პოეზია

ედგარ პო – მიძინების კარავი

თარგმანი სტანისლავ ციბულსკის

მე მახსოვს,უცნაური მთვარე,
ივნისის იყო შუა ღამე.
იმ გზაზე მაძინებდა ქარი,
და ისმოდა იმ ციდან ზარი,
ვით მუსიკა უსიტყვო ლექსის
ვით ნაწყვეტი ოქროსფერ პიესის.

კვლავ ეძინა იქ როზმარინს,
კვლავ ქარი სევდიანი ქრის,
ჩემს ლილიას სძინავს. სძინავს ტბასაც,
აძინებენ იმ ქროლვით მასაც,
კი, სძინავს, სძინავს როზმარინს!
ჩემს ფერიას, სძინავს! გული ქრთის!
და ფანჯარა, რომ არის ღია,
არ შესცივდება ჩემს ნაზ ლილიას?

რით დავეხმარო? რის მაქვს ძალა?
ო, ცხოვრებამ, რომ ამაცალა,
ის სიყვარული, ჯადო, ვნება,
ის გული ახლა ძილით ტყდება.

მის აკლდამაში სძინავთ ლანდებს,
არ ითვლიან იქ მკვდრები წამებს.
და ჩრდილი ლამაზ ფარდას ეთრფის,
იქ ქარიშხალი ბავშვურ ცრემლით,
კვლავ ატირდა, კვლავ ვნებიანი,
იქ ისმის ხმები სევდიანი!

ო, როზმარინ! სად გაქრა ვნება?
იმ სიზმარში ვინ გევლინება?
შენ ნამყოფიხარ ბევრგან ადრე,
მაგრამ, რომ დადგა შუაღამე,
შენ დაიძინე ბავშვურ ძილით,
შენ დაიფარე ღამის ნისლით!
უცნაურ თრთოლვით გეწვის სახე,
შენს თვალებში მე სევდა ვნახე
მათ უცნაური ადევთ ფერი,
შენს ნაწნავს რა ეწია ბედი?
კვლავ იდგა ირგვლივ შუაღამე,
კვლავ ელავდა იმ ცაზე მთვარე.

ღრმა ძილით ქალცულს ეძინება,
და შორეულთა შორის ქრება.
ნუ მიატოვებ, ღმერთო მარტოს,
არ გაეღვიძოს ბნელში სათრფოს!
სულ ეძინოს ჩემს როზმარინს,
არ შეაწუხოს გლოვა ცის!
და ამასობაში შავ ლანდებს
რომ ფარავენ მის ჩამქრალ სანთლებს,
იქ გუნდი მიჰყვება. და მხოლოდ,
უცნაურ მთვარის ისმის გლოვა.

ო, ძვირფასო, ო, მშვენიერო,
ქალცულო, ძილით ბედნიერო!
არ გაახილო, არა, თვალი,
არ შეგეხოს ამქვეყნის ალი.

აქ მიიძინე.აკლდამაში,
კვლავ წევხარ. გახსოვს? შენ ამ კარში,
რომ ისროდი ცელქიან ხელით,
ქვებს ისროდი და სადღაც ბნელი,
ირხეოდა და თრთოდა ღამე,
და აღვიძებდა მკვდრებსა მთვარე.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button