია შეეხო ფიფიების რიცხვმრავალ გვარსაც.

XIX საუკუნეში აფხაზეთში ფიფიები ფინფიების გვარით ჩაუწერიათ. როგორც ჩანს, აფხაზეთში ოსმალთა მომძლავრების შემდეგ ფიფიები გამაჰმადიანებულან და გარკვეული სოციალური მდგომარეობა მოუპოვებიათ.

1834 წლის ერთ რუსულ საბუთში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის სოფელ კვიტოულში მცხოვრები ფინფიები გაქრისტიანდნენ. ისინი ჩაწერილნი არიან როგორც კეთილშობილნი. ფიფიების გვარი დასტურდება აფხაზეთის სოფელ ლიხნში და ტამიშშიც.

საქართველოში ადგილს და ადგილს შემორჩა ფიფიათა გვარის სახელი: ლეფიფიე – უბანი წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალურში; ფიფულა – უბანი ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხასკარში; ფიფიასნასახლევი – ადგილი ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ფიფიათა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ფიფიათა გვარისშვილნი: რუსთა ბატონობის წინააღმდეგ 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური, პოეტი დანიელ ფიფია, აკადემიკოსი ეგნატე ფიფია, პროფესორი ვახტანგ ფიფია…

ამჟამად ფიფიები ცხოვრობენ ოდიშ-სამურზაყანოში, მცირე რაოდენობით – იმერეთსა და გურიაში, მრავლად იყვნენ აფშილეთსა და აბაზგეთში, განსაკუთრებით მრავლად არიან წალენჯიხისა და ზუგდიდის რაიონებში. ფიფიები არიან მესხეთიდან გასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა შორისაც.

თბილისში ფიფიების დაახლოებით ორასი კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ფიფიათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 7200-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ფიფიათა!

ფუტკარაძე
უძველესი გვარია. ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, ამ გვარს სათავე დაუდო ვინმე ფუტკარამ. ჩვენი აზრით, ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან გვარის წინარე ფორმაა მეფუტკრისძე, რაც მიგვანიშნებს, რომ ხელობა-საქმიანობიდან გამომდინარე გვარ-სახელია და ამ გვარის წარმომადგენლები ფუტკრის მოვლა-მოშენებას მისდევდნენ.

გვარი ფუტკარაძე მოიხსენიება მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების გვარების ნუსხაში.

ფუტკარაძეების ძირითადი საცხოვრისია აჭარა, თუმცა, ამ გვარის წარმომადგენლები ასევე ცხოვრობენ იმერეთში, სამეგრელოსა და თბილისში.

სამეგრელოში ფუტკარაძეები აჭარიდან გადავიდნენ. ბევრმა გვარი შეინარჩუნა, ნაწილი კი ფუტკარაიად ჩაეწერა.

იმერეთში ფუტკარაძეები ცხოვრობენ: საქარაში, ინაშაურში, სიმონეთში, ტყემლოვანში, ჩუნეთში, ჩხარში, ცხრაწყაროსა და ჯიხაიშში.

საქართველოში 7 003 ფუტკარაძე ცხოვრობს: შუახევში – 1 824, ხელვაჩაურში – 1 108, ბათუმში – 664. არიან სხვაგანაც.

ქავთარაძე
ქავთარაძეების გვარი მომდინარეობს მამაკაცის სახელიდანქავთარა. ეს სახელი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. XVIII ს-ში ქავთარაძეები მოსახლეობდნენ სოფლებში: ძმიანთკარში, ჩადისციხეში და ბატატიანთკარში. დღესაც ქავთარაძეები მთიულეთში ერთ-ერთი დიდი გვარია.
Submitted by: scroll.ge

ქათამაძე
ქათამაძე (1884 წ.), მეტსახელი ქათამა // ქათამაშვილი შდრ. საკ. სახ. ქათამა (ქართლ. ცხოვრება I, 32, 3344) (-ქათამაძე- ი. მაისურაძე, 170) სვიმონ პეტრეს ძე ქათამაძე შვილს უნათლავს სოფ. გოლეთში მცხოვრებ პავლე გიორგის ძე ადუაშვილს.
Submitted by: scroll.ge

ქამადაძე
საკ.სახ. ქამი, ქამა (ძვ.ებრ. სახელი). პატარა ფოთი, ფოთი
Submitted by: scroll.ge

ქართველიშვილი
ეს გვარი ეროვნების გამომხატველი სიტყვაა ქართველიდან მომდინარეობს. ქართველიშვილი გავრცელებულია საქართველოში, უდრის “ქართველის შვილს”.
Submitted by: scroll.ge

ქარჩახაძე
გვარის ფუძეა ქარჩხა. არსებობს ვარაუდი, რომ ის მეტსახელიც იყო.

ამ გვარის შესახებ არსებობს ასეთი გადმოცემა: ვინმე ფირანა ჩხეიძე ცოლითა და მოსამსახურე ქალით თავისი საცხოვრებლიდან აყრილა და წამოსულა ვანის რაიონის ტერიტორიაზე. იქ დასახლებულა და გვარი შეუცვლია. წინ პრეფიქსი ქარ წაუმძღვარებია, ფუძე ჩხა, (ჩხე) შემოუნახავს და ამ გზით ქარჩახაძე გამხდარა. ბაგინეთში, ბაბოთში და უხუთში – ამ სამ სოფელში მცხოვრები ქარჩხიძეები ძმათა განაყოფები და ნათესავები არიან.

ჩხეიძის გადასვლასა და ახალი გვარის გაჩენაზე მიგვანიშნებს ხონის საყდრის საბუთებში დაცული სიგელი, რომელიც 1761 წლითაა დათარიღებული. იქ ნახსენებია „ქარჩხავის ბატონი ჩხეიძე”. სწორედ ეს ბატონი გადადის სხვაგან და თან მიაქვს მამულის სახელი – ქარჩახავი. ქარჩხავიდან ქარჩხაძემდე ერთი ნაბიჯია.

გვარში ვარაუდობენ, რომ ქარჩხაძე გაჩნდა მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.

საქართველოში 599 ქარჩახაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 223, ვანში – 207, ბაღდათში – 71. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ქირია
ქირია (ქირი, ქორი), ისევე, როგორც ქორიძე, კაკაბაძე, გნოლიძე და სხვა, შედის იმ გვარებში, რომლებშიც ფუძედ ფრინველის სახელები ჩანს.

ქირიების ძირითადი და მრავალრიცხოვანი დასახლებები მდებარეობს ურეთის მთის გარშემო და მის სიახლოვეს მდებარე სოფლებში.

გვხვდება ტოპონიმი საქირიო – სოფელი ხამისკურსა და ხეტას შუა. ერქვა მეორე საქირიო. უწინდელი პირველი საქირიო ამჟამად უბანია ამ სოფლის გაგრძელებაზე, ხეთაში. საქირიო – უბნების სახით გვხვდება დიდი ნეძისის ტერიტორიაზე, ასევე, კახათში, ცაითში, ურთაში, დვანეთში, აბასთუმანში, ევში, ნაქრუაში, ლაზარგეთში, სადაც გადმოცემის მიხედვით, ქირიებს უცხოვრიათ.

სამეგრელოს რაიონშიც ერთ-ერთი გავრცელებული გვარია. ხობის რაიონში მეხუთე ადგილი უჭირავს, ზუგდიდის რაიონში კი – მეცხრამეტე.

საქართველოში 3 857 ქირია ცხოვრობს: ზუგდიდში – 2 070, ხობში – 698, თბილისში – 400. არიან სხვაგანაც.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ქოსაშვილი
ქოსაშვილთა გვარი
ქოსა - სხვათა ენაა. უწვერულვაშო

ქოსი - სხვათა ენაა. სპილენძ-ჭური, სპილენძის დოლი

ქოსა, ქოსირა, ქოსიკა - მეტსახელებია კაცისა

XII საუკუნეში საქართველოში არსებობდა გვარი ქოსაისძე. 1195 წლის თამარ მეფის შეწირულობის სიგელში შიომღვიმის მონასტრისადმი იხსენიებიან სოფელ სხალტბას მცხოვრები სვიმონ, გიორგი და იაბერ ქოსაისძენი, რომლებიც ორ ოჯახად ცხოვრობდნენ წყაროს სათავესთან. ისინი, როგორც სიგელიდან ირკვევა, დასავლეთ საქართველოდან ყოფილან შიდა ქართლში გადმოსულნი. "სახელით აფხაზთანი" - წერია მათზე. თამარ მეფემ ქოსაისძენი შიომღვიმის მონასტერს შესწირა და წყაროთ მკაზმავობა დაავალა.

შემდგომ საუკუნეებში ქოსაისძეთა გვარი აღარსად ჩანს. ამ გვარმა დღემდე ვერ მოაღწია. ყოველ შემთხვევაში, დღეს საქართველოში ქოსაისძის, ქოსაიძის ან ქოსაძის გვარს არავინ ატარებს.

XVII საუკუნის II ნახევრიდან ქართულ საისტორიო საბუთებში ჩნდება ქოსაშვილთა გვარის ხსენება, მაგრამ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისა, რომ ეს ორი მსგავსფუძიანი გვარი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. მხოლოდ ფუძეთა მსგავსება ასეთი მსჯელობისთვის საკმარისი არ არის. ჩვენს ხელთ არსებული საბუთების მიხედვით, ქოსაშვილები ჩანან შიდა ქართლში ერთ ადგილზე და ქვემო ქართლში სამ ადგილზე. სავსებით შესაძლებელია, მათ სხვადასხვა წარმოშობა ჰქონდეთ ანუ სხვადასხვა ქოსას შთამომავლები იყვნენ. ხოლო თუ მათ შორის ნათესაობა იყო, უფრო საფიქრებელია ქოსაშვილთა ქვემო ქართლიდან შიდა ქართლში გადასვლა, ვიდრე პირიქით.

1688 წელს გლეხმა გიორგი ქოსაშვილმა აზნაურ ოთარ ყორღანაშვილს სადღაც ბოგისხევში მიწა მიჰყიდა. ნასყიდობის წიგნიდან ირკვევა, რომ გოგია ქოსაშვილს ძმა ჰყოლია, სახელად ნასყიდა, და ძმისწულები გუგა და სეხნია. ნასყიდა ქოსაშვილი მოწმედ იხსენიება ამავე პერიოდის ყორღანაშვილთა ნასყიდობის წიგნებში. თუ ეს "ბოგისხევი" დღევანდელი სოფელი ბოგვია, მაშინ ქოსაშვილთა ეს სახლი ახლო ნათესაურ კავშირში უნდა იყოს 1721 წლის მოწინავე სადროშოს აღწერის დავთარში სოფელ ფარცხისში მოხსენიებულ შერმაზან და ბერუა ქოსაშვილების სახლთან. ეს ორივე სოფელი ალგეთის ხეობაში მდებარეობს ერთმანეთის მახლობლად. როგორც ცნობილია, ალგეთის ხეობის ქართული მოსახლეობა განსაკუთრებით დაზარალდა მტრის ხშირი შემოსევებისგან, ხოლო გადარჩენილი ნაწილი შიდა ქართლში გაიხიზნა.

1690 წლის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, ქოსაშვილთა ერთი შტო ჩანს ქვემო ქართლის სოფელ ურწაშენის რომელიღაც მოსაზღვრე სოფელში. ჩვენთვის ურწაშენის მდებარეობა გაურკვეველია. ასეთი სახელწოდების სოფელი დღეს აღარ არსებობს. სავარაუდოდ, ეს იყო აზნაურ შანშიაშვილთა მამული. უნდა აღინიშნოს, რომ, თუ აქაური ქოსაშვილების საკუთარი სახელების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი გრიგორიანთა სარწმუნოების მიმდევრები ყოფილან. მონოფიზიტები ყოფილან ტაშირის მხარეში, ყაფლანიშვილთა მამულის სოფელ წითელ ეკლესიაში მცხოვრები ქოსაშვილებიც. ამჟამად ქვემო ქართლში ქოსაშვილთა გვარი აღარ გვხვდება. XVII საუკუნის ბოლოს ქოსაშვილთა კიდევ ერთი შტო ჩანს შიდა ქართლში, სავარაუდოდ, სოფელ კავთისხევში.

ხელნაწერთა ინსტიტუტის საეკლესიო საბუთების ფონდში ინახება მეფე ერეკლე I-ის (1688-1703) წერილი თარხან-მოურავისადმი, საიდანაც ვიგებთ, რომ მეფეს გლეხი ქოსაშვილი აზნაურ მაღალაშვილისთვის უბოძებია. მაღალაშვილები საეკლესიო აზნაურები იყვნენ. ისინი მამულებს ფლობდნენ შიდა ქართლის სოფლებში კავთისხევსა და მეტეხში (დღევანდელი კასპის რაიონი).

XVII საუკუნის ბოლო მეოთხედის საბუთებში იხსენიებიან ძმები გოგია და ოქრუა ქოსაშვილები, რომლებსაც თავიანთი მამულები გაუყიდიათ სადღაც არწივის ბეგის მახლობლად. სად იყო ეს "არწივის ბეგი", ნასყიდობის წიგნებიდან არ ჩანს, მაგრამ ერთ შეთხვევაში მამულის მყიდველად დასახელებულია კავთისხეველი აზნაური ჩივაძე.

XVIII საუკუნეში უნდა მომხდარიყო ქოსაშვილთა გადასვლა კავთისხევიდან მეტეხში. შემდეგ მეტეხში დამკვიდრებული ქოსაშვილების ერთი შტო მეზობელ საეკლესიო სოფელ ქვემო გომში გადასულა. ქვემოგომელ ქოსაშვილებს ახსოვთ მათი მეტეხელ ქოსაშვილებთან ერთსისხლობა. ეს ამბავი უფრო გვიან, XIX საუკუნეში უნდა მომხდარიყო.

1805 წელს ანტონ II კათალიკოსმა საეკლესიო აზნაურს ნიკოლოზ ელიოზიშვილს და მის ბიძაშვილს, გომის მოურავს იოსებს, გომში მარან-საწნახელი და ყმა-მამული უბოძა. გავიდა თითქმის 100 წელი და უმემკვიდროდ დარჩენილმა უკანასკნელმა გომელმა ელიოზიშვილმა გომელი გლეხი ქოსაშვილი იშვილა და მთელი თავისი ქონება დაუტოვა. კათალიკოსისეული მარანი ახლაც დგას კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში და დღესაც ქოსაშვილებს ეკუთვნით. ასეთი რამეებიც ხდებოდა საქართველოში ბატონისა და ყმის ურთიერთობაში.

ქვემო გომში შემორჩენილია მიკროტოპონიმი "ქოსახევი" - მდინარე მტკვრის მცირე შენაკადი.

ქოსაშვილებს უცხოვრიათ მესხეთში, ასპინძის რაიონის სოფელ ინდუსაში. ისინი თავს თურქებად თვლიდნენ, თუნცა ქართულად ლაპარაკობდნენ. ინდუსელი ქოსაშვილები ქართველი მაჰმადიანები იყვნენ და 1944 წლის მასობრივ გადასახლებაში მოჰყვნენ.

ქოსაშვილები ცხოვრობენ ზემო რაჭაში, ონში. ისინი ქართველი ებრაელები არიან და, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა წარმომავლობა აქვთ. მათი დიდი ნაწილი ისტორიულ სამშობლოში გადასახლდა. აღსანიშნავია, რომ ქართველებსა და ქართველ ებრაელებს 600-ზე მეტი საზიარო გვარსახელი გვაქვს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა გვარის ძლიერებისათვის ქოსაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში ბარათიან-ორბელიანთა მეთაურობით და შუაგულ სადროშოში საეკლესიო ჯარების სარდალ გედევანიშვილთა მეთაურობით.

ამჟამად ქოსაშვილები ცხოვრობენ კასპსა და კასპის რაიონის სოფლებში მეტეხში, ქვემო გომსა და კავთისხევში (სულ დაახლოებით 15 კომლი), თბილისში (დაახლოებით 45 კომლი), ონში (5 კომლი) და მცირე რაოდენობით (ორ-ორი კომლი) - ქუთაისსა და ქობულეთში. ქოსაშვილები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ ისრაელში და მცირე რაოდენობით რუსეთში. ქოსაშვილები არიან ჩრდილო კავკასიაში, კრასნოდარის მხარეში, ეგრეთ წოდებულ "თურქ მესხთა" შორის, რაც თავისთავად არასწორი ეთნიკური სახელწოდებაა - ისინი მესხები, ესე იგი ქართველები არიან.

ქოსაშვილი საშუალო რიცხოვნობის გვარია.

საქართველოში ქოსაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 250 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ქოსაშვილთა!

ქოჩორაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ქოჩორა. ქოჩორა მოიხსენიება მეთვრამეტე საუკუნის ყმების ნუსხაში.

„ქვეშ მცხოვრებ სოლომონ ქოჩორაშვილს, მართლმადიდებლური სარწმუნოების მქონეს, დაებადა ვაჟი; სახელი განათლა და მონათლა მღვდელმა ბესარიონ ღუღუმიძემ. სახელად ეწოდა თომა. მიმრქმელად იყო ქვეშ მცხოვრები ანა ბოშიშვილი. სოლომონ ქოჩორაშვილს მოუკვდა შვილი თომა, აზიარა იმავე მღვდელმა“.

ენაგეთის ახალშენში 1873 წელს გიორგი ყორღანაშვილის დროებით ვალდებულ გლეხად მოიხსენიება გალო ქოჩორაშვილი.

კონა ქოჩორაშვილი მოიხსენიება 1906 წელს, დაბა მანგლისში.

კუმისისა და თბილისის მახლობელი ზოგიერთი სოფლის მცხოვრები ქოჩორაშვილები სომხებად არიან მოხსენიებულნი და ჩაწერილნი. მაგალითად, ქოჩოროვი. არადა, ისინი ქართველები არიან.

საქართველოში 511 ქოჩორაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 117, თეთრი წყაროში – 82, გარდაბანში – 31. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ღარიბაშვილი
ქანისხეობელი ღარიბაშვილები მთიულეთიდან ყოფილან. მათი დედა-გვარია ნარიმანიძე. ასევე, ნარიმანიძეები სახლობდნენ ცხრაძმის ხეობის სოფელ ჩიტიანებში. სოფელ ანატაში ცხოვრობდა ღარიბაშვილების 30 კომლი. „ახატნელი ღარიბაშვილები ვართ გადმოხვეწილი ქისტის სამხამის შთამომავალნი. 150 წელი იქნება, რაც ჩვენი წინაპარი ახატანში მოსახლეობდა. აქ გვაქვს სალოცავი „სამება ოქროსკარაი”. საქართველოში 1 844 ღარიბაშვილი ცხოვრობს: თბილისში 595, გურჯაანში 416, დუშეთში 239. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.ge

ყაზარაშვილი
გახდა კაზარაშვილი (ყაზაროვი-კაზაროვი). თვით სომხებთანაც ყარახანიანი გახდა კარახანიანი.
Submitted by: scroll.ge

ყაზბეგი
შედგება ორი სიტყვისგან“ყაზი”-საგან (საკუთარი სახელი) და “ბეგი”-საგან (თურქული სიტყვაა და ნიშნავს ბატონს, ხელისუფალს). ყაზბეგები ხევის მმართველები იყვნენ. მათი წინა გვარი ჩოფიკაშვილი გახლავთ.
Submitted by: scroll.ge

ყარაშვილი
თურქ. ყარა ნიშნავს შავს, სპარსულ წყაროებში გვხვდება, როგორც ყარაბაღი; მათ დროშაზე გამოსახული შავი ცხვრის მიხედვით) ქართულად იგივეა რაც გვარი შავიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ყარახანაშვილი
კარახანოვი კარახანოვის გვარის ადრინდელი ფორმა იყო ყარახანაშვილი. რთულფუძიანი, ორკომპონენტიანი გვარ-სახელია. ყარა თურქთა ენაა და ნიშნავს შავს; ხანი, ხნისა კი იგივეა თურქულად, რაც მებატონე. ყარა, როგორც კი მოხვდა რუსული კალმის ქვეშ, გახდა კარა (ანუ ასო ყ შეცვალა ასო კ-მ).
Submitted by: scroll.ge

ყაუხჩიშვილი
გავრცებულია ახალციხეში, ქუთაისში,თბილისSi. ეს გვარი მომდინარეობს თურქული ტერმინიდან “ყაუხჩი”, რაც ქართულად მექუდეს ნიშნავს.ზოგიერთი გადმოცემით, მათი წინაპართა გვარი დარდგანიძე ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

ყიფიანი
სვანურია წარმომავლობით და "ყიფი"ამაყს ნიშნავს. დაახლოებით 11-12-ე საუკუნეში ყიფიანები გვხვდებიან თაკვერის(რაჭა-ლეჭხუმის)და იმერეთის ტერიტორიაზეც.14-ე საუკუნეში რაჭველმა ყიფიანებმა მოიპოვეს თავადების ტიტული ხოლო დანარჩენი ყიფიანები კი აზნაურებად დარჩნენ (იბრალებენ თავადობას).ყიფიანები ასევე იხსენიებიან ერეკლე მეფის დროსაც.
Submitted by: scroll.ge

ყიფშიძე
ყიფშიძეთა გვარის შესახებ ყველაზე ადრეულ ცნიბას იძლევა იოანე ბაგრატიონ ბატონიშვილი (1768-1830): “ყიფშიძეები, ესენი არიან იმერეთიდამ მოსული ძველნი აზნაურნი, მეფის კარის ხუცესის შვილნი, რომელთაც მსახურებისათვის მეფისა მიიღეს აზნაურობა.”

გვარის საფუძველია ძველქართული სიტყვა “ყიფ” რაც “ამაყს” ნიშნავს. ყიფშიძეებსა და ყიფიანებს საერთო ძირი აქვთ. ცნობები და დოკუმენტები ყოფშიძეების შესახებ ვრცლად XIX საუკუნიდაჯ გვხვდება, საიდანაც შეიძლება მათი გენეალოგიური ნუსხის შედგენა.

ყურაშვილი
არსებობს მოსაზრება, რომ ყურაშვილებსა და ყრუაშვილებს საერთო წარმომავლობა ჰქონიათ, ოღონდ, სხვაობა იმაშია, რომ ყრუაშვილებიაზნაურები ყოფილან. გვარის ფუძეა მეტსახელი ყურა.ყურაშვილთა გვარის გამოკვლევა მოცემული აქვს ბატონ პაატა ცხადაიას, წიგნში „გვარები და გვართა დასახლებანი სამეგრელოში”. ასევე, გვხვდება ტოპონიმები: ეყურუე-ეყურას ქუა-უბანი ემესხესა და ედიხამინჯიეს შუაში. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ყურაშვილებს 79-ე ადგილი უჭირავთ. საქართველოში 4 971 ყურაშვილი ცხოვრობს: თბილისში 1 167, ქუთაისში 755, ცაგერში 497. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.ge

შავერდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შავერდა.

1721 წელს მოიხსენიება არტემა გერმანოზიშვილის ყმა, ბერია შავერდაშვილი.

საქართველოში 580 შავერდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 244, ქარელში – 49, რუსთავში – 45. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

წყარო: tbiliselebi.ge


უფრო მეტის სანახავად გადადით ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

შავიანიძე
გვარის ფუძეა მეტსახელი შავი.

სოფელ ვაშლოვანში, 1873 წლის აღწერით, დავით შავიანიძე მოიხსენიება სასოფლო სასამართლოს მამასახლისად.

ერტისში მცხოვრები დავით შავიანიძე 1881 წელს არის გიორგი მანაშვილის თავდები.

ამავე ძირისაა: შავაძე, შავგულაშვილი, შავიძე, შავიშვილი, შავკაციშვილი.

საქართველოში 23 შავიანიძე ცხოვრობს: თბილისში – 13, თეთრი წყაროში – 3, ტყიბულში – 2. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

შავლაშვილი
ამ გვარის წარმომავლობა ხევსურეთიდან მოდის. შავლაშვილები გიგაურის “განაყარი” გვარია. ამავე ძირისაა შალვაძე.
Submitted by: scroll.ge

შაიშმელაშვილი
შაიშმელაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი შაიშმელა. არსებობს შაიშმელაშვილთა გვარის ფუძემდებლის სახელთან დაკავშირებული რამდენიმე გადმოცემა და სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება. ერთი გადმოცემით, თითქოს სახელი შაიშმელა დაკავშირებულია სპარსულ რთულფუძიან სახელთან შაჰ-ისმაილთან; სხვა მოსაზრებით, შაიშმელას საწყისი ფორმა შავი ისმეილი შეიძლება ყოფილიყო; არის ვარაუდი, რომ აქ საქმე გვაქვს საკუთარ სახელ შაიშთან (რაც მარმარილოს ნიშნავს თურმე ებრაულ ენაზე), რომელსაც დამატებული აქვს კნინობის მაწარმოებელი დაბოლოება. კიდევ ერთი გადმოცემით, შაიშმელაშვილთა პირველ წინაპარს შაიშმელა იმიტომ დარქმევია, რომ შამილის შვილი ყოფილა. შამილს (ალბათ იგულისხმება კავკასიის ომის გმირი იმამი შამილი) ერთი ქართველი ქალი მოსწონებია და იმასთან რომ ბიჭი ეყოლა, იმისგან მოდიან შაიშმელაშვილებიო. დაუჯერებელია, მაგრამ ასეთი გადმოცემაც არსებობს, თუმცა დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ შაიშმელაშვილთა გვარი შამილზე ადრე არსებობდა.

ვერაფერს ვიტყვით, საკუთარი სახელი შაიშმელა მართლა შაჰ-ისმაილს, შავ ისმეილს, შაიშს თუ შამილს უკავშირდება, დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საქართველოში არსებობდა მამაკაცის საკუთარი სახელი შაიშმელა. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მხარეში ეს სახელი საფუძვლად დაედო: ქართველ მართლმადიდებელ შაიშმელაშვილთა გვარს, ქართველ კათოლიკე შაიშმელაშვილთა გვარს (შესაძლოა, მათ საერთო ძირი ჰქონდეთ) და ქართველ ებრაელ შაიშმელაშვილთა გვარს. შაიშმელაშვილი საზიარო გვარსახელია და მრავალძირიანი გვარმოდენილობაა.

ქართველი მართლმადიდებელი შაიშმელაშვილები სოციალური მდგომარეობით ქიზიყელი თავისუფალი გლეხების კატეგორიას ეკუთვნოდნენ. აზნაურთა არც ერთ სიაში ეს გვარი არ იხსენიება. ქართველი კათოლიკე შაიშმელაშვილები თბილისის მოქალაქენი იყვნენ და ვაჭართა ფენას ეკუთვნოდნენ. ქართველი ებრაელი შაიშმელაშვილების საცხოვრებელი ადგილი ჩვენთვის უცნობია. არც ის ავტორები მიუთითებენ მათ საცხოვრისს, რომლებიც შაიშმელაშვილებს ებრაელებად ახსენებენ. სოციალური მდგომარეობით ისინიც ვაჭარ-ხელოსნები იქნებოდნენ, როგორც ქართველ ებრაელთა თემის დიდი უმრავლესობა.

ქიზიყელი შაიშმელაშვილების ბუდე-პირველსაცხოვრისი დღევანდელი სიღნაღის რაიონის სოფელი მაღარო უნდა იყოს. მაღაროელი შაიშმელაშვილები უფრო მკვიდრი მოსახლენი ჩანან, ვიდრე ქიზიყის და კახეთ-ჰერეთის სხვა სოფლების შაიშმელაშვილები. ქიზიყის სოფელ მაღაროს ფშავის სოფელ მაღაროსკართან აკავშირებენ. თითქოს ოდესღაც კახთა მეფეთაგან ჩამოსახლებული მაღაროსკარელი ფშავლები დასახლებულანო ქიზიყის სოფელ მაღაროში. აქაური შაიშმელაშვილების გვარს განვითარებული შიდა სტრუქტურა აქვს. მაღაროში შაიშმელაშვილთა რამდენიმე უბანია თავ-თავისი სახელით. ეს საუბნო სახელები შაიშმელაშვილთა წინაპრების თიკუნ სახელებს უკავშირდება.

სოფელ მაღაროში არსებობს შაიშმელაშვილებით დასახლებული: ბრანძუაანთუბანი, ბრიმაანთუბანი, თხიკუჭიაანთუბანი და რებოაანთუბანი. კავკასიის არქიოგრაფიული კომისიის აქტებში აღმოჩნდა 1802 წლით დათარიღებული ერთი საინტერესო წერილი ვინმე რუსი მოხელის სოკოლოვსკისა კოვალენკოსადმი, შემდეგ კი ციციანოვისადმი, სიღნაღიდან თბილისში გამოგზავნილი, რომელშიც ნათქვამია, რომ სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირის მცხოვრები გლეხი სტეფანე ვარდიაშვილი და სოფელ მაღაროს მცხოვრები გლეხი აბრამ შაიშმელაშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილთან გაქცეულები, ამ წლის დეკემბერში უკან დაბრუნებულან. რუს კაპიტან-ისპრავნიკს ისინი დაუკითხავს ალექსანდრე ბატონიშვილის იმჟამინდელი ადგილსამყოფელის და შესაძლო გადაადგილების გასარკვევად. გლეხებს შეკითხვებზე პასუხი გაუციათ, მაგრამ ვინ იცის, მართალი ილაპარაკეს თუ ის თქვეს, რაც ბატონიშვილმა დააბარათ.

მეფე ერეკლეს ვაჟი ალექსანდრე ერთგულ ქართველთა მცირე ჯგუფთან ერთად სიკვდილამდე ებრძოდა რუს დამპყრობლებს. მის გვერდით დგომა, დიახ, დიდი პატივი იყო მაშინაც და ახლაც. შაიშმელაშვილებს თუ გვარში ვინმეს სახელი ეამაყებათ, იმათში აბრამ შაიშმელაშვილიც სახსენებელია, რომელიც ერთხანს ალექსანდრე ბატონიშვილს ხლებია, რუსთა მტერი ყოფილა და სამშობლოს მოყვარე.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის შაიშმელაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში, ბოდბელი ეპისკოპოსების დროშის ქვეშ. მოგვიანებით ქიზიყელთა რაზმს კახეთის ლაშქარში თავადი ანდრონიკაშვილები მიუძღოდნენ. 1795 წლის 12 სექტემბერს კრწანისის ველზე ქიზიყელებმა არაგველებთან და ფშავ-ხევსურებთან ერთად თავგანწირვით შეუტიეს სპარსელთა ბანაკის ცენტრს და აღა-მაჰმად-ხანის კარვამდე მიაღწიეს. შესაძლოა, მაშინ ქიზიყელთა შორის შაიშმელაშვილთა გვარის მეომრებიც ერივნენ. წესით და რიგით, უნდა ყოფილიყვნენ. დღეს რომ კრწანისში არაგველებს მუდმივი ცეცხლი უნთიათ, ის ცეცხლი ფშაველ-ხევსურებსაც და ქიზიყელებსაც თანაბრად ეკუთვნით.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ შაიშმელაშვილთა გვარის შვილნი: დეკანოზი მიქაელ შაიშმელაშვილი, არქიტექტორი, პროფესორი გიორგი შაიშმელაშვილი, მწერალი, გენერალი ივანე შაიშმელაშვილი, მხატვარი გია შაიშმელაშვილი, რეჟისორი რუსუდან შაიშმელაშვილი, მსახიობი მათე შაიშმელაშვილი და სხვანი.

ამჟამად შაიშმელაშვილები ცხოვრობენ ქიზიყის სოფლებში: მაღაროში, ანაგაში, ნუკრიანში, წნორში, ტიბაანში, ბოდბეში, მაჩხაანში, გოდაქანში და სხვაგან; კახეთის სოფლებში: გურჯაანში, ყვარელში, შილდაში და სხვაგან; ჰერეთის სოფლებში: ბაისუბანში, საქობოში, ცოდნისკარში, ლაგოდეხში, ნაენდროვალში და სხვაგან; აგრეთვე არაგვის ხეობაზე სოფელ ჭონქაძეში; ქალაქებში: მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში.

საქართველოში შაიშმელაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 700 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი შაიმშელაშვილთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

შალიკაშვილი
ლანჩხუთის რაიონშია გავრცელებული. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “შალიკა”. შალიკაშვილი მსხვილი ფეოდალური საგვარეულოა ძველ საქართველოში. მისი წინარე გვარი როჭიკაშვილი ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

შარაბიძე
წარმოშობილია საკუთარი სახელიდან შარაბ. ამავე სახელიდანაა წარმოშობილი გვარები შარაბაიშვილი, შარაბიძისშვილი.

შეთეკაური


გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შეთეკა, შეთიკა, შეთე.



შეთეკაურები სოფელ ხონიჭალასა და მუცოში ცხოვრობენ.



გადმოცემის თანახმად, შეთეკაურების წინაპრები ბარიდან ყოფილან მთაში ასულები. მეორე ვერსიით კი, შეთეკაურები წარმოშობით თუშეთიდან არიან.



შეთეკაური ჩოლოყაშვილის განაყარი გვარია.



საქართველოში 299 შეთეკაური ცხოვრობს: გარდაბანში – 125, თბილისში – 72, დუშეთში – 41. არიან სხვაგანაც


შონია
გავრცელებულია ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის რაიონში. გვარადქცეული ეთნონიმი შონი (მეგრსვანი).
Submitted by: scroll.ge

ჩარკვიანი
აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. სვანური წარმოშობის გვარი. 1860 წელს დიმიტრი ბაქრაძე თავისუფალი სვანეთის აზნაურთა ძველ საგვარეულოებს შორის აღნიშნავს  აზნაურ ჩარკვიანებსაც.

როცა თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას მრავალი გვარის წარმომადგენლები და მათ შორის ჩარკვიანების ნაწილი გადმოვიდნენ ლეჩხუმში. ჩარკვიანების გვარი დასახლდა სოფ. წიფერჩში, საიდანაც შემდეგ სხვადასხვა სოფლებში გადასულან.

1766 წლის საბუთში გვხვდება მოწმე, აზნაური ჩარკვიანი სულა.

ლევან ბერაია

ჩიბუხაშვილი
გავრცელებულია ზემო მაჩხაანში. შერქმეული გვარი უნდა იყოს, აღნიშნავდა ჩიბუხის მკეთებელს (მეჩიბუხეს), ანდა, როგორც გადმოცემა გვაუწყებს მიუთითებდა ყმა გლეხზე, რომელიც ბატონს ჩიბუხს უკიდებდა.
Submitted by: scroll.ge

ჩიქოვანი
წარჩინებული საგვარეულოა ძველ საქართველოში. “ოვან” ბოლოსართით წარმოქმნილი გვარსახელია. ამ გვარის ძირი არის საკუთარი სახელი “ჩიქა”. ამავე ძირისაა ჩიქავა, ჩიქვანია, ჩიქვილაძე, ჩიქვინიძე.
Submitted by: scroll.ge

ჩიხრაძე
ჩიხრაძეების გვარის ისტორია მე-16 საუკუნიდან იწყება. გადმოცემის მიხედვით, ჭიათურის რაიონში მდინარე ჩიხურას ხეობაში ორი ძმა ბატონს გაუნაწყენდა და სოფლიდან წასვლა გადაწყვიტა. გახიზვნის შემდეგ მათი სამყოფელი ახლანდელი გომის ტერიტორიაზე მოუნახავთ. მთისთვის, სადაც იმყოფებოდნენ, ჩიხორა დაურქმევიათ, ხოლო გვარად ჩიხრაძეზე დაწერილან. ჩიხრაძეები ძირითადად ხის ხელოსნობით ირჩენდნენ თავს.
Submitted by: scroll.ge

ჩოლოყაშვილი
წარჩინებული საგვარეულოთაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო; გავრცელებულია თელავისა და ახმეტის რაიონებში.
Submitted by: scroll.ge

ჩომახაშვილი - Chomaxashvili
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩომახი.

ამავე ძირისაა გვარები ჩომახიძე, ჩომახია, ჩომახიშვილი.

„ღოუბნელი ნინია ჩომახაშვილი, 1818 წელს ნათლავს შიოს ვაჟს, მიმრქმელია პეტრე გოგოლაშვილი”.

ჩომახაშვილები ქვემო ქართლში მემამულე აზნაურები იყვნენ და ორბელიანთა შტო-გვარად მიიჩნევიან.

საქართველოში 455 ჩომახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 172, გურჯაანში – 111, თეთრი წყაროში –105. არიან სხვაგანაც.

ჩომახიშვილი – 69. ჩომახიძე – 689. ჩომახია – 60.

ჩომახია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩომახი.

ამავე ძირისაა გვარები ჩომახიძე, ჩომახია, ჩომახიშვილი.

„ღოუბნელი ნინია ჩომახაშვილი, 1818 წელს ნათლავს შიოს ვაჟს, მიმრქმელია პეტრე გოგოლაშვილი”.

ჩომახაშვილები ქვემო ქართლში მემამულე აზნაურები იყვნენ და ორბელიანთა შტო-გვარად მიიჩნევიან.

საქართველოში 455 ჩომახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 172, გურჯაანში – 111, თეთრი წყაროში –105. არიან სხვაგანაც.

ჩომახიშვილი – 69. ჩომახიძე – 689. ჩომახია – 60.

ჩომახიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩომახი.

ამავე ძირისაა გვარები ჩომახიძე, ჩომახია, ჩომახიშვილი.

„ღოუბნელი ნინია ჩომახაშვილი, 1818 წელს ნათლავს შიოს ვაჟს, მიმრქმელია პეტრე გოგოლაშვილი”.

ჩომახაშვილები ქვემო ქართლში მემამულე აზნაურები იყვნენ და ორბელიანთა შტო-გვარად მიიჩნევიან.

საქართველოში 455 ჩომახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 172, გურჯაანში – 111, თეთრი წყაროში –105. არიან სხვაგანაც.

ჩომახიშვილი – 69. ჩომახიძე – 689. ჩომახია – 60.

ჩოხელი
გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. ჩოხი სოფელია მთიულეთში. ქალის მითხოვებაზე ჩოხელთა გვარს უარს ვერ ეუბნებოდნენ. ამას რელიგიური წარმოდგენა ედო საფუძვლად.
Submitted by: scroll.ge

ჩუბინიძე
ქუთაისში, ჭიათურასა და თბილისშია გავრცელებული. ჩუბინი (ძვ.)მარჯვე, აუცდენლად მსროლელი. გიორგი გიორგის ძე ჩუბინიძე მოიხსენიება სოფ. ბოგვში 1871 წელს. ჩუბინიძე და ჩუბინაშვილი ერთი და იგივე გვარადაა მიჩნეული.
Submitted by: scroll.ge

ჩხვიმიანი
ზემო სვანური გვარი. მესტიაში გვხვდება საკუთარ სახელადაც“ჩხვიმიან”.
Submitted by: scroll.ge

ცალუღელაშვილი
გავრცელებულია თიანეთის რაიონში. გადმოსახლებულნი არიან ერწოდან. მათ ნაცხოვრებ უბანს ახლაც ცალუღელაანთკარი ჰქვია. წინაპართა გვარი რაზმაძე ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

ცაძიკიძე
გავრცელებულია ახმეტის რაიონში (ომალო, ფარსმა, ზემო ალვანი). ცაძიკიძეების ძველი გვარი უზანიშვილი ყოფილა. მათი წინაპარი ბატონს გამოჰქცევია და თუშეთში დასახლებულა.
Submitted by: scroll.ge

ცინცაძე
ცინი, ცინა – ძველქართული, წარმართული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ცინარ, ცინცა და ცინცაბა – იგივე სახელია კნინობით თქმული.

გვარის სახელით “ცინ”-ფუძისანი არიან: ცინაძენი, ცინარიძენი, ცინაურნი, ცინცაძენი და ცინცაბაძენი – გვარსახელით ერთი ფუძისანი და არა გვარმოდენილობით.

ძველთაგან გურია-აჭარის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ცინცაძეთა. ეგრე უბნობენ, სადღაც სამხრეთიდან მოსულანო ცინცაძეთა წინაპარნი, აჭარაში დიდი მამულები ჰქონდათო, ღვთის სამსახურში მდგარანო, – ამასაც უბნობენ.

ქართულ წერილობით წყაროებში ცინცაძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება “ციმცაძე” ფორმით.

1560-1578 წლების მოქველი მთავარეპისკოპოსის ექვთიმეს ბრძანებით გადაწერილი მეტაფრასის ანდერძ-მინაწერი: “ამა წიგნისა მეტაფრასისა მწერალსა ნავკრატიოზს ციმცაძესა შეუნდვენ, უფალო ღმერთო. ამინ”.

XVII საუკუნის წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიის მოძღვართ მოძღვრის ქრისტეფორეს ბრძანებით გადაწერილი ოთხთავის ანდერძ-მინაწერი: “ამისა მწერალსა ფრიად ცოდვილსა ისაკს ციმცაძესა შეუნდვნეს ღმერთმან…”

XVIII საუკუნის ხელნაწერი წიგნის “სწავლანი და ეპისტლენის” ანდერძ-მინაწერი: “წმიდაო იოანე ოქროპირო, რომელი სდგა წინაშე საყდართა ღვთისათა და ხედავ ნათელსა შეუწვდომელსა, მეოხ ეყავ ყოველთა უცოდვილესსა სენთა მწარითა განსჯილსა დიაკონს აბრაჰამს (ციმცაძეს)”.

გვიანი შუა საუკუნეების დაუთარიღებელ პირობის წიგნში ქუთათელი მიტროპოლიტის მიმართ იხსენიებიან მღვდლები: გიორგი და იასე ცინცაძენი, აგრეთვე დეკანოზი გიორგი ცინცაძე.

გურიაში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ცინცაძეთა გვარის სახელი: ცინცაურა – ტყე სილაურსა და ჯუმათში, ცინცაძისსაცივი და ცინცაძნების ნასახლარი – საყვავისტყეში, ცინცაძის ჭალა – ჩოხატაურში, ცინცაძნებისფართი – გურიანთაში…

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ცინცაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში, აგრეთვე მთავარ გურიელთა და დადიანთა დროშებს ქვეშ.

საზოგადო მოღვაწეობაში გამოჩნდნენ ცინცაძეთა გვარისშვილები: სასულიერო მოღვაწე კალისტრატე ცინცაძე, მწერალი ირაკლი ცინცაძე, ისტორიკოსი იასე ცინცაძე, კომპოზიტორი სულხან ცინცაძე…

ამჟამად ცინცაძენი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, ვაკე იმერეთში, ოდიშში, სამცხეში და სხვაგან. განსაკუთრებით მრავლად არიან ხელვაჩაურის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და სამტრედიის რაიონებში.

ცინცაძენი არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

საქართველოში ცინცაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 6400-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ცინცაძეთა!

ციციშვილი
გავრცელებულია ქარელის რაიონში. ეს გვარი წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა ქართლში, ყოფილი ფანასკერტელი, საციციანოს მფლობელი მე-16 საუკუნიდან. ამავე ძირისაა ციციაშვილი, ციციგაშვილი, ციცილაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ციხელაშვილი
გავრცელებულია დუშეთის, დმანისისა და ახმეტის რაიონებში. შედგება საკუთარი სახელისგან ციხელა. დმანისის რაიონში მოსახლე ციხელაშვილები, გადმოცემით, ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი (სოფ. გოგაშნიდან), ძველად ხოსიტაშვილები ყოფილან.
Submitted by: scroll.ge

ციხისთავი
ფშაველი გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა. ციხისთავი ნიშნავდა მეციხოვნე ჯარის უფროსსა და ციხის გამგებელს. ციხისთავებს ადრე სოფელ დევათში უცხოვრიათ (ამჟამად ნასოფლარია ფშაველის მახლობლად).
Submitted by: scroll.ge

ცნობილაძე
საკ. სახელი ცნობილა. ეწერი (თერჯოლის რაიონი), ზარათი, ილემი, სიმონეთი, სოჩხეთი
Submitted by: scroll.ge

ცხოვრებაძე
სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან “ცხოვრება”. ამავე ძირისაა ცხოვრებაშვილი. გვხვდება მაქათუბანსა და ჩხერში.
Submitted by: scroll.ge

ცხომარია
გვარადქცეული სადაურობის სიტყვა ცხომარი, ნიშნავს ცხომელს, ცხომი, იგივე ცხუმითანამედროვე სოხუმის ძველი სახელწოდება იყო. ცხომარი გვხვდება საკუთარ სახელადაც. ამავე ძირისაა ცხომელიძე.
Submitted by: scroll.ge

ძამაშვილი
უძველესი გვარსახელი. ბიზანტიელმა ისტორიკოსმა შემოგვინახა ცნობა იბერთა მეფის ძამანაძის შესახებ. საკ.სახელი ძამა, ძამია. 1 ძმა (უპირატესად მიმართვისას) 2.იგივეა რაც ძამია. ძამაშვილი მენთეთაშვილთა შტო გვარია. ამავე ძირისაა: ძამანაშვილი, ძამნაშვილი, ძამიაშვილი, ძამუკაშვილი, ძამუნაშვილი, ძმანაშვილი
Submitted by: scroll.ge

ძიძაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ძიძა.

1817 წლიდან ძიძიშვილები მოიხსენიებიან მარაბდაში.

„შიუკა ძიძიშვილი მოიხსენიება 1685 წლის ღალის ამოკვეთის წიგნში, რომელიც მუხრანის ბატონის შვილს, ბოვნელ ეპისკოპოს ნიკოლოზს, დოლმაზა შანშიშვილისთვის მიუცია.”

ამავე ძირისაა გვარი ძიძაშვილი.

საქართველოში 485 ძიძიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 161, მცხეთაში – 61, ოზურგეთში – 53. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ძიძიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ძიძა.

1817 წლიდან ძიძიშვილები მოიხსენიებიან მარაბდაში.

„შიუკა ძიძიშვილი მოიხსენიება 1685 წლის ღალის ამოკვეთის წიგნში, რომელიც მუხრანის ბატონის შვილს, ბოვნელ ეპისკოპოს ნიკოლოზს, დოლმაზა შანშიშვილისთვის მიუცია.”

ამავე ძირისაა გვარი ძიძაშვილი.

საქართველოში 485 ძიძიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 161, მცხეთაში – 61, ოზურგეთში – 53. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ძიძიშვილი/ძიძაშვილი
(1685 წ.) საკ. სახ. ძიძა; შდრ. საკ.სახელი ძიძია
Submitted by: scroll.ge

ძუკაშვილი
საკუთარი სახელი ძუკა, შდრ.ძუკუ, ძუკუნა, ძუკუნია
Submitted by: scroll.ge

ძულიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ძულია. 1873 წლის აღწერით, ბორბალოში მოიხსენიებიან მათე და გიორგი ძულიაშვილები. ძულია ნურუაშვილი მოიხსენიება გოდერძი ყოინიძის მიერ მურმან გურგანიშვილისადმი მიცემულ გადაწყვეტილების წიგნში. საქართველოში 695 ძულიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში 199, თბილისში 142, თელავში 56. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.ge

წამალაიძე
გავრცელებულია მთიულეთში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “წამალა”. ამავე ძირისაა წამალაძე, წამალაშვილი.
Submitted by: scroll.ge

წერეთელი
წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ზემო იმერეთში. გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წერეთი სოფელია გორის რაიონში. “წერეთლების უძველესი სამკვიდრებელი აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ვეძიოთ. ამ გვარის წინაპრები, როგორც ირკვევა, თავდაპირველად ზემო ქართლში მოსახლეობდნენ. გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ატარებს წერეთის ქედის სახელწოდებას, ხოლო იმავე რაიონში მდინარე ტანას შემდინარეთა ხეობაში მდებარეობენ სოფლები დიდი წერეთი და პატარა წერეთი. ჟამთა მიმავლობაში წერეთლებს ბინადრობა უცვლიათ. ნაწილი გადასულა იმერეთში, ნაწილი კიდევ დასახლებულა მდინარე ფრონეს ხეობაში, ცხინვალის მახლობელ მიდამოებში. ეს სანახები რომ ძველი საცხოვრებელი ადგილი ყოფილა წერეთლებისა ამას კარგად მოწმობს, ერთი სიგელი როსტომ მეფისა (1634-1653) ბოძებული მის მიერ 1648 წელს ვინმე ზაალ წერეთლისათვის”. წერეთლების სათავადო სამფლობელოს საწერეთლო ეწოდებოდა.
Submitted by: scroll.ge

წითელაური
წითელაძე გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წითელა. წითელაური სათემო გვარი იყო ფშავში.1882 წელს დიდ ენაგეთში მცხოვრები არსენ ხუციშვილის შვილის, ევას მიმრქმელად მოიხსენიება გოლოეთელი გაბრიელ წითელაური. 1884 წელს გოლოეთში მოიხსენიება ზაქარია წითელაური. მან შვილი მოუნათლა თანასოფლელ გიორგი ბასალაშვილს.ამავე ძირისაა გვარები: წითელაძე, წითელაშვილი.საქართველოში 275 წითელაური ცხოვრობს. 628 წითელაძე.
Submitted by: scroll.ge

წიკლაური
წიკლაური სათემო გვარია გავრცელებულია ხევსურეთში. მთიულეთში წიკლაურებს უცხოვრიათ: ათნოხში, ბახანში, ბურსაჭილში, დგნალში, დიხჩოში, დოლასქედში, დუმაცხოში, ზანდუკში, ლუთხუბში, მაქართაში, საჩალის ჭალაში, საჯანაანში, და თოთიაურთ-კარში, ფახვიჯაში, ჩიბაურში, ცხვედიანში, ჭოჭოხში, ხოზაში და ჯუღისში.
Submitted by: scroll.ge

წიფურია
გავრცელებულია ჩხოროწყუს რაიონში. წიფური მეგრულად წითელს ნიშნავს. მე-17 საუკუნეში ამავე სახელით ცნობილი ყოფილა სოფელი, სადაც კათოლიკე მისიონერები სახლობდნენ.
Submitted by: scroll.ge

წყარო: აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
Submitted by: scroll.ge

ჭაბუკაშვილი
გავრცელებულია ქარელის რაიონში. გადმოცემით, სიდამონიძეები ყოფილან სოფელ ხანდოს მცხოვრებნი, იქ ბატონი მოუკლავთ და გამოქცეულან. ამავე ძირისაა: ჭაბუკიძე, ჭაბუკიანი.
Submitted by: scroll.ge

ჭავჭავაძე
გავრცელებულია თელავის რაიონში (ყვარელი, წინანდალი). წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ცნობილია მე-14 საუკუნიდან, გადმოცემის თანახმად ხევსურეთიდან წარმომავლობენ. საფუძვლად უდევს ფრინველის სახელი ჭავჭავი, იგივე ჭივჭავი.
Submitted by: scroll.ge

ჭანტურია
გავრცელებულია წალენჯიხის რაიონში. გადმოცემით, გვარის წინაპარი თითქოს რომაელებისაგან წარმომავლობენ. კოლხიდაში მყოფ რომაელთა ჯარიდან ასისთავი (სანტურიონი) დაოჯახებულა და მისი შთამომავლობა სანტურია-დ წოდებულა. ამავე ძირისაა: ჭანტურაია, ჭანტურიშვილი, ჭანტურიძე.
Submitted by: scroll.ge

ჭარელიძე
გავრცელებულია ამბროლაურის რაიონში. შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ჭარელი. ჭარელიძენი იხსენებიან სორის ტაძრის წარწერაში (მე-14ს.)როგორც რაჭის ერისთავები. სოფელ შქმერში ცხოვრობენ ჭარელები. ამავე ძირისაა ჭარელიშვილი (ახმეტის რ.), ჭარელაშვილი (ფშავი).
Submitted by: scroll.ge

ჭინჭარაული
ჯინჭარა, ჭინჭარა - ძველქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელია კაცისა. გვარის სახელით "ჯინჭარ/ჭინჭარ"-ფუძისანი არიან: ჯინჭარაძენი და ჭინჭრაძენი, ჯინჭარაშვილნი და ჭინჭარაშვილნი, ჯინჭარაულნი და ჭინჭარაულნი.

ძველთაგან ხევსურეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ჭინჭარაულთა. ეგრე უბნობენ: შუაფხოველნი ძმანი ყოფილანო ჯინჭარა, არაბა და გოგოჭა - სამოგანძუროს თემის ხევსურთა: ჭინჭარაულთა, არაბულთა და გოგოჭურთა წინაპარნი. ამათ გუდანის ძველი მკვიდრნი კავკაზაურნი განდევნესო, - ამასაც უბნობენ.

KARIBCHE

პირაქეთ და პირიქით ხევსურეთში ჭინჭარაულებმა დაასახლეს სოფლები: გუდანი, ჭიე, ბარისახო, უკანახო, კისტანი და შატილი. ნასოფლარ ძეძეურთას, ლებაისკარსა და ქაჩუს ჭინჭარაულებს უცხოვრიათ. ჭიელმა ჭინჭარაულებმა შექმნეს თიანეთის სოფლები საჭურე და ჭიაურა.

ხევსურეთში განასხვავებენ გვარ-ძვალ და შემოყრილ-შემოფიცულ ჭინჭარაულებს. ხევსურეთს გარეთ ასახელებენ ჭინჭარაულთაგან შტონაყარ გვარებს, ესენი არიან ერწო-თიანელნი: თოთიაურნი, იდუკაშვილნი, ფარეშიშვილნი, ხიბლაშვილნი, სუხიაშვილნი; დავითაშვილნი, ფშაველნი: მისრიაშვილნი; არაგველნი: უთურგაშვილნი, ჩხუტიაშვილნი, ხევსურიშვილნი, ბანცურნი, სინჯარაძენი, ჭინჭარაშვილნი, ხულუზაურნი, ბეწუაშვილნი, ქოჩორაშვილნი და ჭრელაშვილნი; მთიულნი არაგვისანი - კეკიშვილნი და დარძულიძენი; მთიულნი ქსნისანი - გამხიტელაშვილნი და მარტიაშვილნი. ძირად ჭინჭარაულნი არიან გუდამაყრელ აფციაურთა ერთი კომობა - ჯალაბაურნი, წიკლაურთა ერთი კომობა - აბიანი და ჭიაურადან მომდინარე გარე კახელნი - ჭიაურელნი.

XVII საუკუნის I ნახევარში უცხოვრიათ სახალხო გმირებს აბა და მაშველა ჭინჭარაულებს. ამავე საუკუნის II ნახევარში ალაზნის ველზე ჩამოსახლებულ ყიზილბაშებს ღვთის რისხვად ევლინებოდა შურისმაძიებელთა რაზმი გურგენა ჭინჭარაულის მეთაურობით.

1750 წელს მთისა და ბარის ჭინჭარაულებს სასისხლო დავა ჰქონდათ ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის მოურავთან, სახლთუხუცეს გრიგოლ ჩოლოყაშვილთან. დავა გაურჩევია და მხარეები შეურიგებია მეფე ერეკლეს.

ჯინჭარაულთა და ჭინჭარაულთა შტონაყართა საერთო სალოცავია გუდანის ჯვარი და ნახარელა ღვთისმშობელი ბუდე ხევსურეთში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჭინჭარაულთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ - მეფისა ალმის მპყრობელთა სადროშოში.

ჭინჭარაულთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, აწყურის, ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებში.

1813 წელს ჭინჭარაულებმა შეიფარეს რუსთაგან დევნილი ბატონიშვილი ალექსანდრე.

1843 წელს სამოცმა ჭინჭარაულმა გმირულად გაუძლო 5 000 ლეკის გარემოცვას ციხე-სოფელ შატილში.

1901 წელს შატილის მამასახლისი ყოფილა ჩალხია ივანეს შვილი ჭინჭარაული.

ამჟამად ჭინჭარაულები ცხოვრობენ ხევსურეთში, ერწო-თიანეთში, დუშეთ-ბაზალეთის ზეგანზე და არაგვის ჭალებში, თრიალეთისა და გომბორის მთებში, სამგორისა და შირაქის ველებზე. განსაკუთრებით მრავლად არიან დუშეთის, გარდაბნის, თიანეთისა და დედოფლისწყაროს რაიონებში.

თბილისში მთისა და ბარის ჭინჭარაულთა დაახლოებით 150 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ჭინჭარაულთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2200-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ჭინჭარაულთა!

ჭიორელი
გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. ჭიორა სოფელია ონის რაიონში. წინარე გვარი რეხვიაშვილი ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

ჭონიშვილი
"ჭონიშვილი" - ხელობა-საქმიანობასთან დაკავშირებული გვარსახელია. "ჭონი" - ქუდებისა და ტყავ-ბეწვეულის მკერავია. თუმცა სიტყვა "ჭონი" ჩასაცმელსაც ნიშნავდა. სააღდგომოდ ჭონაზე დამვლელსაც "ჭონი" ერქვა. ასე რომ, ჭონი, ჭონა შეიძლება მეტსახელადაც არსებობდა და "ჭონიშვილი" ეპონიმური გვარსახელი იყოს.

ჭონიშვილთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ჯავახეთში სოფელი ხიზაბავრა ჩანს. სოციალური მდგომარეობით ჭონიშვილები გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. ქართულ საისტორიო საბუთებში ჭონიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება ქვემო და შიდა ქართლში. ჭონიშვილთა ქვემო ქართლის შტომ დღემდე ვერ მოაღწია. გამრავლდა ჭონიშვილთა შიდა ქართლის შტო. ეს ორივე შტო დასაბამს ჯავახეთიდან იღებს.

1665 წლის ერთ ნასყიდობის წიგნში მოწმეთა შორის იხსენიება ბოლნისელი ელიხანა ჭონიშვილი: "ნებითა და შეწევნითა ღვთისაითა, ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი მტკიცე დ შეუცვალებელი ნასყიდობის წიგნი და სიგელი მოგეცით ჩვენ, შიოშბეგის შვილმან ყარაბუდან და ძმამან ჩუენმან იესემ, შვილმან ჩემმან შიოშ და ასლამაზ თქუენ, ბარათაშვილს დმანელს ქრისტეფორეს, ძმასა თქუენსა სეხნიასა და ბეჟანს, შვილთა თქვენთა პაპუასა და ავთანდილსა. ასრე და ამა პირსა ზედა, რომე შუა ბოლნისის ძეგელაშვილის შემაზანასა და ბადურასაგან მოსყიდული ვენახი გვქონდა, იმასთან სამი კუალი ვენახი ნავროზაშვილის დავითასაგან ვიყიდეთ და ეს ორივ თქუენ მოგყიდეთ ყოვლის კაცისგან მოუდევარი და უცილებელი. ავიღეთ თქუენგან ფასი სრული, რათაც ჩუენი გული შეგჯერებოდათ. აღარა დარჩა რა ჩუენსა და თქუენსა შუა სასარჩლო და სალაპარაკო და თუ ვისმე პასუხი ჰქონდეს, პირისა და პასუხის გამცემი ჩვენ ვიყუნეთ. ესე ასრე გაგითავდეს და არა მოგეშალოს არცა ჩვენგან და არცა სხვის კაცისაგან. გქონდესთ და გიბედნიეროს ღმერთმან. არიან ამისნი მოწამენი და დამხდურნი: ბოლნისის ნაცვალი დათუნა, მამასახლისი ფინეზა, ზეგელაშვილი ვერმიშა, მისი ძმა ნაზარა, მირაქაშვილი მირაქა, ჩიგინაშვილი მირიმანა, ჯავარაშვილი ბახია, ყულიაშვილი საქია, ჭონასშვილი ელუხანა, ჩვენი ყმა გურგენიძე ბადრია, ქიტიაშვილი დათუნა, იმისი შვილი ხუცესი და მე ბატონის კათალიკოზის სახლთხუცის შვილს რევაზს დამიწერია და მოწამეცა ვარ. დაიწერა წიგნი ესე ქკ-სა ტნგ". ამჟამად საბუთი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში.

ჭონიშვილთა გვარი იხსენიება 1692 წლის 10 მაისს შემაზაშვილების მიერ ყაფლანიშვილ-ორბელიანებისადმი მიცემულ ნასყიდობის წიგნშიც. შემაზაშვილებმა თავიანთი კუთვნილი ვენახი ყაფლანიშვილებს შუა ბოლნისში მიჰყიდეს, მოწმეებადაც შუა და ქვემო ბოლნისელები დაისწრეს. მოწმეთა შორის დასახელებული მამუკა ჭონაშვილიც ბოლნისელი ჩანს და ზემოთ ნახსენები ბოლნისელი ელუხანა ჭონაშვილის ოჯახის წევრი თუ არა, მისი ნათესავი მაინც იქნებოდა.

XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის დამდეგს შიდა ქართლში უცხოვრია და, როგორც ჩანს, საკმაოდ შეძლებული კაცი ყოფილა ვინმე ამირან ჭონიშვილი. მას, ერთი ნასყიდობის წიგნის მიხედვით, ბერუკა, სუხუა და ასლამაზა ამპეტაშვილებისგან მამული უყიდია სადღაც "მახარაულის ბოლოს", სახელად "სასთულა" . ამპეტაშვილების გვარი დღეს საქართველოში აღარ არსებობს, სამაგიეროდ, საბუთში ფიქსირებული ტოპონიმის "მახარაულის" მიხედვით შეგვიძლია გარკვეული დასკვნა გამოვიტანოთ. "მახარაული მამული" ნახსენებია 1467 წლის წყალობის სიგელში. ეს მამული ქართლის მეფეს კონსტანტინეს მესხეთიდან ქართლში გადმოსული ფანასკერტის ერისთავისთვის ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილისთვის უბოძებია სხვა ყმა-მამულთან ერთად. თავად ციციშვილებს მამულები შიდა ქართლში, ძირითადად ქართლის გაღმამხარში ჰქონდათ. თუ ეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილისადმი ბოძებული მამული "მახარაული" ის "მახარაული" მამულია, რომლის ბოლოზეც შემდეგში ჭონიშვილისგან ნაყიდი მამული "სასთულა" მდებარეობდა, მაშინ გამოდის, რომ XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე ამირან ჭონიშვილს შიდა ქართლში მდებარე მამული უყიდია.

ამავე პერიოდის მეორე ნასყიდობის წიგნის მიხედვით, ამირან ჭონიშვილი მამულს ყიდულობს ვინმე აზარია ხეჩიკაშვილისგან. XVII-XIX საუკუნეების საისტორიო საბუთებში ხეჩიკაშვილების გვარი რამდენჯერმე იხსენიება შიდა ქართლის სოფლებში: ატენში, ხელთუბანში, დოესში... ხეჩიკაშვილები დღესაც შიდა ქართლში, ძირითადად, კასპის რაიონში ცხოვრობენ. შესაბამისად, ამირან ჭონიშვილის მიერ ნაყიდი ხეჩიკაშვილისეული მამული შიდა ქართლში იქნებოდა და თვითონაც ალბათ შიდაქართლელი იყო. უფრო ზუსტად, იგი ჭონიშვილთა ჯავახეთიდან შიდა ქართლში გადმოსული შტოს წარმომადგენელია.

რამდენადაც სოფელ დოესში თავის დროზე ციციშვილებსაც ჰქონდათ მამულები და ხეჩიკაშვილებიც ცხოვრობდნენ (ახლაც ცხოვრობენ), არ იქნება საფუძველს მოკლებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს მამულების მყიდველი ამირან ჭონიშვილი დღევანდელი დოესელი ჭონიაშვილების (ძირად ჭონიშვილების) ერთ-ერთი თაობის წინაპრად მივიჩნიოთ.

XVII საუკუნის II ნახევრის საამილახვროს დავთარში იხსენიებიან ქალაქ გორში მცხოვრებნი ჭონი გრიგოლა და ჭონი დათუა. ვერაფერს ვიტყვით ამათ ჭონიშვილობაზე. შესაძლოა, გორში ჭონიშვილების ორი ოჯახისთავი გვარის ფუძის მიხედვით ჩაწერეს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ გორელი გრიგოლა და დათუა მართლა ჭონები იყვნენ. მით უმეტეს, რომ დავთარში მათი სახელების გასწვრივ არ არის მიწერილი არავითარი იარაღი (შუბი, თოფი, მშვილდი), რომლითაც ლაშქრად გასვლა მოეთხოვებოდათ საჭიროების შემთხვევაში. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ლაშქარში არ მონაწილეობდნენ როგორც ქალაქელი ხელოსნები. ჭონები ქალაქებში მრავლად იყვნენ. თბილისში, მაგალითად, არსებობდა ჭონების ამქარი, ჭონების რიგი "ჭონხანა" (ისევე როგორც ალაფხანა, ყასაბხანა, სარაჯხანა, ხარაზხანა, ზარაფხანა და სხვა). თბილისში არსებობდა მექუდეთა ბაზარიც "ჭონხანის ჩორსი".

ამათგან განსხვავებით, ნამდვილად ჭონიშვილია იმავე საამილახვროს დავთარში მოხსენიებული გორის მხარის სოფელ რეხაში მცხოვრები გლეხი ბერი ჭონიშვილი. მისი ოჯახიდან ამილახვართა მემარჯვენე დროშის ქვეშ ორი მოლაშქრე გამოდიოდა.

ცოტა მოგვიანებით, 1700 წელს, საამილახვროს რეხაში ეშიკაღასბაშისა და გორის მოურავის, თავად ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე ყმათა შორის იხსენიება გლეხი შიუკა ჭონისშვილი. ის ზემოხსენებული რეხელი გლეხის ბერი ჭონიშვილის ან სახლიშვილი, ანაც ახლო განაყარია. ამასაც ალბათ ამილახვრიანთ დროშის ქვეშ მოუწევდა ხმლის ქნევა ქართლის ლაშქარში.

ჩვენს ხელთ არის XVIII საუკუნის დასაწყისის ერთი ვრცელი სიგელი შიდაქართლელი აზნაურ გარსევანიშვილებისა, რომელშიც ბოლნისელი ჭონიშვილებიც (ჭონასშვილები) იხსენიებიან:

"...ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენებაი თქვენი და შევწირეთ ჩვენის კარის ოქონის ხატს და შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენის დიდის ნამსახურების სანუქფოდ შენ ჩვენს ერთგულს და თავდადებით ნამსახურს ყმას გარსევანიშვილს კარის ოქონის ხატის დეკანოზს იესეს და ძმასა შენსა, ჩვენთვის ნამსახურსა და გარჯილს გიორგის, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა და გიყავით წყალობა ჩვენს სახასოებში ბოლნის ჭონა შვილები ზალუა და არუთინა... ესენი მათი მამულით, წყლითა, წისქვილითა, მთითა, ბარითა, ველითა, ვენახითა, ნასყიდითა, უსყიდითა და ყოვლისა მისის სამართლიანის სამზღვრითა, დღეს რისაც მქონებელ იყვნენ, მით, თქვენთვის გვიბოძებია და ასრე გვითარხნებია, რომე არაფერი ჩვენი გამოსაღები და სათხოვარი არა ეთხოებოდეს და ყოველი ამათი გამოსაღები ოქონის ხატისათვის შეგვიწირავს..."

საინტერესოა, რომ სიგელში იხსენიებიან ჭონიშვილები (ჭონა შვილები), ბოლნისელი სამეფო გლეხები, "სახასოებში" მცხოვრებნი, რომლებიც სიგელის მიხედვით ვახტანგ VI-ს XVIII საუკუნის დასაწყისში საეკლესიო აზნაურ გარსევანიშვილისთვის უბოძებია, ხოლო თუ ეს სიგელი ნაყალბევია (როგორც ზოგიერთნი მიიჩნევენ), იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ აზნაურ გარსევანიშვილებს 1836 წელს გლეხი ჭანიშვილები თავიანთ ყმებად მიაჩნდათ ან სურდათ, ასე ყოფილიყო და ამის დამტკიცებას ცდილობდნენ.

შემდეგი საბუთი, რომელშიც ჭონიშვილი იხსენიება, 1719 წლით თარიღდება. საბუთი წარმოადგენს ვენახის ნასყიდობის წიგნს, რომელშიც მოწმეთა შორის დასახელებულია ვინმე ბერო ჭონიშვილი (ჭონიაშვილი):

"...არის ამისი მოწამე თავად ღმერთი, კაცთაგან - ბერიშვილი ბერუა, ჭოჭოშვილი ბერი, მამასახლისი ასლუა, ჭონიაშვილი ბერო, გოსტაბიშვილი გიორგი და თამაზა. მე ტლაშაძეს მღდელს იასეს დამიწერია და მოწამეცა ვარ..."

სხვათა შორის, საბუთის დამწერი, მღვდელი იასე ტლაშაძე გახლავთ XVIII საუკუნეში კარგად ცნობილი თხზულების "კათალიკოსბაქარიანის" ავტორი. ტლაშაძეები აზნაურები იყვნენ და მამულებს შიდა ქართლში, გორის მხარეში ფლობდნენ. დღესაც ტლაშაძეების დიდი უმრავლესობა გორის რაიონში ცხოვრობს.

საბუთში ჭონიაშვილი გორში მოსახლე გვარების გვერდით მოიხსენიება, ამიტომ ბერო ჭონიაშვილიც გორელად უნდა მივიჩნიოთ. თუ ეს ბერო ჭონიაშვილი 1719 წლისთვის ასაკით უფროსი კაცია, და სავარაუდოდ სწორედ ასეც უნდა იყოს (მოწმეებად უფრო ასაკოვან კაცებს, სოფლის თავკაცებს ისწრებდნენ), ვინ იცის, იქნებ იგივე, ჩვენთვის უკვე ცნობილი ბერი ჭონიშვილია, რომელიც საამილახვროს დავთარში შეგვხვდა მოლაშქრედ (მაშინ უფრო ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო). აკი ქართული სიგელ-გუჯარ-დავთარი ჭონიშვილს და ჭონიაშვილს არ განასხვავებს. ცნობათა სიმცირის გამო ჩვენ ამას ვერ ვადასტურებთ, მაგრამ ვერც უარვყოფთ.

შიდაქართლელი ჭონისშვილი იხსენიება 1782 წლის გიორგი და იულონ ბატონიშვილების განჩინებაშიც, რომელიც ნათლისმცემლის მონასტერსა და აზნაურ გოგიბედაშვილებს შორის სამამულო დავას ეხება.

განჩინებას თავში აწერია: "ჩვენ, სრულიად საქართველოისა მეფე მეორე ირაკლი, ვამტკიცებთ განაჩენსა ამას..."

განჩინების მიხედვით, ამ სადავო საქმის იასაულად თავადი იოვანე ციციშვილი ყოფილა, ხოლო წიგნების გასასიჯნად და მიჯნების გასარჩევად რამდენიმე კითხული კაცი მოუყვანიათ: კავთისხეველი კანიაშვილი და ქსოვრელი (ეს გვარები დღესაც კავთისხევში ცხოვრობენ), მეტეხელი გზირისშვილი (გზირიშვილებიც მეტეხში ცხოვრობენ) და დოესელი ბაიდაური და ჭონისშვილი (ბაიდაურები დოესში დღესაც მკვიდრობენ, ხოლო ჭონიშვილის ნაცვლად დოესში ჭონიაშვილების გვარსახელი გვხვდება).

ვფიქრობთ, საეჭვო არაფერი იქნება, თუ ვიტყვით, რომ XVIII საუკუნეში სოფელ დოესში მცხოვრები გლეხკაცი ადამ ჭონიშვილი დღევანდელი დოესელი ჭონიაშვილების ერთ-ერთი არცთუ შორეული თაობის წინაპარია. ეს განჩინება კიდევ ერთი საბუთია, რომელიც არგუმენტად გამოდგება ჭონიშვილ-ჭონიაშვილთა ერთობისათვის.

შემორჩენილია კიდევ ერთი საინტერესო საბუთი XVIII საუკუნისა, რომელშიც ქართლელ და იმერელ ჭონიშვილთა წინაპრები ჭონიაშვილებად არიან ჩაწერილნი და შიდა ქართლიდან ზემო იმერეთში ჭონიშვილთა გადასვლის სავარაუდო დროსა და მიზეზს გვატყობინებს.

1789 წლის 22 სექტემბერს შიდა ქართლის სოფელ ატოცის მკვიდრი საეკლესიო გლეხები არზით მიმართავენ მეფე ერეკლეს: "ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მოსცეს საბრალო გლახა წმინდის გიორგის ყმას ატოცელებს.

მერმე ამას მოვახსენებთ ჩვენს მოწყალეს. რვა კობლი კაცნი დავრჩომილვართ. ამ რვა კობლს ოცის კობლისას გვაწერენ. ჩვენ ამისი მიცემა რით შევიძლოთ?! რაც ამ რვა კობლს შეგვეძლოს, ის გვიმსახურეთ, ღმერთი გაგიმარჯვებს, ამისი სამართალი გვიყავით.

ოთხი კობლი აიყარა და კახეთს გახვეწილან: პირიბნელაშვილი ჟალვისს არის, ჭონიაშვილი იმერეთს წავიდა, კიკლაშიძე ცხინვალს არის, ჭონიასშვილი ცხინვალს არის, აბულაძე დირბს არის. ესენი, ჩემო ხელმწიფევ, თქვენგან გათარხნებული არიან და არც ერთი არ გვიდგებიან".

არზას თავში მეფე ერეკლეს ხელით აწერია: "ჩვენი ბრძანება არის, ვინც ამ ატოცელების სურსათის მოასილნი იყვნეთ, ამ არზით რვა კომლი მოუხსენებიათ, ამათ რვა კომლის კაცისა უნდა გამოართოთ, ოცდაოთხი კოდი იქნება. ეს უნდა გამოართოთ. სხვა რაც მეტი ეწეროთ, ის გვიპატიებია. ნუღარ გამოართმევთ.

მდივანო იოსებ, რომელიც ამათი კაცი ან იმერეთში გარდასულიყოს და ან კახეთს გარდასულიყოს, უნდა ჭეშმარიტებით გამოიძიო, დავთრიდამ უნდა მოუჭრა, რომ იმათი შენაწერი ამათ აღარ ეთხოოს. ამაზე ჩვენ თავი აღარ გვაწყინონ. მუჩალგაც უნდა გამოართოთ წერილით, რამთონიც კომლი აყროდეთ, ჰალბათ".

ამ საბუთიდან ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ ატოციდან ჭონიშვილების ნაწილი იმერეთისკენ წასულა და ნაწილი - ცხინვალისკენ (სხვათა შორის, ცხინვალის მახლობელი სოფლის ერგნეთის ჭონიშვილებს დღესაც ახსოვთ გადმოცემა თავიანთი წინაპრების ატოციდან მოსვლის შესახებ). ირკვევა, რომ ატოცელი (და იქიდან იმერეთსა და ცხინვალში წასული) ჭონიშვილები საეკლესიო გლეხები ყოფილან. ესეც ირკვევა, რომ აქაურ ჭონიშვილებს მეფე ერეკლესაგან თარხნობა ჰბოძებიათ და მორიგე ჯარის საჭიროებისთვის გლეხობისთვის შეწერილი სურსათის გადასახადს არ იხდიდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს ფრიად მნიშვნელოვანი ცნობაა.

თარხნობა დამსახურებით იყო. დამსახურებად კიდევ მეფისა და ქვეყნის თავდადებით სამსახური ითვლებოდა. მკლავისა და ხმლის დრო იდგა. ომი არ გვაკლდა და არც მშვიდობაში გვილხინდა. გლეხკაცს გუთნის მიდევნა და ქვეყნის დაპურება ევალებოდა, მაგრამ თუ ხმალსაც მარჯვედ სადმე მოიქნევდა და თავს არ დაზოგავდა - მეფესთან არ დაეკარგებოდა. იმ საქართველოში სული ხორცზე მაღლა იდგა, სინდისი ქონებაზე მეტად მიაჩნდათ, ფიცის სწამდათ, ვაჟობას და ერთგულებას აფასებდნენ...

დღეს ყველა ჭონიშვილმა უნდა იცოდეს: XVIIIOსაუკუნეში მეფე ერეკლემ ატოცელ ჭონიშვილებს (ჭონიაშვილებს) თარხნობა უბოძა!

სოფელი ატოცი და ქართლის ზემო მხარე XVIII საუკუნის მიწურულს ახალციხის საფაშოდან ლეკთა მარბიელი რაზმების ხშირი თავდასხმების შედეგად ისე იყო გაჩანაგებული, რომ სოფლებში "მამალი აღარ ყიოდა", "ცეცხლი აღარ ენთებოდა". როგორც ერთ მაშინდელ საჩივარში წერია, გადარჩენილი მოსახლეობა სხვა მხარეებში იფანტებოდა. იმხანად ჭონიშვილებიც წასულან, მაგრამ XIX საუკუნის დასაწყისში, მას მერე, რაც ქვეყანა შედარებით დაწყნარდა, მოსახლეობამ ძველ ნაფუძრებზე დაბრუნება იწყო.

1818 წლის თბილისის გუნერნიის გორის მაზრის კამერალური აღწერის მიხედვით, ჭონიშვილები ისევ ატოცის მცხოვრებთა სიაში იხსენიებიან.

ამჟამად ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრებ ჭონიშვილებს, იმ თარხან ჭონიაშვილთა შთამომავლებს, მეზობლები "ფრანგებს" უწოდებენ. საქართველოში ასე იყო მიღებული - ქართველ კათოლიკეებს ფრანგებს უწოდებდნენ (ისევე როგორც ქართველ გრიგორიანებს - სომხებს, ხოლო ქართველ მაჰმადიანებს - თათრებს). ატოცის ჭონიშვილებს კათოლიკობა ჯავახეთიდან გადმოჰყვათ.

კათოლიკეები ყოფილან სკრა-ახალხიზელი ჭონიაშვილებიც (გორის რ-ნი), ფრანგებს ეძახდნენ შიდა ქართლის სოფ. ყელქცეულიდან ზემო იმერეთის სოფელ წყალაფორეთში (ხარაგაულის რ-ნი) გადასახლებულ ჭონიშვილებსაც. თუმცა ამათ კათოლიკობა აღარ ახსოვთ და ეს შერქმეული "ფრანგობა" ვერაფრით აუხსნიათ.

XIXს.-ის I ნახევარში ქართლელ ჭონიშვილთა ერთი შტო შიგნით კახეთში გადასულა.

რაოდენობის მიხედვით, ჭონიშვილები საქართველოში საშუალოზე ოდნავ მეტი რიცხოვნების გვარია.

ამჟამად ჭონიშვილების გვარი დაახლოებით 60 კომლისგან შედგება. აქედან დაახლოებით 25 კომლი შიდა ქართლში (ძირითადად გორის რაიონში) არის თავმოყრილი. 15 კომლი გაფანტულია: ჯავახეთში, კახეთში, იმერეთში და გურია-აჭარაში. ქალაქ ქუთაისში - ჭონიშვილთა 5 კომლი, ხოლო თბილისში დაახლოებით 15 კომლი ცხოვრობს. ამას ემატება ჭონიშვილების ნაწილი, რომლებიც დღეს ჭონიაშვილებად იწერებიან. მათი რაოდენობა 30-იოდე კომლია. ამათგან 10 კომლი კასპის რაიონის სოფელ დოესში ცხოვრობს, 5 კომლი - კასპისა და გორის რაიონის სოფლებში. თბილისში ჭონიაშვილების 15 კომლია.

საქართველოში ჭონიშვილთა (ჭონიაშვილებთან ერთად) დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 360 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ჭონიშვილთა!


მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

ჭოტიაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ჭოტა, ჭოტი.

1721 წელს სოფელ წინწყაროში, საბარათაშვილოს საბატონეთში გაგუა ჭოტიაშვილი მოიხსენიება.

საქართველოში 21 ჭოტიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 19, თბილისში – 2.

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ჭუმბურიძე
გავრცელებულია სიმონეთში, ბარდუბანსა (თერჯოლის რ-ნი.) და კიცხში. საკუთარი სახელია “ჭუმბურო”. შესაძლებელია მომდინარეობდეს მეგრული სიტყვისაგან ჭუმბური (წაბლი).
Submitted by: scroll.ge

ხაბაზი
გავრცელებულია ქობულეთის რ-ში. მომდინარეობს ხელობა-საქმიანობის გამომხატველი სიტყვიდან. ხაბაზი პურის მცხობელი, მეპურეა. ამავე ძირისაა ხაბაზიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ხანდამაშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა ხანი, რომელიც თურქულ და მონღოლურ ენებზე სახელმწიფო მთავარს ნიშნავდა.

ხანდამაშვილები იყვნენ აზნაურები. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ ჩონჩხურსა და თაგუთში. იყვნენ, ასევე, უყმო ხანდამაშვილებიც.

1721 წლის აღწერით, ალავერნა ხანდამაშვილს, ყაფლანიშვილების მემამულეს, სოფელ თაგეთში ყმები ჰყავდა.

საქართველოში 42 ხანდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, თეთრი წყაროში – 13, გურჯაანში – 6.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ხარატიშვილი
ხარატასშვილი ხარატი (არბ.) ოსტატი. მოგვიანებით ხელობა საქმიანობის სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას. ეს გვარი სწორედ ხარატიდან, იგივე ოსტატიდან მომდინარეობს.
Submitted by: scroll.ge

ხარატიშვილი / ხარატასშვილი
ხარატი (არბ.) ოსტატი. მოგვიანებით ხელობა საქმიანობის სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას. ეს გვარი სწორედ ხარატიდან, იგივე ოსტატიდან მომდინარეობს.
Submitted by: scroll.ge

ხარაძე
ნაწარმოებია ხარ-ისაგან “ა” ბოლოსართით. ამავე ძირისაა ხარაიშვილი, ხარაული, ხარაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ხარისჭირაშვილი
გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში (წარმოშობით ჯავახეთიდან, წინაპართა გვარიადუაშვილი). შედგება ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული მეტსახელისაგან ხარისჭირა. გადმოცემით, ამ სახელით ცნობილი პირი სახალხო მკურნალი ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

ხარხელაური
გავრცელებულია თიანეთში, მცხეთასა და თბილისში. შედგება სავარაუდო მეტსახელისგან ხარხელა (შდრ. ხარაბა). ხარხელაური 1860 წელს სოფ. ლასტისციხეში გადმოსულა საცხოვრებლად “ტიფლისის ოლქის” სოფ. მოხისიდან (დღევ. ქარელის რ-ნი).
Submitted by: scroll.ge

ხაშმელაშვილი
შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ხაშმელა. ხაშმი სოფელია საგარეჯოს რაიონში.
Submitted by: scroll.ge

ხეთაგური
ხეთაგურის გვარი სტეფანწმიდის მკვიდრი გვარია. XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ისინი ხეთაგიძის გვარით არიან მოხსენიებულნი. მოხევე ხეთაგურებს საერთო არაფერი აქვს ოსურ გვარ ხეთაგუროვთან.
Submitted by: scroll.ge

ხეჩიკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხეჩა.

1666 წლის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება მამასახლისი მასელა ხეჩიკაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ხეჩიაშვილი, ხეჩინაშვილი, ხეჩუაშვილი.

საქართველოში 258 ხეჩიკაშვილი ცხოვრობს: კასპში – 162, თბილისში – 78, გორში – 18.~

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ხიზამბარელი
გავრცელებულია კასპის რაიონში (კავთისხევი, ნოსტე, თვალავი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წარმომდგარი ხიზაბავრელისაგან. ხიზაბავრა სოფელია ჯავახეთში (ასპინძის რ).
Submitted by: scroll.ge

ხიზანიშვილი
გავრცელებულია გორის რაიონში. წარმომდგარია საკუთარი სახელისაგან ხიზანი, ზოგადი მნიშვნელობით დროებით სხვას შეკედლებული პირი; მამულის მიწაზე მოსახლე თავისუფალი გლეხი, რომელიც გადასახადს ყმის თანაბრად იხდიდა.
Submitted by: scroll.ge

ხიმშიაშვილი
ხიმშიაშვილის გვარი აჭარაში მეტად გავლენიანი იყო და მთელი მხaრის ბატონ-პატრონად ითვლებოდა. ეს გვარი მონათესავეა დუშეთის რ-ში მცხოვრებ ხიმშიაშვილებისა. მათ წინაპარს XVIII საუკუნეში კაცი შემოკვდომია არაგვის ხეობაში, მეფის რისხვას გაქცევია და აჭარაში შეხიზნულა.
Submitted by: scroll.ge

ხოსრუაშვილი
გავრცელებულია ქარელში, გორში და თბილისში. ხოსრო სპარსულად ნიშნავს “სახელგანთქმულს”, “დიდებულს”. დაკაშირებულია საკუთარ სახელთან “ხოსრო” (ხვასრო). ამავე ძირისაა: ხოსრიაშვილი, ხოსროშვილი.
Submitted by: scroll.ge

ხოჯივანიშვილი
გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპარი სახელად იოვანე მასწავლებელი ყოფილა. მესხეთში თურქთა ბატონობის დროს ხოჯას ეძახდნენ, რაც გვარის წარმოშობას დაედო საფუძვლად.
Submitted by: scroll.ge

ხუტურიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუტა. შალვა ხუტურიძე მეფე ლაშა-გიორგისთან დაახლოებული პირი ყოფილა. ის მეფის ვაზირის მანდატურთუხუცესის მეორე მოადგილე, მესტუმრე იყო. თანამდებობა მესტუმრე დიდ და საპატიო პოსტად მიიჩნეოდა. მესტუმრე შალვა, როგორც ისტორიულ წყაროებში ჩანს, წარგზავნილი იყო იერუსალიმში, შეწირულობათა ჩასატანად. როგორც ირკვევა, მას ლაშა-გიორგის აღაპები განუნუსხებია. საქართველოში 30 ხუტურიძე ცხოვრობს: ახმეტაში 21, თბილისში 5, თელავში 4.
Submitted by: scroll.ge

ხუციშვილი
გავრცელებულია გორში, ასპინძის რაიონში და სხვა. ხუცძირი უძველესია, იგი დადასტურებულია საყოველთაოდ გავრცელებულ ხუცეს-ში და საკუთარ სახელებში: ხუცა, ხუცია, ხუცუნა, ხუციკა, ხუცო, ხუცინა, ხუცურა, ხუცაური. მღვდლის მნიშვნელობა ხუცესმა და ხუცმა შემდეგში მიიღო თავდაპირველად კი, უფროსს, მთავარს, მოთავეს ნიშნავდა. ხუციშვილთა გვართან დაკავშირებით ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე წიგნში “ქართველი გრიგორიანები” წერს: “ხუციშვილები, ქათველები არიან და ცხოვრობენ საქართველოს მრავალ კუთხეში. გვარის ძირია ქართული სიტყვა ხუცი. ძველად ამ გვარის რამდენიმე წევრმა ჯავახეთში კათოლიკობა მიიღო, ახალქალაქს რამდენიმე მცხოვრებმა გრიგორიანობა მიიღო”. ხუციშვილების ერთი ნაწილი აზნაურები იყვნენ.
Submitted by: scroll.ge

ხუხაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუხა.

1832 წლის აღწერაში მოიხსენიება კიკოლა ხუხაძე, იგივე შიოშვილი, ოჯახითურთ.

ამავე ძირისაა გვარები: ხუხიაშვილი, ხუხუა.

საქართველოში – 712 ხუხაძე ცხოვრობს: მარტვილში – 178, ზუგდიდში – 172, თბილისში – 125. არიან სხვაგანაც. 88 – ხუხიაშვილი

ხუხიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუხა.

1832 წლის აღწერაში მოიხსენიება კიკოლა ხუხაძე, იგივე შიოშვილი, ოჯახითურთ.

ამავე ძირისაა გვარები: ხუხიაშვილი, ხუხუა.

საქართველოში – 712 ხუხაძე ცხოვრობს: მარტვილში – 178, ზუგდიდში – 172, თბილისში – 125. არიან სხვაგანაც. 88 – ხუხიაშვილი

ხუხუა
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუხა.

1832 წლის აღწერაში მოიხსენიება კიკოლა ხუხაძე, იგივე შიოშვილი, ოჯახითურთ.

ამავე ძირისაა გვარები: ხუხიაშვილი, ხუხუა.

საქართველოში – 712 ხუხაძე ცხოვრობს: მარტვილში – 178, ზუგდიდში – 172, თბილისში – 125. არიან სხვაგანაც. 88 – ხუხიაშვილი

ჯაბადარი
ერთ-ერთი წარჩინებული გვართაგანია ძველ საქართველოში. გვარადქცეული სამეფო თანამდებობის ტერმინია. თურქულ-სპარსული სიტყვა “ჯაბადარ” ჯავშან-საჭურვლის მცველს ნიშნავს.
Submitted by: scroll.ge

ჯავახი
გვარადქცეული ეთნონიმი. როგორც ჩანს, XIII საუკუნის დამდეგს სამძივართა საგვარეულოში (უკეთ, ამ საგვარეულოს იმ შტოში, რომელიც დამკვიდრებულია თეძმის ხეობაში) შემოდის სახელი ჯავახი და შეიძლება უკვე XIV ს. პირველ ნახევარში ისინი იწოდებოდნენ ჯავახიშვილებად; სახელი “ჯავახი” XIV საუკუნეზე უფრო ძველია: ჯავახ აფაქის ძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში. ამავე ძირისაა ჯავახია.
Submitted by: scroll.ge

ჯავახიშვილი
ერთ-ერთი წარჩინებული გვარეულთაგანი ძველ საქართველოში. ქართლელი ჯავახიშვილების წინაპარნი გამრეკელ-თორელნი ყოფილან, XII საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფ. ხოვლეში. XVII-მდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი წინანდელი ადგილსამყოფელის მიხედვით ჯავახიშვილებად წოდებულან.
Submitted by: scroll.ge

ჯალალაშვილი
ჯალალი-გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯალალი, რომელიც არაბული წარმოშობისაა და ქართულად სახელს, დიდებას, ძლიერებას ნიშნავს. 1843 წლიდან ჯალალაშვილები კოდაში ცხოვრობენ. ამავე ძირისაა გვარები: ჯალადიშვილი, ჯალალი, ჯამარიშვილი. საქართველოში 110 ჯალალაშვილი ცხოვრობს.100 ჯალადიშვილი; 89 ჯალალი; 26 ჯამარიშვილი.
Submitted by: scroll.ge

ჯანგირაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანგირა. ჯაჰანგირ სპარსული სიტყვაა და ქვეყნის მპყრობელს ნიშნავს.

1871 წელს დუშეთის ოლქის სოფელ დიხჩოდან სოფელ ლასტისციხეში საცხოვრებლად გადასულა პაპია ჯანგირაშვილი.

საქართველოში 882 ჯანგირაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 375, დუშეთში – 228, თიანეთში – 78. არიან სხვაგანაც

 
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ჯანელიძე
გვხვდება ამბროლაურის, სამტრედიის რაიონებში. უკავშირდება საკუთარ სახელს “ჯანელი”. (ჯანა + ბოლოსართიელ). ამავე ძირისაა ჯანველიძე.
Submitted by: scroll.ge

ჯარიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯარია.

ტაბახმელაში მცხოვრები გიორგი პაპაშვილი 1875 წელს ცოლად ირთავს დიდ ენაგეთში მცხოვრებ სიმონ ჯარიაშვილის ასულს – სოფიოს. თავდებნი ყოფილან ქალის მხრიდან დიდენაგეთელები.

საქართველოში 721 ჯარიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 277, გარდაბანში – 160, დუშეთში – 144. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


ჯაფარიძე
გავრცელებულია რაჭაში, სვანეთში, იმერეთში და ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს რაჭის მთავართა შორის. მომდინარეობს არაბული საკუთარი სახელიდან “ჯაფარ”. სახელი “ჯაფარა” საქართველოში შემოიტანა ლიპარიტის (ბაღუაშის ძის) მტერმა, არაბმა ამირა(ემირმა) ჯაფარმა 1047წ. ქართულად “ჯაფარა”იგივეა, რაც ჩხიკვი. ჯაფარის ძე, იხსენიება ხუნამისის წარწერაში (Xს. დასასრული). თავდაპირველად, იწერებოდნენ მჯა+ფარ=მჯაფარიძე.
Submitted by: scroll.ge

ჯაყელი
საპატიო და საგამგეო წოდება-გვარია, მიღებულია სადაურობის სიტყვისაგან. ჯაყი ისტორიული სოფელია სამცხეში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. სამცხის ათაბაგთა დინასტიური გვარია. ამავე ძირისაა ჯაყელიძე.
Submitted by: scroll.ge

ჯაჭვლიანი
ბეჩო, ეცერი, კიჩხულდაში, მესტია, მულახი, ნაკრა, ფარი, ცხუმარი, ჭუბერი [კოდორის ხეობა აჟარა, გენწვიში, ომარიშარა]
Submitted by: scroll.ge

ჯაჯანიძე
გავრცელებულია ჭიათურაში, ასევე ოზურგეთის რაიონში. შედგება საკუთარი სახელისგან “ჯაჯანი”. ფრინველთა სახელისაგან წარმოქმნილი გვარია, უკავშირებენ სიტყვა “ჯაჯა”-ს, რაც ქორს ნიშნავს სამეგრელოსა და გურიაში.
Submitted by: scroll.ge

ჯებირაშვილი
გორი
Submitted by: scroll.ge

ჯებისაშვილი
გორი, დიდი ატენი, დიდი მეჯვრისხევი, ქარელი, ყელქცეული, ხიდისთავი
Submitted by: scroll.ge

ჯეირანაშვილი
ატენი, გორი, სკრა, ცხეთიჯვარი, ჭვრინისი, ხაშური, ხეობა, ხიდისთავი
Submitted by: scroll.ge

ჯერანაშვილი
საკ. სახ. ჯერან; ჯერანა. შდრ. ჯეირანაშვილი, ჯერენაშვილი, ჯეირანი/ქურციკი (კლდეისი).
Submitted by: scroll.ge

ჯერვალიძე
დუშეთი,. ჟინვალი, შალიკიანთკარი, წითელიკლდე
Submitted by: scroll.ge

ჯერიაშვილი
გორი, ხიდისთავი
Submitted by: scroll.ge

ჯერმიზაშვილი
წკერე, ხანდო
Submitted by: scroll.ge

ჯეჯელაშვილი
კასპი
Submitted by: scroll.ge

ჯეჯილაშვილი
მარნეული
Submitted by: scroll.ge

ჯვარელია
შესაძლებელია მომდინარეობდეს სადაურობის სიტყვისაგან. ჯვარი დაბაა წალენჯიხის რაიონში.
Submitted by: scroll.ge

ჯილავდრიშვილი
(1823 წ.,) სავარ. საკ, სახ. ჯილვარდი; მათე ჯილავდრიშვილი, მეუღლე ანა, შვილები მელიქა, აბელა, სიმონა, დავითა, ყაზარია. ქალიშვილები ნინო, მარიამი, მაია, მათე ჯილავდრიშვილი, მეუღლე დარეჯანი, შვილები ვართანა, გეუა, სარქისა, ქალიშვილები მაია, მიფაკა, დისშვილები გიქორა, მოსე და მარტა. დისშვილი სტეფანე,მეუღლე ქეთევანი მოიხსენიებიან სოფელ კოდაში 1823 წელს 9კოდა). შდრ. გვარი ჯილავდარი 88 სული.
Submitted by: scroll.ge

ჯიმშერაშვილი
(1721 წ.), ჯიმშერ (სპ.0 პარალელური ფორმაა ჯიმშედ სახელისა. აქედანაა გვარი ჯიმშელეიშვილი (ზ. ჭუმბ., დედაენა ქართ., 379). "ქ. სოლოღაშვილის ავთანდილის ყმა ქ. დრეს, 1721 წ. ზურაბა ჯიმშერაშვილი, "აქ ბოცოეთს მსხლობელი სიყმაია ჯიმშერაშვილი 1721 წ.".1721 წ. აღწ. სოფ. დრეში გამომღებ ყმათა შორის მოიხსენიება ელიზბარა და მამუკა ჯიმშერაშვილები. ჯიმშერ, იგივე ჯავანშერ, ახლაგაზრდა ლომი, ბოკვერი იხ. ჯიმშიაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ჯიმშიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიმშიტა.

ჩხიკვთაში მოიხსენიება უყმო აზნაური ვინმე ჯიმშიტაშვილი.

საქართველოში 610 ჯიმშიტაშვილი ცხოვრობს: თიანეთში – 281, თელავში – 134, თბილისში – 81. არიან სხვაგანაც

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

წყარო: tbiliselebi.ge

ჯინიუზაშვილი
გავრცელებულია ახალციხესა და თბილისში. ხელოვნურად არის მიღებული ჭილიმუზაშვილ-ისაგან, რომელიც სომხური ორიენტაციის სასულიერო მოღვაწის, არქიმანდრიტ პავლე შაჰყულიანის, იმავე შაჰყულაშვილის, წინაპართა გვარი ყოფილა. ამ გვარმა დღემდე მოაღწია.
Submitted by: scroll.ge

ჯუღაშვილი
იგივე ჯუგაშვილი; გავრცელებულია ქ.გორში, წინაპრებს ლილოში უცხოვრიათ; შედგება საკუთარი სახელისგან ჯუღა. ჯუგაშვილები ცხოვრობენ სოფელ მატაანში, მათი თავდაპირველი სამშობლო სოფელი ჯუგაანი უნდა ყოფილიყო (სიღნაღის რ.), ეს გვარი ჯუღაშვილად იქცა ძველ ქართულ დოკუმენტებში რუსულიდან გადმოქართულების შედეგად (რუსული გ ქართულში ღ-დ გადმოიღეს).
Submitted by: scroll.ge


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დამატება

Back to top button