თვითგანვითარებაინსპირაცია

ის, რაც დედას გულს სტკენს

მაშინ როცა ყველას გვიყვარს საკუთარი დედა და შინაგანად არასდროს გვინდა ვაწყენინოთ მას, არც ისე გონივრები და დაკვირვებულები ვართ ხოლმე ჩვენს სიტყვებში.

დედა ის ადამიანია, რომელმაც სამყაროს მოგვავლინა, თუმცა მცირე დეტალები ისე გვეპარება ხოლმე, რომ გაუცნობიერებლად ვტკენთ გულს.

შესაძლოა ჩვენს სიტყვებზე არაფერი გვითხრას, თუმცა გული სტკივათ. რაც არ მგონია ვინმეს გვინდოდეს.

ქვემოთ მოყვანილია ფრაზები, რომლებსაც გაუცნობიერებლად ხმალივით ვიქნევთ ხოლმე და იმ ადამიანს ვტკენთ, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. ვეცადოთ თავი ავარიდოთ მათ.

  • “შენი წამოსვლა საჭირო არაა, იქ მაინც მოიწყენ”

როცა დედას შენთან ერთად უნდა სადმე წამოსვლა, იმიტომაა რომ შენ გვერდით ყოფნა სიამოვნებს, ან შეიძლება სახლიდან გასვლაც უნდოდეს. არააქ მნიშვნელობა რას აკეთებ, არის ის მოსაწყენი მისთვის თუ არა. უარი თავს გარიყულად აგრძნობინებს, თითქოს შენ არ გინდოდეს მისი ახლოს ყოფნა.

  • “შენთან ვერ მოვალ, მეგობრებთან გავდივარ”

როცა დედა გეუბნება, რომ ეწვიო. შენ კი დროს ვერ ნახულობ და სხვა გეგმებს იმიზეზებ, მას თავს  უმნიშვნელოდ აგრძნობინებს. რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი ცხოვრება გააჩნია. თუმცა დედამ იცის რომ სამუდამოდ არავინ ცხოვრობს და ზოგჯერ გართობა უნდა გადავდოთ ხოლმე, რომ რაც შეიძლება დიდი დრო გავატაროთ მასთან ერთად.

  • “ბერდები”

არავის სიამოვნებს როცა სხვები ამჩნევენ მათი ასაკის მატებას. წლები ყველას გვემატება და ეს ყველამ კარგად იცის. თუმცა ამის აღნიშვნა მაინცდამაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს.

  • “უკვე ათასჯერ მითხარი”

ხდება ხოლმე, რომ დედები მართლაც ათასჯერ გვიმეორებენ ნათქვამს, რადგან უნდათ დარწმუნდნენ, რომ მათი ნათქვამი სწორად გავიგეთ. “ფრთხილად იყავი” შეიძლება იმდენჯერ გაიმეორონ, რომ მართლაც შევწუხდეთ, თუმცა ეს მათი დედობრივი გრძნობაა, სჯობს მოვუსმინოთ. მათ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ვართ და იმედს ნუ გავუცრუებთ.

  • “საკმარის ყურადღებას არასდროს მაქცევდი”

დედას შეუძლია ყოველი დღის ყოველი წუთი შენზე ზრუნვაში გაატაროს. რა საჭიროა იმის თქმა, რომ საკმარისად არ გვისმენდა, ან ყურადღებას გვაკლებდა. ის თავის მაქსიმუმს აკეთებს ჩვენთვის.

  • “ჩემს ნერვებზე თამაშობ”

დედის სურვილი შვილის განერვიულება არასდროსაა. მათ ჩვენთვის საუკეთესო უნდათ. იქნებ მოვუსმინოთ მათ სიტყვებს.

  • ვერ დაგირეკე, დაკავებული ვიყავი”

იცით, რამდენჯერ დახედავენ ტელეფონს, ჩვენს მოლოდინში. იცით, რამდენს ფიქრობენ და ნერვიულობენ ჩვენზე? – ყველამ ვიცით, მაგრამ გაცნობიერება გვიჭირს ხოლმე. შეიძლება მართლა დაკავებულები ვართ, თუმცა რამდენიმე წუთის გამონახვა შეუძლებელი არ უნდა იყოს, იმ რამდენიმე წუთის, რომლითაც საათებს შევუმსუბუქებთ მას.

  • “ბავშვი აღარ ვარ”

მშვენივრად იცის, რომ ბავში აღარ ხარ. თუმცა უნდა სულ ზრუნდავდეს შენზე და მის სამყაროში ბავშვი რჩები. ნუ დაივიწყებ, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ მის ცხოვრებაში.

  • “ასე რატო არ მოიქეცი, როცა პატარა ვიყავი?”

მშვენივრად იცის, რომ რაღაც შეეშალა, იდეალური არავინაა, მათ შორის არც დედა. თუმცა ის თავის საუკეთესოს აკეთებდა შენთვის. თავს დამნაშავედ რატომ აგრძნობინებ?

დედამ თავისი არსების საუკეთესო ნაწილი შენ მოგცა.

ნუ დაანაღვლიანებ დაუფიქრებელი სიტყვებით.

წამები საათებს ცვლიან.

მარადიულად კი არაფერი გრძელდება…

რაღაც მომენტში მაინც ვინანებთ რაღაცას…

სანამ დროა, გამოასწორე…

მომზადებულია awarenessact.com-ის დახმარებით

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button