პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე უკანასკნელი საზღვარი ..

უკანასკნელი საზღვარი,
აი, რა ტანჯავს ჩემს სულს,
ოდეს ცას ღვარი
მოეფინება, როგორც ხანჯალს,
უშორეს მზეთა
და ცისარტყელათ,
მისტიურ სპექტრის.
გაზომვა სივრცეთა
უფსკრულების.
უგონო ორგია
გამოგონებისა.
ცხოვრება
შფოთიანი.
ორგია
მომაკვდავი ადამიანის
ტვინში!
ორგია
იკავებს ქვითინს!
პლანეტათა შეჯახება.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button