ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის კურსი მიმდინარე წლის მაქსიმუმს აფიქსირებს PayPal-ის წყალობით

ცნობილი გახდა, რომ Bitcoin-ის კურსმა დააფიქსირა წლიური მაქსიმუმი და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საგადახდო სისტემა PayPal-მა გამოაცხადა, რომ ოპერაციების განხორციელების სისტემას ემატება კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის ფუნქცია. ამ მოვლენის ფონზე Bitcoin-ის კურსი 8%-ით გაიზარდა და მიაღწია 12 817 აშშ დოლარს, რაც 2019 წლის ივნისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. წინა მაქსიმუმი მიმდინარე წელს შეადგენდა 12 473 აშშ დოლარს.

წყარო აღნიშნავს, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი მიმდინარე კვირაში 11%-ზე მეტით გაიზარდა. სამშაბათს 1 Bitcoin-ის ფასმა გადააჭარბა 12 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს, PayPal-ის განცხადებამ კი მას მომდევნო მატებისკენ უბიძგა. არსებული ინფორმაციის თანახმად, PayPal მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ, შეინახონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა, თანაც არა მხოლოდ Bitcoin-ი, არამედ Ethereum, Bitcoin Cash და Litecoin. გარდა ამისა, სამომავლოდ შესაძლებელი გახდება კრიპტოვალუტების გამოყენებით შესყიდვების განხორციელება 26 მილიონ სავაჭრო წერტილში, სადაც PayPal გამოიყენება.

უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სფეროს სხვა კომპანიებმაც დაიწყეს ყურადღების მიპყრობა ციფრულ აქტივებზე. მიმდინარე თვის საწყის პერიოდში ამერიკულმა კომპანია Squre-მა, რომელიც დაკავებულია ციფრული გადახდების მიღება-დამუშავებისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილების შემუშავებით, შეისყიდა 4709 BTC 50 მლნ აშშ დოლარად და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა „უფრო მეტად გავრცელდება მომავალში“. აგვისტოში საინვესტიციო ჰოლდინგმა Fidelity-მ შექმნა Bitcoin-ზე ორიენტირებული ფონდი.

რაც შეეხება პირველ კრიპტოვალუტას, 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე მისი ფასი დაახლოებით 75%-ით გაიზარდა. მარტში კურსი დაეცა 3800 აშშ დოლარამდე, მას შემდეგ კი საკმაოდ დამაჯერებლად იზრდება.

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button